Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავს - საქსტატი

საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020-2021 წლებში დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა

მძიმე და ემოციური ვიდეო გურიიდან - „ლანჩხუთმა თავისი გმირი ჩაიხუტა“

უკრაინის ომში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას, მშობლიურ სოფელში, ბიძის გვერდით ხვალ, 10 დეკემბერს დაკრძალავენ. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულათ, იგივე ჯაბა ხოფერიას ცხედარი გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ, რის შემდეგაც ცხედარი წუხელვე გურიაში გადაასვენეს. 25 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ ქიმიურმა ნივთიერებამ მოწამლა და საავადმყოფოში ძლიერი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ჯამბულათ ხოფერია ლანჩხუთის

კელი დეგნანი - საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. „მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველები ძალიან კარგად, სიღრმისეულად გრძნობენ იმ ბრძოლას, რომლის წინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობ

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში, ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მ

მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს

დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იწყებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. მთლიანად განადგურებულია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე სამსახურში "ტასს"

მედიის ცნობით, აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას

აშშ-ის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ ინფორმირებულ, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ სააგენტოები Reuters-ი და Associated Press-ი. წინასწარი ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. წყაროების ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საშუალებებს. ასევე, დამატებით საბრძოლო მასალებს უკრაინისთვის უკვე გადაცემული ჰაუბიცებისა და სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS.

დეგნანის თქმით, უკრაინელებისადმი უხვი ჰუმანიტარული დახმარება ცხადყოფს ვის მხარესაა საქართველოს ხალხი

საქართველოს ხალხის უხვი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისადმი ცხადყოფს, თუ ვის მხარეს არიან, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა მედიის კითხვაზე პასუხად. შეკითხვის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ არ სცემენ პასუხს, ვინ მხარეს არიან რუსეთ-უკრაინის ომში. „ჩემი აზრით, ნათელია, ვის მხარესაა საქართველოს ხალხი და ეს არის უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა. უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და თავისი ტერიტორიის თავისუფლებ

ირაკლი ღარიბაშვილი - კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია - არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს

კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეგობრები და მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები. „კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება.

თბილისის მერია - უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე - რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე - რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ნაბიჯით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას და „თბილისელებსაც ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცემათ“. „გვინდა, ვაცნობ

კვლევის მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები - ბავშვის აღზრდაში დედების 80%, ხოლო მამების 38.6%-ია ჩართული

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. „შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავ

კელი დეგნანი - ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და გაბედული

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილ იქნას, ­რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს გამბედაობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „სახალხო დამცველის თანამდებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა. სახალხო დამცველის ოფისი არის ის არის ერთ-ერთი იმ მცირე უწყებებს შორის, რომლებიც, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებულები არიან დაიცვა

მედიის ცნობით, პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი, რომელთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა

პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს. როგორც მედია იუწყე

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება. ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

ნათია მეზვრიშვილი - ოცნების დღევანდელი განცხადება მოქალაქეობის ჩამოართმევასთან დაკავშირებით, ნიშნავს შემდეგს: საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა ჩამოართვან მოქალაქეობა, რომლებიც საქართველოს მტერს ებრძვიან საქართველოში მშვიდობისთვის

ოცნება დიდი ხანია საზოგადოებას აჩვევს კანონის სათავისოდ განმარტებას. უფრო მეტიც, როცა კანონში საერთოდ არაფერი წერია, მაშინაც ბედავენ, შავზე თეთრის მტკიცებას. ახლა ამ მეთოდებით გმირებს მიადგნენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.      მისივე თქმით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლში მართლაც წერია, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის სამხედრო ს

ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე - თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, გმირია - იმედი მაქვს და მინდა რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები არიან თუ არა გმირები, რაზეც კობახიძემ განმარტა: „პირველი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან უკრაინაში წასული, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის. მე

ირანში სიკვილით დასაჯეს ანტისამთავრობო აქციების მონაწილე

ირანში სიკვდილით დასაჯეს აქტივისტი მოჰსენ შეკარი. მასთან ერთად სიკვდილით დასჯა კიდევ 10 მომიტინგეს აქვს მისჯილი შემოდგომაზე მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ BBC იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შეკარი 8 დეკემბერს დილით ჩამოახრჩვეს. მანამდე ირანის რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "ღვთის წინაშე დანაშაულში". სასამართლოს განმარტებით, ის 25 სექტემბერს საპროტესტო აქციების დროს თეირანში გზის გადაკეტვაში მონაწილეობდა და პროსამთავრობო რაზმის

„New York Times“-ის ათასზე მეტმა ჟურნალისტმა გაფიცვა გამოაცხადა

გაზეთ The New York Times-ის რედაქციის წევრთა უდიდესმა ნაწილმა, 1100-მდე ჟურნალისტმა, გაფიცვა გამოაცხადა და 24 საათით შეაჩერა მუშაობა. გაფიცვის მიზეზი ისაა, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელფასების ზრდის და შინ მუშაობის პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ნიუ-იორკის პროფკავშირის, The NewsGuild-ის, წევრების თანახმად, 2021 წლის მარტის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკება გაიჭიმა და მათ შედეგი სურთ. პროფესიული კავშირის თანახმად, ამ მასშტაბის გაფიცვა New Yo

ხორვატია შენგენის ზონას შეუერთდება

ხორვატიამ თანხმობა მიიღო, შენგენის ზონის ნაწილი გახდეს 2023 წლის იანვრიდან. ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა.   გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების სხდომაზე ბრიუსელში. ცნობაში არაფერია ნათქვამი შენგენის ზონის წევრობის სხვა კანდიდატების, რუმინეთის და ბულგარეთის შესახებ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შენგენის ზონაში რუმინეთის გაერთიანებას არ ეთანხმებოდა

მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დასთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დათასნხმდა. ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ნიდერლანდებმა და ავსტრიამ დაბლოკეს. „როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ცხადია, ამ საკითხზე, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თემაზე, ჩვენ ერთიანები არ აღმოვჩნდით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ევროკომი

ირაკლი კობახიძე - ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი ან არის მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. კობახიძის თქმით, ეს არის ამ თემის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკური კუთხით საუბარი კი არ სურს. „ვიღაც თუ მიდის საქართველოდან, ირიცხება, მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალებში, გამოდის, რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე. მაგალითად, საქართველოში ვინმე რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების შემ

ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობით

მამუკა მდინარაძეს არ უთქვამს და ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოართვას. „ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის

მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთში დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონი იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტს გაათავისუფლებს

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის და იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ. ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში12 წელია იმყოფება. გრინერი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის გამო თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს კალათბურთელის გაცვლა შესთავაზა. „სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილი ვიქტორ ბუტი ოპერაციის შედეგად 2008 წელს ტაილანდის დედაქალ
×
×
  • შექმენი...