Jump to content
Planeta.Ge

Blogs

თეონა აქუბარდია - ყველას მოვუწოდებ, ყველაფერი გადადონ 26 ოქტომბერს და საქართველოსთვის გააკეთონ არჩევანი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით, შევქმნით კეთილდღეობას და ისეთ მშვიდობას, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია (ვიდეო)

"ყველას მოვუწოდებ, ყველაფერი გადადონ 26 ოქტომბერს და საქართველოსთვის გააკეთონ არჩევანი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით, შევქმნით კეთილდღეობას და ისეთ მშვიდობას, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/894083105930323/

ნიდერლანდებმა უკრაინას რუსეთის თავზე F-16-ების გამოყენების უფლება მისცა

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ნიდერლანდებიდან მიღებული F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება შეუძლია, - ამის შესახებ ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა ონნო ეიხელშაიმმა განაცხადა. „ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი შეზღუდვა ომის კანონების დაცვით F-16-ის გამოყენებასა და ფრენის დიაპაზონზე“, - აღნიშნა ონნო ეიხელშაიმმა. მისი თქმით, იგივე ეხება ნიდერლანდების მიერ მოწოდებულ სხვა იარაღს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია მათი განკარგვა ბრძოლის ველზე საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ დაც

ვიხილავთ თუ არა თამარ ჩუგოშვილსა და გიორგი ქობულიას გიორგი გახარიას გუნდში – ექსპრემიერის პასუხი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროინდელი მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები მის გუნდში ვიხილოთ. კითხვაზე, მაგალითად, არიან თუ იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებთანაც მოლაპარაკებები აქვს, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, გახარია  ამბობს, რომ ორივე მათგანს დიდ პატივს სცემს. „რატომ იფარგლებით მხოლოდ ამ სახელებით? მე ამ ორ ადამიანს [თამარ ჩუგოშვილს და გიორგი ქობულიას] ძ

ჯოზეფ ბორელი - იარაღი, რომელსაც უკრაინას ვაწვდით, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დასავლეთმა მის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას. „უნდა მოვხსნათ შეზღუდვები რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ.

„ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ. გუშინ, 28 აგვისტოს „ნეტგაზეთს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ, თუმცა დღეს სხდომის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ არცერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამ

რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უფლებადამცველებს – ბურჯანაძის განმარტება

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონი საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ქართული ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყო. ბურჯანაძის თქმით,  საფრთხის შემცველია რუსული კანონის ფარგლებში გამოცემული იუსტიციის მინ

ECHR-მა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა საქმეზე, რომელშიც მოსამართლე ფიგურირებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს. საქმე ეხება 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოს პლიაჟზე მომხდარ ინციდენტს. მაშინ 13 წლის არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [მაშინ მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო]. დედამ პოლიციას მიმართა, მანამდე კი პლიაჟზევე, ინციდენტის შემდეგ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინტერნეტ გვერდი „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. ვიქტორ კიპრიტიდი ბოლო დავალების შესრულების დროს, დაბომბვის შედეგად დაიჭრა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა. იპნ

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა. აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა. „მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფ

ნათია მეზვრიშვილი - ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, ძალიან დიდი ხანია ამ პოზიციაზე იმყოფებიან და ბავშვების აღზრდის პროცესში მონაწილეობას იღებენ, "ოცნებამ" დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური დევნით (ვიდეო)

ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, ძალიან დიდი ხანია ამ პოზიციაზე იმყოფებიან და ბავშვების აღზრდის პროცესში მონაწილეობას იღებენ, "ოცნებამ" დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური დევნით.    ნათია მეზვრიშვილი., პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/522598896899920/

თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ რატომ მიდის ამდენი ქართველი ევროკავშირში? – ფიშერი დეზინფორმაციაზე

გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, რუსული კანონის არსებობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ეს კანონი ევროპულ პრინციპებს არ შეესაბამება. შესახებ მან ნინი შენგელიასთან პოდკასტში ისაუბრა. „თუ ქვეყანა მიიღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაშინ ის ვერ გაწევრიანდება. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი არის ზუსტად ასეთი წინააღმდეგობრივი სამართლებრივი აქტი, რადგან ის უხეშად ერევა იმ ფუნდამენტურ უფლებებში, რომელიც ევ

Politico - საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები „ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ

საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები „ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის ადმინისტრაციულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოცემამ მოიპოვა. Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოებმა „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვისა და თანადამფუძნებლის, მისი ძმის, ნიკოლაის დაკავების ორდერები მარტში გამოსცეს. დოკუმენტში მითითებულია, რომ „ტელეგრამთან“ დაკავშირებით საფრანგეთის მიერ საიდუმლოდ ჩატარებული გამოძიება იმ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 3 ადამიანი მოკლეს

კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. შემთხვევის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას სამართალდამცავები ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იპნ

ანა ბუჩუკური - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილს შუშის კოლბიდან მოუწევდა საკუთარ მოქალაქეებთან და საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი. საიდან სადამდე მივიდა (ვიდეო)

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილს შუშის კოლბიდან მოუწევდა საკუთარ მოქალაქეებთან და საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი. საიდან სადამდე მივიდა.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1498597437710825/

ლევან გოგიჩაიშვილი -  2006 წელს, რაც მოხდა ე.წ. “გუბერსკის” ციხეში, სადაც პატიმრები დახოცეს ვითომ ციხის ბუნტის გამო, მიქანაძე იყო მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ვიდეო)

2006 წელს, რაც მოხდა ე.წ. “გუბერსკის” ციხეში, სადაც პატიმრები დახოცეს ვითომ ციხის ბუნტის გამო, მიქანაძე იყო მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ანუ იქ რა უბედურებაც მოხდა მაგაზე მიქანაძეს ეკისრება პირდაპირი პასუხისმგებლობა და ჩვენ ვპირდებით, რომ მიქანაძის მსგავსები აგებენ პასუხს.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1170955413974950/

რუსული კანონის შეჩერების საკითხის განხილვას საკონსტიტუციო 29 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. ცნობილია, რომ მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება. მოსამართლე, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. „წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერეს

სტანო: ევროკავშირი შეშფოთებულია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ოცნების“ განცხადებებით

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, „ბრიუსელი „ოცნების” გეგმით ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, შეშფოთებულია”. სტანოს კომენტარს გამოცემა POLITICO ავრცელებს. „ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად”, – ამბობს სტანო და აღნიშნავს, რომ პლურალიზმი „ევროკავშირში გაწევრების პროცესის

ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება

ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც დაესწრება. მოგვიანებით, მინისტრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გა

დღეს მარიამობაა

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.   ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. იპნ

გიორგი გახარია - ახალგაზრდებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენი მომავალი კი ევროპულ, ღირსეულ და სამართლიან საქართველოშია!

"ახალგაზრდებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენი მომავალი კი ევროპულ, ღირსეულ და სამართლიან საქართველოშია! წარმატებულ სტუდენტობას და საინტერესო პროფესიულ ცხოვრებას გისურვებთ! გიორგი გახარია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი - გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანისა და გადარჩენის

ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა. მისი თქმით, გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, „დღე არჩევანის, დღე გადარჩენის“. "დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამე

პრეზიდენტი - 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა - მცხეთიდან საარჩევნო კამპანიისას, გამარჯვების შემთხვევაში ხალხს დაჰპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას

29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობასა და ქვეყნის პატრიოტებს ომი გამოუცხადა ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მან ყველას ცალ- ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა. „მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული დემოკრატიული, თავისუფალი და ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში ჩაძი

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განხორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება იმიტო
×
×
  • შექმენი...