დღეს რა მეთოდებსაც იყენებს “ოცნება” ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ზუსტად ისე დაასრულებს თავის მმართველობას, როგორც დაასრულეს "ნაცებმა".
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/816562243892002
თუ “ოცნებას” ნაცების დასრულება უნდოდა სად იყვნენ თორმეტი წელი? ან სად არიან დღეს?
რეალურად “ოცნებას” არ აწყობს ნაცების წინააღმდეგ რაიმე პროცესის დაწყება და უბრალოდ ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1040141617047535
“ოცნებას” რეალურად ნაცების გასამართლება კი არ უნდა, არამედ ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ მათი დაბალი რეიტინგი როგორმე გაზარდონ.
კახა ქემოკელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/855913670013553/
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის სუმის ოლქის სასაზღვრო ზონას ეწვია და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.
„მთავარსარდალმა წარმოადგინა მოხსენება აქტიური ოპერაციების ყველა რაიონში ოპერატიული ვითარებასთან დაკავშირებით, ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქი
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია თაღლითურის სქემის შესახებ, რომლითაც ადამიანებისთვის ფულის გამოძალვას ცდილობენ.
სცენარი ყველა შემთხვევაში მსგავსია: რუსულენოვანი ადამიანი რეკავს სახლის ტელეფონზე, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებთან, ეუბნება, რომ მისი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა და იმისთვის, რომ არ დააპატიმრონ, უნდა გადაურიცხოს თანხა. სიტუაციაში გარკვევის მცდელობას მოჰყვება პოლიციითა და პატიმრობით მუქარა, ან აქცენტირება ადამიანის სიცოცხლეზე – “ჯერ თანხა გადმორიცხეთ
საკონსტიტუციო სასამართლო არსებით განხილვამდე რუსული კანონის შეჩერების საკითხს გამწესრიგებელ სხდომაზე 29-30 აგვისტოს განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში, სხდომა 31 აგვისტოსაც ჩატარდება.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის და ოპოზიციონერი დეპუტატების.
მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა.
სარჩელის ავტორები დროები
სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებას.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის წევრი დეპუტატის განცხადებას „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება.
„საერთოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე... ეს როგორც ჩანს, „ოცნ
ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას - მაგრამ, მიხარია, რომ გამოვიცანი, რომ ტყუილსაც იკადრებდით, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს
თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო - ნაცმოძრობის დასრულების პირობას დებს პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს, რომელსაც შავი ფულით ნაცმოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი დონორები აფინანსებენ და ნაცმოძრაობა უმაღლეს თანამდებობებზე უზის, რომელიც 24 საათი პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას გადმოსცემს, რომელმაც ნაცმოძრაობასთან გარიგებით მუნიციპალიტეტები მიიტაცა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უკანასკნელი კარი დახურა, -
რუსულმა ძალებმა 20 აგვისტოს ზაპოროჟიეს ოლქში, ქლაქ მალოკატერინოვკაში საბავშვო კაფე დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი. დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
„მტერმა პირდაპირ საბავშვო კაფეს დაარტყა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულები არიან 11, 14, 15, 17 და 18 წლის პირები. ჭურვის ტიპი ჯერ დადგენილი არ არ
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული კადრების მიხედვით, ავარიაში, სულ მცირე, 2 ავტომობილი დაზიანდა.
სხვა დეტალები– მაგალითად, არიან თუ არა დაშავებულები – ამ ეტაპზე უცნობია.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეომასალის თანახმად, მომხდარის გამო შეზღუდული იყო მოძრაობა როგორც გვირაბში, ასევე გზის სხვა მონაკვეთებზეც.
გარეკანის ფოტო: „მთავარი არხი“
ნეტგაზეთი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე, მურთაზ და რემიკო ჭითანავები.
უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდები
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი).
√ დაუშვებელია ერთი და იმავე
“ოცნების” ხელისუფლება მარცხდება და არანაირი რესურსი არამარტო საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ უბრალო უმრავლესობის მოპოვების აღარ აქვთ.
“ოცნებას” სასაუბრო არაფერი არ აქვს, მხოლოდ ცუდ წარსულზე საუბრობენ და ამისთვის “ნაც.მოძრაობა” არის საუკეთესო გამოსავალი, ამიტომაც არიან ისინი ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1194680458403699/
"პოლარიზების მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეებს უკვე მობეზრებული აქვთ “ოცნების” ტყუილები და ამასთან ძალიან კარგად იციან, რომ “ნაც.მოძრაობას” რევანშით დაბრუნების თავი არ აქვს. პოლიტიკურ ველზე კი ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ალტერნატივად შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს."
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1996337644156428/
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც “საეჭვოს” უწოდებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი ჯერაც თავისუფალი იყო და აცხადებს, რომ ეკა არეშიძე დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს უცხოელებისგან, ხოლო საპროტესტო აქციები, რომლებსაც მოქალაქეები დათუნა სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავდნენ, ოცნების განცხადებით,
მოსამართლე ნანა აფციაურმა ცეკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.
დადგენილება, რომელიც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.
მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილება ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ.
ისინი ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ „112“-ში დარეკონ.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტ
ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მოხმარდება, - ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ჩეხური პროექტის მიმართ უცხოელი პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
„ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელსაც ჩეხეთი შეიძენს. ასე გადაწყვიტა ევროკავშირმა. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ უკრაინისთვი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
„აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე სა
ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან დაკავშირებით, იუწყება AP. შეთანხმების მიღწევას საკმაო ხანია უშლიდა რიგი საკითხები, რომელზეც მხარეები – ისრაელი და „ჰამასი“ – ვერ თანხმდებოდნენ. შუამავლები კი კომპრომისის გამონახვას ცდილობდნენ.
გამოცემის ცნობით, ისრაელის თანხმობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართა შეხვედრა. ბლინკენი ა