საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე.
„ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის საავტორო გადაცემა Соловьев Live - ში მიიღო მონაწილეობა და კითხვებზე უპასუხა.
სოლოვიოვის ერთ-ერთი კითხვა,,მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით დასავლეთის მხრიდან საქართველოს ,,წაქეზებას“ უკავშირდებოდა. რუსი პროპაგანდისტის აზრით, ამერიკა და სხვა ქვეყნები, რუსეთის გარშემო მდებარე სახელმწიფოებს, ,,მეორე ფრონტის“ გახსნისკენ ძალიან აქტიურად უბიძგებენ და საქართველოსაც ,,აქეთკენ, ექაჩებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე “ამჩატდნენ”.
ასე გამოეხმაურა ყაველაშვილი შანიძისა და არველაძის მიერ რუსული კანონპროექტის კრიტიკას. საუბარია კანონპროექტზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი ყაველაშვილიცაა.
ყაველაშვილს ჟურნალისტებმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით შოთა არველაძის, საფეხბურთო კლუბების — “დინამოსა” და “გაგრას” — განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს.
“აქ დაასახალეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო
სოფელ ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე, რომელსაც 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად სახლი დაეწვა, “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონის ანალოგს აკრიტიკებს.
ჩლაჩიძე “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს, რომ 2008 წლის ომით დაზარალებულები სწორედ უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააბინავეს.
“ომის შემდეგ გაპარტახებულ და გადამწვარ ერგნეთზე იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხელები დაიბანა ,ღია ცის ქვეშ დაგვტოვა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, გაზაფხულზე ომის პროპაგანდის გაძლიერება იგეგმება, რასაც გაორმაგებული ფინანსები სჭირდება.
მდინარაძე ამბობს, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას სინამდვილეში გამჭვირვალობის ვალდებულების გამო ეწინააღმდეგებიან და არა „აგენტის“ იარლიყის შიშით.
მდინარაძე დასავლეთის დაფინანსებაზე კრიტიკოსების აქცენტს პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს, ამბობს რა, რომ ექსტრემისტული მოძრაობები ყველა მხრიდან ფინა
„კანონი სადაურია ვერ გეტყვით, რუსულია თუ ამერიკული. დიდი აზრი მაგას არ აქვს, რადგან არის კატასტროფა. საშინელებაა, საბჭოთა კავშირში მიბრუნება, ალბათ ეს თუ მიიღეს, ასევე გააგრძელებენ შემდეგ ნაბიჯებს, მაუზერებით სირბილს… ტროიკა და დანოსები…“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ალპინისტმა ბიძინა გუჯაბიძემ.
ბიძინა გუჯაბიძის თქმით, ქვეყანას ახლა მსგავსი კანონი არაფერში სჭირდება.
„მაგიჟებს, მაცოფებს, რომ არიან ადამიანები, ალბათ ჩვენს ირგვლივაც ჩემი ახლობლებიც, რომლებიც ამას შეიძლება მხარს უჭერდნენ. კატ
„სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც თსუ-ის რექტორს ჯაბა სამუშიას და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართავენ საჯაროდ გამოხატონ პოზიცია „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის შესახებ.
სტუდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წამოჭრილი საკითხი დადგება აკადემიური და საფაკულტეტო საბჭოების დღის წესრიგში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის გარემოებები გამოიძიოს.
"საშინელი ვიდეო, სადაც ჩანს უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ მან თქვა : "დიდება უკრაინას". კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ომი არის გენოციდი. აუცილებელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარინ ხანმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ საზა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა - ინფორმაციას თავად ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
7 მარტს, ტვიტერის ოფიციალურ არხზე ეუთო/ოდირმა საჯაროდ დაწერა, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად საქართველოში შექმნილი კანონპროექტების შესწავლა დაიწყო
გთხოვთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების ჩაგდებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში.
„ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით და გარანტიით გაგრძელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოსვლები, შეი
გთავაზობთ, ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი, სადაც რუსეთის გავლენის შემცირებაზეა აქცენტი და არა დასავლეთის მტრად გამოცხადებაზე, დააყენოთ პლენარულ სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სრული შესაძლებლობა გვექნება პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში გიჩივლოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს განუცხადა.
პარლამენტის წევრის თქმით, როდესაც აღნიშნულზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ის აუცი
დღეს შევხვდი საქართველოში ესტონეთის ელჩს და ვთხოვე ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, - ამის შესახებ პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა.
"ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ", - წერს გახარია.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა გენერალურმა პროკურატურამ აფხაზეთ-რუსეთს შორის ბიჭვინთის სახელმწიფო სააგარაკო კომპლექსის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების მომზადებასა და ხელმოწერაში კანონთან შესაბამისობის შემოწმება დაასრულა. პროცედურული შემოწმება ადგილობრივი ორგანიზაციების „აიდგილარას,“ „აიააირას“ და „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის“ მიმართვის საფუძველზე განხორციელდა.
პროკურატურამ ხელშეკრულებაში აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, ადგილობრივ მინისტ
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ალექსანდრე შალენბერგის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ უკრაინამ შეიძლება ტერიტორიების ნაწილი მშვიდობაზე გაცვალოს, სახიფათოა. მას მიაჩნია, რომ დადგება დრო, როცა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების დასაწყებად ადგილის შერჩევა გახდება საჭირო.
შალენბერგის სიტყვებით, არაფერია ცუდი იმაში, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ, ევროპაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
,,ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფალი დისკუსია გვქონდეს და ვიმსჯელოთ, არი
ოკუპანტი რუსების მიერ დახვრეტილ ტყვე უკარინელ მებრძოლში, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა ფრაზა: ,,დიდება უკრაინას," ახალგაზრდა ქალმა საკუთარი ძმა ამოიცნო.
ინფორმაცია ამის შესახებ, ტელეკომპანია BBC-ის პროდიუსერმა, სოფია კოჩმარ-ტიმოშენკომ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
მისი თქმით, სიკვდილით დასჯის მომენტში გადაღებულ ვიდეოში უკრაინელმა ქალმა საკუთარი ძმა თვალებით, ხმით და ასევე, სიგარეტის მოწევის მისეული მანერით ამოიცნო.
,,გავიგე. გადავამოწმე. მისი და ამბობს: ეს, 100 პროცენტით,
კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტებზე და წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე:
"ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგა
ვლოგერი სოსო ნებიერიძე რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და მოუწოდებს კოლეგებს, დააფიქსიროთ მოქალაქეობრივი პოზიცია ამ საკიხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ დავბრუნდებით”.
საქართველოს საფეხბურთო კლუბები ეხმაურებიან პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ.
„დინამო თბილისი”, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის” დირექტორი, გიორგი ყიფიანი – „პუბლიკის” რედაქცია ჩამონათვალს პერიოდულად განაახლებს.
„დინამო თბილისი”: „დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ე
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ.
„არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი”, – ამის შესახებ განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ავრცელებენ და ამბობენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ.
ხელმომწერები იხილეთ ბმულზე;
კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის - ამ კანონპროექტის მიმართ, ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე გამოსვლის
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008