საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს, 27 მაისს, მწვავედ გააკრიტიკა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მომხდარის გამო.
პრეზიდენტის თქმით, მას პრეტენზია აქვს ინსტიტუციების უპატივცემულობასთან დაკავშირებით და არა პერსონალური მიზეზის გამო.
დიასპორის ფორუმს ესწრება პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელსაც, მათ შორის, მიემართებოდა პრეზიდენტის კრიტიკა.
პრეზიდენტის თქმით, სწორედ გამართული პროტოკოლია იმის გარანტი, რომ პატარა ქვ
ბახმუტის მიმართულებით შეიმჩნევა მტრის აქტივობის დინამიკის დაქვეითება, ხოლო „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება ბახმუტიდან დაქირავებული ჯარისკაცების გაყვანის შესახებ, „ლატენტურ კაპიტულაციას“ ნიშნავს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„პრიგოჟინის ეს განცხადებები, მისი ჯგუფის ლატენტური კაპიტულაციაა", - აღნიშნა ჩერევატიმ.
მისივე თქმით, პრიგოჟინი ცდილობს გადაარჩინოს „ვაგნერის“ ნარჩენები, რადგან ესმის,
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიდეო მთავარსარდლის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისთვის ემზადებიან.
„დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია“, - აცხადებს ზალუჟნი.
უკრაინული მედია წერს, რომ შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, ზალუჟნის ეს განცხადება შესაძლოა მის დასაწყისს მიანიშნებ
ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა... იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორის ფორუმზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს დიასპორის ფორუმზე, სკამი პროტოკოლის დარღვევით დაუდგეს.
„მინდა, დავიწყო პატარა რაკურსით. რადგანა
იმისთვის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო - მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები დაინერგება, ეს უცხოეთზეც უნდა გავრცელდეს და დიასპორის წევრები საარჩევნო სიებში უნდა დარეგისტრირდნენ.
მიმაჩნია, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, ისრაელია.
„აგერ იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი [ქართველი] არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით, ნახევარი მილიონი თუ არის
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია”,
საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთ
სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გზავნილები გულწრფელი იყო და სამართლიანი, რასაც ღარიბაშვილზე ვერ ვიტყვი - საქართველო იმ გზაგასაყარზეა, როდესაც დემაგოგია, პოპულიზმი და ფარისევლობა დამღუპველია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმული სიტყვა შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლე
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს,- ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მიმართულებით Kh-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული Tu-95MS ტიპის ბომბდამშენებიდან გაუშვეს.
"წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! ამ დროისთვის კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადე
სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust Ltd-მა დაარღვია მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ შეასრულა ტრასტის აქტივების დაცვის ვალდებულება.
”დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება მცდარია და ძალიან მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხებს აჩენს”, - განაცხადა Credit Suisse-ის პრესსპიკერმა
ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დაგეგმილი სცენარის ნაწილია.
"ოცნებამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. ახლა საზოგადოებას აჩვევენ, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ჩალის ფასი აქვს; რომ ეს ღირებულებები იმდენად უმნიშვნელოა, შეიძლება თავისუფლებაზე მონამ ილპარაკოს და 26 მაისს, და
„ვგრძნობ დიდ პატივსა და პრივილეგიას, რომ შევასრულო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვაშინგტონში.
უღრმესი მადლობა ელჩ დავით ზალკალიანს და საელჩოს მთელ გუნდს ამ დაუვიწყარი საღამოსთვის!“ - წერს ნუცა ბუზალაძე.
ნუცამ საღამოზე ქართული დროშის თემით შესრულებული კაბა მოირგო, რომლის ავტორიც ქართველი დიზაინერი თაკო მექვაბიძეა.
ma
ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ, - ამ სიტყვებით ულოცავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
„გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელ
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ ამ დღეს მათთან ერთად ზეიმობს.
„შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, ეს დღე ქართველებთან ერთად იზეიმოს, იდგეს საქართველოს გვერდით და დაეხმაროს ძლიერი, აყვავებული ევროპული დემოკრატიის ასაშენებლად. გილოცავთ ქართველო მეგობრებო დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნა ელჩმა.
იპნ
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ipn
მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
„მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ამ რთული პერიოდის წინაშე ყოფნის დროს“, - აღნიშნულია წერილში.
ipn
ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა - უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ.
„ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი
ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავისევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაცხალხმა აგირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს საქართველო ზეიმობს, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს.
„დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლატვიის ურთიერთობა საქართველოსთან დამყარებულია თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია მილოცვაში.
ავტორი - თამარ მუშკუდიანი
საქართველოში გერმანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად!“ – აღნიშნულია საელჩოს მილოცვაში.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარი სიმბოლო „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარ სიმბოლოზე, „საათის კოშკზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაშ