Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'შივაიზმი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 3 results

  1. ტანტრიზმში, კონკრეტულად კი კუბჯიკა-ტანტრაში ნათქვამია: "შივა შაქტის გარეშე არის - გვამი". ეს ნიშნავს იმას, რომ მამაღმერთი დედაღმერთის გარეშე, ღვთაებრივი შემოქმედებითი ენერგიის გარეშე არის უსიცოცხლო გვამი და სხვა არაფერი. ღმერთში არსებობს ორი ასპექტი: მამრობითი და მდედრობითი, შაქტი ესაა ცოცხალი დედაბუნება, დინამიური ენერგია, რომელიც მამრობითი ასპექტისგან განუყოფელია. შივა და შაქტი ერთი მთლიანია და სამყარო არის მათი ცოცხალი სხეული, მათი გაგრძელება. შივა და შაქტი არის ყველგან. ესაა პანენთეისტური დოქტრინა, რომელიც აღიარებს უფლის პიროვნულ და უპიროვნო ასპექტებს და მრავალი ემანაციის და ინკარნაციის არსებობას. ქაშმირული შივაიზმის და შაქტიზმის თანახმად ცოცხალი არსება (ჯივა) ესაა აბსოლუტის მინი-ვერსია, მისი გაგრძელება, ადამიანი, ფლორა, ფაუნა, კოსმიური ობიექტები, ესენია უფლის გამოვლინებები და ფლობენ ღვთაებრივ ბუნებას. შივა-გიტაში წერია: განთავისუფლებას და უფლის სავანეს მიაღწევს არა ის, ვინც იძახის - "მე ვარ შივა! მე ვარ შივა!", არამედ ის, ვისაც უყვარს უფალი და ემსახურება მას სიყვარულით და მორჩილებით აღსავსე ცნობიერებით. ეს ნიშნავს იმას, რომ შივაიტურ და შაქტისტურ რელიგიებში, განსხვავებით შანკარას ადვაიტასგან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბჰაქტი და ტანტრა-იოგას, და ბევრად უფრო ნაკლები კლასიკურ ჯნანას (გიანას). შივას და შაქტის ერთგულისთვის მთავარია უფლის სიყვარული და არა მის უპიროვნო ასპექტში განმქვრევა და ინდივიდუალობის სრული დაკარგვა "ჭეშმარიტების გაცნობიერებით". შანკარა ამბობს: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - არარეალურია", ხოლო შრი აბჰინავაგუპტა და შრი ვასუგუპტა (შივას და შაქტის ერთგულნი) ამბობენ: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - რეალურია" და უმატებენ: "სამყარო ესაა შივა + შაქტი". შივას და მისი მარადიული დედოფლის ერთგულთათვის მთავარია სულიერი ექსტაზი და სიყვარულით მსახურება და არა უპიროვნოზე მედიტირება. აბრაამული თეიზმის მთავარი პრობლემაა სექსუალური ენერგიის დესაკრალიზება და აბსოლუტში ქალური ასპექტის სრული უარყოფა, რამაც მიგვიყვანა ნიცშეს მიერ დეკლარირებულ "ღმერთის სიკვდილამდე". გავიხსენოთ რა წერია ტანტრებში, თუ შაქტის გარეშე მამაღმერთი არის - გვამი, მაშინ ცხადი ხდება თუ რატომ მოახდინა ფაქტის კონსტატირება ფ. ნიცშემ, როდესაც თქვა: "ღმერთი მოკვდა! ჩვენ მოვკალით იგი! ახლა კი გვსურს, რომ იცოცხლოს ზეკაცმა!", რაც ნიშნავს იმას, რომ აბრაამის მიმდევრებმა უფალში მდედრობითი ენერგიის, მაცოცხლებელი ენერგიის - დადაბუნების უარყოფით მოკლეს საკუთარი ღმერთი და დასავლური ბიბლიური "ცივილიზაცია" უკვე 400 წელზე მეტია რაც იხრწნება ცოცხლად, რადგანაც მინიმუმ 400 წელი მაინც არის გარდაცვლილი. მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ათეისტების და ტრანსჰუმანისტების რაოდენობა, რომლებიც არიან კიდეც "იდეალური ზეკაცები", ბილა-სვარგას დემონების მსგავსნი, რომლებიც ებრძვიან უფალს. მეცნიერული ათეიზმის წარმოშობა და განვითარება, არის უფალში ქალურის უარყოფის და თავად მამაზეციერის სიკვდილის ლოგიკური რეზულტატი. ბიბლიური მამა ღმერთი რეალურად მოკვდა და ის მისივე მიმდევრებმა მოკლეს. მამა არ არსებობს დედის გარეშე. დიაკონმა კურაევმა ერთხელ თქვა: "მონოთეიზმი განვითარდა წარმართობიდან, როდესაც უკვე სამყაროს დასაბამში არის ერთი უფალი, ერთი საწყისი, რომელსაც არ სჭირდება მეუღლე", მაგრამ ეს არის საზიზღარი ტყუილი, მამა ვერ იარსებებს დედის გარეშე. მამაღმერთი არ არსებობს ზეციური დედის გარეშე. უკანასკნელი მეცნიერული კვლევებიც მოწმობენ, რომ ბიბლიურ უფალს ჰყავდა მეუღლე და მას ერქვა - აშერა. უფალში მდედრობით საწყისს აღიარებენ კაბალისტები და უწოდებენ მას - შეჰინას. შეჰინა თარგმანში ნიშნავს "უფლის დიდებას", ხოლო შაქტი - "უფლის ენერგიას, ძალას"... არაფერი გახსენდებათ? შაქტი და შეჰინა ერთი და იგივეა ანუ საბოლოოდ იუდეველებს მაინც არ გამოუვიდათ უფალში ქალურის უარყოფა, თუმცა ზოგიერთები შეჰინას უპიროვნო ძალად განიხილავენ. მამრობითი არ არსებობს მდედრობითის გარეშე, როდესაც ბრაჰმანმა მოისურვა გამხდარიყო მრავალი, ის გახდა მრავალი, ჯერ იშვნენ შივა-ტატვა და შაქტი-ტატვა, ხოლო მათგან მრავალი სხვა ფორმა სიცოცხლისა და სამყაროთა მირიადები. ყველა და ყველაფერი არის შივა-ტატვას და შაქტი-ტატვას ემანაცია. კოსმოსი, ისევე როგორც ცოცხალი სულები (ჯივები), წარმოადგენენ უფლის (აბსოლუტის) კოსმიურ სხეულს, მის გაგრძელებას. აბსოლუტი ყველაფერშია. განთავისუფლება, არის აბსოლუტთან დაკარგული კავშირის აღდგენა და საკუთარი შინაგანი მე-ს გამოღვიძება.
  2. სატგურუ შივაია სუბრამუნიიასვამი „შივაიზმის ექვსი სკოლა“ (თარგმნა – ღვთისავარ ჩაბრავამ) მშვიდობის, გასხივოსნების და სულიერი განთავისუფლების ძიების პროცესში შეუძლებელია უფრო ლმობიერი და მისტიკური, უფრო გავრცელებული და უფრო ძველი გზის პოვნა, ვიდრე შივაიტური ინდუიზმი. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე შივაიზმმა წარმოშვა სულიერი ტრადიციებისა და მიმდინარეობების მთელი სიმრავლე, რომელთაგან თითოეული ფლობს უნიკალურ ფილოსოფიურ-კულტურულ-ლინგვისტურ თვისებებს და ახალი წელთაღრიცხვით 1100 წლამდე დომინირებდა მთელს ინდოეთში, ჰიმალაებიდან შრი-ლანკამდე, ბენგალის ყურიდან არაბეთის ზღვამდე. ამ განყოფილებაში ჩვენ საერთო კონტურებში წარმოვიდგენთ ექვს მთავარ ტრადიციას, რომლებიც გამოიკვეთებიან თანამედროვე შივაიზმის კონტექსტში. ესენია შაივა-სიდჰანტა, პაშუპატა-შივაიზმი, ქაშმირული შივაიზმი, ვირა-შივაიზმი, სიდჰა-სიდჰანტა და შივა-ადვაიტა. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ეს არის ფორმალური და რამდენადმე ინტელექტუალური დაყოფა, როგორი სასარგებლოც არ უნდა იყოს იგი, ის ვერანაირად ვერ იქნება შივაიზმის ამომწურავი აღწერა და არც მისი ტრადიციების ერთადერთი შესაძლო სია. რეალური შივაიზმი ბევრად უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია, ვიდრე ამ სქემაშია წარმოდგენილი. არსებობს მაგალითად შივაიზმის ნაირსახეობა, რომელსაც მისდევს 13 000 000 ადამიანი ნეპალში და 55 000 000 ინდუიზირებული იავანელი ინდონეზიელი, რომლებიც ეთაყვანებიან უფალ შივას ბატარას სახელით. გაიფიქრეთ აგრეთვე მილიონობით სმარტისტი და სხვა უნივერსალისტების შესახებ, რომლებმაც მიიღეს განეშა, მურუგანი ან შივა თავიანთი რჩეული ღვთაების როლში ან აიაპანა უამრავი მიმდევარი რომლებიც ახორციელებენ ღვთისმსახურებას ღმერთ მურუგანის სამხრეთ ინდურ ტაძრებში. ამასთან არ შეიძლება მხედველობიდან გავუშვათ ის ფაქტი, რომ ქაშმირული შივაიზმის მილიონობით მიმდევრიდან მხოლოდ ერთი მუჭა ხალხი აკავშირებს თავს ფორმალურად სკოლასთან, რომელსაც ეწოდება „ქაშმირული შივაიზმი“. ამგვარადვე თამილნადის სამხრეთ ინდურ შტატშიც, სადაც შივას ეთაყვანება 55 000 000-ზე მეტი ადამიანი, მხოლოდ კარგად ინფორმირებული უმცირესობა უწოდებს საკუთარ თავს შაივა-სიდჰანტინებს. ამ ექვსი სკოლის და მათი ტრადიციების ჩვენი განხილვა დაფუძნებულია ისტორიულ ინფორმაციაზე. ისტორიულ წყაროებში არის სერიოზული პრობლემები, მაგრამ ყოველ მომენტში როდესაც წარსული წევს თავის საფარველს, ჩვენ ვხედავთ, რომ შივას თაყვანისცემა არსებობს. ინდის ხეობაში 8000 წლის წინ აკეთებდნენ დამღებს, რომლებზეც უფალი შივა გამოისახებოდა როგორც უფალი პაშუპატი, მჯდარი იოგონურ პოზაში. „რამაიანაში“, რომელსაც ასტრონომიული მეთოდებით ათარიღებენ ძვ. წ – ით 2000 წლით უფალი რამა ეთაყვანება შივას, როგორც მისი მოწინააღმდეგე რავანა. „მაჰაბჰარატაში“ რომელსაც ათარიღებენ ძვ. წ – ით 1300 წლით ჩვენ კლავ ვხვდებით შივას თაყვანისცემას. ბუდა დაიბადა ძვ. წ – ით 624 წელს შივაიტურ ოჯახში და იმ დროის ისტორიული ჩანაწერები საუბრობენ შივაიტ ასკეტებზე რომლებიც ქვეყანაში ხეტიალობდნენ და უმეტესწილად ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც დღეს. შივაიზმის უკლებლივ ყველა სკოლის საფუძველია შაივა-აგამები. აგამების ფილოსოფია თეისტურია ე.ი. მათში შივა წარმოგვიდგება როგორც უზენაესი ღმერთი, იმანენტური და ტრანცენდენტური ერთდოულად, რომელიც იღებს თაყვანისცემას როგორც პიროვნული ღმერთი და მიიღწევა იოგის გზით. ეს თეისტური კონცეფცია წითელ ზოლად გასდევს ყველა შივაიტურ სკოლას. ფილოსოფიური თვალსაზრისით აგამიკური ტრადიცია შეიცავს შემდეგ დოქტრინებს: 1) შივას ხუთი წყალობა ანუ ენერგია: შემოქმედება, დაცვა, განადგურება, დაფარვა და გამოცხადება; 2) სამი კატეგორია: პატი, პაშუ და პაშა – ღმერთი, სული და ბორკილები; 3) ბორკილების სამი სახეობა: ანავა, კარმა და მაია; 4) შივას სამმაგი ენერგია – იჩხა-კრია და ჯნანა-შაკტი; 5) ოცდათექვსმეტი ტატვა ანუ ყოფიერების კატეგორიები, მატერიის ხუთი ელემენტიდან ღმერთამდე; 6) სადგურუს და ინიციაციის აუცილებლობა; 7) მანტრას ძალა; 8) ოთხი პადა: ჩარია, კრია, იოგა და ჯნანა. შივაიზმის ცალკეული სკოლებისა და მიმდინარეობების შესწავლისას მხედველობაში გქონდეთ, რომ ყველანი ისინი მისდევენ ამ სწავლებას. ჩვენი განხილვა, რაც ბუნებრივია, იქნება კონცენტრირებული სხვადასხვა სკოლებს შორის განსხვავებებზე, მაგრამ განსხვავებებმა არ უნდა დაფარონ შთამბეჭდავი მსგავსება, არსებული როგორც რწმენაში, ისევე პრაქტიკაში. შაივა-აგამები მოიცავენ მონიზმს, დუალიზმს და აგრეთვე შუალედურ ფილოსოფიურ სისტემებს. ამიტომაც სხვადასხვა სკოლები შეიძლება იდგნენ სხვადასხვა ფილოსოფიურ პლატფორმებზე და იმავდროულად ეყრდნობოდნენ აგამებს. ქაშმირული შივაიზმის ტრადიცია ამტკიცებს, რომ შივამ სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების ადამიანებს განუცხადა სხვადასხვა ფილოსოფია, რათა თითოეულ ადამიანს შეეძლოს გაიაროს სულიერი გზა და მიაღწიოს ღმერთისა და ადამიანის შინაგან ერთიანობას. ამასთან შივას მიმდევრებიდან ცოტა თუ იცნობს აგამებს. კითხვა და წერა იყო სპეციალურად მომზადებული მწიგნობრების პრეროგატივა და დღესდღეობითაც კი აგამები ინახება იმავე ილაის ფოთლებზე, რომლებითაც ისინი გადაეცემოდა თაობიდან თაობას. აგამიკური ფილოსოფია და პრაქტიკა ჩვეულებრივ ადამიანებს გადაეცემათ სხვა არხებით, რომელთაგან ერთ-ერთია შაივა-პურანები. ღმერთების ცხოვრების შესახებ ზეპირსიტყვიერი გადმოცემების ეს კრებულები გაჟღენთილია აგამიკური ფილოსოფიით. მაგალითად „შაივა-პურანა“ აცხადებს: „შივა არის დიადი ატმანი, რამეთუ ის არის ყველაფრის ატმანი, ის მარადიულად დაჯილდოვებულია დიადი თვისებებით. ერთგულმა უნდა გააცნობიეროს რომ შივა მისი იდენტურია: „მე – ვარ მხოლოდ შივა““. აგამიკური ფილოსოფიის მეორე არხია – შივაიტური ტაძარი, იმდენად რამდენადაც ტაძრების სტრუქტურა და საეკლესიო რიტუალების აღსრულება დგინდება სწორედ აგამებში; პრინციპში ეს არის აგამების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა. სასულიერო პირები ხელმძღვანელობენ სპეციალური მითითებებით (პადჰატი), რომლებშიც განზოგადებულია ყველა ინსტრუქცია ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, რომლებსაც მოიცავენ შაივა-აგამები. მესამე არხია – შივაიტი წმინდანების გალობები და ბჰაჯანები, რომლებიც მთელი თავიანთი უბრალოებისა და სიმარტივის მიუხედავად, ატარებენ მძლავრ ფილოსოფიურ შინაარსს. მეოთხე არხია – გურუებისგან, პანდიტებისგან, შასტრებისგან, ღვთისმსახურებისგან და უხუცესებისგან ზეპირსიტყვიერი რჩევა-დარიგებები. ასე რომ შივაიზმი არ წარმოადგენს ერთიან იერარქიულ სისტემას, არამედ ესაა ათასობით, დიდი და მცირე სულიერი ტრადიციის კრებითი სახე. ზოგიერთი მათგანი – ორთოდოქსული და კეთილშობილი ტრადიციებია, სხვები – ხატმებრძოლურები, მესამეები – მაგალითად, კაპალიკები და აგჰორები – მკაცრად ასკეტურები, ექსცენტრიულები და ორგიულები. ზოგიერთებისთვის შივა ეს არის მძლავრი, მრისხანე, შემზარავი დამანგრეველი, მაგრამ უმეტესობისთვის ის არის – განხორციელებული სიყვარული, თანაგრძნობით სავსე ნაზი ღმერთი. თითქმის ყველა, შივას მილიონობით მიმდევრისთვის შივაიზმი – ეს არის არა ფილოსოფია, არამედ თავად სიცოცხლე. მათ უბრალოდ უყვართ შივა და მიყვებიან საკუთარი ოჯახისა და საძმოს პაყივსაცემ ტრადიციებს. ეს ადამიანები დადიან ტაძრებში და აღნიშნავენ თავიანთი სიცოცხლის გადამწყვეტ მომენტებს წმინდა საიდუმლოებებით. ისინი ეწევიან მომლოცველობას, ყოველდღიურად ლოცულობენ, პრაქტიკაში ახორციელებენ მედიტაციას და იოგას დისციპლინებს. ისინი გალობენ წმინდა ჰიმნებს, ისმენენ მოთხრობებს პურანებიდან და იმეორებენ ლექსებს წმინდა წერილიდან. საკმაოდ სასარგებლოა განვიხილოთ ფორმალური იდეური ნაკადები, რომლებიც კვებავენ და ამტკიცებენ ამ რელიგიას და ჩვენ ვიწყებთ შივაიზმის ექვსი სკოლის მოკლე აღწერას ყველაზე გავლენიანი სკოლით, შაივა-სიდჰანტათი. შაივა-სიდჰანტა: შაივა-სიდჰანტა არის უძველესი, ყველაზე ენერგიული და ყველაზე ფართოდ გარვცელებული სკოლა შივაიტური ინდუიზმისა, რომელიც მოიცავს მილიონობით მიმდევარს, ათასობით მოქმედ ტაძარს და ათეულობით ბერ-მონაზვნურ და ასკეტურ ტრადიციას. მიუხედავად სიდჰანტას პოპულარობისა, მისი დიდებული წარსული როგორც სრულიად ინდოეთის რელიგიისა, ნაკლებად არის ცნობილი ადამიანთათვის, ხოლო თანამედროვე სიდჰანტა გაიგივებულია ძირითადად მის სამხრეთ ინდურ თამილურ ფორმასთან. ტერმინი შაივა-სიდჰანტა ნიშნავს „შივაიზმის უკანასკნელი ანუ აღირებული დასკვნები“. ეს არის ღვთაებრივი გამოცხადებების ფორმალური თეოლოგია, რომელიც გადმოცემულია 28 შაივა-აგამაში. შაივა-სიდჰანტას „სუფთა“ (შუდჰა) ტრადიციის ჩვენთვის ცნობილი პირველი გურუ იყო მაჰარიში ნანდინატხა ქაშმირიდან (ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ – ით 250 წლებში), რომელიც ნახსენებია პანინის გრამატიკის წიგნში, როგორც რიში პატანჯალის, ვიაგხრაპადას და ვასიშტხას მასწავლებელი. მაჰარიშის წერილობითი ნამუშევრებიდან ჩვენს დრომდე მოაღწია მხოლოდ 24 სანსკრიტული ლექსი, დასათაურებული როგორც „ნანდიკეშვარა-კაშიკა“, რომელშიც მან მოგვითხრო თავისი უძველესი სწავლება. მისი მონისტური მიდგომის გამო, მეცნიერები ნანდინატხას ხშირად ათვლიან ადვაიტას სკოლის წარმომადგენლებში. შემდეგი გამოჩენილი გურუ, რომელიც ნახსენებია წრრილობით წყაროებში, – ეს არის რიში ტირუმულარი, სიდხი ნანდინატხას ხაზიდან, რომელიც ქაშმირული დაბლობიდან მივიდა სამხრეთ ინდოეთში, რათა გაევრცელებინა 28 შაივა-აგამის სწავლება. თავის ღრმა ნაშრომში „ტირუმანტირამ“ (წმინდა გალობა) ტირუმულარმა პირველად მოგვითხრო აგამების წმინდა წერილი და შაივა-სიდჰანტას ფილოსოფია ტკბილაჟღერად თამილურ ენაზე. რიში ტირუმულარი, ისევე როგორც მისი სადგურუ მაჰარიში ნანდინატხა, ქადაგებს მონისტურ თეიზმს, რომელშიც შივა ერთდროულად წარმოადგენს მატერიალურ და მოქმედ მიზეზს, იმანენტურ და ტრნცენდენტურ უფალს. შივა ქმნის სულებს და სამყაროს საკუთარი არსებიდან ემანაციის გზით და საბოლოოდ კვლავ შთანთქავს მათ საკუთარ ოკეანიურ ყოფიერებაში – როგორც წყალი მიედინება წყლისკენ, ცეცხლი ელტვის ცეცხლს, ეთერი – ეთერს. „ტირუმანტირამ“ გვისახავს სიდჰანტას როგორც თანმიმდევრობით ოთხმაგ გზას, რომლის შემადგენელია ჩარია, სათნო და მაღალმორალური სიცოცხლე; კრია, საეკლესიო მსახურება; და იოგა – შინაგანი თაყვანისცემა და პარაშივასთან სულიერი კავშირი ცოცხალი სადგურუს წყალობით – რომელსაც მიყვავართ ჯნანას მდგომარეობამდე და განთავისუფლებამდე. განთავისუფლების შემდეგ სულიერი სხეული აგრძელებს განვითარებას, სანამ მთლიანად არ შეერწყმება ღმერთს – და ჯივა გახდება შივა. ტირუმულარის შუდჰა-შაივა-სიდჰანტას გააჩნია საერთო ფესვები მაჰასიდჰაიოგი გორაკშანატხას სიდჰა-სიდჰანტასთან იმ მნიშვნელობით, რომ ორივენი წარმოადგენენ ნატხების სწავლების გადაცემის ხაზებს. ტირუმულარის ხაზს ეწოდება ნანდინატხა-სამპრადაია, ხოლო გორაკშანატხას ხაზს კი – ადინატხა-სამპრადაია. შაივა-სიდჰანტა სამხრეთ ინდოეთში გაიფურჩქნა როგორც ბჰაკტის მძლავრი მოძრაობა სიდჰა-იოგის ელემენტებით. ახ. წ – ის მეშვიდე და მეცხრე ასწლეულის მანძილზე წმინდანები: სამბანდარი, აპარი და სუნდარარი მოგზაურობდნენ ტაძრიდან ტაძრამდე შივას დიდებულების გალობით. ისინი წარმატებით იცავდნენ შივაიზმს ბუდიზმისა და ჯაინიზმის საფრთხისაგან. მალევე მთავარმა სამეფო მინისტრმა მანიკკავასაგარმა უარყო სიმდრიდრისა და დიდების სამყარო, რათა დაეწყო ღმერთის ძიება და ემსახურა მისთვის. მისი ყოვლისგამჭოლი ლექსები, რომელთაც ეწოდებათ „ტირუვაჩაგამი“, აღსავსეა ღვთაებრივი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისადმი ცეცხლოვანი სწრაფვის ვიზიონერული განცდებით. ამ ოთხი წმინდანის ლექსები წარმოადგენენ „ტირუმურაის“ სახელით ცნობილი წმინდა ტექსტების კრებულის ნაწილს, რომლებიც ვედებთან და შაივა-აგამებთან ერთად ადენენ შაივა-სიდჰანტას წერილობითი საფუძველის ფორმირებას თამილნადში. წმინდანების, ფილოსოფოსებისა და ასკეტების გარდა, ინდოეთში ყოველთვის იყვნენ მრავალრიცხოვანი სიდხები („ვინც მიაღწიეს“), ღმერთით დათრობილი ადამიანები, რომლებიც ასწლეულიდან ასწლეულამდე ჩნდებოდნენ როგორც წმინდანები, გურუები, შთაგონებული ერთგულები და ზოგჯერ ყველას მიერ უარყოფილი „უკასტოებიც“ კი. შაივა-სიდჰანტას აქვს განსაკუთრებული საფუძვლები ჩათვალოს ისინი საკუთარ აპოლოგეტებად, მაგრამ მათი სუფევა და გამოცხადება განჭოლავს მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ყველა სკოლას, ფილოსოფიურ სისტემებს და ხაზებს და ინარჩუნებდნენ შივას სულს დედამიწაზე. ეს სიდხები წარმოადგენდნენ ძალის განსაკუთრებულ მთავარ წყაროს, რომელიც თან ახლდა რელიგიას ერთი ეპოქიდან მეორეში და ა.შ. კარგად ცნობილი სახელებიდან ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ბრძენი აგასტია, ბჰოგუ რიში, ტირუმულარა და გორაკშანატხა. მათ ეთაყვანებიან სიდჰა-სიფჰანტები, ქაშმირელი შივაიტები და თვით ბუდიზმის ნეპალური განშტოების მიმდევრებიც კი. ცენტრალურ ინდოეთში შაივა-სიდჰანტას სანსკრიტული ტრადიცია დაფუძნებული და გაფორმებული იქნა გუხავასი სიდჰის მიერ (ცხოვრობდა ახ. წ – ით 675 წლებში). მისი ხაზის მესამე მოწაფე იყო რუდრაშამბჰუ, აგრეთვე ცნობილი როგორც ამარდაკა ტირხანატხა, რომელმაც დაარსა ამარდაკას ორდენი ანდხრა-პრადეშში. იმ დროიდან წარმოიშვა სამი ბერ-მონაზვნური ორდენი, რომლებმაც გაავრცელეს შაივა-სიდჰანტა მთელს ინდოეთში. ამარდაკას ორდენის გარდა (რომელიც დაკავშირებული იყო უდჯაინთან, შივაიზმის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ქალაქთან), არსებობდა მატამაიურას ორდენი (ჩალუკიას მეფეთა დედაქალაქში, პენჯაბთან ახლოს) და მადჰუმატეიას ორდენი (ცენტრალურ ინდოეთში). თითოეული მათგანიდან წარმოიშვნენ მრავალრიცხოვანი ორდენები, იმდენად რამდენადაც სიდჰანტას ბერები, აღსავსე მისიონერული სულით, იყენებდნენ თავიანთი სამეფო მფარველების გავლენას თავიანთი მოძღვრების პროპაგანდისთვის ცალკეულ სამეფოებში, უმეტესწილად კი სამხრეთ ინდოეთში. ასე რომ მატამაიურას ბერებმა დააფუძნეს მონასტრები მაჰარაშტრაში, კარნატაკეში, ანდხრეშა და კერალეში (დაახლოებით ახ. წ – ით 800 წელს). გვიანდელ პერიოდში ცხოპვრობდა მრავალი გურუ და აჩარია, რომლებიც ავრცელებდნენ სიდჰანტას მთელ ინდოეთში, მათგან ორს, სადიოჯიოტის და ბრიხასპატის ცენტრალური ინდოეთიდან, მიეწერება თეოლოგიის სისტემატიზაცია სანსკრიტზე. სადიოჯიოტი ინიციირებული ქაშმირელი გურუ უგრაჯიოტის მიერ, ქადაგებდა სიდჰანტას ფილოსოფიურ შეხედულებებს, როგორც ისინი გადმოცემულნი არიან „რაურავა-აგამაში“. მისი მემკვიდრეები იყვნენ რამანატხა პირველი, შრიკანტხა, ნარაიანაკანტხა და რამაკანტხა მეორე, რომელთაგან თითოეულმა დაწერა მრავალრიცხოვანი ტრაქტატები შაივა-სიდჰანტაში. შედარებით გვიან მეფე ბჰოჯა პარამარამ გუჯარატიდან (დაახლ. ახ. წ – ით 1018 წელი) სიდჰანტას წმნდა ტექსტების დიდი ნაწილი შეკვეცა ერთ მოკლე მეტაფიზიკურ ტრაქტატში სახელწოდებით „ტატვა-პრაკაშა“, რომელიც ითვლება შაივა-სიდჰანტას მთავარ სანსკრიტულ წმინდა ტექსტად. შაივა-სიდჰანტას მონისტურ შეხედულებებს იზიარებდა შრიკუმარა (დაახლ. ახ. წ – ით 1056 წ.), რომელიც ბჰოჯი პარამარას შრომების თავის კომენტარებში, სახელწოდებით „ტატპარია-დიპიკა“ ამტკიცებს, რომ პატი, პაშუ და პაშა – საბოლოო ჯამში ერთი და იგივეა და რომ გამოცხადება ღაღადებს შივას ერთიანობას. შივა არის ყველაფრის არსი. შრიკუმარა ეთანხმება იმას, რომ შივა წარმოადგენს სამყაროს როგორც მოქმედ ისევე მატერიალურ მიზეზს. შაივა-სიდჰანტა სრული მზადყოფნით მიიღებოდა მთელ ინდოეთში და განაგრძობდა აყვავებას ისლამურ ინტერვენციამდე, რომელმაც ფაქტობრივად გაანადგურა შაივა-სიდჰანტას ყოველგვარი კვალი ჩრდილოეთ და ცენტრალურ ინდოეთში და შეზღუდა მისი ღია პრაქტიკა სუბკონტინენტის სამხრეთი მხარეებით. მეთორმეტე ასწლეულში აგჰორაშივამ ამოცანად დაისახა გაეერთიანებინა სიდჰანტას ჩრდილოური სანსკრიტული ტრადიცია, თამილურ სამხრეთულ სიდჰანტასთან. როგორც ჩიდამბარამაში მდებარე ამარდაკას მონასტრის მეთაურმა, მან შივა-სიდჰანტას თეოლოგიას მიანიჭა არაჩვეულებრივი განხრა, გაკვალა რა გზა ახალი პლურალისტული სკოლისთვის. მან კატეგორიულად უკუაგდო სიდჰანტას ნებისმიერი მონისტური ინტერპრეტაცია, აგჰორაშივამ გამოიწვია დრამატული ცვლილებები ღვთაების გაგებაში, მან მოახდინა ხუთი პრინციპის ანუ ტატვას (ნადა, ბინდუ, სადაშივა, იშვარა და შუდჰავიდია) კლასიფიკაცია, როგორც „პაშას“ კატეგორიის კუთვნილებას და ამტკიცებდა რომ ისინი არიან მიზეზის შედეგები და არსებითად არაცნობიერ სუბსტანციები. ეს იყო რაღა თქმა უნდა ტრადიციული სწავლებიდან გადახრა, რომლებშიც ეს ხუთი ტატვა წარმოადგენდნენ აბსოლუტის ღვთაებრივი ბუნების ნაწილებს. აგჰორაშივამ ასე და ამრიგად ჩამოაყალიბა ახალი სიდჰანტა, ჰილამაური მონისტური თავდაპირველი შაივა-სიდჰანტასგან განსხვავებული. თუმცაღა აგჰორაშივა მისდევდა სიდჰანტას პლურალისტულ შეხედულებას, მისი დამსახურება იმაშია, რომ მან შემოინახა უძველესი აგამიკური ტრადიციის ფასდაუდებელი სანსკრიტული რიტუალები, აღწერა რა ისინი თავის წიგნებში. დღესდღეობით აგჰორაშივასეულ სიდჰანტას ფილოსოფიას მისდევს თითქმის ყველა მემკვიდრე საეკლესიო ღვთისმსახური-შივაჩარიები, ხოლო პადჰატები – ტექსტები აგამების შესახებ – გახდნენ პუჯას სტანდარტული სახელმძღვანელოები. მისი „კრიაკრამადიოტიკა“ წარმოადგენს ვრცელ ნაშრომს, რომელიც აშუქებს შაივა-სიდჰანტას რიტუალის ყველა ასპექტს, დიკშას, სამსკარების, ატმარტხა-პუჯას და საეკლესიო ღვთაებების დადგენის ჩათვლით. მეცამეტე საუკუნეში შაივა-სიდჰანტაში მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია – როდესაც მეიკანდარმა დაწერა თორმეტი ლექსი „შივაჯნანა-ბოდჰამ“. ამ ლექსებმა და სხვა ავტორების შემდგომმა ნაშრომებმა ჩაუყარეს საუძველი მეიკანდარ-სამპრადაის, რომელიც ქადაგებს პლურალისტულ რეალიზმს, რომელშიც ღმერთი, სული და სამყარო არსებობენ პარალელურად და უსაწყისოდ. შივა არის – მოქმედი, მაგრამ არამატერიალური მიზეზი. სული ითქვიფება შივაში, როგორც მარილი წყალში – მარადიული ერთიანობა, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს დუალიზმს. ამ სკოლის ლიტერატურა იმდენად დიდხანს დომინირებდა სქოლასტიკაში, რომ შაივა-სიდჰანტას ხშირად შეცდომით თვლიან მხოლოდ პლურალისტულად. სინამდვილეში კი არსებობს სიდჰანტას ორი ინტერპრეტაცია, მონისტური და დუალისტური, რომელთაგან პირველი წარმოადგენს პირველდაწყებით ფილოსოფიურგზავნილს, რომლის პოვნაც შეიძლება მეიკანდარამდელ ლიტერატურაში, მათ შორის უპანიშადებიც. შაივა-სიდჰანტა მდიდარია საეკლესიო ტრადიციებით, რელიგიური დღესასწაულებით, წმინდა ხელოვნებებით, სულიერი კულტურით; მასში არსებობს ღვთისმსახურების მრავალი კლანი, ბერ-მონაზვნური ორდენები და მემკვიდრეობითობის მოძღვართა ხაზები. ყოველივე ეს იფურჩქნება დღემდე. დღესდღეობით შაივა-ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული თამილელ შივაიტებს შორის, რომელთა რაოდენობა 60 000 000 –ს აღწევს და რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ სამხრეთ ინდოეთში და შრი-ლანკაში. აქ სიდჰანტას განსაკუთრებით ბევრი მნიშვნელოვანი საზოგადოება, ტაძარი და მონასტერია. პაშუპატა-შივაიზმი პაშუპატები (რომელთა სახელი მომდინარეობს შივას ერთ-ერთი სახელიდან, რაც ნიშნავს „სულების მეუფეს“) – ეს არის შივაიტი ასკეტი-ბერების უძველესი და კარგად ცნობილი სექტა. ისინი მოგზაურობდნენ, უკაკუნებდნენ რა მიწის მტვერს რკინის სამკაპებსა და მტკიცე კვერთხებს. მათი დაზეთილი თმები შეკრული იყვნენ რგოლებად და მარყუჟებად, მათ სახეზე აღბეჭდილი იყო ღმერთის მიმართ უძლიერესი ერთგულება, მათი გამჭოლი თვალები უფრო ხედავდნენ შივას, ვიდრე სამყაროს, მათ თეძოებზე შემორტყმული იყო ირმის ტყავი ან ხის მერქანი. პაშუპატები იყვნენ ბჰაქტები და შივას კეთილი მაგები, განდგომილი ვედური საზოგადოებიდან, რომელშიც მეუფებდნენ ქურუმები. იმ დროს ინდოეთში რელიგიური ხეტიალი გაძლიერდა იმის გამო, რომ შივაიტური აგამიკური თეიზმისა და ბუდიზმის ტალღები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და მიემართებოდნენ განგის დაბლობის გავლით. პაშუპატების გზები დაფიქსირებული არიან რამოდენიმე, იმ შორეული ეპოქის ზოგჯერ მტრულად განწყობილი თანამედროვე კომენტატორის ქრონიკებში და გვიტოვებენ ჩვენ აღრეულ შთაბეჭდილებას მათი ცხოვრებისა და ფილოსოფიის შესახებ. თავდაპირველად ისინი ნებისმიერ უფლებას აძლებდნენ გაყოლოდნენ მათ გზას, რომლებზედაც კასტები არ განირჩეოდნენ. იმის პარალელურად რაც პაშუპატების ხაზის პოპულარობა იზრდებოდა, მრავალი ბრაჰმანი ემხრობოდა მათ, რათა შეუფერხებლად ემსახურათ შივასთვის მატერიისგან სრულ განდგომილებაში. ბოლოს და ბოლოს პაშუპატებისთვის უპირატესი გახდა ბრაჰმანთა კასტიდან წარმომავლობა. როგორ არიან ერთმანეთთან მიმართებაში ეს პაშუპატა-ბერები, ფერფლით მოსვრილი სადჰუები, მცხოვრებნი ბუდას პერიოდში და დამღის გამკეთებელნი ინდის ხეობიდან, რომელზეც შივა გამოსახულია როგორც პაშუპატა, უცნობია. შესაძლოა ესენი ერთი და იგივე პაშუპატები არიან, შესაძლოა არა. სადჰუ-პაშუპატები იწვევდნენ რელიგიური კეთილგანწყობის გრძნობას. ეს იყო გზა მამაცი და გულადი ადამიანებისთვის, გზა, რომელზე მიმავალიც იშორებდა თავის ეგოს და იჟღინთებოდა უფალი შივას კარუნიათი, „თანაგრძნობისმიერი წყალობით“. მათი სიმკაცრე იკვებებოდა შივას სახელის განდიდებისათვის გამართული პუჯას რიტუალებით, კოსმოსის როგორც შივას მუდმივი ევოლუციის ღრმა ცოდნით და თითქმის ფრივოლური სიყვარულით მის მიმართ. სადჰანა იწყებოდა მკაცრი ეთიკური კოდექსით, რომელსაც ეწოდება იამა-ნიამა, რომელშიც განსაკუთრებულად გამოიკვეთებოდა ბრაჰმაჩარია, „უბიწოება“, აჰიმსა, „ზიანის არ მიყენება“ და ტაპასი, „ასკეტიზმი“. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მათი საკუთარი წმინდა ტექსტებიდან, პაშუპატების დისციპლინა პრაქტიკაში ხორციელდებოდა რამოდენიმე სტატიაში. თავდაპირველად ისინი იღებდნენ აღთქმებს და ერთმანეთს შორის ახორციელებდნენ განსაკუთრებულ სამუშაოებს, რომელთა შორისაც იყო სიცილი, გალობა და ცეკვები შივას ცნობიერებით დათრობის მდგომარეობაში. შემდეგ ისინი ითქვიფებოდნენ ჩვეულებრივ საზოგადოებაში და ცხოვრობდნენ როგორც ინკოგნიტოები. ამის შემდეგ ისინი შეგნებულად ახორციელებდნენ პრაქტიკაში აბსურდულ და ზოგჯერ სკანდალურ მოქმედებებს, რათა გამოეწვიათ საზოგადოებრივი გაკიცხვა – ბუტბუტებდნენ და ლუღლუღებდნენ, როგორც ჭკუასუსტები, დადიოდნენ და განასახიერებდნენ ხეიბრებს, ლაპარაკობდნენ ათასგვარ უაზრობას ველური ჟესტებით. ეს სადჰანა იყო თვითგანწმენდის, ეგოიზმის ამოძირკვის და პოპულარობის სურვილის მოსპობის მეთოდი; ის აგრეთვე ეხმარებოდა ქვეცნობიერებაში იმისი გაგების დამტკიცებაში, თუ რა არის „მოსაწონი“ და რა „არ არის მოსაწონი“, კარგი და ცუდი და მსგავსი ადამიანური აზროვნების სტერეოტიპები და გრძნობები თანასწორნი არიან, თუ შენი სიყვარული უფალი შივას მიმართ საკმარისად ძლიერია. მიზანი იყო ადამიანურ საზოგადოებასთან დამაკავშირებელი ყველა კავშირ-კონტაქტების გაწყვეტა და დარღვევა და საკუთარ ადამიანურობასთან, რომელიც მათ მიიღეს მემკვიდრეობით დაბადების დღიდან. უბრუნდებოდნენ რა აქტიურ სადჰანას, ისინი ახორციელებდნენ მკაცრს ასკეტიურ გამოცდებს, შემდეგ უარყოფდნენ ყოველგვარ მოქმედებას, რათა განეხორციელებინათ კუნდალინი-იოგა და ამგვარად მიეღწიათ უფალ შივასთან სულიერი სიახლოვისთვის. როდესაც კავშირი ხდებოდა მწიფე, მათ უჩნდებოდა ზებუნებრივი ძალები, როგორიცაა მაგალითად ყოვლისმცოდნეობა. პაშუპატებს სწამდათ რომ როდესაც ადამიანი განმტკიცებულია სათნოებებში და შეუძლია გულგრილად და რეაქციის გარეშე მიიღოს ლანძღვა და დაცინვა, ის აბსოლუტურად განმტკიცებულია ასკეტიზმის გზაზე. შრიკაუნდია (ცხოვრობდა მეექვსე საუკუნეში) „პაშუპატა-სუტრაზე“ დაწერილ თავის კომენტარებში „პანჩარტხა-ბჰაშია“, რომ „იოგი-პაშუპატი უნდა გამოიყურებოდეს როგორც გიჟი, როგორც ღატაკი და მათხოვარი, ჭუჭყით დაფარული სხეულით, არ იპარსავდეს წვერს, თმებსა და ფრჩხილებს და არ ზრუნავდეს სხეულზე. ასე იგი აგდებს საკუთარ თავს ცხოვრების მდგომარეობებიდან (ვარნებიდან) და სტადიებიდან (აშრამებიდან)და გამოიმუშავებს უკვდავების ძალას“. პაშუპატიზმი უპირველეს ყოვლისა ეს არის ასკეტური გზა, რომელიც უკუაგდებს დიალექტიკურ ლოგიკას და ძვირად აფასებს სადჰანას, როგორც უფალი შივას წყალობის (კარუნია) მოზიდვის საშუალებას. მაძიებლები იღებენ იამა-ნიამას აღთქმას და მათი სადჰანა თანდათან გადადის „მოქმედებიდან“ უმოქმედობისკენ“. თაყვანისცემა შეიცავს პუჯას, მონანიებას, ჯაპას „ნამახ შივაია“, სხეულზე წმინდა ფერფლის ტარებით და უფალი შივას მიმართ თავგანწირული სიყვარულის დემონსტრირებას. ამბობენ რომ ეს სექტა თავად უფალი შივას მიერ იქნა დაფუძნებული, რომელმაც სწავლება რამოდენიმე მაჰარიშის გადასცა. დაახლ. 200 წელს თანამედროვე გუჯარატის შტატის ტერიტორიაზე გამოჩნდა პაშუპატების ყველაზე ცნობილი სადგურუ, ლაკუშილა. „კარავანა-მაჰათმიას“ მიხედვით, ის დაიბადა ბრაჰმანების ოჯახში, მაგრამ მოკვდა სიცოცხლის მეშვიდე თვეს, მას მერე რაც მოახდინა არაორდინალური სულიერი ძალების დემონსტრირება. დედამ მისი სხეული მდინარეში (რადგანაც ინდუიზმში ესაა ახალშობილთა დამარხვის ტრადიციული ფორმა), მაგრამ კუებმა იგი დაიჭირეს და შივას ერთ-ერთ ტაძარში მიიყვანეს, რომელიც უზარმაზარ ძალას ფლობდა. შივას ტაძარში ახალშობილი მკვდრეთით აღდგა და გაიზარდა როგორც ასკეტი ბერი. სხვა თქმულების მიხედვით ლაკუშილა იყო განდეგილი, რომელიც მოკვდა და შემდეგ უფალმა შივამ მკვდრეთით აღადგინა შევიდა რა მის სხეულში, რათა მსოფლიოსთვის ექადაგა პაშუპატა დჰარმა. ქალაქი სადაც ის გამოცხადდა, დღეს ცნობილია როგორც კაივაროჰანა (რაც სიტყვასიტყვით თარგმანში ნიშნავს „სხვის სხეულში ნასხეულება“). იმ სასწაულის სახსენებლად დღემდე არსებობს განსაკუთრებული დღესასწაული. ქალაქში არის ორი ქვის დაფა, რომლებზეც ამოტვიფრულია სადგურუს ოთხი მთავარი მოწაფის განდიდება, ესენია კუშიკა, გარგია, მაიტრეია და კაურუშა. სადგურუ ლაკუშილა იყო დინამიკური რეფორმისტი-პაშუპატი. თავის სუტრებში, რომლებშიც მკაფიოდ არის აღწერილი ქცევისა და იოგის წესები, მან დაადგინა, რომ სექტაში უნდა მიიღებოდნენ მხოლოდ სამი უმაღლესი კასტიდან გამოსული ადამიანები, ესწრაფვოდა რა შეერიგებინა თავისი სკოლა ვედურ ორთოდოქსიასთან. ამის გამო კონკრეტულად ასკეტური ორდენიდან თანდათან მეოჯახის პოპულარულ გზად გადაიქცა. დღესდღეობით პაშუპატების მრავალრიცხოვანი რელიგიური ცენტრები გაბნეულია მთელ ინდოეთში. მათში სადგურუ ლაკუშილას ეთაყვანებიან როგორც შივას, იგი გამოისახება შივალინგამზე მჯდომარე ლოტოსის პოზაში, მამაკაცურად შიშველი, დანდუს მპყრობელი მარცხენა ხელში და ლიმონით მარჯვენა ხელში. პაშუპატების ყველაზე პატივსაცემი ტაძარი, სომანატხა, რომელიც მდებარეობს გუჯარატში – ესაა მძლავრი და აქტიური ტაძარი, რომელმაც გადაიტანა დანგრევისა და აღდგენის მრავალი ციკლი. მეშვიდე საუკუნის ჩინელი მოგზაური სიუან ცზანი წერდა, რომ 10 000 პაშუპატი ვარანასიში ცხოვრობდა. მერვე საუკუნეში პაშუპატების ტრადიცია მივიდა ნეპალში, სადაც ცნობილი ტაძარი პაშუპატინატხი გახდა მომლოცველობის მთავარი ცენტრში და დღემდე ასეთად რჩება. თავისი შუასაუკუნოვანი აღორძინების პერიოდში დაიპყრო დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ინდოეთი, სადაც მას მფარველობდნენ მეფეები. მეთხუთმეტე ასწლეულში მან უკან დაიხია და განმტკი
  3. ადამიანი და სამყარო შედგება 7 კარმული გარსისგან და 3 სხეულისგან. 7 კარმული გარსი: 1) ატმიკური 2) ბუდჰიკური 3) მანასიკური 4) კამიკურ ფსიქიკური 5) ასტრალური 6) ეთერული 7) ფიზიკური. 3 სხეული: 1) კარანა შარირა – სულიერი (კაუზალური) 2) სუკშმა შარირა – მშვინვიერი ანუ ასტრალური 3) ფიზიკური ანუ ხორციელი. ბუდისტურ ტანტრაში უმაღლესი არსიდან რომელსაც ეწოდება სვამბჰავიკა კაია ადი ბუდა დჰარმადჰატუ, გამოდინდება სამი სხეული: 1) დჰარმა კაია – ბუდას სულიერი სხეული 2) სამბჰოგა კაია – ბუდას ასტრალური მშვინვიერი სხეული და 3) ნირმანა კაია – ბუდას ხორციელი სხეული. არის სამი ბუნება: 1) პარანიშპანა სვაბჰავატი (სულიერი) 2) პარატანტრა სვაბჰავატი (ასტრალური) 3) პარიკალპიტა სვაბჰავატი (წარმოსახვითი მიწიერი ფიზიკური ბუნება). რომაულ ფილოსოფიაში ადამიანის ყოფიერება იყოფა სამ ნაწილად: 1) სპირიტუს – სული, 2) ანიმა/ანიმუს – საფშვინველი და 3) კორპუს – ფიზიკური სხეული. ბერძნულში ადამიანი ასევე სამი ნაწილისგან შედგება: 1) პნევმა – სული 2) ფსიხე – საფშვინველი და 3) სომა იგივე ჰილე – ხორციელი სხეული. უმეცარი ადამიანები ხშირად ურევენ სულის და საფშვინველის კონცეფციებს ერთმანეთში ანდა უფრო უარესი, სული (სპირიტუს) და საფშვინველი (ანიმა) ერთი და იგივე ჰგონიათ. ეს სირეგვნის აპოთეოზია. პლოტინუსი ქადაგებდა რომ უმაღლესი სულიდან, პირველერთიანიდან ემანაციით გამოდის ღვთაებრივი გონი, გონიდან გადმოდის მსოფლიო საფშვინველი, ხოლო მსოფლიო საფშვინველიდან ლოკალური საფშვინველები და ფიზიკური მატერია. გთხოვთ ნუ ურევთ ერთმანეთში საფშვინველს და სულს! ტრიქოტომია სწორი დოქტრინაა. ნუ ამახინჯებთ ტრიქოტომიის უნივერსალურ დოქტრინას! ანიმა იგივე ფსიხე არის საფშვინველი! სპირიტუს იგივე პნევმა არის სული! ნუ ურევთ! როცა წერთ რომ პირველერთიანის ემანაციამ გონებამ შვა მსოფლიო "სული", გამოგდით აბსურდი! რადგანაც სული შეუძლებელია იყოს მესამე თანრიგის ემანაცია გამოსული გონიდან, მით უმეტეს როცა გონება არის პირველერთიანის ემანაცია რომელიც თვითონ არის სული! პლოტინუსის ღვთაებრივი გონი ესაა ღვთაებრივი უმაღლესი საფშვინველი, ხოლო გონების ემანაცია ესაა მსოფლიო საფშვინველი ანუ ანიმა მუნდი იგივე მოაზროვნე გონიერი საფშვინველი. ვიკიპედიაშიც ათასი სისულელე წერია!
×
×
  • შექმენი...