Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს, მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას“ – „მეტა“ ამბობს, რომ დაბლოკა რუსული ყალბი გვერდები

კორპორაცია Meta-მ (ფლობს „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვათსაფს“) თავის ანგარიშში განაცხადა, რომ დაბლოკა 76 ფეისბუქ-ანგარიში და 30 გვერდი, ასევე 11 ანგარიში „ინსტაგრამში“. ანგარიშის თანახმად, დაბლოკილები „კოორდინირებულ არაავთენტურ მოქმედებებში“ იყვნენ ჩართულნი. ეს ქსელი, „მეტას“ ცნობით, მოდიოდა რუსეთიდან და მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „მეტა“ იუწყება, რომ ქსელს სხვა პლატფორმებზეც ჰქონდა ანგარიშები, რათა უფრო სანდო გამოჩენილიყო და აღნიშნავს, რომ ამავე ქსელში მოქმედი

ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო გადამდები, ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა. მათი ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგა

ალექსანდრ სირსკი - უკრაინელებმა კურსკში წინ კიდევ კილომეტრნახევრამდე წაიწიეს და 82 დასახლებას აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 15 აგვისტოს დასაწყისიდან, კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებით წინ კიდევ 500 მეტრიდან 1,5 კმ-მდე წაიწიეს და უკვე რუსეთის ფედერაციის 82 დასახლებას აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი შეტევა მოიგერიეს და შეტევითი ოპერაციები განაგრძეს. ამასთან, ალექსანდრ სირსკის განმარტებით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელმა ჯარებმა, საერთო ჯამში, წ

პრეზიდენტი: მაქვს ორი სერიოზული მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დღეს 13:00-ზე შეატყობინეს, რომ საღამოს 8 საათზე ოლიმპიელების დახვედრისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პრეზიდენტის თქმით, თავად მიღების გამართვას სექტემბერში აპირებს. მან ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც არ არის მართებული დღეს ღონისძიების გამართვა – პარაოლიმპიელების ასპარეზობა ახლა იწყება და 8 სექტემბერს დასრულდება; ამასთანავე, მისი აზრით, ოლიმპიელებისთვის მოწყობილი ღონისძიება სახალხო უნდა იყოს. „მე არ მჩვევია რაღაცა

სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ბრიფინგის თემა უცნობია. იპნ

დიმიტრი პოლიანსკი - მეტს არ ვისაუბრებ, უბრალოდ მოვახდენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას - სცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როცა ჩემი დასავლელი კოლეგები მოვლენ და მოგატყუებენ

ყოველ წელს ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალურ სურვილს, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ საქმიანობას, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკუ

„მაიმუნის ყვავილის” ეპიდემია WHO-მ გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკის გარკვეულ ნაწილში „მაიმუნის ყვავილის” გავრცელება გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ამ ვირუსულმა დაავადებამ კონგოს რესპუბლიკაში თავდაპირველი გავრცელების დროს, სულ მცირე, 450 ადამიანი იმსვერპლა. ამჯერად ის გავრცელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილებშიც, რის საფუძველზეც WHO-მ საგანგებო კომიტეტი მოიწვია. WHO-ს ხელმძღვანელის განცხადებით, დაავადების გავრცელების პოტენციალი აფრიკის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ „ძალიან შემაშფოთებელია”.

გაეროში რუსმა დიპლომატმა აგვისტოს ომზე „ოცნების” განცხადება გაიმეორა

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრის დროს „ქართული ოცნების” ციტატა გამოიყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა” ავრცელებს. კერძოდ, მან მმართველი პარტიის ბოლო განცხადებიდან მაგალითად მოიყვანა ის მონაკვეთი, სადაც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული და აღნიშნულია, რომ მისი „ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”. 7 აგვისტოს აგვისტოს ომთან დაკავ

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ამის შესახებ მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრ

ბექა ლილუაშვილი - სააკაშვილი ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი, ერთმანეთის მაცოცხლებელ-მასულდგმულებელი სუბიექტები არიან

სააკაშვილი ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი. ერთმანეთის მაცოცხლებელი, მასულდგმულებელი სუბიექტები არიან - ძალიან მკვახე ტყუილი გამოუვიდა, მეორე დღესვე გამოაშკარავდა ეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. ლილუაშვილის თქმით, რომ არა “ქართული ოცნების” მოწადინება, რომ სააკაშვილისგან პოლიტიკური საფრთხობელა შექმნას, ყოფილი პრეზიდენტი აქტუალობას ქვეყნის შიგნითაც დაკარგავდა”. „რა არ

ბექა ლილუაშვილი - "გორბის" კვლევა არ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი (ვიდეო)

"გორბის" კვლევა არ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.   Snapsave.app_-lWUXBKRdLYgda1MYxYkobZu2tBZ0Ox.mp4

ნათია მეზვრიშვილი - სამხარაულის ბიუროს უფროსი კობახიძემ კი არა, ერთ-ერთი კლანის მიერ მხილების ფობიით შეპყრობილმა ივანიშვილმა მოაშორა

სამხარაულის ბიუროს უფროსი კობახიძემ კი არა, ერთ-ერთი კლანის მიერ მხილების ფობიით შეპყრობილმა ივანიშვილმა მოაშორა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ფაქტია, ივანიშვილი დასუსტებულია და მის მიერ შექმნილი კლანების ტყვეობაშია. ასეთი ნაბიჯები მარცხისთვის განწირულ ხელისუფლებას ახასიათებს.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/26540406108906159

ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკის რეგიონში დღეს კარგი წინსვლაა, ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კურსკის რეგიონში წინსვლას, ვაღწევთ სტრატეგიულ მიზნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “კარგი წინსვლაა დღეს კურსკის რეგიონში - ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. მნიშვნელოვნად შევავსეთ, ასევე, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდი [რუსი ტყვეების რაოდენობა],” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხდომა ჩაატარა მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელიც კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების

მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა

მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოაცხადა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაცხადა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა. "აშკარაა, რომ კოორდინირებული საერთაშორისო პასუხი საკვანძოა გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლეების გადასარჩენ

ბექა ლილუაშვილი - დღეს “ოცნების” ქმედებების პროგნოზირება არის შეუძლებელი, რაციონალურობის ფარგლებს მიღმა არიან გასული და ერთადერთი ინტერესი, რაც მათ აქვთ, არის ფულის შოვნის ინტერესი

"დღეს “ოცნების” ქმედებების პროგნოზირება არის შეუძლებელი, რაციონალურობის ფარგლებს მიღმა არიან გასული და ერთადერთი ინტერესი რაც მათ აქვთ არის ფულის შოვნის ინტერესი." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/882441137258166/

"გახარია საქართველოსთვის" - „ოცნება“ არამხოლოდ სარგებლობს ქოლ-ცენტრებიდან მიღებული შავი ფულით, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს, არამედ ქოლ-ცენტრების ინფრასტრუქტურა ხელისუფლებისთვის მოქალაქეების დაშინების ინსტრუმენტია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ხელისუფლების ინტერესთან დაკავშირებული კიდევ ერთი მაგალითი გვსურს მივაწოდოთ საზოგადოებას, რაც ადასტურებს, რომ „ოცნება“ არამხოლოდ სარგებლობს ქოლ-ცენტრებიდან მიღებული შავი ფულით, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს, არამედ ქოლ-ცენტრების ინფრასტრუქტურა ხელისუფლებისთვის მოქალაქეების დაშინების ინსტრუმენტია. 2024 წლის 6 და 7 ივნისს მტკიცებულებებზე დაფუძნებული განცხადებები შევიტანეთ სპეცია

„გლოვოს“ კურიერის დაჭრის საქმეზე შსს-მ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლი

ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს

უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. „ის ფაქტი, რომ უკრაინა კურსკის მიმართულებით საბოლოოდ თავს იცავს, გარკვეული ძალებით, დაახლოებით, 30-40 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა. ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია.

მიხეილ დაუშვილი - როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა სააკაშვილიც - წარმოიდგინეთ, ისეთი ტყუილი იყო, რომ საელჩოს დასჭირდა, საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ იტყუებაო

როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც - ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი განსახილველი თემა საერთოდ არ ყოფილა. „როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყვე

„ტყვედ ასობით რუსი ჩაგვბარდა, ყველას ჰუმანურად მოვეპყრობით“ – ზელენსკი

კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას, უკრაინულ ძალებს ტყვედ ასობით რუსი სამხედრო ჩაბარდა, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი ამბობს, რომ უკრაინული მხარე ტყვეებ ჰუმანურად მოეპყრობა. „უკვე ასობით რუსი სამხედრო ჩაგვბარდა ტყვეთ და ყველა მათგანს ჰუმანურად მოვეპყრობით – ასეთი მოპყრობა მათ თავიანთ, რუსულ ჯარშიც არ ჰქონიათ“, – ციტირებს მას „მედუზა“. ზელენსკიმ აგრეთვე მოუწოდა უკრაინელებს, „ისევე ეფექტურად და ერთიანად იმოქმედონ, როგორც ომის პირველ კვირებსა და თვეებ

ბულგარეთში საქართველოს გავლით 436 კგ ჰეროინი შეიტანეს – მედია

შავი ზღვის პორტ ბურგასში ბულგარეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ნარკოტიკი ბულგარეთში საქართველოს გავლით აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს, 12 აგვისტოს, ბულგარეთში საოლქო პროკურატურამ გაავრცელა. ჰეროინი 434 სხვადასხვა შეფუთვაში ინახებოდა, რომელიც ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთის შიგნით იყო დამალული. ტვირთი ტრაილერით გადაჰქონდათ. ნარკოტიკული საშუალების ჯამური ღირებულება 35 მილიონი ევროა. „მას შემდეგ, რაც სტატისტიკური ჩანაწერების წარმოება დაიწყო, ეს არი
×
×
  • შექმენი...