Jump to content
Planeta.Ge

Blogs

“ოცნება” სარალიძის აქციებზეც ირიბად უცხოელებზე მიანიშნებს და “გადატრიალების მცდელობაზე” საუბრობს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც “საეჭვოს” უწოდებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი ჯერაც თავისუფალი იყო და აცხადებს, რომ ეკა არეშიძე დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს უცხოელებისგან, ხოლო საპროტესტო აქციები, რომლებსაც მოქალაქეები დათუნა სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავდნენ, ოცნების განცხადებით,

სასამართლომ ცესკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნანა აფციაურმა ცეკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა. დადგენილება, რომელიც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილება ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ტემპერატურის მატების გამო, მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. ისინი ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ „112“-ში დარეკონ. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტ

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მოხმარდება

ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მოხმარდება, - ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ჩეხური პროექტის მიმართ უცხოელი პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. „ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელსაც ჩეხეთი შეიძენს. ასე გადაწყვიტა ევროკავშირმა. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ უკრაინისთვი

21-22 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს გადააჭარბოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. „აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე სა

ისრაელმა მხარი დაუჭირა აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე – ბლინკენი

ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან დაკავშირებით, იუწყება AP. შეთანხმების მიღწევას საკმაო ხანია უშლიდა რიგი საკითხები, რომელზეც მხარეები – ისრაელი და „ჰამასი“ – ვერ თანხმდებოდნენ. შუამავლები კი კომპრომისის გამონახვას ცდილობდნენ. გამოცემის ცნობით, ისრაელის თანხმობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართა შეხვედრა. ბლინკენი ა

რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს

რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს. როგორც ივლისში გახდა ცნობილი,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სტრუქტურულად დაემატა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილებაა კანონთან დაკავშირებული საკითხები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი სწორედ სანდრო კირვალიძე იქნება. ამავე დეპარტამენტში არის ორი სამსახური: ფი

რადამ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. კანონის მიღებას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა ძალაში, ხოლო უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს 9-თვიანი ვადა ექნებათ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გასაწყვეტად. პუბლიკა

ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp გამოვლინდა, ხოლო ერთში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli. მა

პარტია "გახარია საქართველოსთვის" - „ოცნების“ მიზანია, ზეწოლის შედეგად უბნებზე კომისიის არასასურველი წევრების რაოდენობის შემცირება და საარჩევნო უბნებთან რიგების გამოწვევა

ცესკოს 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილება ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ერთპარტიული ცესკო და ცესკოში გადაწყვეტილებების ერთპარტიულად მიღება,  ხელისუფლების ინტერესების გასატარებლად, საბოლოო ჯამში კი, არჩევნების გასაყალბებლად სჭირდებოდა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.   მათივე თქმით, აღნიშნული დადგენილება (რომელიც კენჭისყრის დღეს ფუნქციების განაწილების ნაცვლად ადგენს ფუნქციების კენჭისყრამდე არაუგვიანეს 7 დღით ადრე განაწილე

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელები აგრძელებენ რუსეთის საბრძოლო პოტენციალის აქტიურ ამოწურვას, მათ შორის კურსკში

უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ რუსეთის საბრძოლო პოტენციალის აქტიურ ამოწურვას, მათ შორის კურსკის ოლქში ოპერაციის დროს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 158 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა, აქედან მესამედზე მეტი პოკროვსკოეს მიმართულებით. განახლებული ინფორმაციით, 19 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციების წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გარ

ხარიშინი: „ყირიმის პლატფორმაში" მონაწილეობისთვის ზელენსკის მიწვევა ზურაბიშვილმა მიიღო

„ყირიმის პლატფორმის” მე-4 სამიტი 11 სექტემბერს კიევში გაიმართება – უკრაინულმა მხარემ მოწვევა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. „ყირიმის პლატფორმაში” სალომე ზურაბიშვილმა 2022 და 2023 წლებშიც მიიღო. 2023 წელს ზურაბიშვილი მონაწილეებს ონლაინ ჩაერთო. 2024 წელს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა შვეიცარიაში, გლობალური მშვიდობის სამიტში, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდე

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა 20 აგვისტოს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს და გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება. „იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტ

ოლაფ შოლცი - გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება

გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო და რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომელსაც „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვიწყებთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა უკრაინის მხარდასაჭერად დ

ვრცელდება ცნობები კურსკში მდინარე სეიმზე მესამე ხიდის აფეთქებაზეც

რუსი სამხედრო ბლოგერების განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მესამე ხიდი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, დღეს, 19 აგვისტოს „სამხედრო კორესპონდენტმა ვლადიმირ რომანოვმა დაწერა, რომ უკრაინულმა მხარემ სოფელ კარიჟთან მდებარე ხიდი გაანადგურა, თუმცა დამატებითი დეტალები მომხდარზე არ გაუვრცელებია. კიდევ ერთმა პრორუსმა ბლოგერმა იური პოდოლიაკმა კი დაწერა, რომ „მტერმა მდინარე სეიმზე უკან

Reuters: ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავა

India's Prime Minister Narendra Modi attends a meeting with Russia's President Vladimir Putin at the Kremlin in Moscow, Russia July 9, 2024. Sputnik/Sergey Bobylev/Kremlin via REUTERS/File Photo ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ Reuters ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მოდი ივლისში მოსკოვში იმყოფებოდა და ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის დედაქალაქში ყოფნი

გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის" და „ოცნების" ურთიერთობაზე - რისი გამსამართლებლები არიან, ეს არის კეკლუცი (ვიდეო)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია  „ნაციონალური მოძრაობის" და „ოცნების" ურთიერთობაზე - რისი გამსამართლებლები არიან, ეს არის კეკლუცი   An8_ugpONjtakYLKPlvbmrQ6OVFRZzmSzvEr38JbslKWJUEjEmTbqXPNPNhtGGM4a4qE0twe0rD5CIKPlBnQcBiH.mp4

ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებს ვთხოვთ, იარაღის მოწოდება დააჩქარონ, ომს შვებულება არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა დაჩქარდეს იარაღისა და ჭურვების მიწოდება პარტნიორებისგან, კერძოდ, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა. „საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, დღეს არის კარგი შედეგები, უკრაინისთვის საჭირო

19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ევოლუშენის გაფიცულმა თანამშრომლებმა “სოლიდარობის ჯაჭვი” დააანონსეს

ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ. ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ პროტესტს. უკვე 37-მე დღეა, რაც კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მიზეზი, შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. გაფიცვის 37 დღიდან, ბოლო 6 დღეა 4 თანამშრომელი შიმშილობდა. თუმცა, გუშინ, ერთ-ერთმა მათგანს, ლუკა კიკნაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობის შეწყვიტა მოუწია. “ევოლუშენ ჯორჯიას” ოფისთან ხმაური იყო დღესაც

„სამურაის“ აღსასრული

დავით ბუხრიკიძე17:11, 18 აგვისტო, 2024 ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიაში ბევრჯერ და წინასწარ „გამოცხადებული“ სიკვდილის შემდეგ, ევროპული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში, ნამდვილად გარდაიცვალა. ეს ფაქტი ფრანგულ მედიას თავად ალენ დელონის შვილებმა დაუდასტურეს, რომლებთანაც მას ბოლო დროს მხოლოდ დაუსრულებელი სკანდალები, დავა და სასამართლო პროცესები აკავშირებდა. თავად კინოვარსკვლავს კი ბოლო

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ეს არის მისი მეცხრე ვიზიტი რეგიონში 7 ოქტომბრის, ომის დაწყების შემდეგ. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გამოთქვეს ოპტიმიზმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დოჰაში მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა "ჰამასი" აცხადებს, რომ პროგრესის შესახებ წინა

გახარია - არასოდეს გავქცეულვარ, არასდროს საქართველოს მოქალაქეები მარტო გასაჭირში არ მიგვიტოვებია და არასდროს კორუფციაში არ გავრეულვართ, ამიტომ ვდგავართ დღეს თამამად თქვენს წინაშე

17 აგვისტოს ზუგდიდში, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა და სამეგრელოში საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება გამართა.   ღონისძიებაზე პარტიის ლიდერთან, გიორგი გახარიასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები, საკრებულოების დეპუტატები, ახალგაზრდული  და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები,  გუნდის  წევრები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. გიორგი გახარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე

პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს საარჩევნო კამპანიისა და რეგიონული ოფისის გახსნა ზუგდიდში (ვიდეო)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს საარჩევნო კამპანიისა და რეგიონული ოფისის გახსნა ზუგდიდში ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1024392399395996/
×
×
  • შექმენი...