Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გიორგი გახარია - მესიების და სასწაულების ძებნას თავი უნდა დავანებოთ - ერთი აგერ, მთაზე ზის და მეორე ციხეშია

მესიების და სასწაულების ძებნას თავი უნდა დავანებოთ - ერთი აგერ, მთაზე ზის და მეორე ციხეშია - ერთი და იგივე გააკეთეს, იქ ფიზიკური ძალადობა იყო, იმიტომ, რომ ტვინი არ ჰყოფნიდათ, უტვინოები იყვნენ, აქ ცოტა უფრო მეტი ტვინი და მოხერხებულობაა და ნაკლებად გცემენ, მაგრამ ნებას გართმევენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა და ერთპარტიულობისა და ერთ ლიდერზე დამოკიდებულების უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ახლა შანსი აქვს დემო

გიორგი გახარია - მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ

მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება „ყველამ ერთად გააგონოს საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ თვლიან, არც სამ

ლიზი თირქია: საგამოძიებოდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ 5 პოლიციელს დავესხი თავს

ფოტოზე: ლიზი თირქია 19 ნოემბრის დილას მოქალაქე ლიზი თირქია, რომელიც 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, „ფეისბუქზე” წერს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ „აქციაზე თავს 5 პოლიციელს დაესხა, გაიქცა და იმალება”. მან „პუბლიკას” უთხრა: 19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს. პოლიცი

მდინარაძე საკონსტიტუციოზე: ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი დააკმაყოფილა და პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება, რა მოხდება ამ შემთხვევაში. 19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამ

კახაბერ ქემოკლიძე - ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ როდესაც დაიწყება კონტრქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგნ არ დაზიანდეს საქართველო, როგორც სახელმწიფო (ვიდეო)

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ როდესაც დაიწყება კონტრქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგნ არ დაზიანდეს საქართველო, როგორც სახელმწიფო.   კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087564915945479

ზვიად ძიძიგური - შეუძლებელია მომდევნო ოთხი წელი მართოს “ოცნებამ” ქვეყანა, როდესაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს (ვიდეო)

ჩვენი გუნდი მონაწილეობას იღებს ყველა მშვიდობიან აქციაში. შეუძლებელია მომდევნო ოთხი წელი მართოს “ოცნებამ” ქვეყანა, როდესაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/430185853483329

სალომე ზურაბიშვილი - ძვირფასო ჯოზეფ ბორელ, საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელის მიმართ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის მადლიერებას გამოხატავს. „გმადლობთ, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა

მეთიუ მილერი - გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას

გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ზოგ

„საგამოძიებოდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული „იმედის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამოო" - მანაგაძე

აქტივისტი ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტისთვის „საქმიანობაში ხელის შეშლას”. როგორც მანაგაძე წერს, საგამოძიებო სამსახურს თავად ტელეკომპანია „იმედმა” მიმართა. გუშინ, 20 ნოემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სხვ

თსუ-სთან აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

19 ნოემბრის აქციის მონაწილე, 21 წლის მათე დევიძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს-ს განცხადებით, მატე დევიძემ 19 ნომბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან ლოხიშვილი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ხერსონის მიმართულებით მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა. ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ომის მიმდინარეობას არსებული ცნობებით, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.   იპნ

ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა, ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია „ქართული ოცნება“ კვლავ შალვა პაპუაშვილს ასახელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხე

კახა ქემოკლიძე - შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას ეხება, მონაწილეობას არ ვიღებთ - 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც

იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ , - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ძლიერი საქართველოს“ ოფისში მიმდინარე საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა განიხილება. კახა ქემოკლიძის განცხადებით, ის თვლის, რომ იმ შეხვედრებში მო

ანა ბუჩუკური - დღეს ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არის, რომ ამ არჩევნებმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ მიიღოს (ვიდეო)

დღეს ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არის, რომ ამ არჩევნებმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ მიიღოს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/535980892609612

პრეზიდენტმა ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა - ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია. „ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო  პერიოდში გამოვლენილი უმძიმესი და სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობ

მედია - უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით

უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა უკრაინამ სამიზნეები ბრიტანული წარმოების Storm Shadow რაკეტებით, თუმცა 20 ნოემბერს რუსული წყაროები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ უკრაინამ აღნიშნული რაკეტები კურსკის ოლქში გამოიყენა. რუსეთის ტერიტორიაზე აღნიშნული რაკეტების პირველად გამოყენების შესახე

ბერდია სიჭინავა - არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენ ვიბრძოდით - უწყვეტ პროტესტში ვართ, თუმცა კამერებში არ ვკეკლუცობთ

26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს. სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავა ეხმაურება „გახარია სა

სასამართლომ, დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ცესკო-ში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო. როგორც ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი. მისივე განმარტებით, მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას. „ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად გან

თეირანის ცნობით, გაშიშვლების შემდეგ დაკავებული ქალი ბრალის გარეშე გაათავისუფლეს

ირანის ხელისუფლების ცნობით, თეირანის უნივერსიტეტში გაშიშვლების შემდეგ დაკავებული სტუდენტი აჰუ დერიაი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. „იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, იგი ოჯახს გადასცეს. მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულია“, — განაცხადა ირანის იუსტიციის სამსახურის პრესპიკერმა. აჰუ დერიაის დაკავების ვიდეო თავდაპირველად სტუდენტური მოძრაობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და იტყობინებოდა, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი გაიხადა მოხალისე პარა-მილ

მერია: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 21 და 22 ნოემბერს, ღამის საათებში,  00:00  საათიდან  06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის - საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. „უკრაინელო მეგობრებო, 1 000 დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცა

უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არაა – თსუ-ის სოცპოლის ფაკულტეტის დეკანი

თსუ-ს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, სალომე დუნდუა ამბობს, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება პოლიციის მიზნების შესასრულებლად. დუნდუას განცხადებით, ტერიტორიაზე პოლიციის დაშვება უნივერსიტეტის მისიასა და ღირებულებებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მის რეპუტაციას ლახავს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს. ისინი ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ განმარტებას, როგორ მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არე
×
×
  • შექმენი...