ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება,- ასე ეხმიანება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის პროცესს იწყებენ.
მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მის ვალდებულებას ასრულებს.
„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რო
„სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“.
ორდღიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემებია ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება,
ვფიქრობ, ოცნების პროგრამა მინიმუმია საკონსტიტუციო სასამართლოს (რომელიც დიდი ხანია აღარ არის დამოუკიდებელი) მეშვეობით პრეზიდენტი გააფორმოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი, რომ სტატუსზე უარი მას დააბრალოს, ხოლო სტატუსის მიღება მას არ გაუნაწილოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს სხვა საკითხებთან ერთად, შესაფასებელი აქვს საჭ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში რუსეთის პირველი თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ განცხადება “ტავრიის” ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა The Observer-თან.
ტარნავსკის თქმით, ისინი ახლა რუსეთის პირველსა და მეორე თავდაცვით ხაზს შორის არიან. მისი თქმით, მოსკოვში ზეწოლას გრძნობენ, რის გამოც ჯარები ოკუპირებული ტერიტორიების ფრონტის ხაზებიდან გადაანაწილეს — ხერსონიდან დასავლეთით და ლიმანიდან ჩრდილო აღმოსავლეთით.
“მტერ
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივის გამო აკრიტიკებენ. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, ეს ნაბიჯი არის “თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე”.
“საქართველოს პრეზიდენტმა 31 აგვისტოს ბერლინში შეხვედრით დაიწყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერი კამპანია, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეშვეობით.
ამას წინ უძღოდა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, რომლითაც პრეზიდ
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში 7 835 964.91 ლარი შევიდა.
2023 წლის 6 თვის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. გასული წლის იგივე პერიოდში 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ბიუჯეტში 2 000 680.30 ლარი შევიდა.
2023 წელს 4 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 269 %-ით გაიზარდა. ზრდა ნაწილობრივ
2008 წელს ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით, - ამის შესახებ უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის გაკვეთილი, რომელიც 2008 წლის ომიდან ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გამოიტანოს.
„მოდით, კიდევ ერთი გაკვეთილი გამოვიტანოთ 2008 წლის ომიდან - კიდევ ერთი რამ,
არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორ გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი. არის შანსი, რომ წლის ბოლომდე, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც გაჩნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს ევროკომისიის 12 პრიორიტეტი, ერთთან დაკავშირებით პროგრესი საერთოდ არ მომხდარა, სხვებთან დაკავშირებით არის მცირე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რეზნიკოვის შემცვლელი რუსტემ უმეროვი იქნება.
მისივე თქმით, მომდევნო კვირაში პარლამენტს შესთავაზებენ მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება.
"გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე საზოგადოებას
შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი:
,,ოღონდ ნუ იქნება მთიულეთი-ნამთიულარი, ხევსურეთი-
ნახევსურალი, ფხოვი-ნაფხოვარი, ხევი-ნახევარი, კაცის
ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის-
ნახევარი და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს,
იტრიალე!“
გოდერძი ჩოხელი
ჩემს სამაჟორიტარო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საქართველოს კარიბჭის მცველ მთის მოსახლეობას შევხვდი.
შევხვდი ადამიანებისგან დაც
ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
„არაჩვეულებრივია ის, რომ საქართველოში დავბრუნდი, თუმცა სამწუხაროა, რომ კვლავ აქ (საოკუპაციო ხაზთან) დგომა გვიწევს. მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახო
მკაცრად ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, - ასე ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ რუსული ძალების მიერ ოდესის ოლქზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.
მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია.
"ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა. მოლდოვა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით", - აცხადებს სანდუ.
იპნ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორდება.
“ვხედავთ რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგამს ან არ დგამს. ლაჩინის კორიდორი, რომელიც რუსი სამშვიდოებოების კონტროლქვეშ უნდა იყოს, არ იმყოფება მათ კონტროლქვეშ. მიზეზი ორია: ან რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის კორიდორის კონტროლის შენარჩუნება”, – განაცხადა ფაშინიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპ
ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას.
კერძოდ, ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მყოფ ევროპარლამენტარს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორები.
„ჩემი აზრით, ე
2 სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვისმარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მ
5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს ხვალ ბიურო განსაზღვრავს.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში რამდენიმე სახელმწიფო უწყების საქმიანობის ამსახველი ანგარიშის მოსმენა იგეგმება - მათ შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში. ასევე მოუსმენენ ომბუდსმენს.
საშემოდგომო სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა შოვის სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედია იქნება, რაზეც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში ინიცირებულია
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი:
5 ფაქტი, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც:
“პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.”
კონსტიტუციის დარღვევის ყველა ეს ფაქტი პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა დადასტურებული.
ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში ჩოხატაურში – გურიაში ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები “ოცნების” პარტაქტივმა სცემა. დაპირისპირება მუშტებით და გინებით იმ დროს დაიწყო, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, ოპონენტების მიმართ დაწყებულ ანგარიშსწორებაში, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრიც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლაშა თოლორდავაც მონაწილეობდა.
თბილისში, წერეთლის გამზირის ერთ-ერთ კორპუსში ნანუკა ნადირაძე და მისი 8 წლის შვილი, ბარბარე ქირაობენ ბინას.
დედაქალაქის საბინაო კრიზისის ფონზე ამ 1-ოთახიანი საცხოვრებლის ნახვაც გაუჭირდათ: ნანუკა იხსენებს, რომ ქუჩა-ქუჩა დადიოდა ისეთი ბინის საპოვნელად, რომელიც მის სამსახურთან და ბარბარეს სკოლასთანაც ახლოს იქნებოდა.
იმისთვის, რომ დედა-შვილმა ამ ბინაში ცხოვრება და თბილისში თავის გატანა შეძლოს, ხოლო ბაბის ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს, ნანუკა თვის განმავლობაში ღამის 22 ცვლაში მუშაობს. ეს ნ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
განცხადებას გაზეთ Observer-ზე დაყრდნობით, The Guardian-ი ავრცელებს.
ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.
„თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%,
რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილს Shahed-136/131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა განხორციელდა პორტის ინფრასტრუქტურაზე, დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
„3 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა Shahed-136/131-ის უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის რამდენიმე ტალღა განახორციელეს სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. სულ დაფიქსირდა 25 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლე
საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსს ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება და აქებს.
„ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო, ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის“, – დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის ელჩმა.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
აღნიშნული განცხადების შემ
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა. სეტყვის შედეგად განადგურებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ნარგავები. ქარმა მოგლეჯა ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები, სახლებს გადახადა სახურავები.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება დილიდან დაიწყება.
„ქარბორბალას ტიპის ქარიშხალი იყო თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურებულია იმ მონაკვეთში, სადაც ეს სტიქია მოხდა. ასევე, დაგლიჯა 100-წლოვანი ხეები, ელექტოგადამცემი ხაზების