Jump to content
Planeta.Ge

Blogs

კახა კინწურაშვილი - ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი, ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში დამყარდეს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი - ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა

მსახიობ კახა კინწურაშვილის თქმით, ხალხი არ დაუშვებს „ჯალათური რეჟიმის დამყარებას”. შესაბამისი განცხადება მსახიობმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა. „არაფერი მაქვს სათქმელი. ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი რეალობა, რაშიც ჩაგვაგდო ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის „რუსული ოცნება“, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში დაამყაროს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი, რასაც

500-ზე მეტი ხელოვანი მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებს საქართველოს

500-ზე მეტი ხელოვანი მთელი მსოფლიოდან – რეჟისორები, მსახიობები, თეატრის თანამშრომლები, მუსიკოსები, მწერლები, აკადემიკოსები, პერფორმერები და კულტურის სხვა მუშაკები სხვადასხვა სფეროდან – სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მიმდინარე სასტიკი მოვლენების დროს. განცხადებაში წერია: განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება აქ.  ხელმომწერთა სია ნახეთ აქ პუბლიკა

პროკურორი ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე აქციაზე „ჯოხს ისროდნენ"

პროკურორი, გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე „ჯოხს ისროდნენ” პოლიციელების მიმართულებით. პროკურორი ამტკიცებს, რომ ამით ისინი „საფრთხეს უქმნიდნენ” მათ ჯანმრთელობას. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და ონისე ცხადაძის პროცესი მიმდინარეობს. ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წა

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყვ

სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზში იმყოფება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი,

გიორგი გახარია - გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - „იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით!“ - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა

ყველა ვხედავთ, რომ გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით! - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეცხრე დღეა, ადამიანებს ღამ-ღამობით იტაცებენ და დაკავების შემდგომ მათზე ძალადობენ. „ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ არის გაცემული არაკანონიერი ბრძანება -იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენი

თეონა აქუბარდია - მოქალაქეების ძალას ვერც ერთი შავნიღბიანით ვერ გადატეხავს ივანიშვილი. ამ ქაოსიდან ერთადერთი გამოსავალია ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება (ვიდეო)

"მოქალაქეების ძალას ვერც ერთი შავნიღბიანით ვერ გადატეხავს ივანიშვილი. ამ ქაოსიდან ერთადერთი გამოსავალია ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1894879897585881

რუსუდან თევზაძე - სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი პოლიტიკის ავანგარდში დგანან, მხარი უნდა დავუჭიროთ და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, რომ მათ დაუკარგონ ევროპული კეთილდღეობა, ევროპული მომავალი და განვითარება (ვიდეო)

"სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი პოლიტიკის ავანგარდში დგანან, მხარი უნდა დავუჭიროთ და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, რომ მათ დაუკარგონ ევროპული კეთილდღეობა, ევროპული მომავალი და განვითარება." რუსუდან თევზაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/910194111086780

გიორგი გახარია - ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ - ფაქტია, ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა

ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით - დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ, ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს ასრულებს,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა სანქცირების პროცე

უკვე მე-2 დაკავებული ამბობს, რომ მოსთხოვეს კამერაში ეთქვა – “ხარება მაგარი კაცია”

აქციაზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი კიდევ ერთი მოქალაქე ჰყვება, რომ მას ხარებას – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის ქებას აიძულებდნენ. მიშა მეტრეველი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთა კამერა ჩართო და მოსთხოვა გაემეორებინა ფრაზა: “ხარება მაგარ კაცია”. უარის მიღების შემდეგ მისი ცემა გააგრძელეს. ის იხსენებს მისი დაკავების დეტალებსაც. მეტრეველი დააკავეს ბესიკის ქუჩაზე, იმ მომენტში, როცა წაქცეული მოქალაქის წამოყ

ომბუდსმენი - აქციაზე დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა - პოლიცია მათ ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. „ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინ

ჯანდაცვის სამინისტრო - 6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს - ორი პაციენტი, ამ დრომდე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას

6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფ

სანდრო ბუკიას ბიძა: სანდროს ეპილეფსია აქვს. გათავისუფლებულია, თუმცა ძალიან მძიმედაა ნაცემი

19 წლის სანდრო ბუკია, რომელსაც ეპილეფსია აქვს და სპეცრაზმმა გუშინ დააკავა, თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში. ამის შესახებ ბუკიას ბიძამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. სანდრო ბუკიას დედა დაკავებისას სპეცრაზმს ეუბნებოდა, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს, თუმცა სპეცრაზმმა ქალის სიტყვები არ გაითვალისწინა. ბუკია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

GPI: ავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს, რომ ავტოავარიაში დაიღუპა მათი თანამშრომელილ ქალი, ელზა მებურიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე დედასთან ერთად მიდიოდა. შესწორება:  „პუბლიკა” თავდაპირველად „ჯიპიაზე” დაყრდნობით წერდა, რომ მებურიშვილი აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა. თუმცა, მალევე ტექსტი შეცვალა და „შვილის დახმარების ნაწილი” განცხადებიდან წაშალა. თამუნა კუბლაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლილი ქალის შვილია, დაწერა: GPI ჰოლდინგის უახლესი განცხადების თანახმად: ც

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 18 წლის საბა ჯიქიას - მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ანზორ კვარაცხელიაც

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებულ 18 წლის ბიჭს, საბა ჯიქიას.  ჯიქია 5 დეკემბერს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატი ამბობს, რომ ჯიქია სწავლობა, მუშაობდა და არანაირი შეხება არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებთან. დღესვე გაიმართა კიდევ ერთი დაკავებულის, ანზორ კვარაცხელიას პროცესი. მგელიაშვილმა

წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს

წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლოზ ალავიძის ახლობლები ავრცელებენ. ნიკოლოზ ალავიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს 2019 წელს, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იკავებდა. ამის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 დეკემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე კიდევ 48 პირი დააკავეს. უწყების მტკიცებით, საპროტესტო აქც

მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები აცხადებენ. „ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალ

ნათია მეზვრიშვილი - მოღალატე ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ, აუშვა მისი ყველაზე საშიში არაფორმალური კრიმინალური ბანდა, იარაღებით და თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებს ომი გაუჩაღა

"მოღალატე ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ, აუშვა მისი ყველაზე საშიში არაფორმალური კრიმინალური ბანდა, იარაღებით და თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებს ომი გაუჩაღა. სამართალდამცავები უკვე ასოცირდებიან კრიმინალურ დაჯგუფებასთან (ვწუხვარ, რომ მე მიწევს ამის თქმა). ერთი, რომ პოლიცია ადამიანებს სასტიკად უსწორდება და მეორე - ივანიშვილის ზონდერები ხალხს ცემენ და პოლიცია უყურებს. 90-იანებში (რომელიც მეც გამოვიარე) როგორც იტყოდნენ, ქვეყანაში სრული „ბეზპრიძელია“, რაზეც პასუხისმგ

ევროკომისიის ანგარიში - საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს

იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი. „საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელო

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. კონკრეტულად ვის შეხვდება პრეზიდენტი, ამ დროისთვის უცნობია.   ipn

საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ

საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში მიმდინარე სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ. როგორც გავრცელებულ პეტიციაშია აღნიშნული, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. „ჩვენ, საქართველოში მოქმედი ადვოკატები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას. ვართ ჩვენი პროფესიული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც - „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა

მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს

შს სამინისტროს განცხადებით, 6 დეკემბერს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან — ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია. „აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, —

თეონა აქუბარდია - ივანიშვილს მოუწევს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე წავიდეს - ხელახალი არჩევნები არის გზა, რითაც ქვეყანაში ძალმომრეობა და ქაოსი უნდა დასრულდეს

ეს არის ის უკანონობა და ავტორიტარული მართვის მეთოდები, რომელიც დასრულდება იმით, რომ ივანიშვილს მოუწევს წავიდეს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აქუბარდიამ ისაუბრა 6 დეკემბრის ღამეს, პოლიციის მიერ აქციის მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებასა და ძალადობაზე. „გუშინ, ჩვენ ვნახეთ, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის სისუსტის და შიშის გამოვლინება საკუთარი ქვეყნის
×
×
  • შექმენი...