Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – „ქართული ოცნების“ შემომწირველმა გამარტივებული შესყიდვით 1.7 მლნ ლარის კონტრაქტი მიიღო

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველს, და წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ არქიტექტორს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელე

გივი მიქანაძე - საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი მწუხარებას არ იზიარებს, სპეკულაციაა - სახელმწიფომ დაღუპული თანამემამულეების მიმართ მხარდაჭერა ცალსახად გამოხატა, როცა მათი სამხედრო პატივით დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ იზიარებს მწუხარებას ქართველი ჯარისკაცების უკრაინის ომში დაღუპვის გამო, სპეკულაციაა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქართველი ჯარისკაცები საერთაშორისო მისიებში იღუპებოდნენ, ოპოზიციას გლოვის დღის გამოცხადების ინიციატივა არ ჰქონია. მისივე თქმით, მთავრობამ დაღუპულებისადმი პატივისცემა ცალსახად გამოხატა, როდესაც მათი სამხედრო წესით დაკრძა

დმიტრო კულება - ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ, სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის მარცხისთვის

ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, სჯობს, ყველა მოემზადოს იმისთვის, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება. „სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის მარცხისთვის, ნაცვლად მცდელობისა ახსნათ, რატომ არ შეუძლია უკრაინას მოგება, ან რატომ არ უნდა

ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის არმიას ქალაქ ბახმუტთან 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჰყავს

რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მოაგროვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუს ოკუპანტებს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება სურთ, რათა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისთვის „გამარჯვების“ წარმოჩენა შეძლოს. ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ბახმუტს ვერ აიღებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ

შოთა არველაძე - როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით,   ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩ

გიორგი გახარია - უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმარეუბა და აცხადებს, რომ ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს, მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს მთავრობა. „რურუა, კვარაცხელია, ფიჩხაია, ალადაშვილი, მარკელია … 33 ქართველი გმირიდან ბახმუტში/უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები. ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა“, -

ანდრეი ერმაკი - თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს და მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად - თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში

თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს და ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალებისა და ერთი დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე ეხმაურება. ერმაკის თქმით, თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში და ისინი სწორედ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. „ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნ

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის 17 დასახლებაში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 3 დეკემბერს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 17 დასახლებაში მოიგერიეს. მათივე ცნობით, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო თავდასხმა და 16 საჰაერო იერიში განახორციელეს. ამასთან, რუსმა სამხედროებმა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული დასახლებების მისამართით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 30-ზე მეტჯერ გაისროლეს. უწყება დასძენს, რომ ხარკოვის ოლქსა და დ

ირანში აცხადებენ, რომ ჰიჯაბის ტარების კანონს განიხილავენ

ირანის გენერალური პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს. ირანული მედიის ცნობით, გენერალურ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამ ორი ორგანოს მიერ კანონში. მისივე თქმით, საკითხზე მომუშავე ჯგუფი ოთხშაბათს პარლამენტის კულტურის კომისიას შეხვდა და შედეგები „ერთ-ორ კვირაში“ გახდება ცნობილი. შეგახსენე

მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო

ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ირანის გენერალური პროკურორის, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“. პარალელურად, ირანის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ სასამართლო აგრძელებს ქცევითი ქმედებების მონიტორინგს. მონთაზერმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება განიხილავს ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს, რათა დადგინდეს, „სჭირდება თუ არა მას რაიმე ცვლილება“. ე.

დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს

უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს. არახამიას თქმით, რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი. „ამის შემდეგ ჩვენ მზად

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის

რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ნავთობის შესყიდვისთვის მსგავსი ფასის დაწესება რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის კომფორტულია. ზელენსკის განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციით, რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანას. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბა

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლები ზამთრის პერიოდში შენელდება

უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს სავარაუდოდ გაგრძელდება ზამთრის მომავალ თვეებში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა. ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაც და რუსი სამხედროებიც ზამთრის შემდეგ კონტრშეტევისთვის მოემზადებიან. ჰეინსის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახის გამოწვევები აქვთ მის სამხედროებს. „რამდენადაც ჩ

მეუფე იაკობი ევროკომისიის რეკომენდაციებზე - საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის? - ჩვენზე ცივილიზებულები არიან?

მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. „მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩა

ლოიდ ოსტინი - წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთი უკრაინაში ომში "წინასწარ განზრახულ სისასტიკეში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღებას ახორციელებს. „წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს“, - განაცხადა ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმითვე, რუსული თავდასხმების შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა. IPN

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრან

Bloomberg - რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა

რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, - წერს Bloomberg. აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და დაადგინა სად იყო ხორბლის მოსავალი აღებული. ხორბლის თითქმ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა ყველაზე მეტად ვითარება ცხელია ბახმუტსა და სოლედარში - ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ბიჭების დასახმარებლად

ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე მეტად ბახმუტსა და სოლედარში ცხელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მებრძოლების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება. “დონეცკის ოლქში - ბახმუტი, სოლედარი - ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელია, ყველაზე მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ მიმართულებით ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ. ჩვენს გმირებს, რომლებსაც მანდ დაცვა უკავიათ. ყვე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს. „მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფ

თსუ-ს შემდეგ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც ითხოვენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით. ისინი წერენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების "მაისის მოძრაობამ" უკვე აიძულა თსუ-ს ადმინისტრაცია ააშენოს სტუნდენტური საცხოვრებელი და ახლა დადგა დრო, მათაც აიმაღლონ ხმა და ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე. "სტუდენტების უმრავლესობა ბინის სიძვირის, არასათანადო შრომითი პირობების, გაზრდილი ხარჯების გამო ღირსეული საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რაც საგრძნობლად აუარესებს სწავლი

5 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრება ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვდება პრეზიდენტ ანჯეი დუდას. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. “6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ალბათ გეგმავს ბახმუტის ალყაში მოქცევას

რუსეთი, ალბათ გეგმავს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ალყაში მოაქციოს და ტაქტიკური გაჭრა განახორციელოს ჩრდილოეთით და სამხრეთით, იტყობინება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 3 დეკემბერს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით. სამინისტრო აცხადებს, რომ მართალია, ბახმუტის დაკავებას შეზღუდული ოპერატიული მნიშვნელობა ექნება, ის რუსეთის არმიას მისცემს შესაძლებლობას, დაემუქროს კრამატორსკს და სლოვიანსკს. Twitter-ით გავრცელებულ ცნობაში სამინისტრო აცხადებს, რომ „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუ

ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია, თიბილაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამავე შეჯიბრზე ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ამარელა ვერესი 15:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ეტლით მოფარიკავე
×
×
  • შექმენი...