Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მიჰკელსონი: დემოკრატია საქართველოში დასრულებულია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი მიიჩნევს, რომ საქართველო წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი ხდება. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ბევრი ქართველისთვის “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია.  საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი. უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში ს

EU-ის წარმომადგენლობა: საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან და ევროკავშირი ახალგაზრდების გვერდით მტკიცედ დგანას. პუბლიკა

ნიდერლანდების ელჩი: ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება

ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, მელინე არაკელიანის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას ამბობს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ელჩმა ისაუბრა რუსულ კანონსა და ჰომოფობიურ კანონზეც, რომლებიც მისი თქმით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც საქართველოს ევ

მეთიუ მილერი - საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს

საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბი

ზაზა თავაძე - ჩვენ ვართ ყველა მშვიდობიან აქციაზე, სადაც ჩვენი ამომრჩეველია, სადაც ხალხია და სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ ივანიშვილის მიტაცებულ, გაყალბებულ არჩევნებს (ვიდეო)

AQPc9KDbWyk_2gx0zJvyKoS-CI05pssPlkXQTrI6AfNpn1ZhpNYQv0lNgU_5qE8SWtIGbc5cixSF04B2CZYUyL_x.mp4 ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. ვიდეო:   AQPc9KDbWyk_2gx0zJvyKoS-CI05pssPlkXQTrI6AfNpn1ZhpNYQv0lNgU_5qE8SWtIGbc5cixSF04B2CZYUyL_x.mp4

რუსული მედია - უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას ATACMS-ის გამოყენებით პირველად დაარტყა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები“, - აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზ

პრეზიდენტი უკრაინელებს მიმართავს ომის დაწყებიდან 1000 დღის თავზე

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტს გამოეხმაურა და უკრაინელი ხალხისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა. როგორც ის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, უკრაინელი ხალხი იბრძვის ყველას სახელით,  ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან.

“გახარია საქართველოსთვის” ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით (ვიდეო)

“გახარია საქართველოსთვის” ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით   11.mp4

მელიქიშვილზე დარბევისას დაშავებული ნიკა კვიტატიანი კლინიკაშია გადაყვანილი

კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, მელიქიშვილზე დარბევისას შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. კოალიციაში  “ნეტგაზეთთან” ამბობენ, რომ ნიკა კვიტატიანი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს და კლინიკიდან მას დღეს გამოწერენ. როგორც კოალიციაში ამბობენ, კვიტატიანი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდა და კოალიციის წევრებს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა. „მადლობა ყველას მოკითხვისთვის,

საია: მედიისთვის ხელის შეშლა არღვევს ევროპულ კონვენციას და საქ-ოს სისხლის სამართლის კოდექსს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელის შეშლის და ტექნიკის დაზიანების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები აკრძალულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ისე არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. დღეს, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა იძალადეს ჟურნალისტებზე: დაარტყეს „პულიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს,

თეონა აქუბარდია - ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება - ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა

ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება - ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადატეხს იმ ძალას, რომელიც მას დღეს ხელში აქვს. ამის გაკეთება შეგვიძლია მწყობრად, მშვიდობიანად! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან პროტესტს უხეში პოლიციური ძალა დაუპირისპირა. „ყველამ ძალიან კარგად ნახა მშვიდობიან პროტესტს როგორ დაუპირისპირა უხეში პოლი

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს. მატჩი ქალაქ ოლომოუცში შედგება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს. იპნ

სახალხო დამცველი - იმ დროისთვის, როცა შს სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებულ მოქალაქეებს მოინახულებენ. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 08:00 საათისთვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. „სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული პირებიდან რამდენიმე, მათ შორის „მთავარი არხის“ ოპერატორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, ასევე ორი ქალი მომიტინგე, რომლებიც „ძლიერი საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები არიან. როგორც ოპერატორმა სერგი ბარამიძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, მას სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აღენიშნება დაზიანებებიც. მისი განმარტებით, ის პ

ქურდოვანიძე: არასამთავრობოების ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ

ფოტო: მინდია გაბაძე/პუბლიკა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას რამდენი პირი დააკავეს აქციაზე. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცნობით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბ

ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ტოვებს, ოპოზიცია იშლება – ახალი შეთანხმება სოხუმში

აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემაჯამებელ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, ოპოზიციის მხარდამჭერები კი დატოვებენ დაკავებულ სამთავრობო შენობებს. ამავე შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებას სახალხო კრება, ანუ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს. პრეზიდენტის მოვალეობის შემ

TI და ISFED: მოვუწოდებთ შსს-ს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად, არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, „არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.

აქციაზე დაშავდა „ახალის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ის კლინიკაშია გადაყვანილი

„კოალიცია ცვლილებებისთვის” ცნობით, პარტია „ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, მათივე განცხადებით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე. მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.

პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს, მოქალაქეების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩება. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს. „მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულებს შორის არის მათი ოპერატორიც. ამასთან, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე წერს, დაკავებულია მათი ოთხი წარმომადგენელიც. პოლიციამ ადგილზე შეკრებილებს ტერიტორიის დ

პოლიციურმა ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს

პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა. ამ დროისთვის, პოლიციური

ზურაბიშვილის გეგმა - რას სთავაზობს პრეზიდენტი პოლიტიკურ აქტორებს

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა გეგმა, რომელიც გააცნო ოპოზიციურ პარტიებს, საერთაშორისო პარტნიორებს და რომელიც დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა, ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ, სისტემურ გაყალბების სქემებს; საარჩევნო საჩივრები სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს არ განუხილავს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორ

გია კაკაჩია ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს

გია კაკაჩია – საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირების უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის და იმპლემენტაციის საბჭოს წევრი – ორგანოს ლევან იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს. „ვთვლი, რომ სახალხო პერიოდის ბოლო განცხადებები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა უფლებების მასიურად დარღვევასთან და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, ახდენს ინსტიტუტის დაკნინებას და ხელს უშლის შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვ

მენაბდე: სანამ დავა საკონსტიტუციოშია, მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება

19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას შორისაა არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ დავის განხილვა. კანონის მიხედვით, ჩატარებული არჩევნების ან მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკით
×
×
  • შექმენი...