Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ალექსეი რეზნიკოვი - რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს

რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ტელეკომპანია „ბიეფემტივისთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის შეტევა, შესაძლოა, ორი მიმართულებით, დონბასსა და სამხრეთში წარიმართოს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი სიმბოლიზმით ცხოვრობენ და 24 თებერვალს შეეცდებიან რაღაცის მოსინჯვას. ოფიციალურად რუსეთმა 300 000 ჯარის

76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო]

ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა. 76 წლის სპორტსმენმა სლოვენიაში, ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მასშტაბურ ტურნირში 31 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოცურავე მონაწილეობდა, წყლის ტემპერატურა კი 5 გრადუსს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე – 12 კილომეტრი. მას ეკუთვნის ცურვის ერო

სახელმწიფო დეპარტამენტი - კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის მოსაგვარებლად იმუშავებს

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს. როგორც სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად. „მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზაა ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად

ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი სხვადასხვა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. „მადლობა ყველა სამართალდამცველს, რომლებმაც დღეს აჩვენეს კანონისა და სახელმწიფოს ძალა. მადლობა უკრაინის მთავრობას სწრაფი საკადრო რეაგირებისთვის. კერძოდ, დღეს საბაჟოების ხელმძღვანელები გაათ

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა დატოვოს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს კონტროლქვეშ უნდა დააბრუნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, რომლებზეც 2008 წელს ფაქტობრივად რუსეთის კონტროლი დაწესდა. მისი აზრით, რუსეთი წააგებს უკრაინაში ომს და მისი დასრულების შემდეგ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც. „რუსეთი უკვე პრაქტიკულად დამარცხდა ყველა ბრძოლაში, თუ საერთოდ ომში არა. საქართველოს სა

მდინარაძის თქმით, „ოცნებამ" სულ რომ არაფერი გააკეთოს, ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება არის დიდი საქმე

საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებას უმთავრეს საქმედ ასახელებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ხელისუფლებას სულ რომ არაფერი გაეკეთებინა და არც მომავალში გააკეთოს, ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება არის ძალიან დიდი საქმე. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ გლობალური კამპანიის მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ომში ჩართვა. როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ასეთი არასწორი ინფორმაციები გვესმის, ეს მხოლოდ იმ ვერსიას, ერთადერთს და უალტერნატივოს ამყარებს, რო

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 4 დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე: კრამატროსკზე, სლავიანსკსა და დრუჟკოვკაზე. ასევე, 4 საავიაციო დარტყმა და 73 შეტევა - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე აწარმოებს აქტიურ დაზვერვას და ცალკეულ მიმართულებებზე ახალი შეტევისთვის ემზადება. ეს მიმართულებები დაკონკრეტებული არ არის.

კიევში ევროკავშირის ლიდერებს ელიან - რას მიიღებს უკრაინა დაგეგმილ სამიტზე

ევროკავშირ-უკრაინის სამიტს, რომელიც 3 თებერვალს კიევში გაიმართება, უკრაინის ხელისუფლება „მძლავრ სიგნალს“ უწოდებს, ხოლო მიმდინარე კვირას პრეზიდენტი ზელენსკი „ევროინტეგრაციულად“ აცხადებს. ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თავდაპირველი გეგმით, 2022 წლის დეკემბერში, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ამ მნიშვნელოვან თავყრილობას უკრაინა პარტნიორი ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერითა და ამბიციური გეგმებით ხვდება და იმედოვნებს,

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში, რომელიც დელავერის შტატში მდებარეობს, ჩხრეკა ჩაატარა. BBC-ის ინფორმაციით, ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ფედერალურ ბიუროს პრეზიდენტის სახლში წესების დარღვევით შენახული საიდუმლო დოკუმენტები არ აღმოუჩენია. 10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყ

ზურაბ აბაშიძე კარასინთან საუბრის ჩანაწერზე - ორჯერ მოვისმინე, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მიხვდა. მისი თქმით, როცა ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ერთმანეთს ყოველთვის უკავშრდებიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. „ეს არის გასული წლის 21

ირაკლი ხმალაძე - A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება - შეიქმნება A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარიც, სადაც ნებართვით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი

A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება. ასევე, შეიქმნება A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას და 1-ელი აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ეს უკრაინაში ომის დაწყებიდან მისი მეოთხე ვიზიტია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. „კარგია კიევში დაბრუნება. ეს მეოთხე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამჯერად უკრაინას ევროკომისრების ჩემს გუნდთან ერთად ვეწვიე. აქ ვართ ერთად, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ისე მტკიცედ, როგორც არასდროს და ასევე ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავე

თეთრი ფერის ტაქსის მანქანებს, 1-ელი აპრილიდან ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, ავტობუსის ზოლში გადასვლისა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ნებართვა ჰქონდეთ. როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობენ. კალაძემ ასევე, ტაქსების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპების განხორციელება. ეს ცხადია, ბოლო ეტაპი არ არის, მაგრამ კარგად გვესმის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან კარგად გვესმის და წარმოგვიდგენი

ხელოვნურმა ინტელექტმა ქვეყნები ქალებად აქცია — 15 ფოტო

თუ აქამდე უკვე გიფიქრია, როგორები იქნებოდნენ ანიმაციური ფილმების ან წიგნების პერსონაჟები ჩვენ გვერდით რომ ეცხოვრათ, ამაზე ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი პასუხები აქვს. თუმცა ზოგის ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის და 20 წლის ანიმატორი იმითაც დაინტერესდა, რა შედეგს მივიღებდით, თუ ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვდით, ქვეყნები ადამიანის სახით წარმოედგინა. სტატიაში 15 ქვეყანას გთავაზობთ, რომლებიც ანიმატორმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით "გააცოცხლა". ფოტოები დაგარწმუნებს, რომ წარმოდგენის დონეზე დღეს შეუძლებ

პარტია „საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის რიგ შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტს რეზოლუციას წარუდგენს

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადეს. ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას. "მა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი

ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვან დერ ბელენთან შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს. “ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, - თქვა ზელენსკიმ დ

უკრაინის წინააღმდეგ ომში ,,ვაგნერის" შემადგენლობაში სავარუდოდ სერბი მებრძოლებიც იბრძვიან

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემადგენლობაში შეიძლება 200-მდე სერბი იბრძოდეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ სერბმა ადვოკატმა, საზოგადოებრივი ჯგუფ Octobar-ის თავმჯდომარემ, ჩედომირ სტოიკოვიჩმა მედიაცენტრ ,,უკრაინა-ოდესაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ სერბეთის მოქალაქეები უკრაინაში ,,ვაგნერის“ შემადგენლობაში იბრძვიან. ,,გვაქვს ბევრი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მონაწილეობენ სერბები

გახარია გამყრელიძეზე: ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელზე, ამირან გამყრელიძეზე, საუბრის დროს ამბობს, რომ "დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი". ასე ეხმიანება გახარია იმ კრიტიკულ წერილებს, რომლებიც გამყრელიძემ ჯანდაცვის უწყების მოქმედ მაღალჩინოსნებს გაუგზავნა. "სამწუხაროდ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში. კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველა

უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა 18 იანვარს ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ავიაკატასტროფაში 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა. ავაკოვის თქმით, მასთან მივიდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები. მათ აინტერესებდათ ექვსი წლის წინანდელი დოკუმენტაცია ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტ

ისრაელმა უკრაინისთვის ,,რკინის გუმბათის" გადაცემის შესაძლებლობაზე მინიშნება გააკეთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იერუსალიმი უკრაინისთვის თავისი ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ,,რკინის გუმბათის“  გადაცემის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი სახელმწიფო სწავლობს შეტევებისგან კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, მათ შორის ,,რკინის გუმბათის“ გადაცემის საკითხს. ,,მე ნამდვილად განვიხილავ ამას,” - უთხრა მან CNN-ის კორ

ალექსეი ნავალნი ნახევარი წლით მკაცრი რეჟიმის საკანში გადაჰყავთ

რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა განაცხადა, რომ ნავალნი ნახევარი წლით გადაჰყავთ საკნის ტიპის სათავსოში - უფრო მკაცრი რეჟიმის საკანში, სადაც ათავსებენ საპატიმროს წესების გამოუსწორებელ დამრღვევებს. ექვსი თვე ასეთი ტიპის საკანში მოთავსების მაქსიმუმია მამაკაცებისთვის. ნავალნის მომხრეები ასევე იტყობინებიან, რომ ოპოზიციონერს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების წინააღმდეგ მკურნალობდნენ „ასეთ შემთხვევაში დაუშვებელი ანტიბიოტიკების უზარმაზარი დოზებით“. 1 თებერვალს

რუსეთში ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის

რუსეთში 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა იმ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მის ფასებზე მაქსიმალური ზღვარი დააწესეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების თანახმად, რომელსაც ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მოეწერა ხელი, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება იკრძალება უცხოეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, თუკი კონტრაქტებში „პირდაპირ ან ირიბად არის გათვალისწინებული მაქსიმალური ფასების ფიქსირების მექანიზმის გამოყენება“. შეზღუდული ფასებით ნ

"მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდით ჩემ მიმართ შეურაცხყოფაში"- გამყრელიძის წერილი ჯანდაცვას

"ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის", - ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას. წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა. წერილიდან ირკვევა, რომ ამირან გამყრელიძე ნაწყენია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო და მიიჩნევს, რომ ეს სამინისტროსთან იყო შეთანხმებული. NCDC-ის ყოფილი
×
×
  • შექმენი...