მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ თანმიმდევრულობა, იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რომელიც ივანიშვილმა მიიტაცა და დავაბრუნოთ იმედი.
ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1098350908010038
“ოცნების” წინა საარჩევნო კამპანია იყო ეროვნული ინტერესების ღალატი.
ვიზალიბერალიზაცია ქართველი ხალხის მონაპოვარია და ჩვენი პოზიციაა, რომ ამის შეჩერებით არ დაზარალდეს ქართველი ხალხი და დაისაჯონ ისინი ვისაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე მივყავართ.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1834825223989027
პირველი ვინც თქვა, რომ ამ პარლამენტს არ მივცემთ ლეგიტიმაციას, იყო გიორგი გახარია და ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებთ.
წინ არის ძალიან გრძელვადიანი პროცესები, რომლისთვისაც ვემზადებით და გვაქვს ჩვენი გეგმები.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/573073518591224
სიების ჩახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არავინ არ შევა და ამის 2020 წლის არჩევნების მაგალითიც გვაქვს.
ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც არის ბევრად უფრო მტკიცე ვიდრე სია, რიმელიც შემდგომში გადადის პრემიერი კობახიძის ხელში.
ჩვენ ვერ შეგვიტყუებთ ამ თამაშში.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1753293375430808
თუ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მივაღწიეთ, ეს უნდა იყოს მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის დეპოლიტიზირების პირობებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მოქალაქეების ნებაზე.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1106858944402696
მას შემდეგ რაც ივანიშვილმა დასავლეთისგან დისტანცირება მოახდინა და საქართველო ავტორიტარული კლუბის წევრი გახადა, რუსეთი დღეს კიდევ უფრო მეტად გვაწვება.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087392166161699
სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია Абаза ТВ-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება.
2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უარესად დამძიმდა.
გიორგი გახარია უმოქმედობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს.
„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ი
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა შემაშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა.
„ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეხმაურებიან ბოლო დროს „ცალკეული პოლიტიკური პარტიების” წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცესკოს „შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციი
თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს, არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ევროპარლამენტარი ამით თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხობს, რომელმაც განაცხადა, თითქოს “თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ არჩევნები არასწორად და ცუდად იქნა ჩატარებული”.
“თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს.
როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა.
ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია,
14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.
საქსტატის ინფორმაციით, მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერ
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის კანდიდატია.
მარკო რუბიო 2016 წელს ტრამპის წინააღმდეგ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის იბრძოდა. მას შემდეგ ის აქტიურად იყო ჩართული ტრამპის 2024 წლის კამპანიაში და ვიცე-პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა ჯეი დი ვანსთან დამარცხდა.
ტრამპმა გენერალური პროკურორობის კანდიდატი დაასახელა – ამ თანამდებობაზე განიხილება რესპუბლიკელი მეთ გეცი. კ
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ.
აღნიშნული სარჩელით სასამართლოსთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა“ და „ძლიერ საქართველოს“ ჰქონდათ მიმართული.
გუშინ, 13 ნოემბერს სამივე მათგანის სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაერთიანებულად განიხილა მოსამართლე ივერი აბაშიძემ.
მოსარჩელე მხარეების საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელ
გიორგი გახარია ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება და ის პროცესები, რომლებიც ახლა აფხაზეთში მიმდინარეობს, აფხაზეთის აღიარების პროცესის დაწყებაა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ნოემბერს, 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თბილისს ოკუპირებული ტერიტორიებთან „საზღვრების დელიმიტაციისკენ” მოუწოდა.
კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრი
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, გაასაჯაროოს იმ ამომრჩევლების სია, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმის მითითებით, თუ რომელ უბანზე მისცეს მათ ხმა. გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პირველ მიმართვაზე ცესკოს რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგაც პარტიამ სასამართლოს მიმართა თხოვნით – დაეცვა აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება, თუმცა პროცესზე გაირკვა, რომ პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს.
როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა.
ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/1091564102585972:
მინდა დღევანდელ ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, დასრულდება და „ამ კოშმარს ექნება კარგი დასასრული“.
„საქართველოში ჩატ
პარიზის პროკურატურამ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, თავისუფლების ხუთი წლის ვადით აღკვეთა, მათგან სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოითხოვა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თუ სასამართლო ბრალდების მხარეს დაეთანხმება, 56 წლის ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯ
„რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ, - ამის შესახებ CBS News-ი საკუთარ შეფასებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის პროგნოზით, კონგრესის ქვედა პალატაში „რესპუბლიკელებს“ მინიმუმ 218 ადგილი ექნებათ, ხოლო „დემოკრატიულ პარტიას“ - მინიმუმ 211.
შეგახსენებთ, აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ კონტროლი სენატზეც მოიპოვეს.
იპნ
პირველი ვინც თქვა, რომ ეს პარლამენტი ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ჩვენ, ჩვენი სიტყვის ერთგულები ვართ.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1084274776708855
გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია და დიმიტრი ცქიტიშვილი უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და ევროპული მომავლის დაბრუნების გზებზე იმსჯელეს.