უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილზე (ვლადიმირ გუნდიაევზე) ძებნა გამოაცხადა.
სამინისტროს ძებნილთა სიაში მითითებულია, რომ კირილი ნოემბრიდან „ემალება წინასწარი გამოძიების ორგანოებს“.
Ukrinform-ის ცნობით, პატრიარქ კირილს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედება: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ასევე აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და წარმოება.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას უვადო პატ
სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადასარჩენად“ წევრი ნუგზარ გოდოლაძე და „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრი საბა ქერქაძე.
როგორც გოდოლაძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ისინი დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, კარვის გაშლისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის სახით), თუმცა არა წვრილმან ხულიგნობაში. იგივე გადაწყვეტილება გამოიტანეს საბა ქერქაძის შემთხვევაშიც.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადასა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
როგორ
გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა.
გერმანიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან.
გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა იქნას უარყოფილი.
გერმანიის მთავრობის ცნობებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
„ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა გელით მომავალში, როცა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენს კანონიერ ადგილს დაიკავებთ“, - წერს ბენ კარდინი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტე
"დიახ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!
გვსურს, მივულოცოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირისკენ! და, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ეს მიღწევა!
პირველ რიგში, ეს მიღწევა ქართველი ხალხის გამარჯვება და დამსახურებაა!
იმ ხალხის, რომელმაც თავისუფლებისთვის უმძიმესი ფასი, მათ შორის, ომით და სისხლით, არაერთხელ გადაიხადა.
იმ ხალხის, რომლისთვისაც ევროპული არჩევ
ქართველი ხალხისადმი ჩემი მესიჯია: მოდით სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მისთვის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება.
“გუშინ ღამე, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ძალიან მალე სატელეფონო საუბრები გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან, პრეზიდენტ ზ
გილოცავთ, გააგრძელეთ კარგი მუშაობა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, რა გზავნილი აქვს საქართველოსთან და რას ურჩევდა ქვეყანას, რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
„თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ და მოდით, ერთად ვიმუშავოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გუშინ მიანიჭა.
ipn
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანი, სადაც სახალხო ზეიმი მიმდინარეობს, დატოვა.
სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სცენაზე ასვლისა და ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა. შეკრებილებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.
პრეზიდენტის თქმით, მას იმ სიხარულს, რაც ახლა აქვს, ვერაფერი შეუცვლის.
„მე ვიტყოდი ერთ რამეს, მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხა
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს. ამის შესახებ არხის თანამშრომლების ნაწილი უკვე ფლობს ინფორმაციას.
მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". წყაროსგან მიღებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თავად გადაცემის წამყვანმაც.
"მომდევნო წლიდან "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაცია
პარლამენტმა ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებასთან დაკავშირებით შსს-ის ინიციატივა დაამტკიცა.
მესამე მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება.
ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დრ
ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან თქვენ დაიმსახურეთ ეს. ვიცი, როგორი იყო რეაქცია და თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს.
„საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეი
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინას კი – წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.
პუბლიკა
„ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხსა და სალომე ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.
პუბლიკა
ვულოცავ ყველა ქართველს: გილოცავთ! დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები ენთუზიაზმით ზეიმობს საქართველოს მიღწევას, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
„ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ქვეყნების ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების საშუალოვადიან პროგრამას მოიცავს, - ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.
მისი განმარტებით, განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტის“ მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის გამოსვლას, რა დროსაც მან თბილისში არსებულ საცობებზე ისაუბრა და დედაქალაქის მერს ჰკითხა, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა.
მას გამოსვლა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ორჯერ შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ შეფასების გაკეთების ნაცვლად, მხოლოდ კითხვა დასვას, რის შემდ
საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს.
„ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლისთვის საჭიროა დიდი პოლიტიკური ნება და ბევრი რეფორმის განხორციელება, მაგრამ ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ევროპული გზა აირჩია“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.
იპნ
"ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ამ უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს მიღწევას, რომელშიც ყველა ჩვენგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ, მათ შორის კეთილსინდისიერმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მთელი თავისი დღის წესრიგით აი ამ მიზანს ემსახურებოდნენ."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410111878_1514064509389269_322939257071884043_n.mp4
"ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამისთვის იბრძოდა და ვინც ამისთვის თავი გაწირა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი არის ის ადგილი და ის სამეგობრო, სადაც ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი რელიგია, ყველაფერი იქნება დაცული და შენახული იმ სახით, როგორც ჩვენ გვიყვარს და მოგვწონს, ამიტომ ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410170389_341875318598130_8351098549998449192_n.mp4
გახარიას გუნდი ყველა საზეიმო ღონისძიებას შეუერთდება.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410128974_2074037556316307_2239051343875845492_n.mp4
გიორგი შარაშიძის დღევანდელი გამოსვლა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მერს, კახი კალაძეს უსმენდნენ.
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
GAHsfBgsz1EMeG0CADp0RB7vl7J6bmdjAAAF.mp4
დღეს, რაც ბრიუსელში ხდებოდა, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებმა, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა.
„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენს