Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ენტონი ბლინკენი - სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ

შეერთებული შტატები, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადასცემს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას, პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც ახლა უკრაინელი ომის ვეტერანების მხარდაჭერას მოხმარდება“, - აღნიშნა ბლინკენმა. საუბარია 5.4 მილიონ აშშ

მიხეილ დაუშვილი - აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველ კრის სოჩასთან იმ შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდნენ, გიორგი გახარია არ ყოფილა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, გიორგი გახარია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველ კრის სოჩასთან იმ შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდნენ, არ ყოფილა. მისი თქმით, სანქცირების პროცესი არა სურვილებზე, არამედ ფაქტებსა და მტკიცებულებებზეა აწყობილი. „რაღაცას რომ ამბობ, მოქალაქეები შეცდომაში არ უნდა შეიყვანო, მანდ რეალობა რა იყო, გიორგი გახარია მისული იყო იმ სასტუმროში, უნდა გამართულიყო შეხვედრა, თან ეს შეხვედრა არ იყო „ნაციო

იენს სტოლტენბერგი - პუტინმა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ

პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, პირველი, მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და მეორე, არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სასტიკმა ომმა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. „ეს არის ყველაზე სასტიკი და დიდი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რ

პროგრამის მეტადონს ცენტრის თანამშრომელი უკანონოდ ასაღებდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” თანამშრომელი დააკავა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ეუფლებოდა ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ პრეპარატს და ასაღებდა.

გიორგი შარაშიძე - მოვუწოდებ კალაძეს სასწრაფოდ დაიწყოს აღნიშნული შენობის მაღალი სართულების დემონტაჟი, შეასრულოს პირობა, რომ ამ ადგილას მხოლოდ 2-3 სართულიანი მცირე ტერასული ნაგებობა აშენდებოდა!

"კალა მერმა თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციას ხალხის შეცდომაში შეყვანა დააბრალა, ხალხს აჯერებენ, მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულიაო. ამ ფოტოს კიდევ ერთხელ კარგად შეხედე კალა მერო და რასაც თბილისს დ ამ შემთხვევაში ტვერელის ტაძარს უკეთებთ ერთგვარი კი არა, სწორედაც რომ უდიდესი დანაშაულია, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება! მოვუწოდებ თბილისის მერს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები აღნიშნული შენობის მაღალი სართულების დემონტაჟის დასაწყებად და იმ პირობის შესასრულებლად, რაც

აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობა, დამატებით საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, 81 მმ ნაღმმტყორცნი ჭურვები და 120 მმ გაღარიბებული ურანის სატანკო ჭუ

ბექა ლილუაშვილი - არც ერთ წერილზე, რომელიც ეხებოდა შოვის ტრაგედიას, პრემიერ ღარიბაშვილს პასუხი არ გაუცია. ასევე არ გაუცია პასუხი არც ერთ მინისტრს სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით და რომლებზეც პასუხის გაცემა, წესით - სავალდებულოა!

"პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე: " საპარლამენტო მუშაობაში, არის საზედამხედველო მექანიზმები და პარლამენტის წევრებმა, მიმართოთ ღია კითხვებით შესაბამის უწყებებსო და მიიღოთ პასუხები-ო"  ბატონო შალვა, მოგმართავთ საჯაროდ: თქვენ, არ გამოიყენეთ შესაძლებლობა 12 რეკომენდაციის შესრულებისას, რეალურად გაგეძლიერებინათ პარლამენტის ზედამხედველობა, მაგალითად "პარლამენტის წევრის კითხვაზე" პასუხის დაგვიანებისას დაგეწესებინათ პასუხისმგებლობის რაიმე მექანიზმი! ეხლა კი ცდილობთ საზოგადოებას აჩვენოთ, რომ მოქმედი მ

„საქართველოსთვის“ - „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს

„ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს ხელს არ შეუწყობს, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით კიდევ უფრო მყარი საფუძველი იქმნება 2024 წლის არჩევნების ხელისუფლებისადმი „ლოიალური ცესკოს“ მიერ

თბილისში მტკვარში ბავშვს ეძებენ

თბილისში მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მტკვარში ბავშვს ეძებენ. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულია შეტყობინება მდინარეში ადამიანის ჩავარდნის შესახებ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ისევ ცვლის

„ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის.  საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს, 6 სექტემბერს, წარადგინა. კერძოდ, მმრთველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისუ

პრეზიდენტის იმპიჩმენტი სიგნალია EU-ის წინააღმდეგ — რებეკა ჰარმსი

„უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს გაწევრიანება არ არის რაღაც საჩუქრის მსგავსი, ან რასაც ეს სახელმწიფოები იმსახურებენ… ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“, — მიიჩნევს გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი. „ნეტგაზეთი“ მას თბილისის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესაუბრა. ევროკავშირის კანდიდატობა „ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს, ნამდვილად ასრულებს თუ არა საქართველო პრიორიტეტებს. გადაწყვეტილება ნაწილობრივ დამოკი

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას გვთავაზობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებით

ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას გვთავაზობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით, "ოცნების" მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს უკან დაიხია, პრეზიდენტის როლიც დააბრუნა და ოპოზიციაც შემოჰყავს თემაში, სინამდვილეში, კი ამჯერადაც ოპოზიციის ცალკეული წევრების იმედი აქვთ, რომ 90 ხმას "შეუკრავენ" ზუსტად ისე, როგორც იუსტიც

ანა ბუჩუკური - მორიგი ტყუილი “გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა” და “გახარია კოკაინშიკია”-ს შემქმნელებისგან

მორიგი ტყუილი “გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა” და “გახარია კოკაინშიკია”-ს შემქმნელებისგან, ანუ რუსთავი 2-ის ტყუილების ახალი გამოშვება. ფეიქების გავრცელებაში მაგრები გახდით, მაგრამ აბა, იმდენად მაგრები თუ ხართ, ეთერი გაგვიხსნათ და მოგვიწვიოთ ხოლმე - თუ ნაცებთან ლაპარაკი უფრო კომფორტულია თქვენთვის? აი, ასე გახდა ოცნების ხელში რ2 ნაცების დროინდელი რ2-ის ზუსტი, მაგრამ უფრო ღიმილისმომგვრელი ვერსია. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეუტატი. 

რუსულმა არმიამ კონსტანტინოვკა დაბომბა, დაღუპულია 16 ადამიანი

უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსული ჯარის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე ინფორმაციას ავრცელებს. „დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა - 5“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ჯარის მიერ ქალაქ კონსტანტნოვკაზე განხორციელებული დარტყმის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს საარტილერიო დარტყმა იყო.

შალვა კერესელიძე - ცალ-ცალკე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბევრად უფრო ეფექტური იქნება და  ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება (ვიდეო)

“ორივე მიმართულება - სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგები. ამ ორი უწყების გაერთიანების მიზანი იყო ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირება, მობილურობა, უფრო ეფექტური მართვა და ნაკლები ბიუროკრატია, მაგრამ რეალურად ეს შედეგი არ დამდგარა, იმიტომ, რომ ოპტიმიზაციის კუთხით ხარჯების არანაირი შემცირება არ გამოუწვევია, თუ არ ჩავთვლით, რომ უბრალოდ ორი მინისტრის ნაცვლად ერთი მინისტრია და ერთი უწყებაა. ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით შედეგი არ ყო

უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის დანიშვნას რადამ მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე სახელმწიფო ქონების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის დანიშვნას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Telegram-ზე რადას დეპუტატები ავრცელებენ. უმეროვის კანდიდატურას 338 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დეპუტატების განმარტებით, დანიშვნის პროცედურა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე ჩატარდა. სახელმწიფო მეთაურს რადაში მუდმივი წარმომადგენელი წარადგენდა. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში რუსტემ უმ

მე რომ EU-ში ვიყო, ეჭვგარეშე დავუჭერდი მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ინტერვიუ კურტ ვოლკერთან

„ეს იმედგაცრუება იქნება ხალხისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა“, – მიიჩნევს კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში. როგორ უნდა გავიგოთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები უკრაინაზე, რას ველოდოთ კანდიდატის სტატუსის მონიჭების მხრივ, რამდენად (არ) უშლის ხელს ევროინტეგრაციას პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – ვოლკერმა „ნეტგაზეთის“ ამ და სხვა კითხვებს თბილისში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციისას ჩაწერილ ინტერვიუში უპასუხა. კონფერენციის მრავალი

კახაბერ ქემოკლიძე - ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ. როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ასევე, იმპიჩმენტის მიზანი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ კონტექსტში დაზიანებაა. „შოვის თემამ მათი სისტემების პრობლემები გამოაჩინა, მათ შორის ის იდეოლოგიური ხაზი და

ემანუელ მაკრონი - როგორც ყოველთვის, სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან - ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე

როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოზე და ევროკავშირის კანდიდატურაზე ისაუბრა. „დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე,

სალომე ზურაბიშვილი - მოგესალმებით პარიზიდან - საფრანგეთის პრეზიდენტთან ძალიან სასარგებლო საუბარი მქონდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“. „მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა. იპნ

კახაბერ ქემოკლიძე - ჩვენ ვთქვით, როცა კომისია შეიქმნება, მისი დასკვნა უნდა იყოს დამაჯერებელი და პოლიტიკისგან დაცლილი

“ჩვენ ვთქვით, როცა კომისია შეიქმნება, მისი დასკვნა უნდა იყოს დამაჯერებელი და პოლიტიკისგან დაცლილი. ეს მიზანი კი მიიღწევა მხოლოდ თანმიმდევრული ნაბიჯებით. თანმიმდევრულობა კი გამოიხატება შემდეგში: დასვა პროფესიული კითხვები და დაელოდო პასუხებს. არ მოვა ეს პასუხები? დაელოდები მინისტრს. მინისტრმაც თუ ვერ გასცა შესაბამისი პასუხები, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძიო კომისიით. აი ეს იყო ჩვენი სტრატეგიული მიზადი და ის რითაც განვსხვავდებით სხვა პარტიებისგან .”      კახაბერ ქემოკლი

აშშ-ს ახალ ელჩს კერკეტი დიპლომატის რეპუტაცია აქვს, ეს კომპლიმენტია – ინტერვიუ დევიდ კრამერთან

„რთული დღეები გვიდგას“ – ასე აფასებს საქართველოსა და შეერთებული შტატების ამჟამინდელ ურთიერთობებს დევიდ კრამერი – სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორი. „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში კრამერმა არ დაიშურა კრიტიკა ხელისუფლების მისამართით – უარყოფითად შეაფასა „ოცნების“ ზოგადი საგარეო პოლიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობების ხაზი, კიდევ ერთხელ ისაუბრა დამატებითი სანქციების საჭიროებაზე, ჩინეთთან ურთიერთობებში სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი დ

უკრაინული გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კიევშია

კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება. გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული გამოცემის თანახმად, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც. აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებ
×
×
  • შექმენი...