Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია

ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობას ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, ამიტომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში მათი ანგარიში მზად იქნება. ,,ვფიქრობ ძალიან ცხადია, რა არის პირობები საქართველოსთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გახდეს. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ძალიან ცხადი პირობები წამოაყენა. ვიმედოვნებ, საქართველო მათ შეასრულებს, რათა მათთვის დადებ

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი და მათგან 306 სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა

გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი. მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 432 აბონენტია დარჩენილი. „ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფ

16 მსჯავრდებული სტუდენტი გახდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა. უწყების ცნობით, სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა. „სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული. პ

დაკავებულია პირი, რომელიც ბათუმში სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით, 2000 ლარი გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელ

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, ჩვენი დეპუტატები მობილიზებულები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის, არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან ამ თემაზე მუშაობა

სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მას მოღალატედ აცხადებდა. „სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნა

ანა ბუჩუკური: პრემიერს აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, ღარიბაშვილი არათუ თანამდებობიდანაა გადასაყენებელი, დასაჭერია

იმ ფონზე, რა რეაქციაც მოჰყვა პრემიერის ჩარტერს, მას აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, არათუ თანამდებობიდან არის გადასაყენებელი ღარიბაშვილი, არამედ, დასაჭერია! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხის გამოსაძიებლად, მისმა პარტიამ უკვე მიმართა პროკურატურას, თუმცა, რაიმე რეაგირების შესახებ დღემდე არაფერი სმენიათ. ამასთან, ბუჩუკურ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. „უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას და ეს კანონპ

დანია უკრაინისთვის 830 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

დანია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც 830 მილიონი დოლარის ოდენობის იქნება. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, სატანკო საბრძოლო მასალას და საზენიტო იარაღებს. ინფორმაციას დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დანიისგან დახმარების ეს პაკეტი იქნება მე-12 და ყველაზე მასშტაბური.  ,,იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის უკანონო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საექსპერტო კვლევა უკვე დასრულების ეტაპზეა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მორიგ ცილის

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო დღეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ახალი პლატფორმის ფარგლებში გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯ

ერგნეთის შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი დააყენეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ას

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას იწყებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელ კევინ მაკკარტის განცხადებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას დაიწყებს, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ფორმალური საფეხურია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს საქმიანობაა.  მაკკარტის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის ოჯახის საქმიანობაში ,,კორუფციის კულტურა" შეამჩნია. ბრალდებების დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანო

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვა

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თხინვალა, ლისი, თელეების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფელბში ახალშენი, პეტრიანი, ებნისი, ლამოვანი, ბურღულები და მიმდებარე სოფლებში; 12:00

გიგა ბოკერია: ამ ხელისუფლების ხელში ვერც ერთი მიმართულებით წინსვლა ვერ იქნება

,,ვინ დაიჯერებს ამ კომიკურ ზღაპრებს და ბოდვას, რომ ღარიბაშვილის მამამ რაღაც გადაიხადა, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა დაადასტურა, უბრალოდ წინა მთავრობა და პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდნენო.“ - აცხადებს პარტია ,,ევროპული საქართველოს“  თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განმარტებაზე. ბოკერია თქმით, მთავარი, რაზეც ახლა საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, არის ის ფაქტი, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ივანიშვილის

მამუკა მდინარაძე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია, კითხვა არ არსებობს

,,არ შეიძლება სხვა რაღაცით შეიფუთოს კონსტიტუციის დარღვევა. არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ჩვენ ევროპული საქმე, ეროვნული საქმე.“ - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პარტია ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ იძლევა და ამის შესახებ კითხვაც არ არსებობს. ,,დაირღვა თუ არა კონსტიტუცია

მიხეილ სააკაშვილი: სანდრას მამას მატერიალური ზიანის მიყენება ჩემთვის დღემდე არ უპატიებია

2007 წელს, სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, ხის სახლი ააშენა. ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე ახლოს იყო წყალსაცავთან. გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ, - ასეთ ისტორიას იხსენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. ექს-პრეზიდენტის თქმით, სანდრას მამას მისთვის მატერიალური ზიანის მიყენება დღემდე ვერ უპატიებია. „მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ელჩებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა სავარაუდოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს უკავშირდება.  

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გ.მ.-ს სააპელაციო საჩივარი და განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 3 000-მდე გაიზარდა, 10 000 ამ დრომდე დაკარგულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციასა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში ლიბიის წარმომადგენლის, ტამერ რამადანის ცნობით, ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანია დაღუპული, დაკარგულთა რაოდენობა კი 10 000-ს აღწევს. ამის შესახებ რამადანიმ ჟენევაში, გაეროს ბრიფინგის დროს ისაუბრა. ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი, ოთმან აბდელ ჯალილი კი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 3 000-ს აჭარბებს, თუმცა,

ელისაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტს რეალურად უყურებს და აშკარად ნაფიქრი აქვს, რა უნდა გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მის იმპიჩმენტს რეალურად მიიჩნევს. ,,პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. მართალია, ,,ქართული ოცნება“ თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვს და ამას გამოვრიცხავთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, ,,ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ ეს 100 ხმა ჰქონდეს. ამიტომ, არ გამორიცხავს და სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩვ

ერგნეთის შეხვედრაზე უკანონო ბორდერიზაციისა და პატიმრობის საკითხებს განიხილავენ

დღეს, 12 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში იკრიბებიან. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება.  ,,წლიური სტატისტიკა თუ გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მონაცემებით, ჯამში უკანონოდ 25 მოქალაქე დააკავეს და უკანონო ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება 4 თანამოქალაქე. შეხვედრაზე მოვ
×
×
  • შექმენი...