თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
იპნ
დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.
რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის
“ქართული ოცნების” ანტი-პრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე რუსეთმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა შეასრულა ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთა და ქართველი და აფხაზი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ბიჭვინთის ინფრასტრუქტურა რუსეთს გადასცა. მსგავს "გადაწყვეტილებებს" იურიდიული ძალა არ აქვს. ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს. "
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი განადგურებულია.
„რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის“, - აღნიშნა დანილოვმა.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროებ
ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, აღნიშნულ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
სააგენტოს ცნობით, თბილისში 28 დეკემბერს წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დ
როგორ ეფარება სააკაშვილის საფრთხობელა ფარს "ოცნება"
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
GICWmAAMlikwllQCALrjbKRrJ2NmbmdjAAAF.mp4
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც მეტროპოლიტენი, ისე ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
„31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 27 დეკემბერს განიხილოს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტი საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავდა.
საინიციატივო ჯგუფმა, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს ("ჩვენი ბიჭვინთა) საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“
ე.წ. საკანონმდებლო შენობის მი
ამ ხელისუფლებისთვის ბუნებრივად თავსებადი არ არის ევროკავშირი, რადგან ხელისუფლების მიზანია დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც მხოლოს ინსტიტუტების მიტაცებითა და მათი სრული დაუფლებით არის შესაძლებელი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ არის შეუთავსებელი ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან.
“ოცნების” ხელისუფლება დაინტერესებულია “ნაც.მოძრაობა” ასეთი დანაკუწებული, დაშლილი არ იყოს, ამიტომ ეძლევა სააკაშვილს უფლება სასამართლო დარბაზიდან აწარმოოს კამპანია და მართოს პარტია.
“ოცნების” მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არის უსუსტესი. რეფორმების განხორციელების ნულოვანი სურვილი ჩანს ამ გეგმაში და ალბათ, სწორედ ამიტომ მალავდნენ ამ დრომდე.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GC4InRgSWglcXFoBAA8-oyg1j-wZbmdjAAAF.mp4
პარტია "საქართველოსთვის", განცხადება:
ევროკომისიის და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისთანავე, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოცნებას 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობის დაწყებისკენ და გამოვხატეთ მზადყოფნა სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე.
კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების დღიდან ოცნება გეგმას მალავს. ხელისუფლებას ამ პერიოდში არ გამოუხატავს მზაობა რეკომენდაციების რეალურ შესრულებაზე.
გუშინ სადღესასწაულო დღეებში, როცა თითქმის არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანაში
“გარდა იმისა, რომ “ოცნება” და “ნაცები” ბევრი რამით დაემსგავსნენ ერთმანეთს, ერთ-ერთი ნიშანდობლივი მსგავსებაა, ის ვინთ მათიანი არარის და ფიქრობს განსხვავებულად აგენტებს გვეძახიან , ერთი ამერიკის აგენტს, მეორე კი რუსეთის. ამ მსგავსების ამოსავალი წერტილი, გარდა იმისა, რომ ისინი ერთი ჯოხის ორი ბოლო არიან, არის ბელადომანია.
ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკულ გამოხმაურებას ვუყურებდით ჩვენს პოზიციაზე მათ ბელადთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, კი “ოცნების”, რადგან არ აქ
ჩვენი ბრიფინგის ძირითადი მიზანი იყო ქართული საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ის საინფორმაციო სპეცოპერაცია, რომელსაც ახორციელებს “ოცნება” საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ ატივტივებენ სააკაშვილს მუდმივად ზედაპირზე.
“ოცნება” ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი ისე განხორციელდეს, რომ რეფორმები არ გტარდეს ქვეყანაში, ასე გაწევრიანების პერსპექტივა დაიხურება. მაგალითად თურქეთი 1999 წლიდან კანდიდატის სტატუსს ფლობს , მაგრამ გაწევრიანებაზე არ მიმდინარეობს საუბარი. ამიტომ მნიშვნელოვანია ვ
“ოცნება” სააკაშვილს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მას პრივილეგიას აძლევს, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით სასამართლო პროცესზე პირდაპირი ეთერით ალაგოს პარტიული გეგმები. ამაზე ვთქვით, რომ ეს არასწორია და მიუღებელია. ამაზე თუ ვინმე გვედავება, წაიკითხოს საპროცესო კანონმდებლობა.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GIVYrRgNaKK5LVUCADCjwpWKeDdpbmdjAAAF.mp4
მაგული ჩხობაძემ, ნოემბერში გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედამ, ჯანდაცვის სამინისტროს 25 დეკემბერს გამართული ბრიფინგის საშუალებით მიმართა.
ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი მოითხოვს, უწყებამ შეისწავლოს ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და დაადგინოს, რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია და წარიმართა პოსტოპერაციული მკურნალობა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
„დოკუმენტებითაც დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს არა სიმსივნე, არამედ შემდგომი ჩირქოვანი
როგორც ჩანს, მოგვიწევს თვითმმართველობის ანა-ბანა ავუხსნათ და გამრუდებული ხაზი გავუსწოროთ ზოგიერთს:
რუსთავის ბიუჯეტი ჩვენმა გუნდმა დაუმტკიცა რუსთაველებს (ქალაქს) და არა “ოცნებას”.
ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის, ყოველთვის გამოვიყენებთ “ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც”.
გაგრძელება იქნება
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
“თუ დასავლეთის ქარი იქნება, ვარკეთილის დროშასავით წაიღებს ამ ხელისუფლებას."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
GICWmAB5uuRL8LUDAClXRtpHAHcZbmdjAAAF.mp4
“საგადასახადო შეთანხმებებით და შეღავათებით, რომლებიც პირდაპირ კორუფციული სქემების შედეგია, 25 ოჯახი სარგებლობს. ეს არის ის რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ქვეყანაში საყოველთაო სოციალური დაცვის სისტემა.
განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე ხალხისგან, ჩვენ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო შეგვიმუშავებია, შესაბამისად ვიცით რა შეიძლება რეალურად გაკეთდეს ამ მიმართულებით.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც პატრიარქისადმი პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, წლები, რომლებიც პატრიარქმა, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარა, რთული იყო როგორც საქართველოსთვის და ასევე მისთვის, საქართველოს სულიერი მამისათვის.
„უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს. თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამ
სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „პირველ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის არის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი.
მისი თქმით, როდესაც ალიანსი ხედავს რუსეთის მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა NATO-ს სიახლოვეს, ეს შეშფოთებას იწვევს.
ამავე ინტერვიუში მან ისაუბრა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივაზეც.
აუტიზმის მქონე პირთა მშობლები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, კომიტეტებს თხოვნით მიმართავენ, 18 წლის შესრულების შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აღარ ჰქონდეს სერვისების წყვეტას.
მშობლები მოითხოვენ, დაინიშნოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს გამოწვევები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.
განცხადებას ხელს 230 მშო