Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ზარქუას სიძის კომპანია 20-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძის კომპანიამ 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო. სატენდერო კომისიის 21 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ლაგი კაპიტალი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი ხელშეკრულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული სამშენებლო კომპანიის 50% ეკუთვნის შპს „ჯე5-ს“, რომლის 100%-ის მფლობელი ალექსანდრე ამისულაშვილია. ამისულაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ირაკლი ზარქუას დის ქმარია. დანარჩენ 25%-25%-ს გიორგი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ თბილისში ჩამოვა

ხვალ, 23 მარტს თბილისში ჩამოვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი – ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ზელენსკის ვიზიტის ამსახველ კადრებს ავრცელებს. „ჩემთვის პატივია დღეს აქ ყოფნა, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში. პატივია დავაჯილდოვო ჩვენი გმირები - მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოგართვათ. მადლობა სახელმწიფოს, სუვერენიტეტისა და უკრაინის აღმოსავლეთის დაცვისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ინტერპრესნიუსი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაკარგული ბავშვი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაკარგული 9 წლის ბავშვი, რომელსაც მეორე დღეა ეძებდნენ, იპოვეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, არასრულწლოვანი გუშინ დილის 11:00 საათიდან გაუჩინარდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. იპნ

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: ერთი ფეისბუკ-სტატუსის გამო მთელს ჩემს არსებობას გადაუსვეს ხაზი და სამი ათასი დაგეშილი ადამიანი რაღაც ბოდვებს მიწერს

სოციალური ქსელი ,,ფეისბუკი“ უკვე ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა, სადაც ნებისმიერ თემაზე გამოთქმული აზრის გამო, პოლიტიკაზე იქნება ეს, სოციალურ პრობლემებზე თუ პირადულ საკითხებზე, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა ისეთი შეურაცხყოფა მოგაყენოს, რომ არც კი დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თუ ადამიანთა გარკვეული წრის მოსაწონ რამეს ვერ იტყვი, შენს წინააღმდეგ ერთმანეთს დაგეშავენ, სხვებსაც წააქეზებენ და მასირებულად გესხმიან თავს. თითქოს ეჯიბრებიან

შსს-მ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით აღიძრა, რაც სწორედ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თავის მხრივ, მამაკაცი, რომელიც მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ლიფტიდან მისი გამოყვანა, საგამოძიებო მოქმედებებ

ტარიელ ნაკაიძე - ამ ქვეყნის სიმდიდრე მრავალფეროვნებაშია, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს - გავაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობას

ამ ქვეყნის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს, მე გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა. „ჯაფარიძემ მიკროფონი მითავაზა, რასაც მოჰყვა შემდგომი დაპირისპირება. აქ მნიშვნელოვანი ის არ არის რა მოხდა ფიზიკურად, აქ მნიშვნე

შსს - მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ

შინაგან საქმთა სამინისტროს განცხადებით, 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ, რა დროსაც ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს. უწყების განმარტებით, სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე საერთო ჯამში, დაახლოებით, 1500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟ

პარტია "საქართველოსთვის“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი პარტიის წევრი კოკა კობალაძე დააკავეს

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ პარ­ტი­ის წევ­რი კოკა კო­ბა­ლა­ძე და­ა­კა­ვეს... "ახ­ლა­ხანს პო­ლი­ცი­ამ უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ბორ­ჯო­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი კოკა კო­ბა­ლა­ძე. მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და­კა­ვე­ბუ­ლი...“ - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში...       კოკა კო­ბა­ლა­ძ

პოეზიის საღამოს ნაცვლად გაიმართება ჩემი სასამართლო პროცესი - 8-9 მარტის აქციის მონაწილეების დევნა აქტიურ ფაზაში შედის

"დღეს,პოეზიის საღამოს ნაცვლად გაიმართება ჩემი სასამართლო პროცესი. სჯობს, პოეზიის საღამოზე დაგპატიჟოთ",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ბორ­ჯო­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და პოეტი კოკა კობალაძე წერს. შეგახსენებთ,8-9 მარტის აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტიურად  მიმდინარეობს. გადაწყვეტილებები მოსამართლეებზეა, 15 დღიანი პატიმრობა თუ ჯარიმა? nation.ge

მიხეილ დაუშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს

კარგი კანონიც ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას - სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც გულისხმობს ძირეული რეფორმების გატარებას სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს. „ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ „დეოლოგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს,

ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაა

თეთრი სახლი არ ეთანხმება სი ძინპინს, რომ ჩინეთს უკრაინის ომში მიუკერძოებელი პოზიცია უჭირავს

თეთრი სახლი არ ეთანხმება ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს. „არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელს,” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. ცნობისათვის, გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუს კოლეგას

ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ

ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ. ოჯახის ახლობელი მამუკა სულაქველიძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ახალგაზრდა კაცი 17 მარტის შემდეგ არ უნახავთ. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის ტყიბულში ცხოვრობდა. "ტელეფონი გამორთულია, ნივთები, რაც მას გააჩნდა, სახლშია, ლეპტოპიც. თან წაღებული არაფერი არ აქვს... რამდენადაც მე ვიცი, პოლიციას უკვე დაწყებული აქვს ამ საქმეზე მუშაობა. გაუჩინარებამდე კომუნიკაცია ჰქონდა მეგობრებთან... თვითონ არ იყო კონფლიქტური ახალგაზრდა, სამუშაოს დაწყების პრობლემა ჰქ

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია: საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის ყველა დრონი გაანადგურა

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა დედაქალაქის გარშემო, საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი. ადმინისტრაციის მიერ დღეს დილით გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა ირანული დრონები Shahed. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაი

თბილისის მერია ქმნის აპლიკაციას, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ

თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე – „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან. „ფიქს თბილისი“- ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს. იგი იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შ

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვია

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. იაპონიის მთავრობის მეთაურისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა კიევში შედგა. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მან ფუმიო კიშიდასგან ჰიროსიმაში დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზე მიპატიჟება მიიღო და ის სამიტს დისტანციურად შეუერთდება. ზელენსკიმ და კიშიდამ ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. უკრაინ

„სიენენი“ - აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. როგორ ტელეკომპანიას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან. როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის“ სისტემების მართვისა და

იენს სტოლტენბერგის ანგარიში - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

ნატოს წევრები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი. “მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე”, - წერია ანგარიშში. ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას, ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ღირსებას, თავისუფლებასა და ისტორიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა წარმატებებს მიაღწევს დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სამხრეთში, რაც აღადგენს ნორმალურ უკრაინულ ცხოვრებას აზოვის რეგიონში, ყირიმის დაბრუნებაში, საიდანაც „უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“. „უკრაინის გამარჯვებისადმი ჩვენი ნდობა, ჩვენი ხედვ

"ხვიჩა რომ დაინახა, გიორგის ცრემლები წამოუვიდა..." - როგორ აუხდინა "კვარამ" ოცნება მის პატარა გულშემატკივარს, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პა­ტა­რე­ბის­თვის უსაყ­ვარ­ლეს ფეხ­ბურ­თე­ლად იქცა. მის გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შო­რის 14 წლის გი­ორ­გი მურ­ვა­ნი­ძეც აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ბერი ან­დრი­ას ფონდში 2 წე­ლია ცხოვ­რობს. მას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მელ­საც ვაჟ­კა­ცუ­რად ებ­რძვის. გი­ორ­გის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფა­ნო­ბის შე­სა­ხებ ბერი ან­დრი­ას დე­დამ, თი­ნა­თი

იენს სტოლტენბერგი - ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული - პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა. ნატოს გენმდივანი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის თაობაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ამასთან სტოლტენბერგი

ასლან ბჟანია - საქართველოს მთავრობის დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ - ამ მიზნებისთვის აპრილ-მაისში ფართომასშტაბიანი აქციები მზადდება

აშშ-სა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ, ამისთვის აპრილ-მაისში საქართველოში აქციებს ამზადებენ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ სოხუმში პოლიტიკური პარტია “ამცახარას” ყრილობაზე განაცხადა. ბჟანიას თქმით, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება “ძალიან რთულია”, რუსეთი “იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია” აწარმოოს, ხოლო მის წინააღმდეგ 50 სახელმწიფოზე მეტი გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და აშშ. “ამის ფ
×
×
  • შექმენი...