პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მელონიმ ფიცი უკვე დადო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მანამდე იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ჯორჯია მელონის უფლებამოსილება მისცა კოალიციური მთავრობის ფორმირება მოეხდინა. მელონიმ მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყანას ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.
მელონიმ უკვე დაასახელა ოცდაოთხივე მინისტრის ვინაობა. ახალ მთავრობაში პარტია „იტალ
ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”.
“ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ვატარებთ. თუმცა ამ
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.
ადგილზე მყოფი პირების ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარში, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები ფიგურირებენ.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეტადონის პროგრამის ცენტრია.
„ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე. ჩხუბის ხმა არ გამიგია. მეტადონის ცენტრი რომ მანდ არ იყოს, უკეთესი იქნება. იქ სულ ჩხუბია“ , - განაცხადა თვითმხილველმა.
კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორ
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმ
პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.
მომხდარის გარემოებები ზუსტდება.
გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს თხოვნით მიმართეს გამოიძიოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ირანული დრონები გამოიყენა.
ოთხივე ქვეყანა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო და გაერო-ს თხოვნით მიმართავენ გააგზავნოს გუნდი, რომელიც დრონების წარმოშობას შეისწავლის.
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი მიწერილ წერილში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებულია, რომ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებშითუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ.
„დიახ, შეშფოთებული ვარ ამ საკითხის გამო, რადგან მათ თქვეს, რომ დახმარებას შეწყვეტენ“, – განაცხადა ბაიდენმა პენსილვანიაში ვიზიტის დროს.
რამდენიმე დღის წინ, კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელების ლიდერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, მომავალ წ
უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა.
„ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას დღეს კიდევ ერთი ჩვენი მებრძოლი, ალექსანდრე მარტიაშვილი შეეწირა", - წერს უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდი.
მარტიაშვილი ბოლო 24 საათში მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. 21 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, ქართველი მებრძოლის მიშა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შეგნებულად აფერხებს გემების გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან და ხელოვნურად შექმნა 150 გემისგან შემდგარი რიგი.
ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, თავის საღამოს მიმართვაში ისაუბრა. ამ კვირაში ვითარება სულ უფრო იძაბება საექსპორტო მარცვლეულის გატანის შეფერხების გამო, თქვა ზელენსკიმ.
„მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. ვთვლი, რომ ამ მოქმედებებით რუსეთი სრულიად შეგნებულად ამწვავებს სასურსათო კრი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, დღეს ამ ქუჩაზე სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქების ხმაც.
ამ ეტაპზე უცნობია, დანაშაულში მხოლოდ დაჭრილი ადამიანები ფიგურირებენ თუ იყო დამნაშავე, რომელიც ჯერ დაუდგენელია.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხ
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილი სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „რეალურ ბრძოლას“ ახლა იწყებს.
ნეკა დოროყაშვილის შეფასებით, მოსამართლემ ქალებს განაჩენი გამოუტანა.
“სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
დაღუპული სამხედრო მიხეილ ყაფლანიშვილია.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 21 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასე
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა, აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა.
გუშინ იყო პირველი სასამართლო პროცესი, რომელსაც დაზარალებული ნელი დოროყაშვილი არ დასწრებია.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორ
17 წლის ლუკა რამიშვილს Google-მა კიბერგუნდში მუშაობა შესთავაზა.
„ახლახან ჩამოვედი ამერიკაში და გადავწყვიტე Google-ს რაღაცა დაზიანებების გამოსწორებაში დავხმარებოდი. ეს არის ჰაკერული დაზიანებები რის გამოც შეიძლება Google კიბერშეტევის მსხვერპლი გახდეს და ძალიან რთულია ამ დაზიანებების ნახვა. მივიღე Google-ის Bug Bounty-ში მონაწილეობა და როგორც ჩანს ჩემი ნაპოვნი დაზიანებით ძალიან დავეხმარე, რის გამოც Google-მა Honorable სიაში შემიყვანა სადაც მხოლოდ 1500 ადამიანია.
ეს სია წლებია არ
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ.
გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) მსოფლიო პირველობის დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში იჭიდავებენ.
ფინალში გასასვლელად გეგელაშვილი თურქ აჰმეტ დუმანს დაუპირისპირდება. ელბაქიძე – ყირგიზ ოროზობეკ ტოკტომამბეტოვს, ხოლო გამყრელიძე ბერძენ გეორგიოს კუგუმციდისს შეხვდება.
ნახევარფინალები თბილისის დროით 18
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა 21 ოქტომბერს მზარდი შეშფოთება გამოხატეს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხზე, იხსენებენ რა დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და განაცხადეს, რომ პეკინის მიმართ საჭიროა ერთიანი პოზიციის შემუშავება.
ევროპის კავშირი ჩინეთს 2019 წლიდან განიხილავს როგორც პარტნიორს, ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურების ლიდერთა სამიტისთვის მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ პეკინი ახლა პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს ეკონო
ლიკა გაბუნია - დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ.
გავიფიქრე რა ორიგინალურიათქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან.
უმისამართოდ ვკითხულობ ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ
ემოციური და მოულოდნელი იყო.
ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი.
ქუთაისელი დედა, 11 შვილით...
Lika Gabunia Photography
უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული ირანული დრონების, Shahed-136-ების 85% ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა.
იური იგნატის მტკიცებით, ირანული თვითმფრინავების ჩამოგდების კუთხით უკრაინელი სამხედროების მოქმედების ეფექტურობის გაზრდა მხოლოდ დროის საკითხია.
„კუპიანსკში 13 სექტემბერს ამ დრონების პირველი გამოყენებიდან დღემდე, ცხადია, რომ სამხედრო მოსამსახურე
ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ მომავალ წელს უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ განაცხადა.
„უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია ი
ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს მსახიობი ენტონი რეპი. მსაჯულების თანახმად, რეპმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო სპეისის უდანაშაულოდ გამოცხადების ფორმალური გადაწყვეტილება და საქმე დახურა.
ენტონი რეპმა კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ, პირველად 2017 წელს განაცხადა
ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამის
უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია განგაშის რუკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. საჰაერო განგაშის სარაკეტო დარტყმების საფრთხეს ნიშნავს.
ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.