პატივცემულო კომისარო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის წერილს, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.
როგორც შალვა პაპუაშვილი წერილში ა
ვაშინგტონი მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის სამმა დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტი აფრთხილებენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ სანქციების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომების გატარება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კერძო კომპანიებმა უნდა იცოდნენ სხვადასხვა ტაქტიკის შესახებ, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს რ
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივამა მიშელ ვიონმა აღნიშნა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს ასეთი ხარისხისთვის.
„ჩვენი შეფასებით ყველაფერი მაღალ დონეზეა, ძალიან მოხიბლულები ვართ ღონისძიების დონით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თუ საქმის ორგანიზება. ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც თავად ათლეტები, ისე მათი მწვრთნელებიც. ამ დრომ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში აცხადებს, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტის შედეგი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იქნება, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შორის პირველია.
ირაკლი კობახიძის აზრით, პოლარიზაციას ბუნდოვანება განაპირობებს, რომელიც მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ აღმოიფხვრება:
„საბოლოო ჯამში, რომ შევხედოთ შედეგს ამ კანონპროექტის, თუნდაც იმ დისკუსიის, რომელიც იმართება, მე მგონია, რომ ეს კანონპრო
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ.
როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტები პრინციპებს დონეზე უჭერენ მხარი, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება.
„დასკვნით ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევიტანოთ საკითხი, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობის და ანგარიშგების პრინციპს. ასევე, დასკვნაში შევიტანოთ,
„პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემის ჟურნალისტები ავრცელებენ.
ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სად მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს „პუბლიკის“ რედაქტორიც:
„უბრალოდ ეცნენ, ჩატენეს მანქანაში, არ ვიცით სად წაიყვანეს… ეს არის ზუ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული.
უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებული.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.
აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოური გა
„მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება”, – ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოსკოვსა და მინსკში განხორციელებულ ვიზიტებს დღეს სოხუმში პრეს-კონფერენცია მიუძღვნა.
„კარგია, როცა ქვეყნების ლიდერებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის საშუალება აქვთ. გასულ წელს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აქ გვეწვია. მან მე სტუმრად დამპატიჟა... მინსკში ჩემს ვიზიტს ბევრი ლაპარაკი მოყვა, ბევრს არ მოეწონა, რომ პრეზიდენტის პირისპირ არ ვიჯექი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მნიშ
ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში! - ასე ეხმაურება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.
როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახლა პარლამენტში ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია.
„ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპ
ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
„საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.
ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსა
საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არაფერია იმაზე დიდი საფრთხის შემცველი, რასაც წარმოადგენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
ბურჯანაძის თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ბორელი როცა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ. გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე სავარაუდოდ, დააკავა.
ხმაური ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.
აქცის მონაწილეები პარალმენტის ორივე შესავლეთან იმყოფებიან და სკანდირებენ „რუსებო! მონებო!“.
INTERPRESSNEWS
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კერძოდ, დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია ბურჯანაძის განცხადებამ, სადაც მან კანონპროექტებს რუსული უწოდა.
„ხალხის ძალის“ წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ ბურჯანაძეს მიმართა, კანონპროექტიდან დაუსახელოს ერთი წინადადება მაინც, რომელიც რ
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო.
პირველ საკითხად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომლის წარდგენასაც მომხსენებელი „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ცდილობს, თუმცა მას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებენ.
კომიტეტის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატებს შორის როგ
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტებზე განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის განცხადებით, ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას. მათივე განცხადებით, კანონპროექტების განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს იმიჯს.
„ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“.
ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“.
პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს ფიზიკური შეხლა-შემოხლაა.
ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მათ სცადეს, რომ მანდატურის სამსახურის კორდონი ძალის გამოყენებით გაერღვიათ.
აღსანიშნავია, რომ ორი კომ
ამ კანონის მიზნებით, ინგლისური ტერმინი, სადაც „აგენტი" ფიგურირებს, არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არც ჯაშუშობას, არც ცუდ საქმიანობას, არც კარგს, ნეიტრალურია - ეს სიტყვათა შეთანხმება, არ ნიშნავს რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი ჯაშუშის გაგებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ე. წ. აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ ეს არის პრობლემა, ამაზე მსჯელობა საკომიტეტო განხილვების დროს არის შესაძლებელი.
„კ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.
კოდექსის თანახმად, იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერე
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე 73 წლის ნორვეგიელმა კაცმა შეთილ ქრანმა პროტესტის ორიგინალური ფორმა მოიფიქრა და ოსლოში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ძილი საჰაერო განგაშის სიგნალებით დაუფრთხო.
როგორც ნორვეგიული გამოცემა Nettavisen წერს, ნორვეგიის მოქალაქემ გვიან ღამით პორტატული სპიკერით ხელში იმ საცხოვრებელ კომპლექსს მიაშურა, სადაც რუსეთის ელჩი და საელჩოს პერსონალი ცხოვრობს:
„მინდოდა ისინი გამომეღვიძებინა როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მათ თვალი უნდა გაუსწორო
გასული წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 5,4 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა.
როგორც, რუსეთიდან საზღვარგარეთ ტურისტული ნაკადის ზრდის შესახებ, Росстат-ის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა, აღნიშნული მონაცემით ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთში პირველ ადგილზე დგას, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი, რომელსაც შარშან 4,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია; მესამე ადგილს 1, 2 მილიონით არაბეთის საემიროები იკავებს, მეოთხე ადგილზე კი ეგვიპტეა, - 900, 5 ათასი რუსი ტურისტით.
ოკუპირებული ა
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს მიმართავს და მოუწოდებს ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ.
„სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც, წლების მანძილზ