საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის ინიციირებასთან დაკავშირებით და პარლამენტს კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.
ფონდების შეფასებით, თუ კანონი მიღებული იქნება, „ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში”.
შვედეთის ყოფილი პრემიერი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში ,,ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განხადებებს ეხმაურება:
,,ივანიშვილის ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ ის მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის. ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარება, მისი სიტყვა უნდა წაიკითხოს”, – წერს ბილდტი.
პუბლიკა
საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, - ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხე
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინა უკვე იღებს იარაღს დახმარების ახალი პაკეტიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას, კონგრესის მიერ დამტკიცების შემდეგ, გამოაცხადა.
„დახმარება მოდის უკრაინაში, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, - განაცხად თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა და დასძინა, რომ სურს, სიფრთხილე გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე.
თეთრი სახლის პრესსპი
ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
„გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.
ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-
ბექა ლილუაშვილი თანამდებობის პირთა დეკლარაციაში პირთა წრის გაფართოვების შესახებ:
8 თვის წინ დავაინიცირეთ კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირის დეკლარაციის პირთა წრის გაფართოვებას. თქვენ რუსული კანონის განხილვისას იძახით, დეკლარაციის შევსება რა გახდაო და ამას იშველიებთ არგუმენტად. თქვენ რამ შეგაშინათ ასე, რომ 7 თვის განმავლობაში განსახილველადაც არ გამოიტანეთ ეს ინიციატივა.
4e0069e6-a12e-4de8-ae5b-c90f4adf21dc.mp4
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის მიმართვა საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრების დელეგაციას :
"ჩვენი ხალხი დღეს არის ევროპელი და ჩვენი ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი არის ევროპა. სამწუხაროა, რომ დღეს მმართველი პარტია რეფორმების კუთხით წინ ნაბიჯებს არ დგამს, თუმცა იმედი მაქვს, ეს მოცემულობა არჩევნების შემდეგ შეიცვლება და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ევროინტეგრაციას და გადავალთ მოლაპარაკებების ეტაპზე."
ვიდეო: https://www.facebo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.
დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა.
"სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.
აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექ
“ოცნება” და ივანიშვილი ცდილობს ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს დააპირისპიროს, ამ კანონის ყველაზე დიდი რუსულობაც ეს არის.
ფაქტია, რომ ივანიშვილის “ოცნების” პირობებში ჩვენი ქვეყანა ვერ გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1628333287915313/
"ჩვენ უნდა დავარწმუნოთ "ოცნება", რომ წაგება არ ნიშნავს განადგურებას. წაგება არ ნიშნავს შურისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი , განსაკუთრებით კორუფციული დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისგება ეკუთვნის, მაგრამ პოლიტიკურ შურისძიებას და პოლიტიკურ განადგურებას ეს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა დავაწრმუნოთ "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომ ერთპიროვნული ძალაუფლება ამ ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისწავლონ კომპრომისი რას ნიშნავს დ
"კრიზისის ხელოვნური შექმნა ხელისუფლების მიერ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დავალება რუსეთიდან, სხვანაირად უბრალოდ ვერ ვხსნი ამ ყველაფერს. საქართველოსგან ბელარუსი ვერ გამოვა ვერასოდეს. "ოცნება" დღეს უაღრესად უსუსურ მდგომარეობაშია, ყოველდღიურად ჩანს ეს. მაგალითად, მთელი კამპანია წამოიწყეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აეხსნათ, ეს კანონი რუსული კი არა ამერიკულიაო და პირიქით უფრო დაუმტკიცეს - დაარწმუნეს საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს კანონი ნამდვილად რუსულია. ბევრი ნაბიჯი გადადგეს იმისთვის,
"ახლა ამ ხელოვნურად ინსპირირებული კრიზისებით რის მიღწევას ცდილობს "ოცნება" წარმოდგენა არ მაქვს. მე ვიცი ერთი რამ, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ხდება ხელოვნურად კრიზისების შექმნა, ამ კრიზისებთან შემდგომ "ოცნებას" გამკლავება უჭირს... როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აანონსებს, ეს ხდება ბოლო ჟამს, როდესაც უკვე სხვა რესურსი არ არსებობს, არ არსებობს არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი. მაგალითად ერთი თვის წინ, ორი თვის წინ, სანამ ეს ხელოვნურად ინსპირირებული კროზისები იქნებოდა, აქ ვიჯექით და ვსაუბრობდით ს
"გზავნილით, რომელიც მივიღეთ ამერიკის სენატიდან გვითხრეს, რომ ამ კანონის და საქართველოს პარლამენტში დამტკიცების პირობებში გადაიხედება სტრატეგიული პარტინიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის. მოკლედ, დღეს ჩვენ გვაქვს ორი მესიჯი ორი სტრატეგიული პარტნიორისგან - ევროპელები გვეუბნებიან, რომ ამ კანონის დამტკიცების შემდგომ სვლა ევროპული გაწევრიანების მიმართულებით შეჩერდება, ამერიკელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ თუ ეს კანონი დამტკიცდება საქართველოს პარლანეტში, გადაიხედება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს
"საბოლოო ჯამში ევროპიდან მესიჯი არის ის, რომ, თუ საქართველო დაამტკიცებს ამ კანონს, საქართველოს პარლამენტის , ქვეყნის სვლა ევროპული გაწევრიანების მიმართულებით იქნება შეჩერებული. ეს არის სარეკომენდაციო პოლიტიკური განცხადება და არ აქვს სამართლებრივი შედეგები, მაგრამ პოლიიტიკური თვალსაზრისით ეს არის უმძიმესი განაცხადი... განსაკუთრებით დღეს, კანდიდატის სტატუსუს მიღების შემდგომ , როდესაც ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შეფასებას, რომელსაც ქვეყანა იმსახურებს და გავაგრძლებთ სვლას ევროპული მომაბ
"ამ კანონით ხელისუფლება პირდაპირ აპირისპირებს ხალხს ერთმანეთთან და ანადგურებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს კანონი უპირობოდ უკან უნდა გაიწვიოს „ოცნებამ“, ამისი მოლოდინი მე პირადად არ მაქვს, ამიტომ ხალხმა მათთან საუბარი უნდა გავაგრძელოთ ქუჩიდან, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. მე როგორც ყოფილი საჯარო მოხელე ვუთანაგრძნობ დღეს აქციაზე გაყვანილ ხალხს. მთავარია ეს ადამიანები 26 ოქტომბერს ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ. ერთადერთი რაც შეიძლება მოვისმინოთ ივანიშვილისგან არის ის რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონ
"ჩვენი გუნდისთვის მთავარია მაქსიმალურად პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირების რეალური რისკები, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თავიდან იქნეს აცილებული. „ოცნებამ“ ვერ აუხსნა საზოგადოებას, რომ ეს კანონი რუსული არ არის, ვეღარც აუხსნის. თუ მართლა გამჭირვალობა უნდოდათ, ჩვენს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს გაიტანდნენ. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ სამოქალაქო სიმშვიდე. თავიდან უნდა ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, რომლის საფრთხეც ძალიან რეალური
"ოცნების" მიზანი არანაირი გამჭვირვალობა არ არის. ამის დასტურია მათი უარი ჩვენს ალტერნატიულ კანონპროექტებზე.
მიხეილ დაუშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომა დატოვა, ვინაიდან სხდომის თავმჯდომარემ მას სიტყვა არ მისცა, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1848862178894171/
პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით გაურკვეველი საგნები ისროლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო!“.
ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობი პირი ავტომობილით შეიჭრა და [პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ტერიტორიას განარიდეს. აქციაზე პერიოდულად არის სიტყ
ბუნდესტაგის წევრი ანიკო გლოგოვსკი-მერტენი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას, დეპუტატებს მოუწოდებს, ერთხელ და სამუდამოდ თქვან უარი რუსული კანონის მიღებაზე.
გერმანიის პარლამენტის წევრის განცხადებას ავრცელებს “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში”.
“ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო საქართველოდან, გადაუდებელი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა ვისაუბროთ საქართველოში ე.წ. „უცხოური აგენტების კანონზე“.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება
სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა შეერთებული შტატების და ევროკავშირის კუთხით ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ იმისა, რომ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოვჩნდეთ. საერთაშორისო იზოლაცია ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მარტო ვრჩებით ოკუპანტთან- რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ, რეალური და მყისიერი საფრთხე შეექმნება ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მითუმეტეს ტერიტორიულ მთლიანობას.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “
ერთ-ერთი რუსული რაკეტა ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„დღეს ღამით ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.
ასევე, დონალდ ტუსკმა მისი წინამორბედი, მატეუშ მორავეცკი უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.
„ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლი
"მე არ ვიცი, ღირს თუ არა ამის დაწერა ახლა, მაგრამ იქნებ ერთმა მაინც გაიგოს, მხოლოდ ერთმა მაინც…
ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი. მაშინაც, როცა ჰგონია, რომ არ აქვს. ცხოვრებაში დგება ძალიან რთული არჩევანის გაკეთების მომენტებიც. ჩემი არჩევანის გამო შეურაცხყოფაც ბევრი მომითმენია, მუქარაც, მოსყიდვაც უცდიათ, ოჯახზე ზეწოლაც… მაგრამ როცა იაზრებ, რომ შენი არჩევანი სწორია, არაფერს, საერთოდ არაფერს აქვს მნიშვნელობა. არაფერს აქვს იმის ფასი, როცა იცი, რომ სწორ მხარეს დგახარ. არაფერს.
მე არ
აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, ტოვებს ქვეყანას მეგობრების გარეშე, ართმევს განვითარების პერსპექტივას, ამკვიდრებს რუსული ტიპის ავტორიტარიზმს და ქვე