Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს. „მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს აუცილებლობას, რომ რეგიონის ყველა მხარემ თავი აარიდოს ესკალაციას ან სხვა ქმედებებს, რამაც შეიძლება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხაროს“, - ნა

OCCRP „ოცნების“ თავდასხმებს პასუხობს – რუსეთში ივანიშვილის ოჯახის ქონებაზე გამოძიების შესახებ

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ მიერ ბოლო წლებში რუსეთში ქონების შეძენის შესახებ ახლახან გამოსული გამოძიების ერთ-ერთი ავტორინ – „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი“ [OCCRP] – ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა მტკიცებით გამოძიებაში მოცემული მონაცემები „ყალბია“. ორგანიზაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხასიათის არ არის და არანაირი პოლიტიკური ინტერესი საქართველოში არ აქვს. ამავე განცხადებაში OCCRP აღნიშნავს, რომ

ცესკოს შენობასთან 3-მეტრიანი ღობე დაამონტაჟეს, რაც 300 ათას ლარზე მეტი დაჯდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო. კონფლიქტის მიზეზი გახდა ცესკოს შენობის ირგვლივ მოწყობილი ღობე. ასევე, ცვლილება ცესკოს რეგლამენტში, რომლითაც ინსტიტუციაში მანდატურის სამსახური ჩნდება. ცესკო-ში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ ღობის მოწყობა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და ის შემადგენელია ნაწილია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი ინფორმაციით, მხოლოდ 3-მეტრიანი ღობისა და მისი თან

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ კურსკის ოლქში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ მდინარე სეიმის მიმდებარედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა. რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, ჩატარებული ოპერაციის შედეგად კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოს მოსახლეობის ნაწილი მოწყვეტილია. აღსანიშნავია, რომ ხიდი კრემლის მიერ საკუთარი ჯარების მოსამარაგებლად გამოიყენებოდა და მისმა განადგურებამ, შესაძლოა, ოკუპანტების წინსვლის შეფერხება გამოიწვიოს. როგორც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინელი სამხედროები კურსკში თავიანთ პოზიცი

ბენ კარდინი - გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას - ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება

გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს“. „გული მწყდება, რომ საქართველოს „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალის

მაია ბუწაშვილი - „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში - დასაწყისში გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს, 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენ

გიორგი შარაშიძე - უკანონობის დაკანონება "ოცნებისეულად" (ვიდეო)

16 აგვისტოს თბილისის საკრებულოში პარტია “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ  ბრიფინგი გამართა. პარტიის განცხადებით, საკითხი ეხება -  „ოცნების შემომწირველისთვის ნოშრევან ნამორაძისთვის სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე დამატებით 12 სართულის მშნენებლობის ნებართვის უკანონოდ გაცემას - როგორც პოლიტიკური კორუფციის და არჩევნების გაყალბების მორიგი მცდელობას." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/496197343231050

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის - მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ც

ბაიდენი თეთრ სახლში ვლადიმერ კარა-მურზას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას უმასპინძლა. კარა-მურზა ბაიდენმა ადმინისტრაციაში ოჯახთან ერთად მიიღო. თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დასავლეთი და რუსეთი პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ – რუსეთმა გაათავისუფლა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, ასევე, ვლადიმერ კარა-მურზა. publika

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა  დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი  ლაივ რეჟი

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ipn

აშშ-ის საელჩო: დახმარების შეჩერებამ იმოქმედა რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე

საქართველოში აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების შეჩერებამ იმოქმედა რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზეც. ამის შესახებ „პუბლიკას” საელჩოში განუცხადეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ფორმულას” ეთერში კოალიცია ერთიანობის წევრმა გია ჯაფარიძემ გაავრცელა და თქვა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ის მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული. publika

მედია - რუსეთის პრიმორიეს მხარეში 2 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - მოსახლეობა პანიკაშია

რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა.­ მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტრიბუციო კომპანიის ცნობით, ავარიის მიზეზი პრიმორიეს სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის აღჭურვილობის ტექნოლოგიური გაუმართაობაა. გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადივოსტოკში და რეგიონის რიგ სხვა ქალაქებში არ მუშაობს ბანკომატები და შუქნიშნები, არ მუშაობს მატარებლები და ელექტრომატარებლები, ხალხი ლიფტებ

უკრაინამ კურსკის ოლქში პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნეს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინული ძალების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის 15 აგვისტოს თათბირზე მოახსენა. „კურსკის ოლქის ტერიტორიაზე დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა-განადგურება სუჯის და სამ სხვა დასახლებულ პუნქტში. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის პირველადი საჭიროებების უზრუნვ

პირს, რომელმაც თანამზრახველთან ერთად სოფელ ველისციხეში კაცი მოკლა და ჭაში დამარხა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს

ანა ბუჩუკური - არჩევნებზე „ოცნების“ „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და „ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ

არჩევნებზე „ოცნების“ „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში და ტრიბუნა არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და “ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გუშინ „ქართული ოცნების” მიერ დასახელებული დელეგატების ძირითადი ნაწილი 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის” სალაროს ავსებდა. „არჩევნებზე „ოცნების” „ფეისე

საფრანგეთში ყოფილი ელჩი „ოცნების“ განცხადებებს აგვისტოს ომზე, საზიანოს უწოდებს

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ეფემერულ პოლიტიკურ ეფექტზეა” გათვლილი, რომელთაც რუსეთი სათავისოდ იყენებს და დიდ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას. ამის შესახებ ყოფილმა ელჩმა, რომელმაც პოსტი რუსული კანონის გამო დატოვა, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა. „სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დება

„აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს, მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას“ – „მეტა“ ამბობს, რომ დაბლოკა რუსული ყალბი გვერდები

კორპორაცია Meta-მ (ფლობს „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვათსაფს“) თავის ანგარიშში განაცხადა, რომ დაბლოკა 76 ფეისბუქ-ანგარიში და 30 გვერდი, ასევე 11 ანგარიში „ინსტაგრამში“. ანგარიშის თანახმად, დაბლოკილები „კოორდინირებულ არაავთენტურ მოქმედებებში“ იყვნენ ჩართულნი. ეს ქსელი, „მეტას“ ცნობით, მოდიოდა რუსეთიდან და მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „მეტა“ იუწყება, რომ ქსელს სხვა პლატფორმებზეც ჰქონდა ანგარიშები, რათა უფრო სანდო გამოჩენილიყო და აღნიშნავს, რომ ამავე ქსელში მოქმედი

ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო გადამდები, ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა. მათი ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგა

ალექსანდრ სირსკი - უკრაინელებმა კურსკში წინ კიდევ კილომეტრნახევრამდე წაიწიეს და 82 დასახლებას აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 15 აგვისტოს დასაწყისიდან, კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებით წინ კიდევ 500 მეტრიდან 1,5 კმ-მდე წაიწიეს და უკვე რუსეთის ფედერაციის 82 დასახლებას აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი შეტევა მოიგერიეს და შეტევითი ოპერაციები განაგრძეს. ამასთან, ალექსანდრ სირსკის განმარტებით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელმა ჯარებმა, საერთო ჯამში, წ

პრეზიდენტი: მაქვს ორი სერიოზული მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დღეს 13:00-ზე შეატყობინეს, რომ საღამოს 8 საათზე ოლიმპიელების დახვედრისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პრეზიდენტის თქმით, თავად მიღების გამართვას სექტემბერში აპირებს. მან ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც არ არის მართებული დღეს ღონისძიების გამართვა – პარაოლიმპიელების ასპარეზობა ახლა იწყება და 8 სექტემბერს დასრულდება; ამასთანავე, მისი აზრით, ოლიმპიელებისთვის მოწყობილი ღონისძიება სახალხო უნდა იყოს. „მე არ მჩვევია რაღაცა

სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ბრიფინგის თემა უცნობია. იპნ

დიმიტრი პოლიანსკი - მეტს არ ვისაუბრებ, უბრალოდ მოვახდენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას - სცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როცა ჩემი დასავლელი კოლეგები მოვლენ და მოგატყუებენ

ყოველ წელს ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალურ სურვილს, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ საქმიანობას, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკუ
×
×
  • შექმენი...