Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„არ დავუშვათ ამ კანონის მიღება“ - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლების განცხადება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლები რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ უკიდურესად შეწუხებულნი არიან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. „მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის

მევლუთ ჩავუშოღლუ - ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისა და გაგრძელებისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალური ანკარა ბევრს მუშაობს გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად. მედიის ცნობით, შეთანხმება გასული წლის ნოემბერში გაგრძელდა და მისი ვადა ამა წლის 18 მარტს იწურება. „ჩვენ ბევრს ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისთვის და შემდგომი გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ დოჰაში სიტყვით გამოსვლისას. ამასთან, თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხად

უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს

ზაფხულიდან ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ლვოვში გამართული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრის მიზანი კრემლის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და შეერთებული შტატ

ევროპაც მინდა და აღმოსავლეთიც. ორივე მიყვარს, ამათ კი მოსკოვში მივყავარ – ალეკო შუღლაძე

“არ მინდა მოსკოვი!” – ასე ეხმაურება მწერალი ალეკო შუღლაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. “ქართული ოცნება” აპირებს მიიღოს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგი, რაც როგორც ევროკავშირის არაერთი განცხადებიდან დასტურდება, წინააღმდეგობაში მოვა კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-პუნქტიან პირობასთან ალეკო შუღლაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ: ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს კურსი საერთოდ აცდენილია ჩემს სურვილებს. ასეთ

“ხელისუფლება რუსეთში მიგვათრევს” – კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი რუსული კანონის შესახებ

კარდიოლოგიის, რითმოლოგიის და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი ეხმაურება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს. “მე ექიმი ვარ და თუ დღეს პაციენტების ნდობას ვიმსახურებ და შემიძლია მათ ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების მკურნალობა შევთავაზო, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე ჩემი პროფესიული განათლება ევროპაში ჯერ გულის მსოფლიო ფედერაციამ, ხოლო შემდეგ ევროპის გულის რიტმის ასოციაცი

საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა - რამდენმა გახსნა ახალი საბანკო ანგარიში საქართველოში

საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ IDFI-ს ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნა რუსეთის 109.9 ათასმა მოქალაქემ. ამასთან, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 2.87 მლრდ ლარის დეპოზიტები. ეს რიცხვი კი ომამდე პერიოდში 4-ჯერ ნაკლები იყო.   ავტორი: თაია არდოტელი

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა

„ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადეს. „პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა, პარლამენტის დამოუკიდებელ წევრ თეონა აქუბარდიასთან ერთად, 2 მარტს, დავარეგისტრირეთ და ბიუროზე გავიტანეთ „ოცნების“ რუსული კანონპროექტების ალტერნატიული პროექტი

გერმანული მედია - გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს

გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. საუბარია გერმანულ მანქანათმშენებელ კონცერნ Rheinmetall-ზე. კონცერნის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის თქმით, კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში ქარხანა ააშენოს, რომელიც წელიწადში 400 Panther-ის ტიპის საბრძოლო ტანკს გამოუშვებს. მისივე თქმით, ქარხნის მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადვილადაა შესაძლებელი ანტის

„საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს“ - მორიგი პეტიცია

„საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს“ – ამ სახელწოდებით მორიგი პეტიცია ვრცელდება რუსული კანონის წინააღმდეგ. პეტიციაში ნათქვამუა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები უკიდურესად შეწუხებულნი არიან„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. „მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაშ

სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ინიციატორებს რუსული კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ

სათეატრო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს პეტიციით ეხმაურებიან. პეტიციას ხელს 129 ადამიანი აწერს, მათ შორის, ხელმომწერებში რობერტ სტურუას სახელი და გვარიცაა. შესწორება: მასალაში ნათქვამი იყო, რომ პეტიციას ხელს აწერს რობერტ სტურუა, რადგან მისი სახელი და გვარი ხელმომწერებს შორის ნამდვილად არის. „პუბლიკა“ შეეცადა გადამოწმებას ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის თუ არა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანე

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს გაერო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც  გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტზე 6 მარტს იმსჯელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე 6 მარტს იმსჯელებს. ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტია. ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მოხდება, რის შემდეგაც მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. კომიტეტი განიხილავს როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა გა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს. „მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი

მაშველი ძაღლი „ტინტო“ სამსახურებრივი ჟეტონით დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში, სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლ

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა. სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულის

ვოლოდიმირ ზელენსკი რობერტა მეცოლას - უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება

უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „გმადლობთ თქვენი ლიდერობისთვის ამ საშინელი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის მხარდაჭერი

პარტია "საქართველოსთვის" მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ანრი ოხანაშვილს როგორც თქვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პარტამენტის წევრის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და კონსტიტუციით განსაზღვრული ამ უფლების უზრუნველყოფის პროცედურები და მექანიზმები საქართველოს პარლამენტის რეგლა

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება ამბობს, რომ ისეთ კანონს არ მიიღებს, რომელიც ევროკავშირის გზას დააზიანებს, ეს ტყუილია, ოპოზიციის ქმედებებიც დავინახე და ჩემთვის არც ეს არის მისაღები

ხელისუფლება ამბობს, რომ ისეთ კანონს არ მიიღებს, რომელიც ევროკავშირის გზას დააზიანებს, ეს ტყუილია. ოპოზიციის ქმედებებიც დავინახე და ჩემთვის არც ეს არის მისაღები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. „ჩვენ გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რეაქცია ამ კანონპროექტის მიღების პროცესზე. ხელისუფლებამ განხილვა პატარა დარბაზში მიზანმიმართულად გადაიტანა. გუშინ ვნახეთ სახელმწიფო ინსტიტუტების, პარლამენტის ჩაკეტვა.

კახა კალაძე - ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტი საკმაოდ ხისტი და მძიმეა, ხოლო ქართული ვარიანტი ლიბერალურია და მხოლოდ გამჭვირვალობას მოითხოვს - გაუგებარია, ოპოზიციონერების დამოკიდებულება და პანიკა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტი საკმაოდ ხისტი და მძიმეა, ხოლო ქართული ვარიანტი ლიბერალურია და მხოლოდ გამჭვირვალობას მოითხოვს. მისივე თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული კანონები აქვთ. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მისთვის ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიციონერების დამოკიდებულება გაუგებარია. „ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ოპოზიციონერების დამოკიდებულება და პანიკა ახალ კანონპროე

Freedom House - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტები გადასინჯოს

ორგანიზაცია Freedom House-ი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და საქართველოს ხელისუფლებას მათი გადახედვისკენ მოუწოდებს. „ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას, რომ თუკი პარლამენტი მიიღებს საქართველოს ორ კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, ამას საშინელი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადასინჯოს ეს კანონპროექტები“, - აღნიშნულია Freedom House-

ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინა 2-3 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს

უკრაინა აუცილებლად მიიღებს თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს დასავლელი პარტნიორებისგან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას 2-3 ტიპის თვითმფრინავებს მიაწოდებენ, რომელთაგან ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი გახდება. „ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელია უკეთესი უკრაინისთვის. ჩვენი აეროდრომებისთვის, ჩვენი ინჟინრებისთვის, ტექნიკური მომსახურებისთვის", - განმარტა მინისტრმა. მისი თქმით, ამჟამად უკრაინას აქვს დ

უკრაინელებმა რუსების საბრძოლო თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 7 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსების კუთვნილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, Mi-24 ტიპის ვერტმფრენი და შვიდი დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულიძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს, გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, ვერტმფრენი Mi-24 და შვიდი დრონი“, - ნათქვამია

ბოლო 7 წელში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა - მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321-ჯერ, აქედან „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამო - 36 319

ბოლო 7 წელში სავალდებულო სამხედრო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 შემთხვევაში გადავადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, 36 319 გადავადება „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამოა. „ინტერპრესნიუსისთვის“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლ
×
×
  • შექმენი...