Jump to content
Planeta.Ge

Blogs

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. შემთხვევა დაახლოებით, 3-4 საათის წინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. იპნ

„გახარია საქართველოსთვის“ - მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე თანმდევი სოციალური კრიზისები იკვეთება - ამის მაგალითია, ტყიბულში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა

ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე ბევრი მიმართულებით, აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები - ამის მაგალითია, ტყიბულში ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ისინი მზაობას აცხადებენ, „ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამ

გახარია - არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რომ ტლიკინებს "იმედით"

არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რომ ტლიკინებს "იმედით", - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას აღნიშნა, ახალ არჩევნებს, განგრძობადი, ეფექტური წნეხით უნდა მივაღწიოთ. "ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება. რა თქმა უ

"როგორც კი შეიქმნება პრეზიდენტის მიერ დაანონსებული საბჭო, ჩვენ იქ ვიქნებით" - გახარია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" პრეზიდენტის მიერ დაინიცირებული საბჭოს იდეას, რომლის მანდატიც ხელახალი არჩევნების მომზადება იქნება, იზიარებს. როგორც ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ან თავად, ან მისი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი საბჭოს დაკომპლექტებასა და საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ესწრება პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე კონსულტაციებს, გიორგი გახარია პასუხობს - "ჩვენ ამ პროცესებში აქტიურად ვართ, ხან მე ვიქნე

„საქნახშირის" მფლობელ კომპანიას "ქართუ ფონდზე" 147 მილიონამდე ლარის სესხი აქვს გაცემული

„საქნახშირის” მფლობელ კომპანიას, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” “ქართუ ფონდზე” 147 მილიონი ლარზე მეტის სესხი აქვს გაცემული. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებში წერია. კერძოდ, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” 2022 წლის ანგარიშგების თანამად, „ქართუზე” გაიცა 138,742,222 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღი უნდა ყოფილიყო 2022 წლის 31 დეკემბერი. თუმცა, 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი. თან

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. „საავადმყოფოში სულ 28 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ორი ბავშვია. ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სახელმწიფო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზს გამოიძიებს. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 1

"ის, რომ ამ პროტესტს ლიდერი არ ჰყავს, ეს ძალიან აბნევს ხელისუფლებას" - ანა ბუჩუკური

მმართველი გუნდის განცხადებას, რომ 28 დეკემბერს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ ცოცხალი ჯაჭვის აქციას "კანვასის" ტრეინინგებს უკავშირებენ, ოპოზიციაში პასუხობენ. ისინი უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროტესტი თვითორგანიზებულია. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, პროტესტი თვითორგანიზებული და გულწრფელია. "ის, რომ ამ პროტესტს ლიდერი არ ჰყავს, ეს ძალიან აბნევს ხელისუფლებას და ხან სად ეძებენ ამ ორგანიზატორს, ხან რომელ ჩატში, ხან რომ

გიორგი გახარია - სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 47 წლის იუბილეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას

სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 47 წლის იუბილეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  

ტატა ხვედელიანი - პოლიცია არ მოქმედებს იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ავალებს მათ რეაგირება არ მოახდინონ ამ საკითხზე (ვიდეო)

პოლიცია არ მოქმედებს იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ავალებს მათ რეაგირება არ მოახდინონ ამ საკითხზე ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1635880383674582

საჯარო მოსამსახურეები პროფესიულ კავშირს აფუძნებენ

საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ. დამფუძნებლებმა დღეს იუსტიციის სახლს განაცხადის რეგისტრაციის მიზნით მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, "ორგანიზაცია, დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას". „ორგანიზაცია, სახელწოდებით „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებ

როდის აქვს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება, პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, იმის მიღმა სხვა საფუძველს არ ცნობს, რაზე მოხდება და რაზე არა აზრთა შეჯერება ჯერ ვერ გეტყვით, ბუნებრივია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა - ანა ბუჩუკური

რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ოპოზიციის განცხადებით, დღის წესრიგშია ორი მთავარი საკითხი, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა 29 დეკემბრის მერე. თუმცა ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს. "გახარია საქართველოსთვის" გუნდის პოზიცია და მთავარი მოთხოვნა

ანა ბუჩუკური - სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, გაუთიშონ ინტერნეტი ან გადაიყვანონ ციხეში, ფაქტია, თავს გადასარევად გრძნობს

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, ან გაუთიშონ ეგ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში, რადგან ფაქტია, რომ თავს გადასარევად გრძნობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის “ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, სააკაშვილი თავისი განცხადებით აზიანებს პროცესს, რაც უკავშირდება პროტესტს თბილისსა და თბილისს გარეთ. „ქუჩის პროტესტები თბილისში და თბილისს გარეთ – ამ პროცესებს უბრალოდ აბინძურებს და აზიანებს, ჩვეულებრივი მავნებელია. ჩვენს გუნდს სააკაშვილი ვერასდროს დააზიანებს,

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ირინე დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. „იაპონიის ელჩე

საია - აქციებისას დაკავებული პირების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია განამტკიცებს ფაქტს, რომ მათ მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს

რეპრესიის სხვა მექანიზმებთან ერთად 2024 წლის განმავლობაში მზარდი იყო სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაა შეფასებული. საია-ს ცნობით, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პრ

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის

პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი. სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ისინი უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობებს აგრძელებენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში ჯარისკაცი გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. უწყების ცნობით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა

ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 მგზავრი იმყოფებოდა ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტის შეცვლა მოუწია.

ბერდია სიჭინავა - სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით - თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები

კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მოსაზრება შეაფასა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. როგორც ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა,

ჰელსინკის კომისია - ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი

ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნება, რომ ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. "ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგან

საბა ცხვიტარიძე - ერთ-ერთ კაბინეტში მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა „ზონდერი“ მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა - მირტყამდნენ ფეხებს, თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები

მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი, - ამის შესახებ აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე რუსთავის ციხიდან წერილში წერს , რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. ცხვიტარიძე წერილში დაკავების დეტალებს აღწერს და ამბობს, რომ მასზე ძალადობა მოხდა დაკითხვის დროსაც - „მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნი

ანა ბუჩუკური - პრეზიდენტს როდის აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, ეს პირდაპირ განსაზღვულია კონსტიტუციით

პრეზიდენტს როდის აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, ეს პირდაპირ განსაზღვულია კონსტიტუციით. კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ კიდევ უფრო კი არ უნდა გავიდეთ, არამედ პირიქით - ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1150456739772844

გიორგი შარაშიძე - რატომ ახდენს "ოცნების" პროპაგანდისტული მედია საშუალებები სააკაშვილის შეუზღუდავ რეკლამირებას

თუ კიდევ ვინმეს სჯერა რომ საფრთხე სააკაშვილშია, რატომ ახდენს ოცნების პროპაგანდისტული მედია საშუალებები მის შეუზღუდავ რეკლამირებას, მაშინ როცა ხალხის სამართლიანი პროტესტი გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/946484076947527

ბერდია სიჭინავა - თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები

სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით - თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1507899233221933
×
×
  • შექმენი...