გერმანიის კანცლერმა ღიად უთხრა კობახიძეს, რომ კანონი არის ანტიევროპული, აფერხებს ევროკავშირთან ურთიერთობას და მისი მიღების შემთხვევაში გერმანიის პოზიცია იქნება ნეგატიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს აღარ ექნება და ერთადერთი ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი, რომელმაც "ოცნების" ბიჭების მეშვეობით დააბრუნა კანონი.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/vi
ბოლნისში, 33 წლის კაცის ცხედარი პოვეს.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაღუპულის ოჯახის წევრები „ტელეკომპანია“ პირველთან მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ ცხედარი თანასოფლელებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს.
მათი თქმით, კაცი შეზღდუგული შესაძლებლობების მქონე პირი იყო. ოჯახის წევრები ასევე საუბრობენ დაზიანებებზე, რომელიც ცხედარს აღენიშნებოდა. მათი
გერმანია სასწრაფოდ გადასცემს უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო "ტვიტერის" პირად გვერდზე ავრცელებს.
„გერმანიას სასწრაფოდ მიაწვდის უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს რუსული ავიაციის თავდასხმების მოსაგერიებლად. მას საჰაერო თავდაცვის იმ სისტემებთან დამატებით მივაწვდით, რომელიც [უკრაინას] უკვე გადაეცა და რომელთა გადაცემაც იგეგმება", - წერს გერმანიის თავდაცვის სამინისტრო.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვ
რა შუაშია „ნაცია“ თუ გახარია, ვინ არის და რა არის?! რა უფლება გაქვს პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცე გუნდის ერთ-ერთ მონაწილეს. აქაც არის ევროპის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილსა და მის ოჯახთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს უპასუხა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, როგორც საზოგადოებაში შეაქვთ დაყოფა, ისე შეაქვთ ფეხბურთშიც.
“კალაძე წარმოუდგენელია... მე არსად არავინ მ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიება ჩაატაროს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“ — აცხადებს მეთიუ მილე
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენი გამოიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის მონაწილე ახალგაზრდას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროცესის განმავლობაში, რომელიც არაერთხელ გადაიდო და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, როგორც დამკვირვებელი არასამთავრებო ორგანიზაციების, ისე დაცვის მხარის განცხადებით, არაერთი შეუსაბამობა გამოვლინდა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის მასალებს გაეცნო „ნეტგაზეთიც“ და მოკლედ აღვწერთ იმ გარემოებებს, რის საფუძველზეც დაცვი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირებოდა და 100 000 ამერიკულ დოლარს ითხოვდა.
დაკავებული მათ სიცოცხლისა და ქონების მოსპობით ემუქრებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები ამოიღეს, რითიც ის მოქალაქეებს უკავშირდებოდა.
გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწი
ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. არაფერს ჩაგვიკეტავენ, როგორც ქვეყანას. ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე! ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.
ფაქტიურად ევროკავშირში 2 ძირითადი ძრავი ქვეყანაა- გერმანია და საფრანგეთი. გერმანია არის ის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ევროკავშირში. მის გარეშე ვერ იქნება, გაწევრიანების პერსპექტივა, ვერც წევრობის პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი, ვერც ვიზალიბერალიზაციის მიცემა ან ჩამორთმევა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ინსტრუმენტებიც არსებობს ევროკავშირში. ამიტომ თუ გერმანია შენ მხარეს არ არის, ეს იმას ნიშვანს, რომ უბრალოდ შენ მომავალი ევრიკავშირში არ გაქვს და ჩემი აზრით ბატონმა შო
ეს კანონი ევროპელი პოლიტიკოსებოსთვის არის ის, რასაც რეალურად წარმოადგენს. საუბარი გამჭირვალობაზე და იმაზე, რომ ფინანასების გასაჯაროება მოხდეს არის ზღაპარი, ამის სხვა ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. ეს არის თავისუფლბის, დემოკრატიის წახალისების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და რეალურად, დასავლეთის გავლენის შეზღუდვა ლეგალური გზით. ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი კანონმდებლობა მიიღეს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
ნატალია საბანაძე, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი.
„აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ - მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიისკანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ამასთან, სალომე ზ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გა
რუსული კანონის ფონზე, "ოცნება" და "ნაც.მოძრაობა" იცლიან ფარული გარიგებებისთვის, ზუგდიდის მოსახლეობის არჩევანს ბოიკოტს უცხადებენ და ერთობლივი შეთანხმებით აპირებენ საკრებულოს თანამდებობის პირების გადაყენებას, მათ შორის, თავმჯდომარის იმპიჩმენტს.
გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/418239190939153/
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ნებისმიერ შემთვევაში "ოცნება", რომელმაც გაბედა და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ჩვენ კონკრეტული გამოსავალი შევთავაზეთ, ორი ალტერნატიული კანონპროექტის სახით
"ოცნებას", მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე სდუმან, რადგან მათ პროპაგანდისტულ ნარატივს გამჭირვალობაზე სრულად ანგრევს.
გიორგი შარაშიძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/955308
ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შორცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე კითხვას იმის შესახებ, „რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა „ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი“.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ტრანსფარენტულობა „სრულიად სხვა კონცეფციაა“.
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსე
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს.
როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის.
“მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი
ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“.
„ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალ
„ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია, გასული წლის მარტში, იძულებული გახდა გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ისინი, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“.
გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა.
„შა
პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებ
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2015-2018 წწ) მიხეილ ჯანელიძე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის და საჯარო სექტორის საყურადღებოდ აქვეყნებს ვრცელ ხედვას მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ.
„ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ ჯანელიძის პოსტს.
„ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესის გარეშე (კერძო სექტორში წარმატებით ვსაქმიანობ ქვეყნის გარეთ უკვე რამდენიმე წელია), გარდა ერთისა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისა, მინდა ცოტა ვრცლად დავწერო ჩემი, ერთი მოქალაქის, ხედვა მიმდინარე პო
26 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
საუბარია გუშინ, 11 აპრილს, „ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ ფრაზაზე, სადაც კალაძე ამბობს, რომ „არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. ცნობისთვის, კალაძემ მსგავსი განცხადება დღესაც გაიმეორა.
განცხადებას ხელს აწერენ:
ადამიანი
“რა თქმა უნდა, არა! რუსულ კანონს არა! რუსეთისკენ არა!” – ამბობს ნეტგაზეთთან მთამსვლელი და სამთო გიდი ბიძინა გუჯაბიძე, როდესაც მას რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიცია ვკითხეთ.
“ამ წუთში რუსთან ურთიერთობაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი მყავს, მათთანაც კი არ შემიძლია ახლა კონტაქტი.
ასე [მსგავსი კანონპროექტით] დაიწყო რუსეთშიც და რა დღეშია ახლა რუსეთი, იცის ყველამ. იმედია, რომ იცის. ყოველ შემთხვევაში, ვისაც უნდა გაგება, მან იცის.
ეს [რუსული
პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს – ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ შეიტანეს. ადვოკატის ცნობით, პრეზიდენტის მრჩეველმა თავად ჩაიბარა განცხადება.
დღეს რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს და ციხეში 8 წელს გაატ