Search the Community
Showing results for tags 'მონოთეიზმი'.
-
ტანტრიზმში, კონკრეტულად კი კუბჯიკა-ტანტრაში ნათქვამია: "შივა შაქტის გარეშე არის - გვამი". ეს ნიშნავს იმას, რომ მამაღმერთი დედაღმერთის გარეშე, ღვთაებრივი შემოქმედებითი ენერგიის გარეშე არის უსიცოცხლო გვამი და სხვა არაფერი. ღმერთში არსებობს ორი ასპექტი: მამრობითი და მდედრობითი, შაქტი ესაა ცოცხალი დედაბუნება, დინამიური ენერგია, რომელიც მამრობითი ასპექტისგან განუყოფელია. შივა და შაქტი ერთი მთლიანია და სამყარო არის მათი ცოცხალი სხეული, მათი გაგრძელება. შივა და შაქტი არის ყველგან. ესაა პანენთეისტური დოქტრინა, რომელიც აღიარებს უფლის პიროვნულ და უპიროვნო ასპექტებს და მრავალი ემანაციის და ინკარნაციის არსებობას. ქაშმირული შივაიზმის და შაქტიზმის თანახმად ცოცხალი არსება (ჯივა) ესაა აბსოლუტის მინი-ვერსია, მისი გაგრძელება, ადამიანი, ფლორა, ფაუნა, კოსმიური ობიექტები, ესენია უფლის გამოვლინებები და ფლობენ ღვთაებრივ ბუნებას. შივა-გიტაში წერია: განთავისუფლებას და უფლის სავანეს მიაღწევს არა ის, ვინც იძახის - "მე ვარ შივა! მე ვარ შივა!", არამედ ის, ვისაც უყვარს უფალი და ემსახურება მას სიყვარულით და მორჩილებით აღსავსე ცნობიერებით. ეს ნიშნავს იმას, რომ შივაიტურ და შაქტისტურ რელიგიებში, განსხვავებით შანკარას ადვაიტასგან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბჰაქტი და ტანტრა-იოგას, და ბევრად უფრო ნაკლები კლასიკურ ჯნანას (გიანას). შივას და შაქტის ერთგულისთვის მთავარია უფლის სიყვარული და არა მის უპიროვნო ასპექტში განმქვრევა და ინდივიდუალობის სრული დაკარგვა "ჭეშმარიტების გაცნობიერებით". შანკარა ამბობს: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - არარეალურია", ხოლო შრი აბჰინავაგუპტა და შრი ვასუგუპტა (შივას და შაქტის ერთგულნი) ამბობენ: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - რეალურია" და უმატებენ: "სამყარო ესაა შივა + შაქტი". შივას და მისი მარადიული დედოფლის ერთგულთათვის მთავარია სულიერი ექსტაზი და სიყვარულით მსახურება და არა უპიროვნოზე მედიტირება. აბრაამული თეიზმის მთავარი პრობლემაა სექსუალური ენერგიის დესაკრალიზება და აბსოლუტში ქალური ასპექტის სრული უარყოფა, რამაც მიგვიყვანა ნიცშეს მიერ დეკლარირებულ "ღმერთის სიკვდილამდე". გავიხსენოთ რა წერია ტანტრებში, თუ შაქტის გარეშე მამაღმერთი არის - გვამი, მაშინ ცხადი ხდება თუ რატომ მოახდინა ფაქტის კონსტატირება ფ. ნიცშემ, როდესაც თქვა: "ღმერთი მოკვდა! ჩვენ მოვკალით იგი! ახლა კი გვსურს, რომ იცოცხლოს ზეკაცმა!", რაც ნიშნავს იმას, რომ აბრაამის მიმდევრებმა უფალში მდედრობითი ენერგიის, მაცოცხლებელი ენერგიის - დადაბუნების უარყოფით მოკლეს საკუთარი ღმერთი და დასავლური ბიბლიური "ცივილიზაცია" უკვე 400 წელზე მეტია რაც იხრწნება ცოცხლად, რადგანაც მინიმუმ 400 წელი მაინც არის გარდაცვლილი. მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ათეისტების და ტრანსჰუმანისტების რაოდენობა, რომლებიც არიან კიდეც "იდეალური ზეკაცები", ბილა-სვარგას დემონების მსგავსნი, რომლებიც ებრძვიან უფალს. მეცნიერული ათეიზმის წარმოშობა და განვითარება, არის უფალში ქალურის უარყოფის და თავად მამაზეციერის სიკვდილის ლოგიკური რეზულტატი. ბიბლიური მამა ღმერთი რეალურად მოკვდა და ის მისივე მიმდევრებმა მოკლეს. მამა არ არსებობს დედის გარეშე. დიაკონმა კურაევმა ერთხელ თქვა: "მონოთეიზმი განვითარდა წარმართობიდან, როდესაც უკვე სამყაროს დასაბამში არის ერთი უფალი, ერთი საწყისი, რომელსაც არ სჭირდება მეუღლე", მაგრამ ეს არის საზიზღარი ტყუილი, მამა ვერ იარსებებს დედის გარეშე. მამაღმერთი არ არსებობს ზეციური დედის გარეშე. უკანასკნელი მეცნიერული კვლევებიც მოწმობენ, რომ ბიბლიურ უფალს ჰყავდა მეუღლე და მას ერქვა - აშერა. უფალში მდედრობით საწყისს აღიარებენ კაბალისტები და უწოდებენ მას - შეჰინას. შეჰინა თარგმანში ნიშნავს "უფლის დიდებას", ხოლო შაქტი - "უფლის ენერგიას, ძალას"... არაფერი გახსენდებათ? შაქტი და შეჰინა ერთი და იგივეა ანუ საბოლოოდ იუდეველებს მაინც არ გამოუვიდათ უფალში ქალურის უარყოფა, თუმცა ზოგიერთები შეჰინას უპიროვნო ძალად განიხილავენ. მამრობითი არ არსებობს მდედრობითის გარეშე, როდესაც ბრაჰმანმა მოისურვა გამხდარიყო მრავალი, ის გახდა მრავალი, ჯერ იშვნენ შივა-ტატვა და შაქტი-ტატვა, ხოლო მათგან მრავალი სხვა ფორმა სიცოცხლისა და სამყაროთა მირიადები. ყველა და ყველაფერი არის შივა-ტატვას და შაქტი-ტატვას ემანაცია. კოსმოსი, ისევე როგორც ცოცხალი სულები (ჯივები), წარმოადგენენ უფლის (აბსოლუტის) კოსმიურ სხეულს, მის გაგრძელებას. აბსოლუტი ყველაფერშია. განთავისუფლება, არის აბსოლუტთან დაკარგული კავშირის აღდგენა და საკუთარი შინაგანი მე-ს გამოღვიძება.
-
ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებობენ კეთილი დაიმონები (აგატოდაიმონები), ბოროტი დაიმონები (კაკოდაიმონები) და ნეიტრალური ბუნების დაიმონები, რომლებიც არც სიკეთეს სჩადიან და არც სიავეს და ეწოდებათ უბრალოდ "დაიმონ". ფილოსოფოსი სოკრატე ასევე საუბრობდა ადამიანის შინაგან სინდისის ხმაზე, რომელსაც უწოდებდა - "დაიმონიონ". ეს "დაიმონოინ" ძლიერ წააგავს უფალი ვიშნუს ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც ადამიანის გულში, ატომარული სულის სიახლოვეს იმყოფება და თვალყურს ადევნებს ადამიანის მოქმედებებს, რჩევებს აძლევს და ეხმარება მას, ეწოდება მას - პარამატმა (ზესული). მსოფლიოს რელიგიებში სხვადასხვა კოსმოგონიური მოდელებია წარმოდგენილი, კლასიკურ პოლითეისტურ რელიგიებში თავდაპირველ საწყისად ითვლება ქაოსი, მაშინ როცა მონოთეისტურ, პანთეისტურ და პანენთეისტურ რელიგიებში პირველდასაბამი არის არა ქაოსი, არამედ უპიროვნო მსოფლიო სული ან უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნება, დემიურგი (კეთილი დემიურგოსი). ნეოპლატონიზმის, ნეოპითაგორეიზმის, ჰერმეტიზმის, გნოსტიციზმის, სტოიციზმის, პითაგორეიზმის, პლატონიზმის, არისტოტელიზმის, ანაქსიმანდრე იონიელის ფილოსოფიის, ანაქსაგორას ფილოსოფიის, ჰერაკლიტეს, ვიშნუიზმის, შივაიზმის, შაკტიზმის, შანკარავადას, სიქჰიზმის და ზურვანიზმის მიხედვით ყველაფრის დასაბამი არის მსოფლიო სული (ან ღვთაებრივი პიროვნება - იშვარა). გნოსტიკური ტრაქტატი "სამყაროს წარმოშობის შესახებ" პირველივე სტროფებში აცხადებს, რომ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქაოსამდე არ იყო არაფერი, მწარედ ცდებიან და არ იციან რეალური დასაბამი. ცნობისათვის, იაპონურ პოლითეიზმშიც იგივე იდეაა გაჟღერებული, რომ თითქოსდა ყველაფრის დასაბამია ქაოსი. ცხადია კლასიკური პოლითეიზმის მიდგომას მკვეთრად უარყოფს მონოთეიზმის, პანთეიზმის და პანენთეიზმის ნებისმიერი ფორმა. ომ ნამაჰ შივაია. 13.10.2020.
- 10 replies
-
ზოროასტრიზმი (ატროშანი, მაზდეანობა) (სპარს. زرتشتیگری) — ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქემენიანთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუსტრიანიზმი. ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია. რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით — ზოროასტრით. მისი სახელის ეტიმოლოგია საკამათოა და რამდენიმე განსხვავებული ახსნა არსებობს. თანამედროვე სპარსული ფორმით წინასწარმეტყველის სახელი არის ზართოშთი (زرتشت). ზოროასტრს მიზნად დაუსახავს რეფორმა ძველი ინდო-ირანული რელიგიური პრაქტიკისა, რომელიც ძველი ინდოეთის ვედური რელიგიის პარალელურად ვითარდებოდა. ისტორიკოსთა თანახმად ზოროასტრი სპარსეთში, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრების წლები ზუსტად ცნობილი არ არის. ზოგიერთი ცნობით ის ძვ. წ. XVIII და VI საუკუნეებს შორის მოღვაწეობდა, თუმცა პლატონი მას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზოროასტრის დაწერილი უნდა იყოს გათას პოემების კრებული, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი. ზოროასტრიზმი მონოთეისტურ რელიგიას შეიძლება მიეკუთვნოს, თუმცა მას დუალისტური ბუნება აქვს, ექვსი არსების სერიით (ფუნქციითა და სტატუსით ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას (უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ. ზოროასტრიზმის და ზოროასტრული კულტების ისტორია საქართველოში 3 პერიოდად შეიძლება დაიყოს: აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ. წ. VI - ახ. წ. III სს.) ზოროასტრიზმი საქართველოში ვრცელდებოდა უპირატესად ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზით. ამ უძველესი პერიოდის ირანულ-ზოროასტრული მძლავრი გავლენის კვალი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (ტაძარი, კერპი, ზვარაკი, ეშმა, ჯოჯოხეთი, მართალი, წარმართი, ბაგინი, დროშა, ანდერძი, დასტური და სხვა). ზოროასტრიზმი განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედაფენაში, რისი მაჩვენებელიცაა მათ შორის გავრცელებული ირანულ-ზოროასტრული თეოსოფიური სახელები (ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ბაკური, ბარტომი, მირდატი, ადარნასე, აზორკი და სხვა). ძვ. წ. II საუკუნის შუ ხანებში მეფე ფარნაჯომი შუდგა ცეცხთაყვანისმცემლობას, რის გამოც ტახტი დაკარგა კიდეც. ერთ ხანს, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, როდესაც ქართლის სამეფო ტახტზე არშაკიანების დინასტიის ერთ-ერთი შტო დამკვიდრდა, ზოროასტრიზმის რომელიღაც სახეობა, შესაძლებელია სამეფო კულტურის დონემდეც კი ამაღლდა. ამის საბუთი უნდა იყოს დედოფლის მინდორზე (ქარელის მუნიციპალიტეტი) აღმოჩენილი ძვ. წ. II-I სს. სატაძრო კომპლექსი, რომელიც უეჭველად უკავშირდება ცეცხლთაყვანისცემას (დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები). ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძვ. ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება არმაზის სახელიც აქემენიდური ხანის აჰურამაზდას უკავშირდება. მცხეთაში ძველთაგანვე არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემელთა - მოგვთა ცალკე უბანი და ცხოვრობდა ზოროასტრიზმის მიმდევართა თემი. ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის ხანაში (III-VII სს.) ირანი ძალით ცდილობდა აღმოსავლეთ საქართველოში ირანული სახელმწიფო რელიგიის დამკვიდრებას. ამ დროს ზოროასტრიზმი საქართველოში ქრისტიანობის უძლიერესი კონკურენტი იყო. ქართველობა ცვალებადი წარმატებით, მაგრამ განუწყვეტლივ იბრძოდა ზოროასტრიზმის დანერგვის წინააღმდეგ, ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართულ წერილობით წყაროებში (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები; ლეონტი მროველის, ჯუანშერის ცნობები და სხვა). ამ ბრძოლის მიუხედავად საქართველოს ქალაქებსა და ზოგან სოფლადაც არსებობდა ზოროასტრიზმის მიმდევარი მოსახლეობა. ასე მაგ., მემატიანის ცნობით, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის დროს ნიქოზში იყო "საგზებელი ცეცხლისა" (ცეცხლის ტაძარი). სასანიანთა იმპერიის დაცემის შემდგომი ხანაში, როცა ზოროასტრიზმი თვით ირანშიც დევნილ რელიგიად იქცა, VIII-IX საუკუნეებში საქართველოში ხდება ზოროასტრული კულტების ერთგვარი გამოცოცხლება, რაც შეიმჩნევა ნივთიერი კულტურის ძეგლებში (გველდესის საკურთხეველი, ბროწეულის ყვავილის თავიანი საკინძები და სხვა). ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას, როგორც რეაქცია არაბთა მძლავრობაზე და შედეგი ირანიდან ლტოლვილ ცეცხლთაყვანისმცემელთა შემოხიზვნისა საქართველოში. შემდგომში ზოროასტრული კულტები საქართველოში მხოლოდ გადმონაშთების სახით განაგრძობს არსებობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ზოროასტრიზმის მიმდევართა, ალბათ სპარსულენოვანი თემი, როგორც ჩანს, სახლობდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ამის უეჭველი საბუთია თბილისში, ფეთხაინზე დღემდე შემორჩენილი ცეცხლის ტაძრის - "ათეშგას" ნაშთები. ლიტერატურა ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, ტ. 1, თბ., 1966; გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 537-538, თბ., 1979 წელი. რესურსები ინტერნეტში UNESCO-ს ზოროასტრიზმის პროექეტი «Благоверие» — რუსული ანჯომანის ოფიციალური საიტი. «Обыкновенный зороастризм» — ზოროასტრიული საზოგადოება. «Арийский простор» — ზოროასტრიული ტექსტები.
- 1 reply
-
- ზოროასტრიზმი
- დუალიზმი
-
(and 2 more)
Tagged with:
-
„ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ ინგოლშტადტის უნივერსიტეტი 1776 წლისს 1 მაისს და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ვაისჰაუპტმა მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნია და შეიმუშავა საკუთარი დოქტრინა. პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო, იგი მიზნად ისახავდა საკუთარი ორდენის გამოყენებას აღნიშნულ მოძღვრებათა გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის. 1777 წელს ჰერცოგი კარლ IV თეოდორი გახდა ბავარიის მმართველი, მან აქტიური ბრძოლა დაიწყო განმანათლებლური აბსოლუტიზმისა და ფარული ორგანიზაციების გავრცელების წინააღმდეგ ბავარიის საგრაფოში. რომის პაპმა პიუს VI-მ დაგმო საიდუმლო ორდენის მოძრაობა, ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და გაასამართლა კიდეც ორდენის წევრები. საბოლოოდ, ორდენი დაიშალა, ადამ ვაისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა და მთელი სიცოცხლე (გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს) დევნილობაში გაატარა. ორდენს ჰყავდა წარმომადგენლები ევროპის მრავალ ქვეყანაში. „ბავარიელ ილუმინატებთან“ და ზოგადად, ფარულ ორგანიზაციებთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობის მთავარ მოტივად სახელდება მსოფლიოზე გაბატონების, ადამიანურ, სამეცნიერო და ფინანსურ რესურსთა ტოტალური კონტროლის სურვილი. 1797 წელს აუგუსტინ დე ბარუელმა გამოაქვეყნა წიგნი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“ (ფრანგ. Mémoires pour servir à l’Histoire du Jacobinisme), სადაც ის აღწერს ილუმინატთა ხელმძღვანელობით განხორციელებულ გლობალურ შეთქმულებას, რის შედეგსაც წარმოადგენდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ილუმინატების შემდეგ სამიზნედ ავტორი მიიჩნევდა სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის განადგურებას. თითქმის იმავე პერიოდში, დე ბარუელისაგან დამოუკიდებლად, შოტლანდიელი მასონი და ედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი ჯონ რობისონი მუშაობდა საკუთარ წიგნზე „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“ (ინგლ. Proofs of a Conspiracy Against all the Religions and Governments of Europe). შოტლანდიელ პროფესორს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფარული შეთქმულების მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს ყველა რელიგიის შეცვლა ჰუმანიზმით და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება. მასონობა, თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie, ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში. თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე. მასონობის კანდიდატს აუცილებლად უნდა სჯეროდეს შემოქმედი უფლის არსებობის და უნდა იყოს ჯენტლმენი. ილუმინატებსა და მასონებს შორის მუდმივად იყო, არის და იქნება დაპირისპირება, რადგანაც ილუმინატები ეყრდნობიან ჰუმანიზმს, სეკულარიზმს და ლიბერალიზმს (ათეიზმს) და უარყოფენ შემოქმედს (უფალს), ხოლო მასონები პირიქით - ეყრდნობიან ბიბლიის, ყურანის და თალმუდის ავტორიტეტს, ეთაყვანებიან აბრაამის, ისააკის და იაკობის უფალს (ცაბაოთ-უფალს) და ცდილობენ ააშენონ უფლის ათასწლოვანი სამეფო დედამიწაზე, განვითარდნენ უფლის ნების შესაბამისად. მათ რწმენა ეუბნება მათ, რომ უნდა დაემორჩილონ დიადი არქიტექტორის მცნებებს და იყვნენ ღვთისმოშიში ჯენტლმენები. იცოდეთ, თუ ადამიანი ქადაგებს, რომ ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რელიგია და საერთოდ რელიგია არის ანაქრონიზმი, რომელიც უნდა მოვიშოროთ, ესაა ილუმინატი ან ადამიანი, რომელიც იმყოფება ილუმინატების ფარული გავლენის ქვეშ. თუ ადამიანი საუბრობს განმანათლებლობაზე და რელიგიის გაკეთილშობილებაზე, უფლის სამეფოს შექმნაზე, პროგრესზე და ახალი სამყაროს აშენებაზე უფლის გეგმის მიხედვით ან უბრალოდ საუბრობს პროგრესზე და თან ადიდებს შემოქმედს და თან არის ჯენტლმენური გარეგნობის მორწმუნე ინტელექტუალი (ინტელიგენტი) დახვეწილი მანერებით, იცოდეთ, ესაა მასონი ან პოტენციური მასონი, მასონთა გავლენის ქვეშ. არის სერიოზული განსხვავება ილუმინატებსა და მასონებს შორის, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ ხედავს უმეცრების გამო.
- 1 reply
-
- ილუმინატები
- ბავარია
- (and 8 more)
-
როდესაც ვამბობ რომ იოგა და ვედანტა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის, ბევრი უცოდინარი ხეპრე მიბრაზდება და მეტლიკინება: "იოგა და ეგეთები ეგ მხოლოდ ინდოეთის რელიგიური დოგმატებია და დანარჩენ მსოფლიოსთან არავითარი კავშირი არ აქვს". ასე იქცევიან ჩვეულებრივად ავეიდიკა-პაშუ იგივე მაჰა-პაშუ რომლებიც ქადაგებენ ჩარვაკა-ლოკაიატას ურჯულოებას. ზოგჯერ ასე ფიქრობენ აბრაამიტი მონოთეისტებიც. მინდა ვუთხრა ყველას; შტერებსაც და ჭკვიანებსაც, იოგა და ვედანტა ესაა სრულიად ადამიანური რასის კოსმიური სიბრძნე და ცოდნა. იოგა და ვედანტა ესაა ადამიანთა სულიერი საგანძური. რა შუაშია აქ ინდოეთი? უბრალოდ ინდოელებმა დანარჩენი ერებისგან განსხვავებით შეძლეს იოგას და ვედანტას შენახვა და განვითარება. სხვა ერებმა ინდოელებისგან განსხვავებით ატლანტიდის კატასტროფის შემდეგ დაკარგეს იოგა და ვედანტა, შესაძლოა არა მთლიანად, მაგრამ იოგას და ვედანტას ყველაზე სრულად შემონახვა შეძლეს ინდოელებმა. განსაკუთრებით კი აქცენტს ვაკეთებ ადვაიტა ვედანტაზე და ტანტრა იოგაზე. უნივერსალურ კოსმიურ ცოდნას საზღვრები არ გააჩნია. უნივერსალური ცოდნა მთელ სამყაროშია განფენილი. იოგა და ვედანტა მხოლოდ ინდოელებს არ ეკუთვნით. მეორეც ის რომ ევროპელები სულ სხვა გზით წავიდნენ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი "გზა" სწორია. ევროპაში მისტიკური შემეცნება და ღმერთის იდეა მოკვდა, ამერიკაში მით უმეტეს, ხოლო აზიამ დაიცვა ძველი, უფრო ზუსტად მარადიული ცოდნა, მარადიული ჭეშმარიტება. კოსმიურმა სიბრძნემ გეოგრაფია არ იცის. დედამიწა ანუ ბჰუმანდალა შეიქმნა იმ არსებების მიერ, რომლებმაც ადამიანებს გადასცეს იოგა და ვედანტა. ბრაჰმანის ცოდნა არსებობს ყველა რელიგიაში. ის ცოდნა რაც იოგაში და ვედანტაშია ეხება მთელ სამყაროს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ ერთი ევროპასა და ამერიკაში არიან ინდუისტები და ბუდისტები და მეორეც; რატომ არ უნდა მიიღოს ევროპამ და ამერიკამ "ინდური სიბრძნე"? რა ჰგონიათ თავი ევროპელებს და ამერიკელებს? ხისთავიან ურჯულო მატერიალისტებს თავი ღმერთები ჰგონიათ? აბრაამულ მონოთეისტებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, მათი ბრიყვული ეგზოთერიზმი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. რა უნდა ვთქვა? ახლა დგას კალი-იუგა. მიხვდით აწი. საქმე იმაშია, რომ ათეისტურ "მეცნიერებას" და ეზოთერულ პარამეცნიერებას რადიკალურად განსხვავებული მიდგომები აქვთ. ათეისტური უარყოფს მისტიკურ რეალობას ანუ სულიერ ძალებს, ხოლო ეზოთერული აღიარებს. ათეისტური მეცნიერება ამბობს რომ მუდმივად კითხვები უნდა ვსვათ და არ მივიღოთ მისტიკა. ათეიზმის პოზიციაა მისტიკის უარყოფა და მუდმივად კითხვების დასმა და ამით უსასრულო "ევოლუცია". ათეიზმისთვის არ არსებობს მარადიული ჭეშმარიტება ზეციდან მონაბერი. ეზოთერიკა პირიქით, არ სვამს ზედმეტ კითხვებს და არათუ აღიარებს და იღებს მისტიკას, არამედ გვთავაზობს მზამზარეულ და გამზადებულ რეცეპტს მარადიული ზეცით მონაბერი ჭეშმარიტებისა. არის მისტიკური დოგმა და შენ ის უნდა შეიცნო. მორჩა, სხვა არაფერი გევალება. თავისუფლება არ არსებობს. ყველაფერს მართავს იშვარა ანუ უფალი და კარმული კანონი. ადამიანის მიზანია ზემიწიერი ზეადამიანური ზეციური ჭეშმარიტების შეცნობა. ამიტომაც რომ დაუწყო ლაპარაკი მორწმუნე ინდუისტს "განმანათლებლობის" ეპოქაზე, "რენესანსზე", ბიბლიაზე და დარვინზე, ის პირში გეტყვის რომ ეგ ყველაფერი არის კალი-იუგაში გაჩენილი "ასურა-დჰარმა", "ადჰარმა" და ნასტიკა" ანუ ერესი, გადახვევა ჭეშმარიტებიდან. ინდუისტისთვის არსებობს მხოლოდ "სანატანა დჰარმა" ანუ მარადიული ჭეშმარიტება მოცემული ტრიმურტის მიერ. სხვა ინდუსს არ ანაღვლებს. კანტიც და თომა აქვინელიც, დარვინიც და დოსტოევსკიც, ინდუსის თვალში არის ნასტიკა-ერესი. დღეს რელიგიის ფილოსოფიის სემინარზე მოხსენება წავიკითხე გნოსტიციზმზე, 10 მსმენელიდან 3 სიცილით კვდებოდა... მე მგონი უკვე მიხვდით რაში იყო საქმე. ასე ვფიქრობ რომ ის ვინც სერიოზულ ეზოთერულ საკითხზე იჯღანება და იცინის, ფსიქიურად ჯანმრთელი ვერ უნდა იყოს. პრინციპში ძალიან კარგად ვიცი რა ჰქონდათ თავში იმ სამს. რა არის სასაცილო ეზოთერულ ფილოსოფიაში? ცხადია ეს იყო დაცინვა, ისიც გასაგებია რომ ასეთი ადამიანები უთავო იდიოტები და ხეპრეები არიან, რომლებსაც ბინძური გენეტიკა აქვთ. აბა ბინძური გენეტიკის მქონე ცინიკოსმა რა უნდა გაიგოს? ცხადია არაფერი... რა მაგარი ხისთავიანი შოვინისტები არიან ასეთები... ესაა თავისებური ამპარტავნება, რადგანაც შეუძლებელია დასცინო ვიღაცას, თუ საკუთარი თავი მასზე მაღლა მდგომი არ გგონია. ესაა ამპარტავანი უვიცის პოზიცია. გულახდილად გეტყვით მომენტებში მიჩნდება სურვილი ეს ხეპრეები ძვლებში დავამტვრიო და ორგანოები სათითაოდ დავაძრო, სამწუხაროდ სსკ ამას კრძალავს. სიქჰიზმი ესაა ისლამისა და ვიშნუიზმის სინთეზი. ისლამი და ვიშნუიზმი ტანტრას მიხედვით ესენია ვაიშნავაჩარას დონის რელიგიები ანუ პაშუ-ბჰავა. აქედან დასკვნა: სიქჰები არიან პაშუ. სიქჰიზმი ესაა ვაიშნავ-აჩარა. ვაიშნავაჩარას დონეზე არის მხოლოდ ერთი უზენაესი ღმერთი და მხოლოდ უსასრულო სიყვარული მის მიმართ. მაგრამ ამის გარდა არ არის სხვა არაფერი; ღმერთის მხოლოდ ნათელ მხარეს ეთაყვანებიან, ბნელი და მრისხანე იპოსტასები უარყოფილია, არ არის სექსუალური კულტი და ფეტიში და რაც ყველაზე მთავარია არ არის ც ო დ ნ ა. ცოდნა იწყება შაივაჩარას დონიდან, ხოლო სხვა ყველაფერი – დაკშინაჩარადან. აქტიურ ფაზაში შედის ვამაჩარაში და პიკს აღწევს კულაჩარაში. ადამიანის აზროვნებაში მთავარია სწორი რაკურსი და მასშტაბი. ფაქტი ისაა, რომ ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია დიდი მასშტაბით აზროვნება. ადამიანთა მინიმუმ 55% აზროვნებს ძალიან ვიწროდ და მცირე მასშტაბებში. ეს ნიშნავს იმას, რომ არქონტული ძალების ზეგავლენით ადამიანთა უდიდესი ნაწილის "აზროვნება" არ სცილდება საკუთარი სახლის, უბნის ან საუკეთესო შემთხვევაში ქალაქის საზღვრებს. ზოგიერთი ოდნავ უფრო შორს მიდის და მსჯელობს დიდი დიდი ერთი კონკრეტული "სახელმწიფოს" ფარგლებში. ცოტას თუ უჩნდება ნიჭი და უნარი რომ იაზროვნოს პლანეტარული მასშტაბით და კიდევ უფრო ცოტას რომ იაზროვნოს ინტერპლანეტარული ან გალაქტიკური მასშტაბით და ასეთები ერთეულები ან ათეულები თუ არიან, მეტაგალაქტიკურ და მეტასივრცულ დონეებზე და მასშტაბებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ისინი ამბობენ "მე ზედმეტად დაკავებული და ჩაფლული ვარ მიწიერ საქმეებში რომ სამყაროებზე ვიფიქრო და საერთოდ ეგ მე საერთოდ არანაირად არ მეხება" და სწორედ აქ ისინი ცდებიან. როგორ არ ეხებათ ეს მათ? ჯერ ერთი ის რომ ჩაფლულნი არიან მიწიერ რუტინაში სულაც არაა კარგი და მეორეც; სამყაროები პირდაპირ კავშირში არიან ადამიანთან, რომელიც კოსმიური მასშტაბებით წერტილზე ნაკლებია, მეტაგალაქტიკაში რამე კატასტროფა რომ მოხდეს, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს რა არაფერი დააკლდებათ და არაფერი დაემართებათ? ადამიანთა უმეტესობა არის ლენჩი ბაბუინი. დროა აიხედოთ ცაში და დაინახოთ ვარსკვლავები. ნუ ხართ მიწიერ ჩარჩოებში მოქცეულნი. უხარისხო ბიომასა ჰყვირის რომ აქვს "უფლებები" რადგანაც ნერვული სისტემა გააჩნია... უკაცრავად მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს... ადამიანი რომელიც არ იყენებს ინტელექტს და ცხოვრობს ცხოველივით იმსახურებს მხოლოდ ერთს – სიკვდილს. დედამიწაზე მილიონობით უჯიშო ბიონაგავია რომლებიც ქორწინდებიან და ქმნიან ოჯახებს, ტყნაურობენ და ყრიან ლეკვებს ანუ "აჩენენ ბავშვებს", ოცნებობენ კარგ სამუშაოზე და დროსტარებაზე, მაგრამ თავში მხოლოდ ნახერხი უყრიათ და გეოგრაფიის, ისტორიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და რელიგიის ფილოსოფიის მარტივი საფუძვლებიც კი არ იციან. თქვენ გინდათ მითხრათ რომ ადამიანის უფლებები ცოდნით არ იზომება და ამ ბიომასას უვიცს აქვს რაიმეს "უფლება"? და... საშუალება რომ მქონდეს იმაზე უფრო დიდ "საშინელ რეპრესიებს" მოვუწყობდი რაც თავის დროზე ჰიტლერმა და მუსოლინიმ ჩაუტარეს ოპონენტებს და მოწინააღმდეგეებს. და საერთოდაც არ მრცხვენია და არც არასოდეს "მოვინანიებ" ამას. მე სწორს ვამბობ. იცოცხლოს მხოლოდ იმან ვინც ამას ცოდნით დაიმსახურებს, თორემ ისედაც გვიჭირს 7 000 000 000 ხორცის ნაჭრის გამოკვება რადგანაც რესურსები არ გვყოფნის. მოვიშოროთ დაბალი გონების "ხალხი" და რესურსებიც გვეყოფა. რასიზმი და ნაციზმი სისულელეა, მაგრამ უცოდინართა და ურწმუნოთა ლიკვიდაცია სულაც არაა "აღმაშფოთებელი".
-
მსოფლიოში ბევრი რელიგია არსებობს. რელიგიები იყოფიან ორ ჯგუფად: 1) აბრაამული და 2) მისტიკურ ოკულტური. ინდუიზმი და ბუდიზმი განეკუთვნებიან მისტიკურ ოკულტურ რელიგიათა კატეგორიას. ოკულტურ რელიგიებში აბრაამულისგან რადიკალურად განსხვავებული დოქტრინაა. როგორ ეს? ოკულტურ რელიგიებში უარყოფილია მონოთეიზმი. ინდუიზმში არის შემდეგი განშტოებები: 1) ვიშნუიზმი 2) შივაიზმი 3) ადვაიტა სმარტიზმი 4) საურიზმი 5) განაპატიზმი 6) შაკტიზმი და კიდევ რამდენიმე სკოლა. ბუდიზმში სამი ძირითადი მიმდინარეობა: 1) ჰინაიანა (ყველაზე მარტივი) 2) მაჰაიანა (უფრო რთული ფორმა) და 3) ვაჯრაიანა (ბუდიზმის ყველაზე ოკულტური ფორმა, ტანტრისტული ბუდიზმი). რაშია პრობლემა? რაში და იმაში რომ ეს სკოლები ერთმანეთს ებრძვიან! ეს სკოლები ვერ ხვდებიან რომ პრაქტიკულად ერთი და იგივე ჭეშმარიტებას ამბობენ, უბრალოდ სხვადასხვა მომენტებზე აკეთებენ აქცენტს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად ვიშნუიტები მიიჩნევენ რომ ყველაზე მთავარი და ძლიერი არის ვიშნუ, ისაა ყოფიერების ბატონი, შივაიტები მიიჩნევენ რომ შივა არის მთავარი, არა მხოლოდ როგორც პიროვნული უფალი (იშვარა) არამედ როგორც უპიროვნო სული (პარამაშივა ანუ პარაბრაჰმანი), ხოლო შაკტი არის მისი ძალა და მდედრობითი ასპექტი. შაკტისტები მიიჩნევენ რომ მთავარი არის შაკტი, ისაა ყველაფრის მბრძანებელი და ყოველივე მისგან მოდის და მისგან იმართება. საურები მზის უფალ სურიას ადიდებენ, განაპატიელნი უფალ განეშას. ჰინაიანელი ბუდისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მისტიკურ ძალებს, ღმერთებს და ა.შ. მათთვის მთავარია ის რომ ბუდა იყო ადამიანი რომელიც გახდა განათებული და გადავიდა ნირვანაში, ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. მაჰაიანაში და ვაჯრაიანაში არსებობს თითქმის ისეთივე რთული და დახვეწილი მეტაფიზიკური და მისტიკური თეორიები, როგორც ინდუიზმში. არსებობს უზენაესი ბუდა (ადიბუდა) და მას აქვს ორი ასპექტი; მამრობითი და მდედრობითი. ვლინდება იგი როგორც; დჰიანა ბუდა, დჰიანა ბოდჰისატვა და მანუში ბუდა და კიდევ მრავალი სხვა ფორმით. ყველა არსებაში არის შინაგანი ბუდა. ყველას შეუძლია გახდეს ბუდა, მაგრამ ადამიანისთვის ეს ყველაზე მარტივია. არსებობს ერთიანი უსაწყისო და უსასრულო მარადიული კინეტიკური ცნობიერება საცავი – ალაია ვიჯნანა იგივე სარვასატვა. სარვასატვა ესაა უმაღლესი მე ყველა ცოცხალი არსებისა. ალაია ვიჯნანა ესაა ერთიანობა უქმნელი ინდივიდუალური ცნობიერებებისა. ალაია ვიჯნანა ესაა კოლექტიური ზეცნობიერი. მე არ მესმის, რა აწუხებთ ამ ფილოსოფიურ სკოლებს? ნუთუ ვერ ხვდებიან ელემენტარულს? არ აქვს მნიშვნელობა ვისზე აკეთებ აქცენტს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიგაჩნია მთავრად და ყველაზე მეტად ვინ გიყვარს, ვიშნუ, შივა, შაკტი, განეშა თუ ვინმე სხვა... ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ უბრალოდ არ გესმით. ახლავე ავხსნი თუ როგორ მესმის მე ეს: ღმერთს გააჩნია მრავალი ასპექტი და ფორმა, უპიროვნო ღმერთი შედგება მამრობითი ასპექტისგან და მდედრობითი ასპექტისგან, ესაა ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი. სამანტაბჰადრა ესაა იგივე პარამაშივა ან უმაღლესი ვიშნუ და საერთოდაც ნირგუნა ბრაჰმანი ანუ ღმერთი თვისებებისა და ატრიბუტების გარეშე როგორც უპიროვნო საწყისი ესაა ყველა ცოცხალი არსების უმაღლესი მე როგორც მამრობითი საწყისი და მამრობითი ასპექტი ღმერთისა. ნირგუნა ბრაჰმანი ვლინდება როგორც პიროვნული ტრიმურტი ანუ სამი იშვარა – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომელია თქვენთვის მთავარი თვითონ გადაწყვიტეთ, ისე კი სამივე თანასწორი და თანაბარია. მათ ჰყავთ მეუღლეეები ანუ მდედრობითი იპოსტასები. სამი დიადი ქალღმერთი: მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი და მაჰაკალი ესენია სამი ენერგია: სრიშტი შაკტი – ემანაციის ენერგია, სტხიტი შაკტი – დაცვის ენერგია და სამჰარა შაკტი – განადგურების ენერგია. სამი შაკტი ანუ სამი ქალღმერთი (ტრიდევი) ესენია უზენაესი შაკტის ანუ უპიროვნო ღმერთის მდედრობითი ასპექტის – პარამაშაკტის ემანაციები და პიროვნული ფორმები და სამივე თანასწორია. ყველა მდედრი ესაა ტრიდევის ავატარა, ხოლო ყველა მამრი ესაა ტრიმურტის ავატარა. ჩვენ ყველანი ღმერთის პიროვნული ფორმის მამრობითი და მდედრობითი ავატარები ვართ და ვფლობთ ბუდას პოტენციალს. არსებობენ სამი ტიპის ჯივები ანუ ცოცხალი არსებები: 1) შუდჰა ჯივა – მუდმივად განათებული და სუფთა 2) სანსარინ ჯივა – დაბნელებული და დაბინდული და 3) მუქტა ჯივა – განთავისუფლებული. ჯივა ესაა ბრაჰმანის ნაწილი და ჩნდება მაშინ როცა ბრაჰმანის მესამე თვისება "ანანდა" (ნეტარება) იბინდება და ბნელდება. მატერიალურ სამყაროში არსებობს მხოლოდ "სატ" ანუ ბრაჰმანის არსებობა, ხოლო დანარჩენი ორი თვისება "ჩიტ" (ცნობიერება) და "ანანდა" (ნეტარება) დაბინდულია და დეფორმირებული. ღმერთს აქვს სიბრძნე და მოქმედების უნარი. მატერიალური კოსმოსის წარმოშობა და განადგურება აიხსნება ღმერთის ენერგიით (შაკტი). არსებობს მრავალი გზა ღმერთისკენ მიმავალი, როგორც ცოდნის ისევე სიყვარულის და ა.შ. მატერიალური სამყარო აღვსილია ბრაჰმანით. მეტიც, მატერიალური სამყარო ღმერთის იდენტურია, ღმერთი არის თავად სამყარო. მატერიალური სამყარო არის არასწორად გაგებული ბრაჰმანი (ღმერთი). სინამდვილეში სივრცე, დრო, მატერია და ა.შ. არის ბრაჰმანის (ღმერთის) განუყოფელი ნაწილები და წარმოადგენენ ღმერთის არსის ნაწილებს. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ სუფთა ყოფიერება. ჩვენ დამახინჯებულად აღვიქვამთ სამყაროს. სამყარო ესაა რეალური და ნატიფი სულიერი ბრაჰმანი. ბრაჰმანისგან განცალკევებულად არაფერი არ არსებობს და ყველა და ყველაფერი არის ბრაჰმანი და ბრაჰმანში. არსებობს სამი შაკტი: პარაშაკტი, პარააპარაშაკტი და აპარაშაკტი ანუ სულიერი, საშუალო და ფიზიკური ენერგიები. არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებთ უმაღლეს სულს მამრობით ასპექტში ან მდედრობით ასპექტში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იშვარა შივა არის უპიროვნო შივას პიროვნული გამოვლინება, მაგრამ უმაღლესი შივა არის იმავდროულად უმაღლესი ვიშნუც. უზენაესი სული და უზენაესი ენერგია აერთიანებენ ყველა ცოცხალ არსებას, ყველაფერს რაც კი არსებობს. კოსმიური სული და კოსმიური მატერია ესაა ერთი ღვთაებრივი რეალობის ორი თანამარადიული განზომილება. სულიც და მატერიაც = მარადიული უფალი. ჯივა = უფალი. კალა (დრო) = უფალი. აკაშა (სივრცე) = უფალი. უპიროვნო სული = უფალი. კოსმიური გონი = უფალი. არ არსებობს არაფერი ღმერთის გარდა. ყველაფერი = ღმერთი. არსებობს ინდივიდუალური ცნობიერება (ჯივატმანი) და არსებობს უზენაესი უპიროვნო ზეცნობიერება (ატმანბრაჰმანი) და ორივე რეალურია. ინდივიდი ესაა უზენაესის ფრაგმენტი და ემანაცია–რადიაცია. ინდივიდუალური ცნობიერება (ჯივა) და უნივერსალური ზეცნობიერი (პარაბრაჰმანი) ესენია ერთი რეალობის ორი განზომილება. ჯივა ფლობს ღვთაებრივ ბუნებას. ღვთაება არაა მხოლოდ უპიროვნო პარაბრაჰმანი. ღმერთი არის ყველა და ყველაფერი. უბრალოდ პარაბრაჰმანი ესაა უზენაესი რეალობა, მაგრამ არა ერთადერთი ჭეშმარიტი. ტრიმურტი და ტრიდევი სუფევს თითოეული ჯივას სხეულში. ნებისმიერი ჯივა ესაა ტრიმურტის და ტრიდევის ავატარა. არსებობენ სხვადასხვა ტიპის ავატარები. ყველაზე სუსტი ავატარა ესაა – ამშაავატარა. ღვთაების უპიროვნო და პიროვნული არსი სუფევს ყველაფერში. შივა ყველაფერშია, ისევე როგორც შაკტი, ვიშნუ და ა.შ. არსებობს სამი სამყარო: 1) ფიზიკური სამყარო (ბჰურ ლოკა) 2) ასტრალური სამყარო (ანტარ ლოკა) და 3) კაუზიური სულიერი სამყარო (კარანა ლოკა). ფიზიკურ რეალობაში არის ჯაგრატ – ფიზიკური ცნობიერება, ასტრალურში სვაპნა – ასტრალური ცნობიერება და კაუზიურში სუშუპტი – კაუზიური ცნობიერება. არის კიდევ უფრო მაღალი ცნობიერება – ტურია (ატმანბრაჰმანი). მატერიალური სამყაროს სამივე განზომილება არის ღმერთის სხეული. მატერია ესაა ღმერთის არსის ნაწილი. კაუზიური სამყაროს ზედა ნაწილი შედგება 4 განზომილებისგან: 1) უსასრულო სივრცის განზომილება 2) უსასრულო ცნობიერების განზომილება 3) უსასრულო არაფრის განზომილება 4) უსასრულო ერთიანობის განზომილება კაუზიური სამყაროს "მიღმა" იმყოფება ადიბუდა ანუ პარაბრაჰმანი. უფრო ზუსტად, უზენაესი რეალობა ესაა უპიროვნო ბრაჰმანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ იშვარა და სამი სამყარო არაა რეალური. იშვარა ესაა პიროვნული ღმერთი, ხოლო სულიერი, ასტრალური და ფიზიკური რეალობები პიროვნული უფლის სამი მდგომარეობა, მისი სამი ფორმა.
-
- კაუზიური სამყარო
- შივა
-
(and 8 more)
Tagged with:
-
მოსეს რჯული ახდენს სექსუალობის დემონიზებას. მოსეს რჯულის მიხედვით სექსუალობა (განსაკუთრებით ლგბტ) არის "ცოდვა". მოსეს რჯული მოცემულია უმაღლესი ეონების წინააღმდეგ აჯანყებული უმდაბლესი ვარსკვლავური სულების – არქონტების მიერ. არქონტები და მათი შთამომავალი რეფტილოიდები და ნაცრისფერები არიან ენერგეტიკული პარაზიტები. ამ პარაზიტებს აქვთ ალერგია სექსუალურ ენერგიაზე. სექსუალური ენერგია არის ის რაც ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას და ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს აჯანსაღებს, ადამიანი ასხივებს პოზიტიურ ენერგიას. სექსუალობის დემონიზაცია ესაა არქონტების პოლიტიკა. შუმერულ მითოსში კაცობრიობა დაღუპა ბოროტმა "ღმერთმა" ენლილმა, რომელიც "შეწუხდა ადამიანთა ხმაურისგან". იუდაისტურ და საერთოდ აბრაამულ წყაროებში ნათქვამია რომ "უფალმა" ატლანტიდა დაანგრია იმიტომ რომ ისინი იყვნენ ურჩნი, მისდევდნენ ლიბერტინიზმს. სატანიზმის და გნოსტიციზმის მიხედვით თავისუფლების მოყვარე ატლანტები დაღუპეს ბოროტმა ანგელოზებმა – არქონტებმა. კარპოკრატე ალექსანდრიელმა და მისმა შვილმა ეპიფანემ, მენანდრე სამარიტელმა და მისმა მოძღვარმა სიმონ მოგვმა და ბარბელიოტებმა იგივე ვორვორიტებმა ეს იცოდნენ. ლენინმაც იცოდა ეს, მარქსიც, ენგელსიც და ნიცშეც საქმის კურსში იყვნენ. დაფიქრდით ამის შემდეგ რა არის ეს "ასკეზა" და "მოსეს რჯული", რატომ მიდის სექსის დემონიზაცია და რატომ არსებობს ცენზურა, ვინ არიან არქონტები და რატომ აქვთ მათ ალერგია ადამიანის სექსუალურ ენერგიაზე. ნუ მიიღებთ მოსეს რჯულს ან მსგავს დოგმატებს, რადგან მათი ანტისექსუალობის უკან იმალებიან ასტრალური პარაზიტები – არქონტები. მათი მიზანია ადამიანური ფსიქიკის დათრგუნვა.
- 1 reply
-
- გნოსტიციზმი
- სატანიზმი
-
(and 5 more)
Tagged with:
-
სამყაროში უამრავი ღმერთი და ქალღმერთი არსებობს, მარტო ინდუიზმში არის 333 000 000 ღმერთი და ქალღმერთი(!). მიუხედავად ამისა იუდეველთა „უფალი ღმერთი“ იმდენად ამპარტავანი და ქედმაღალია, რომ საკუთარი თავი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მიაჩნია და დასცინის სხვა ღმერთებს. იუდეველთა „უფალი“ ქედმაღლურად იძახის: „მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას -გამოქანდაკებულ კერპებს.“ (ესაია 42-8). „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.“ (ესაია 43-10). „მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!“ (ესაია 43-11). „ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.“ (ესაია 44-6). „ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი.“ (ესაია 44-7). „ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.“ (ესაია 45-22). „გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი.“ (ესაია 46-9). ბიბლიური „უფალი“ დაჟინებით იმეორებს, რომ ჭეშმარიტი ღმერთია, რაც სიცრუეა. რუთის წიგნში წერია, რომ „უფალმა“ 50 070 ადამიანი დახოცა „რჯულის“ კიდობანში ჩახედვის გამო. იქ წერია: „მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.“ (რუთი 6-19). მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, მეცნიერებმა – გრემ ჰენკოკმა, ჯიორჯიო ცუკალოსმა, ერიხ ფონ დანიკენმა, დევიდ ჩაილდრესმა და სხვებმა, გამოთქვეს მოსაზრება, რომ ე.წ. „რჯულის კიდობანი“ წარმოადგენს ბირთვული ენერგიის გენერატორს, რომელიც სასიცოცხლოდ სახიფათო რადიაციას ასხივებს, რაც გახდა კიდეც მისი მიზეზით ათასობით ადამიანის რადიაციული დაავადებით დაღუპვის მიზეზი. ცხადია, რომ ეს გენერატორი უცხოპლანეტელმა იეღოვამ ებრაელებს გადასცა, მაგრამ რა მიზნით უცნობია.
-
- პოლითეიზმი
- მონოთეიზმი
-
(and 5 more)
Tagged with: