Jump to content
Planeta.Ge

Blogs

თბილისის მერია - ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა დღეს კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა - ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა დღეს კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა. უწყების ცნობით, ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება. „დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა. პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და

ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა

ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა. ამის შესახებ განცხადებას ნობელის ფონდი ავრცელებს. ნობელის ფონდის ინფორმაციით, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ელჩის მოწვევის გადაწყვეტილებამ მხურვალე რეაქცია გამოიწვია. „ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად და სწორად ვთვლით, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ღირებულებები და მესიჯები, რომლებსაც ნობელის პრემია იცავს“, - წერია განცხადებაში. მათი თქმით, სწ

ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობს – წვრთნებმა სხვა ადამიანად მაქცია

„მეტი რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ ვერ გავუძლო? რის ატანას ვეღარ შევძლებ ამის მერე? იცი, რა კარგია, როცა სირთულეებს დაძლევ და ასე იწყებ ფიქრს? ვფიქრობ ახლა ასე. ორთვიანი სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ ამერიკის საჰაერო ძალებში მოსახვედრად. წარმოიდგინეთ, ტეხასის 45 გრადუსი სიცხე, 18 საათი დგახარ ფეხზე და ღამით საშუალოდ 5 საათი გძინავს. გწვრთნიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. გაართმევ თუ არა წვრთნებს თავს, დამოკიდებულია იმაზე, კრიტიკულ მომენტში რამდენად სწორ დროს შეძლებს შენი გონება სწორი გა

„მე თქვენ მეიმედებით, ჩემი შვილების თაობა“ – ნიკო კვარაცხლიას დედა პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავს

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალური ქსელის საშუალებით პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს:   “განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს” ძვირფასო ახალგაზრდებო მინდა ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი სტუდენტობა მოგილოცოთ მთელი გულით, წარმატებები გისურვოთ და ვიქონიო იმედი, რომ აუცილებლად გაათბობთ და გაანათებთ ირგვლივ არემარეს ისე, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე ამბობდა! მომავალი უდავოდ თქ

ევროკომისიის ანგარიში - 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა

ევროკავშირის კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ აჩერებენ. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა. ანგარიშის ავტორთა თქმით, რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა „ტვიტერში” მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და აღნიშნული სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა. „კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდ

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ. მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადად და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.   იპნ

რუსულმა ჯარმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა ჩაატარა

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში წვრთნა ჩაატარეს, რომლის მსვლელობისას სამხედრო ობიექტებზე პირობითი მოწინააღმდეგის ტერორისტული თავდასხმის მოგერიება იქნა დამუშავებული. „აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზაზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნები ჩატარდა. საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ ვითარებაში იმიტაციის მრავალი საშუალება და ფუჭი საბრძოლო მასალა გამოიყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ „შემოენგრა“ კლდეზე ნაგები ისტორიული შენობა დეპუტატის ვაჟს

რევაზ ლაღიძის #12 ახლა მაღალი, დახურული, ხის ფაქტურის ღობითა და რკინის ჭიშკრითაა დაგმანული. ჭიშკარი შიგნიდანაა ჩარაზული, მის თავზე კი სარეკლამო ბანერია გამოკრული - "იყიდება ბინები 45 კვ მეტრიდან".   სარეკლამო ბანერი ლაღიძის 12 ნომერში ჭიშკრის ქვეშიდან ან ჭიშკარსა და ღობეს შორის დარჩენილი ღრიჭოდან თუ შეიხედავ, ახლად მოსუფთავებულ ტერიტორიას, ე.წ. სამშენებლო ობიექტს დაინახავ. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქ ჯერ არ დაწყე

ანა ბუჩუკური -  „ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე, პირველ რიგში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს და მეორე მხრივ, პოლარიზაციას უწყობს ხელს (ვიდეო)

„ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე, პირველ რიგში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს და მეორე მხრივ, პოლარიზაციას უწყობს ხელს.  ევროინტეგრაციის პროცესი ერთი მხრივ “ოცნებისთვის” არის არასასურველი, რადგან მათი მმართველობის ფორმა შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. მეორე მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებამ შესაძლოა გაამყაროს “ოცნების” ძალაუფლება. შესაბ

წლევანდელი ზაფხული რუსი დამსვენებლების დიდმა ნაწილმა აფხაზეთში გაატარა

მიმდინარე ზაფხულს საზღვარგარეთ დასვენება რუსეთის დაახლოებით 5-მა მილიონმა ადამიანმა აირჩია. როგორც რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია წერს, ეს რაოდენობა 37%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. სტატისტიკის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება თურქეთი და აფხაზეთი იყო. ტურისტული ბაზრის ექსპერტების წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიონი რუსი ტურისტი აფხაზეთში ჩავიდა, რაც 25%-ით მეტია, ვი

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის რვა მოსწავლე, ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი გახდა

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის  რვა კურსდამთავრებული სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა. ესენია: ელენე ჯაფარიძე, ნინი გობრონიძე, გიორგი სირაძე, ნუცა ღელეყვა, ვახტანგ ბაქანიძე, ლიზი მექვაბიშვილ, ანანო ჩაგუნავა, მარიამ ქათამიძე. ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას და სიხარულს აწ უკვე სტუდენტებს და კვლავ გამარჯვებებს ვუსურვებთ.   მარინა ჩი

რატომ არის ძვირი საკვები და წყალი აეროპორტებში

საკვებისა და სასმელის ღირებულება აეროპორტებში შესაძლოა, რამდენჯერმე აღემატებოდეს მსგავსი პროდუქტების ფასს ჩვეულებრივ მაღაზიებში. ეს ფაქტი მუდმივად იწვევს მგზავრების უკმაყოფილებას და აეროპორტების მიმართ პრეტენზიებს. მართლაც, ქსელურ რესტორანში, რომელიც აეროპორტში მდებარეობს, ჩვეულებრივი სადილი შესაძლოა, სამჯერ ან ხუთჯერ მეტი დაგიჯდეთ, ვიდრე ანალოგიურში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ისევე, როგორც წყალი, ყავა და ა.შ. მგზავრები იხდიან საკუთარი უსაფრთხოებისა და

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ალბანეთის, გაერო-ში ელჩმა ფერიტ ჰოჯამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში 18 სექტემბრიდან შეიკრიბებიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერს გაიმართება. ინტერპრესნიუსი

ჯონ კირბი - ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს

ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხრეთში, კერძოდ ზაპოროჟიეს ოლქში, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წინსვლას” ხედავს ბოლო 72 საათში. „ამ კონტრშეტევის ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ შეძლებს უარყოფას, რომ მათ პროგრესს მი

უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის ბრალდება წარუდგინეს

უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ბრალდება წარუდგინეს. საუბარია თაღლითობასა და უკანონო გზით მოპოვებული საკუთრების ლეგალიზაციაზე (ე.წ. გათეთრებაზე). უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დადგინდა, რომ 2013-2020 წლებში კოლომოისკიმ მის მიერ

2 სექტმებრიდან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. publika

მწერლები მოუწოდებენ კულტურის სამინისტროს, ღიად გაემიჯნოს რუსულ ფესტივალს

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენლები მიმართავენ კულტურის სამინისტროს და მოუწოდებენ, ღიად გაემიჯნონ რუსულ ფესტივალს. საუბარია მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალზე. რუსული მედია მანამდე წერდა, რომ მასში საქართველოს მხარეც იღებდა მონაწილეობას, კერძოდ კი რუსული ცენტრის „აზბუკას“ თანამშრომლები. წერილის ხელმომწერები მოუწოდებენ კულტურის სამინისტროს, გაავრცელოს ოფიციალური განმარტება და ღიად განაცხადოს, რომ უწყება კატეგორ

ვინ და რატომ არ შეინარჩუნა ლაღიძის N12-ში მდებარე შენობის კედელი

თბილისში, ლაღიძის ქუჩის N12-ში, მშენებელ კომპანიას ისე უნდა აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომ ადგილზე არსებული ძველი შენობის ერთ-ერთი კედელი შენარჩუნებულიყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ოცნების” დეპუტატის შვილის კომპანიამ კედელი დაანგრია. მერია აცხადებს, რომ მომხდარს იკვლევს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე შენობის სრულად გაქრობის თაობაზე საზოგადოებას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა აუწყა. ამაშუკელი პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრია მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ს

"ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ" - გიორგი გახარიას კომენტარი პრეზიდენტის ფოტოზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას იწყებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყე­ბა მი­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის აღ­სრუ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაც სჭირ­დე­ბა. კო­ბა­ხი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წას­ვლა ევ­რო­პა­ში, ევ­რო­პელ ლი­დე­რ

მიშელი დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მისწრაფებას ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 1 სექტემბერს ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფეისბუკის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის. „პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფ

გახარია - 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს რატომ აყენებენ იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება,  ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.  „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე რამეს ნიშნავს. პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვე

ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს, თუმცა მმართელ გუნდს ამისათვის საჭირო 100 ხმა პარლამენტში არ აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უმრავლესობის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის ხმებიც სჭირდება. ნეტგაზეთი გთავაზობთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციებს. ნაციონალური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათი საპარლამენტო ფრაქციის წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. მისი თქმით, ვერ წარმოუდგე

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია. "სამთავრობო და სამხედრო თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე ფრონტზე და ჩვენს შეტევით ოპერაციებზე გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის დიაპაზონი ახლა 700 კილომეტრია. ჩვენი ამოცანაა ამ რიცხვის გაზრდა", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რა სახის იარაღზეა საუბარი, ან სად და როდის გამოიყენეს ის. ინტერპრესნიუსი
×
×
  • შექმენი...