Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა „ტელეგრამზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, ხოლო აღმოსავლეთისა და ცენტრის საჰაერო თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა დანარჩენი დრონები უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში გაანადგურეს.

ლიკანში კორპუსის აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. „პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, მრავლობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. რეანიმაციული ღონისძიება ტარდებოდა საათნახევრის განმავლობაში, პაციენტი სამწუხაროდ დაიღუპა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა. ცნობისთვის, გუშინ, ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების

ესპანეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ბულგარეთსა და რუმინეთში გამანადგურებელ თვითმფრინავებს გაგზავნის

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, ესპანეთი ბულგარეთსა და რუმინეთში 14 გამანადგურებელ თვითმფრინავს გააგზავნის. როგორც მედია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ოფიციალური მადრიდი ექვს Eurofighter-ის თვითმფრინავსა და 130 ჯარისკაცს ბულგარეთში, ადგილობრივი ძალების საწვრთნელად, ნოემბრის შუა რიცხვებისა და დეკემბრის დასაწყისის პერიოდში გააგზავნის. 2023 წლის დეკემბრიდან მარტამდე, ესპანეთის რვა F18M საბრძოლო თვითმფრინავსა და საჰაერო ძალების 130 პერსონალს რუმინეთში ნატო-ს „

„დიდი შვიდეული“ რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცებას გმობს და სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის გადაცემას მოითხოვს

„დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცება დაგმო და სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების განმეორებით გატაცებას. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გადასცეს ზაპოროჟიეს სადგურზე სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას“,

სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

სამ­ტრე­დი­ა­ში 23 წლის გოგო გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგომ ოპე­რა­ცია ქუთაისის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში 4 დღის წინ გა­ი­კე­თა. ის სახ­ლში იყო გაწერილი, თუმცა წუ­ხელ სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რა დრო­საც ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გამოიძახეს. 23 წლის გოგო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­რ მო­ხერ­ხდა. გლანდების ოპერაცია კლინიკა "გიდში" ჩატარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპე­რა­ცი­ამ­დე პა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი, ასევე ბერისლავიდან ევაკუირებულია ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი

რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი - ჩარივნე და ჩკალოვო, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. “რუსეთის საოკუპაციო არმიის ცალკეული ქვედანაყოფები ტოვებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას. გახშირდა „მაროდიორობისა“ და ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვის შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ მთლიანად დატოვა ჩარივნესა და

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ - რუსეთის არმია ბრძოლის ველზე აგებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველ დღე წინ მიიწევენ და მათ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები არ გააჩერებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ტერორისტების არც ეს დარტყმა, არც ნებისმიერი სხვა მსგავსი დარტყმა ჩვენს დამცველებს არ გააჩერებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი ინფრასტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი შეძლებს როგორმე გაყინოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან რამე სი

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს

თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდ

დმიტრო კულება აცხადებს, რომ იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სთხოვა

იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ანტონიო ტაიანის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ვთხოვე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტაიანისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “დედაჩემის მიერ განხორციელებულ დილის ზარზე მოვუყევი, რომლის თავზეც ირანის მიერ რუსეთისადმი მიწოდებულმა დრონმა გადაიფრინა და ვთხოვე, რომ უკრაინისადმი იტალიის სამხედრო დახმარების უახლოეს პაკეტში საჰაერო თავდაცვის სისტემები იყოს. ძლიერ გადაწ

მიხეილ სააკაშვილი - ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამოვრიცხავ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამორიცხავს. „თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს. ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს. რაც შეეხება ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელარუსთა განწყობას. ბელარუსში ძალებს ანლაგებ

საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ესპანეთი საბრძოლო თვითმფრინავებს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში

ესპანეთი აცხადებს, რომ 14 საბრძოლო თვითმფრინავს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში, იმ ფონზე, როცა ნატო განაგრძობს აღმოსავლეთის მხარის გაძლიერებას, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებების პირისპირ. ეს ინიციატივა ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ოქტომბერს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, დიმიტარ სტოიანოვის მიერ ორი დღით ადრე გაკეთებული განცხადება, რომ მადრიდი მზად იყო უახლოეს დღეებში ბულგარეთში რვა საბრძოლო თვითმფრინავამდე განეთავსებინა. ესპანეთის განცხადები

მეორე ოქრო 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე - გამყრელიძე ტურნირის ჩემპიონია #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მსგავსი: გიორგი ელბაქიძე 23-წლამდელთა მსოფლიო...   ფინალში მან ყაზახი დაულეტ იერგეში დაამარცხა და დღეს საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვებული გიორგი ელბაქიძე გახდა,რომელმაც ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი 8:4 დაამარცხა. შეჯიბრის ფინალურ ბლოკში რამდენი

ბერლინში ათასობით მოქალაქე შეუერთდა ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციას

22 ოქტომბერს ბერლინში ათი ათასობით მოქალაქე შეუერთდა აქციას, რომელიც სოლიდარობას გამოხატავდა ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების მიმართ. ირანში გამოსვლებს ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა. ბერლინის პოლიციის ცნობით, შუადღისას აქციაში 37 000-მდე პირი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს ეჭირათ ირანის დროშები და ირანის ლიდერების მიმართ კრიტიკული განცხადებების ამსახველი პლაკატები, რომელთაგან ბევრს ინგლისურ და გ

გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიან მოწოდებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე

გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ მოწოდებით მნიშვნელოვნად გაიზარდოს უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, იმ ფონზე, როცა უკრაინა თავს იცავს იქ შეჭრილი რუსეთის ძალების აგრესიისგან. თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს სწერენ, რომ უკრაინისთვის 2023 წელს უკვე დაგეგმილი, 697 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უნდა გაიზარდოს 2.17 მილიარდ დოლარამდე. წერილს 22 ოქტომბერს

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში, მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ადგილობრივი ტელევიზია, "ბორჯომი" ავრცელებს. მოსახლეობის ევაკუაციაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, 75 წლის ქალი ცხოვრობდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დასტურდება. ადგილზე მივიდა "ს

eurasianet -ი საქართველოსა და უკრაინის შესახებ სტატიას აქვეყნებს - სანქციებით საქართველო-უკრაინის ურთიერთობა უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა

„სანქციებით საქართველო უკრაინის ურთიერთობა უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eurasianet. სტატიაში უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებზეა საუბარი. „უკრაინის მთავრობამ საქართველოს ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ნათესავს სანქციები დაუწესა, იმ ფონზე, როდესაც კიევსა და თბილისს შორის გრძელდება აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის მთავრობაში ქართველი ოპოზიციონერების ყოფნის გამო. ევროსაბჭოში საკამათო კენჭისყრასთან დაკ

ვინ გასცა ვაკის პარკის შადრევანში მილების შეცვლის დავალება - კახა კალაძის მოადგილის პასუხი

თბილისის მერის კახი კალაძის მოადგილე, ანდრია ბასილაია არ უპასუხებს კითხვას, იყვნენ თუ არა მერი და მისი მოადგილეები ვაკის პარკის შადრევანში მილების შეცვლის პროცესში ჩართულები. ბასილაიამ რამდენჯერმე კითხვის დასმის მიუხედავად, არ თქვა, ეს იყო თუ არა თბილისის მერის დავალება და მხოლოდ გამოძიების ვერსიაზე ისაუბრა. "რაც იკვეთება, ეს არის ზეპირი მითითება, რომელიც, როგორც გამოძიება იუწყება, გიორგი ვახტანგაშვილმა გასცა. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების დროს ძალიან ბევრი მითითება არის ხოლმე გაცემულ

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურმა შეტევამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონობით ადამიანი

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის "ვერაგმა" სარაკეტო შეტევამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რის შედეგადაც მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა. პარალელურად, რუსეთის ძალები ხერსონის მოსახლეებს "მყისიერი" ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, კიევის ძალების მხრიდან სამხრეთის ამ მნიშვნელოვან ქალაქზე მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ოქტომბერს ტელეგრამით წერს, რომ რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე "მასშტაბური

სალომე ზურაბიშვილი - პოლარიზაცია მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე მუნიციპალიტეტებში, სადაც თანაცხოვრების ტრადიცია შენარჩუნებულია, საჭიროა, დეპოლარიზაციის ყველა არსებული საშუალება გამოვიყენოთ

პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე იმ მუნიპალიტეტებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოიყენოს. „მოქალაქეების

ბორის ჯონსონი ლონდონში დაბრუნდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა. ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს. ჯონსონის ახლო მოკავშირე ჯეიმს დადრიჯი ჯონსონს ღიად უჭერს მხარს. ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერი რომ გახდეს, მას პარტიის ასი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ბორის ჯონსონმა თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საკუთარმა

მარიტა მეფარიშვილის დედა - დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა

ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დედა ანნა შოშიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ის კათოლიკოს-პატრიარქს, ექიმებსა და საზოგადოებას მადლობას უხდის და ამბობს, რომ „ერთადერთი ნუგეში, მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად მარიტას თავგანწირვაა“. „ჩვენი

ირანში გრძელდება გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები

22 ოქტომბერს ირანში ქარხნებისა და მაღაზიების თანამშრომლები გაიფიცნენ, იმ ფონზე, როცა უკვე მეექვსე კვირაა გრძელდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციები. 22 წლის ამინის სიკვდილმა ბიძგი მისცა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილა ისლამურ რესპუბლიკაში. აქციების ლიდერები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც იხსნიან თავსაბურავებს, სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს და ქუჩებ

რუსეთის დარტყმებმა მიზანში ამოიღო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელს უკრაინაში

22 ოქტომბერს რუსეთის იერიშების მორიგმა ტალღამ მიზანში ამოიღო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით, კიევის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის დედაქალაქის თავზე. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დარტყმები განხორციელდა ელექტროსადგურებზე ოდესის, კივოგრადისა და ლუტსკის რეგიონებში, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონებიც იუწყებიან. "[ეს იყო] მორიგი სარაკეტო თავდასხმა ტერორისტებისგან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხა
×
×
  • შექმენი...