აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევის პარტიამ „ენი აზერბაიჯან“ უმრავლესობა შეინარჩუნა და მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 68-ს დაიკავებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 37% მივიდა.
აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 1-ელ სექტემებერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა.
არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში
„ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და არა — ამერიკულის“, — განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ.
წელს პირველად, კონფერენციაზე სპიკერებად მიწვეული არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რაც კრამერმა
დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, - ამის შესახებ საქართველოში აშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - „2024- გადამწყვეტი წელი“- განაცხადა.
ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გენში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე მას შეერთებული შტატები არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, თუმ
"ოცნება" არის ძალაუფლების დაკარგვის შიშში, რადგან მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა.
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1045174107247404/
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ დროებით იერიში მიიტანა ელექტროსადგურებზე, რომლებიც მოსკოვიდან 2 საათის სავალზეა განთავსებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 158 უკრაინული თვითმფრინავი რუსეთის 15 რეგიონში, მათ შორის ცხრა – რუსეთის დედაქალაქსა და მის რეგიონში.
რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, კონაკოვოს ელექტროსადგური და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები იყვნენ.
26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 27 პარტიაა რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 30 აგვისტოს ამოიწურა.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენას მოიცავს, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება ა
რომი-ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, ქალი შეუძლოდ გახდა, მას ბორტზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. ბორტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე შესაძლო მიმღებ აეროპორტში, ბულგარეთში დაშვებულიყო, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბორტის სხვა მგზავრებს ბულგარეთის აეროპორტში 4-5 საათი ლოდინი მოუწიათ და რეისი საქართველოში დილით ჩამოფრინდა.
იპნ
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.
3-მა მათგანმა დღეს, 1-ლ სექტემბერს პირიც ამოიკერა.
მათი თქმით, თუ ხელისუფლების ან კომპანიის მხრიდან დღეს რეაგირება არ იქნება, ხვალ პროტესტის ამ ფორმას მეტი ადამიანი მიმართავს.
შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა.
შუქრუთის მცხოვრებლები იმ პირობების შესრ
კამჩატკაში გაუჩინარებული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, წინასწარი შეფასებით, დაღუპულია, ამ დროისთვის უკვე ნაპოვნია 17 ცხედარი, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა. ვერტმფრენი ვულკან ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფ
ეკლესიას აქვს ხალხის ნდობა, განსხვავებით „ოცნებისგან“ რომლის ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა. რაც უფრო მეტად წაეპოტინება დამარცხებული „ოცნება“ ასეთ წმინდა თემებს, მეტს წააგებს. ეკლესიამ, რომელმაც იცის დამოუკიდებლობის ფასი, გასცა ხელისუფლებას სათანადო პასუხი და ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები არ მიმაჩნია სწორად.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1165824431168643
აშშ-ს რუსეთში მდებარე სამიზნეების სია გადავეცით, რომელთა ამერიკული რაკეტებით განადგურება გვსურს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
უმეროვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ისაუბრა რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე უკრაინის მიერ შორი მანძილის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნაზე.
„ავუხსენით, თუ რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების დაცვისთვის რუსული ტერორისგან, რომლებსაც რუსების ახორციელებენ, ამიტომ იმედი
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ამბობს, რომ წარსულში საერთაშორისო დონორებს მისთვისაც დაუფინანსებიათ კონკრეტული კვლევები და წიგნები, თუმცა ის სრულიად თავისუფალი იყო რას დაწერდა ტექსტში.
ამის შესახებ კობახიძემ რუსული კანონის განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა სასამართლოში პარლამენტის ინტერესების დამცველების საპასუხოდ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ “ფულს ყოველთვის მიყვება ინტერესი”.
პარლამენტის იურისტებმა მოიყვანეს გერმანიის სახელმწიფო ფონდის, GIZ-ის მაგალითი, რომელსაც მ
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა. არსბეული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, თუმცა ის ამ დროისთვის აღდგენილია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
IPN
2018 წელს ევროკავშირმა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ორ ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის პროგრამა წამოიწყო.
იგი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ბიუჯეტმა კი 1 580 000 ევრო შეადგინა.
პროგრამის სამიზნე აუდიტორია იყო კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე რეგიონები – კონკრეტულად კი შიდა ქართლში, სამეგრელოში და უკრაინის დონეცკის ოლქში მცხოვრები ადამიანები.
ერთ-ერთი, ვინც ამ პროგრამით ისარგებლა, ირინა ყორშიაა. იგი პროგრამის
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოქმედ შემადგენლობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, აქვს ისტორიული შანსი და ასევე კონსტიტუციური ვალდებულება, როგორც სასამართლოს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სრული რეაბილიატაცია მოახდინოს!
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/zaza.tavadze.16/videos/485717020938835
17 უკრაინელი, რომელიც რუსეთიდან არის დეპორტირებული, საქართველოსთან საზღვარზე დარიალის ხეობაში საგუშაგოზეა გაჭედილი. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
Ukrainska Pravda-ს ცნობით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები დაახლოებით ერთი თვეა სარდაფში, შიშველ კედლებში ცხოვრობენ ზემო ლარსის საგუშაგოზე და სანამ მათი საკითხი გაირკვევა, გარეთ გასვლის საშუალებაც არ აქვთ.
დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მ
უზრუნველყავით საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, რათა ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება იყოს დროული და შედეგიანი - უზრუნველყავით ყველა შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების გათვალისწინებით, შეიმუშავეთ შესაბამისი საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა,- ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკების ზრდასთან დაკავშირებით.
იურისტის შეფასებით, ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივმა უწყებამ, ჯეროვნად უნდა შეა
ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავენ. მან სასამართლოს იმ კვლევის ძირითადი შედეგები წარუდგინა, რომელიც ლინგვისტებმა კანონის შესახებ ჩაატარეს. ენათმეცნიერი მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიწვიეს.
მარინა ბერიძის განცხადებით, კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები „ცალსახად” ნეგატიური კონოტაციისაა. მისი თქმით, „დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამ
16 სექტემბერს იწყება სწავლა და დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლით სკოლების მომარაგება ბავშვების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კომპანიებმა დროულად უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება! – ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრი
კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა.
ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.
ipn
"ჯეკი ჩანი მისწორებს თმას პარაოლიმპიური დაჯილდოების ცერემონიამდე," - წერს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
An-e-8PG-p5nk3Odp9-Kbmo2AgtPVtYK7EpuCFymO0RZm5RBOIW9BuEaj3gsUDb8gybtr5Q-Sai6iJl08MrTdh3p.mp4
რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გარკვეულ რისკ