ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "შეწყვიტეთ კამიკაძე-დრონების მიწოდება რუსეთისათვის", სკანდირებდნენ უკრაინელები.
მათ საკონსულოს შენობასთან გაუშვეს ქაღალდის თვითმფრინავები, რომლებზეც წითლად ეწერა "ტერორისტები". აქციის მონაწილეებმა გამოფინეს უკრაინის ქალაქებში დრონებით დაბომბვის შედეგად დაღუპული უკრანელების ფოტოები.
"10 ოქტომბრიდან ირანული წარმოების ე.წ. შაჰიდებით რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს, სადაც იღუპებიან პოლიციელები, ექიმები და მას
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ რუსეთისადმი დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს არ მოაქვს სასურველი შედეგი, რის გამოც ბლოკმა ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტი უნდა შეიმუშაოს და ასევე გააძლიეროს სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც სრულად არის ჩაბმული უკრაინასთან მიმდინარე ომში.
"ჩვენ ვხედავთ ბელარუსში მოძრაობას, რომელიც ადასტურებს, რომ ბელარუსის ტერიტორიის გავლით მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილი იგზავნება ან აპირებენ მათ გაგზავნას უკრაინაში საბრძოლველად. ეს არის ნათელი მ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს.
„რუსი ტერორისტები აგონიაში არიან. ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა, ახლა კახოვკას ჰესის აფეთქებით ცდილობენ ყველას დაშინებას. მათი მიზანია გვაიძულონ, დავიწყოთ მოლაპარაკებები მათ პირობებზე. მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. უკრაინა იძულებით მშვიდობას არ დაემორჩილება“, - აღნიშნა ერმაკმა.
მისი თ
ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დაყადაღებული რუსული საგარეო აქტივები უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის ევროკავშირის საბჭოს სხდომას ესწრება.
„დღეს ჩვენ ვაპირებთ უკრაინაზე ფოკუსირებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ [გაყინული] აქტივების გამოყენებაზე, რაც გვაქვს – რუსული [გაყინული] აქტივები. ჩვენ გვაქვს 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული აქტივები და უნდა განვიხილოთ
იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse-მა გაავრცელა აუდიო მასალა, სადაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აუდიო ჩანაწერში ბერლუსკონი აცხადებს, რომ პუტინმა გასულ თვეში, დაბადების დღეზე მას 20 ბოთლი არაყი და "ძალიან ტკბილი წერილი" გაუგზავნა.
CNN-ის ინფორმაციით, ბერლუსკონის ოფისში ტელეკომპანიას კლიპების ავთენტურობა დაუდასტურეს. CNN იუწყება, რომ ჩანაწერი, როგორც ჩანს, პა
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან დოლიძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი და არაადეკვატურია არესტოვიჩის განცხადება საქართველოში ძალის “პროეცირების” შესახებ. როგორც ლევან დოლიძე საკუთარ ფეისბუქ სტატუსში აღნიშნავს, ეს არც მეგობრულია და არც რაციონალური იმ საერთო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვთ.
"უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული პოლოტიკოსების მოსაზრებები ან ინტერესები. არავის აქვს უფლება ეს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სასიხარულო არაა, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.
როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ სანქციებს წინაპირობები ჰქონდა - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ თავდასხმები.
„სასიხარულო ამაში არაფერია - როდესაც ომში მყოფი ქვეყანა შენი ქვეყნის მოქალაქეებს ასანქცირებს, ეს ქვეყანაზე ცუდად აისახება. ამას წინაპირობები ჰქონდა - გვახსოვს ხე
კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ის ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს, რა დროსაც მასთან დეტალურად განიხილა უკრაინის თხოვნა ისრაელის მიმართ, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ტექნოლოგიები.
„ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული სიტყვით აღუწერ
ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა.
აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა.
ევროპარლამენტის წევრებ
ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს.
„ტელეგრაფი“ წერს, რომ ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა.
კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა
ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
ჟურნალისტ ნიკოლა ფელდმანის განცხადებაზე, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, არესტოვიჩმა უპასუხა:
„ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრად 32 კანდიდატია წარდგენილი. ხუთივე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით უნდა აირჩიონ.
კანდიდატების სია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:
1. გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი);
წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
2. თეიმურაზ ჯერვალიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი.
წარმდგენი: სოხუმის სახელმწი
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს წარდგენილი სარჩელები, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი დადგეს. ეს საქმეებია:
გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვა;
23 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელებ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვსკის ჰესის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კაშხალი და კახოვსკის ჰესის აგრეგატები. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრი წყალია. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუს
თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
პროცესს ესწრებიან თავად ბრალდებულებიც.
როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკ
საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან და ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.
გლურჯიძე გუშინ, 19 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუაეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება წაუყენეს. ის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გლურჯიძის გათავისუფლების მოთხოვნით, გააქტიურა ცხელი ხაზი და საქმის კურსში ჩააყ
ჩეხეთის სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ფრანჩეტის, რომელიც უკრაინის თხოვნით 2021 წლის სექტემბერში, პრაღაში დააკავეს.
სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ არ არსებობდა რუსეთის მოქალაქის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა და მას პროკურატურა გაასაჩივრებს.
რუსეთის საელჩოს პრესმდივნის ნიკოლაი ბარიაკინის თქმით, ფრანჩეტი თავისუფლებაზე უნდა დაელოდოს საქმი
ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება შანტაჟს წარმოადგენს.
„ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ უშიშროების საბჭო, მისი მდ
კოლონიაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ შეტყობინება ნავალნის სახელით გამოქვეყნდა მის სოციალურ მედიაში.
სავარაუდოდ, საქმე აღიძრა ბრალდებით, თითქოს ნავალნი "პროპაგანდას უწევდა ტერორიზმს, საჯაროდ მოუწოდებდა ექსტრემიზმისკენ, აფინანსებდა ექსტრემისტულ საქმიანობას და ახდენდა ნაციზმის რეაბილიტირებას." გამოძიება ექსტრემისტულად მიიჩნევს ნავალნის თანამოაზრეების მიერ მართულ იუტუბის არხ "პოპულარულ პოლიტიკაში" გამოქვეყნებულ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა ან პრობლემა, რომელზეც კომუნიკაცია არ გვექნება ჩვენს სტუდენტობასთან, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშია განაცხადა.
როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, გეგმავს სტუდენტებთან შეხვედრას და ყველა იმ პრობლემაზე მათი აზრის მოსმენას, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ.
„პირადად ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი უნივერსიტეტელისთვის, რომელსაც ამ კედლებთან აქვს დაახლ
მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეს სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
სანქცირებულთა შორის არიან:
ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილი;
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი;
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი;
ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე.
სანქცი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კულტურის მინისტრმა მომავალი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გასამართ კონცერტებზე, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.
"პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და "ბლექ სი არენაზე" გაიმართება... შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოშ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკამ ქვეყანაში ეკონომიკური რყევები და მისი ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია.
მანამდე ლიზ ტრასმა, რომელმაც 6 სექტემბერს დაიკავა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ეკონომიკის სფეროში თავისი შეცდომები აღიარა და სინანული გამოხატა.
"მე ვეღარ განვახორციელებ ჩემთვის მინდობილ მანდატს. მეფეს ჩემი გადადგომის განზრახვის შესახებ უკვე შევატყობინე", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ლიზ ტრასმა