Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მაიკლ გალერი - "ქართული ოცნება" და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან - საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის

საქართველოს ხელისუფლება, მისი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ევროპარლამენტარის თქმით, საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე შანსი აქვს. „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის!“, - წერს ევროპარლამენტარი გალერი. იპნ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდები საპროტესტო აქციას დღესაც გეგმავენ, ისინი პარლამენტის შენობასთან კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ასევე იგეგმება მსვლელობა, თუმცა მომიტინგეები ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ. თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები - „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარ

სტუდენტს, რომელმაც კობახიძეს რუსეთის მონა დაუძახა, თსუ-სთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „რუსეთის მონა“ დაუძახა. დღეს, 20 აპრილს, მაშინ, როცა ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობას დაცვის თანხლებით ტოვებდა, მას მიუახლოვდა ნიკო მანაგაძე და მიმართა: „ბატონო რუსეთის მონავ, შეგვხვდებით სტუდენტებს?“ ტელეარხების კადრებში ჩანს, რომ კობახიძის დაცვა სტუდნეტს მიახლოების საშუალებას არ აძლევს და გვერდით გაჰყავთ, მის მიმართულებით კი ახალ

„დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება“ - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და საერთაშორისო ვალდებულებებს. დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები, ანუ სწორედ

დღეს 17:00 საათზე 9 ქალაქში ქალების მარში გაიმართება, 19:00-ზე - ახალგაზრდების მორიგი აქცია

დღეს საქართველოს 9 ქალაქში ანტირუსული საპროტესტო აქციები გაიმართება. თბილისში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში 17:00 საათზე ქალთა მარში დაიწყება რუსული კანონის წინააღმდეგ. 19:00 საათზე კი თბილისში ასევე დაგეგმილია ახალგაზრდების მორიგი აქცია. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე გუშინაც შეიკრიბნენ, მათ მსვლელობა გამართეს და გმირთა მოედანთან ფიცი დადეს. მსვლელობის დროს პარალეიზებული იყო თბილისის ცენტრალური ქუჩები. პუბლიკა

სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ. მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა. საუბარია სოფლებზე - ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო ბოლო წლებში მიტოვებული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ. მედიის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხ

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა, იდენტიფიცირებულია, როგორც მაქს აზარელო და იგი ფლორიდის შტატიდან არის. აზარელო საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, მამაკაცის სამიზნეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ან სასამარ

კაია კალასი - როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს

როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „მივესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ფოკუსი ისეთ ნაბიჯებზე უნდა იყოს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან

ჩოხატაურელი მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის. ამის შესახებ შეტყობინება მარიამის მშობლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. “ძვირფასო მშობლებო! სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენმა შვილმა წარმატებით გაიარა ბრიტანულ-ქართული აკადემიის შესარჩევი კონკურსის სამივე ეტაპი დამფუძნებლის გრანტის მოსაპოვებლად. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მმართველი გუნდის წევრებისგან შემდგარმა კომიტეტმა შერჩევისას გაითვალისწინა ტესტირებისა და გასაუბრების

ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დღესაც გაიმართება. აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ 19:00 საათზეა დაანონსებული. როგორც ახალგაზრდებმა გუშინ განაცხადეს, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ცნობისთვის ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემა

კოკა კობალაძე - აქ არიან გულანთებული ახალგაზრდები, ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა! (ვიდეო)

ჩვენ 8, 9, 10 მარტს, გასაგები ენით, ყველანაირად, ლეგიტიმურად და რითიც შეგვეძლო, ჩვენი მორალის ჩარჩოებში, გავაგებინეთ და გავეცით პასუხი ამ უკვე შემოტანილ კანონს და ეს პასუხი მემგონი ვერ გაიგო ხელისუფლებამ, ზოგადად ჩვენი ახალგარზდების, სუფთა სულის მქონე ადამიანების სიტყვა არ ესმის ამ ხალხს. აქ ვისაც ვუყურებ არიან გულანთებული ახალგაზრდები, ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა!  კოკა კობალაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForG

კოკა კობალაძე - აქ ყველანი ვართ სუფთა ხელებით მოსული, ერთი იდეის გარშემო შეკრებილი, ერთი აზრი გვაქვს, რომ არ გვჭირდება ხვალ გავიღვიძოთ რუსეთში (ვიდეო)

აქ ყველანი ვართ სუფთა ხელებით მოსული, ერთი იდეის გარშემო შეკრებილი, ერთი აზრი გვაქვს, რომ არ გვჭირდება ხვალ გავიღვიძოთ რუსეთში და შვილები, შვილიშვილები გავზარდოთ რუსულ ქვეყანაში. ნათლად დაინახა მთავრობამ და ყველამ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სუფთა, ნათელ მომავალში, ამ მომავალს ჩვენ ვიმსახირებთ და ამ დამსახურების გამო აქ ვართ.    კოკა კობალაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/387368520929004/

გახარია - ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით (ვიდეო - ჩართვა ბერლინიდან)

"ოცნების" საგარეო ვექტორის შესახებ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს" - ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი "რუსეთის ინტერესებში მოქმედებს". გიორგი გახარიამ "პოლიტიკური ამბების" ეთერში თქვა, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. "ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით", - ამბობს გახარია და იქვე დასძენს, რომ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებით ივანიშ

გიორგი გახარია - "ოცნება" სტრატეგიულად დამარცხებულია და შეეცდება არჩევნები გააყალბოს

"ოცნება" სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.  "ხელისუფლებას აქვს ილუზიური სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება შეინარჩუნოს" - თქვა გიოგი გახარიამ. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ "ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას დაკარგავს. ამასთანავე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ღიად განმარტავს, რომ ოლიგარქის გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ერთს, არჩევნების გაყალ

რომან თეთვაძე: ჩვენი ხელისუფლება დღეს მომავალ თაობას ინტელექტუალური გენოციდის ტოლფას დანაშაულს უწყობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა, რომლის პირველი საჯარო განხილვა, ერთი თვის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. როგორც უწყების ოფიციალური გვერდი გვამცნობს, პროექტის განხილვა სხვადასხვა დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება და უკუკავშირების შემდეგ, საბოლოო ვერსიას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ. განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი შემდეგი პუნქტებისგან შე

გაეროში ახალგაზრდების ყოფილი ელჩები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას განცხადების სახით ავრცელებენ, რომლითაც უერთდებიან სამოქალაქო პროტესტს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი. “მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, შეაფერხებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას

“საკმაოდ ლმობიერია” – ლავროვი “ოცნების” რუსულ კანონს იცავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ რადიოსადგურებთან (“სპუტნიკი”, “გავარიტ მასკვა” და “კომსომოლსკაია პრავდა”) ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ინიციირებული და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “უცხოელი აგენტების” შესახებ (ასე მოიხსენიებს ამ კანონპროექტს რუსული მედია და ლავროვი) ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობა. “საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი ა

სალომე ზურაბიშვილი - მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? - დარწმუნებული ვარ, რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე

მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე - მე [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტს ვეტოს დავადებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუ ისინი რუსეთისკენ მიემართებიან. „მე მას ვეტოს დავადებ, როგორც

ბექა ლილუაშვილი -  ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას, რისთვისაც ამ ხელისუფლებას ფაქტი და შემდგარი მოცემულობაა, რომ რესურსი არ გააჩნია (ვიდეო)

"ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას, რისთვისაც ამ ხელისუფლებას ფაქტი და შემდგარი მოცემულობაა, რომ რესურსი არ გააჩნია. ის არის გადამგდები, უნდობი ხელისუფალი, რომელსაც პარტნიორი აღარ შემორჩა ჩვენს მეგობრებს შორის და მათ აღარავინ აღარ ენდობა. ამიტომ, ამა წლის 26 ოქტომბერს, ეს საკუთარ ხალხთან დამარცხებული ხელისუფლება, ჩვენ, საკუთარ ხალხთან ერთად უნდა გავაფორმოთ საბოლოოდ დამარცხებულად." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო

ბექა ლილუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“

„ნაციონალური მოძრაობა“ ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყანა ერთად იბრძვის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, „ოცნებამ“, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერითა და დახმარებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში დააინიცირა ჩვენი გუნდის წევრების, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეების - გიგა ფარულავასა და ნოდარ შეროზიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. "გახარია საქართველოსთვის"  ვიდეო: 

„გახარია საქართველოსთვის“ – „ქოცებო“, თქვე „ნაცებო“ შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს, არც ერთ რადიკალურ ძალას მხარი არ დაუჭირონ

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდსა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ განცხადება ერთდრ

უკრაინის საგარეო უწყება - ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს - რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე

ირაკლი კობახიძის მიერ ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დამატებით ავნებს, რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” არის საქართველოს რეალური საფრთხე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომლითაც უწყება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. “ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქ

საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები... ) საქართველოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს: გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორე
×
×
  • შექმენი...