Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბექა ლილუაშვილი - როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე (ვიდეო)

"როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410167700_888918402846092_3913311812839979619_n.mp4

მიშა დაუშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით შორს უნდა წავიდეთ და მოლაპარაკებების ეტაპზე მალე გადავიდეთ (ვიდეო)

“სამი რამ არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები გაცილებით ეფექტურად უნდა დავიცვათ; რუსეთის ძალის დასაბალანსებლად ჩვენი მეგობრები, ძლიერი მოკავშირეები ახლოს უნდა გვყავდეს; ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით შორს უნდა წავიდეთ და მოლაპარაკებების ეტაპზე მალე გადავიდეთ.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  409929868_1712908332447856_8988556880210775003_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება (ვიდეო)

“საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება. “ოცნება” ამ პროცესის შეფერხებას ცდილობდა ირიბი თუ პირდაპირი გზით, თუმცა ხალხის დამსახურებით მივედით სტატუსამდე. ახლა კი მთავარია რეფორმები განვახორციელოთ, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები.”  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

ნატა საბანაძე - ორბანი ჩამოყალიბდა ევროკავშირის სერიოზულ პრობლემად. უკრაინაში მარცხი ნიშნავს დასავლეთის მარცხს, გამარჯვების დიდი ნაწილი კი არის ევროკავშირის გაფართოება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის გაწევრიანებით (ვიდეო)

“ორბანი ჩამოყალიბდა ევროკავშირის სერიოზულ პრობლემად. უკრაინაში მარცხი ნიშნავს დასავლეთის მარცხს, გამარჯვების დიდი ნაწილი კი არის ევროკავშირის გაფართოება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის გაწევრიანებით. ევროპარლამენტარებმა ორბანი შეაფასეს, როგორც პუტინის ტროას ცხენი, რადგან ის იცლის პოზიციებს, რაც ყველაზე მეტად წაადგება პუტინს.”      ნატა საბანაძე - გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი; საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Res

ანა ბუჩუკური - საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ეს მალე ოფიციალურადაც გაფორმდება (ვიდეო)

საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ეს მალე ოფიციალურადაც გაფორმდება. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410102982_890027726461219_8282511583682188178_n.mp4

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე - თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ

დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა სამშენებლო სექტორს შესაძლოა, არ შეეხოს

დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა სამშენებლო სექტორს შესაძლოა, არ შეეხოს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კანონში ცვლილება უკვე დამტკიცებულია და დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება, დედაქალაქის გარკვეულ მონაკვეთებზე, 08:00-დან 11-მდე და 17:00-დან 20:00 საათის შუალედში. „ცხადია, ეს შეზღუდვა სიახლე იქნება, ამას გარკვეული სირთულეები შეიძლება მოყვეს. ბევრი შეხვედრა გვქონდა

„თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, „საახალწლო სოფელი“ კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება

„თბილისი - ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ. „თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქ

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და 1 მლრდ 763 354 000 ლარს შეადგენს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 354 000 ლარამდე იზრდება, მათ შორისაა, სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება. „მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურა

პაველ ჰერჩინსკი - დღეს მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით - ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს

ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ - პუბლიკაციის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. „დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღე გვაშორებს, რაც საქართველოს ევროკ

ევროკავშირის საბჭოს დასკვნა - მინისტრების საბჭო ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისადმი ერთგულებას ადასტურებს

გამოქვეყნებულ დასკვნაში მინისტრების საბჭო ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ თავის ერთგულებას ადასტურებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ გაფართოება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის გეოსტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს. ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის ღირებულებების მიმართ მკაფიო ერთგულება გამოავლინოს

ბერდია სიჭინავა - ასეთ ვითარებაში, როცა სირაქლემის პოზაში ხარ თავჩარგული, ხარ ქვეყნის მოღალატე. კორუფციულად ადამიანების ფულის მოპარვა არის თითოეული ადამიანის ღალატი (ვიდეო)

"ასეთ ვითარებაში, როცა სირაქლემის პოზაში ხარ თავჩარგული, ხარ ქვეყნის მოღალატე. კორუფციულად ადამიანების ფულის მოპარვა არის თითოეული ადამიანის ღალატი. სანამ ეს წურბელები, რომლებიც ადამიანებს ჯიბეში უყოფენ ხელს, მათ ფულს პარავენ და სახლში მშვიდად სძინავთ, სანამ ესეთი ადამიანები ამ მოპარულს უკან არ დააბრუნებენ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება." ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  408908079_2892286277578978_117144162417142444_n.mp4

ბერდია სიჭინავა - საჭიროა იმ კორუფციული სისტემის დემონტაჟი არჩევნების გზით, რომელიც დღეს შემოგვთავაზა "ოცნებამ" (ვიდეო)

“საჭიროა იმ კორუფციული სისტემის დემონტაჟი არჩევნების გზით, რომელიც დღეს შემოგვთავაზა "ოცნებამ". სანამ გამართული მართლმსაჯულების სისტემა არ იარსებებს, სანამ არ იარსებებს ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ექნება კოფუციული დანაშაულების გამოძიების ფუნქცია და არა ისეთი, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, სანამ ეს ძირმომპალი კორუფციული სისტემა არ შეიცვლება და სანამ ეს ადამიანები მოპარულს უკან არ დააბრუნებენ, იმ დრომდე გაიქცევიან ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან.”

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია – სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრ

ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა. მათივე ცნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ნეტგაზეთი

ლაზარე გრიგორიადისის განცხადებით, განაჩენის შემდეგ, ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს. წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. „ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ ს

„არასრულწლოვნებს მოტყუებით გააგზავნინეს ინტიმური ფოტო-ვიდეოები და გაასაჯაროვეს“ – ბრალდებულია 14 პირი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში 14 პირი ამხილა. მათგან 5 უკვე დაკავებულია. დაზარალებულთა ნაწილი არასრულწლოვანია. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელმაც ნაცნობ 14 წლის ბიჭს ფეისბუქის მესენჯერში საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა. ბიჭმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები თავის ორ მეგობარს გაუგზავნა. საბოლოოდ, აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები გოგონას კლასელებს შორის გავრცელდა. კი

ალექსანდრე მოწერელია - რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს!

ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, მინდა მივუსამძიმრო, თემურ კირბაიას ოჯახს, ნათია ბახტაძის ოჯახს. კიდევ მსხვერპლია საქართველოში, ისევ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიწირეს ჩვენი მოქალაქე. თემურ კირბაია მოკლეს, ნათია ბახტაძე მოკლეს. ირაკლი ბებუა დრანდის ციხეში იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. ქრისტინე თაკალანძე - უკანონო პატიმრობაშია, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟი

მიშა დაუშვილი - დიახ, ქართველ ხალხს ეჩქარება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!

სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების ოფიციალურად გაფორმებამდე, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე.   თუმცა, მთავარი წინ არის. საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა. ამისთვის კი ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. სწორედ ამ მიზნით 8 ნოემბერსვე, ანუ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღებისთანავე, ჩვენმა გუნდმა მივმართეთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შე

ბექა ლილუაშვილი - სწორედ ასეთია პოლიტიკური კორუფციის ფასი - ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც

გუშინ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა. ღარიბაშვილის "ეკონომიკური დუღილის" ფენომენი,  ტყუილი - ჩვენმა მოქალაქეებმა ამხილეს!, - ამის შესახებ აცხადებს საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.  მისივე თქმით, 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშებთან ერთად, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც.   "მანამდე იყო რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ასევე ღარიბაშვილის ამ ცრუ თვითკმაყოფილებას წყალი შეუყენა და რუსი ტურისტები დაგვამადლა.

ბექა ლილუაშვილი - სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება... (ვიდეო)

"სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება. ანუ ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა. ეს ნარატივი ასეთია: " ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული"  ბექა ლილუაშვილი, საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.    408887751_

ალექსანდრე მოწერელია - მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნან რუსეთთან ჯერ არ ნახული, არ გაგონილი პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი! (ვიდეო)

“მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნან რუსეთთან ჯერ არ ნახული, არ გაგონილი პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი!” ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 408881108_1527946551364897_6710633606097275450_n.mp4
×
×
  • შექმენი...