ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.
ცოტა ხნით ადრე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.
დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (7
ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ რუსულ კანონს მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს.
„ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. რუსული იქნება თუ რა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. გაცხადებული სურვილია, რომ გინდა თუ არა, უნდა აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობით მოსულმა პოლიტიკურმა პარტიამ.
ეს კანონპროექტი ორ ძირითად პრინციპს არღვევს: ადამიანებს უნდა მიაწერო
BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black.
კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ.
U
მთავარი არ არის 29 ში ეს ადამიანები სად იდგებიან, მთავარია 26 ოქტომბერს რა არჩევანს გააკეთებენ.
დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ადამიანები გაისტუმრებენ “ოცნებას” ოპოზიციაში, ეს იქნება მოცემულობა, რომელიც დადგება, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანზე მორალურად იძალადო.
არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეები, ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რისკის ქვეშ დააყენო.
ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში 21-ე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა.
„ასევე მოხარული ვარ დღეს 6 მილიარდი დოლარის ოდ
„ამერიკის ხმის” ცნობით, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
ამერიკის ხმა წერს, რომ „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყ
საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩევლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოსთვის გაფრთხილებაა და პირველი შედეგი, რაც შესაძლოა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას მოჰყვეს, არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა იქნება.
საბანაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უახლოეს მომავალში შეუჩერებს და ფ
პარლამენტში რუსული კანონის განხილვა 29 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განახლდება. კომიტეტი 09:00-ზე დაიწყება.
მეორე მოსმენის დროს კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ. კომიტეტზე განხილვის შემდეგ კანონპროექტი, შესაბამისი დასკვნებით, გადაეცემა ბიუროს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარ
"რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში და როგორც აღნიშნავენ, რეზოლუცია ერთმნიშვნელოვნად მწვავეა. ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია. ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობა, რომელიც, ან ვერ აკეთებს, ან შეიძლება არაფერს აკეთებს, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიცირებული, რასაც შემდგომ ძალიან კარგად პიარულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს. მეც მიმუშავია და მსგავსი რეზოლუციები ხშირად ყოფილა ინიცირებული, მაგრამ საგარეო უწყების
"შეგიძლიათ, ერთი მაგალითი მაინც მომიყვანოთ, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, როდესაც პრემიერი თავისი ნებით გადადგა მხარდაჭერის პიკში, ამასთან, დარჩა ისევ პოლიტიკაში, მოითმინა, რასაც ეს პატარა მშიშარა ბიჭები, ივანიშვილის მიერ გაგულიანებულები, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ?! ამას რატომ ვაკეთებ იცით? მე მკაფიოდ მაქვს გააზრებული ის შეცდომებიც და ის ვალდებულებაც, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვაქვს ამ შეცდომების გამოსასწორებლად - ჩვენ ამ ვალს ვაბრუნებთ. ვაბრუნებთ მარტივი მიზეზის გამო - ვიცით, ეს როგორ
გოგოლაშვილი: EU-სთან უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის ქვეყნების უმრავლესობის მიმართვა საკმარისია.
კახა გოგოლაშვილი ხსნის, რა შემთხვევაში შეიძლება, ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გააუქმოს.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ ამას ევროკავშირის ყველა წევრის ქვეყნის თანხმობა სჭირდება, არასწორია.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მის 2 შესწორებას. ერთ-ერთ პროექტში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წერია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს კომ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“ და არ არსებობს გადაუჭრელი პუნქტები.
„შეთანხმებების შესახებ არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არის მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. ეს ასეა, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას, არ მიგვაჩნია საჭიროდ. ზოგიერთს ეს არ გაუხარდა. ხალხი ეძებს თემებს, რომ შეარყიოს სიტუაცია ჩვენ
29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათისთვის ჩაინიშნა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარე
"ოცნება" დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ გაანადგუროს მის მიერვე მიღწეული თითოეული მონაპოვარი. იმ 83 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის ბრალეულობას ამოეფარება, ცდებიან. პასუხისგებლობები პერსონალიზირებული იქნება.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1535722120321236/
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და მაღალი რანგის წარმომადგენელმა სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გაიწვიოს „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტი“ და უარი თქვას დესტრუქციულ გზაზე.
„დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულის ბრძოლის შემდეგ, რუსული გავლენა საქართველოში ბრუნდება. სამარცხვინოა, რომ საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს და მისი უახლოესი მეგობრების რ
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს.
„2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრ
ხელისუფლებას, გარდა რუსეთისა და საკუთარი თავისა, თანამოაზრე არავინ ჰყავს.
მთავარი არ არის ვის რომელ აქციაზე მოუწევს დადგომა, მთავარია ისტორიის რომელ მხარეს დავდგებით 26 ოქტომბერს, სადაც არანაირი კონტროლი, არანაირი გავლენა თქვენზე ხელისუფლებას არ ექნება.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/435857342359595/
სანდრო ჯოხაძეს, 18 წლის მეთორმეტე კლასელ მოსწავლეს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 16 აპრილს დააკავეს, სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება, როგორც “ლელო საქართველოსთვის” დაკავებული ლიდერის, ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში, აქაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
ჯერ კიდევ მიმდინარეობს სანდროს უფროსი ძმის, გიგა ჯოხაძის სასამართლო პროცესი. ძმების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ჯანო ჭკადუა იცავს.
ძმებს ადმინისტრაციულ სა
გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ დღეს, 25 აპრილს, ბათუმში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რასაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის შემოღება იწვევს.
„ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული მედიასაშუალება, რომელმაც 2010 წელს დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“.
ეთერ თურაძემ ისაუბრა იმ წნეხსა და დევნაზეც, რა პირობებშიც მუშაობა უწევდა 2012 წლამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მ
სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე თაღლითობად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას. მისთვის გაუგებარია, მმართველი პარტია რატომ ცდილობს იმას, რაც გასულ წელს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ მოახერხა.
„ხელისუფლება იმეორებს იმას, რაზეც საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ერთხელ უკვე უარი თქვა. როგორც მოქალაქე, ამას აღვიქვამ, როგორც თაღლითობას და შულერობ
დღეს გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო ორგანიზაციებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია დააანონსეს, სადაც მათ აღნიშნეს, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შეაჩერებენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით აცხადებენ, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ხელმომწერი ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირს
ევროპარლამენტმა რუსულ კანონთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მისი ორივე შესწორებით მიიღო.
შეჯერებულ პროექტში, რომელსაც მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია.
რაც შეეხება ორ შესწორებას – ის მოიცავდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან რუსული კანონის შესაბამისობის შეფასებას, ჰომოფობიური საკონსტიტუციო კანონპროექტის გა