“ოცნებამ” ქართველ ხალხს მოპარა დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი, რაც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოიპარა ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი და თუ ეს ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს აზრი აღარ ექნება.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1645830789331717
ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რაღაც რიტუალებში მონაწილეობა არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენს სიტყვას და საქმეს აქვს ფასი. სიტყვა გვითქვამს და ის ქცეულა საქმედ.
ჩვენგან ეს პარლამენტი ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას.
საერთო მიზანი უნდა გვამოძრავებდეს ყველას - ამ ქვეყანაში იმედის გადარჩენა.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/520310834338005
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და ისინი ამ წუთებში მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან.
ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში.
მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც. ხატია დეკანოიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს
ცესკოს შენობასთან ქალების აქცია მიდინარეობს – ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცველები დგანან შენობის შესასვლელთანაც.
როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა.
აქციის მონაწილეებს სურთ, ცესკოში ფარულობის დარღვევების შესახებ განცხადებები შეიტანონ.
რამდენიმე დღის წინ ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ახალი კამპანი
ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს,
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, დეპარტამენტი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა.
„მ
საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში, აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება.
შეგახსენებთ, ივნისში საფრანგ
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„პიტმა მთელი ცხოვრება გაატარა, როგორც მეომარმა ჯარებისა და ქვეყნისთვის. პიტი მკაცრი, ჭკვიანი და ჭეშმარიტად სწამს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულები არიან - ჩვენი არმია კვლავ დიდი იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან“, - აღნიშნა ტრამპმა.
ჰეგსეთს სამხედრო სამსახურში ყ
როდესაც ცესკო არის დისკრედიტირებული, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული არჩევნების გაყალბების პროცესში, არ შეიძლება ასეთ დროს შენი უპასუხისმგებლო ქმედებებით ცესკო გამოიყვანო რაღაცაში მაინც მართალი.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1849231912276077
არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს, რითაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება.
"როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არ აპირებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს იმავე ტიპის განცხადებით, რა განცხადებებითაც ცესკოს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმართავენ.
ანა ბუჩუკურის თქმით, ცესკოს მიერ პარლამენტისთვის გადასაგზავნი დეპუტატების სიის გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს. პარტია „საქართველოსთვის“ აქცენტს საარჩევნო კოდექსის 120-ე და 131-ე მუხლებზე აკეთებს.
120-ე მუხლის თანახმად:
131-ე მუხლის თანახმად:
დეპუტატის უფლებამოს
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილების ასაკი 25 წლამდეა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ნეტგაზეთს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნეტგაზეთი
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, რომ არჩევნებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ.
ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1100360334808152
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტის არჩეული წევრები ინდივიდუალური განცხადებით მიმართავენ ცესკოს, არ გატარდნენ რეგისტრაციაში როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და არ გაიცეს მათზე პარლამენტის არჩეული წევრის დროებითი მოწმობა.
საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლში წერია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქა
საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ცესკო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება.
ცეს
"ნაციონალურ მოძრაობას" სჩვევია პოპულისტური განცხადებები და ამ ქმედებებით საკუთარ ამომრჩევლებში კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევენ. მსგავსი ქმედების საფუძველი კანონში არ არსებობს. ჩვენ ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და მივყვებით გეგმას. ჩვენზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს, მათი ქმედება კი პოტენციურად შეიძლება "ქართული ოცნების" ინტერესებს წარმოადგენდეს, იმ თვალსაზრისით, რომ ამაზე შეიძლება გამოვიდნენ და პირდაპირ დასცინონ. ვამბობდით, ვამბობთ და მომავალშიც ამას ვიტყვით - ჩვენ, ამ პარლამენტს ლეგიტი
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მაინერების მფლობელებს მოუწოდებს, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. უწყება ამბობს, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება.
მერიის განცხადებაში წერია, რომ მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება.
სვანეთში ბოლო რამდენიმე წელია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაე
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის სამი მთავარი პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს.
შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმო
ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, - დაპირისპირების ამსახველ ვიდეო მასალას ტელეგრამ არხი - RESPUBLICA ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა.
კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული ოპოზიციონერები ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
Decision Desk HQ-ის წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო 218-ე ადგილი მოიპოვეს და ამრიგად, „რესპუბლიკური პარტია“ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის კონტროლს შეინარჩუნებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადგილების საბოლოო გადანაწილება ჯერჯერობით უცნობია, რადგან კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში ხმების დათვლა
დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყვნენ გერმანელი მიხაელ როთი, პოლონელ მიხაილ კამინსკი, ლიეტუველი ჟიგიმანტას პავილიონისი, ფინელი იუკა კოპრა და შვედი ერიკ ოტოსონი.
„ნეტგაზეთი“ მათი გამოსვლების თარგმანს გთავაზობთ:
მიხაელ როთი
ჟიგიმანტას პავილიონისი
ერიკ ოტოსონი
იუკა კოპრა
მიხაელ კამინსკი
„ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ”, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის წინ 11 ნოემბერს გამართულ აქციაზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა განაცხადა.
მან ქართულ საზოგადოებას შემართებისკენ მოუწოდა, უპასუხა მმართველი გუნდის განცხადებებს ევროპელ ლიდერებზე და აღნიშნა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია რუსული იმპერიალიზმია, რომელიც საფრთხეს უქადის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევ
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ცნობები ვრცელდება. როგორც მედია წერს, დაკავებების თაობაზე ინფორმაცია "ტელეგრამ არხებზე" გავრცელდა.
კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში "საჯარო შეხვედრიდან" დაბრუნებული "ოპოზიციონერები" ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
ამასთან, აღინიშნება, რომ დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების