შეუცდომელი არავინაა, მით უმეტეს ჟურნალისტები. მე როგორც ჟურნალისტს გული მწყდება იმაზე რომ ძალიან ბევრ ჟურნალისტს ისეთი შეცდომები მოსდის (ეს განსაკუთრებით პირდაპირ ეთერში ხდება), რომელთა გამოც აღებული ფრაზა სულ სხვა კონტექსტით იკითხება. ამას გარდა, ძალიან ბევრ ჟურნალისტს სიტყვის მარაგი აკლია და და მისი სიუჟეტები ბარბარიზმებითაა სავსე. გთავაზობთ მცირე გამოკითხვას მოცემულ პრობლემაზე
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია: მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ და რაც ყველაზე სამწუხაროა ამასი დამნაშავე თავად "ცივილიზებული" ევროპაა. გასული საუკუნის შუახანებში მათ მიერ დეკლარირებულმა და დაკანონებულმა, ხელოვნურად შექმნილმა "ადამიანის უფლებებმა" დღეს მიგვიყვანეს იქამდე, რომ ებრძვიან არა რომელიმე სახელმწიფოს, არ რომელიმე კონკრეტულად აღებულ იდეოლოგიას, არამედ თავად ქრისტიანობას მთელ ქრისტიანულ სამყაროს. თავის დროზე დე გოლმა საფრანგეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების
გვინდა თუ არ გვინდა მაინც ისეთ "ხაფანგში" გავყავით თავი, რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს უკან ვერც მოვიხედავთ და ამიტომ იძულებულნი ვართ სულ წინ ვიყუროთ. წინ მძიმე თვე გველის. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი სხვებისაგაბ ძალიან მაღალი პასიურობით გამოირჩევა: საპრეზიდენტო კანდიდატები ფაქტიურად პასიურობენ. აბა რა უნდა დაერქვას მათ მოქმედებას ნება–ნება მოგზაურობას რეგიონიდან რეგიონებში თვეში ერთ ორჯერ და ამით ამოიწურა ყველაფერი, არც მასმედია არ უთმობს ამ თემას ძალიან დიდ დროსა და ად
ამ სტატიის კომენტირებაც თქვენთვის მომინდია Союз виноделов Армении намерен опротестовать недавнее решение Евросоюза по поводу регистрации бренда "Грузия - колыбель вина". Глава союза Аваг Арутюнян заявил газете "Новое время", что на данном этапе изучается юридическая сторона вопроса - каким образом, кто именно (юридическое или физическое лицо) и в каком порядке вправе подать апелляцию. По мнению собеседника, "факт, закрепленный брендом, мягко говоря, не соответствует действительности - на статус
ჩვენ კი რა გვიშლის ხელს? მართალია არ არის სახელმწიფოს დაინტერესება მოცემული საკითხით. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის მოიპოვება. მთავარია კარგად დაფიქრება. 90–იან წლებში, როდესაც საწყავი სანთლით საძებარი იყო, იმერეთის ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში დილიჟანსითა ცხენებით გადადიოდნენ. მართალია, ეს პრობლემის არატექნოლოგიური გამოსავალია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. აქედან გამომდინარეობს ის, არიან ჩვენში ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ ელოდებიან წყალობას სახელმწიფოდან, ისინი თავად ქმნიან საკუთარ კეთილდღეო
სიმართლე უნდა ვთქვა: მომბეზრდა ფსევდი პოზიტივი ჩვენი სუზერენიტატიდან რომ გამომდინარეობს, ოპოზიციური ბრავადა და მოსახლეობის გამუდმებული წუწუნი: ასე ცუდად ვცხოვრობთ, პატრონი არავინ გვყავს, უმუშევრები ვართ და ა.შ. არ არჩევნებისაგან ველოდები პოზიტიურ შედეგებს! სანამ სხვისი ხელის შემყურე ვიქნებით, მუდამ ასე იქნება. ღირსება დავკარგეთ! ხოლო ღირსება დაკარგულებს პატივს არავინ სცემს თუ არ ააქვს ძალიან ძალიან დიდი ფული, ან რესურსების ძალიან დიდი რაოდენობა. ბოდში, მაგრამ დღეს ბანანის რესპუბლიკის “პონტში” გა
დიდი ხანი არა არის მას შემდეგ გასული, რაც საქართველოს სუზერენმა თანხმობა განაცხადა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. ვენი სუზერენიტები მთელი ხმით გაჰკიოდნენ იმ სიქველეებზე რასაც სინდისთან ასეთი გარიგება მოგვიტანდა. მას მერე გავიდა ექვს თვეზე მეტი და უკვე შეიძლება შეჯამება თუ რა გაკეთდა: გენადი ონიშჩენკომ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი მზადაა თავის ბაზარი გაუხსნას მინერალურ წ####ბსა და ქართულ ღვინოებს, თუ ქართული მხარე გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. საქართველოში წარმ
საქართველოში არსებული სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. მასმედიაში კომპრომატების ომია გაჩაღებული. მოსახლეობა ფაქტიურად ორ ბანაკადაა გახლეჩილი. მომავალი არჩევნების შედეგების პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამიტომ გთავაზობთ მცირე გამოკითხვას. უმორჩილესად გთხოვთ გასცეთ კითხვარს პასუხი
რითი მჯობია მიხეილ სააკაშვილი? ცოტა რიტორიკულად კი ჟღერს ეს კითხვა, მაგრამ პასუხი მაქვს: ჯერ ერთი მე არა ვარ ბუნებით ლაჩარი და სხვების ზურგს თუნდაც საკუთარ დაცვას ამოფარებული არ ვლანძღავ ოპონენტებს. მეორე, მე არ მჭირდება, რომ მცველთა მთელი არმია უკან დამსდევდეს. არასოდეს გამოვკიდებივარ თანამდებობას და სამუშაო ადგილებს. სადაც საჭიროდ ვთვლიდი იქ დიპლომატიას ვიყენებდი, სადაც საჭირო იყო იქ ჯიქურ გამქონდა ჩემი. სააკაშვილი კი – იქ სადაც არაა საჭირო – ძალად ეტენება, სადაც აუცილებელია დიპლომატია – იქ დ
12.12.2008 г. Государственная Дума РФ ратифицировала признание независимости Абхазии, «Договор о дружбе, сотрудничестве и взаимной помощи между Российской Федерацией и Республикой Абхазия», никто не поинтересовался судьбой 40 тысяч русско культурных, российских граждан пострадавших в Абхазии оставшихся без жилья. «Власти Абхазии в целях сохранения абхазского этноса были вынуждены принять ряд законов и нормативных актов... на защиту оставшегося населения» И «абхазский этнос», спустившийся с гор,
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები ჩემი მეთოდის სისწორეში, რომელიც მდგომარეობს ისტორიული ანალოგიების მოძებნასა და დღევანდელ ქარტულ რეალობასთან მის მისადაგებაში. ამას წაინათ ერთ–ერთ საიტზე ვუყურებდი ადოლფ ჰიტლერის ერთ–ერთ მიტინგზე გამოსვლას. მიუხედავად დროსა და სივრცეში დიდი განსხვავებისა, მე ძალიან ბევრი მსგავსება დავინახე ადოლფსა და მიშას შორის: მსგავსება 1) ორივე იწყებს ნორმალური ტონით, შემდგომ ორივე ექსტაზში შედის და ორივეს გამოსვლა გადადის ისტერიულ ყვირილსა და მუქარაში. 2) ორივეს მიტინგზ
გარიჟრაჟზე დავტოვე ბანაკი. ორი საათის სიარულის შემდეგ პეიზაჟში დიდი ცვლილებები შევამჩნიე: ტყე თანდათან გამეჩხერდა და მოულოდნელად ჩემს თვალწინ უსასრულო ტრამალი გადაიშალა. გამიკვირდა, რადგან ამ მიმართულებით კიდევ 30 კილომეტრის მანძილზე ტყე უნდა ყოფილიყო… არა უშავს, ეტყობა ვიღაცას რუქების ბეჭდვისას რაღაც აერია. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ პეიზაჟი ისევ მოულოდნელად შეიცვალა: მინდვრის ბალახი ქვებით მოფენილმა ხრიოკმა ჩაანაცვლა… ან თვალი მარყუებს ან რაღაც ანომალიასთან მაქვს საქმე… სხვა დროს გავარკვევ
ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა კავშირი და და აღორძინება უნისონში აძაგებდა ნაციონალურ მოზრაობას, სამთავრობო ტელევიზიები, მხედველობაში მაქვს პირველი არხი და აჭარა ისევე აძაგებდნენ ახლად შემდგარ პოლიტიკურ ორგანიზაციას, როგირც დღეს 5 სამავრობო ტელევიზია: რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი, აჭარა, რეალ ტვ. სხვა სამთავრობო არხებს სამწუხაროდ ვერ ვიჭერ . ტექსტი ზუსტად იგივეა ხშირად უფრო აგრესიულიც, რასაც მაშინ მიშასა და მის პარტიაზე ლაპარაკობდნენ. წინასაარჩევნოდ ვითარებაც ზუსტ
შესაძლოა არც კი მიმექცია ამისთვის დიდი ყურადღება, როდესაც ჩენი ტვინგახურებული "რაიკომის თავმჯდომარე" თავს დავით აღმაშენებელს რომ უტოლებს. გიჟს ეს ეპატიება, მაგრამ როდესაც ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი იყტვის, რომ დავით აღმაშენებელს არ გაუკეთებია საქართველოსთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთაო, დამერწმუნეთ ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარეობს ერთი რამ საქართველოს ისტორიის პროფანაცია ხელისუფლების მხრიდანაა ინსპირირებული. შეიძლება ამ მომენტში ჩემში უფრო ემოციები სჭარბობს, მაგრამ თუ აქ
დღევანდელი საქართველოს წინასაარჩევნო ვითარება ძალზედ ჩამოჰგავს ასლან აბაშიძის ეპოქის დროინდელ აჭარაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს. ასლან აბაშიძე შანს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ დაეკნინებინა ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები. ისევე როგორც ასლანი პერიოდში, ასევე დღესაც ადგილი აქვს ოპოზიციური პარტიების ოფიესების დარბევას. ასლან აბაშიძე მიხეილ სააკაშვილიდან და მისი ნაციონალური მოძრაობიდან საქართველოს მტრის ხატს ქმნიდა. ასე იქცევა მიშაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ პროგნოზების
საარჩევნო ვნებათაღელვა ნელ–ნელა ცხრება. სულ რამდენიმე დღეში ცესკო გამოაცხადებს საბოლოო შედეგებს. მმართველი რეჟიმი მართალია ნელა, მაგრამ შეუქცევადად, უშვებს ხელიდან განუზომელი ძალაუფლების ბერკეტებს. ხალხის ნებასა და რეჟიმს შორის ბრძოლამ ახალ სტადიასა და სიბრტყეებში გადაინაცვლა. იმის გამო, რომ სანამ ახლადარჩეული პარლამენტი მიიღებს ოფიციალურ უფლებამოსილებას, მანამდე, როგორც ჩანს არსებული რეჟიმი ცდილობს ისრგებლოს არსებული “განუკითხაობის” მომენტით და ცდილობს დარჩენილ დღეებში მეტი სარგებელი მიიღოს საკ
გულსატკენია ის, რომ ყველაფერს რასაც აკეთებ, გიყვარს და მისთვის თავს არ იშურებ, ქართულია და გგონია, რომ ეს უდავო ფაქტია, აღმოჩნდება, რომ ამაშიც მოწილეები გვყოლია... არ ვარ ნაცი, მაგრამ როდესაც შენი მეზობლები შურით აღგზნებულები საკუთარ და რუსულ მედია საშუალებებშ ავრცელებენ სრულიად საწინააღმდეგოს, ნებსით თუ უნებლიედ გახდები ნაცი. ჩვენი მეზობელი სომხები აპროტესტებენ ბრენდს "საქართველო–ღვინის აკვანი" და თვლიან, რომ ''ღვინის აკვანი" სასომხეთია... ჩამოვთვალოთ თუ რაში გვედავებიან ეს ''ხარისჭიები" ა)
თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. რამდენიმე დღეში ლაზიკის მშენებლობა იწყება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ოლიმპიელებთან შეხვედრაზე გააკეთა. „რამდენიმე დღეში აქ იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება – ახალი უმშვენიერესი ქალაქის – ლაზიკას, მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, გარშემო მყოფი ადგილების მთავარი ეკონომიკური ცენტრი, საინჟინრო თვალსაზრისით, ყველაზე გამართული ქართული პორტი და, დარწმუნებული ვარ, მომავალში იქნება საქართველოს სიამაყე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ს
Ридус.ру 15:25 вчера Грузинским старикам начали вставлять зубы по президентской программе Программа рассчитана на тех, кому свыше 50 лет и принадлежит к социально незащищенным слоям населения, сообщает «Грузия Online». По словам лидера страныМихаила Саакашвили, к концу нынешнего года все старики обзаведутся новыми зубами. Взгляд.ру 11:53 вчера
სიმართლე გითხრათ, მეგონა გუშინდელი ინცინდენტის შემდეგ, ინტერნეტი აფეთქდებოდა ინფორმაციის ნაკადით. მაგრამ არაფერი არ მომხდა. თითქოს არავინ არ დაღუპულა. ერთი–ორი ოფიციალური შეტყობინება და მეტი არაფერი. არადა მომხდარი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს: 1) საქართველოს საზღვრები სერიოზულ დაცვას საჭიროებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიციური ძალები ვერ აკონტროლებენ საზღვარს. ნებისმიერ შეეძლება დაუბრკოლებლად სადერმარკაციო ხაზის გადალახვა. მითუმეტეს ბანდფორმირებებს. 2) რატომაა გასაიდუმლოებული დაღუპული ბანდიტების
ადამიანს, რა პოლიტიკურ შეხედულებასაც არ უნდა იზიარებდეს, უპირველეს ყოვლისა უნდა მოეთხოვებოდეს თავისი ქვეყნისა სიყვარული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან სკოლის დონეზე მაინც უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია და ა.შ. ეს განსაკუთრებით ქვეყნის პირველ პირს უფრო მოეთხოვება. ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ვუშვებ, წინასაარჩევნოდ ოპონენტების ლანძღვას და საკუთარი ეგოს წარმოჩინებას. მაგრამ, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის ისტორიასა და ლიტერატურაზე, მისი არცოდნა პრეზიდენსტს არ ეპატიება. მითუ
მაშინ, როცა ჩვენი პრეზიდენტი, ხალხის თითქმის ყველა თავყრილობებზე, დუჟმორეული, ხაფი ხმით, გაჰკივის საკუთარ წარმატებებზე და რეალურ ოპოზიციას ლამის კაცობრიობის მტრად აცხადებს, მისი დამქაშები რეპრესიული მანქანის ამუშავებით არიან დაკავებულნი. რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო აგრესიული ხდება ხელისუფლის რიტორიკა. რაც მისი დამქაშების მხრიდან აღიქმება როგორც მოქმედების დაწყების კიდევ ერთ ეტაპად. ბოლო ხანებში ხშირად საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ოპოზიციურად მოაზროვნეებს ან მათ ნათესავებს სამსახ
ორი დღე საკმარისია იმისათვის, რომ ემოციები ოდნავ დაცხრეს და მოვლენებს საღი თვალით შევხედოთ და გავაანალიზოთ. თანაც, ამ ორ დღეში მრავალი ისეთი ინფორმაცია ჟღერდება, რომ ძლიერი ემოციური ფონი, რომ არა ქართული საზოგადოება შესაძლოა ემოციურ კოლაფსში აღმოჩენილიყო. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მოვლენების შემდგომი განვითარების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, თავისი უსასრულო ვარიაციებით, შეიძლება წარმოვიდგინოთ. ვარიანტი პირველი განხეთქილება მმართველ გუნდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პატიმართა წამე
ზუტად რვა წელი გავიდა იმ დღის შემდეგ, რაც აჭარაში რევოლუციური გზით რეგიონალური დიქტატორს ძალაუფლება ჩამოართვეს და რეგიონი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაექვემდებარა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ბათუმსა და მთლიანად აჭარაში. ბათუმი გაფართოვდა, მთელ ქალაქში მიმდინარეობს აღმშენებლობითი სამუშაოები. თანდათანობით ქალაქი მძლავრ ტურისტულ ცენტრად ყალიბდება. ყოველივე ამით ბათუმი, ახალ მთვარეს ემსგავსება, რომლის 10–15% განათებული მხარე იმდენად იზიდავს მზერას, რომ სიბნელე უკუნად იქცევა და ვერაფერს ვ
არასოდეს გამჩენია სურვილი წაქცეულის ჩაწიხლვისა. თუმცა მქონია ასეთი სარედაქციო დავალებები ნაცმოძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ერთ ადგილზე დიდხანს არ მაჩერებდნენ. ვმუშაობდი 5 გაზეთში, აქედან 4-ში მთავარ რედაქტორად. ვინც ამ გაზეთებს იცნობს, ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს ღირსება იყო შელახული ამ გამოცემებში. მართლაც რომ იყვნენ დამნაშავეები, ისინიც კი. დღეს კი, ამ გაგებით, ვითარება კარდინალურადაა შეცვლილი. ნაცმოძრაობა წაიქცა, მაგრამ ახლა უკვე