Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'უფოლოგია'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 4 results

  1. უფოლოგია (ინგლ. ufology) — ადამიანის მოღვაწეობის სფერო, რომელიც მოიცავს ამოუცნობი მფრინავ ობიექტებზე დაკვირვებების შეგროვებას, მათი ჭეშმარიტების დადგენას და ასევე მცდელობას მიეცეთ მათ მეცნიერული განმარტება. დღესდღეობით უფოლოგია დახასიათებულია, როგორც ნაწილობრივი[1] ან სრული[2][3] ფსევდომეცნიერება, რასაც მრავალი უფოლოგი არ ეთანხმება. ტერმინი უფოლოგია ინგლისურ ენაში გაჩნდა 1959 წელს. ის წარმოსდგება აბრევიატურა „UFO“ — Unidentified Flying Object-ისგან, რომლის ქართული ანალოგია „ამო“- ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. 1940-იანი წლების ბოლოში აშშ-ში და შემდეგ მთელ სამყაროში გამოჩდნენ ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიდნენ შეტყობინებებს „ამო“-ების გამოჩენის შესახებ. უთვალავი მოყვარული უფოლოგიური ორგანიზაციის გარდა ამ ფენომენის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიერ სპეციალური პროექტები იქმნებოდა. პირველი ასეთი ჯგუფი შექმნეს ინგლისელებმა 1943 წელს, რომელიც შეისწავლიდა „ფუ-ფაითერებს“ (მფრინავ მანათობელ ბურთებს, რომლებიც მასიურად ფიქსირდებოდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო პილოტების მიერ). 1947 წელს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ შეიქმნა „ამო“-ების შემსწავლელი პროექტი „საინი“ (ინგლ. Project Sign) 1949 წელს კი შექმნეს საიდუმლო პროექტი „გრაჯი“ (ინგლ. Proect Grudge) 1952 წელს ამ პროექტს „ცისფერი წიგნი“ ეწოდა. (ინგლ. Blue book) „ამო“-ის შესწავლაში ასევე აქტიურად იღებდა მონაწილეობას აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ხოლო საბჭოთა კავშირში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი. საქართველოში ამოუცნობი ობიექტების მიმართ ინტერესი გაჩდა ე.წ. „პერესტროიკის“ დროს, როდესაც პრესაში მსგავს თემებზე ტაბუ მოიხსნა. 1988 წელს საქართველოს პრესაში გამოჩნდა რამდენიმე სენსაციური სტატია, რომელმაც ძალზედ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და გააღვია ინტერესი მსგავსი ფენომენების მიმართ. ამ პერიოდში ანომალურ მოვლენებს შეისწავლიდა ფიზიკოსი თალეს შონია. მან შექმნა უდიდესი არქივი საქართველოში რეგისტრირებული მსგავსი მოვლენებისა. 1991-1992 წლებში თბილისში მომხდარ სამხედრო გადატრიელებას შეეწირა მისი არქივი. მეცნიერებათა აკადემიის სარდაფში გაჩენილი ხანძარი ლაბორატორიის განადგურების მიზეზი გახდა. 1994 წელს შეიქმნა საქართველოს უფოლოგიური ასოციაცია (სუფოა). „სუფოა“ საქართველოში ანომალური მოვლენების რეგისტრაციას და მონაცემების კატალოგიაზაციას აწარმოებს. „სუფოა“-ს დაფუძნებული იყო პირველი ქართული უფოლოგიური გაზეთი „ამოუცნობი“. დაფინანსების უქონლობასთან დაკავშირებით „სუფოა“-ს 2007 წლიდან 2011 წლამდე შეჩერებული ჰქონდა კვლევითი სამუშაოები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. 2011 წლის მაისიდან „სუფოა“-მ განაახლა მუშაობა. 2013 წლიდან "სუფოა"-მ იცვალა პროფილი და მის ბაზაზე შეიქმნა "პროექტი ორიონი".
  2. უცხოპლანეტელებზე მინდა ვთქვა, არიან მეცნიერები რომლებიც ამტკიცებენ რომ უცხოპლნეტელი ჰუმანოიდები მოდიან ჩვენს პლანეტაზე და საკმაოდ ხშირად ვარდებიან დედამიწელი სამხედროების და პოლიტიკოსების ხელში რომლებსაც იმდენად აქვთ კრამიტი დაცურებული რომ იმწამსვე ექსპერიმენტების ჩატარების ანუ წამების ხასიათზე დგებიან! რა აქვთ თავში ესეთებს? თუ იციან სხვა რასების არსებობის შესახებ რატომ იქცევიან ასე? დაინახავენ თუ არა უცხოპლანეტელს მყისვე გიჟდებიან! იმის მაგივრად რომ ნორმალურად შეხვდნენ და გაესაუბრონ იმ ჩამოსულებს, გიჟდებიან და როგორც ტყის ცხოველებზე ისე ნადირობენ მათზე! რა გჭირთ თქვე იდიოტებო? გამოსირდით? ასე უნდა არამიწიერ რასებთან კონტაქტი???
  3. დღეისათვის მსოფლიოში გაჩაღებულია საზარელი ომი თეისტებსა და ათეისტებს შორის. ერთნი ამტკიცებენ რომ არავითარი ღმერთი არ არსებობს, მეორენი კი იმას, რომ ღვთაება რეალური არსებაა და მას უნდა ვეთაყვანოთ. მე მუდამ მეცინებოდა ამაზე. თავი რომ დავანებოთ ღმერთის ალტერნატიულ პანთეისტურ იდეას არსებულს ოკულტიზმში, რომლის თანახმადაც ღმერთი არის უსასრულო უპიროვნო ინტრაკოსმიური ენერგია განფენილი მთელს სამყაროულ სივრცესა და დროში, არსებობს კიდევ ერთი იდეა ღმერთის შესახებ, რომელსაც მისდევენ ისეთი დიადი მოაზროვნეები და მეცნიერები როგორებიცაა: ერიხ ფონ დანიკენი, მაიკლ კრემო, გრემ ჰენკოკი, დევიდ ჩაილდრესი, ჯო ტეილორი და მრავალი სხვა. მათ შექმნეს ე.წ. პალეოკონტაქტის თეორია, რომელიც ახლებურად ხსნის და განმარტავს უფლის იდეალისტურ რელიგიურ იდეას და დაფუძნებულია მეცნიერებაზე, რომელსაც ეწოდება - უფოლოგია. არავისთვის არაა სიახლე, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა იდეა, რომ სამყაროში სხვა რასებიც არიან და რომ არსებობს ჩვენი მსგავსი არსებებით დასახლებული პლანეტები. უფოლოგია სწავლობს უცხოპლანეტელ არსებებს და მათ საფრენ აპარატებს, რომლებიც თუ წყაროებს დავუჯერებთ ხშირად ჩნდებიან დედამიწის სივრცეში. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ რომ კავშირი აქვთ მათთან. არიან ისეთი ფანატიკოსებიც რომლებიც არამიწიერ არსებებს ჰყოფენ 2 ტიპად: 1) უფლის ანგელოზები და 2) ბოროტი ანგელოზები (მაცდურნი). ეს უკვე რელიგიური მარაზმია და სხვა არაფერი. პალეოკონტაქტის თეორია გვეუბნება, რომ რელიგიები სინამდვილეში წარმოიშვნენ ადამიანთა მიერ მათი დაბალი ინტელექტუალური განვითარების და მეცნიერების არ არსებობის გამო, არამიწიერ არსებათა და მათ საფრენ აპარატთა არასწორი აღქმის რეზულტატში. დანიკენი და მისი მსგავსი მეცნიერები ამტკიცებენ რომ არამიწიერ ჰუმანოიდებს არაერთხელ ჰქონიათ კონტაქტი ძველი მსოფლიოს ხალხებთან (მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც შუმერთა განმანათლებელი - ღმერთი ოანესი იგივე მუზარი იოანი, რომელიც მზის სულად შერაცხეს, რომლისგანაც შუმერებმა მიიღეს მთელი თავიანთი ცოდნა!). დანიკენი ამბობს, რომ არ არსებობენ არავითარი მისტიკური ძალები (უფალი, ეშმაკი და ა.შ), სინამდვილეში ისინი არიან არასწორად აღქმული ზეადამიანი ჰუმანოიდები. შუმერულ წყაროებში ნახსენები არიან ე.წ. "ანუნაქები" ანუ ნიბურუს ღმერთები, რომლებიც 444 000 წლის წინ დედამიწაზე მოვიდნენ და 392 000 წლის წინ შექმნეს პირველი ადამიანები, ალულიმი და ჰუვა. სხვათაშორის ერთ-ერთი ანუნაქის - ენქის სიმბოლოა ხეზე გადახვეული ორი გველი, გადახვეული ისე, რომ ქმნიან დნმ-ს სპირალის მსგავს ფორმას (!). ინდურ წყაროებში დევების, უპადევების და ასურების ანუ ღმერთების, ნახევარღმერთების და დემონების ციურ ეტლებს ანუ საფრენ აპარატებს ეწოდებათ: "ვიმანები", "გარუდები" და "აგნიჰოტრები". ამის შესახებ წერია ინდუისტურ წიგნებში - "ვიმანიკა შასტრა" და "სამარანგანა სუტრადახრა". ამ ტექსტებში დეტალურად არის აღწერილი ამ ხომალდების აგებულება და მათი საწვავი. დანიკენი ამტკიცებს, რომ ესენია უცხოპლანეტელი ჰუმანოიდების ვარსკვლავთშორისი ჰიპერსივრცული კრეისერები და რაიდერები, რომელთა რეალური ბუნება ადამიანებმა უბრალოდ ვერ გაიგეს! ასე რომ, ღმერთის ტრადიციული იდეა, სრული ნონსენსია და აბსურდი. ოკულტიზმში ცნობილნი არიან დემონთა და ზეციურ არსებათა უთვალავი რასები. მოდით ზოგიერთები განვიხილოთ: დემონი ასმოდეუსი იგივე აშმოდაი, იგივე სიდონაი, იგივე შამადი - დემონი ცნობილი ირანულ, მესოპოტამიურ, ინდურ და ევროპულ რელიგიურ მითოლოგიაში. ირანელთა რწმენით ეს იყო სინათლის ღმერთი, რომელიც ბნელეთისა და ავხორცობის დემონად გარდაისახა. სატანისტურ სწავლებაში დემონი ასმოდეუსი იგივე აშმა დევა (ეშმა დეივა), არის ჯოჯოხეთის ერთ-ერთი დიადი ლორდი; მატერიალური სიმდიდრის და სექსუალური ვნების დემონიკუსი (როგორც ცნობილია განსხვავებით სინათლის რელიგიათა მიმდევრებისგან, სატანისტებს უყვართ დემონები და მათ ეთაყვანებიან). ირანელებიდან გავრცელდა დასავლეთში ეშმას ანუ ასმოდეუსის შესახებ მითები და ლეგენდები. ქართულში სიტყვა ეშმა დევა გადმოვიდა როგორც ეშმა-კი (კი ნართანიანი) და შეიცვალა მნიშვნელობა იქცა რა დემონთა კრებით სახელად. ასმოდეუსი არის ახალგაზრდა ადამიანურ ქალწულებთან მოარშიყე დემონი. ასმოდეუსთანაა დაკავშირებული ყოველგვარი სექსუალობა და სქესობრივი განათლება. ლილიტი იგივე დმამ ლეილიტ იგივე ლეილ (ლილ) - ჯოჯოხეთის ერთ-ერთი უზენაესი დედოფალი, რომელიც იუდაისტური რელიგიის, კერძოდ კი რაბინთა აპოკრიფების მიხედვით (როგორიცაა მაგ. "ბენ სირას ანბანი") გახლდათ პირველი ქალი, შექმნილი ევამდე, არა ნეკნისგან არამედ ცეცხლოვანი მატერიისგან, იყო ძლიერი და ამაყი, ადამს ის სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ ღმერთ იაჰვეს მათი სიყვარულის შეშურდა და ადამს შთააგონა სექსისტური იდეები, რომელთა გამოც ლილიტმა თვალცრემლიანმა მიატოვა ადამიც, უფალიც, წარმოთქვა მისი აკრძალული სახელი და გავარდა ტყვიასავით ჯოჯოხეთად ქცეული სამოთხის ბაღიდან, შეხვდა სატანაილს და გახდა ინფერნოს ანუ ჯოჯოხეთის ერთ-ერთი ქალი იმპერატორი და დედა დედოფალი. ლეგენდები გვამცნობენ, რომ ლილიტი არის ყოველთა ვამპირთა დედა. ლუციფერი ანუ ჰელელ ბენ შაჰარ - მიუხედავად იმისა რომ ბიბლიაში ლუციფერზე მიზერული ცნობებია და ისიც მეტად ბუნდოვანი, სამაგიეროდ სატანისტურ და შუმერულ წყაროებში არის საკმაოდ დიდი ინფორმაცია ლუციფერზე. მასთან დაკავშირებულია თავისუფლება, ამბოხი ტირანიის წინააღმდეგ, ლიბერალიზმი, ნიჰილიზმი, ჰედონიზმი, დემოკრატია, ჰუმანიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ყოველგვარი ტაბუირებული ცოდნა რაც აკრძალულ არის ზეცის მეფის - იაჰვეს მიერ. ლუციფერი არის სიმბოლო თავისუფლებისა და სულიერი ცოდნის ანგელოზი. ლუციფერი ესაა ამომავალი მზე და ვარსკვლავი სირიუსი. სატანიზმში ლუციფერი ითვლება ყველაზე პირველ თავისუფალ ანგელოზად ისტორიაში. დემონთა რასები: ვამპირები იგივე სტრიგოი ან რაკშასა (იაპონურად "კიოკეცუკი") - ვამპირები არიან ზეადამიანური ორგანიზმები, თავად სიტყვა ვამპირი ნიშნავს "ცოცხალ მიცვალებულს" ძველ სერბულ ენაზე. რას ნიშნავს ეს? პრობლემა იმაშია, რომ აქ გაცილებით ნაკლებია მისტიკა და უფრო მეტია ბიოლოგია, ვიდრე ეს ზოგებს ჰგონიათ. ვამპირის სხეული, როგორც ცნობილია არ ბერდება, ეს აიხსნება იმითი, რომ 1) ვამპირის სხეულში არაა დეგენერაციული იზოტოპი კალიუმ 40 და სიბერის გენი 2) ვამპირის სხეული 50%-ით მკვდარია 3) ვამპირებს აქვთ გააქტიურებული ტვინის 100% განსხვავებით ადამიანთაგან 4) ვამპირებს აქტივში აქვთ გენუმის 99, 9 % განსხვავებით ადამიანთაგან 5) მათ ბევრად უფრო მეტი სინაფსი ტვინში ვიდრე ადამიანებს. ამას გარდა უნდა აღინიშნოს რომ უკვდავება მიიღწევა სწორედ იმის ხარჯზე რომ ვამპირის სხეული მუდმივად სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება. მათ ბევრად უფრო მეტი სატანჯველის ატანა უწევთ ვიდრე ადამიანებს, ადამიანები ვერც კი ხვდებიან რა დონეზე აქვთ მონგრეული გენეტიკური კოდი ვამპირებს, დიახ, ისინი ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ მათ აწუხებთ საზარელი გენეტიკური ჰემატოლოგიური დეფექტი! ვამპირის სხეულს, ვამპირის სისხლის უჯრედს არ გააჩნია საერთოდ არავითარი უნარი ჰემოგლობინისა და რკინის შეკავების, ხარჯავს რა ჰემოგლობინს კატასტროფული სიჩქარით, მუდმივად გარედან უწევს რესურსების შევსება! თქვენ შეძლებდით ასე ცხოვრებას? და თან ისე რომ იცი, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაგულისებული რასისტი ფანატიკოსი თავს დაგესხას და ფერფლად გაქციოს ვერცხლის იარაღით. მართლაც, ვამპირებს ვერცხლზე სასიკვდილო ალერგია აქვთ, მათი ჰემოგლობინი მყისიერ რღვევას იწყებს ვერცხლთან შეხებისთანავე!!... რეალურად ისინი არ არიან საზარელი მონსტრები, მათ აქვთ კულტურა და კანონები, ადამიანთა მიერ აგორებული რელიგიური ეკლესიური პროპაგანდა კი აცხადებს, რომ ისინი ადამიანთა პირსისხლიანი მტრები და სერიული მკვლელები არიან. როგორც ამბობენ, ისტორიას წერენ გამარჯვებულნი. ინდურ მითოსში იყო ერთი ვამპირი ქალი ჰიდიმბა, რომელსაც პრინცი ბჰიმასენა შეუყვარდა და მისგან დამპირი ანუ ნახევრადადამიანი - გჰატოტკაჩი გააჩინა, რომელიც საბოლოოდ უფალი კრიშნას ერთგული თანამებრძოლი და მეგობარი გახდა. ვამპირების სხეულის ტემპერატურა მინუს 37 გრადუსია ცელსიუსით და მათ სხეულში სისხლის ცირკულაცია თითქმის არ მიმდინარეობს. სხვათაშორის ოკულტური ცოდნის მიხედვით ვამპირის მიერ ნაკბენი ადამიანი ავტომატურად ვამპირი არ ხდება. საქმე იმაშია, რომ ვამპირად გადაქცევისთვის საჭიროა რთული პროცედურა: 1) ვამპირმა წაიღოს ადამიანის სისხლის 50% 2) ვამპირმა ადამიანს მისცეს საკუთარი სისხლის 50% და ბოლოს 3) ადამიანის სხეული უნდა მოკვდეს! შემდგომ უკვე 4) ვირუსი ჰემა ფაგი იწყებს ინკუბაციას და სულ რაღაც 7-8 საათში ადამიანი უჯრედულ დონეზე გარდაისახება. აი ასეა ეს თუ დავუჯერებთ ოკულტიზმს. სუკუბები და ინკუბები - სექსუალობის დემონები. სუკუბი ნიშნავს ქვემოთ მწოლიარე საყვარელს და არიან დემონესები რომლებსაც უყვართ ახალგაზრდა მამაკაცებთან სექსი. ინკუბი ნიშნავს ზემოთ მწოლიარე საყვარელს და არიან დემონიკუსები, რომლებსაც უყვართ ახალგაზრდა ქალწულების "შეცდენა". ესენი მართავენ ლიბიდოს ანუ სექსუალობას. ლამიები იგივე ნაგები (დემონი გველები) - ესენია ცივსისხლიანი ადამიანის მსგავსი სერპენტოიდები და რეფტილოიდები, რომელთა 2 ტიპი არსებობს; 1) რომელთაც აქვთ ფეხები და 2) რომელთაც ფეხების მაგივრად კუდი აქვთ, რომელზე დაყრდნობითაც გადაადგილდებიან. არაქნიდები - დემონები, რომლებსაც სხეულის ზედა ნაწილი ადამიანის აქვთ და ქვედა ობობის. სკორპიონიდები - დემონები, რომლებსაც ზედა ნაწილი მიუგავთ ადამიანისას და ქვედა მორიელისას. ქალთევზები - დემონები თევზის ქვედა ნაწილით და ადამიანის ზედა ნაწილით. არის კიდევ მრავალი სხვა რასა. დემონთა რასები ძირითადად სახლობენ კლიფოტის სისტემად წოდებულ სამყაროებში, ხოლო ღმერთები და ანგელოზები - სეფიროტის ზეციურ სფეროებში. არსებობს კლიფოტის 10 სამეფო: 1) ნაჰემა (ჩვენი სამყარო) 2) გამალიელი 3) სამაელი 4) ჰარეპ სერაპიელი 5) ტაგირიონი 6) გალაჰაბი 7) გამჩიკოტი 8)სატარიელი 9) ჰაგიელი და 10) ტაუმიელი. სხვათაშორის ასმოდეუსი არის "შამჰამფორაშად" წოდებულ სისტემაში 72 დემონი ლორდიდან ერთ-ერთი. ზეადამიანურ არსებებს ეწოდებათ "კრიპტიდები" რაც მოდის ბერძნული სიტყვიდან "კრიპტოს" და ნიშნავს ძველს. ოკულტური წყაროების მიხედვით კრიპტიდები უძველესი რასებია, რომლებიც ადამიანთა გაჩენამდე სახლობდნენ დედამიწაზე (წაიკითხეთ ე. ბლავატსკაიას - "საიდუმლო დოქტრინა"). ოკულტური სწავლების მიხედვით იყო დრო როცა ადამიანები და კრიპტიდები დედამიწაზე ერთად ცხოვრობდნენ, ეს იყო - "ატლანტიდის ერა". სხვათაშორის, ძალია მეცინება, როცა ათეისტები ლაპარაკობენ: "აბა სად არიან ეს ზეარსებები? რატომ არ ჩანან? ჩვენ ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ!" ეს უბრალოდ სასაცილოა... ჯერ ერთი მათ აქვთ ისეთი ტექნოლოგიები და გენეტიკური უნარები, რომ დამალვა სულაც არ გაუჭირდებათ და მეორეც: განა ადამიანთა რასა მათ მიიღებს? ადამიანები არიან საზარელი ქსენოფობები, ჰომოჰობები, შოვინისტები და რასისტები, რომლებიც აგერ უკვე 12 000 წელია ომებში ერთმანეთს ხოცავენ! და თქვენ გინდათ მითხრათ რომ კრიპტიდებს არ შეიძლება ასეთი ბარბაროსი მოდგმის ეშინოდეთ? თქვენი აზრით რა მოხდება ისინი მართლაც რომ გამოვიდნენ დღის შუქზე? მე გეტყვით - გ ე ნ ო ც ი დ ი! აი რა მოხდება! ადამიანები მათ იგივეს უზამენ რაც ადოლფ ჰიტლერმა უქნა ებრაელებს, ბოშებს და სლავებს 1940-45 წლებში!!! ადამიანური რასა აღსავსეა რასისტული ზიზღით.
  4. სოდომისა და გომორას ცნობილი ტრაგედიის შესახებ ბიბლიაში წერია: „თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 20). „ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი ჩემამდე რომ მოაღწია“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 21). რას უნდა ნიშნავდეს ეს გონების დამაბნეველი სიტყვები? მოდით თავიდანვე უკუვაგდოთ პრიმიტიული და ბარბაროსული, ფანატიკური რელიგიურ-ეკლესიური გალიმატია და აბდაუბდა, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ანტიმეცნიერულ რელიგიურ ბოდვებს „ღვთის სასწაულის“ და „ღვთის რისხვის“ შესახებ და ვიაზროვნოთ რაციონალურად და მეცნიერულად, თუ მეცნიერულად ვიაზროვნებთ, მიხვდებით, რომ არსება რომელიც აქ არის ნახსენები, არ არის „ღმერთი“ ამ სიტყვის რეალური მნიშვნელობით, ღმერთი უნდა იყოს ყოვლისმცოდნე (როგორც ამას ფანატიკოსები ამტკიცებენ), ეს არსება კი არ არის ყოვლისმცოდნე, იგი საკუთარი პირით ამბობს, რომ მან არ იცოდა თუ რას აკეთებდნენ სოდომელები და გომორელები, ის ამბობს: „ჩავალ და ვნახავ“, ესე იგი ის მან არ იცოდა წინასწარ ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დასჭირდებოდა „ჩასვლა და ნახვა“, აგრეთვე საინტერესოა კიდევ ერთი რამ, რა სამდურავი მისდიოდა და ვისგან მისდიოდა ეს სამდურავი ამ ე.წ. „უფალს“? ეს დღემდე გამოცანაა. თანამედროვე მეცნიერები (ძირითადად პალეოუფოლოგები), მაგალითად გამოჩენილი ევროპელი მეცნიერი, ისტორიკოსი და პალეოუფოლოგი ერიხ ფონ დანიკენი, ამტკიცებენ, რომ ბიბლიური ღმერთი, სინამდვილეში არის არა ღმერთი, არამედ უბრალოდ უცხოპლანეტელი არსება, რომელიც ფლობს კვანტურ ტექნოლოგიებს და ის „სასწაულები“ რომლებსაც იგი ახდენდა ებრაელთა (და სხვა ხალხთა) წინაშე, სინამდვილეში უცხოპლანეტური ფენომენები იყო. ბიბლიური „ღმერთი“ არის უცხოპლანეტელი არსება, რომელიც საუკუნეთა მანძილზე უხეშად ერეოდა კაცობრიობის ისტორიაში. „აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 24). „დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 25). ზემოთხსენებული ორი ციტატა გვეუბნება იმას, რომ უცხოპლანეტელმა არსებამ ცაში „გამოკიდებული“ კოსმიური ხომალდიდან, ენერგეტიკული ქვემეხებით და რაკეტებით დაბომბა სოდომი და გომორა. არავითარ „ღმერთს“ არ გაუნადგურებია სოდომი და გომორა, როგორც ამას გაუნათლებელი „მორწმუნე“ ფანატიკოსები ამტკიცებენ, სოდომის და გომორას ბომბარდირება სულაც არ ყოფილა „ღვთის რისხვა“. ბიბლია მოგვითხრობს რომ მთელ სოდომსა და გომორაში მხოლოდ ლოტი და მისი ოჯახი აღმოჩნდა მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც „ღმერთმა“ დაღუპვისაგან იხსნა: „როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 29). „აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადგან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 30). „უთხრა უფროსმა უმცროსს“ მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 31). „მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 32). „შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 33). „მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 34). „შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 35). „დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 36). „ძე შვა უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 37). „უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 38). ბიბლია გვაუწყებს, რომ ლოტი „ღმერთმა“ სოდომსა და გომორას გაარიდა და ქალაქ ცოღარში გადაასახლა, ლოტი დასახლდა ცოღარში, რომელიც სოდომისა და გომორას შორიახლოს მდებარეობდა. მაგრამ ბიბლიაში კვლავ გვხდება კიდევ ერთი აბსურდი და უაზრობა, დაბადების წიგნში წერია, რომ ლოტს ცოღარში ცხოვრების ეშინოდა, ისმის კითხვა, რატომ? არის კიდევ ერთი აბსურდი, ლოტის ქალიშვილები ერთმანეთს ეუბნებიან, რომ მთელ ქვეყნიერებაზე, მათ გარშემო კაცი არ მოიპოვება, რომ დააორსულოს ისინი და შთამომავლობა გაუგრძელონ მამას (ლოტს), რის გამოც ისინი გადაწყვეტენ სექსუალური კავშირი დაამყარონ მამასთან (ლოტთან), მაგრამ ის რასაც ისინი ამბობენ აბსოლუტური სიგიჟე და სრული უაზრობაა! ჯერ ერთი მთელ ქვეყნიერებაზე ნუთუ ერთი ქალაქი მაინც არ იყო, სადაც მამაკაცები იქნებოდნენ? მთელ ქვეყანაზე ორი კაცი ვერ მოძებნეს? ეს სრული სისულელეა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ლოტი და მისი ქალიშვილები ცხოვრობდნენ ქალაქ ცოღარში, სადაც უცოლო მამაკაცები ნამდვილად იქნებოდნენ, მაგრამ ლოტმა რატომღაც გადაწყვიტა აბარგებულიყო ქალაქიდან და პრეისტორიული ჰომონიდივით გამოქვაბულში დაბინავებულიყო ქალიშვილებთან ერთად. ბიბლიაში წერია, რომ ქალიშვილებმა ლოტი, თავიანთი მამა, ღვინით დაათვრეს და ისე დაორსულდნენ, თან ლოტმა ვერც კი შეამჩნია თუ როგორ დაამყარეს მათ მასთან სქესობრივი კონტაქტი, ნუთუ ლოტი ასეთ დონეზე გამოთვრა, რომ საკუთარი ქალიშვილები ვერ შეამჩნია? კი მაგრამ როგორ და რა სინდისით დაათვრეს ლოტის ქალიშვილებმა საკუთარი მამა? თუ ხვდებით, რომ აქ საუბარია სისხლის აღრევაზე ანუ ინცესტზე?! არადა ლოტსა და მის ქალიშვილებს ტრადიციონალისტი ქრისტიანი დოგმატიკოსები და მორწმუნეები აქებენ, ადიდებენ და ხოტბას ასხამენ, როგორც მართალ ხალხს! აქ ვლინდება ლოტისა და მისი ქალიშვილების სრული სირეგვნე და გარყვნილება (არადა თუ ბიბლიას დავუჯერებთ, „ღმერთმა“ ისინი სწორედ ღვთისმოშიშობისა და სიწმინდის გამო გამოარჩია და გადაარჩინა, როდესაც სოდომსა და გომორას გარყვნილების გამო ღუპავდა). ტრადიციონალისტი ფუნდამენტალისტი ქრისტიანები ამტკიცებენ, რომ „ღმერთმა“ სოდომი და გომორა გარყვნილების გამო დასაჯა და ისინი ასახელებენ შემდეგ ცოდვებს, ესენია: ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი, ლესბისზმი, ტრანსსექსუალიზმი, ინცესტი ანუ სისხლის აღრევა, სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა, ქორწინების გარეშე სექსი და ა.შ., ისინი ასახელებენ მთელ სიას იმ ცოდვებისა, რომლებსაც ვითომდა სოდომელები და გომორელები ჩადიოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ბიბლიაში ამის შესახებ კონკრეტულად არაფერი წერია! იქ არაა მოცემული სოდომელთა და გომორელთა დანაშაულებების კონკრეტული სია და მათი აზროვნების სტილის აღწერა, იქ არ წერია თუ კონკრეტულად რას აკეთებდნენ ამ ორი ქალაქის მოსახლეები, არის უბრალოდ რამოდენიმე ბუნდოვანი და არაკონკრეტული სიტყვა და მორჩა! დაბადების წიგნი ჩვენ არ გვაწვდის კონკრეტულ ფაქტებს, იმის შესახებ თუ რეალურად რა დააშავეს სოდომელებმა და გომორელებმა, რის საფუძველზეც ქრისტიანები (და იუდაისტები და მუსულმანები აგრეთვე) უსინდისოდ სპეკულირებენ. ბიბლიაში წერია, რომ ლოტმა (იქამდე სანამ სოდომი და გომორა განადგურდებოდნენ), საღამოჟამს სოდომის კარიბჭესთან შენიშნა ორი ანგელოზი, თაყვანი სცა და მიიპატიჟა სახლში. მაგრამ სოდომელებმა შეიტყვეს მათი მოსვლის შესახებ და იცოდნენ რა, მათი განზრახვა, მათ ლოტს მოსთხოვეს გამოეყვანა სახლიდან სტუმრები რათა დაესაჯათ ისინი, მაგრამ ლოტმა უარი სტკიცა, აი რა მოხდა: „ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები, – ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხია მოადგა ყოველი მხრიდან“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 4). „დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან უნდა შევიცნოთ“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 5). „გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 6). „უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას ძმებო!“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 7). „აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემ ჭერქვეშ არიან შემოსულნი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 8). პირდაპირ გამაოგნებელია, თუ რა დონის უსინდისობა, უსირცხვილობა, სირეგვნე, სადიზმი და სისასტიკე გამოიჩინა და გამოამჟღავნა ლოტმა თავისი უბიწო ქალიშვილების მიმართ, ის მზად იყო გასაუპატიურებლად საკუთარი უმანკო ქალიშვილები „მიეცა“ სოდომელებისთვის, ოღონდაც ორი სტუმარი, ორი ანგელოზი, „გადაერჩინა“, სოდომელთაგან „ეხსნა“ სტუმრები, რომელთა შესახებაც არაფერი არ იცოდა და არც კი იცნობდა მათ იმ მომენტამდე. სრულიად უცხო არსებების (თუგინდ ანგელოზთათვის, არ აქვს ამას მნიშვნელობა!) ლოტი სწირავდა საკუთარ ქალიშვილებს, ქალწულებს, რომლებმაც, როგორ იგი საკუთარი პირით ამბობს „მამაკაცი არ იცოდნენ“, ვერაფერს იტყვი, პრიორიტებების მშვენიერი სისტემა ჰქონია ბიბლიურ „წმინდა კაცს“, ჯანსაღად მოაზროვნე, ლოგიკურად და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც მთელი გულით უყვარს საკუთარი შვილები და მათი გულისათვის არათუ ყველაფერს დათმობს, საკუთარ სიცოცხლესაც კი გასწირავს, ადამიანი, რომელსაც ურჩევნია დაიღუპოს ტანჯვა-წამებაში, ოღონდაც საკუთარი შვილები იხსნას უბედურებისაგან, ადამიანი რომელიც ყველაფერს იღონებს საკუთარი შვილების ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობისათვის, ლოტის ადგილას სრულებით სხვაგვარად მოიქცეოდა. ლოტის ადგილას ასეთი ადამიანი სულ წიხლისკვრით გაგდებდა იმ „სტუმრებს“, აი როგორ მოიქცეოდა ჭკუათმყოფელი ადამიანი, ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა რომ მისი უმანკო ქალიშვილებისთვის ვინმეს ზიანი მიეყენებინა და არასგზით არ წამოროშავდა: „აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ“, შეხედეთ ბრმადმორწმუნენო! ის ამბობს „უყავით რაც გენებოთ“, ხვდებით საით ქრის სიმართლის ნიავი? ლოტს რომ თანამედროვე ეპოქაში ეცხოვრა, მას გიჟად გამოაცხადებდნენ და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტავდნენ სიცოცხლის ბოლომდე.
×
×
  • შექმენი...