Jump to content
Planeta.Ge

Blogs

შსს-ს ინფორმაციით, 2021 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა შემცირდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39% -ით (1908 ფაქტი) შემცირდა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დარახველიძის ინფორმაციით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ.

თოვა, ნისლი, ქარბუქი - საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

მომდევნო დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. ამავე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.  

სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს. ,,გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი." – წერს სააკაშვილი წერილში. თავის მხრივ, ხაბეიშვილი მადლობას უხდის სააკაშვილს მხარდაჭერისთვის. ,,მად­ლო­ბა პრე­ზი­დენტს, მხარ­და

ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენისთვის აკრძალული ზონები დააწესეს

სამხედრო და ტერორისტული საფრთხეებისგან თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა გარკვეულ ადგილებში ფრენები აკრძალა. აკრძალვები ეხება  დრონებს და სხვა უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლიდანაც ამა თუ იმ ტერიტორიის დაკვირვება ან ფოტო და ვიდეოგადაღება შეიძლება. ოკუპირებული მხარის მთავრობის დადგენილებით, ამიერიდან იკრძალება საჰაერო სივრცის გამოყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ადგილობრივი თუ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტის თავზე. სამხედრო

ლიეტუვის პრეზიდენტი დასავლეთს მიმართავს, „გადალახოს წითელი ხაზები“ და უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება განიხილოს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დასავლეთს მიმართა, ღია დატოვოს ყველა შესაძლებლობა იარაღის, მათ შორის გამანადგურებლების მიწოდებაზე უკრაინის თხოვნასთან დაკავშირებით. ნაუსედამ ლიეტუვის ტელევიზიასთან საუბრისას 31 იანვარს განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებლები და შორი მოქმედების რაკეტები „აუცილებელ სამხედრო დახმარებას“ წარმოადგენენ „ომის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როცა სულ მალე დადგება გარდამტეხი მომენტი“. აშშ და გერმანია კიევის ასეთი თხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავენ, თუმცა საფრანგეთმა გამ

აფხაზები ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე უმაღლეს პირებს სოხუმში არ უშვებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა. მათი ვიზიტი სოხუმში მიმდინარე წლის 8-9 თებერვალს უნდა შემდგარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს. მედიაცენტრი იუწყება, რომ მიზეზი თანათავმჯდომარეთა მიერ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გაუქმება გახდა, რომელიც 21-22 თებერვალს იყო დაგეგმილი. აფხაზური მხარის აზრით, მოლაპარაკებების 57-ე რაუნდის გაუქმების შესახებ

საოკუპაციო ხელისუფლებამ მელიტოპოლის ქუჩებს საბჭოთა სახელები დაუბრუნა

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გალინა დანილჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქის ქუჩებს საბჭოთა რევოლუციისა და მთავრობის მოღვაწეების - ლენინის, კრუპსკაიას, ძერჟინსკის, ვოროშილოვის, ორჯონიკიძის, ჩაპაევისა და სხვათა „ძველი ისტორიული სახელები“ დაუბრუნდათ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თანახმად. ასეთი გადაწყვეტილება "მოქალაქეთა მრავალრიცხოვან მიმართვებთან დაკავშირებით" და "ისტორიული სამართლიანობის აღდგენის" მიზნით მიიღეს." დანილჩენკოს თანახმად მანამ

მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მოლდოვის ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზ

კახა კალაძე - არ გამოვრიცხავ ევროკავშირმა ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი

რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არ გამოვრიცხავ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ყველაფერი კეთდება. „შესრულებული იქნება ეს თორმეტივე პუნქტი. ამ 12 პუნქტის ერთ-ერთი მიმართულება ეს არის პოლარიზება. ეს ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება, შ

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა

"ქართულმა ოცნებამ"  მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა კორუფციის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდაო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავის მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილ

საოცარ ვიდეოში ნახავთ, როგორ მოძრაობენ პლანეტები შორეული ვარსკვლავის გარშემო — #1tvმეცნიერება

YouTube-ზე გამოჩენილი ახალი ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე საოცარია, რაც კი ოდესმე გვინახავს პლანეტურ მეცნიერებაში. ვიდეოში ჩანს სინათლის ოთხი წერტილი, რომლებიც ცენტრში მდებარე შავი დისკოს გარშემო მოძრაობენ. სინამდვილეში, თქვენ პლანეტურ სისტემას ხედავთ. ოთხი წერტილი ეგზოპლანეტებია, შავი დისკო კი მათ ვარსკვლავს ფარავს, რომელიც ჩვენგან 133,3 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ნაწილობრივი წრეები მათი ორბიტული მოძრაობაა; ეს თაიმლეფსი 12-წლიანი დაკვირვებების მონაცემთა საფუძველზეა შექმნილი.

„დიდი შვიდეულის“ ელჩები უკრაინას ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის მიღებისკენ მოუწოდებენ

„დიდი შვიდეულის“ ელჩები უკრაინაში ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ, – ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ელჩების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ ელჩები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელება სანდო ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და დანერგვის გზით. ეს გააძლიერებს უკრაინის მედეგობას ომის დროს და გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი მისი

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავ

ანა ბუჩუკური - მამუკა ხაზარაძემ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უნდა უპასუხოს და პასუხისმგებლობა აიღოს

მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა. „მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ჯერ წერილებზე საუბრობდა, შემდეგ ეს წერილები სადღაც წაიღო, წლები გავიდა და სად არის? ანაკლიაზე საუბრობდა და ჩვენმა გუნდმა პარლამენტში საგამოძიებო კომის

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ

„სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, თუმცა, მათივე თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომე

საქართველოში კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა - TI-ის რეკომენდაციები

2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია - ამის სესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელი

საქართველოსთვის კარტოფილის მთავარი იმპორტიორი რუსეთია - კიდევ სად ყიდულობს ქვეყანა პროდუქტს

2022 წელს საქართვლომ 4.1 მლნ აშშ დოლარის 11 169 ტონა კარტოფილი იყიდა, 2021 წელს კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის 11 464 ტონა კარტოფილი. 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის კარტოფილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: რუსეთი - 3 794 ტონა 1 მლნ აშშ დოლარი ბელარუსი - 2 728 ტონა 747.8 ათასი აშშ დოლარი გერმანია - 1 224 ტონა, 1,114 აშშ დოლარი თურქეთი - 1 129 ტონა, 249.9 ათასი აშშ დოლარი აზერბაიჯანი - 5

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი - კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს სტატიას კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის ანგარიშთან

საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს ერთობლივად დაამზადებენ

საფრანგეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ უკრაინისთვის რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვის წარმოების მიზნით, მრავალმილიონიან პროექტზე ითანამშრომლებენ. განცხადება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. „იგეგმება ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის უპრეცედენტო პარტნიორობით, ერთობლივად რამდენიმე ათასი, 15-მილიმეტრიანი ჭურვის დამზადება", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ. მისი თქმით, ფრანგული იარაღის კო

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს

რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უნდა „დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დღეს გამართული შეხვედრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დანიის დელეგაციასთან უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე ისაუბრეს. მან ასევე ისაუბრა სამუშაო ვიზიტზე მიკოლაივიში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ქალაქი, რომლის რეკონსტრუქციასაც დან

აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა იტყობინება. მათივე ინფორმაციით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა. შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით, რათა დაიცვან თავიანთი საზღვრები რუსეთის უკანო

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის, საცხოვრებელ სახლებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგით, ისევ უტევს ლიმანს და ბახმუტს, წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკისკენ და ადრე დაპყრობილ რაიონებს იცავს კუპიანსკისა

ხვალიდან მანქანების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება

2023 წლის 1 თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება. ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო და ტექნიკური ინსპექტირების კომპანიები ვალდებული იყვნენ, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შეემოწმებინათ სატრანსპორტო საშუალებები, ისევ ჰქონდათ თუ არა ხარვეზი. ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზ
×
×
  • შექმენი...