Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რუსეთიდან გამოძევებული უკრაინელთა ჯგუფი თვეზე მეტია საქართველოს საზღვარზეა გაჭედილი — მედია

17 უკრაინელი, რომელიც რუსეთიდან არის დეპორტირებული, საქართველოსთან საზღვარზე დარიალის ხეობაში საგუშაგოზეა გაჭედილი. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. Ukrainska Pravda-ს ცნობით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები დაახლოებით ერთი თვეა სარდაფში, შიშველ კედლებში ცხოვრობენ ზემო ლარსის საგუშაგოზე და სანამ მათი საკითხი გაირკვევა, გარეთ გასვლის საშუალებაც არ აქვთ. დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მ

სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისკენ და მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს

უზრუნველყავით საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, რათა ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება იყოს დროული და შედეგიანი - უზრუნველყავით ყველა შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების გათვალისწინებით, შეიმუშავეთ შესაბამისი საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა,- ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკების ზრდასთან დაკავშირებით. იურისტის შეფასებით, ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივმა უწყებამ, ჯეროვნად უნდა შეა

„გამტარებელი" „აგენტის" სინონიმად ვაქციეთ" | რა თქვა ენათმეცნიერმა საკონსტიტუციოში სიტყვით გამოსვლისას

ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავენ. მან სასამართლოს იმ კვლევის ძირითადი შედეგები წარუდგინა, რომელიც ლინგვისტებმა კანონის შესახებ ჩაატარეს. ენათმეცნიერი მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიწვიეს. მარინა ბერიძის განცხადებით, კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები „ცალსახად” ნეგატიური კონოტაციისაა. მისი თქმით, „დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამ

სოფიო ხორგუანი ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელთა ინტერესთა საზოგადოებრივ დამცველს მიმართავს და ყველა ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდებს

16 სექტემბერს იწყება სწავლა და დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლით სკოლების მომარაგება ბავშვების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კომპანიებმა დროულად უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება! – ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრი

TASS-ი -კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი. ipn

"ჯეკი ჩანი მისწორებს თმას პარაოლიმპიური დაჯილდოების ცერემონიამდე," - წერს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს

"ჯეკი ჩანი მისწორებს თმას პარაოლიმპიური დაჯილდოების ცერემონიამდე," - წერს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.   An-e-8PG-p5nk3Odp9-Kbmo2AgtPVtYK7EpuCFymO0RZm5RBOIW9BuEaj3gsUDb8gybtr5Q-Sai6iJl08MrTdh3p.mp4

იენს სტოლტენბერგი - რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია

რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გარკვეულ რისკ

მეთიუ მილერი - საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის მიზანს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის კითხვაზე, წერილობით პასუხში ისაუბრა. მილერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს. “როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწი

რეესტრის უფროსი ადასტურებს, რომ NGO-ებს საჯარო უწყებებზე მეტ ინფორმაციას სთხოვენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე ადასტურებს, რომ რუსული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებთან შედარებით, ბევრად უფრო დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს. ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. კითხვა იმის შესახებ, არსებობს თუ არა საჯაროობისა და გამჭვირვალობის იგივე სტანდარტი საჯარო უწყებების მიმართ, რაც რუსული კანონით არას

ანა ბუჩუკური - ივანიშვილს პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია აღარ აქვს, იმიტომ, რომ ხალხს უბრალიდ აღარ სჯერა მისი (ვიდეო)

ივანიშვილს პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია აღარ აქვს, იმიტომ, რომ ხალხს უბრალიდ აღარ სჯერა მისი.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1202566154285534/

საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე ბოლო განმწესრიგებელ სხდომას 31 აგვისტოს გამართავს

საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე განმწესრიგებელ სხდომას 31 აგვისტოს გამართავს. საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას 29 აგვისტოს დაიწყო. 2 დღის განმავლობაში სასამართლომ მოუსმინა მოსარჩელეებს – არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, მედიების და პრეზიდენტის წარმომადგენლებს და მათ მოპასუხეებს – პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს. სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართ

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა. მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კ

„არ მითხრათ, რომ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა“, - „სიკეთის რევოლუცია“ მუშაობას წყვეტს

ფონდი „სიკეთის რევოლუციის“ განცხადებით, რუსული კანონის გამო ფუნქციონირებას წყვეტენ. ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ ემსახურება ოჯახების დახმარებას საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებლო ნივთებით. ფონდი 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე ოჯახს დაეხმარა.

მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტს შეაჩერებს

1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“, - განაცხადა მან. პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა - სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი -რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიწოდების დივერ

გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 30 აგვისტოდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

პირველი წარმატება პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე - ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. პარატაეკვონდოს ტურნირზე დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ლია ჩაჩიბაიამ ( 47კგ) პირველივე შეხვედრა წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14

მიხეილ დაუშვილი - ეკლესიის დამორჩილების მცდელობა აბსოლუტურად ფუჭი იქნება

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გააკეთა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და მთელი ეს პროცესი საჯარო მოხელეების იმედზე დატოვა და თვითონ გვერდით გაიწია, თითქოს არაფერს შუაში არიან, - ამის შესახებ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვაში, “ქართული ოცნების” დეპუტატები მონაწილეობას არ იღებენ. მისი თქმით, პრ

ტყეშელაშვილის თანახმად, „აგენტად" რეგისტრაციისთვის რეესტრს NGO-ების 1%-ზე ნაკლებმა მიმართა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავენ, თქვა, რომ ამ დროისთვის საჯარო რეესტრს „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარად” რეგისტრაციისთვის 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ტყეშელაშვილს ჰკითხეს, რა არის ჯამში ორგანიზაციების რიცხვი. მან უპასუხა: ორგანიზაციებს ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის ვადა 2 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე აქვთ. მავნე თქვა: რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგ

TI: „ოცნების" დელეგატის და მისი პარტნიორის კომპანიებმა შესყიდვებიდან 41-მლნ-მდე ლარი მიიღეს

„საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო დელეგატის, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 40.7 მილიონი ლარი მიიღეს. აკაკი ალადაშვილი „ქართული ოცნების” დელეგატია საბურთალოს რაიონში. ის 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul NV განახორციელებს - კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისიტრო ავრცელებს. სამინსიტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ,

ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება 26 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა. “1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახ

თეონა აქუბარდია - გიორგი გახარიას გუნდს შევუერთდი იმ ღირებულებების გამო, რასაც ზომიერება, კეთილსინდისიერება და თანმიმდევრულობა ჰქვია (ვიდეო)

გიორგი გახარიას გუნდს შევუერთდი იმ ღირებულებების გამო, რასაც ზომიერება, კეთილსინდისიერება და თანმიმდევრულობა ჰქვია  თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/806281744912714/

ზაზა თავაძე - თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს რუსულ კანონს, ამით ხელს მოაწერს ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას (ვიდეო)

თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს რუსულ კანონს, ამით ხელს მოაწერს ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის სასკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1599037827346763/
×
×
  • შექმენი...