საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.
„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს
საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა ბრალდება დადასტურებული აქვს ევროპულ სასამართლოს, შესაბამისად, ეს არაფერია თუ არა პირდაპირ, უხეშად სილის გაწვნა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის წერილის მიწერის მიზეზებზე და ევროპული საბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, შალვა პაპუაშვილის
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა.
„დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს ISO 90
სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. შეხვედრები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც იმსჯელეს.
„პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩიას კანდიდატურა წარადგინა. ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა. ხვალიდან იწყება კანდიდ
ევროკავშირი მზად არის, ახალი შემზღუდველი ზომები დაუწესოს ირანს, თუ ქვეყანა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას განაგრძობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება მიუღებელია, რაზეც ევროკავშირს მკაფიო პოზიცია აქვს.
„ევროკავშირს მკაფიო პოზიცია აქვს ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტებისას, მათ შორის ირანთან, რომ მიუღებელია რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რაც საშუალებას აძლევს მა
არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას – ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
კელი დეგნანის თქმით, ახლა არსებობს რეალური შესაძ
ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩმა კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად დაამტკიცების შე
ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს ილჰამ ალიევის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ „გვაქვს საშუალება, კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი
ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გათავისუფლებულ დასახლებებში სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შეჰყავთ და წას
მთავარი ჩემთვის ისაა, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი - ცხადია, რომ არის - ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ამის გაცნობიერება მაძლიერებს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს.
გვარამიას თქმით, თავად თავისუფალია და ბრძოლას აგრძელებს სხვისი და ქვეყნის თავისუფლებისთვის. მან საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ს
დასავლეთის მედიის თანახმად, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც შეცვლის ახლახან გადამდგარ ლიზ ტრასს, რომელმაც სარეკორდოდ მცირე დროით შეძლო თანამდებობის შენარჩუნება.
რიში სუნაკმა 24 ოქტომბერს წარადგინა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის.
ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერი
ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვართ: ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საზღვარს, მის ყველა მონაკვეთს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინელები შეძლებენ მტრის განდევნას ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
„ჩვენ დავინახავთ ჩვენს საზღვრებს და მტრის ზურგს. ჩვენ დავინახავთ, როგორ ანათებს ჩვენი ხალხის თვალები და ოკუპანტების ქუსლები. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!“, - წერს ზელენსკი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში სააგენტო „რეს-ს" განუცხადეს, რომ ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი პირი "რესპუბლიკის" ფარგლებს გარეთ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დე ფაქტო სამინისტროში ცხინვალის მედიას უთხრეს, რომ დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან.
„19 წლის გოგო და ორი ქალი, 41 და 70 წლისები, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ჰოსპიტალიზებული იქნებიან“, - აცხადებენ სამინისტროში.
იქვე განმარტეს, რომ მეოთხე დაზარალებული კაცი შოკურ მდგომ
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვასილე დინკუს თქმით, რუმინეთის პრეზიდენტთან არ შეუძლია თანამშრომლობა ზეწოლის ფონზე, რომელიც იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც დინკუ აღნიშნავდა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა.
„ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75 პროცენტით გაიზარდა.
„უნდა ვთქვა, რომ რკინიგზის ტრანსპორტი – ბაქო-თბილისი-ყარსი შეიძლება, იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ ხუთი მილიონი ტონით დაიტვირთოს, მომდევნო წელს უფრო მეტ კაპიტალ-დაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით. ამ დერეფანში და უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისთვის, რომ კასპიის საშუალებით, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლი
კლანი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში, რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო შეიკრიბა და ჰგონიათ, რომ აკონცენტრირებენ საზოგადოებრივ აზრს, სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია საზოგადოებაში, ეს მათ შორის, NDI- ის კვლევებშიც ხომ გამოჩნდა? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებულ კრიტიკას და გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ იუსტიციის საბჭოში ამით კლანი კიდევ უფრო გაძლი
ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაიწყეს იმ კამარების დემონტაჟი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა.
როგორც რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, მძიმე ტექნიკის მუშაობა დაზიანებულ მონაკვეთზე ქერჩის სანაპიროდანაც ჩანს.
რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქერჩის ხიდზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ოკუპირებული ყირიმის "კურატორ
საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს.
როგორც კალაძე განმარტავს, თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება.
„კახა კალაძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უკან არასდროს დაუხევია. როდესაც ახლად არჩეულ საკრებულოში
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება.
მისივე თქმით, აზერბაჯანს საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას.
„ხალხის ძალა“ ფართოვდება, დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა – ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათივე თქმით, მოძრაობის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას.
როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართ
თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო.
კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი.
„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირ
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 13:39 საათზე დაფიქსირდა.
მანამდე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 13:20 საათზე დაფიქსირდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები.
„ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ",- აღნიშნავს კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზ