Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ათეიზმი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 25 results

  1. ტანტრიზმში, კონკრეტულად კი კუბჯიკა-ტანტრაში ნათქვამია: "შივა შაქტის გარეშე არის - გვამი". ეს ნიშნავს იმას, რომ მამაღმერთი დედაღმერთის გარეშე, ღვთაებრივი შემოქმედებითი ენერგიის გარეშე არის უსიცოცხლო გვამი და სხვა არაფერი. ღმერთში არსებობს ორი ასპექტი: მამრობითი და მდედრობითი, შაქტი ესაა ცოცხალი დედაბუნება, დინამიური ენერგია, რომელიც მამრობითი ასპექტისგან განუყოფელია. შივა და შაქტი ერთი მთლიანია და სამყარო არის მათი ცოცხალი სხეული, მათი გაგრძელება. შივა და შაქტი არის ყველგან. ესაა პანენთეისტური დოქტრინა, რომელიც აღიარებს უფლის პიროვნულ და უპიროვნო ასპექტებს და მრავალი ემანაციის და ინკარნაციის არსებობას. ქაშმირული შივაიზმის და შაქტიზმის თანახმად ცოცხალი არსება (ჯივა) ესაა აბსოლუტის მინი-ვერსია, მისი გაგრძელება, ადამიანი, ფლორა, ფაუნა, კოსმიური ობიექტები, ესენია უფლის გამოვლინებები და ფლობენ ღვთაებრივ ბუნებას. შივა-გიტაში წერია: განთავისუფლებას და უფლის სავანეს მიაღწევს არა ის, ვინც იძახის - "მე ვარ შივა! მე ვარ შივა!", არამედ ის, ვისაც უყვარს უფალი და ემსახურება მას სიყვარულით და მორჩილებით აღსავსე ცნობიერებით. ეს ნიშნავს იმას, რომ შივაიტურ და შაქტისტურ რელიგიებში, განსხვავებით შანკარას ადვაიტასგან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბჰაქტი და ტანტრა-იოგას, და ბევრად უფრო ნაკლები კლასიკურ ჯნანას (გიანას). შივას და შაქტის ერთგულისთვის მთავარია უფლის სიყვარული და არა მის უპიროვნო ასპექტში განმქვრევა და ინდივიდუალობის სრული დაკარგვა "ჭეშმარიტების გაცნობიერებით". შანკარა ამბობს: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - არარეალურია", ხოლო შრი აბჰინავაგუპტა და შრი ვასუგუპტა (შივას და შაქტის ერთგულნი) ამბობენ: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - რეალურია" და უმატებენ: "სამყარო ესაა შივა + შაქტი". შივას და მისი მარადიული დედოფლის ერთგულთათვის მთავარია სულიერი ექსტაზი და სიყვარულით მსახურება და არა უპიროვნოზე მედიტირება. აბრაამული თეიზმის მთავარი პრობლემაა სექსუალური ენერგიის დესაკრალიზება და აბსოლუტში ქალური ასპექტის სრული უარყოფა, რამაც მიგვიყვანა ნიცშეს მიერ დეკლარირებულ "ღმერთის სიკვდილამდე". გავიხსენოთ რა წერია ტანტრებში, თუ შაქტის გარეშე მამაღმერთი არის - გვამი, მაშინ ცხადი ხდება თუ რატომ მოახდინა ფაქტის კონსტატირება ფ. ნიცშემ, როდესაც თქვა: "ღმერთი მოკვდა! ჩვენ მოვკალით იგი! ახლა კი გვსურს, რომ იცოცხლოს ზეკაცმა!", რაც ნიშნავს იმას, რომ აბრაამის მიმდევრებმა უფალში მდედრობითი ენერგიის, მაცოცხლებელი ენერგიის - დადაბუნების უარყოფით მოკლეს საკუთარი ღმერთი და დასავლური ბიბლიური "ცივილიზაცია" უკვე 400 წელზე მეტია რაც იხრწნება ცოცხლად, რადგანაც მინიმუმ 400 წელი მაინც არის გარდაცვლილი. მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ათეისტების და ტრანსჰუმანისტების რაოდენობა, რომლებიც არიან კიდეც "იდეალური ზეკაცები", ბილა-სვარგას დემონების მსგავსნი, რომლებიც ებრძვიან უფალს. მეცნიერული ათეიზმის წარმოშობა და განვითარება, არის უფალში ქალურის უარყოფის და თავად მამაზეციერის სიკვდილის ლოგიკური რეზულტატი. ბიბლიური მამა ღმერთი რეალურად მოკვდა და ის მისივე მიმდევრებმა მოკლეს. მამა არ არსებობს დედის გარეშე. დიაკონმა კურაევმა ერთხელ თქვა: "მონოთეიზმი განვითარდა წარმართობიდან, როდესაც უკვე სამყაროს დასაბამში არის ერთი უფალი, ერთი საწყისი, რომელსაც არ სჭირდება მეუღლე", მაგრამ ეს არის საზიზღარი ტყუილი, მამა ვერ იარსებებს დედის გარეშე. მამაღმერთი არ არსებობს ზეციური დედის გარეშე. უკანასკნელი მეცნიერული კვლევებიც მოწმობენ, რომ ბიბლიურ უფალს ჰყავდა მეუღლე და მას ერქვა - აშერა. უფალში მდედრობით საწყისს აღიარებენ კაბალისტები და უწოდებენ მას - შეჰინას. შეჰინა თარგმანში ნიშნავს "უფლის დიდებას", ხოლო შაქტი - "უფლის ენერგიას, ძალას"... არაფერი გახსენდებათ? შაქტი და შეჰინა ერთი და იგივეა ანუ საბოლოოდ იუდეველებს მაინც არ გამოუვიდათ უფალში ქალურის უარყოფა, თუმცა ზოგიერთები შეჰინას უპიროვნო ძალად განიხილავენ. მამრობითი არ არსებობს მდედრობითის გარეშე, როდესაც ბრაჰმანმა მოისურვა გამხდარიყო მრავალი, ის გახდა მრავალი, ჯერ იშვნენ შივა-ტატვა და შაქტი-ტატვა, ხოლო მათგან მრავალი სხვა ფორმა სიცოცხლისა და სამყაროთა მირიადები. ყველა და ყველაფერი არის შივა-ტატვას და შაქტი-ტატვას ემანაცია. კოსმოსი, ისევე როგორც ცოცხალი სულები (ჯივები), წარმოადგენენ უფლის (აბსოლუტის) კოსმიურ სხეულს, მის გაგრძელებას. აბსოლუტი ყველაფერშია. განთავისუფლება, არის აბსოლუტთან დაკარგული კავშირის აღდგენა და საკუთარი შინაგანი მე-ს გამოღვიძება.
  2. პოზიტივიზმი (ლოგიკური პოზიტივიზმი) ეს არის XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერ ჩამოყალიბებული „ფილოსოფიური“ თეორია, რომლის მიხედვით ერთადერთი „ჭეშმარიტი ცოდნა“ არის „მეცნიერული ცოდნა“, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ. კონტის მიხედვით „ჭეშმარიტების“ ძიების პროცესში საზოგადოება სამ თანმიმდევრულ სტადიას გადის: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურსა და პოზიტიურს (მეცნიერულს). თეოლოგიურ ფაზაში ადამიანებს ღმერთის უმაღლესი ძალის სწამთ, საზოგადოებას კი ღმერთის წარმომადგენლები მართავენ. ადამიანებს სჯერათ რელიგიური დოქტრინების და მათთან დაკავშირებით კითხვები არა აქვთ. მეტაფიზიკურ ფაზაში ჩნდება და ძლიერდება იდეა ადამიანის უნივერსალური და განუყოფელი უფლებების შესახებ, ძლიერდება ამ უფლებების პატივისცემა. მესამე სტადიისათვის კი დამახასიათებელია „პიროვნების მნიშვნელობის“ კიდევ უფრო ზრდა. აღარ არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, რომელსაც ადამიანები ემორჩილებიან — ყოველივეს „პიროვნებათა თავისუფალი ნება“ განსაზღვრავს. კონტის მიხედვით დასავლური „ცივილიზაციისათვის“ პირველი სტადია დასრულდა „განმანათლებლობის“ ეპოქით, მეორე — საფრანგეთის რევოლუციით. გამოდის, რომ კონტის წარმოდგენით, კაცობრიობის მოძრაობა იდეალიზმიდან მატერიალიზმისკენ, რელიგიის უარყოფა და ათეიზმში (ასურა-დჰარმაში) გადასვლა, ეს არის „პროგრესი“. პრაქტიკულად მისი გაგებით სანატანა-დჰარმადან ასურა-დჰარმასკენ სვლა, სატვას მოდუსიდან ტამასის მოდუსისკენ მოძრაობა, არის სხვა არაფერი თუ არა იმის ნიშანი, რომ ადამიანური საზოგადოება „ვითარდება“ და ხდება „უკეთესი“ ანუ მისთვის რელიგია არის სიცრუე და ბოროტება, რომელიც მეცნიერული „ცოდნის“, მეცნიერული ათეიზმის მეოხებით უნდა იქნეს დაძლეული და საბოლოოდ გადალახული. აქედან ჩვენ ვასკვნით, რომ კონტის იდეოლოგია არის ტიპიური ასურა-დჰარმა, სანატანა-დჰარმას სრული ინვერსია. მისთვის ასურა-ბჰავაში მყოფი ადამიანის ანტითეისტური ნება-სურვილი არის უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე ღმერთის სიყვარული და რწმენა. კონტის აზრით, თუ ვერ ვამოწმებთ რაღაცას ე.ი. ის რაღაცა უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში და არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რამე მენტალური ნაკლი ან ტექნოლოგიები არ გვაქვს საკმარისად განვითარებული, არა, მეტაფიზიკური, ზებუნებრივი, უბრალოდ არ არის. მისი გადმოსახედიდან უზენაესი ღვთაებრივი ავტორიტეტის გაქრობა, არის პოზიტიური მოვლენა, განვითარების და განათლების რეზულტატი. აქედან გამომდინარე, კონტი ქადაგებდა კლასიკურ ასურა-დჰარმას და იმყოფებოდა ტამასის მოდუსის პირდაპირი გავლენის ქვეშ, ისევე როგორც მისი თანამედროვე მიმდევრები (მაგალითად ტიპიური პოზიტივისტი - ალექსანდრე პანჩინი). თუმცა პირადადმე ვერ ხვდები რას ხედავენ პოზიტიურს კონტის ასურა-დჰარმაში და ასურა-ბჰავაში. ისიდორ მარი ოგიუსტ ფრანსუა ქსავიე კონტი დაიბადა 1798 წელს და გარდაიცვალა 1857 წელს. ის იყო მატერიალისტური იდეების მქონე ფრანგი ფილოსოფოსი. ის არის პოზიტივიზმის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელი. მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები — მისთვის დიდი პოპულარობის მომტანი "პოზიტიური ფილოსოფიის კურსი" ("Cours de philosophie positive") ტ. 1-6, 1830-1842) და "პოზიტიური პოლიტიკის სისტემა, ან სოციოლოგიის ტრაქტატი, კაცობრიობის ჩამომაყალიბებელი რელიგია" (ტ.1-4 1851-1854). არისტოტელეს შემდეგ კონტი პირველია, ვინც შეეცადა ამ „გრანდიოზული ამოცანის“ გადაწყვეტას. იგი ცდილობს „მეცნიერება“ გამოყოს თეოლოგიისა და მეტაფიზიკისაგან. მეცნიერების ამოცანა კანონების აღმოჩენაა, რომლებიც გაგებულია როგორც მოვლენებს შორის მყარი და განმეორებადი კავშირი. კონტი გვევლინება ფილოსოფიის ტრადიციული გაგების გამაუქმებლად, მისი აზრით ფილოსოფიას არ აქვს არც განსაკუთრებული საგანი და არც კვლევის მეთოდი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა „მეცნიერებათა“ მეთოდებისაგან. თუ ფილოსოფიას სურს დარჩეს „მეცნიერებად“, მაშინ იგი უნდა ჩაერთოს „მეცნიერებათა“ რიგში. სოციოლოგია ერთის მხრივ უპირისპირდება თეოლოგიურ შეხედულებებს, მეორეს მხრივ მეტაფიზიკურ შეხედულებებს, რომელთა მიხედვით საზოგადოება ადამიანთა გონიერი ნების პროდუქტია. სოციოლოგია კი არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის გონება და ფსიქიკა სრულყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრების გავლენით. ინდივიდი აბსტრაქციაა, საზოგადოება კი სინამდვილი, რომელიც კანონებს ექვემდებარება. სწორედ სოციოლოგია ასრულებს პოზიტიური ფილოსოფიის სისტემას, რაც მოასწავებს საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური სტადიის დადგომას. ცხადია ასურა კონტი აუქმებს ტრადიციულ იდეალისტურ ფილოსოფიას და უპირისპირდება თეოლოგიას, რომელიც ძველი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც - ღვთისმეტყველება ან სწავლება უფლის შესახებ, ამიტომაც მისი ზოგიერთი ადეპტები, რომლებიც ასევე ასურა-ბჰავაში იმყოფებიან, ამბობენ, რომ „ღმერთი სდუმს“ ან „ღმერთი მოკვდა“. კალი-იუგაში ეს არ უნდა გვიკვირდეს, მომავალში მოვლენ (დაიბადებიან) ბევრად უფრო „გენიალური მოაზროვნეები“, რომლებიც კიდევ უფრო „გაანათლებენ“ მასებს და შექმნიან კიდევ უფრო „გენიალურ“ თეორიებს და დისციპლინებს. ეჭვიც ნუ შეგეპარებათ მაგაში. სიტყვა განათლება როგორც ასურა-დჰარმას სინონიმი, ნამდვილად არ მეგონა თუ ამ დონემდეც მივიდოდა საქმე. ლიტერატურა Amory, Frederic."Euclides da Cunha and Brazilian Positivism", Luso-Brazilian Review. Vol. 36, No. 1 (Summer, 1999), pp. 87–94. Giddens, Anthony. Positivism and Sociology. Heinemann. London. 1974. Gilson, Gregory D. and Irving W. Levinson, eds. Latin American Positivism: New Historical and Philosophic Essays (Lexington Books; 2012) 197 pages; Essays on positivism in the intellectual and political life of Brazil, Colombia, and Mexico,
  3. ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც. ოცდამეერთე საუკუნის ულტრა-ლიბერალურ და ულტრა-ეგალიტარულ საზოგადოებაში ტოტემიზმის და ზოო-ფეტიშიზმის დოგმებმა ახალი ძალით იფეთქეს და მთელ მსოფლიოზე გაბატონდნენ. დღეისათვის დომინანტურ იდეოლოგიად ითვლება ბიოცენტრისტული ეთიკა და ინვირომენტალიზმი, როგორც ზოო-ფეტიშიზმის, ეკო-კულტის და ტოტემიზმის ახალი, ძველზე გაცილებით მძლავრი და სიცოცხლის უნარიანი, ერთობ ექსპანსიური ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად აგრესიული და შოვინური ბუნებისაა. თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი აქვს შინაური ცხოველების კულტს, კერძოდ კი ძაღლების და კატების კულტის ობიექტებად ქცევას და საპირისპირო, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ მკვეთრ სიძულვილს მძლავრი მორალისტური პათოსის და რეპრესიული ფსევდო-ეთიკის თანხლებით. შესაძლოა შინაური ცხოველების და ეკოსისტემის დაცვის ისტერიული კულტი კიდევ დიდხანს იარსებებს... ცნობისათვის, ეკო-კულტისტებს შორის მრავლად არიან რადიკალური იდეების მქონე ე.წ. ეკო-ტერორისტები.
  4. ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი.
  5. „ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.“ რიჩარდ დოკინსი „ღმერთი როგორც ილუზია“
  6. „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ ინგოლშტადტის უნივერსიტეტი 1776 წლისს 1 მაისს და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ვაისჰაუპტმა მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნია და შეიმუშავა საკუთარი დოქტრინა. პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო, იგი მიზნად ისახავდა საკუთარი ორდენის გამოყენებას აღნიშნულ მოძღვრებათა გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის. 1777 წელს ჰერცოგი კარლ IV თეოდორი გახდა ბავარიის მმართველი, მან აქტიური ბრძოლა დაიწყო განმანათლებლური აბსოლუტიზმისა და ფარული ორგანიზაციების გავრცელების წინააღმდეგ ბავარიის საგრაფოში. რომის პაპმა პიუს VI-მ დაგმო საიდუმლო ორდენის მოძრაობა, ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და გაასამართლა კიდეც ორდენის წევრები. საბოლოოდ, ორდენი დაიშალა, ადამ ვაისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა და მთელი სიცოცხლე (გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს) დევნილობაში გაატარა. ორდენს ჰყავდა წარმომადგენლები ევროპის მრავალ ქვეყანაში. „ბავარიელ ილუმინატებთან“ და ზოგადად, ფარულ ორგანიზაციებთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობის მთავარ მოტივად სახელდება მსოფლიოზე გაბატონების, ადამიანურ, სამეცნიერო და ფინანსურ რესურსთა ტოტალური კონტროლის სურვილი. 1797 წელს აუგუსტინ დე ბარუელმა გამოაქვეყნა წიგნი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“ (ფრანგ. Mémoires pour servir à l’Histoire du Jacobinisme), სადაც ის აღწერს ილუმინატთა ხელმძღვანელობით განხორციელებულ გლობალურ შეთქმულებას, რის შედეგსაც წარმოადგენდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ილუმინატების შემდეგ სამიზნედ ავტორი მიიჩნევდა სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის განადგურებას. თითქმის იმავე პერიოდში, დე ბარუელისაგან დამოუკიდებლად, შოტლანდიელი მასონი და ედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი ჯონ რობისონი მუშაობდა საკუთარ წიგნზე „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“ (ინგლ. Proofs of a Conspiracy Against all the Religions and Governments of Europe). შოტლანდიელ პროფესორს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფარული შეთქმულების მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს ყველა რელიგიის შეცვლა ჰუმანიზმით და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება. მასონობა, თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie, ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში. თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე. მასონობის კანდიდატს აუცილებლად უნდა სჯეროდეს შემოქმედი უფლის არსებობის და უნდა იყოს ჯენტლმენი. ილუმინატებსა და მასონებს შორის მუდმივად იყო, არის და იქნება დაპირისპირება, რადგანაც ილუმინატები ეყრდნობიან ჰუმანიზმს, სეკულარიზმს და ლიბერალიზმს (ათეიზმს) და უარყოფენ შემოქმედს (უფალს), ხოლო მასონები პირიქით - ეყრდნობიან ბიბლიის, ყურანის და თალმუდის ავტორიტეტს, ეთაყვანებიან აბრაამის, ისააკის და იაკობის უფალს (ცაბაოთ-უფალს) და ცდილობენ ააშენონ უფლის ათასწლოვანი სამეფო დედამიწაზე, განვითარდნენ უფლის ნების შესაბამისად. მათ რწმენა ეუბნება მათ, რომ უნდა დაემორჩილონ დიადი არქიტექტორის მცნებებს და იყვნენ ღვთისმოშიში ჯენტლმენები. იცოდეთ, თუ ადამიანი ქადაგებს, რომ ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რელიგია და საერთოდ რელიგია არის ანაქრონიზმი, რომელიც უნდა მოვიშოროთ, ესაა ილუმინატი ან ადამიანი, რომელიც იმყოფება ილუმინატების ფარული გავლენის ქვეშ. თუ ადამიანი საუბრობს განმანათლებლობაზე და რელიგიის გაკეთილშობილებაზე, უფლის სამეფოს შექმნაზე, პროგრესზე და ახალი სამყაროს აშენებაზე უფლის გეგმის მიხედვით ან უბრალოდ საუბრობს პროგრესზე და თან ადიდებს შემოქმედს და თან არის ჯენტლმენური გარეგნობის მორწმუნე ინტელექტუალი (ინტელიგენტი) დახვეწილი მანერებით, იცოდეთ, ესაა მასონი ან პოტენციური მასონი, მასონთა გავლენის ქვეშ. არის სერიოზული განსხვავება ილუმინატებსა და მასონებს შორის, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ ხედავს უმეცრების გამო.
  7. ნაწილი 1 "ქსენოფანეს წინაშე, უწინარეს ყოვლისა, პოლითეიზმის საფუძვლიანობის საკითხი დადგა. პოლითეიზმი მრავალღმერთიანობის თეორიაა, გაღმერთებულია ბუნების მოვლენებიცა და ადამიანებიც. ქსენოფანეს აზრით, ბუნების მოვლენების გაღმერთება უსაფუძვლოა, რადგან შეუძლებელია ღმერთი ცვალებადი, წარმავალი იყოს. იკი აკრიტიკებს ანთროპომორფიზმს ანუ ღმერთის ადამიანური თვისებებით წარმოდგენას. ჰომეროსისა და ჰესიოდეს ღმერთები ადამიანთა მსგავსად ცრუობენ, მრუშობენ, ქურდობენ, ერთმანეთს ებრძვიან. ამ ღმერთებს აქვთ ადამიანის მსგავსი სხეული, რომლითაც ისმენენ, ხედავენ, სუნთქვანენ და ა.შ. ქსენოფანეს აზრით, ადამიანური პრედიკატები ღმერთისთვის უცხოა. ამგვარი ღმერთები კი არ ქმნიან და მართავენ სამყაროს და ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანები ქმნიან ღმერთებს. ღმერთების სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზია ადამიანთა განსხვავება: ეთიოპიელების ღმერთი შავია და პაჭუა, თრაკიელებისა ცისფერთვალა და წითელთმიანი, ხოლო ხარებს, ცხენებსა და ლომებს რომ ხელები ჰქონოდათ ან ხატვა შესძლებოდათ, ან სახის შექმნა ადამიანისებურად, მაშინ ცხენები ღმერთს ცხენისებრი, ხარები ხარისებრი სახით დახატავდნენ და ასეთი სახით წარმოადგენდნენ. ქსენოფანე უარყოფს პოლითეისტურ ღმერთს, მაგრამ ამ გზით იგი საერთოდ ღმერთის უარყოფამდე კი არ მიდის, არამედ მონოთეიზმის დასაბუთებას ცდილობს." წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 37. "იონიელებმა სამყაროს არსებად ცვალებადი და გარდაქმნადი ბუნების მოვლენები მიიჩნიეს. ქსენოფანეს აზრით, სამყაროს არსებაა უძრავი და უცვლელი ღმერთი. იგი უპირისპირდება სიმრავლეს (ბუნებას) როგორც ერთი. ღმერთი არსია სამყაროსი და შეუძლებელია მრავალი იყოს, რადგანაც მრავალი თანაბარძალოვანი ღმერთის დაშვებისას ღვთაებრივი ძალა განაწილდება სიმრავლეში და არც ერთი მათგანი არ იქნება ღმერთი (ძალის სიმცირის, ნაკლის გამო). ხოლო თუ მრავალი ღმერთი არათანაბარძალოვანია, მაშინ ყველაზე ძლიერს ექნება ღმერთის მნიშვნელობა, სხვანი კი დაქვემდებარებულნი იქნებიან, მაგრამ ასეთი ღმერთები არ შეიძლება არსებობდნენ; ე.ი. მრავალი ღმერთის დაშვებას საბოლოოდ მონოთეიზმამდე მივყავართ". წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 38. ქსენოფანეს არგუმენტები და იდეები: #01 - "მითოლოგია ადამიანური წარმოსახვის ნაყოფია" #02 - "ღმერთები ჰგვანან ადამიანებს, ეს აბსურდია" #03 - "უმეცრებამ წარმოშვა ზებუნებრივის რწმენა და მითები ღმერთების შესახებ" #04 - ქსენოფანეს გაგებით ზოგიერთი ღვთაებების სიკვდილი და რეინკარნაცია უაზრობაა (იგულისხმება - ადონისი, ოსირისი და ა.შ.) #05 - "ტიტანები, გიგანტები და კენტავრები ძველი ხალხების ფანტაზიის ნაყოფია". #06 - ქსენოფანე ებრძოდა მკითხავებს და ორაკულებს. #07- "რეინკარნაცია არ არის" #08 - "თუ დავუშვებთ, რომ არის მრავალი ღმერთი, გამოვა, რომ თითოეული მათგანი რაღაცაში სხვებზე მეტი და ძლიერი იქნება, რაღაცაში კი ნაკლები, სუსტი, ასეთი არსებები კი ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღვთაება ვერ აიტანს, რომ ვინმე მასზე მაღლა იდგეს და მასზე ბატონობდეს" #09 - "თუ ღმერთები ძალით თანასწორები არიან, მაშინ ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღმერთი სხვებზე უკეთესი და აღმატებული უნდა იყოს" #10 - "მრავალი ღმერთი რომ არსებობდეს, მათგან არც ერთს არ ექნებოდა ყოვლისშემძლეობა" #11 - "ღმერთები (ღმერთი) არც იბადებიან და არც კვდებიან" #12 - "შეუძლებელია ღმერთი დარბოდეს სამყაროში სხვადასხვა საქმეებზე, როგორც ადამიანი" ქსენოფანეს კრიტიკა (ჩემი კონტრარგუმენტები ქსენოფანეს წინააღმდეგ): #01 - საიდან ვასკვნით, რომ მითოლოგია მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და სხვა არაფერი? და რა არის წარმოსახვა? ქსენოფანე აბსურდად მიიჩნევს მითოლოგიას და ვერ ხედავს რომ მითები და ლეგენდები ესენია ძველი ისტორიები, ადამიანების და ღმერთების კონტაქტის შედეგი. ესაა ინფორმაციული არქივი ძველი ეპოქების შესახებ. ქსენოფანე საერთოდ არ იცნობდა დჰარმულ რელიგიებს და საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოგზაურობდა, მთელ მსოფლიოს ვერ მოივლიდა და შესაბამისად ყველა რელიგიასაც ვერ შეისწავლიდა, მის დროს ბერძნული გეოგრაფია უაღრესად პრიმიტიულ დონეზე იყო და განათლების ზოგადი დონეც. წარმოსახვა ესაა გონება (მანასი", რომელიც დაკავშირებულია წინა ინკარნაციებთან და ადამიანის გულში მსუფევ ზესულთან (პარამატმასთან). დევები (ღმერთები) გავლენას ახდენენ ადამიანურ ემოციებზე და შთაგონებაზე (იხ. მუზები და მოირები). #02 - დჰარმული და ჩინური რელიგიების მიხედვით ჰუმანოიდური ფორმა სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია, სხვადასხვა ზებუნებრივი არსებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამის გარდა, სხვადასხვა განვითარების და ტემპერამენტის მქონე ადამიანებს ევლინებიან განსხვავებული ფორმებით. ანთროპომორფული (ჰუმანოიდური) არის სამყაროში მცხოვრები მრავალი რასა (დევები, ასურები, პრეტები, ბჰუტები, ნარაკები, ბოდჰისატვები და ა.შ.). ვედების მიხედვით სამყაროში გავრცელებულია 400 000 ჰუმანოიდური ფორმა. #03 - უმეცრება ესაა სულიერი ცოდნის უარყოფა და ურწმუნოება და არა რწმენა. ეს მხოლოდ ქსენოფანე ფიქრობდა, რომ ძველი მსოფლიოს მისტიკოსები "უმეცრები" იყვნენ, დასაბუთება ცხადია ვერ შეძლო. #04 - ღვთაებებს შეუძლიათ სიკვდილი დ მკვდრეთით აღდგომა. ვერაფერს წინააღმდეგობრივ და უაზროს ამაში ვერ ვხედავ. სული უკვდავია, ხოლო ასტრალური სხეულის და ფიზიკური ხორციელი გარსის მოსპობა ძალიან მარტივად შეიძლება. ღვთაების რეინკარნაცია სულაც არ არის უსაფუძვლო და აბსურდული, ქსენოფანეს არ ესმის მისტიციზმი, ღვთაებათა ბუნება. #05 - ტიტანების, გიგანტების და კენტავრების ძვლებს მთელ პლანეტაზე პოულობენ, ამის გარდა უაზრობა იქნებოდა გვემტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან რომ ნახეს ეს არსებები, ყველანი არიან "შეშლილები", აბსურდი ის იქნებოდა, რომ სხვა ჰუმანოიდური და მისტიკური რასების არსებობის უარყოფა მიგვეჩნია მართებულად. ადამიანთა მსგავსი ცოცხალი არსებები, დაჯილდოვებულნი არაადამიანური უნარებით და ძალებით სავსებით შეიძლება არსებობდნენ, ამის გამორიცხვა ნონსენსია. #06 - ნუთუ ქსენოფანე ვერ ხედავდა, რომ მკითხაობა და ორაკულობა რეალურად მოქმედებს? ცხადია არსებობენ შარლატანებიც, მაგრამ, რის საფუძველზე უწოდებდა მკითხავებს და ორაკულებს, ყველას უკლებლივ, შარლატანებს? ეს გაურკვეველია. #07 - რეინკარნაციის იდეა არის მრავალ რელიგიაში, განსაკუთრებით კი დჰარმულ რელიგიებში, სადაც სულთა გადასახლება იდეად კი არა, ბუნების აბსოლუტურ კანონად ითვლება. დოქტორი იან სტივენსონი აშშ-დან ამტკიცებს, რომ მან შეძლო რეინკარნაციის ფაქტის დადასტურება, მსოფლიო ისტორიაში იყო მრავალი ადამიანი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ახსოვდათ წინა ცხოვრება და ამას ასაბუთებდნენ კიდეც, შეუძლებელია ყველა გიჟი იყოს. სული (ატმანი) რეალურად გადადის სხეულიდან სხეულში კარმული კანონის ზეგავლენით და ეს ფაქტი სავარაუდოდ გაუგებარი ან სულაც უცნობი იყო სკეპტიკურად განწყობილი ქსენოფანესათვის. #08 - თითოეულ ღვთაებას აქვს საკუთარი სფერო და კონკრეტული ტალანტები. რა არის აქ გაუგებარი? რა იცოდა ქსენოფანემ, რომ ღვთაებათა შორის გარკვეული იერარქია ვერ იარსებებს? #09 - ღმერთები არ არიან ერთნაირი ძალის. #10 - ყოვლისშემძლე არავინაა. უმაღლესი ღმერთიც კი შეზღუდულია საკუთარივე კოსმიური კანონებით (ეთიკით). ყოვლისშემძლეობა უეჭველად გულისხმობს აბსოლუტურ თავისუფლებას მოქმედებაში და შესაბამისად მორალურ ნიჰილიზმს. "თავისუფალ" ღმერთს გამოდის რომ შეეძლება რაც მოესურვება ყველაფრის გაკეთება ანუ არ ექნება ეთიკური საზღვრები. #11 - არავინ არ იბადება და არ კვდება. იბადება და კვდება სხეული, სული (ატმანი) - არა. დაბადება და სიკვდილი მოჩვენებითია, სული მარადიულად უსაწყისო და უსასრულოა. რა არის აქ გაუგებარი? კარგი იქნებოდა ქსენოფანეს შეესწავლა შაივა-სიდჰანტას ფილოსოფია ან შანკარას ადვაიტა. #12 - ვითომ რატომ არის შეუძლებელი, რომ სხვადასხვა რანგის ღვთაებები ფლობდნენ ადამიანის მსგავს ფორმას და "დარბოდნენ" სხვადასხვა პლანეტებზე და სამყაროებში საქმეზე? ვერ ვიგებ ქსენოფანეს უსაფუძვლო მტკიცებებს. მისი სკეპტიციზმი უსაფუძვლოა. P.S. ეპილოგი. ღმერთები არიან ადამინის მსგავსი სულიერი არსებები, რომელთა შორისაც არსებობს უმკაცრესი იერარქიული სისტემა. პარაბრაჰმანიდან ჩნდება ტრიადა (ტრიმურტი), ხოლო ტრიადა წარმოშობს ღვთაებათა მთელ მირიადებს, იერარქიებს, ეს არსებები ქმნიან ადამიანურ რასას და პლანეტებს. თითოეულ პლანეტას და ვარსკვლავს ჰყავს თავისი ასტრალური ღვთაება (ჰუმანოიდური ავატარა), რომელსაც გააჩნია კონკრეტული ემოციები, იდეები და გონება. ისინი გავლენას ახდენენ ადამიანებზე და ზოგადად ბიოსფეროზე. ღმერთების სიმრავლის მიზეზია ის, რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, წარმოშობენ ემანაციებს და ექსპანსიებს და ეცხადებიან სხვადასხვა ფორმით და სახით სხვადასხვა აზროვნების მქონე ხალხებს. ამის გარდა ისიც ნათქვამია მითებში, რომ ღმერთებმა გაინაწილეს დედამიწის ხალხები და სამეფოები (!). ბასილიდე გნოსტიკოსიც ამ აზრზე იყო. წარმავალია მხოლოდ მატერია და არა სული. რაც შეეხება ღმერთების ქცევას და სხეულის ქონას, ბუდისტური, ჯაინისტური, დაოსური, შინტოისტური და ვედური (ინდუისტური) რელიგიური ფილოსოფიის მიხედვით, დაბალი იერარქიის, დაბალი რანგის ღმერთებს (ღვთაებებს) გააჩნიათ ადამიანთა მსგავსი ემოციები და გარეგნული ფორმა, რაც სავსებით ბუნებრივია. რა არის აქ გასაკვირი? არაფერი. ქსენოფანე იმყოფებოდა მანუმაიას დონეზე და მთელი მისი "ფილოსოფია" ესაა პრიმიტიული მენტალური სპეკლაციები, სხვა არაფერი. ქსენოფანეს არ ჰქონდა სიყვარული და სულიერი სიახლოვე უფალთან (უზენაესთან). მისი კრიტიკა ესაა აგრესიული ღვარძლი და სხვა არაფერი. მას საერთოდ არ ესმოდა თუ რას წარმოადგენს მატერიალური ბუნება და კოსმიური იერარქია. ომ შანტი ნაწილი 2 ვედანტა, მაჰაიანა და ქაშმირული შივაიზმი ქსენოფანე კოლოფონელის წინააღმდეგ რა არის ღმერთი? ყველას თავის ჭკუაზე ესმის ეს, თუმცა არსებობს ობიექტური ცოდნაც (გნოზისი). ქსენოფანე კოლოფონელი აშკარად მოკლებული იყო გნოზისს. ღმერთის (ღვთაების) რაობა და არსი შეგვიძლია გავიგოთ ორგვარად: #1 ღმერთი არის უსასრულო მულტისამყარო (ცოცხალ არსებათა და ციურ სხეულთა ერთიანობა) და ამ მულტისამყაროს კოლექტიური (აბსოლუტური) ზეცნობიერება. #2 ღმერთი ესაა ღვთაება, ჰუმანოიდური არსება, რომელიც ფლობს ადამიანურის მსგავს სხეულს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერს, შეუძლია სივრცეში მყისიერად გადაადგილება ეთერული პორტალების დახმარებით, ფორმის შეცვლა, შემცირება და გადიდება, დროის და სივრცის გამრუდება, მატერიის შექმნა ენერგიიდან და სხვა მსგავსი სიდჰები (სრულყოფილებები, უნარები). დაცემულ ღმერთებსაც (ასურებს) შესაძლოა გააჩნდეთ მსგავსი უნარები, თუმცა უფრო შემცირებული. ღმერთების გონება, სული და სხეული შესაძლოა იყოს გაცილებით უფრო ძლევამოსილი, ვიდრე ადამიანის. სხვადასხვა რანგის ღვთაებებს (ღმერთებს) შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული ძალა და ფსიქოლოგია, მენტალიტეტი. ომ შანტი
  8. ესაა ბრიტანელი მეცნიერი, ასტროფიზიკოსი – მეთ ტეილორი, რომელიც ფემინისტმა ფაშისტებმა არაფრის გამო გაანადგურეს სოციალურ დონეზე და "ბოდიშიც" კი მოახდევინეს, მაგრამ მაშინაც კი არ გაჩერდნენ. ფემინისტებმა ეს მეცნიერი დაღუპეს. მეთ ტეილორი არის ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი, რომლებმაც ზონდი დასვეს როზეტას კომეტის ზედაპირზე. ფემინისტებს არ მოეწონათ ის რომ მეთი ტელეეთერში გამოჩნდა ქალების ანიმირებული სურათებით მოხატული პერანგით და დაიწყეს ყვირილი. ფემინისტებმა იქამდე არ მოისვენეს სანამ ეს ადამიანი არ მოსპეს მორალურად და სოციო-ეკონომიკურად.
  9. როდესაც ვამბობ რომ იოგა და ვედანტა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის, ბევრი უცოდინარი ხეპრე მიბრაზდება და მეტლიკინება: "იოგა და ეგეთები ეგ მხოლოდ ინდოეთის რელიგიური დოგმატებია და დანარჩენ მსოფლიოსთან არავითარი კავშირი არ აქვს". ასე იქცევიან ჩვეულებრივად ავეიდიკა-პაშუ იგივე მაჰა-პაშუ რომლებიც ქადაგებენ ჩარვაკა-ლოკაიატას ურჯულოებას. ზოგჯერ ასე ფიქრობენ აბრაამიტი მონოთეისტებიც. მინდა ვუთხრა ყველას; შტერებსაც და ჭკვიანებსაც, იოგა და ვედანტა ესაა სრულიად ადამიანური რასის კოსმიური სიბრძნე და ცოდნა. იოგა და ვედანტა ესაა ადამიანთა სულიერი საგანძური. რა შუაშია აქ ინდოეთი? უბრალოდ ინდოელებმა დანარჩენი ერებისგან განსხვავებით შეძლეს იოგას და ვედანტას შენახვა და განვითარება. სხვა ერებმა ინდოელებისგან განსხვავებით ატლანტიდის კატასტროფის შემდეგ დაკარგეს იოგა და ვედანტა, შესაძლოა არა მთლიანად, მაგრამ იოგას და ვედანტას ყველაზე სრულად შემონახვა შეძლეს ინდოელებმა. განსაკუთრებით კი აქცენტს ვაკეთებ ადვაიტა ვედანტაზე და ტანტრა იოგაზე. უნივერსალურ კოსმიურ ცოდნას საზღვრები არ გააჩნია. უნივერსალური ცოდნა მთელ სამყაროშია განფენილი. იოგა და ვედანტა მხოლოდ ინდოელებს არ ეკუთვნით. მეორეც ის რომ ევროპელები სულ სხვა გზით წავიდნენ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი "გზა" სწორია. ევროპაში მისტიკური შემეცნება და ღმერთის იდეა მოკვდა, ამერიკაში მით უმეტეს, ხოლო აზიამ დაიცვა ძველი, უფრო ზუსტად მარადიული ცოდნა, მარადიული ჭეშმარიტება. კოსმიურმა სიბრძნემ გეოგრაფია არ იცის. დედამიწა ანუ ბჰუმანდალა შეიქმნა იმ არსებების მიერ, რომლებმაც ადამიანებს გადასცეს იოგა და ვედანტა. ბრაჰმანის ცოდნა არსებობს ყველა რელიგიაში. ის ცოდნა რაც იოგაში და ვედანტაშია ეხება მთელ სამყაროს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ ერთი ევროპასა და ამერიკაში არიან ინდუისტები და ბუდისტები და მეორეც; რატომ არ უნდა მიიღოს ევროპამ და ამერიკამ "ინდური სიბრძნე"? რა ჰგონიათ თავი ევროპელებს და ამერიკელებს? ხისთავიან ურჯულო მატერიალისტებს თავი ღმერთები ჰგონიათ? აბრაამულ მონოთეისტებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, მათი ბრიყვული ეგზოთერიზმი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. რა უნდა ვთქვა? ახლა დგას კალი-იუგა. მიხვდით აწი. საქმე იმაშია, რომ ათეისტურ "მეცნიერებას" და ეზოთერულ პარამეცნიერებას რადიკალურად განსხვავებული მიდგომები აქვთ. ათეისტური უარყოფს მისტიკურ რეალობას ანუ სულიერ ძალებს, ხოლო ეზოთერული აღიარებს. ათეისტური მეცნიერება ამბობს რომ მუდმივად კითხვები უნდა ვსვათ და არ მივიღოთ მისტიკა. ათეიზმის პოზიციაა მისტიკის უარყოფა და მუდმივად კითხვების დასმა და ამით უსასრულო "ევოლუცია". ათეიზმისთვის არ არსებობს მარადიული ჭეშმარიტება ზეციდან მონაბერი. ეზოთერიკა პირიქით, არ სვამს ზედმეტ კითხვებს და არათუ აღიარებს და იღებს მისტიკას, არამედ გვთავაზობს მზამზარეულ და გამზადებულ რეცეპტს მარადიული ზეცით მონაბერი ჭეშმარიტებისა. არის მისტიკური დოგმა და შენ ის უნდა შეიცნო. მორჩა, სხვა არაფერი გევალება. თავისუფლება არ არსებობს. ყველაფერს მართავს იშვარა ანუ უფალი და კარმული კანონი. ადამიანის მიზანია ზემიწიერი ზეადამიანური ზეციური ჭეშმარიტების შეცნობა. ამიტომაც რომ დაუწყო ლაპარაკი მორწმუნე ინდუისტს "განმანათლებლობის" ეპოქაზე, "რენესანსზე", ბიბლიაზე და დარვინზე, ის პირში გეტყვის რომ ეგ ყველაფერი არის კალი-იუგაში გაჩენილი "ასურა-დჰარმა", "ადჰარმა" და ნასტიკა" ანუ ერესი, გადახვევა ჭეშმარიტებიდან. ინდუისტისთვის არსებობს მხოლოდ "სანატანა დჰარმა" ანუ მარადიული ჭეშმარიტება მოცემული ტრიმურტის მიერ. სხვა ინდუსს არ ანაღვლებს. კანტიც და თომა აქვინელიც, დარვინიც და დოსტოევსკიც, ინდუსის თვალში არის ნასტიკა-ერესი. დღეს რელიგიის ფილოსოფიის სემინარზე მოხსენება წავიკითხე გნოსტიციზმზე, 10 მსმენელიდან 3 სიცილით კვდებოდა... მე მგონი უკვე მიხვდით რაში იყო საქმე. ასე ვფიქრობ რომ ის ვინც სერიოზულ ეზოთერულ საკითხზე იჯღანება და იცინის, ფსიქიურად ჯანმრთელი ვერ უნდა იყოს. პრინციპში ძალიან კარგად ვიცი რა ჰქონდათ თავში იმ სამს. რა არის სასაცილო ეზოთერულ ფილოსოფიაში? ცხადია ეს იყო დაცინვა, ისიც გასაგებია რომ ასეთი ადამიანები უთავო იდიოტები და ხეპრეები არიან, რომლებსაც ბინძური გენეტიკა აქვთ. აბა ბინძური გენეტიკის მქონე ცინიკოსმა რა უნდა გაიგოს? ცხადია არაფერი... რა მაგარი ხისთავიანი შოვინისტები არიან ასეთები... ესაა თავისებური ამპარტავნება, რადგანაც შეუძლებელია დასცინო ვიღაცას, თუ საკუთარი თავი მასზე მაღლა მდგომი არ გგონია. ესაა ამპარტავანი უვიცის პოზიცია. გულახდილად გეტყვით მომენტებში მიჩნდება სურვილი ეს ხეპრეები ძვლებში დავამტვრიო და ორგანოები სათითაოდ დავაძრო, სამწუხაროდ სსკ ამას კრძალავს. სიქჰიზმი ესაა ისლამისა და ვიშნუიზმის სინთეზი. ისლამი და ვიშნუიზმი ტანტრას მიხედვით ესენია ვაიშნავაჩარას დონის რელიგიები ანუ პაშუ-ბჰავა. აქედან დასკვნა: სიქჰები არიან პაშუ. სიქჰიზმი ესაა ვაიშნავ-აჩარა. ვაიშნავაჩარას დონეზე არის მხოლოდ ერთი უზენაესი ღმერთი და მხოლოდ უსასრულო სიყვარული მის მიმართ. მაგრამ ამის გარდა არ არის სხვა არაფერი; ღმერთის მხოლოდ ნათელ მხარეს ეთაყვანებიან, ბნელი და მრისხანე იპოსტასები უარყოფილია, არ არის სექსუალური კულტი და ფეტიში და რაც ყველაზე მთავარია არ არის ც ო დ ნ ა. ცოდნა იწყება შაივაჩარას დონიდან, ხოლო სხვა ყველაფერი – დაკშინაჩარადან. აქტიურ ფაზაში შედის ვამაჩარაში და პიკს აღწევს კულაჩარაში. ადამიანის აზროვნებაში მთავარია სწორი რაკურსი და მასშტაბი. ფაქტი ისაა, რომ ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია დიდი მასშტაბით აზროვნება. ადამიანთა მინიმუმ 55% აზროვნებს ძალიან ვიწროდ და მცირე მასშტაბებში. ეს ნიშნავს იმას, რომ არქონტული ძალების ზეგავლენით ადამიანთა უდიდესი ნაწილის "აზროვნება" არ სცილდება საკუთარი სახლის, უბნის ან საუკეთესო შემთხვევაში ქალაქის საზღვრებს. ზოგიერთი ოდნავ უფრო შორს მიდის და მსჯელობს დიდი დიდი ერთი კონკრეტული "სახელმწიფოს" ფარგლებში. ცოტას თუ უჩნდება ნიჭი და უნარი რომ იაზროვნოს პლანეტარული მასშტაბით და კიდევ უფრო ცოტას რომ იაზროვნოს ინტერპლანეტარული ან გალაქტიკური მასშტაბით და ასეთები ერთეულები ან ათეულები თუ არიან, მეტაგალაქტიკურ და მეტასივრცულ დონეებზე და მასშტაბებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ისინი ამბობენ "მე ზედმეტად დაკავებული და ჩაფლული ვარ მიწიერ საქმეებში რომ სამყაროებზე ვიფიქრო და საერთოდ ეგ მე საერთოდ არანაირად არ მეხება" და სწორედ აქ ისინი ცდებიან. როგორ არ ეხებათ ეს მათ? ჯერ ერთი ის რომ ჩაფლულნი არიან მიწიერ რუტინაში სულაც არაა კარგი და მეორეც; სამყაროები პირდაპირ კავშირში არიან ადამიანთან, რომელიც კოსმიური მასშტაბებით წერტილზე ნაკლებია, მეტაგალაქტიკაში რამე კატასტროფა რომ მოხდეს, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს რა არაფერი დააკლდებათ და არაფერი დაემართებათ? ადამიანთა უმეტესობა არის ლენჩი ბაბუინი. დროა აიხედოთ ცაში და დაინახოთ ვარსკვლავები. ნუ ხართ მიწიერ ჩარჩოებში მოქცეულნი. უხარისხო ბიომასა ჰყვირის რომ აქვს "უფლებები" რადგანაც ნერვული სისტემა გააჩნია... უკაცრავად მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს... ადამიანი რომელიც არ იყენებს ინტელექტს და ცხოვრობს ცხოველივით იმსახურებს მხოლოდ ერთს – სიკვდილს. დედამიწაზე მილიონობით უჯიშო ბიონაგავია რომლებიც ქორწინდებიან და ქმნიან ოჯახებს, ტყნაურობენ და ყრიან ლეკვებს ანუ "აჩენენ ბავშვებს", ოცნებობენ კარგ სამუშაოზე და დროსტარებაზე, მაგრამ თავში მხოლოდ ნახერხი უყრიათ და გეოგრაფიის, ისტორიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და რელიგიის ფილოსოფიის მარტივი საფუძვლებიც კი არ იციან. თქვენ გინდათ მითხრათ რომ ადამიანის უფლებები ცოდნით არ იზომება და ამ ბიომასას უვიცს აქვს რაიმეს "უფლება"? და... საშუალება რომ მქონდეს იმაზე უფრო დიდ "საშინელ რეპრესიებს" მოვუწყობდი რაც თავის დროზე ჰიტლერმა და მუსოლინიმ ჩაუტარეს ოპონენტებს და მოწინააღმდეგეებს. და საერთოდაც არ მრცხვენია და არც არასოდეს "მოვინანიებ" ამას. მე სწორს ვამბობ. იცოცხლოს მხოლოდ იმან ვინც ამას ცოდნით დაიმსახურებს, თორემ ისედაც გვიჭირს 7 000 000 000 ხორცის ნაჭრის გამოკვება რადგანაც რესურსები არ გვყოფნის. მოვიშოროთ დაბალი გონების "ხალხი" და რესურსებიც გვეყოფა. რასიზმი და ნაციზმი სისულელეა, მაგრამ უცოდინართა და ურწმუნოთა ლიკვიდაცია სულაც არაა "აღმაშფოთებელი".
  10. ყველაფერი მოხდა ასე; იუდაიზმიდან წარმოიშვა იუდეო-ქრისტიანობა ანუ "ორთოდოქსია", შემდეგ იყო "რენესანსის" ეპოქა, შემდეგ კი უფრო უარესი, მას მერე რაც ევროპამ აირჩია ეგზოთერიზმი და ორთოდოქსია, დადგა რეპრესიების და ბნელი შუასაუკუნეების პერიოდი. ამან გამოიწვია რენესანსის ეპოქის დადგომა, რენესანსის შემდეგ დადგა ფილოსოფიური აზრის და ღმერთის სიკვდილის ეპოქა ანუ ე.წ. "განმანათლებლობა", "განმანათლებლობის" ფილოსოფოსებმა უკვე მთლიანად უარყვეს და სამუდამოდ დამარხეს საფლავში მეტაფიზიკაც და ეზოთერული მისტიკაც. ცხადია "განმანათლებლობის" დროს და შემდეგაც, იყვნენ მისტიკოსებიც, მაგალითად, ემანუელ სვედენბორგი, მაისტერ ეკჰარტი, იაკობ ბიომე, რუდოლფ შტაინერი, ელენა ბლავატსკაია, ბერნარდ ტრევიზანი, ბასილი ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა, აგრიპა ნეტესგეიმელი, მაქს ჰენდელი, პარაცელსი, ნოსტრადამუსი, ჯონ დი, ჯამბატისტა დელა პორტა, ალექსანდრე სეტონ-კოსმოპოლიტი, მიხეილ სენძივოი, ჯორდანო ბრუნო, რობერტ ფლადი, იოჰან ანდრეე, სენ-ჟერმენი, დომ პერნეტი, მარტინეს დე პასკუალისი, ჟან ბატისტ ვილერმოზი, აბატი პერი, გრაფი კალიოსტრო, ლიუ კლოდ დე სენ-მარტენი, ანტუან ფაბრ დ ოლივე, ელიფას ლევი, კილიანი, პაპიუსი, კარლ გუსტავ იუნგი, რენე გენონი, ფულკანელი და ეჟენ კანსელიე. თუმცაღა მათ მაინც არავინ აქცევდა დიდ ყურადღებას და იდეური ლიდერები და წამყვანები მაინც იყვნენ კანტის, დეკარტის და ჰეგელის მსგავსი იდიოტები და პროფანი ეგზოთერიკები. "განმანათლებლობის პრობლემა ის იყო რომ მათ ამოჩემებული ჰქონდათ იუდეო-ქრისტიანული თეოლოგია და სხვა არაფერი აინტერესებდათ. "გონების მიერ რელიგიის კრიტიკაც" და ათეიზმიც გაჩნდა აბრაამული თეოლოგიის საფუძველზე. "განმანათლებლები" აკრიტიკებდნენ მხოლოდ ბიბლიურ თეოლოგიას და სხვაზე არაფერზე არ მსჯელობდნენ, ანუ ისინი ვიწრო აზროვნების იყვნენ და მათი მსჯელობა შემოისაზღვრებოდა ბიბლიით. მათთვის არსებობდა მხოლოდ ქრისტიანული რელიგია. ათეიზმიც გაჩნდა როგორც ბიბლიურ თეოლოგიასთან დაპირისპირებული იდეოლოგია და შემდგომში გადასწვდა სხვა რელიგიებსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ ათეისტური ვირუსი შვა ბიბლიურმა ეგზოთერულმა ვირუსმა, ხოლო ბიბლიური ვირუსი შვა რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ახ. წ. 314 წელს მილანის ედიქტით. სწორედ მაშინ კაცობრიობა არასწორი გზით წავიდა და კალი-იუგა აქტიურ ფაზაში შევიდა. ევროპელ "განმანათლებლებს" საერთოდ არ აინტერესებდათ არც ელინისტური და არც აზიური მისტიციზმი და ეზოთერიზმი და სწორედ აქ დაუშვეს მათ ფუნდამენტური შეცდომა. ისინი დაშორდნენ ეზოთერულ ჭეშმარიტებას და შექმნეს მრავალი ერესი. ამჟამად დგას ეგზოთერული ანუ პაშუ პროფანიზმის და ჩარვაკა-ლოკაიატას დარვინისტულ-ათეისტური ვირუსის დომინაციის ეპოქა. "ბოლო ჟამი" ახლოვდება. კალი-იუგას ბოლოს მთელი სულიერება და ეზოთერიზმის დაეცემა და დადგება სრული უმეცრების ეპოქა, რის შემდეგაც მოვა უფალი ვიშნუ როგორც დამსჯელი ავატარა, დახოცავს ბოროტ ადამიანებს და იხსნის კეთილებს. მაშინ დადგება ახალი სატია-იუგა.
  11. რა სულელი უნდა იყო მორწმუნე ადამიანი, რომ მოიფიქრო და თქვა ისეთი რამ როგორიცაა ის რომ "ქალმა შარვალი არ უნდა ჩაიცვას, რადგან უფალს სწყინს ეს" და ის რომ "წინდაცვეთის ანუ პენისის და ვაგინის ხორცის ნაწილის წაჭრით უფალს უნდა დაუმტკიცო ერთგულება"?? თქვენ, მორწმუნეებს საერთოდ გესმით რა არის ღმერთი? რა მასშტაბებისაა ღმერთი გესმით? ადამიანი უფალთან შედარებით წერტილის წერტილის წერტილია გიგანტურ სამყაროში რომელიც უფლის ემანაციაა და მის არსებას ეკუთვნის და გინდათ მითხრათ რომ ყოვლადძლიერ, უსასრულო და ყოვლადმოწყალე ზესულიერ ზესამყაროულ ღმერთს, რომელმაც სიცარიელიდან წარმოშვა 10 000 000 000 სინათლის წლის რადიუსის მეტაგალაქტიკების უსასრულო რაოდენობა მილიარდობით გალაქტიკით და ტრილიონობით ვარსკვლავით, ადარდებს ჩაიცვამს თუ არა მდედრობითი სქესის კოსმიური წერტილი შარვლად წოდებულ სამოსს და "ერთგულების" ნიშნად წაიჭრის თუ არა ფალოსის ან ვაგინის ნაწილს? შემთხვევით ხომ არ გაგიჟდით? ან რამე ხომ არ გაქვთ მოწეული? დედას ბავშვობაში ხელიდან გაუვარდით? მუსულმანები რომ იძახით რომ უსასრულო, ყოვლადძლიერ და არარაობიდან გიგანტური კოსმოსის შემოქმედ ზეუფალს ანუ ალლაჰს არ ესმის ქალის ლოცვა თუ მას ვაგინის ნაწილი არ აქვს წაჭრილი, სერიოზულად ამბობთ თუ მასხრობთ??? და ინდუსებთანაც მაქვს შეკითხვა; ფიქრობთ რომ უპიროვნო და უკიდეგანო ბრაჰმანს და ზეპიროვნულ ყოვლადძლიერ და აბსოლუტურ ზეგონიერ იშვარას ანუ უფალს, რომელმაც ემანაციურად წარმოშვა უსასრულო სამყაროები და ენერგიები, აინტერესებს ვინ რომელი "კასტიდან" ანუ "ვარნიდანაა"?? თქვენ გგონიათ რომ იშვარას ან ბრაჰმანს ადარდებს შუდრები და პარიები? თქვენ საერთოდ გესმით რა არის იშვარა? რა არის ბრაჰმანი? თამაშობთ იდიოტის როლს თუ მართლა იდიოტები ხართ? და თქვენ კიდევ გიკვირთ საიდან, როგორ და რატომ გაჩნდნენ ათეისტები და როგორ გადააქციეს ადამიანთა დიდი ნაწილი ურჯულოებად? გესმით თუ არა რომ ღმერთთან არანაირად არ დაკავშირებული ბრიყვული დოგმების შექმნით რელიგიურ ფილოსოფიას საკუთარი ხელით გაუთხარეთ სამარე? და კიდევ გიკვირთ რატომ დაგცინიან ათეისტები? სად წინდაცვეთა ან შარვალი და სად ღმერთი? სად "კასტები" და სად ღმერთი? გააფრინეთ?!
  12. ათეისტური ყლიბერასტიზმის პრობლემა იმაშია რომ მისტიკური რეალობის უარყოფის გამო, ის ცდილობს "გაათანაბროს" ანუ "გახადოს თანასწორი" ყველა ადამიანი დედამიწაზე. ეს კი შეუძლებელია. ავხსნი რატომაც; ყველა ადამიანი ფლობს უნიკალურ სულიერ და ფიზიკურ ნიშანთვისებებს და მენტალურ პიროვნულობას. თითოეული პიროვნება განსხვავდება ყველა დანარჩენისგან. ინდივიდები არ არიან ერთნაირები. ადამიანები არ ჰგვანან ერთმანეთს მინიმუმ 55%-ით. აქედან გამომდინარე შეუძლებელია გაათანასწორო ერთმანეთისგან ინტელექტუალურად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სულიერად განსხვავებული არსებები. ყველა ერთ დონეზე არ არის. ყლიბერასტიზმი უარყოფს იმასაც რასაც ამბობს ტანტრა: არსებობს ტრი-ბჰავა ანუ სამი არსი, სამი სახის ადამიანი დედამიწაზე; პაშუ, ვირა და დივია. არსებობენ ცხოველები, გმირები და ღმერთები. ვირა და დივია ესენია ზე-რელიგიური და ზე-ნაციონალური კოსმიური ზე-სულები და ზე-ადამიანები. პაშუ ესაა პრიმიტიული რელიგიური ცხოველი. მაგალითად; მაზდეანობა, იუდაიზმი, კონფუციზმი, შინტოიზმი, ბრაჰმანიზმი, ისლამი, ქრისტიანობა და ა.შ. ესაა – პ ა შ უ. ადვაიტა ვედანტა არის პაშუს და ვირას ზღვარზე, ისევე როგორც მაჰაიანა და ვაჯრაიანა. შაკტიზმი, აგჰორა, შაივა-სიდჰანტა და კალი-კულა ესაა უკვე ვირა და დივია. ამაზე დაბლა კი დგანან ნეო-რელიგიები და ანტითეისტები [ადჰარმა]. ათეისტები და სექტანტები საერთოდ ცხოველებიც კი არ არიან ტანტრას მიხედვით. დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ვირა და დივია. მინიმუმ 65% არის პაშუ. ყლიბერასტიზმი ამას არ აღიარებს და ამგვარ იერარქიულობას უწოდებს "რასიზმს" და "ფაშიზმს". უბრალოდ მათ არ ესმით რომ ტანტრა ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა ა.
  13. უვიც ლიბერასტებს არ ესმით რა არის ადამიანი და სამყარო. მათ არ აინტერესებთ ოკულტური ჭეშმარიტება და ეს გასაგებიცაა, რადგან სიტყვა "ოკულტუს" ნიშნავს დაფარულს ან სა იდუმლოს, რაც მხოლოდ რჩეულთათვისაა განკუთვნილი და არა ბრბოსთვის. არსებობს ჭეშმარიტება და არ არსებობს არავითარი თავისუფლება. ადამიანი იბადება კონკრეტული მისიის შესასრულებლად და არა იმისთვის რათა რაც მოეპრიანება ის გააკეთოს და რა ავადმყოფური აზრიც თავის ავადმყოფურ "მატერიალისტურ" თავში გაუჩნდება რეალობაში განახორციელოს. ყველასთვის არსებობს კონკრეტული გეგმა და პროგრამა ეზოთერული გაგებით, ან ჩაეტიე პროგრამაში ან აახვიე. საკითხს სვამენ ასე: "თავისუფლება თუ მონობა?" არადა ეს არასწორია, უნდა ვიკითხოთ ასე: "ჭეშმარიტება თუ მცდარი მოსაზრება?"... ცხადია უნდა ავირჩიოთ ეზოთერული ჭეშმარიტება. ადამიანს არ აქვს უფლება აირჩიოს არასწორი გზა. სწორი გზა რომელია მაგას კი მართლაც სჭირდება დადგენა. აი ესაა მთავარი. მე თუ მკითხავთ ყველაზე მარტივ პასუხს ამაზე იძლევა ტანტრა.
  14. კრეტინი ათეისტი ლიბერასტები არიან რა ხეპრეები და უვიცები, დასცინიან ეზოთერიკებს. ისინი ბოდავენ "ადამიანის უფლებებზე", "აზრის თავისუფლებაზე" და "არჩევანზე"... უკაცრავად, მაგრამ ათეისტ ლიბერასტს არავითარი უფლებები არ აქვს და შეეშვით ბოდვას. ეზოთერულ ტრადიციას ვინც არ ცნობს იმას არაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეს. რატომ? იმიტომ რომ ეზოთერული მეცნიერება ჭეშმარიტებაა. არის ჭეშმარიტება და არის მცდარი აზრი. მცდარი აზრის მქონეს არავითარი უფლებები არ უნდა ჰქონდეს. რელიგიური ცრუმორწმუნე და ათეისტი ლიბერასტი ერთი ნაგავია. ორივე ერთნაირი მარაზმია, რადგანაც ორივე უპირისპირდება ეზოთერულ დოქტრინას. ათეისტებო, თქვენ და ცრუმორწმუნე დუალისტებს არავითარი უფლებები არ გაქვთ. უფლებებს უნდა დამსახურება და მათ იმსახურებს ის ვინც მისდევს დჰარმას და არაა უტვინო ხორცის ნაჭერი. ისიც ვინც ამახინჯებს სულიერ ცოდნას და ისიც ვინც სულიერებას მთლიანად უარყოფს საკუთარი სიბრიყვის გამო ერთნაირი პრიმიტივია. პრიმიტიული ბიოლოგიური არსება არის ის ვინც ვერ ხვდება რა არის სწორი გზა. შაკტი-ადვაიტა და გნოსტიციზმი არის სწორი გზა. ის ვინც ამას ვერ ხვდება არ უნდა საუბრობდეს არავითარ "უფლებებზე", რადგანაც ადამიანს უნდა ესმოდეს საკუთარი ბუნება და დანიშნულება. ადამიანი იმისათვის არ იბადება რომ "თავისუფალი" იყოს. თითოეული ინდივიდი იბადება კონკრეტული მისიისთვის, რომელიც მას კოსმოსმა დააკისრა. მისიას ვინც არ ასრულებს ის ექვემდებარება ანულირებას. ვიმეორებ, არავინ არაა "თავისუფალი", ჩვენ ყველას ჩვენი სულიერი მისია გვაქვს. ცინიკოსი და ირონისტი ათეისტები მიიღებენ სათავისოს და მერე ცინიზმის და ირონიის ხასიათზე აღარ იქნებიან. როცა საშუალო სტატისტიკურ უღმერთო გოიმს უყვები კარმაზე და რეინკარნაციაზე, მას ერღვევა შაბლონი, რადგანაც ვერ ხვდება რაზეა საუბარი. "მატერიალისტისთვის" კოსმოსი მკვდარი მატერიაა, ხოლო შაკტისტისთვის დედაღმერთის ფენომენური სხეული. ათეისტი გლობალურ კრიზისებში ხედავს მარტო პოლიტიკას და ეკონომიკას, ხოლო გნოსტიკოსი ხედავს არქონტების ზეგავლენას. უვიცი ყოველთვის დასცინებს მეცნიერს. ეს მუდამ ასე იყო. განსაკუთრებით ახლა, როცა კალი-იუგა დგას. კაცობრიობა დეგრადაციის გზას ადგას და სკეპტიკოსი "მატერიალისტები" ვირუსებივით მომრავლდნენ. სოკოებივით გამრავლდნენ ცრუმორწმუნეებიც. რა ვთქვა კიდევ? მსოფლიოს მართავს უმეცრება ანუ ცრუ-"მეცნიერება" და რელიგიური ცრურწმენა. პირდაპირ სასაცილოა როცა ჰოკინგი და ტაისონი "მეცნიერებაზე" საუბრობენ... ) "მეცნიერება"? რა, ათეისტური? როდის აქეთ გახდა ათეიზმი და მეცნიერება სინონიმები?... მეცნიერება ესაა ვედანტა და ტანტრა. ვაი თქვენ რომელნიც იცინით... ათეისტის ცინიზმი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ გულში ხვდები რა რეგვენია ადამიანი რომელიც ეზოთერიზმის ხსენებაზე ყველის ვაჭარივით გიკრიჭავს კბილებს... გეცინებათ? იცინეთ სანამ გაძლევთ მაგის უფლებას კოსმოსი. არა უშავს, გარდაცვალების შემდეგ მიხვდებით ყველაფერს. ათეისტურ სიჯიუტეს ბოლო მალე მოეღება. მალე ირწმუნებთ...
  15. „ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.“ რიჩარდ დოკინსი „ღმერთი როგორც ილუზია“
  16. ?!... გავაფრენ საცაა... ადამიანები იმდენად პარანოიკები და დებილები არიან რომ მთელი სამყარო თავიანთი საკუთრება ჰგონიათ! არა, მე კი მესმის რომ მეც ადამიანი ვარ, მაგრამ ვითომ მარტო მე მეჩვენება რომ ადამიანები დეგრადაციის გზას ადგანან და გააფრინეს?! ადამიანთა მინიმუმ 75% მაინც მინიმუმ დედამიწა და მაქსიმუმ მთელი მეტაგალაქტიკა ადამიანური რასის საკუთრება ჰგონიათ! მეტაგალაქტიკა კარლ!!! ეს დებილოიდები იყოფიან ორ ჯგუფად: 1) ათეისტები – რომლებიც საერთოდ უარყოფენ სხვა რასების არსებობას და 2) ბრმადმადიდებელი მორწმუნეები – რომლებიც აღიარებენ სხვა რასების არსებობას მაგრამ ერთობ დამახინჯებულად! მაგიურებს ჰყოფენ ორ ჯგუფად: "სწორები" და "არასწორები". სწორები ესენია: "ანგელოზები" და "სამება" ხოლო "არასწორებია": "დემონები" და "ნეფელიმები" (ადამიანისა და დემონის ნარევი). რა თქმა უნდა ეს "მორწმუნე" სირები ვერც კი ხვდებიან რომ ნაცრისფერების ანუ არქონტების მონები არიან. არქონტები ანუ ახლო კოსმოსის მმართველი ანტი ეონები არიან აბრაამული "რელიგიების" სცენარის ავტორები და რეჟისორები. რა ამპარტავნები არიან ადამიანები! ტიპიური რასიზმი და ქსენოფობია! და ამას უწოდებენ "კაცობრიობის ინტერესებს"... ))))) მთლად გარეკეს! რა გამოდის? ადამიანებმა უნდა მოსპონ დანარჩენი რასები? გააფრინეთ? და შეიძლება კითხვა? რატომ?? და... ფედერაციული უტოპია არ შეიძლება? სერიოზულად ვამბობ! ადამიანთა და მაგიურთა ფედერაცია არ არის კარგი იდეა? რატომ? ეს კონკურენცია და მტრობა დებილ ადამიანებსა და სხვა რასებს შორის სწორია? როგორც ჩანს გამო####ვებულ ადამიანებს სულ გადაავიწყდათ წარსული როცა სხვადასხვა რასები ერთად ცხოვრობდნენ!! ან ის როცა დიდი ომის შემდეგ ადამიანებმა შეჰფიცეს სულებს რომ გარკვეულ ტერიტორიას დაუთმობდნენ მათ და არასოდეს დაარღვევდნენ ადამიანთა და სულების სამეფოთა საზღვრებს! ასე ვთქვათ ადამიანებმა და სულებმა გაიყვეს დედამიწა. როგორც ჩანს მაშინაც იგივე მოხდა რაც ჰიტლერის იმპერიასა და სტალინის იმპერიას შორის "ზავის" დადების შემდეგ... თუ გახსოვთ "ზავი" ჰიტლერმა დაარღვია. ) "მოლოტოვ–რიბენტროპის" ზავი დადებული გერმანიასა და სსრკ–ს შორის ისეთივე აბსურდი იყო როგორც სულებსა და ადამიანებს შორის მრავალი ათასწლეულის წინ დადებული "ზავი". ჰო, მაშინაც ითამაშეს "მოლოტოვ–რიბენტრობანა"... რომელიც ზუსტად მასე დასრულდა...
  17. მე ვიცოდი რომ ათეისტების გარკვეული ნაწილი დარეხვილია. ისიც ვიცოდი რომ აბრაამიტების 75% მინიმუმ დაცენტრილია. ვიცოდი ისიც რომ მთავარია ინდივიდი და არა კოლექტივი, რაც ნიშნავს იმას რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პარტიაში ან რელიგიაში ხარ, პიროვნულ დონეზე ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ამას ეწოდება მრავალფეროვნება. თუმცა კარგა ხნის მანძილზე მეგონა რომ სატანისტები 99% არიან კეთილი და მართალი "ბიძიები და დეიდები", ცხადია ვიცოდი რომ დემონები სხვადასხვანაირები არიან და მათ მინიმუმ 55% მაინც არ აქვს პოზიტიური ემოციები, მით უმეტეს ადამიანთა მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო... ახლა კი მივხვდი ერთ რამეს: სატანისტები არანაკლები დაცენტრილები და მარაზმატიკები არიან ვიდრე აბრაამიტები და ზოგიერთი ათეისტები... საიდან ვიცი? ნუ, მე გადავქექე ამერიკული და რუსული სატანისტური საიტები და ვნახე ეს: სატანისტური "ეთიკური" კოდექსი: 1) ჰუმანიზმის უარყოფა 2) ალტრუიზმის უარყოფა 3) ეგოიზმი 4) აგრესიული ათეიზმი 5) სიბრალულის უარყოფა 6) სოციალური დარვინიზმი ახლა მიხვდით? და ესენი არიან "კეთილები"? ესენი გიჟები არიან! სხვათაშორის თქვენი აზრით ვის აწყობს ეს "სოციალური დარვინიზმი" ანუ ძლიერებად და სუსტებად დაყოფა მასების და სუსტების განადგურება და დამცირება სიბრალულის გარეშე? ჰმ... ცხადია მიხვდით. ეს არქონტების (ბოროტი კოსმიური ლორდების) გეგმის ნაწილია. მათ სპეციალურად შექმნეს ეს ციხე, რადგანაც "არსებობისთვის ბრძოლა" "სოციალური დარვინიზმის" პირობებში და ადამიანთა გაველურება სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ეს სწორედ მათთვისაა სასიამოვნო. რაც უფრო სასტიკები არიან ადამიანები მით უფრო კარგად გრძნობენ თავს არქონტები. ასე რომ დაფიქრდით ვისკენ ხართ. შესაძლოა ყველა დემონი არაა ბოროტი. მაგრამ ეს "სატანისტები" მართალთა მხარეს ნამდვილად არ არიან. ასჯერ დაფიქრდით სანამ სატანისტურ რიგებში შეხვალთ. შეცდომა არ დაუშვათ. წაიკითხეთ ჯერ მათი კოდექსი!
  18. თანამედროვე ეპოქაში პოლიგამია (პოლიგამიური ქორწინება) იმგვარ ტაბუდადებულ თემად იქცა, რომლის ხსენებაზეც კი ბევრს სიძულვილი და აღშფოთება იპყრობს. საუკუნეების მანძილზე პოლიგამია, ისევე როგორც პოლითეიზმი (მრავალღმერთიანობა) მთელი მსოფლიოს ადამიანთათვის ლეგალური და აბსოლუტურად მისაღები ოფიციალური ტრადიცია გახლდათ. მთელს მსოფლიოში უკლებლივ ყველა ქვეყანა მისდევდა პოლიგამიურ ტრადიციას. გარკვეული ხნის შემდეგ (ძირითადად მონოთეიზმის ზეგავლენით) პოლიგამიის ტრადიციამ და კონცეფციამ პროფანაცია განიცადა და მრავალი ადამიანისთვის ამორალურობის საძულველ მაგალითად იქცა, რამაც გამოიწვია პოლიგამიის მომხრეთა დევნა ახალი მონოგამიური ტრადიციის მიმდევართა მიერ. პოლიგამიას აქვს 2 ფორმა, ესენია: 1) პოლიგინია ე.ი. მრავალცოლიანობა და 2) პოლიანდრია ე.ი. მრავალქმრიანობა. დღეისათვის მხოლოდ რამოდენიმე რელიგიაში და მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა პოლიგამია როგორც დასაშვები ტრადიცია და პრაქტიკა. აფრიკის ზოგიერთი ხალხზები ქრისტიანობის მიღების შემდეგაც არ განუდგნენ პოლიგამიას. პოლიგამიის მაგალითებს წარმოადგენენ: სამხ. აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, რომელსაც 5 ცოლი ჰყავს, აგრეთვე არაბულ სახელმწიფოთა მონარქები (მაგ. ბრუნეის, ლესოტოს და სვაზილენდის). სვაზილენდის ამჟამინდელ მეფეს – მსვატი მესამეს ჰყავს 13 ცოლი, ხოლო მის წინამორბედ სობჰუზა მეორეს ჰყავდა 70 ცოლი და საგრძნობლად გადაუჯოკრა ცენტრალური აფრიკის იმპერატორ ბოკასას. ბუტანის მეოთხე მეფეს (რომელიც მეფობდა 1972-2006 წლებში) ჰყავდა 4 ცოლი, რომლებიც მისი სისხლისმიერი დები იყვნენ. მეოცე საუკუნეში აშშ-ში არაერთხელ ატეხილა სკანდალი პოლიგამიის გარშემო. მაგალითად ერთ-ერთი სასამართლო პროცესისას კერძოდ – „კლივლენდი შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, რომელიც გაიმართა მორმონებთან დაკავშირებით, მოსამართლე მერფიმ გამოთქვა მოსაზრება პოლიგამიის სასარგებლოდ. მოსამართლე მერფის თანახმად, არსებობს ქორწინების ოთხი ფუნდამენტური ფორმა: 1) მონოგამია; 2) პოლიგინია, ანუ ერთი მამაკაცი რამდენიმე ცოლით; 3) პოლიანდრია, ანუ ერთი ქალი რამდენიმე ქმრით; 4) ჯგუფური ქორწინება. ტერმინი „პოლიგამია'' მოიცავს როგორც პოლიგინიას, ისე პოლიანდრიას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს საქმე აქვს პოლიგინიასთან. ისტორიულად მისი სიხშირე ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქორწინების სხვა ნებისმიერი ფორმისა. იგი კარგად ნაცნობი იყო უძველესი ცივილიზაციებისათვის და თვით ძველი აღთქმის ავტორებიც მრავალჯერ მიუთითებენ მასზე; დღესაც კი პოლიგინია ხშირად გვხვდება ათეისტებსა და არაქრისტიანული სარწმუნოების ხალხებში. მერფის მოსაზრებით, აუცილებელია იმის აღიარება, რომ პოლიგინია, ქორწინების სხვა ფორმების მსგავსად, იმ საზოგადოებების რელიგიურ რწმენებსა და სოციალურ ნორმებში ღრმად გამჯდარი კულტურული წარმონაქმნია, სადაც იგი თავს იჩენს. სიმართლეა ისიც, რომ თანამედროვე მსოფლიოს დომინანტური კულტურის რწმენები და ნორმები კიცხავენ პოლიგინიის პრაქტიკას, რადგან მას ამორალურად მიიჩნევენ. თუმცა, მერფის განცხადებით, ეს სულაც არ ეწინააღმდეგება იმას, რომ პოლიგინია სოციალური და მორალური პრინციპების ერთობლიობაზე აგებული ქორწინების ფორმაა. მერფის შეხედულებით, ის განსხვავებები, რომლებიც მონოგამიასა და პოლიგამიას შორის შეიძლება არსებობდეს, არ მიაკუთვნებს ამ უკანასკნელს პროსტიტუციის ან გარყვნილობის კატეგორიას. ამ ტერმინებს არაფერი აქვს საერთო ქორწინების ფორმებთან. მოსამართლის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, როცა ქორწინება საზოგადოების უმრავლესობისათვის მიუღებელ ფორმით აღმოცენდება, დაუშვებელია მისი შედარება პროსტიტუციასთან, გარყვნილობასა და სხვა ამორალობასთან. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი კანონში გამოყენებულ ფრაზასთან, „ნებისმიერი სხვა ამორალური მიზნისათვის'', პოლიგინიის მისადაგებისა. თანამედროვე ხანაში როგორც წესი, ქალები მამაკაცის მიერ პოლიგამიის განხორციელების მცდელობასაც კი განიხილავენ როგორც ღალატს და ცხოველური აღვირახსნილობის გამოვლინებას, რაც ძირშივე მცდარი მარაზმული ახირებაა და სხვა არაფერი. მიუხედავად ყველაფრისა, თვით ისეთ ქვეყნებშიც კი სადაც პოლიგამია აკრძალულია, არის მრავალი ქალი და კაცი, რომლებიც ემხრობიან პოლიგამიის იდეას. ბევრს უბრალოდ ავიწყდება ის ფაქტი, რომ პოლიგამია, სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა სიყვარულისა და ვნების ერთ-ერთი გამოვლინება, სავსებით დასაშვები და ნორმალური ბევრისთვის. რატომ არ შეიძლება, რომ სიყვარული და ვნება რამოდენიმე ქალსა და ერთ კაცს ან რამოდენიმე კაცსა და ერთ ქალს აერთიანებდეს და ამას ეწოდოს ოჯახი ისევე როგორც ერთი ქალისა და ერთი კაცისაგან შემდგარ წყვილს?! ის, რომ ზოგს ეს ამორალურად მიაჩნია არ ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ უფლება თავიანთი „მორალი“ თავზე მოახვიონ იმ ადამიანებს რომლებსაც უყვართ პოლიგამია და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იძალადონ კიდეც მათზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება გლობალური სამოქალაქო ომი სოციუმში, რაც კაცობრიობას ქაოსამდე და თვითგანადგურებამდე მიიყვანს. პოლიგამიის პრობლემა არის ელემენტალური სოციალური ადამიანური ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთშეწყნარების ამბავი და სხვა არაფერი. ზოგიერთებს ავიწყდებათ დემოკრატია, ჰუმანიზმი, ლიბერალიზმი და ის, რომ სხვადასხვა ადამიანებს მეტ-ნაკლებად განსხვავებული წარმოდგენები აქვთ სოციალურ მორალზე, რაღა თქმა უნდა ძალადობას და სხეულით ვაჭრობას არავინ ამართლებს, მაგრამ სისულელეა პოლიგამიის ამ ორთან გაიგივება. ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ დანარჩენებისთვის საკუთარი „მორალის“ თავს მოხვევა არის ფაშისტური ტირანია და სხვა არაფერი. ბევრ ქვეყანაში პოლიგამია უსამართლოდ იკრძალება და ადამიანთა დიდ ნაწილს ეს ნორმად მიაჩნია, არადა პირველყოფილ თემურ საზოგადოებაში მონოგამია საერთოდ არ არსებობდა და შემდეგაც კარგა ხნის მანძილზე. მოვიყვან მაგალითს: ვთქვათ შემიყვარდა სამი გოგონა და სამივეს ვუყვარვარ მე და რაღაც სასწაულით მივაღწიეთ შეთანხმებას და მოვისურვეთ პოლიგინიური ქორწინების აღსრულება, რატომ უნდა აღმიდგეს წინ „სახელმწიფო“ თავისი „კანონებით“ და დამიწყოს დევნა?! რატომ უნდა დამიწყონ ჩემზე არანაკლებ „ამორალურმა“ „პიროვნებებმა“ თითის ტაკება და ჩემი გულისმიერი სიყვარულისა და ვნების ამორალურ დაუშვებელ ბოროტებად გამოცხადება?! თუ მე ავირჩევ ამ სამი გოგოდან ერთ-ერთს, დანარჩენებს გამოდის რომ გული უნდა ვატკინო, ისმის კითხვა: რატომ? მე მაინტერესებს რატომ არ შეიძლება მიყვარდეს რამოდენიმე ადამიანი! ეგ იგივეა დედას რომ უთხრა: აირჩიე, შენი სამი შვილიდან რომელი გეყვარებაო! დაახლოებით იგივე პრობლემაა ჰომოსექსუალური და ინცესტური კავშირები, რომლებშიც ასევე არაფერია ცუდი და დასაძრახი.
  19. მონეტარული სისტემა და მოდიფიკაციები January 18, 2016 vepkhvia სილვიო გეზელი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ანარქისტი თეორიტიკოსებიდან ვინც განიხილა ეკონომიკური საკითხები. დღეს, ფინანსური კრიზისის ფონზე, ბევრი ადამიანი ეთანხმება და აღიარებს მისი იდეების სისწორეს, ეს საკმაო მიზეზია იმისათვის რომ შემოგთავაზოთ ეკონომიკის სილვიო გეზელისეული კრიტიკული განხილვა. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ რას წარმოადგენს მონეტარული სისტემა. Amelie Lanier 1. გაცვლის თეორია „ბაზარი“ არის ის ადგილი სადაც იცვლება „საქონელი“, თუ გინდათ რომ იყიდოთ რაღაც ბაზარზე – იქნება ეს მცირე, ადგილობრივი, დიდი მსოფლიო ბაზარი თუ e-bay – შეძენის პროცესში მყისიერად უნდა გასცეთ სანაცვლოდ რაიმე. თუ თქვენ არაფერი არ გაქვთ, არც შეგიძლიათ რაიმე მიიღოთ, არ შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ ის მოთხოვნილებები, რაც გაქვთ. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს კერძო საკუთრების სისტემა რომელიც ადამიანების უმეტესობას უსპობს შესაძლებლობას რომ აწარმოონ რაიმე. ადამიანების უმეტესობას არ აქვს მიწა რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. მათ არ აქვთ სახელოსნოები, სადაც შეუძლიათ შექმნან რაიმე. მათ არ აქვთ სამუშაო იარაღები და ინსტრუმენტები, არ აქვთ ტექნიკა. მათ არ აქვთ სახლი, მათ ქოხის აშემებოს იფლებაც კი არ აქვთ ტყეში რომ იცხოვრონ. იმისათვის რომ მიიღონ საკვები, თავშესაფარი თუ სამომხმარებლო პროდუქტი, მათ უნდა გასცენ სანაცვლოდ რაღაც – ამ სისტემაში ეს არის ფული. თუმცა, არაფრით იქნება უკეთესი რომ ყველა სახის გასაცვლელი ობიექტები იქნეს ნებადართული ან მოთხოვნილი ბაზრისთვის, იმიტომ რომ ისინი ასევე არ აქვთ ადამიანების უმეტესობას. ადამიანების უმეტესობას უბრალოდ წართმეული აქვს შესაძლებლობა შექმნას რაიმე ღირებული. არსებობს მრავალი თეორია მსოფლიოს მოსახლეობის შიმშილის გასამართლებლად, ისინი განმარტავენ თუ რატომ არის რომ, მსოფლიოს მოსახლეობის 12.5%(დაახლოებით 842 მილიონი ადამიანი) იმყოფება შიმშილის ქვედა ზღვარზე, ან რატომ კვდება ყოველწლიურად დაახლოებით 3.1 მილიონი ბავშვი შიმშილის გამო. ყველა ეს თეორია თუ ახსნა არის სიცრუე. ადამიანები იმიტომ შიმშილობენ ან იხოცებიან შიმშილის გამო რომ სხვა მოთხოვნებთან ერთად, ისინი ვერ აკმაყოფილებენ კაპიტალიზმის მთავარ მოთხოვნას: „იმისათვის რომ მიიღო რაღაც, შენ უნდა გქონდეს რაღაც რომ გასცე სანაცვლოდ.“ ამ თეორიებში აქცენტს აკეთბენ ლოჯისტიკურ და დისტრიბუციულ პრობლემებზე, ბუნებაზე და მის თავისებურებებზე, ადამიანის ბუნებაზე, მის სიხარბეზე და ა.შ. რეალურად კი ესაა სახელმწიფოს ბრალი, რომელსაც ყოველთვის ახასიათებს კორუფცია და მიდრეკილია მისკენ, ასევე კაპიტალიზმის, რომელიც თვის მხრივ დაცულია სახელმწიფოს მიერ, და მისი პირდაპირი დამსახურებაა(ასევე სახელმწიფოსი) რომ არსებული საზოგადოება არის კონტრასტულად დაყოფილი, 85 უმდიდრესი ადამიანი ფლობს იმდენივე სიმდიდრეს რამდენსაც მსოფლიო მოსახლეობის უღარიბესი ნახევარი ერთად აღებული(დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი). ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთი მხარე ფუფუნებაში ცხოვრობს და მეორე კი სიღატაკეში ღაფავს სულს. როგორც წესი კაპიტალიზმის განვითარებულობას და პროგრესულობას მიაწერენ ხოლმე ევროპული კულტურის განვითარების დონეს, სიმდიდრეს და ა.შ. უფრო კონკრეტულად კი მონეტარული სისტემის ევოლუციას და ღირებულების თეორიას, რეალურად კი ეს ევროპული კოლონიალიზმის და მესამე მსოფლიოს ქვეყნების ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსების ექსპლუატაციის და მიტაცების შედეგია. მე_15 საუკუნიდან, როცა დაიწყო დიდი აღმოჩენების ეპოქა, ევროპულმა კოლონიალიზმმა უფრო ფართოდ გაიდგა ფესვები და დაიპყრო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა, თითქმის მთელი აფრიკა, ავსტრალია და ასევე აღმოსავლეთ აზია. ამ დროიდან იწყება მესამე მსოფლიოს ქვეყნების ფართომასშტაბიანი ექსპლუატაცია, მათი ბუნებრივი რესურსების, წიაღისეულის თუ მოსახლეობის კატასტროფული და მტაცებლური განადგურება. ამის პარალელურად არ აძლევდა მათ განვითარების საშუალებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თუ რატომ არის უღატაკესი მაგალითდ აფრიკის მოსახლეობა, რატომ კვდება ყოველდღიურად 2 500 ბავშვი სხვადასხვა დაავადებებისგან რომელიც გამოწვეულია სუფთა სასმელი წყლის არარსებობის და შიმშილის გამო. ან რატომ შემცირდა კატასტროფულად ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ ადამიანამდე იყო სანამ არ ეზიარა ევროპული ცივილიზაციის „სიკეთეებს“, მათი 90-95 % შეეწირა მასშტაბურ გენოციდებს, ასევე ხელოვნურად გავრცელებულ დაავადებებს და ეპიდემიებს, რაც გამიზნულად ხდებოდა დამპყრობლების მიერ(ასეთივე სტრატეგიას იყენებდნენ ევროპელი კოლონისტები აფრიკაში, ავსტრალიაში და ა.შ.) ასევე წაართვეს მათ კუთვნილი ტერიოტორიები, გადაასახლეს და დღემდე ცხოვრობენ რეზერვაციებში, რომლებიც უმეტესად ხრიოკ, უდაბურ ადგილებშია, ხოლო ბუნებრივი რესურსები, მიწა, მდინარეები თუ ტყეები, რაც ამ ხალხის საკუთრება იყო საუკუნეების მანძილზე ჩამოართვეს, ჩამოართვეს ყველაფერი რაც მათ წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს, დამპყრობლებმა, ევროპელმა კოლონიალისტებმა და ეს ყველაფერი ცივილიზაციის და ჰუმანიზმის სახელით ჩაიდინეს – დღეს ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლების სიმბოლოა როცა რეალურად ის წარმოადგენს ბოროტების იმპერიას რომელიც აშენებულია აფრიკელი მონების სისხლზე და ჩაგვრაზე, მათ ექსპლუატაციაზე, მკვიდრი ამერიკელი ინდიელების გენოციდზე, გადასახლებაზე და მათი კუთვნილის მიტაცებაზე. თუ კაპიტალისტური სისტემის უარყოფითი მხარეები იქნება ყველასათვის ცნობილი და კარგად გააზრებული, გაცვლითი თეორიების, მონეტარული სისტემის და საკუთრების პრინციპის, ასევე კაპიტალიზმის და მისი დამცველი სახელმწიფოს არსებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადეგება, ეს კი ასე ბუნებრივად და თავისით არასოდეს არ მოხდება, გაბატონებული კლასი, მმართველი ელიტა თავისით არ იტყვის უარს იმ პრივილეგიებზე რაც აქვს, იმ უშრომელ სარგებელზე რასაც იღებს და ასე უბრალოდ არ დათმობს პოზიციებს. უფრო მეტიც – მმართველი კლასი აკეთებს ყველაფერს რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ჩაახშოს ნებისმიერი კრიტიკა და ამბოხი ექსპლუატირებული კლასებისა, გათიშოს ისინი ერთმანეთსიგან, ბავშვობიდან ჩაუნერგოს იდეები და შეხედულებები რომლებიც ორიენტირებული იქნება კაპიტალიზმის და სახელმწიფოს დაცვაზე, და ასევე გამორიცხავს ნებისმიერ ალტერნატივას. იმისათვის რომ დავინახოთ როგორ შიმშილობენ ადამიანები, აღარ არის აუცილებელი მოვინახულოთ მესამე მსოფლიოს ქვეყნები. „მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში“, მაგალითად გერმანიაში, უამრავი ადამიანია რომელიც ძლივს ახერხებს თავის გამოკვებას და სათანადოდ, სრულფასოვად ვერ იკვებება. მაგალითად, ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლეა რომელსაც არ აქვს საჭმელი სახლში და იღებენ მას სკოლაში ან საქველმოქმედო ორგანიზაციებში. ეს სოციალური პირობები არ არის შეუმჩნეველი, ყველამ იცის ამის შესახებ. მაგრამ ეს მართლაც შეურაცხმყოფელი პირობები არ აშფოთებს არავის იმიტომ რომ ყველა ვინც კითხულობს ამის შესახებ ან იგებს ტელევიზიის საშუალებით, დარწმუნებულია რომ გაცვლითი სისტემის და კერძო საკუთრების არსებობა აუცილებელია, და სჯერათ რომ არავინ არ აწარმოებს პროდუქციას თუ სანაცვლოდ ისინი არ მიიღებენ ამის ეკვივალენტს. ის ვინც სარგებელს იღებს ამ მსგავსი უსამართლობის, ადამიანების ექსპლუატაციის და შიმშილის ხარჯზე (მმართველი კლასი), დარწმუნებული არიან რომ არავინ დაიწყებს არსებული ეკონომიკური და სოციალური სისტემის კრიტიკას – რაც შეარყევს მათ გაბატონებულ მდგომარეობას და საფრთხეს შეუქმნის მათ ინტერესებს, ამის საფუძველს მათ აძლევთ დახვეწილი და მმართველი კლასის ინტერესებზე მორგებული განათლების სისტემა, რომლის საშუალებით მრავალი წლის მანძილზე ბავშვობიდან აჩვევენ ადამიანებს უსიტყვო მორჩილებას, დიქტატურასთან, უსამართლობასთან და ტერორთან შეგუებას, ზრდიან მათ სოლიდარული უნარის არ მქონე, დაქსაქსულ, მიზანთროპ ინდივიდებად, სწორედ ამის გათვალისწინებთ, რომ საფრთხე არ ემუქრება მათ ინტერესებს, იშვიათ შემთხვევებში მედია აშუქებს და აჩვენებს იმას რაც რეალურად ხდება, ეს თავის მხრივ იძლევა გარანტიებს რომ მოვლენები გახადონ სტაბილური, ადვილად სამართავი და დაბალი სოციალური ფენიდან წამოსული აგრესია ჩაახშონ მოჩვენებითი მზრუნველობით, ინტერესის გამოჩენით, თითქოს აწუხებთ ან მართლა მოუგვარებენ მათ იმ პრობლემებს რომელიც თავად შეუქმნეს, ისინი კი რწმუნდებიან, ენდობიან ძალაუფლების მქონე მმართველ კლასს და იჯერებენ რომ მათი მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ. იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მონეტარულ სისტემას გარკვეულწილად შეექმნა ცუდი რეპუტაცია, არსებული სოციალური სისტემის ბევრი კრიტიკა ხედავს გამოსავალს ამ ყველა პრობლემიდან ბარტერულ ეკონომიკაში(ეკონომიკის ფორმა რომლის დროსაც ხდება საქონლის ან მომსახურების პირდაპირი გაცვლა, მონეტარული სისტემის გამოყენების გარეშე) დაბრუნებით, ან ფულის, მონეტარული სისტემის ამოღებით და მისი რაიმე სხვა გაცვლითი საშუალების ჩანავლებით, რომელიც არის გამოყენებადი და გააჩნია რეალური ღირებულება ფულისგან განსხვავებით. კოლონიალიზმამდე არსებობდა ბევრი საზოგადოება და ეკონომიკური ფორმა, რომელმაც არ იცოდა არაფერი გაცვლით თეორიებზე, სადაც ადამიანები როგორღაც ახერხებდნენ შემოსილიყვნენ და გამოეკვებათ თავი, ასეთი საზოგადოები ახლაც გვხვდება სამხრეთ ამერიკაში და აფრიკაში. ლათინურ ამერიკაში მკვიდრი მცხოვრებებისგან შემდგარ ადგილობრივ მოძრაობებს დღეს აქვს დასახული მიზანი რომ დაიბრუნოს ის მიწა რომელიც წაართვეს მათ წინაპრებს საუკუნეების წინ კოლონიზატორებმა და უნდათ რომ მოაწყონ ის კომუნალურად. მათ კი ამის გამო მასიურად, უმოწყალოდ ხოცავენ საკუთარი მთავრობები – მაგალითად ვენესუალაში. მათი საფუძვლიანი კრიტიკა კაპიტალისტური სახელმწიფო სისტემის შესახებ, უქმნის რეალურ საფრთხეს არსებულ ეკონომიკურ წესრიგს და გაბატონებული კლასის ინტერესებს, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო აპარატის და კაპიტალიზმის არსებობას, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოს მმართველებისთვის, მმართველი კლასისთვის. თუმცა, არსებული სოციალური წესრიგის დამცველებს არასოდეს მობეზრდებათ იმის თქმა რომ გაცვლითი პრინციპი მონეტარულ სისტემასთან ერთად არის სასარგებლო და საუკეთესო საშუალება. ამ გზით ისინი ეწევიან მონეტარული სისტემის პროპაგანდას. ისინი სუბიექტურად და დამახინჯებულად აღწერენ მონეტარული სისტემის შესაძლო ალტერნატივებს, მოყავთ პრიმიტიული და სასაცილო არგუმენტები და მაგალითები, მაგალითად ასეთი: „საშილენებაა მაღაზიაში წახვიდე კარტოფილით და გინდოდეს გაცვალო ის ფეხსაცმელებში. ეს ხომ არაპრაქტიკულია, რატომ მოუნდება კარტოფილის გაცვლა ფეხსაცმელებში, ფეხსაცმელების პატრონს?“. ეს კი საოცრად ჰგავს კაპიტალიზმის და სახელმწიფოს კლასიკურ გამართლებას, როცა არგუმენტებად მოყავთ მსგავსი პრიმიტიული, უადგილო და შეუსაბამო მაგალითები. 2. უნივერსალული ეკვივალენტი: ფული მონეტარული სისტემის ასე ვთქვათ „ფანატიკოსი დამცველები“ ამბობენ: ეს არის შესანიშნავი რაღაც რომ უნივერსალური გაცვლითი საშუალება არსებობს, ერთი, რომელიც ყველას უნდა რომ ჰქონდეს. უნივერსალური ეკვივალენტი რომლის არსებობის მიზანი არის მოსახერხებელი და მარტივი გახადოს გაცვლის პროცესი, უნივერსალური ღირებულება რომელსაც ყველა აღაირებს და ეთანხმება. რას ნიშნავს ეს გაცვლა ? ეს ნიშნავს რომ ყველას ვისაც უნდა რაიმეს გაცვლა უნდა ჰქონდეს გადახდის უნივერსალური საშუალება, ღირებულება, რომ გაყიდონ რაღაც ბაზარზე ის რაც უნდათ და სანაცვლოდ მიიღონ ეს უნივერსალური საშუალება,. ასე რომ შემდეგ ისინი შესთავაზებენ ამ უნივერსალურ საშუალებას იმაში რაც სურთ რომ ჰქონდეთ და დარწმუნებული იქნებიან რომ ეს უნივერსალური ღირებულება ყოველთვის და ყველასთვის სასურველი და მოთხოვნადი იქნება. ყველა ვინც სარგებლობს ბაზრით, თუ მათ უნდათ რომ გაცვალონ საკუთარი საქონელი ეკვივალენტურ ღირებულებაში, ისინი აღიარებენ და უნდათ ეს უნივერსალური ეკვივალენტი იმიტომ რომ დარწმუნებული არიან გაცემული პროდუქტის სანაცვლოდ მიღებული უნივერსალური ეკვივალენტით იყიდიან შემდგომში იმას რაც უნდათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ბაზარში ყველა მიდის მხოლოდ თავისი საქონლით იმიტომ რომ მას უნდა მოიშოროს კუთვნილი პროდუქტი თავდაპირველად, და შემდეგ მიიღოს ის რაც მას არ აქვს და არ შეუძლია აწარმოოს თვითონ. არ აქვს მნიშვნელობა ეს საკვებია რომელიც საჭმელად სჭირდება, თუ ის ნედლეული რაც მას სჭირდება საკუთარი საქონლის შესაქმენლად, გაცემულის სანაცვლოდ კი ყველას უნდა ეს უნივერსალური, მიღებული გასაცვლელი მედიუმი. ადრეულ საზოგადოებებში სადაც იყენებდნენ უფრო მარტივ გაცვლით სისტემას, მაგალითად შუა საუკუნეების ევროპაში, ეს უნივერსალური ეკვივალენტი იყო ძვირფასი მეტალი: ოქრო ან ვერცხლი, და სპილენძი როგორც მონეტა. ეს ყველაფერი, მონეტარული სისტემა, უნივერსალური ეკვივალენტი სრულყო და გააუმჯობესა სახელმწიფო ინსტიტუტმა. ოქროს და ვერცხლის მოპოვება, მაშინაც კი თუ ეს ხდებოდა ინდივიდუალურად, აიყვანა სახელმწიფო კონტროლზე და სახელმწიფო გახდა მონოპოლისტი, მხოლოდ მას ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ძვირფასი წიაღისეული ან მოეჭრა მონეტა. თუ ვინმეს აქვს კონტროლი ამ უნივერსალურ გაცვლით საშუალებაზე, მას აქვს ძალაუფლება აკონტროლოს საზოგადოება: ამ ძალაუფლების მქონეს შეუძლია განსაზღვროს როგორც გაცვლის პირობები ასევე ძალის საშუალებით გაავრცელოს და დაამკვიდროს ისინი. ძალაუფლების მქონეს აქვს შესაძლებლობა რომ განსაზღვროს რა არის ღირებული და რა არა. თუმცა ფეოდალური მმართველები – მეფეები, იმპერატორები – იცავდნენ მონოპოლიას ეწარმოებინათ ძვირფასი მეტალები და ჰქონოდათ უფლება მოეჭრათ მონეტა. ანალოგიურად ხდება თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა დღეს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა გადასულია დემოკრატიული მმართველობის ფორმაზე და ფეოდალური სტრუქტურები იშვიათი გამონაკლისის გარდა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს ან საერთოდ აღარ არსებობს, ფეოდალების, მეფის როლში გვევლინება თანამედროვე სახელმწიფო რომელიც მტაცებლურად ისაკუთრებს ძვირფას ლითონებს, საბადოებს ან გადასცემს მას კერძო საკუთრებაში კაპიტალის მფლობელს, ორივე მათგანი, სახელმწიფო თუ კაპიტალისტი საკუთარი სურვილის მიხედვით იყენებს ამ რესურსებს, რესურსებს რომელიც წესით უნდა იყოს საერთო და ყველას შეეძლოს მისი მოპოვება(ანალოგიურად ხდება სხვა ბუნებრივი რესურსების თუ წიაღისეულის მიტაცება) მონოპოლიზებული უფლების მქონე სახელმწიფო აპარატის ან კაპიტალისტის საკუთრებას წარმოადგენს და ის ნახულობს სარგებელს საერთო რესურსის მიტაცებით, სახელმწიფო კი იგივენაირად აკონტროლებს მონეტარული სისტემის საშუალებით ადამიანებს როგორც ფეოდალურ ეპოქაში, უბრალოდ მეთოდები და საშუალებები გახდა უფრო მოქნილი და დახვეწილი რაც ორიენტირებულია ექსპლუატირებული კლასის წინააღმდეგობის ჩანასახშივე ჩასაკლავად და გასანეიტრალებლად. ყველა ვინც მიდის ბაზარში რომ გასცეს რაღაც, რაც უნდა რომ გაცვალოს უნივერსალურ ღირებულებაში, ფულში. და ამგვარად ისინი ბუნებრივია ეთანხმებიან რომ მათი საქონელი შეფასდეს არსებული უნივერსალური ღირებულებით, მონეტარული სისტემით. ეს ნიშნავს რომ ისინი აცნობიერებენ უნივერსალურ ღირებულების საზომს, რომელსაც მათი პროდუქტი, საქონელი უნდა დაექვემდებაროს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება მიიღონ უნივერსალური ეკვივალენტური ღირებულება. და მათი პროდუქტი, მათი საქონელი შესაძლოა კონვერტირდეს ნაღდ ფულში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია ღირებულება, ამ ღირებულებასაც არეგულირებს მონეტარული სისტემა რომელზეც მონოპოლისტური უფლება აქვს სახელმწიფო აპარატს. რამდენადაც ეს „ღირებულების საზომი“ არის დამკვიდრებული და ყველა მიისწრაფვის რომ მიიღოს ის, ძვირფასი მეტალის არსებობას როგორც უნივერსალური ეკვივალენტი აქვს თავისი ნაკლი: ის შეიძლება იყოს შეზღუდული, მისი წარმოება არის რთული, ძვირი და ის გამოყენების დროს განიცდის ცვეთას, ეროზიას. ამის გამო კი დადგა დრო რომ ის ჩანაცვლებულიყო სხვა უფრო მოსახერხებელი სუბსტანციით. 3. სახელმწიფო ქაღალდის ვალუტა სახელმწიფოებმა, ამ სუვერენულმა ორგანიზაციებმა, როგორც უნივერსალური ეკვივალენტის გარანტებმა, გადაწყვიტეს რომ მთლიანად საკუთარ თავზე მოერგოთ მთელი ეკონომიკა და შეექმნათ ახალი უნივერსალური ეკვივალენტი და ეწარმორბინათ იგი, ამისათვის კი გამოიყენეს საკუთარი „კანონიერი“ ძალაუფლება და უფლებები რომ განეხორციელებინათ ახალი იდეა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის შემდეგაც ქაღალდი გახდა მონეტარული სისტემის ევოლუციის ახალი საფეხური და მისი შემცვლელი. ვაჭრებმა გვერდით გადადეს თამასუქები და ბანკებმა დაიწყეს ბანკნოტების ბეჭდვა. ეს კერძო ღირებულების შემცვლელი ქაღალდები გახდა საქონლის ანდა მონეტის კანონიერი წარმომადგენელი. ისინი იყო საიმედო და პრაქტიკული ყიდვა/გაყიდვის დროს საქონელთან მიმართებაში. სახელმწიფომ გამონახა ახალი, მარტივი გზა, რომ შეექმნა არაფრისგან ღირებულება, და შეემცირებინა რეალური ღირებულების მოთხოვნა ბაზარზე გაცვლის პროცესის დროს. ამან მთლიანად შეცვალა მონეტარული სისტემა და თუ ადრე იგი წარმოადგენდა ძვირფას მეტალს რომელსაც ნამდვილად გააჩნდა ღირებულება, ახლა ის უკვე მხოლოდ ქაღალდს წარმოადგენდა რომელსაც ღირებულებას ანიჭებდა სახელმწიფო აპარატი საკუთარი სურვილის შესაბამისად. ყველა ვინც სარგებლობდა ახალი უნივერსალური ეკვივალენტით სახელმწიფოს უზრუნველყოფდა მას გარანტიით, საკუთარი ძალაუფლების საშუალებით. სახელმწიფო ქაღალდის ფული, რომელსაც თავისით, არ გააჩნია არანაირი ღირებულება – მას არ გააჩნია იმდენი ღირებულებაც კი რამდენიც სხვა ქაღალდის პროდუქტებს, მაგალითად ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდს – იღებს თავის სპეციალურ ღირებულებას როგორც უნივერსალური ეკვივალენტი, გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფო ანიჭებს მას განსაზღვრულ ღირებულებას და ამბობს: ეს ქაღალდი არის 50, ეს 100 მარკა, ან დღეს უკვე – ევრო. ეს ორი ბანკნოტი არის რა თქმა უნდა ერთი და იგივე მათი სუბსტაციის გათვალისწინებით. განსხვავება მათ ღირებულებას შორის არის მხოლოდ გარედან დადგენილი, სახელმწიფოსგან, რომელიც ბეჭდავს სხვადასხვა ღირებულებებს მასზე. დღეს საქონლის, ნებისმიერი პროდუქტის თუ დოვლათის ღირებულება, არის გაზომილი და შეფასებული მხოლოდ სახელმწიფოს ქაღალდის ფულით, და ეს არ ხდება სხვანაირად. ფულის, როგორც ძვირფასი მეტალის ცირკულირება შეუძლებელია. გაცვლითი ეკონომიკა და თანამედროვე მონეტარული სისტემა უფრო ხშირად ხდება დაყენებული კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს უნდობლობა კი სრულიად სამართლიანი და მოსალოდნელია, როგორც ღირებულების თეორიის მონეტარული სისტემის მიმართ: თუ მე გამაქვს რაღაც პროდუქტი ბაზარზე და მივიღე უნივერსალური ღირებულება მის სანაცვლოდ – მაქვს მე ნამდვილად ჩემი საქონლის პროპორციული ღირებულება ? შემიძლია მე ვიყიდო რაღაც ჩემი საქონლის პროპოციული ღირებულების სანაცვლოდ ? ამგვარად გაცვლითი სისტემა ძირითადად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც მას არ გააჩნია რეალური ღირებულების მქონე უნივერსალური ეკვივალენტი და ის უბრალოდ წარმოადგენს არარსებულ, წარმოსახვით საშუალებას რომელსაც სახელმწიფოს მიერ აქვს მინიჭებული განსაზღვრული ნომინალური ღირებულება. 4. მონეტარული თეორიის გეზელისეული კრიტიკა, კერძო საკუთრება და ინტერესი 4.1. ვალუტის უზრუნველყოფა კრიტიკა ნათლად აჩვენებს რომ თანამედეროვე მონეტარული სისტემის გამოყენება დაუცველია, შესაძლოა დაკარგოთ ქაღალდის ბანკნოტები, მოგპარონ ან საერთოდაც დაეცეს მისი ღირებულება უეცრად. მონეტარული სისტემა და ღირებულების თეორია თავისთავად იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას, უნდობლობას რაც თავის მხრივ უკვე ნიშნავს მის ნაწილობრივ უგულვებელყოფას და მისი საჭიროების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ა) მონეტარული სისტემა უნდა იყოს გამყარებული საქონლით როგორ უნდა მოხდეს ეს? თუ ნომინალური ღირებულება არის დაბეჭდილი ბანკნოტზე და ქაღალდების დასტას გააჩნია იგივე ღირებულება რაც საქონელს, რანაირად იქნება გამყარებული საქონლის ღირებულება თუ მისი გაცემის სანაცვლოდ გამცემი მიიღების ქაღალდების დასტას, რომელსაც უბრალოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული პირობითი ნომინალური ღირებულება გააჩნია და არ აქვს არანაირი რეალური ღირებულება. პროდუქტს ღირებულება ენიჭება სხვა პროდუქტების ღირებულების შესაბამისად, როცა რაღაც პროდუქტი პირველად ჩნდება ბაზარზე, როგორც წესი მას ენიჭება ღირებულება სხვა პროდუქტების ღირებულიების გათვალისწინების შედეგად, ანუ მარტივად რომ ვთვათ იმისათვის რომ განვსაზღვროთ პროდუქტის ღირებულება უნდა ვიცოდეთ სხვა პროდუქტების ღირებულება, ანუ ერთი პროდქტის ღირებულება განსაზღვრავს სხვა პროდუქტების ღირებულებებს. ასევე პროდუქტს ღირებულებას ანიჭებენ არა იმის მიხედვით თუ რა ჯდება მისი წარმოება, ტრანსპორტირება, ან რა არის მისი რეალური ღირებულება, არამედ იმის მიხედვით თუ რამდენად დეფიციტური ან მოთხოვნადია ეს პროდუქტი ბაზარზე. შესაბამისად ბაზარზე არსებული ნებისმიერი პროდუქტის ღირებულება უბრალოდ პირობითია. მაშინაც კი თუ არ არსებობს კაპიტალისტური ბაზარი და ჩვენ ვართ რეალურ სოციალიზმში, გაცვლითი სისტემის არსებობის შემთხვევაში ლოგიკურად გაჩნდება უნივერსალური ექვივალნტის არსებობის მოთხოვნილება და ეს ბოლოს მიგვიყვანს ისევ მონეტარულ სისტემამდე და კერძო საკუთრებამდე, იმ შემთხვევაში თუ არ შევქმნით ახალ, არსობრივად სხვა პრინციპებზე აგებულ საზოგადოებას რომელიც არ იქნება დაფუძნებული კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე. ბ) მონეტარული სისტემა უნდა იყოს გამყარებული ძვირფასი მეტალებით. ოქრო და ვერცხლი რომელიც ინახება ეროვნულ საცავებში, უზრუნველყოფს ქაღალდის ფულის ღირებულებას რომელიც ჩაშვებულია მიმოქცევაში. მაგრამ რეალურად კი თუ მოქალაქეებს უნდათ რომ ჩააბარონ და გადაცვალონ ქაღალდის ბანკნოტი მისივე ღირებულების ძვირფას მეტალში, ანუ სანაცვლოდ მიიღონ შესაბამისი ღირებულების ძვირფასი მეტალები რომლითაც ვითომ მათი ბანკნოტებია გამყარებული, ეს არ ხდება და არც მოხდება, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მცირე რაოდენობის ძვირფასი მეტალი არსებობს რომელიც ინახება საცავებში და სიცრუეა ის რომ იგი ამყარებს ვალუტას, ისინი არაა მიმოქცევაში ჩაშვებული ფულის ადეკვატური და შესაბამისი, გამომდინარე აქედან, რომ გაცვალონ ქაღალდის ბანკნოტი ძვირფას მეტალში ის ვერ აანაზღაურებს მიმოქცევაში ჩაშვებულ ყველა ბანკნოტზე გამოსახულ ღირებულებას. მთელი რაოდენობა ძვირფასი მეტალებისა, რომელიც ინახება ბანკში, არის მკვდარი კაპიტალის გროვა, ის არის ყოველთვის მიტაცებული და მისაკუთრებული სახელმწიფოს თუ კაპიტალისტის მიერ კანონის ძალით და წარმოადგენს მხოლოდ ნაწილს მიმოქცევაში არსებული ფულისა. ამ ტიპის გამყარება მხოლოდ მანამდე მუშაობს სანამ სჯერათ მისი და მას აქვს ნდობა საზოგადოების მხრიდან. რეალურად სახელმწიფოს არ შეუძლია უზრუნველყოს ფულის ღირებულების გამყარება. როგორც სახელმწიფოს მმართველი კლასების წარმომადგენლები ამბობენ: ქაღალდების დასტას რომელსაც თვითონ მიანიჭებენ ნომინალურ ღირებულებას არის იმდენივე რამდენიც ერთი უნცია ოქრო – ვის სჯერა ეს ? მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში საცავებში არსებული ოქრო რომ გადაცვალონ ნებისმიერი რაოდენობის ქაღალდის ფულში, ამდენი ოქრო არ გააჩნია სახელმწიფოს, უფრო მეტიც, იმდენი ოქრო რამდენიცაა მიმოქცევაში ჩაშვებული ფულის ჯამური ღირებულება, არა რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში, არამედ საერთოდ ერთად აღებულ მთელს მსოფლიოში არ არის. 4.2. მიწის იჯარის წინააღმდეგ, უშრომელი სარგებელი და შემოსავალი თანამედროვე კაპიტალისტური სახელმწიფოები აგებულია პრინციპზე – ვინც არ მუშაობს ის არ იღებს საჭმელს, ეს კი ძალიან ჰგავს XX საუკუნის პირველი ნახევრის ნაცისტურ გერმანიას, სადაც ევთანაზია ხორციელდებოდა მასობრივი მასშტაბით იმათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროისთვის “ეკონომიკურ ტვირთს” წარმოადგენდა, ფაშისტებმა გამოსცეს ბრძანება იმ ბავშვების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით და სხვა დაავადებებით. ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის ჭარბი დოზის შეყვანით. ევთანაზია იყო საშულება ”საზოგადოებისათვის ზედმეტი ტვირთის მოსაცილებლად”. შესაბამისად მსგავსი დამოკიდებულება, ლოგიკურად მიგვიყვანს ისეთ საზოგადეობამდე რომელშიც შრომის უნარის არ მქონე ადამიანები, კაპიტალიზმისთვის გამოუსადეგარი ადამიანები შიმშილით მოკვდებიან, კაპიტალიზმს სჭირდება მხოლოდ ისეთი საზოგადოება რომელშიც არსებობენ მარტო ისინი ვინც არიან ჯანრმთელები და შრომისუნაირიანები, და ყველა სხვა უბრალოდ „ზედმეტი ტვირთია“ კაპიტალისტური წესრიგისათვის. გეზელის თავისუფალი ეკონომიკა ეწინააღმდეგება განვითარებულ კაპიტალიზმს კაპიტალიზმამდელი იდეალით: მწარმოებლების საწარმოო საშუალებებისგან მოწყვეტის თავიდან ასაცილებად ის გვევლინება იდეის დამცველად რომელიც წარმოადგენს უკან დაბრუნებას ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც მწარმოებლები არიან ფერმერები და ხელოსნები და ამავე დროს საკუთარ საქონელს თვითონვე ყიდიან ბაზარზე. ეს იდეა ასევე პოპულარულია მათ შორის ვინც მხარს უჭერს თანამედროვე კაპიტალისტური სისტემისგან დამოუკიდებლად, მის გარეთ არსებობას, გარკვეულწილად, რადგან სრული მოწყვეტა არსებული სისტემიდან შეუძლებელია, მასში არსებული სერვისების და პროდუქტების გამო რომლის მისაღებადაც ადამიანებს უწევთ ურთიერთობა არსებულ კაპიტალისტურ სისტემასთან, ისინი გამოსავალს ხედავენ სასოფლო სამეურნეო ტიპის კომუნების არსებობაში. რაც ყველაზე აშკარად და ადვილი შესამჩნევია, არის ის რომ თანამედროვე ეკონომიკის პირობებში გარემო, საზოგადოება მტრული და ძალადობრივია, ის მთლიანად მშრომელთა შორის კონკურენციაზეა აგებული და არა ურთიერთდახმარებაზე. ეს მოდელი, აგებულია იმ იდეაზე რომელიც მიიჩნევს რომ თითქოს ჩვენ, არ შეგვიძლია ამ ეკონომიკური სისტემის გარეშე არსებობა, და რომ კონკურენცია განაპირობებს პროგრესს, რეალურად კი ეს კონკურენცია წარმოადგენს კაპიტალის და გავლენებს შორის დაპირისპირებას, და არა ნიჭსა თუ გამომგონებლობის უნარს შორის, ისტორიიდან ნიკოლა ტესლას და თომას ედისონის „კონკურენციის“ მაგალითის მოტანაც საკმარისია რომ მივხვდეთ რას ნიშნავს რეალურად კაპიტალიზმის პირობებში კონკურენცია, თომას ედისონი, მდიდარი კაპიტალისტი საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე მუდმივად ხელს უშლიდა მეცნიერს საკუთრი იდეების გავრცელებაში და მანამდე კი მის ექსპლუატაციას ეწეოდა, როცა ამუშავებდა თავისთან, შესაბამისი ანაზღაურების გარეშე, თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკა ისევ ამ პრინციპებზე დგას. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ თუნდაც აშშს 2013 წლის სამხედრო ბიუჯეტი, მან შეადგინა 682 მილიარდი აშშ დოლარი, განათლების კუთხით კი ბიუჯეტი 71 მილიარდი აშშ დოლარი, ესენი მთელი ბიუჯეტის 2 და 18 პროცენტია, მეცნიერებისთვის კი გამოყოფილი იყო 7.5 მილიარდი, რაც მხოლოდ 0.2 პროცენტია, რაც ნიშნავს იმას რომ კაპიტალისტური სახელმწიფოები ორიენტირებულია კონფლიქტებზე, ომებზე, და შესაბამისია მათი ბიუჯეტიც. არსებული სიმდიდრის, დოვლათის უდიდესი ნაწილი უაზროდ და უმისამართოდ ნადგურდება, კონფლიქტებში, ომებში და მსოფლიოში გავლენის სფეროების გადანაწილებს პროცესში, მილიტარიზაცია სახელმწიფოს არსებობისთვის ბუნებრივი და დამახასიათებელი პროცესია, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს თუ არ შეეძლება კაპიტალიზმის და ბიუროკრატიის დაცვა, ან არ გადაიტანს მოსახლეობის ყურადღებას სოციალური პრობლემებიდან გარე კონფლიქტებსა თუ ხელოვნურად, თავისივე შექმნილ ძალადობაზე, მისი ლეგიტიმაცია და საჭიროება ეჭვის ქვეშ დადგება, რაც ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს კაპიტალიზმს რომელიც დღეს, სახელმწიფოს არსებობის პირობებში საუკეთესოდაა დაცული, შესაბამისად სახელმწიფო პროპაგანდისტულ მანქანაც ამ კუთხით მუშაობს. ამ ყველაფრის შესანიღნად და შესალამაზებლად კი განათლების სისტემა სკოლიდანვე მუშაობს, ასევე მედიაც აქტიურადაა ჩაბმული ამ პროცესში, და სახელმწიფო ამ პროპაგანდისტული მანქანის საშუალებით ქმნის შეფერადებულ რეალობას რომელიც ნიღბავს შიმშილს, ძალადობას, ექსპლუატაციას, და ჩაგვრას. თანამედროვე ეკონომიკაში შექმნილ, არსებულ მოდელებს და ამ მოდელებით აზროვნებას ახასიათებს შემდეგი: ისინი ყოველთვის მათთვისაა სასარგებლო და მათ ინტერესებზეა მორგებული ვინც შექმნა იგი. მას კი ყველა ჩვენგანი იყენებს, მიუხედავად იმისა რომ სარგებელს მხოლოდ მცირე ნაწილი – მმართველი კლასი ნახულობს, სწორედ ამიტომ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსგავსი მოდელების არსებობა და თუ ვინმე ცდილობს შემოიტანოს ალტერნატივა, რომელიმე ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი, ცდილობს შექმნას უფრო მოქნილი, დახვეწილი მოდელი, თუ საერთოდ რევოლუციური, ახალი ტიპის სქემა, ეს ყველაფერი ან იგნორირებულია, ან იბლოკება ან სულაც ხდება თავდასხმის ობიექტი მმართველი კლასის მხრიდან. ის რაც არ არის სასარგებლო მმართველი კლასისთვის ავტომატურად იქცევა სამიზნედ, თავდასხმის ობიექტად და იწყებს მუშაობას პროპაგანდისტული მანქანა რომელიც არწმუნებს ყველას არსებული მოდელის უალტერნატივობაში და შეუცვლეობაში, ასევე ამახვილებს ყურადღებას მის დადებით მხარეებზე, რაც სრული სიცრუეა და ვერ უძლებს კრიტიკას. უკიდურეასდ გამოუვალი სიტუაციის დროს კი, როცა უკან დასახევი გზა აღარ რჩება მმართველ კლაას, ისინი მიდიან კომპრომისზე და ამით ანეიტრალებენ იმ მუხტს, იმ პროტესტს, რომელიც მოდის ჩაგრული, ექსპლუატირებული უმრავლესობისგან, აძლევენ მცირედს მათ – და ინარჩუნებენ მართვის სადავეებს, სიტუაცია არის იგივე, უბრალოდ შელამაზებული და დაფარული იმ კომპრომისით რაზეც მიდის მმართველი კლასი. მაგალითად პროგრესული საშემოსავლო გადასახადი, რაც გულისხმობს განსხვავებულ, შესაბამის საშემოსავლო ტარიფების დაწესებას მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის. თავისუფალი ეკონომიკის პირობებში კერძო საკუთრების იჯარა არის ძალიან ჭკვიანური გზა მისმა მფლობელმა მიიღოს უშრომელი შემოსავალი: მთავარი საკითხია ის თუ როგორ ჩნდება ეს კერძო საკუთრებები, თუ რატომ ხდება მისი მისაკუთრება და გამოყენება მათ მიერ ვინც მის სანაცვლოდ გასცა რეალური ღირებულების არ მქონე, პირობითად მინიჭებული ღირებულების მქონე უნივერსალური ეკვივალენტი. ეს არის ერთ ერთი ფუნდამენტური ელემენტი კაპიტალისტური სისტემის კონსტრუქციის ერთობლიობაში რომელიც უბრალოდ მორგებულია – მმართველი კლასის ინტერესებზე და ჩაგრული ფენის ექსპლუატაციაზე. 4.3. წარმოება: ადამიანის ფუნდამენტური უფლება შრომა, იმ პირობით თუ ის არის პატიოსანი და მშრომელის საკუთრება, უნდა იყოს კარგად ანაზღაურებადი და დაფასებული. დღეს კი ვინც მუშაობს მხოლოდ იმდენი ანაზღაურება აქვს რომ შიმშილით არ მოკვდეს და საკვები მიიღოს, ამ მიზერულ ანაზღაურებასაც კი მხოლოდ იმის გამო იღებს მშრომელი რომ კაპიტალისტებმა მუშახელი არ დაკარგონ. თუ ვინმე აწარმოებს იმას რაც მას შეუძლია ან უნდა რომ აწარმოოს, მან უნდა იპოვოს მყიდველი მის მიერ შექმნილი პროდუქტისათვის, რომ შემდეგ იყიდოს ბაზარზე ის რაც სჭირდება არსებობისათვის, მაგრამ თუკი მან ვერ გაყიდა მის მიერ წარმოებული პროდუქტი, მას არ შეუძლია ყიდვის შემთხვევაში შესთავაზოს სანაცვლოდ რაიმე ეკვივალენტური, შესაბამისად მისი მოთხოვნილებები იქნება უარყოფილი და დაუკმაყოფილებელი. კაპიტალიზმის პირობებში ყველას მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არ არის, ბაზარზე შესაძლოა არსებობდეს ყველა სახის პროდუქტი, მაგრამ მისი მიღება შეუძლია მას ვინც ფლობს უნივერსალურ ეკვივალენტს, კაპიტალს, შეიძლება სულაც გადაყარონ პროდუქტი, ან გაანადგურონ, მაგრამ მას უფასოდ არ მოგცემენ, ეს ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომელზეც კაპიტალიზმია აგებული. თანამედროვე მსოფლიოში ჩვენს მიერ წარმოებული საკვები 12 მილიარდ ადამიანის გამოსაკვებადაა საკმარისი, მაგრამ ყოველ დღე 100 000 ადამიანი კვდება შიმშილისგან, იმ დროს როცა ტონობით საკვები იყრება ყოველდღიურად ნაგავსაყრელებზე, ტონობით პური რომელიც ორი დღის შემდეგ არ იყიდება, როცა ის ჩვეულებრივად ვარგისია საკვებად იყრება ნაგავში და ნადგურდება, იგივენაირად ხდება სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით იმ ფონზე როცა ჩვენს გარშემოც კი ამდენი ადამიანი შიმშილობ ან ვერ იკვებება სრულფასოვნად. დაგეგმილი ეკონომიკა უპირისპირებს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკას: დაგეგმილი ეკონომიკა ნიშნავს უპირველესად მხოლოდ იმას რომ საჭირობა, მოთხოვნილების შესაბამისად უნდა მოხდეს პროდუქციის წარმოება, ჯერ უნდა განისაზღვროს მოთხოვნილებები და შემდეგ მოხდეს საჭირო რაოდენობის პროდუქტის წარმოება. გეგმა უზრუნველყოფს რომ რაც არის წარმოებული არის ზუსტად იმდენი, რამდენის მოთხოვნილებაც არსებობს. დღეს, ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ეს სულაც არ არის რთული წარმოსადგენი და არ იქნება პრობლემა რომ ყველამ, თვითონვე ჩამოაყალიბოს საკუთრი სურვილები და მოთხოვნილებები და ასევე განისაზღვროს წარმოების შესაძლებლობები და შეგროვებული ინფრომაციის გაანალიზების და დახარისხების შედეგად განისაზღვროს წარმოებისათვის საჭირო გეგმა. დაგეგმილი ეკონომიკის საწინააღმდეგოდ, ყოველთვის არის წამოყენებული მოსაზრება რომ მსგავსი ეკონომიკა აუცილებლად წარმოშობს კონკრეტული პროდუქტის დეფიციტებს, და არ იქნება მოთხოვნილების და საჭიროების შესაბამისი. ასევე ხშირად ჩნდება კითხვა თუ ვინ იქნება ის ვინც განსაზღვრავს საჭიროებებს, მოთხოვნილებებს, დააგეგმარებს მათ, გაუწევს კოორდინაციას და ა.შ. ამის საპასუხოდ კი დაგეგმილი ეკონომიკის მოდელი გვთავაზობს რომ ყველა ადამიანი თავად იყოს ჩართული მოთხოვნილების, საჭიროების განსაზღვრის თუ საწარმოო გეგმის შედგენის საკითხებში ჩართული, ის რომ ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებები, როგორიცაა საკვები, წყალი, ტანსაცმელი და თავშესაფარი უპირობოდ უნდა იქნას დაკმაყოფილებული, ეს ბუნებრივია ასეც იქნება, სხვა დანარჩენი საწარმოო გეგმის განსაზღვრა თუ დადგენა იმისი რა პროდუქტი უნდა შეიქმნას ან რა რაოდენობით წარმოადგენს განხილვის და მსჯელობის საგანანს რომელიც ზემოთხსენებული პრინციპებით უნდა მოხდეს. კერძო ინიციატივას უნდა გამოიჩინოს ყველამ რათა განისაზღვროს თუ რა ან რამდენი უნდა იწარმოოს. და ამგვარად ის აბსურდები და ანომალიები რაც ახასიათებს კაპიტალისტურ ეკონომიკას ძალადობრივი და სულელურიც ჩანს ამ ფონზე: ვიღაცამ უნდა აწარმოოს პროდუქტი რომელიც არავინ იცის სჭირდება თუ არა საზოგადოებას, და შემდეგ იფიქროს მის გასაღებაზე, ისე რომ არ გაიგოს ყველას აზრი მოთხოვნილების თუ საჭიროების შესახებ, უბრალოდ მიაწოდოს მათ პროდუქტი და დააჯეროს ისინი რომ მათ სჭირდებათ ეს, რეკლამების თუ სხვა კონსუმერული ტვინის რეცხვის საშუალებებით. მას კი ვისაც არ შუძლია საკუთარი წარმოებული პროდუქტის რეკლამირებაში ფული ჩადოს ან უბრალოდ მის მიერ შექმნილი პროდუქტი არ არის მოთხოვნადი, ან ზედმეტად დაბალანაზღაურებადია კონსუმერულ კაპიტალისტურ საზოგადოებაში უწევს აწარმოოს სხვა პროდუქტი, შექმნას ის რაც არ უნდა, აკეთოს ის რაც არ სურს, რომ არ მოკვდეს შიმშილით და იარსებოს, ინდივიდუალური წარმოება კაპიტალისტურ ბაზარზე, დიდი კაპიტალის და გავლენიანი მფარველების გარეშე იმდენად რთული და უშედეგოა რომ მწარმოებელს მოგება თითქმის არ რჩება, მან ჯერ უნდა შექმნას პროდუქტი და შემდეგ მოძებნოს ვინმე მყიდველი, იპოვოს ვინმე ვინც გადაიხდის ფულს მისი პროდუქტისთვის, ან ელოდოს როდის გამოჩნდება შესაბამისი მყიდველი და მერე შექმნას პროდუქცია. აქედან გამომდინარე კაპიტალისტური ეკონომიკა კრახისთვისაა განწირული და ხშირად ეფლობა ეკონომიკურ კრიზისებში. მთელი ეს პროცესი ყველაზე მეტად საზიანო კაპიტალის არ მქონე, დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი ადამიანებისთვის არის და ხშირად ეს ზიანი არამარტო შიმშილს არ მატერიალური სიდუხჭირის, არამედ ზოგჯერ სიკვდილის მიზეზიც ხდება ხოლმე. ეს სოციალური უთანასწორობა ამ ყველაფერთან ერთად წარმოშობს კლასობრივ დაყოფას, და უფსკრულს კლასებს შორის, ერთ მხარეს დგანან ადამიანები რომლებსაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის, და საკვების მოპოვებისთვის ყოველდღიური მძიმე ბრძოლის გადატანა უწევთ, ხოლო მეორე მხარეს კი დგანან ადამიანები რომლებიც სწორედ სხვების შიმშილის და სიღარიბის ხარჯზე მდიდრდებიან და აგროვებენ კაპიტალს. ამ ყველაფერს კაპიტალისტური სისტემის დამცველები ბუნებრივი გარდაუვალობით ხსინიან და ასევე ამბობენ რომ ადამიანების ბუნება ასეთია. თვითონ ზემოდან ქმნიან პრობლემას ხელოვნურად და შემდეგ დამნაშავეებად გამოყავთ ისევ დაზარალებული, ექსპლუატირებული ადამიანები. 4.4. ნაღდი ფული, შუამავალი სასაქონლო ბირჟაზე ხშირად ამბობენ რომ სილვიო გეზელს სურდა მონეტარული სისტემის გაუქმება. მაგრამ მე რაც ვისწავლე და წავიკითხე მისი ნაშრომებიდან, აქიდან გამომდინარე შემიძლია განვაცხადო რომ გარკვეულწილად არ არის ასე. მას უნდოდა რომ ფული გამხდარიყო ფუნქციური სასაქონლო ბირჟაზე და არ იყო მონეტარული სისტემის სრული გაქრობის წინააღმდეგი. მას ჰქონდა თავისი თეორიები იმის შესახებ თუ ვინ მართავს და ვისი ინტერესები დგას მონეტარული სისტემის უკან. მას განსაკუთრებით უნდოდა რომ თავიდან აეცილებინა მონეტარული სისტემის გაქრობა მიმოქცევიდან. მას უნდოდა რომ ფული მოგროვებულიყო და გამხდარიყო ცალკეული საქონელი, რომელსაც შემდეგ ისევ გამოიყენებდნენ სპეკულაციისთვის. მას უნდოდა დაეტოვებინათ ის მიმოქცევაში, ამიტომ მისი ფულის შეზღუდვის თეორია: ფულის დაგროვება უსარგებლოა და საჭიროა მისი შემცირება. იმიტომ რომ მას უნდოდა უარი ეთქვა უნივერსალურ ეკვივალენტზე, ფული ყოველთვის უნდა დარჩენილიყო მიმოქცევაში და უნდა მომსახურებოდა საქონლის გაცვლას, შეესრულებინა შუამავლის როლი. მისი იდეა ფულის შემცირების შესახებ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ რომ ის იყო სასაქონლო ბირჟის უპირობო დამცველი. ხშირად ადგილობრივი ვალუტის შემოღება მიაჩნიათ არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად, გეზელის თეორია ეთანხმება ამ იდეას, მე მოვიყვან ორ მაგალითს რომ წარმოვაჩინო როგორი სარისკოა მონეტარული სისტემის არსებობა- იმიტომ რომ სხვადასხვა სავალუტო სისტემების შემოღების აუცილებლობა ბუნებრივად ხდება კრიტიკულ სიტუაციებში და ის გამოირჩევა არასტაბილურობით და დიდხანს ვერ ახერხებს არსებობას, მალევე ქრება ან გარე ჩარევის ანდაც ბუნებრივად, უსარგებლო ხდება. 5. სიმბოლური ფული – ადგილობრივი მონეტარული სისტემა როგორც „ალტერნატივა“ ა. ვერგელი 1930 წელს, ავსტრიული ქალაქი ვერგელი გაკოტრდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო და ის ვეღარ უხდიდა ანაზღაურებას საკუთარ დასაქმებულ მოქალაქეებს. 1932 წელს ქალაქის მერმა გადაწყვიტა შემოეღო ადგილობრივი ვალუტა, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო არსებულის ნაცვლად, დასაქმებულებს ანაზღაურებას უხდიდნენ ადგილობრივი ვალუტით, ფაქტობრივად ამ გზით მოხერხდა რეგიონალური გადახდის უნარიანობის შექმნა და სასაქონლო ბრუნვის აღდგენა ვერგელში და მის შემოგარენში. მალე მასს სამ სხვა რეგიონშიც მიბაძეს, მათაც ასევე უნდოდათ რომ შემოეღოთ ადგილობრივი ვალუტა. ვერგელის რეგიონულმა ვალუტამ აღადგინა ეკონომიკა იმ დროს როცა კრიზისის შედეგად იგი სრულიად განადგურებული იყო. ავსტრიის ეროვნული ბანკი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ვერგელის რეგიონალურ ვალუტას – ეს იყო გამოწვევა სახელმწიფო მონოპოლიისთვის და მონეტარული სისტემისთვის – რაც ლოგიკურად დამთავრდა სახელმწიფო სისტემის სასარგებლოდ, 1933 წელს ეს ყველაფერი აღიკვეთა სახელმწიფოს უხეში ჩარევის შედეგად, რომელმაც გამოიყენა პირდაპირი ზეწოლა რეგიონზე და განახორციელა შეიარაღებული ქმედება, სამხედრო ინტერვენციის გზით. ამან არსებულ თვითთმართველობას მოუსპო ამ იდეების გავრცელების შანსი და სახელმწიფომ დაიბრუნა მონოპოლია. ბ. არგენტინა 1991 წელს, არგენტინამ უარყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივა, რომლის თანახმად ადგილობრივი ვალუტა – პესო უნდა გათანაბრებოდა დოლარს რომ შეეჩერებინათ მიმდინარე ინფლაცია ქვეყანაში და დაესტაბილურებინათ ვალუტა. ერთ ერთი აუცილებელი პირობა იყო ის რომ არგენტინის სახელმწიფოს უნდა შეეწყვიტა ვალუტის გამოცემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკონტროლებინა მონეტარულ პოლიტიკა არგენტინაში. იმის ერთ ერთი შედეგი რომ არგენტინამ არ შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, იყო ის რომ პროდუქციის ექსპორტირება უჯდებოდა უფრო ძვირი და დაკარგა საექსპორტო ბაზრები. პარალელურად შიდა ბაზარზე არგენტინული პროდუქტი აღარ იყო კონკურენტული იაფასიან იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აიძულა არგენტინის მთავრობა რომ მოეხდინა წამგებიანი კომპანიების პრივატიზება. ამ პრივატიზაციის შემდეგ კი კომპანიებმა ვერ მიიღეს საჭირო სუბსიდიები, რომელსაც საჭიროებდნენ ისინი რომ არ განეცადათ სრული კრახი, რეალურად კი სახელმწიფოს, რომელიც იმ დროს ისედაც კრიზისში იმყოფებოდა არც შეეძლო ეს, პრივატიზაციას კი ხშირ შემთხვევაში აქვს იგივე ეფექტი რაც დახურვას. ამ გზით, 1991 წლიდან 2000 წლამდე არგენტინამ მოახდინა საკუთრი ინდუსტრიის წამყვანი ნაწილის ლიკვიდაცია, რომელიც სათავეს იღებდა ხუან დომინგო პერონის მთავრობის დროიდან. ამ კომპანიებს შორის იყო სარკინიგზო ქსელი, საავიაციო, საავტომობი და სამხედრო ინდუსტრია, ასევე ენერგეტიკის და სამომხმარებლო ინდუსტრიის სფეროები. არგენტინა მთლიანად გახდა დამოკიდებული იმპორტზე. მას უწევდა უფრო და უფრო მეტი რაოდენობის იმპორტირება პროდუქტისა, რომელიც უკვე აღარ იწარმოებოდა ადგილობრივად. ამრიგად მისი სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა. არგენტინას ჰქონდა ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი ობლიგაციების მსოფლიო ბაზარზე გადაცვლისას, სახელმწიფოს დავალიანება კი იზრდებოდა ეკონომიკის ვარდნის პარალელურად. ამ ყველაფერმა გამოიწვია ეროვნული ეკონომიკის სრული კრახი და ჩამოშლა 2001-2002 წლებში. უკვე 90_იან წლებში, ღირებულება დაკარგულ ვალუტას ჰქონდა თავისი შედეგი. ჩრდილო პროვინციებში, არ იყო ფული, ყველა წარმოება რაც კი იყო განვითარებული მანამდე, აღარ არსებობდა. ერთადერთი იყო სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც ფუნქციონირებდა და ადამიანები იყვნენ დასაქმებულები: მასწავლებლები, მოსამსახურეები, ექიმები. თუმცა ისინიც ხშირად ვერ იღებდნენ ხელფასებს თვეების განმავლობაში, ასევე სასოფლო სამეურნეო წარმოება, როგორც დამხმარე საარსებო საშუალება. იმისათვის რომ შეენარჩუნებინათ მონეტარული სისტემა, პროვინციებმა დაიწყეს საკუთარი ფულის გამოცემა – რომელიც მხოლოდ ლეგიტიმური იყო ადგილობრივად, საკუთარ პროვინციაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თვალი დახუჭა ამა ფაქტზე, რადგანაც ადგილობრივი ვალუტა მათთვის არ წარმოადგენდა პრობლემას, მათი მთავარი სამიზნე იყო ეროვნული ვალუტა. მსგავსი მოვლენების ფონზე 90_იანი წლებში შიმშილის გამო ხდებოდა აჯანყებები პროვინციებში, რომლებსაც არგენტინის მთავრობა ახშობდა პოლიციის და არმიის საშუალებით. რისთვის არის საჭირო მონეტარული სისტემა ? 1.ზოგადად რომ შენარჩუნდეს სახელმწიფოს ერთობლიობა. თუ ჩვენ ყველა არ მივიღებთ ხელფასებს, როგორც სახელმწიფო მოხელეები: მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, ექიმები, ან უბრალოდ ნებისმიერ სამსახურში დასაქმებული ადამიანები – რისთვის უნდა ვიმუშავოთ ჩვენ ? ეს საფრთხეს უქმნის არსებულ კაპიტალისტურ წესრიგს რომელიც სწორედ მონეტარულ სისტემაზეა აგებული და კაპიტალისტური ეკონომიკის მხარდამჭერები ყველა გზას იყენებენ რომ ადამიანები დაარწმუნონ ფულის არსებობის აუცილებლობაში, კაპიტალიზმი იყენებს სახელმწიფო პროპაგანდისტულ მანქანას და ყველა საშუალებას რომ ეკონომიკის კაპიტალისტური პრინციპები იქნას გამოყენებული. 2. რომ შეინარჩუნდეს ინფრასტრუქტურა, იფუნქციონიროს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, იარსებოს სახელმწიფო სამსახურებმა, პოლიციამ, რაც თავის მხრივ სისტემის დაცვის და მასების გაკონტროლების, დაშინების და დასჯის საუკეთესო და საუკუნეების მანძილზე დახვეწილი მეთოდია, ასევე იმისათვის რომ პროვინციულ ქალაქებსა და დედაქალაქს შორის იყოს კავშირი და ა.შ. ახლა მე არ მინდა თავი შევაწყინო ვინმეს უფრო მეტი დეტალებით 30_იანი წლების ავსტრიის ან 90_იანი წლების არგენტინის შესახებ. მე მხოლოდ იმიტომ მოვიტანე ეს მაგალითები რომ ასეთი საშუალება ადგილობრივი ვალუტის შესახებ არის გეზელის თეორიაში მოყვანილი. ადგილობრივი ვალუტა იქმნება რეგიონში მაშინ როცა გლობალური ვალუტა განიცდის ინფლაციას და პროდუქციის ღირებულება ქრება, კაპიტალისტური ეკონომიკის კრახის, კრიზისის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა წარმოებული პროდუქციის ღირებულების პრინციპი და სასაქონლო ბირჟა უნდა იყოს შენარჩუნებული. ისინი საჭიროა: რადგანაც მონეტარული სისტემა უბრალოდ არის უნივერსალური ეკვივალენტი რომელიც წარმაოდგენს ღირებულებას, და არსებული ეკონომიკის პრინციპები მოითხოვს ამ უნივერსალური ეკვივალენტის არსებობას. თუ ვინმეს მიაჩნია რომ ადგილობრივი ვალუტის გამოცემა არის კრიზისისგან თავის დაღწევის საშუალება, მას ბოლომდე არ ესმის რა არის ფული: უპირველესად, უნივერსალური ეკვივალენტი რომელსაც აღაირებს ყველა, და ეთანხმება რომ ის წარმაოდგენს ღირებულებას. მეორე, უბრალოდ ღირებულების გამოხატვა არის საშუალება ბიზნესითვის: მონეტარული სისტემის ადგილობრივი ვალუტის კონტექსტში განხილვის მცდელობა, და მისი შენარჩუნება როგორც მიმოქცევის საშუალება, არის მხოლოდ მცდელობისა რომ გადავარჩინოთ კაპიტალისტური ეკონომიკა, კაპიტალიზმის კრიზისის შედეგად გამოწვეული კრახისგან რომ მას შეეძლოს კვლავ აღდგმოა მოგვიანებით სრული ძალით კონტროლის აღება ხელში: რომ უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა და აღმატებული, გაბატონებული, პრივილეგირებული მდგომარეობა ვისაც აქვს კერძო საკუთრება და კაპიტალი ასევე მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რომ კვლავ განაგრძოს ექსპლუატაცია მათი, ვისაც არ გააჩნია ეს ყოველივე და მიეკუთვნება მოსხლეობის ღარიბ, მშრომელ ნაწილს. რეგიონალური ვალუტის შექმნა, როგორც მონეტარული სისტემის ყველა სხვა მოდიფიკაცია, ლოგიკურად ისევ მიგვიყვანს ექსპლუატაციამდე, კლასობრივ დაყოფამდე, კაპიტალიზმამდე და სახელმწიფომდე, იმისათვის რომ თავიდან იქნას ეს ყველაფერი არიდებული უნდა რადიკალურად შევცვალოთ არსებული პრინციპები ანარქისტული პრინციპებით. - See more at: http://a-library.org/monetaruli-sistemebi/#more-1167 დევიდ გრებერი – ფული უბრალოდ ქაღალდია, რომელიც ბანკებს ამოძრავებს September 14, 2015 vepkhvia 1930-იან წლებამდე, ჰენრი ფორდი ამბობდა, რომ კარგია, როცა ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის თუ რეალურად როგორ მუშაობენ ბანკები. მათ რომ ეს ცოდნოდათ, „რევოლუცია მოხდებოდა ხვალ დილამდე“. გასულ კვირას აღსანიშნავი რამ მოხდა. ინგლისის ბანკმა „კატა ჩანთიდან გამოუშვა“. თეორიას, რომლის სახელწოდებაა „ფულის შექმნა თანამედროვე ეკონომიკაში“, სამი ეკონომისტი ავტორი ჰყავს ბანკის ფინანსური ანალიზის დირექტორატიდან. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ საერთო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბანკი – მცდარია. ამ სახის პოპულიზმით კი ერეტიკული პოზიციები უფრო მეტად უკავშირდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა მაგალითად – დაიკავე ვოლ სთრითი. რომ იგრძნოთ თუ რამდენად რადიკალურია ბანკის ახალი პოზიცია, განიხილეთ საყოველთაოდ მიღებული ხედვა, რომელიც ბაზისია საჯარო პოლიტიკაში ყოველგვარი დებატისა. ხალხს შეაქვს თავისი ფული ბანკში. შემდეგ ბანკი ამ ფულს გაასესხებს პროცენტით – ან ჩვეულებრივ მომხმარებლებზე, ან მეწარმეებზე, რომლებიც მის ინვესტირებას მოახდენენ რამე მომგებიან საწარმოში. სინამდვილეში, ნაწილობრივი სარეზერვო სისტემა ნებას რთავს ბანკს გაასესხოს იმაზე გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე ეს რეზერვშია, ხოლო თუ დანაზოგები არ კმარა, კერძო ბანკს შეუძლია ისესხოს მეტი ფული ცენტრალური ბანკიდან. ცენტრალურ ბანკს შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც მოუნდება. მაგრამ მაინც საფრთხილოა, რომ არ დაბეჭდოს ძალიან ბევრი. მართლაც, ჩვენ ხშირად გვეუბნებიან რომ სწორედ ამის გამო არიან დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკები პირველ ადგილზე. მთავრობებს თავად რომ შეეძლოთ ფულის ბეჭდვა, რასაკვირველია ისინი ძალიან ბევრს გამოუშვებდნენ, და საბოლოო ჯამში ინფლაცია ეკონომიკას ქაოსში გადაიყვანდა. ისეთი დაწესებულებები, როგორებიცაა ინგლისის ბანკი ან შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი, შეიქმნა იმისათვის, რომ ყურადღებით დაარეგულირონ ფულის მიწოდება, რათა თავიდან აიცილონ ინფლაცია. სწორედ ამიტომ, მათ ეკრძალებათ ხელისუფლების პირდაპირ დააფინანსება, ვთქვათ, სახაზინო ობლიგაციების ყიდვით, მაგრამ ამის ნაცვლად აფინანსებენ კერძო ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ხელისუფლებას უხდის. ეს არის მოცემულ საკითხზე ის წარმოდგენა, რაც საშუალებას გვაძლევს კვლავაც ვისაუბროთ ფულზე ისე, თითქოს ეს იყოს შეზღუდული რესურსი, ისევე როგორც მაგალითად ალუმინის მადანზე ან ნავთობზე, რომ ვთქვათ: „უბრალოდ არ არის საკმარისი თანხა“ იმისათვის, რომ დაფინანსდეს სოციალური პროგრამები, იმისათვის, რომ ისაუბრო სამთავრობო ვალის უზნეობაზე, ან სახელმწიფო ხარჯებზე, რომლებიც განდევნიან კერძო სექტორს. რაც ინგლისის ბანკმა აღიარა ამ კვირაში, ეს არის ის, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგანი არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ მოვიყვანთ ციტატას მათი პირველადი მიმოხილვიდან: „ოჯახების მიერ ბანკში ფულის შენახვასა და შემდეგ სესხებაზე მეტად, ბანკში დეპოზიტს – საბანკო სესხი ქმნის.“ … „ჩვეულებრივ დროებში, ცენტრალური ბანკი არ უშვებს ჯამურ თანხას მიმოქცევაში, არცერთი ცენტრალური ბანკის ფული არ „მრავლდება“ სესხებითა და დეპოზიტებით.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც ვიცით არაა მცდარი, არამედ ჩამორჩენილია. როდესაც ბანკები აკეთებენ სესხებს, ისინი ქმნიან ფულს. ფული სინამდვილეში არის უბრალოდ IOU (IOU – „მე მმართებს შენი“, აღიარებითი ვალის არაფორმალური დოკუმენტი). ცეტრალური ბანკის ფუნქციაა გაუძღვეს კანონიერ ბრძანებას, რომელიც ბანკებს მიანიჭებ ექსკლუზიურ უფლებას შექმნან რამდენიმე სახის IOU, მაგალითად ერთ-ერთი მათგანი ასეთია: მთავრობა ვაჭრობას აღიარებს კანონიერად, თუ ვაჭრობის მსურველები დათანხმდებიან მთავრობას გადასახადების გადახდაზე. მართლაც, უთვალავი ბანკი შეიძლება შეიქმნას იმ პირობით, თუ ისინი მოძებნიან სესხის აღების მსურველებს. ისინი არასოდეს დაკავდებიან მოკლე ვადით, მარტივი მიზეზის – მსესხებლების გამო, ზოგადად რომ ვთქვათ, იღებენ ნაღდ ფულს და დებენ საკუთარი ლეიბების ქვეშ; საბოლოო ჯამში, ბანკის ნებისმიერი ფულადი სესხი ბოლოს ისევ და ისევ რომელიმე ბანკში დაბრუნდება. ასე რომ, ბანკის სისტემა როგორც მთლიანი არის ის, რომ ყოველი სესხი უბრალოდ ხდება მორიგი ანაბარი. გარდა ამისა, იმდენად რამდენადაც ბანკებმა უნდა მიიღონ დაფინანსება ცენტრალური ბანკისგან, მათ შეუძლიათ ისესხონ იმდენი, რამდენიც მოუნდებათ; ყველაფერი ეს უკანასკნელი კი ცვლის საპროცენტო განაკვეთს, ფულის ღირებულებას, და არა მის რაოდენობას. კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს ეს ღირებულება თითქმის არაფრამდე. მართლაც, „რაოდენობრივი გაადვილებით“ ისინი ეფექტურად ტენიან ბანკებში იმდენ ფულს, რამდენიც შეუძლიათ, ყოველგვარი ინფლაციური ეფექტის გამოწვევის გარეშე. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რეალური ზღვარი ფულის ოდენობისა არის არა ის, თუ რა რაოდენობის თანხის გასესხებას მოინდომებს ცენტრალური ბანკი, არამედ რამდენი ხელისუფლება, ფირმები და ჩვეულებრივი მოქალაქეები მოინდომებენ, რომ ისესხონ ფული. სახელისუფლებო დანახარჯი ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელია (და ქაღალდი აღიარებს, თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ მას, რომ ცენტრალური ბანკი აფინანსებს მთავრობას ამ ყველაფრის შემდეგ). ასე რომ, აღარ არის შეკითხვები სახელმწიფო დანახარჯების მიერ კერძო ინვესტიციების გაძევების შესახებ. ეს კი სწორედ საწინააღმდეგო რამაა. რატომ აღიარა მოულოდნელად ეს ყველაფერი ინგლისის ბანკმა? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს აშკარა სიმართლეა. ბანკის საქმეა რეალურად აწარმოოს სისტემა, ხოლო ბოლო დროს სისტემა არცისე განსაკუთრებულად კარგად დარბის. შესაძლოა მათ გადაწყვიტეს რომ ეკონომიკის „წარმოსახვითი-მიწის“ ვარიანტის შენარჩუნება, რომელმაც დაამტკიცა რომ ძალიან ხელსაყრელია მდიდრებისათვის, იმდენად დიდი ფუფუნებაა, რომ უფრო მეტ ხანს ვეღარ მოახერხებდა არსებობას. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ხდება დიდი რისკის ფასად. უბრალოდ განსაჯეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუკი იპოთეკარები გააცნობიერებენ, რომ ფული რომელიც მათ ბანკმა ასესხა უბრალოდ არ არსებობს, მართლაც, ზოგიერთი ხელმომჭირნე პენსიონერის ცხოვრების დანაზოგი, მაგრამ როგორღაც ბანკმა მოახერხა და რეალობა შესძინა მას ჯადოსნური ჯოხის საშუალებით, რომელიც ჩვენ, საზოგადოებამ გადავეცით ხელში. ისტორიულად, ინგლისის ბანკს ყოველთვის ჰქონდა ტენდენცია ყოფილიყო ლიდერი, გარეგნული მოჩვენებითი პოზიციებით, რომლებიც საბოლოოდ ახალი აქსიომები გახდნენ. თუ ეს მართლაც ის არის, რაც აქ ხდება, მაშინ ჩვენ შესაძლოა მალე იმ პოზიციაზე დავდგეთ და გავიაზროთ, რომ ჰენრი ფორდი მართალი იყო. - See more at: http://a-library.org/devid-greberi-fuli-bankebi/#more-1111 კრისტოფერ ჰიტჩენსი – უფალი არ სუფევს. როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს September 18, 2015 vepkhvia თავი 1. მსუბუქად რომ ვთქვათ თუ ამ წიგნის რომელიმე მკითხველი, არ დაკმაყოფილდება უბრალო უთანხმოებით ავტორთან და გადაწყვეტს გამოიკვლიოს რა ცოდვებმა მაიძულა კალმის აღება (ჩემი გამოცდილება კი მიჩვენებს, რომ გულმოწყალების და მიმტევებლობის მქადაგებელნი, ხშირად, სწორედ ასე იქცევიან.), ის გამოიწვევს არა მარტო მიუწვდომელ და სრულყოფილ შემოქმედს, რომელმაც სავარაუდოდ, თავადვე შემქმნა ასეთად, არამედ შებღალავს კეთილი და უანგარო რწმენის მქონე ქალბატონის, ჯინ უოტსის ხსოვნას. 9 წლის ასაკში, როდესაც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სკოლა “დარტმურში” დავდიოდი, ჯინ უოტსის მოვალეობა გახლდათ, ვეზიარებინე ბუნების საიდუმლოებებისა და წმინდა წერილისთვის. მას დავყავდით ექსკურსიებზე, ჩემი სამშობლოს განსაკუთრებულ მხარეებში და გვასწავლიდა ფრინველების, ცხოველების და მცენარეების სახელებს. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საოცარი სილამაზე, რომელსაც ბუნება მალავდა: ბუდეში მჭიდროდ ჩაწყობილი ფრინველის კვერცხები; ხელის გაწვდენაზე ამოსული მხსნელი მრავალძარღვა, ფეხების დასუსხვის შემთხვევაში.- ეს ყველაფერი ისევე ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, როგორც ის “მონადირეთა მუზეუმი”, სადაც ადგილობრივ გლეხებს გამოფენაზე გამოჰქონდათ ნანადირევ ცხოველთა ფიტულები. მარტივად მიხვდებით რის გადმოცემას ვცდილობ, თუ წაგიკითხავთ ჯონ კლერის უკვდავი პროვინციული ლირიკა. გაკვეთილებზე გვაძლევდნენ ფურცლებს, რელიგიის სწავლებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს ოფიციალური ბეჭდით დამოწმებულს, რომელსაც ერქვა “გამოვიკვლიოთ წმინდა წერილი”. (ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, ის სახელმწიფოს მიერ იყო მხარდაჭერილი.) ფურცელზე ეწერა ნაწყვეტი, ძველი ან ახალი აღთქმიდან. ჩვენ უნდა წაგვეკითხა ის და წერილობით ან ზეპირად გადმოგვეცა თუ რას მოგვითხრობდა ნაწყვეტი და რა იყო მისი მორალი. მე ძალიან მომწონდა ეს დავალება და ხშირად საუკეთესოდ ვასრულებდი. ჩემთვის, ეს აღმოჩნდა შესავალი კრიტიკულ აზროვნებაში. მე ვკითხულობდი ტექსტებს, რომლებიც წინ უძღოდა და მოსდევდა მოცემულ ნაწყვეტს, რათა სწორად გამეგო მისი “აზრი”. ჩემს მოწინააღმდეგეთა სამწუხაროდ, მე ახლაც შემიძლია ამის კეთება და ახლაც განვიცდი პატივისცემას მათ მიმართ, რომელთა სტილსაც ზოგჯერ “მხოლოდ და მხოლოდ” თალმუდისტურად და “ფუნდამენტალისტურად” მოიხსენიებენ. ასეთი სავარჯიშოები სასარგებლოა ინტელექტის და ლიტერატურული გამოცდილების დონის ასამაღლდებლად. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, საბრალო მისის უოტსმა გადააჭარბა. ბუნებისმეტყველებისა და წმინდა წერილის მასწავლებლის როლის შეთავსების მცდელობისას, მან თქვა: “შეხედეთ ბავშვებო, რამდენად დიადი და გულუხვია ღმერთი. მან ყველა ბალახი და ხე მწვანე ფერის შექმნა, რადგან სწორედ მწვანე ფერია ყველაზე სასიამოვნო ჩვენი თვალებისთვის. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა, მცენარეებს წითელი ფერი რომ ჰქონოდათ.” და აი, წარმოიდგინეთ რა ჩაიდინა ამ ღვთისმოშიშმა ქალმა. მე მომწონდა მისის უოტსი: ის იყო უშვილო, ბავშვების მოყვარული მოხუცი, ცხოვრობდა ბებერ, მოსიყვარულე ავჩარკასთან ერთად, რომელსაც როვერს ეძახდნენ, და გაკვეთილების შემდეგ ხშირად გვეპატიჟებოდა ტკბილეულზე, თავის რკინიგზასთან ახლოს მდგომ სახლში. სატანა-თუ მისის უოტსი მან შეარჩია ჩემი ჭეშმარიტი გზიდან გადასაცდენად- ამ შემთხვევაში ბევრად უფრო შემოქმედებითი იყო, ვიდრე გველი ედემის ბაღიდან. მისის უოტსი არასოდეს უწევდა ხმას და არასოდეს მიმართავდა ხელმძღვანელობას-ზოგიერთი სხვა მასწავლებლისგან განსხვავებით-და საერთოდ, ის ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომლებზეც ჯორჯ ელიოტი წერდა: “თუ თქვენი საქმეები არც ისე ცუდადაა, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს ნაწილობრივ იმ ადამიანთა დამსახურებაა, რომლებმაც ღირსეულად განვლეს თავიანთი უმნიშვნელო ცხოვრება და ახლა მივიწყებულ საფლავებში განისვენებენ.” ამგვარად, მისის უოტსის სიტყვებმა შემძრა. თითქოს მის მაგივრად მრცხვენოდა. 9 წლის ასაკში, მე არ მქონდა არანაირი წარმოდგენა თეოლოგიურ თვალსაზრისზე ღმერთის შესახებ, დარვინის თეორიაზე ან ფოტოსინთეზსა და ქლოროფილს შორის კავშირზე. გენეტიკის საიდუმლოებანი, ჩემთვის ისევე უცნობი იყო, როგორც ყველასთვის იმ პერიოდში. მაშინ ჯერ კიდევ არ ვაკვირდებოდი ბუნებას, მის ჰარმონიულ ელემენტებს, არ ვფიქრობდი ადამიანის ან საერთოდ სიცოცხლის საწყისზე. მე უბრალოდ ვიცოდი-თითქოს უმაღლეს ავტორიტეტთან მქონოდა წვდომა,-რომ ჩემმა მასწავლებელმა მოახერხა ორი წინადადებით თავდაყირა დაეყენებინა ყველაფერი. მე ვიცოდი, რომ თვალები იყო მორგებული ბუნებას და არა პირიქით. თავს არ მოგაჩვენებთ, თითქოს ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვს, მაგრამ ამ სიტყვებიდან მალევე, დავიწყე სხვა წინააღმდეგობების შემჩნევა. თუ ღმერთი ყველაფრის შემოქმედია, რატომ ვართ ვალდებულნი გამუდმებით ვემადლიეროთ იმისათვის, რაც მისთვის სირთულეს არ წარმოადგენადა? ეს ძალიან წააგავს მონურ “სიყვარულს”.თუ იესოს შეეძლო განეკურნა ნებისმიერი ბრმა, რომელსაც შეხვდებოდა, რატომ არ ჰკურნავდა ყველას ერთად? რით იყო ასეთი გასაოცარი მის მიერ დემონების განდევნა, თუ ისინი ღორებს ჩაუსახლდნენ? არის ამაში რაღაც ამაზრზენი, შავი მაგიის მსგავსი. რისთვისაა ეს მუდმივი, უშედეგო ლოცვები? რატომ ვარ ვალდებული, გაუთავებლად, საჯაროდ განვაცხადო, რომ უსუსური ცოდვილი ვარ?რატომ არის სექსის თემა ასეთი ტოქსიკური? ეს პირველი, ბავშვური ეჭვები, საკმაოდ გავრცელებულია, დიდწილად იმიტომ რომ არც-ერთი რელიგია არ გვაძლევს მათზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს. ამავე პერიოდში, სკოლის დირექტორმა-რომელიც ყოველდღიურ ლოცვებს და ღვთისმსახურებას ხელმძღვანელობდა და სადისტი და ფარული ჰომოსექსუალი იყო(თუმცა მას დიდი ხნის წინ ვაპატიე, რადგან სწორედ მან გააღვიძა ჩემში ისტორიისადმი ინტერესი)-დიდაქტიკური განცხადება გააკეთა:”შეიძლება ახლა თქვენთვის გაუგებარია, თუ რაში გვჭირდება მთელი ეს რელიგია,მაგრამ როდესაც თქვენი ახლობლები დაიღუპებიან,მიხვდებით.” აი აქ მე ისევ ვიგრძენი აღშფოთება ამ წარმოუდგენელი უაზრობის მიმართ. ასეთივე წარმატებით, დირექტორს შეეძლო ეთქვა, რომ რელიგიათა სწავლებები შეიძლება ტყუილია, თუმცა არავის ესაქმება, რადგან ის გვამშვიდებს. რა სიმდაბლეა. მაშინ, ცამეტი წლის ასაკში, ჯერ არაფერი ვიცოდი ფროიდზე(ეს კი დამეხმარებოდა დირექტორის ქმედების ახსნაში), მაგრამ იმ მომენტში, თითქოს ცხადად წარმომიდგა მისი ესე “ერთი ილუზიის მომავალი”. ამ გაწელილი შესავლით, მინდა დაგარწმუნოთ რომ მე არ ვარ მათი მსგავსი, ვინც “ჯანსაღი რელიგიური რწმენის” შანსი ფსიქოლოგიური ტრავმის ან ძალადობის გამო დაკარგა. მე ვიცი, რომ მილიონობით ადამიანს მოუხდა მსგავსის გადატანა და ვთვლი, რომ რელიგიას შეუძლია და ვალდებულია პასუხი აგოს მიყენებულ ტკივილზე. (სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა თუ როგორ ძალადობდა კათოლიკური ეკლესია ბავშვებზე.) არსებობს ოთხი ფუნდამენტური უარყოფითი ასპექტი რელიგიისა. პირველი, ის არასწორად აღწერს სამყაროსა და ადამიანის შექმნის პროცესებს. მეორე, საწყისი შეცდომის წყალობით ის ახერხებს ნარცისიზმისა და ფარისევლობის შეთავსებას. მესამე, ის ერთდროულად წარმოადგენს ადამიანის სექსუალობაზე ზეწოლის შედეგსა და მიზეზს. და ბოლოს, მის საფუძველშივე დევს მისწრაფება მიიღოს სასურველი, რეალურად არსებულის ნაცვლად. ვფიქრობ, ქედმაღლურად არ გამომივა, თუ ვიტყვი რომ ეს ოთხივე ფაქტი ჯერ კიდევ ხმის დაბოხებამდე გავაანალიზე (ასევე შევამჩნიე ერთი უფრო ვულგარული და ნათელი მდგომარეობა:ხელისუფლებაში მოხვედრილი ადამიანები, ყოველთვის ცდილობენ ძალაუფლების გაძლიერებას რელიგიის საშუალებით). დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მილიონობით ადამიანი, ამავე გზით, ამავე დასკვნებამდე მივიდა. მე შევხვედრივარ ამ ადამიანებს, ასობით ქალაქში, ათობით ქვეყანაში. ბევრ მათგანს თავიდანვე არ სწამდა ღმერთის, ბევრმა კი ეს მხოლოდ რთული შინაგანი ბრძოლის შემდეგ შეძლო. ბევრ მათგანს ეს ეჭვები ისევე უეცრად დაატყდა თავს, როგორც მოციქული პავლე მოექცა დამასკოში, თუმცა ეს ნაკლებად ჰგავდა ეპილეფსიას და არ შეიცავდა აპოკალიპტურ აზრებს(საბოლოოდ კი ბევრად უფრო საფუძვლიანი და რაციონალურიც აღმოჩნდა). მთავარა განმასხვავებელი ჩემი და ჩემი თანამოაზრეებისა, არის ის, რომ ჩვენი რწმენა- არ არის რწმენა. ჩვენი პრინციპები- არ არის რელიგია. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ მეცნიერებასა და გონებას,ეს შეუცვლელი მაგრამ არა საკმარისი პირობებია, თუმცა ეჭვით ვუყურებთ ყველაფერს რაც ეწინააღმდეგება მეცნიერებას ან შეურაცხყოფს გონებას. შესაძლოა ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, თუმცა, გვაერთიანებს პატივისცემა თავისუფალი და მიუკერძოებელი აზროვნების მიმართ. ჩვენ არ ვართ დოგმატურები: აზრთასხვადასხვაობა პროსფესორ სტივენ გოლდსა და პროფესორ რიჩარდ დოკინსს შორის და პოსტ-დარვინისტული თეორიის ხარვეზები შეიძლება საკმაოდ რთული და ღრმაა, მაგრამ ჩვენ მათ ფაქტებითა და ლოგიკით გადავჭრით და არა ფანატიკური დაპირისპირებით. ( ჩემი პირადი პრეტენზიები რიჩარდ დოკინსისა და დენიელ დენეტის მიმართ გამოწვეული მათი გულისამრევი იდეით, რომ ათეისტმა თვითნებურად უნდა მიიკეროს სახელწოდება “ნათელი გონება”.-ასევე ზემოთხსენებული კამათის ნაწილია.) ჩვენთვისაც ნაცნობია “სასწაულების აღქმა”, საიდუმლოებები და “თაყვანისცემა”:ჩვენ გვაქვს მუსიკა, ფერწერა და ლიტერატურა და ვთვლით, რომ შექსპირი, ტოლსტოი, შილერი, დოსტოევსკი, ჯორჯ ელიოტი და სხვანი, ბევრად უფრო კარგად ართმევენ თავს მნიშვნელოვანი მორალური საკითხების გადაწყვეტას, ვიდრე მქადაგებლური მითები წმინდა წიგნებიდან. გონებასა და “სულს” კვებავს ლიტერატურა და არა წმინდა წერილები. ჩვენ არ გვწამს ჯოჯოხეთის ან სამოთხის, თუმცა არცერთი სტატისტიკა არ აჩვენებს, რომ ამ მუქარებისა და დაპირებების გარეშე, ჩავდივართ უფრო მეტ დანაშაულს სიხარბის გამო ან ვახორციელებთ ძალადობის უფრო მეტ აქტს ვიდრე მორწმუნეები. (მეტიც, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ზუსტი სტატისტიკის შედგენის შემთხვევაში, ფაქტები საპირისპიროზე მიუთითებენ.) ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი სიცოცხლე სასრულია, უკვდავების ერთადერთი გამოვლინება კი ჩვენი შვილებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები სიცოცხლის სასრულობის გაანალიზების შემდეგ, შესაძლოა უფრო კეთილები გახდნენ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თანასწორი და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია რელიგიის გარეშე. ჩვენ რელიგიის გარეშე ვიცით რა არის კარგი და ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძალიან ხშირად, რელიგიის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები, არამარტო იქცეოდნენ სხვებზე უარესად, არამედ ჩადიოდნენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ბორდელის მეპატრონეშიც კი უარყოფით ემოციებს გამოიწვევს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ, ურწმუნოებს არ გვჭირდება ჩვენი ურწმუნოების მუდმივი ხაზგასმა. სწორედ ჩვენ გვგულისხმობდა ბლეზ პასკალი, როდესაც მიმართავდა მათ, ვინც აცხადებდა: “მე ისე ვარ მოწყობილი, რომ არ შემიძლია ღმერთის მწამდეს”. სოფელ მონტელში, ინკვიზიციის თარეშის პერიოდში, ერთ-ერთ ბრალდებულს ჰკითხეს თუ ვინ შთააგონა ერეტიკული აზრები ჯოჯოხეთისა და აღდგომის შესახებ. ქალმა სავარაუდოდ იცოდა, რომ ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილი ელოდა, თუმცა უპასუხა რომ ეჭვები თავისით გაუჩნდა. (ხშირად გვესმის როგორ ადიდებენ მორწმუნენი თავიანთ თანამოძმეებს სრულიად უბრალო და უაზრო მიზეზებით, თუმცა ამ ქალის მსგავს ნამდვილ მოაზროვნეებზე არასოდეს საუბრობენ. ასეთივე მიზეზებით ჩაქოლილ და ცოცხლად დამწვარ ადამიანთა სახელების ჩამოსათვლელადაც კი, მთელი სიცოცხლე არ კმარა.) ჩვენ არ გვჭირდება შეკრება ყოელდღე, ყოველ მეშვიდე დღეს, ან რომელიმე ღირშესანიშნავ დღეს ჩვენს სიმართლეზე სალაპარაკოდ ან საკუთარი უღირსი არსებობის მოსანანიებლად. ჩვენ, ათეისტებს, არ გვჭირდება მღვდლები და საეკლესიო იერარქია, რომელიც დოგმების სიწმინდეს დაიცავს. ჩვენთვის ამაზრზენია მშვერპლშეწირვა და სხვა რიტუალები, ისევე როგორც რაიმე საგნისა და გამოსახულების გაღმერთება, თაყვაყვანისცემა (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საგანი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სასასრგებლო ნივთს-წიგნს წარმოადგენს). დედამიწის არცერთი ნაწილი ჩვენთვის არ არის უფრო “წმინდა”, ვიდრე სხვა. მომლოცველთა ჯიუტ პატივმოყვარეობასა და რომელიმე წმინდა კედლის, გამოქვაბულისა თუ ქვის გამო სისხლისღვრას ჩვენ ვუპირისპირებთ აუჩქარებელ, მოუთმენელ ნაბიჯებს ბიბლიოთეკის დარბაზებსა თუ გალერეებში, ან სადილს კარგ მეგობართან- ყოველთვის სილამაზისა და ჭეშმარიტების ძიებაში. რომელიმე გასეირნება წიგნების თაროებსა და ნახატებს შორის თუ, რომელიმე საუბარი სადილისას, აუცილებლად მიგვიყვანს რწმენასა და მორწმუნეებამდე: დაწყებული დიდი კომპოზიტორებით და მხატვრებით, რომელთაც შთაგონება რელიგიურ თემატიკაში იპოვეს, დამთავრებული წმინდა ავგუსტინეთი, თომა აკვინელით, მაიმონდითა და ჯონ ნიუმანით. ამ ძლიერი გონების მქონე ადამიანებს, შეეძლოთ ეწერათ ამაზრზენი და აფსურდული ტექსტები და ყოფილიყვნენ წარმოუდგენლად უმეცარნი, დაავადებების წარმოშობის მიზეზებსა თუ მზის სისტემაში დედამიწის ადგილზე საუბრისას (რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთოდ სამყაროს მოწყობაზე), მაგრამ სწორედ ამ მიზეზით, მათნაირი ხალხი ახლა აღარ არის და არც არასოდეს იქნება. ბოლო სიტყვა, რომელშიც ჯერ კიდევ იყო აზრი, კეთილშობილება და შთაგონება, რელიგიამ დიდი ხნის წინათ წარმოთქვა. უკეთეს შემთხვევაში, მისი ბოლო გამონათება ჩვენ შეგვიძლია შევნიშნოთ, პატივსაცემ, მაგრამ ბუნდოვან ჰუმანიზმში, ისეთი ადამიანებისა, როგორიც იყო მამაცი ლუთერანი მღვდელი, დიტრიხ ბონჰეფერი, რომელიც ნაცისტებმა მათთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო მოკლეს. ჩვენ აღარასოდეს ვნახავთ არავის, ძველ წინასწარმეტყველთა და “ბრძენთა” მსგავსს. ჩვენი დღევანდელი კერპები, მხოლოდ ჩავლილი დღეების გამოძახილია, რომელიც ზოგჯერ ყვირილად იქცევა, რწმენის საშინელი სიცარიელის ჩახშობის მცდელობისას. რელიგიის ზოგიერთი აპოლოგეტი (მაგალითად, პასკალი) თავის მხრივ ბრწყინვალეა. ზოგიერთი მათგანი კი (არ შეიძლება არ გავიხსენოთ კლეივ ლუისი), სასაცილო და მომაბეზრებელი. თუმცა, ორივე მხარეს აერთიენებს აუტანლად მძიმე ტვირთი. როგორი ძალისხმევაა საჭირო, დაუჯერებლის დასასაბუთებლად! აცტეკები ყოველდღე იზიანებდნენ გულ-მკერდის არეს, რადგან მზეს ამოსვლა არ გადაეფიქრებინა. მონოთეისტები ვალდებულნი არიან, კიდევ უფრო ხშირად ევედრონ მოწყალება თავიანთ ღმერთს, ალბათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყრუა. რა დონის ცუდად შენიღბული და აზრს მოკლებული პატივმოყვარეობაა საჭირო, რომ თავი ღვთიური გეგმის ცენტრად მიიჩნიო? შენი პირადი ღირსების რა ნაწილი უნდა შესწირო მსხვერპლად, რომ მუხლებზე მდგომმა, დაუღლელად, ცოდვების მიტევება ითხოვო? რამდენი უაზრო და უმიზეზო დაშვებაა საჭირო იმისათვის, რომ ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა, ძველი კერპების სწავლებების ან წინასწარმეტყველებების(რომლებიც ადამიანის გამოგონილია) დამადასტურებლად შერაცხო? რამდენი წმინდანი, რამდენი სასწაული, ტაძარი და საიდუმლო კრებაა საჭირო იმისათვის, რომ რომელიღაც დოგმა ჯერ ჭეშმარიტებად გამოაცხადო, -ტანჯვის, წამების, უზარმაზარი დანაკარგის და სისასტიკის შემდეგ კი-ისევ უარყო? ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. ყველაფერი სწორედ რომ პირიქით იყო. სწორედ ამან გამოიწვია რელიგიებისა და ღმერთების ასეთი სიმრავლე(თავისთავად, კონფესიათაშორისი ხოცვა-ჟლეტაც), რამაც ასე შეაფერხა ჩვენი ცივილიზაციის განვითარება. დანაშაულები რელიგიურ ნიადაგზე, ხდებოდა და ხდება, არა იმიტომ, რომ ცოდვილნი ან დაწყევლილნი ვართ არამედ იმიტომ, რომ ჩვენი სახეობა, თავისი ბიოლოგიური ბუნებით, მხოლოდ ნაწილობრივაა რაციონალური. ევოლუციამ ჩვენი შუბლისწინა ნაწილი ზედმეტად პატარა, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლები ზედმეტად დიდი დატოვა; ჩვენი რეპროდუქტიული ორგანოები, როგორც ჩანს, სპეციალურმა კომისიამ შექმნა. ასეთმა “ფეთქებადმა ნივთიერებამ”, ცალკე აღებულმა, ან სხვა ინგრედიენტებთან ერთად, არ შეიძლება არ გამოიწვიოს უბედურება და დარღვევები. და მაინც, განსხვავება მორწმუნეთა გულმოდგინებასა და ისეთი ადამიანების დაუღალავ შრომაში, როგორებიც არიან დარვინი, ჰოკინგი და კრიკი, უზარმაზარია. ამ ადამიანების ცრურწმენები ან ვარაუდებიც კი, უფრო ბევრ რამეს ჰფენენ ნათელს, ვიდრე ნებისმიერი მორწმუნე, რომელიც თავისი ცრუ მოკრძალებულობით ცდილობს დაამტკიცოს წრეწირის კვადრატულობა და ამ გზით, შემოქმედის უბრალო ქმნილებებს, ამავე შემოქმედის მიზნები თუ ჩანაფიქრები აუხსნას. ჩვენ- ჰუმანისტებს, ათეისტებს, აგნოსტიკებს- შეიძლება გვაქვს ესთეტიური წინააღმდეგობის გრძნობა,მაგრამ სულაც არ გვსურს რომ ადამიანებს წავართვათ “ჯადოქრობით”, “სასწაულებით” მინიჭებული სიმშვიდე. არავითარ შემთხვევაში. გამონახეთ რამოდენიმე წუთი, ტელესკოპ “ჰაბლის” მიერ გადაღებული ფოტოებისათვის და თქვენ იხილავთ ბევრად უფრო გრანდიოზულ, იდუმალ და მშვენიერ–ასევე უფრო ქაოტურ და საშიშ–მოვლენებს, ვიდრე შეუძლია მოგითხროთ ნებისმიერ მითს სამყაროს შექმნასა თუ აღსასრულზე. წაიკითხეთ, რას წერს ჰოკინგი “მოვლენათა ჰორიზონტზე” ან “შავ ხვრელებზე”- რომელშიც, თეორიულად შეიძლება “ჩაყვინთო” და თვალწინ დაგიდგეს წარსული და მომავალი, და ამის შემდეგ ნაკლებად შეძლებს თქვენს გაოცებას მოსე, თავისი “ცეცხლმოდებული ბუჩქით”. დატკბით დეენემის მოლეკულის ორმაგი სპირალის სილამაზითა და სიმეტრიულობით, შეუკვეთეთ თქვენი გენეტიკური კოდის სრული გამოკვლევა, და თქვენ დაგამუნჯებთ თქვენი შემადგენელი ნაწილების თითქმის უკამათო სრულყოფილება. ამავე დროს, თქვენ გაიგებთ (და იმედია გესიამოვნებათ) თუ რამდენი საერთო გაქვთ ადამიანთა სხვა ტომებთან(“რასის” ადგილი იმავე ნაგვის ყუთშია, რომელშიც მითისა “შემოქმედზე”). ალბათ დაგაინტერესებთ იმის გაგებაც, თუ რამდენი საერთო გაქვთ სხვა ცხოველებთან. ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეძლებთ, მშვიდად ჩახედოთ თვალებში თქვენს “შემოქმედს”, რომელიც, როგორც ჩანს, არა პიროვნება, არამედ მუტაციის პროცესია, რომლის დროსაც ბევრად უფრო მეტი რამეა დამოკიდებული შემთხვევითობაზე, ვიდრე ეს ჩვენს თავმოყვარეობას უნდა. ყველა ეს საიდუმლო და “სასწაული”, ნებისმიერ ძუძუმწოვარს ეყოფა მისტიურობის განცდის სურვილის დასაკმაყოფილებლად. განათლებული ადამიანი თანამედროვე სამყაროში, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტი იცის, მით უფრო მეტი აქვს გასაგები. რელიგიის მიერ მოტანილ სიმშვიდესა და იმედზე (რადგან რელიგიის მიმდევრები ასე თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ რწმენას ამ თითქოსდა ამ აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია), ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მოჩვენებითი იმედით მოვაჭრენი- მოჩვენებითი მეგობრები არიან. რელიგიის კრიტიკოსები არა მხოლოდ უარყოფენ რწმენის მიერ ტკივილის გაყუჩების ფაქტს, არამედ გამოდიან პლაცებოს ეფექტისა და “შეფერილი წყლის” წინააღმდეგ. ალბათ ჩვენს დროში, ყველაზე ცნობილი და ნათელი შემთხვევა, ციტატის ბოროტად გამოყენებისა – არის მტკიცება, რომ მარქსი რელიგიას მსუბუქად, მხოლოდ “ხალხის ოპიუმად მოიხსენიებდა. რეალურად, რაბინების ხაზის გამგრძელებელს მშვენივრად ესმოდა რელიგიური რწმენის ძალა და “ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკაში” შემდეგს წერდა: “რელიგიური სიღატაკე ერთსა და იმავე დროს არის გამოხატულება ნამდვილი სიღატაკისა და პროტესტი ნამდვილი სიღატაკის წინააღმდეგ. რელიგია არის ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულო მდგომარეობათა. იგი ოპიუმია ხალხისა. გაუქმება რელიგიისა, როგორც ილუზორული ბედნიერებისა, ამ ხალხის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნაა, მოთხოვნა თავის მდგომარეობის შესახებ არესბულ ილუზიებზე ხელის აღებისა, რომელიც ილუზიებს საჭიროებს. რელიგიის კრიტიკა, მაშასადამე, ჩანასახში კრიტიკაა გლოვის ველისა, რომლის წმინდა შარავანდედი რელიგიაა. კრიტიკამ ბორკილებს წარმოსახვითი ყვავილების იმისთვის კი არ ჩამოაგლიჯა, რომ ადამიანმა უფანტაზიო, უნუგეშო ბორკილები ატაროს, არამედ იმისთვის, რომ მან ბორკილები მოიხსნას და ცოცხალი ყვავილი მოსწყვიტოს. “ როგორც ხედავთ, აქ საქმე გვაქვს რელიგიის წინააღმდეგ ფილოსოფიური არგუმენტის დამახინჯების საკმაოდ უხეშ მცდელობასთან. მათ, ვინც დღემდე სჯეროდა მღვდლების, იმამებისა თუ რაბინების მონათხრობისა, იმაზე თუ რას ფიქრობენ ურწმუნოები, ჩემს წიგნში კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. შეიძლება მათ ისწავლონ ეჭვის შეტანა იმაში, რასაც ეუბნებიან- ისწავლონ, რომ ყველაფერი რასაც მოისმენენ, არ უნდა “ირწმუნონ”. რეალურად, სწორედ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის გზა. უნდა ვაღიაროთ, რომ მარქსი და ფროიდი, არ იყვნენ არც ექიმები, არც ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენლები. უკეთესია ისინი მივიღოთ როგორც დიდი, მდიდარი წარმოსახვის მქონე, თუმცა ხშირად მაინც გზააბნეული ესეისტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა სამყაროს ზოგადი სურათი იცვლება, მე არ მრცხვენია ჩემი ადრინდელი მცდარი პოზიციების კრიტიკის. მე ვიაზრებ იმას, რომ ზოგიერთი წინააღმდეგობა, დარჩება წინააღმდეგობად, ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნება იმ ძუძუმწოვრის ტვინისათვის, რომელსაც ადამიანს ვეძახით, ხოლო ზოგიერთი რამ, უბრალოდ შეუცნობელი და გაუგებარია. მაგალითად, სამყაროს სასრულობაც და უსასრულობაც(თუ ოდესმე რომელიმე მათგანს დაამტკიცებენ), ჩემთვის ერთნაირად წარმოუდგენელია. მე შევხვედრივარ ბევრ ადამიანს, ჩემზე ჭკვიანსა და ბრძენს, თუმცა არცერთი მათგანის სიბრძნე და ჭკუა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ საკითხთან დაკავშირებით. ამგვარად, ყველაზე ზომიერი და ამავდროულად, ყველაზე რადიკალური არგუმენტი რელიგიის წინააღმდეგ: რელიგია- ადამიანის ქმნილებაა. მისმა შემოქმედებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ იმაზეც კი, თუ რა თქვეს რეალურად მათმა მხსნელებმა, წინასწარმეტყველებმა და გურუებმა. ნაკლებად უნდა გვქონდეს იმედი რომ ისინი აგვიხსნიან, ბოლო დროის აღმოჩენების რეალურ “მნიშვნელობას”, რომელთაც დასაწყისში, თავად ამუხრუჭებდნენ, ან წყევლიდნენ. თუმცა, მოუსმინეთ თანამედროვე მორწმუნეებს: მათ ძველებურად იციან! თანაც, იციან ყველაფერი. არა მხოლოდ იციან, რომ ღმერთი არსებობს, მან შექმნა და აკონტროლებს სამყაროს, არამედ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რა უნდა “მას” ჩვენგან, ჩვენი რაციონის, რიტუალებისა და სექსზე შეხედულებების ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ უსაზღვრო და გაუგებარ დისკუსიაში, რომლის წყალობითაც, ჩვენ ვიგებთ უფრო და უფრო მეტს და თან ვხვდებით, თუ რა ცოტა ვიცით, არსებობს მხარე, რომელიც თავად შედგება დაპირისპირებული ჯგუფებისგან, მაგრამ ყოფნის თავხედობა იმის სათქმელად, რომ ყველა აუცილებელი ინფორმაცია ჩვენ უკვე გვაქვს. კლინიკური სიბრიყვის ერთი ასეთი კომბინაციაც კი საკმარისია იმისათვის, რომ “რწმენაზე” საერთოდ აღარ ვისაუბროთ. ის ადამიანი, ვინც აცხადებს რომ უდავო ჭეშმარიტებას ფლობს, და ამ ჭეშმარიტებას ღვთიური საფუძვლით ამაგრებს, ჰომო საპიენსის ბავშვური დაავადებითაა შეპყრობილი. ბავშვობასთან გამოთხოვების პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს, თუმცა ის უკვე დაიწყო, და მისი გაჭიანურება ისევე არ ღირს, როგორც საერთოდ, გამომშვიდობების პროცესისა. ერთი შეხედვით, რთულია მიხვდეთ რომ ჩემი შეხედულებები რელიგიის მიმართ ასეთია. ჩემს მორწმუნე მეგობრებთან ერთად მებევრად უფრო ხშირად ვმჯდარვარ გვიანობამდე, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან. (ეს მეგობრები ხშირად “მაძიებელ ადამიანს” მეძახიან, რაც, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია. თუ მე რაიმეს “ვეძებ”, იმას ნამდვილად არა, რასაც ისინი ფიქრობენ.) დევონში რომ დავბრუნდე, სადაც მისის უოტსი მივიწყებულ საფლავში განისვენებს, ალბათ აუცილებლად ჩამოვჯდებოდი რომელიმე კელტური ან საქსონური ეკლესიის კუთხეში და ფიქრებს მივეცემოდი.( ფილიპ ლარკინის ლექსი “ეკლესიაში” მშვენივრად გადმოსცემს ჩემს გრძნობებს.) ერთხელ, როდესაც ჯორჯ ორუელზე ვწერდი წიგნს,- ადამიანზე, რომელიც აუცილებლად იქნებოდა ჩემი გმირი, გმირები რომ მყავდეს- მე გამაღიზიანა იმ უხეშობამ, რომლითაც ის 1936 წელს, კატალონიაში ეკლესიის დაწვის შესახებ საუბრობდა. დიდი ხნით ადრე, მონოთეიზმის აღზევებამდე, სოფოკლემ აჩვენა, რომ ანტაგონეს ზიზღი მკრეხელებისადმი- ადამიანობის მაჩვენებელია. დაე მართლმორწმუნეებმა თავად დაწვან ერთმანეთის ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები, ამის სურვილი მათ სულ ექნებათ. მე კი, ფეხზე ვიხდი, როდესაც მეჩეთში შევდივარ. მე ვიფარებ ქუდს, როდესაც სინაგოგაში შევდივარ. ერთხელ, ინდოეთში, ასღამის წესები დავიცავი, თუმცა ეს ჩემთვის გამოცდას წარმოადგენდა. მშობლები არ მაიძულებდნენ რომელიმე რელიგიის მიმდევარი გავმხდარიყავი. ალბათ გამიმართლა, რომ მამაჩემს არც ისე თბილი მოგონებები ჰქონდა თავის ბაპტისტურ/კალვინისტურ აღზრდაზე, დედამ კი თავის იუდეისტურ მემკვიდრეობას, ასიმილაცია არჩია. ჩემი ნაცნობობა ყველა სახის ადამიანურ რწმენასთან, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ყველგან და ყოველთვის, ურწმუნოდ დავრჩე. თუმცა მაინც, ჩემი ათეიზმი, პროტესტანტულია. ჩემი პირველი უთანხმოება რელიგიასთან, იყო უთანხმოება მეფე იაკობის ბიბლიისა და კრანმერის ლოცვების წიგნის(რომელზეც, სიბრიყვის შემოტევისას, თანამედროვე ანგლიკანურმა ეკლესიამ უარი თქვა) ლექსებთან ღვთისმსახურებისთვის. მამაჩემი დაკრძალულია პორტსმუტის მსგავს სამლოცველოში, რომელშიც 1944 წელს, ნორმანდიაში ოპერაციის დაწყების მიჯნაზე, გენერალი ეიზენჰაუერი გამარჯვებისათვის ლოცულობდა. დაკრძალვის დღეს სიტყვით გამოვედი სამლოცველოს კათედრიდან. წასაკითხად ავირჩიე ნაწყვეტი, პავლე მოციქულის წერილიდან ფილიპეელთა მიმართ(თავი 4, მუხლი 8): “ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც სამართლიანია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.” ეს ნაწილი იმ შეფარული, თავის მომაბეზრებელი მიკიბულ-მოკიბულობისთვის ავარჩიე, რომელიც ალბათ ბოლო საათამდე ჩემთან იქნება. და იმიტომაც, რომ ის შეძლებისდაგვარად გამოყოფილია წყევლის, მუქარებისა და აბსურდების საერთო ფონიდან. კამათი რელიგიაზე- დასაწყისია კამათისა ფილოსოფიაზე, მეცნიერებაზე, ისტორიაზე და ადამიანური ბუნების შეცნობაზე. მასშია დასაწყისი(მაგრამ არა დასასრული) მთელი პოლემიკისა სიკეთესა და სამართლიანობაზე. რელიგია ჯერ კიდევ მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჩვენი ევოლუცია გრძელდება. ის არ მოკვდება, სანამ ჩვენ შეგვეშინდება სიკვდილის, სიბნელისა და ერთმანეთის. ამიტომაც, მე არ ავკრძალავდი რელიგიას, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს. რა სულგრძელობაა, იტყვით თქვენ. მაგრამ დაფიქრდით: იქნებიან კი მართლმორწმუნენი ასეთივე სულგრძელები ჩემს მიმართ? ამ კითხვას ვსვამ იმიტომ, რომ ჩემსა და ჩემს მორწმუნე მეგობრებს შორის არსებობს ერთი ფუნდამენტური განსხვავება, და ნამდვილი მეგობრები აღიარებენ ამას. მე შემიძლია წავიდე მათი შვილების ნათლობაზე(bar mitzvah- რიტუალზე), აღვფრთოვანდე მათი გოთიკური ტაძრებით, “პატივი ვცე” მათ რწმენას, რომ ყურანი, მხოლოდ არაბულ ენაზე, წერა-კითხვის არ მცოდნე ვაჭარს უკარნახეს. ან დავინტერესდე ინდუისტებითა თუ ჯაინებით. მეტიც, ამას მე გავაკეთებ საპასუხო პატივისცემის მოთხოვნის გარეშეც კი, რომ ცხოვრებაში ხელი არ შემიშალონ. სამწუხაროდ, რელიგიას არ შეუძლია იყოს ასეთი თავაზიანი. მანამ, სანამ მე ამ სიტყვებს ვწერ, მანამ, სანამ თქვენ მათ კითხულობთ, მართლმორწმუნეები ამუშავებენ ახალ მეთოდებს, რომლითაც შეიძლება გამანადგურონ მეც, თქვენც და გაანადგურონ მძიმე შრომით მიღწეული ადამიანური ცივილიზაციები, რომელზეც აქ ვსაუბრობდი. რელიგია წამლავს ყველაფერს, რასაც ეხება. მთარგმნელი: ვაკო ხურციძე პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან December 21, 2015 vepkhvia თერთმეტი წლის წინ, როდესაც ილინოისის პატარა ქალაქში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლე ვიყავი, სიტყვა “ანარქიზმი” არც კი გამეგო. მსმენოდა მხოლოდ ანარქიის შესახებ, რაც ქაოსს აღნიშნავდა. რაც შეეხება სოციალიზმს და კომუნიზმს, ისტორიის გაკვეთილები როგორღაც მარწმუნებდა, რომ ესენი ფაშიზმისგან არ განსხვავდებოდა. ფაშიზმი კი თავისთავად მომაგონებდა ჰიტლერს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ათასგვარ საშინელებას, რაც ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში არასდროს ხდებოდა. ასე შეუმჩნევლად მკვებავდნენ უგემური, ტრადიციული ამერიკული პოლიტიკით, რაც ზომიერებას, კომპრომისებსა და ორაზროვნებას გულისხმობს. ეს გაკვეთილები კარგადაც ავითვისე; ჩემი “განათლების” თანმხლები მიკერძოებებისა თუ სიმრუდის ამოსაცნობად წლები დამჭირდა. (თეთრკანიანი) კაცობრიობის ისტორია [“his-story”] სწორედ ამას ნიშნავდა – როგორც ქალს მეორეხარისხოვნად არსებობის ნება მებოძა; როგორც ანარქისტი, საერთოდ არ ვარსებობდი. წარსულის დიდი ნაწილი (და შესაბამისად, სამომავლო შესაძლებლობებიც) ჩემთვის დაფარული და წართმეული იყო. მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემს შეუკავშირებელ პოლიტიკურ მისწრაფებებსა და იმპულსებს საერთო ჩარჩო გააჩნდა – ეს ჩარჩო ანარქისტული ანუ ლიბერტარიანული სააზროვნო ტრადიციაა. ჩემთვის ეს მრავალწლიანი სინაცრისფრის შემდეგ უეცარი განათების ტოლფასი იყო. ანარქიზმის განსაზღვრება თავდაპირველად ემა გოლდმანთან აღმოვაჩინე: “ანარქიზმი ემხრობა ადამიანის გონების გათავისუფლებას რელიგიის ბატონობისგან; ადამიანის სხეულის გათავისუფლებას საკუთრების ბატონობისგან; გათავისუფლებას სამთავრობო შეზღუდვებისა და ბორკილებისგან. ანარქიზმი ემხრობა სოციალურ წესრიგს, რომელიც ეფუძნება ინდივიდების თავისუფალ გაერთიანებას ნამდვილი სოციალური სიმდიდრის საწარმოებლად, რაც თავის მხრივ გარანტიაა იმისა, რომ ყოველ ადამიანს ექნება წვდომა რესურსებზე და შეძლებს, სრულად დაიკმაყოფილოს ცხოვრებისეული საჭიროებები ინდივიდუალური სურვილების, გემოვნებისა და მისწრაფებების შესაბამისად.” ანარქიზმი და რადიკალური ფემინიზმი ერთმანეთთან მალევე დავაკავშირე. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა, ჩამეწერა ეს აღქმები, რათა სხვებისთვისაც გამეზიარებინა ის აღელვება, რასაც ანარქა-ფემინიზმთან მიმართებაში განვიცდი. ჩვენი ხედვების ერთმანეთისთვის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბარიერების დასანგრევად, რასაც ჩვენ შორის სხვადასხვა გაუგებრობები და განხეთქილებები წარმოქმნის ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ თავს ანარქა-ფემინისტს ვუწოდებ, ეს განსაზღვრება შეიძლება თავისუფლად მოიცავდეს სოციალიზმს, კომუნიზმს, კულტურის ფემინიზმს, ლესბოსურ სეპარატიზმს და სხვა ბევრ პოლიტიკურ კატეგორიას. როგორც სუ ნეგრინი წერს: “ჩემს საჭიროებებს სრულად ვერც ერთი პოლიტიკური ქოლგა ვერ ფარავს.” ჩვენ შეიძლება უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე გვგონია. ახლა, როდესაც ჩემს აღქმებსა და რეაქციებზე ვწერ, ჩემს ცხოვრებასა და აზრებს სხვა ქალების ცხოვრებისა და აზრებისგან განცალკევებულად არ განვიხილავ. მეტიც, როცა საქმე “ქალთა მოძრაობას” ეხება, მტკიცედ მჯერა, რომ საერთო ხედვა გვაკავშირებს. ამ ხედვაში ჩემი ჩართულობა გამოიხატება არა ურყევი განცხადებებითა და კატეგორიული პასუხებით, არამედ შესაძლებლობების და განვითარებადი კავშირების შეთავაზებით, რაც იმედი მაქვს, უფრო დაიხვეწება და ხელს შეუწყობს ჩვენსავე ინდივიდუალურ და კოლექტიურ ზრდას, ევოლუციას/რევოლუციას. რას ნიშნავს ანარქიზმი სინამდვილეში? ანარქიზმი იმდენი ხნის განმავლობაში მოიხსენიებოდა ავად და განიმარტებოდა არასწორად, რომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია იმის განმარტებით დავიწყო, თუ რა არის და რა არ არის “ანარქიზმი” სინამდვილეში. ანარქისტის შესახებ ყველაზე ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპი ამ უკანასკნელს გვიხატავს ავისმოსურნე კაცად, რომელიც შავი სამოსის ქვეშ ბომბს მალავს და მზადაა, მოკლას და გაანადგუროს ყველა და ყველაფერი, რაც გზაზე დახვდება. ეს ხატება ადამიანთა უმეტესობას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, შიშს და ზიზღს აღუძრავს. შესაბამისად, ანარქიზმი “ჩამოიწერება”, როგორც მახინჯი, ძალადობრივი და ექსტრემისტული მოვლენა. ანარქისტის მეორე ცრუ აღქმაა მისი დანახვა არაპრაგმატულ იდეალისტად, რომელიც უსარგებლო, უტოპიური აბსტრაქციებით აზროვნებს და კონკრეტულ რეალობას კი მოწყვეტილია. შედეგად, ანარქიზმი ისევ “ჩამოიწერება”, ამ შემთხვევაში როგორც “ფუჭი ოცნება”. ანარქისტის ამ ორი სახიდან სინამდვილეს არც ერთი არ ასახავს (მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტი მკვლელებიც და ანარქისტი იდეალისტებიც ისევე არსებობდნენ, როგორც მკვლელები და იდეალისტები სხვა, მემარცხენე თუ მემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობების შემთხვევებში). რას მივიჩნევთ სინამდვილედ, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი აღქმის ჩარჩოზეა დამოკიდებული. ისევე როგორც სოციალიზმია სხვადასხვაგვარი, ანარქიზმშიც სხვადასხვა მიმართულებები არსებობს. ამ შემთხვევაში მე კომუნისტური ანარქიზმის შესახებ ვისაუბრებ, რაც ჩემი ხედვით, პრაქტიკულად ლიბერტარიანული (ანუ არაავტორიტარული) სოციალიზმის იგივეობრივია. სახელწოდებები და კატეგორიები შეიძლება საკმაოდ დამაბნეველი იყოს, ამიტომ ვეცდები, ნათელი მოვფინო ამ ტერმინს და ავხსნა ანარქიზმი სამი ძირითადი პრინციპის გამოყენებით (ჩემი აზრით, სამივე პრინციპი ასევე ებმის საზოგადოების ანალიზს რადიკალური ფემინიზმის პოზიციიდან; ამაზე უფრო მეტს მოგვიანებით ვისაუბრებ): 1. მმართველობის, იერარქიისა და მთავრობის გაუქმება. ანარქისტები ძალაუფლების რღვევას ესწრაფვიან და არა მის ხელში ჩაგდებას; ებრძვიან როგორც ცალკეული ინდივიდის, ასევე სახელმწიფო ძალაუფლებას. სოციალისტების უმრავლესობა მუშათა კლასის მთავრობას ითხოვს და “სახელმწიფოს თანდათანობით გაქრობას” ელოდება, ანარქისტებს კი მიაჩნიათ, რომ მიზნებს საშუალებები ქმნის და ძლიერი სახელმწიფო თავისთავად უზრუნველყოფს თვითშენარჩუნებას. ანარქისტული თეორიის მიხედვით, ანარქიზმის მიღწევის ერთადერთი გზა თანამშრომლობაზე დაფუძნებულ, ანტიავტორიტარულ საშუალებებზე გადის. ამ პროცესის რევოლუციის მიზნებისგან გამიჯვნა მხოლოდ მჩაგვრელი სტრუქტურისა და სტილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 2. ინდივიდუალობა და კოლექტიურობა ერთდროულად. ინდივიდუალობა კომუნისტურ აზრთან შეუთავსებადი სულაც არ არის. თუმცა უნდა განვასხვაოთ “მკაცრი ინდივიდუალიზმი”, რომელიც კონკურენციასა და სხვისი საჭიროებების უგულებელყოფას წაახალისებს და ნამდვილი ინდივიდუალობა, რომლის შემთხვევაშიც თავისუფლება სხვისი თავისუფლების შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, სოციალურ და პოლიტიკურ ორგანიზებასთან მიმართებაში, ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალური ინიციატივა კოლექტიური მოქმედებით ბალანსირდება; ეს ხერხდება ისეთი სტრუქტურების შექმნით, სადაც გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულია მთელი ჯგუფი, თემი თუ ქარხანა და ეს საქმე “წარმომადგენლებს” ან “ლიდერებს” არ აქვთ ჩაბარებული. კოორდინირება და მოქმედება ხდება არაიერარქიული ქსელის (შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ურთიერთგადამკვეთი წრეები პირამიდის სანაცვლოდ) მეშვეობით პატარა ჯგუფებსა ან საზოგადოებებში. დაბოლოს, ეს ნიშნავს, რომ წარმატებული რევოლუცია იქმნება მანიპულაციისგან თავისუფალი, ავტონომიური ინდივიდებისა და ჯგუფების თანამშრომლობით, რათა მათ დაამყარონ “პირდაპირი, უშუალო კონტროლი საზოგადოებასა და საკუთარ ცხოვრებაზე.” 3. სპონტანურობა და ორგანიზებულობა ერთდროულად. ანარქისტებს გამუდმებით ადანაშაულებენ ქაოსის მოთხოვნაში. ადამიანების უმრავლესობა მართლაც ფიქრობს, რომ ანარქიზმი უწესრიგობის და ძალადობის სინონიმია. ეს ანარქიზმის იდეის სრული გაუკუღმართებაა. ანარქისტები არ უარყოფენ ორგანიზების აუცილებლობას, ისინი უბრალოდ აცხადებენ, რომ ორგანიზება უნდა მოდიოდეს ქვემოდან და არა ზემოდან, შიგნიდან და არა გარედან. გარედან თავს მოხვეული სტრუქტურა თუ მკაცრი წესები, რომლებიც მანიპულაციისა და პასიურობის შესაქმნელი ინსტრუმენტებია, შესაძლო სოციალისტური “რევოლუციის” ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა. მომავალი განვითარების კარნახი დაზუსტებით არავის შეუძლია. თუ ისეთი საზოგადოების შექმნა გვსურს, რომელიც ინდივიდებისა და ჯგუფების ცვალებად საჭიროებებს ფეხს უწყობს, მაშინ საჭიროა სპონტანური მოქმედება, კონკრეტული სიტუაციების კონტექსტის გათვალისწინებით. ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა ფლუიდური, მოქნილი საშუალებები: მცირემასშტაბიანი მონაწილეობითი დემოკრატია ფართომასშტაბიან კოლექტიურ თანამშრომლობასა და კოორდინაციასთან ერთად (ამავდროულად, არ უნდა დაიკარგოს ინდივიდუალური ინიციატივაც). ანარქიზმი და ქალთა მოძრაობა დობის [sisterhood] განვითარების საფრთხე უნიკალურია, რადგანაც იგი მიემართება იერარქიისა და დომინაციის ბაზისურ სოციალურ და ფსიქიკურ მოდელს… — მერი დეილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალთა დამოუკიდებელმა ჯგუფებმა დაიწყეს ფუნქციონირება სტრუქტურის, ლიდერების და მამაკაცური მემარცხენეობისთვის დამახასიათებელი სხვა მოხელეების გარეშე და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა ერთდროულად შექმნეს სხვადასხვა დროისა და სივრცის ანარქისტების მსგავსი ორგანიზაციები. ეს შემთხვევითობა არ არის. —კეთი ლევინი თანამედროვე ქალთა მოძრაობამ და საზოგადოების რადიკალურ-ფემინისტურმა ანალიზმა ლიბერტარიანულ აზრს ბევრი შესძინა. მეტიც, ჩემი აზრით, ფემინისტები ამ წლების განმავლობაში გაუცნობიერებლად ანარქისტულები არიან თავიანთ თეორიაშიც და პრაქტიკაშიც. ახლა უბრალოდ საჭიროა, გავაცნობიეროთ ფემინიზმსა და ანარქიზმს შორის არსებული კავშირები და ეს ჩარჩო ჩვენს აზრებსა და ქმედებებს მოვარგოთ. ჩვენთვის ნათელი უნდა გახდეს, რა არის ჩვენი მიზანი და როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. იმისთვის, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და შევქმნათ მომავალი, რომლის შექმნაც შესაძლებელია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ უბრალოდ ცვლილება კი არა, სრული გარდაქმნა გვსურს. რადიკალური ფემინიზმის ხედვა თითქმის ანარქიზმია. მისი საფუძველმდებარე თეორია აცხადებს, რომ ნუკლეარული ოჯახი წარმოადგენს ყველა ავტორიტარული სისტემის ბაზისს. მამისგან, მასწავლებლისგან, ბოსისგან თუ ღმერთისგან ბავშვი სწავლობს, რომ ძალაუფლების დიად, ანონიმურ ხმას უნდა დაემორჩილოს. ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლა სრულ ავტომატად ქცევას ნიშნავს, რომელსაც კითხვების დასმის და თვით გამართულად ფიქრის უნარიც კი არ აქვს. ასე შევდივართ “შუა ამერიკაში”, სადაც რასაც გვეუბნებიან, ყველაფერს ვიჯერებთ და ხმის ამოუღებლად ვიღებთ სიცოცხლის განადგურებას ჩვენ გარშემო. ფემინისტებს ერთობ გულისგამაწვრილებელ მოვლენასთან აქვთ საქმე – მამრების დომინირებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ ადგილს მხოლოდ სუბიექტი-ობიექტის ურთიერთობებისთვის ტოვებს. ტრადიციული მამაკაცური პოლიტიკა ადამიანს ობიექტის სტატუსამდე ამცირებს და შემდეგ დომინირებს და მანიპულირებს ამ ობიექტით აბსტრაქტული “მიზნების” მისაღწევად. ქალები კი, თავის მხრივ, ყველგან “უცხოს” [“Other”] ცნობიერების განვითარებას ცდილობენ. სუბიექტი-სუბიექტის ურთიერთობებს არა მხოლოდ სასურველად, არამედ აუცილებლად მივიჩნევთ (ბევრი ჩვენგანი სწორედ ამ მიზეზით ირჩევს, რომ მხოლოდ ქალებთან იმუშაოს და მხოლოდ ქალები უყვარდეს – ასეთი ურთიერთობების ქონის შესაძლებლობა მეტია). ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაფართოოთ ჩვენი ემპათია, ცოცხალი არსებების შესახებ ცოდნა და ვცდილობთ, იდენტიფიკაცია მოვახდინოთ გარეშე ქმნილებებთან, ნაცვლად მათი ობიექტივაციისა და მანიპულაციისა. ამ ეტაპზე სიცოცხლის ფორმების პატივისცემა ჩვენივე გადარჩენის წინაპირობაა. რადიკალური ფემინიზმის თეორია ასევე აკრიტიკებს მამაკაცური იერარქიული აზრის სტრუქტურას – სადაც რაციონალობა დომინირებს მგრძნობელობაზე, გონება დომინირებს ინტუიციაზე, ხოლო მყარი დაპირისპირებები და პოლარობები (აქტიური-პასიური, ბავშვი-მოზრდილი, საღი-შეშლილი, მუშაობა-თამაში, სპონტანურობა-ორგანიზებულობა) გვაუცხოებს საკუთარი გონებისა და სხეულის ერთ მთლიანობად განცდისა და ადამიანური გამოცდილების კონტინუუმისგან. ქალები ცდილობენ მოიშორონ ეს დაპირისპირებები და იცხოვრონ სამყაროსთან ჰარმონიაში როგორც გამთლიანებულმა, ინტეგრირებულმა ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ინდივიდუალური იარებისა და რღვევების კოლექტიური განკურნებისთვის იღწვიან. ქალთა მოძრაობის პრაქტიკაში ფემინისტებს იერარქიის და დომინაციის მოსპობაში წარმატებაც განუცდიათ და წარუმატებლობაც. ჩემი აზრით, ქალები ხშირად “ინტუიტურად” ანარქისტებივით იქცევიან და ლაპარაკობენ, ანუ ჩვენ ვუახლოვდებით ან ზღვარზე ვართ, რომ სრულად უარვყოთ ყოველგვარი პატრიარქალური აზრი და ორგანიზაცია. თუმცა ეს მიახლოება იბლოკება იმ ძლიერი, გაშინაგანებული პატრიარქალური ფორმებით, რომელიც არსებობს ჩვენს გონებასა და ჩვენს ურთიერთობებში. პატრიარქალურ საზოგადოებაში ცხოვრება და მისი პირობებია იმის მიზეზი, რომ ხშირად ვერ ვამჩნევთ ფემინიზმსა და ანარქიზმს შორის არსებულ მნიშვნელოვან კავშირს. ჩვენ ვამბობთ, რომ ვებრძვით პატრიარქატს, მაგრამ ყველა ჩვენგანისთვის ნათელი არ არის, რომ ეს ყოველგვარ იერარქიასთან, ყოველგვარ ლიდერობასთან, ყოველგვარ მთავრობასა და თვით მმართველობის იდეასთან დაპირისპირებას ნიშნავს. ჩვენი იმპულსები, რომ ვიმუშაოთ კოლექტიურად და პატარა, ულიდერო ჯგუფებში, ანარქისტულია, მაგრამ უმეტესად თავისთვის ანარქისტები არ გვიწოდებია. ეს კი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ფემინიზმის ანარქიზმად გააზრებამ შეიძლება ქალები რეფორმიზმისა და დროებითი ზომების მიღებისგან დააშოროს და ავტორიტარულ პოლიტიკასთან რევოლუციურ დაპირისპირებაში ჩააბას. თუკი “პატრიარქატის დამხობა” გვინდა, უნდა ვილაპარაკოთ ანარქიზმზე, ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საკუთარი თავისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტრუქტურის გარდასაქმნელად. ფემინიზმი არ ნიშნავს ქალების კორპორატიულ ძალაუფლებას ან ქალ პრეზიდენტს, ფემინიზმი ნიშნავს, რომ არც კორპორატიული ძალაუფლება არსებობს და არც პრეზიდენტები. შესწორება თანასწორ უფლებებზე [The Equal Rights Amendment] ვერ გარდაქმნის საზოგადოებას, ის ქალებს უბრალოდ იერარქიულ სისტემაში ჩართვის “უფლებას” აძლევს. სექსიზმთან ბრძოლა ყოველგვარ იერარქიასთან ბრძოლას ნიშნავს – ეკონომიკურთან, პოლიტიკურსა და პირადთან. და ეს კი ანარქა-ფემინისტურ რევოლუციას ნიშნავს. კერძოდ, როდის იქცეოდნენ ფემინისტები ანარქისტულად და სად დავბრკოლდით? როდესაც 1960-იანების ბოლოს ქვეყანაში ფემინიზმი გავრცელდა, ქალთა ჯგუფები ხშირად გამოუთქმელ ლიბერტარიანულ ცნობიერებას ასახავდნენ. ქალები აუჯანყდნენ და გაემიჯნნენ შეჯიბრზე დაფუძნებულ ძალაუფლებრივ თამაშებს, უპიროვნო იერარქიას და მამაკაცური პოლიტიკის მასობრივი ორგანიზების ტაქტიკებს. ამის ნაცვლად ისინი გაერთიანდნენ პატარა, ულიდერო, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ ჯგუფებში, რომლებიც ჩვენსავე ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილ პირადულ საკითხებზე მუშაობდნენ. ჩვენი იქამდე დაუფასებელი აღქმებისა და გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარებით ერთად შევეცადეთ, ჩავწვდომოდით ჩვენი ჩაგვრის მიზეზებს. ერთმანეთისგან ვისწავლეთ, რომ პოლიტიკა “სადღაც გარეთ” კი არ არის, არამედ ჩვენს გონებაში, სხეულებსა და ინდივიდებს შორის ურთიერთობებში. გავიგეთ, რომ ჩვენი, როგორც პოლიტიკური კლასის ჩაგვრაში პირადი ურთიერთობები მონაწილეობდა. ჩვენი ტანჯვა და თვითსიძულვილი მამაკაცთა დომინაციის პირდაპირი შედეგი იყო; მამაკაცთა დომინაციის სახლში, ქუჩაში, სამსახურსა და პოლიტიკურ ორგანიზაციაში. ამრიგად, აშშ-ს სხვადასხვა რეგიონებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდნენ C-R [consciousness raising – ცნობიერების ამაღლება] ჯგუფები როგორც პირდაპირი მოქმედების/რეაქციის ფორმები პატრიარქატზე. პატარა ჯგუფი, როგორც ბაზისური საორგანიზაციო ერთეული, პირადული და პოლიტიკური, ანტიავტორიტარიზმი, სპონტანური პირდაპირი მოქმედება – ყოველივე ამის გამოკვეთა არსებითად ანარქისტული იყო. მაგრამ გვაკლდა ის სამზადისი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და წინ უძღოდა ესპანეთში რევოლუციური აქტივობების გაღვივებას. ქალთა ჯგუფების სტრუქტურა თვალშისაცემად ჰგავდა ანარქისტულ ჯგუფებს, რომლებიც ესპანეთში, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში ანარქო-სინდიკალისტური კავშირების შემადგენლობაში იყვნენ. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს ანარქისტებს არ ვუწოდებდით და ცნობიერად ანარქისტური პრინციპების ირგვლივ ორგანიზება არ მომხდარა. იმ დროს საკომუნიკაციო, იდეებისა და უნარების გასაცვლელი იატაკქვეშა ქსელიც კი არ გვქონდა. ქალთა მოძრაობა ჯერ კიდევ იზოლირებული ჯგუფების სახით არსებობდა, რომლებიც პასუხებს სიბნელეში ხელის ფათურით ეძებდნენ, ანარქიზმი კი ჩვენს გონებაში დაუზუსტებული იდეალის სახით იყო წარმოდგენილი. მიმაჩნია, რომ ეს ქალებს უნიკალურ პოზიციაში აყენებს იმ აზრით, რომ თუკი ჩვენი დამარხული ანარქისტული ცნობიერების არტიკულირება და დაკონკრეტება მოხდება, ეს ყველა სხვა ჯგუფზე მეტად მიგვაახლოებს სრულ რევოლუციასთან. ქალთა ინტუიტური ანარქიზმის დახვეწა და დაზუსტება დიდი ნახტომი იქნება წინ (ან მიღმა) ადამიანთა გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. რადიკალური ფემინიზმის თეორია ფემინიზმს აბსოლუტურ რევოლუციად აცხადებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სიმართლე, თუკი ჩვენს ანარქისტულ ფესვებს ვაღიარებთ და ავითვისებთ. ფემინიზმსა და ანარქიზმს შორის კავშირის ვერდანახვით მხოლოდ ვაყოვნებთ რევოლუციას და ისევ ტრადიციულ მამაკაცურ პოლიტიკაში ვიჭედებით. დროა, დავასრულოთ სიბნელეში ხელის ფათურით სვლა და გავიაზროთ, რას ვაკეთებდით და რას ვაკეთებთ ახლა, იმ კონტექსტში, თუ საითკენ გვსურს გეზის აღება. C-R ჯგუფები კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ ხშირად პირად პრობლემებზე საუბარში ისე იჭედებოდნენ, რომ პირდაპირ მოქმედებასა და პოლიტიკურ კონფრონტაციაზე გადასვლას ვეღარ ახერხებდნენ. ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული საკითხის ან პროექტის ირგვლივ ორგანიზდებოდნენ, ხანდახან იმ აღმოჩენამდე მიდიოდნენ, რომ “უსტრუქტურობის ტირანია” შეიძლება ისეთივე დესტრუქციული იყოს, როგორც “ტირანიის ტირანია”. ორგანიზებულობისა და სპონტანურობის შერწყმა ვერ ხერხდებოდა, რაც უფრო უნარიანი ან პიროვნული ქარიზმის მფლობელი ინდივიდების ლიდერებად ქცევას იწვევდა. შედეგად წარმოშობილი გულისწყრომა და იმედგაცრუება საფუძველს უდებდა ფარულ შეჯიბრს, მანიპულაციას და ძალაუფლებრივ ბრძოლებს. როგორც წესი, ეს ჯგუფის სრულ არაეფექტურობას განაპირობებდა ან ჯგუფის წევრები რეაქციულად წყვეტდნენ, რომ მეტი “სტრუქტურულობა” სჭირდებოდათ (ამ სიტყვის ტრადიციული მამაკაცური იერარქიული გაგებით). პრობლემას ამ შემთხვევაშიც ვერბალიზებული ანარქისტული ანალიზის არარსებობაში ვხედავ. უნდა ითქვას, რომ ორგანიზებულობა არ ნიშნავს სპონტანურობის ჩახშობას ან იერარქიული წესით მუშაობას. ყველაზე წარმატებული ქალთა ჯგუფები თუ პროექტები სწორედ ისინი იყვნენ, რომლებიც ფლუიდური სტრუქტურის ფორმებს ცდიდნენ: მოვალეობებისა და ხელმძღვანელი პირების ხშირი ცვლა, ყოველგვარი უნარის ერთმანეთისთვის გაზიარება, ინფორმაციასა და რესურსებზე თანაბარი წვდომა, გადაწყვეტილების მიღებაზე მონოპოლიების არქონა და ჯგუფის დინამიკის განხილვისთვის გამოყოფილი დრო. ეს უკანასკნელი სტრუქტურული ელემენტი მნიშვნელოვანია, რათა ჯგუფის წევრებმა საერთო ძალისხმევით ადევნონ თვალი “შეუმჩნევლად შემოპარულ ძალაუფლებრივ პოლიტიკას”. თუკი ქალები სიტყვიერად თანხმდებიან კოლექტიურად მუშაობაზე, მაშინ მათ იმისთვისაც მოუწევთ ბრძოლა, რომ გადაეჩვიონ პასიურობას (“მიმდევრების” აღმოსაფხვრელად) და მიეჩვიონ განსაკუთრებული უნარებისა და ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას (“ლიდერების” მოსასპობად). ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის სიტყვებსა და ცხოვრებას შთაგონების წყაროდ ვეღარ გამოვიყენებთ; ძლიერი ინდივიდების გამორჩეული ქმედებები შეიძლება გადამდები და ამდენად, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა შეუმჩნევლად ისევ ქცევის ძველ სქემას არ დავუბრუნდეთ. სასიხარულო ის არის, რომ ბოლო წლებში ქალთა მოძრაობის სტრუქტურა ანარქისტული მიმართულებით ვითარდებოდა – პატარა საპროექტო ჯგუფები კომუნიკაციის იატაკქვეშა ქსელსა და კონკრეტულ საკითხებზე კოლექტიური მუშაობით იყვნენ დაკავებულნი. ლიდერებისა თუ “ვარსკვლავების” არყოლასთან დაკავშირებით ნაწილობრივმა წარმატებამ და პატარა პროექტების (გაუპატიურების კრიზისული ცენტრები, ქალთა ჯანმრთელობის კოლექტივები) მთელი ქვეყნის მასშტაბით გაბნევამ ძალიან გაართულა ქალთა მოძრაობის მხოლოდ ერთ ადამიანთან ან ჯგუფთან გაიგივება. ფემინიზმი ის მრავალთავიანი ურჩხულია, რომელსაც ცალკეული თავის მოჭრით ვერ გაანადგურებ. ჩვენი ზრდისა და გავრცელების გზები იერარქიული მენტალობისთვის მიუწვდომელია. თუმცა არ უნდა დავაკნინოთ იმ უზარმაზარი ძალაუფლების მნიშვნელობა, რასაც მტერი ფლობს. ეს ძალაუფლება ყველაზე ვერაგულად შეიძლება გამოვლინდეს კოოპტირებაში, რასაც ხელს უწყობს ნებისმიერი არაშორსმჭვრეტელური, არაანარქისტული ხედვა ფემინიზმისა, როგორც უბრალო “სოციალური ცვლილებისა”. სექსიზმის იმგვარ ბოროტებად მიჩნევა, რომელიც არსებულ წესრიგში ქალების მონაწილეობით აღმოიფხვრება, ისევ დომინაციიის და ჩაგვრის გაგრძელების გარანტიაა. ფემინისტური კაპიტალიზმი წინააღმდეგობრივი ტერმინია. როცა ქალთა საკრედიტო კავშირებს, რესტორნებს, წიგნის მაღაზიებს ვაარსებთ, უნდა გვესმოდეს, რომ ამას თვითგადარჩენისთვის ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმ მიზნით, რომ შევქმნათ კონტრსისტემა, რომელიც დაუპირისპირდება შეჯიბრს, მომხვეჭელობას და ეკონომიკური ჩაგვრის ყველა ფორმას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მარგინალურად, ანტიკაპიტალისტური, არამომხმარებლური ღირებულებებით ცხოვრებისთვის. ჩვენ არც სისტემაში ინტეგრაცია გვინდა და არც გადატრიალება, რომელიც “ძალაუფლებას ბიჭების ერთი წყებიდან მეორე წყებას გადასცემს”. ჩვენ ვითხოვთ სრულ რევოლუციას, რომელიც ისეთ მომავალს შექმნის, სადაც ინდივიდუალური განსხვავებების მიმართ უსამართლობა, დომინაცია და უპატივცემულობა აღარ გამოვლინდება – ერთი სიტყვით, ფემინისტურ-ანარქისტულ რევოლუციას. მჯერა, რომ ქალებმა დიდი ხანია, იციან, როგორ უნდა მიაღწიონ ადამიანთა გათავისუფლებას. ახლა მხოლოდ ის გვჭირდება, რომ შემორჩენილი მამაკაცური პოლიტიკის ფორმები და ხედვები მოვიშოროთ და ჩვენს საკუთარ, ანარქისტულ ქალურ ანალიზზე ვფოკუსირდეთ. მომავლის ტრანსფორმაცია ქალური კულტურის შექმნა მეტად გადამდები პროცესია, რადგან ეს ნიშნავს მონაწილეობას იმ ხედვაში, რომელიც ისევ და ისევ იჩენს თავს ყველაფერში, დაწყებული მეგობრული საუბრებიდან და გაგრძელებული ხორცის ბოიკოტებით, მაღაზიების დაკავებით იქ ბავშვთა ცენტრების მოწყობის მიზნით და ასევე “დასთან” სექსით. ამას ვერ განსაზღვრავ და ვერაფერს უწოდებ ცვლილების პროცესის გარდა. ქალთა კულტურა არის ჩვენი საერთო ძალისხმევა განდევნისთვის, სახელდებისა და შემოქმედებისთვის, რითიც საკუთარ თავში, ერთმანეთთან და ჩვენს დედამიწასთან ერთად ჰარმონიის ხედვას ვავითარებთ. ბოლო ათი წლის განმავლობაში სულ უფრო ავჩქარდით და სულ უფრო მივუახლოვდით პატრიარქატის ძალაუფლების დამხობას… ეს გახდა ჩვენი სიხარულის და იმედის მიზეზი – ველური, გადამდები, შეუჩერებელი, შეშლილი იმედის!.. ამ იმედს, რომ სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სასოწარკვეთასა და აზრისგან დაცლილობაზე, უკვე სადაც გავიხედავ, ყველგან ვხედავ. ეს იმედი ქალთახედვის თილისმად არის ქცეული… – ლორელი ადრე ვფიქრობდი, რომ თუ რევოლუცია ხვალვე არ მოხდებოდა, ყველანი კატასტროფისთვის (ან სულ ცოტა, უძრაობისთვის) ვიყავით განწირულები. ახლა უკვე აღარ მჯერა მოვლენების ამგვარი დაყოფის “რევოლუციამდე” და “რევოლუციის შემდეგ”. თანაც ვფიქრობ, რომ სწორედ ამგვარი აზროვნებით ვუბიძგებთ საკუთარ თავს მარცხისა და სასოწარკვეთისკენ. მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლის გასაგრძელებლად (მიუხედავად ყოველდღიურ ცხოვრებაში განცდილი ჩაგვრისა) მხოლოდ იმედი გვჭირდება – მომავლის ისეთი მშვენიერი და ძლიერი ხედვა, რომელიც მყარად გვექაჩება წინ მის შესაქმნელად, სადაც შინაგანი და გარეგანი სამყაროები ყველასთვის გამოსადეგი და კმარი იქნება. მე მჯერა, რომ იმედი არსებობს, ამას ვხედავთ ლორელის “ქალთახედვაში”, მერი დეილის “ეგზისტენციალურ სიმამაცესა” და ანარქა-ფემინიზმში. ჩვენი სხვადასხვაგვარი ხმები ერთსა და იმავე ოცნებას აღწერენ და “მხოლოდ ოცნებას შეუძლია იმ ქვის დამსხვრევა, რომელიც პირს გვიკეტავს.” როდესაც ვლაპარაკობთ, ვიცვლებით, ხოლო როდესაც ვიცვლებით, საკუთარ თავსაც და მომავალსაც ერთდროულად გარდავქმნით. მართალია ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში გამოსავალი არ არსებობს, არც ინდივიდუალური და არც სხვაგვარი. მაგრამ თუ მოვახერხებთ და ამ დამთრგუნველ ცოდნას დავაბალანსებთ ჩვენივე განცდილი რადიკალური მეტამორფოზების გაცნობიერებით – მეტამორფოზების ცნობიერებასა და ცხოვრებაში – მაშინ ალბათ ისევ გვექნება საკმარისი მხნეობა, რათა განვაგრძოთ იმის შექმნა, რაზეც ვოცნებობთ და რაც შესაძლებლად მიგვაჩნია. რასაკვირველია, არ არის იოლი, ყოველდღიურ ჩაგვრას აწყდებოდე და იმედს მაინც ინარჩუნებდე. მაგრამ ეს ჩვენი ერთადერთი შანსია. თუ იმედს (კავშირების დანახვისა და მომავალზე ოცნების უნარს) დავკარგავთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე დავმარცხდით. იმედი ქალის ყველაზე ძლიერი რევოლუციური იარაღია; სწორედ იმედს ვაძლევთ ერთმანეთს ყოველთვის, როცა ცხოვრებას, საქმესა და სიყვარულს ვუზიარებთ. ამასვე გამოვყავართ იმ თვითსიძულვილისგან, თვითგვემისა და ფატალიზმისგან, რომელიც იზოლირებულ პატიმრებად გვამყოფებს. თუკი ახლა დეპრესიას და სასოწარკვეთილებას დავნებდებით, ამით ავტორიტარული პოლიტიკისა და პატრიარქალური დომინაციის გარდაუვალობას ვაღიარებთ. (“სასოწარკვეთა ყველაზე მძიმე ღალატია, ყველაზე ცივი ცდუნება – დაჯერება იმისა, რომ ბოლოს მაინც მტერი იმარჯვებს.” – მარჯ პირსი). არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ტკივილი და ბრაზი უიმედობამდე და არაშორსმჭვრეტელურ “ნახევარგამოსავლებამდე” დავიდეს. ჩვენი მოქმედება არასდროსაა საკმარისად ეფექტური, მაგრამ მეორე მხრივ, ის “პატარა ცვლილებები”, რომლებსაც ჩვენს გონებასა და ცხოვრებაში, აგრეთვე ერთმანეთის ცხოვრებაშიც ვახდენთ, სრულად უაზრო და უშედეგო მაინც არ არის. რევოლუციის შექმნას დიდი დრო სჭირდება, ეს ისეთი რამეა, რისთვისაც ადამიანი თან ცხოვრობს და თან ემზადება. მომავლის ტრანსფორმაცია ერთ წამში არ მოხდება, მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ ტოტალური იყოს… აზრისა და მოქმედების, ინდივიდუალობისა და კოლექტიურობის, სპონტანურობისა და ორგანიზებულობის კონტინუუმი არსებულიდან შესაძლებლამდე გადაიჭიმება. ანარქიზმი გვაძლევს ჩარჩოს ამ ტრანსფორმაციისთვის. იგი არის ხედვა, ოცნება, შესაძლებლობა, რომელიც შეგვიძლია ჩვენი მოქმედებით რეალობად ვაქციოთ. ფემინიზმი არის ის, რაც ანარქიზმს მომავალთან აკავშირებს. როდესაც ამ კავშირს ნათლად დავინახავთ, როდესაც ამ ხედვის ერთგულნი ვიქნებით და უარს ვიტყვით, ძალადობით წაგვართვან იმედი, მაშინ გადავაბიჯებთ არარაობის უფსკრულს და ისეთ ყოფაში აღმოვჩნდებით, რაც ახლა ვერც კი წარმოგვიდგენია. ქალთახედვას – ანარქა-ფემინიზმს საუკუნეების მანძილზე საკუთარი სხეულებით ვატარებთ. “ხანგრძლივი ბრძოლა მოგვიწევს, რათა ეს ხედვა ვშვათ”, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. “ჩვენი მრისხანება ბრძოლაში სპილოების მსგავსად უნდა შევიყვანოთ.” *Anarchism: The Feminist Connection. სტატია გამოქვეყნებულია ამერიკულ ფემინისტურ ჟურნალში “მეორე ტალღა” (The Second Wave) 1975 წელს. წყარო: ანარქისტ-ქვიარ-ფემინისტური ბლოგი GNIDA (Geo) მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე December 14, 2015 vepkhvia მიუხედავად იმისა, რომ ის 2006 წელს გარდაიცვალა, მურეი ბუკჩინი მაინც აქტიურად ჩანს ახალ ამბებში. ბურჟუაზიული გაზეთები აშკარა შოკით იტყობინებიან, რომ ქურთების რევოლუციური მოძრაობა ამერიკელი ანარქისტის, მურეი ბუკჩინის იდეებით საზრდოობს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას ახლა. ჩვენი მიზანი არაა იმაზე მსჯელობა, თუ როგორ მიესადაგება მისი პოლიტიკური ფილოსოფია როჟავას ქურთებს. ბუკჩინმა უდიდესი წვლილი შეიტანა ანარქიზმის, განსაკუთრებით – და არა მხოლოდ – ეკო-ანარქიზმის განვითარებაში. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი ნაშრომები ღრმად მცდარია, რადგან უარყოფს მუშათა კლასის წამყვან როლს კაპიტალიზმიდან ანტი-ავტორიტარულ სოციალიზმში გადასვლაში. როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სხვა რადიკალები, ისიც შეძრული იყო მსოფლიოს მუშათა კლასის მოძრაობების მიერ, ოცდაათიან და ორმოციან წლებში განცდილი მარცხებით და მოხიბლული იყო დასავლური სამყაროს ომის შემდგომი აყვავებით და სტაბილურობით. წინათ კომუნისტი და შემდეგ ტროცკისტი, ახლა ანარქიზმის ახალ მიმდინარეობაზე მოექცა, რომელიც უარყოფდა მუშათა კლასის რევოლუციას. ეს ხედვა არასდროს ყოფილა დომინანტი ანარქისტებში. ბაკუნინი, კროპოტკინი, მალატესტა, მახნო, გოლდმანი, დურუტი, სხვა ანარქო-სინდიკალისტები და ანარქო-კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ “ანარქიზმი არის ლიბერტარიანული სოციალიზმის რევოლუციური, ინტერნაციონალური კლასობრივი ბრძოლა. ” ბუკჩინის მიერ 1969 წელს გამოქვეყნებულ ბროშურაში – “Listen, Marxist!”, მან გააკრიტიკა “მითი პროლეტარიატის შესახებ”. ის წერდა – “ჩვენ ვნახეთ, რომ მუშათა კლასი, როგორც “რევოლუციური ცვლილებების აგენტი”, განეიტრალდა, თუმცა მაინც იბრძვის ბურჟუაზიულ ჩარჩოებში მეტი ხელფასებისა და მოკლე სამუშაო საათებისთვის. კლასობრივი ბრძოლა კაპიტალიზმმა ჩაყლაპა”. მისი ნაშრომების უკანასკნელი კოლექცია იმეორებს ამ მოსაზრებას. “. . . მეორე მსოფლიო ომმა ბოლო მოუღო რევოლუციური პროლეტარიატის სოციალიზმის მთლიან ერას, რომელიც 1848 წლის ივნისში დაიწყო. ” “რევოლუციური პროლეტარიატის ერაში” ის გულისხმობდა არა წარმატებულ რევოლუციებს, არამედ მუშათა კლასის მასობრივ მოძრაობებს. “მუშა დომინაციას განიცდის ქარხნის იერარქიის, ინდუსტრიული რუტინის და სამუშაო ეთიკისგან. კაპიტალისტური წარმოება არამხოლოდ კაპიტალიზმის სოციალურ კავშირებს აახლებს, არამედ მის სულს, ღირებულებებს და იდეოლოგიას. ” (რატომ არ იმოქმედა ინდუსტრიული კაპიტალიზმის წარმოების ამ მომაკვდინებელბა ეფექტებმა “რევოლუციური პროლეტარიატის სოციალიზმზე” “მთელი ამ ხნის” განმავბლობაში 1848 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე ის არ ხსნის. ) ბუკჩინი არ უარყოფდა, რომ ისევ არსებობს ბრძოლა უკეთესი ხელფასებისა და მოკლე სამუშაო განაკვეთისთვის, თუმცა ამ დაბალი დონის კლასობრივ კონფლიქტში რევოლუციის პოტენციალს ვერ ხედავდა. არც იმას უარყოფდა, რომ მუშა შეიძლება რევოლუციურ ძალად ქცეულიყო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავზე, როგორც მუშაზე, ფიქრს შეწყვეტდა, ფოკუსირდებოდა პრობლემებზე, რომლებიც მის ყოველდღიურ საქმესთან დაკავშირებული არ იყო და თავს ჩათვლიდა უკლასო “მოქალაქედ”. კომუნალიზმი vs ანარქიზმი & მარქსიზმი სანამ იმაზე გადავიდოდეთ, თუ რატომ უარყო ბუკჩინმა კლასობრივი რევოლუცია – და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არასწორია – ამ თეორიის სხვა განვითარებაც ვახსენოთ. დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ, რაც ის საკუთარ თავს ანარქისტად მოიხსენიებდა, ბუკჩინმა ამ ტერმინზე ხელის აღება გადაწყვიტა და საკუთარ “პროგრამას” “კომუნალიზმი” უწოდა. 2002 წელს გამოქვეყნებულ მის უკანასკნელ ნაშრომში არის ესეები, რომლებიც განმარტავს ამ შეხედულებას. “კომუნალიზმში” ის გულისხმობდა ეკოლოგიურად ბალანსირებული სამეზობლოებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კონფედერაციას, სადაც ეკონომიკა და პოლიტიკური მოწყობა მართული იქნებოდა პირდაპირი დემოკრატიული წესით შექმნილი მოქალაქეთა საკრებულოებით, თვით-ორგანიზებული ჯგუფებით. რაც არ უნდა ვთქვათ ამ წყობაზე, ის ანარქიზმის ერთ-ერთი სახეობაა. ბუკჩინი ადარებდა კომუნალიზმს ანარქიზმსა და მარქსიზმს და ამბობდა, რომ კომუნალიზმი მოიცავდა საუკეთესოს ორივედან, თუმცა უფრო შორს მიდიოდა. შედარების დროს ანარქიზმს ყოფდა ორ კატეგორიად, კერძოდ “ანარქიზმად” და “რევოლუციურ სინდიკალიზმად”. ხოლო ამ უკანასკნელში ის გულისხმობდა ნებისმიერი ტიპის ანარქიზმს, რომელიც მოიცავდა კლასობრივ ბრძოლას. მაგრამ თუ ჩვენ მოვაცილებთ მუშათა კლასის ასპექტებს ანარქიზმიდან (აღმოვფხვრით ფართოდ გავრცელებულ ანარქისტულ ტრადიციას), მივიღებთ “ანარქიზმს”, რომელიც ინდივიდუალისტური, არარევოლუციურად ექსტრემისტული და უპასუხისმგებლოა – ზუსტად იმას, რასაც თვითონვე აკრიტიკებდა ანარქიზმში! ასევე მარქსიზმშიც. თუ ჩვენ მოვაცილებთ პროლეტარიატს მარქსიზმს – თუ ჩვენ უარვყოფთ, რომ “მუშათა კლასის ემანსიპაცია თავად მუშათა კლასმა უნდა მოახდინოს” – მაშინ მარქსიზმისგან დარჩება მხოლოდ ცენტრალიზმი, დეტერმინიზმი და სტეიტიზმი – ის, რაც სტალინისტური ტოტალიტარიზმის საფუძველია. მთავარი კონცეპტი, რომელიც ბუკჩინმა მარქსიზმისგან აიღო იყო კაპიტალიზმის ანალიზი, როგორც დოვლათის მწარმოებელი სისტემა, რომელიც ან უნდა გაფართოებულიყო, ან მომკვდარიყო. კონკურენციის ზეწოლის ქვეშ ყველა ფირმამ უნდა აწარმოოს მეტი, გაყიდოს მეტი, გააკეთოს მეტი ფული, გაიზარდოს და დააგროვოს რაც შეიძლება მეტი. ბუკჩინი ხედავდა, რომ კაპიტალიზმის მამოძრავებელი ძალა აუცილებლად შეუქმნიდა საფრთხეს ეკოლოგიას მსოფლიოში. (ის მანამდე წერდა ამაზე, სანამ პრო-ეკოლოგიურად მოაზროვნე მარქსისტი სწავლულები დაიწყებდნენ თავიანთი თეორიების შემოშავებას) სამწუხაროდ მას არ ესმოდა, რომ კაპიტალიზმის დაგროვების სწრაფვაზე საუბარი იგივეა, რაც მის მიერ მუშების ექპლოატაციის საჭიროებაზე საუბარი. არსობრივად კაპიტალიზმი არაფერია, თუ არა კაპიტალისა და შრომის ურთიერთობა – რის დროსაც ბუნება ღირებულებად არ მიიჩნევა. დოვლათის და ფულის დაგროვება ხდება ადამიანური შრომით და მუშებისთვის მათსავე წარმოებული პროდუქტის ღირებულებაზე ნაკლების გადახდით. ადამიანების შრომის უნარიც ასევე საქონელია, რომელსაც კაპიტალისტი ყიდულობს იმაზე ნაკლებ ფასად ვიდრე ამ უნარს შეუძლია რომ აწარმოოს. სწორედ მოგებაა ის, რასაც მუშები არ იღებენ, რისი დაგროვებაც ხდება და რაც უზრუნველყოფს ზრდის უწყვეტ ციკლს. ბუკჩინს რაც არ უნდა ეფიქრა, მუშათა კლასი რჩებოდა კაპიტალის ძირითად და ცენტრალურ მამოძრავებელ ძალად. რაც მას ასევე ცენტრალურ და მამოძრავებელ ძალად ხდიდა კაპიტალიზმის დასამხობად. როდესაც ფულის აკუმულაცია მცირდება (მონოპოლიის, გადაჭარბებული წარმოების ბუნებრივ რესურსებზე გაზრდილი ფასების და სხვათა გამო), კომპანიები ცდილობენ ყველანაირი გზით გაზარდონ მოგება. რაც პირდაპირ აისახება მუშებზე, წარმოებული პროდუქციიდან მათი წილის შემცირებით. ასეც მოხდა, როცა მეორე მსოფლიო ომიდან 30 წლის შემდეგ მათი კეთილდღეობის ხანა დასრულდა – დაახლოებით 1970 წლისთვის. ბუკჩინი (და ‘50-’60 წლების მემარცხენე თეორეტიკოსების უმეტესობა) არ ელოდა ომის შემდგომი “გაფურჩქვნის” დასრულებას იმაზე მეტად, ვიდრე ლიბერალები და კონსერვატორები. ის წერდა კიდეც: “მსოფლიო კაპიტალიზმი WW II-ის შემდეგ უფრო გაძლიერდა ვიდრე მთელი ისტორიის მანძილზე ყოფილა. არ არსებობს კაპიტალიზმის კრიზისი. ” ის უარყოფდა ლუქსემბურგის და ლენინის შეხედულებებს, რომ “პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაპიტალიზმი პროგრესული პერიოდიდან გადავიდა ფართოდ რეაქციონერულ ფაზაში. ” ამის მაგივრად მას სწამდა – “გასულმა ორმოცდაათმა წელმა გვაჩვენა, რომ უნიკალურად მეამბოხე პერიოდი 1917-1939 წლებს შორის, არ ყოფილა კაპიტალიზმის არაჯანსაღობის და დაცემის მტკიცებულება, როგორც ამას ლენინი(და არამარტო! – ავტ. ) ვარაუდობდა. ეს იყო სოციალური მოძრაობის პერიოდი, როცა გამოჩნდა ახალი საკითხები, რომლებიც ცდებოდა კლასიკური მემარცხენეობის მუშებზე ფართოდ ორიენტირებულ ანალიზებს. ” უარყოფდა რა კაპიტალიზმის შესვლას მის რეაქციულ, უკუქმედებით ეპოქაში, ბუკჩინი არ მიიჩნევდა, რომ კაპიტალიზმის ომის შემდგომი აყვავება მხოლოდ დროებითი იყო და კრიზისი ხელახლა გამოჩნდებოდა. ის არ ელოდა მუშებზე ახალ შეტევას და კლასობრივ ომს ზევიდან ქვევით. ბუკჩინის მიერ მუშათა კლასის უარყოფის მიზეზები “მარქსის მოლოდინების საპირისპიროდ, ინდუსტრიული მუშათა კლასი პატარავდება და მტკიცედ კარგავს თავის ტრადიციულ იდენტობას როგორც კლასი. თანამედროვე კულტურამ და წარმოების მეთოდებმა პროლეტარიატი აქცია წვრილ-ბურჟუა ფენად. პროლეტარიატი მთლიანად შეიცვლება წარმოების ავტომატიზირებული საშუალებებით. კლასობრივი კატეგორიები გადახლართულია რასაზე, გენდერზე, სექსუალობაზე და ნაციონალურ ან გეოგრაფიულ განსხვავებებზე დაფუძნებულ იერარქიულ კატეგორიებთან. ” აქ ჩანს რამდენიმე გაუგებრობა მუშათა კლასის განსაზღვრებაში. არც მარქსიზმი და მითუმეტეს არც ანარქო სინდიკალიზმი არ განსაზღვრავს “პროლეტარიატს” ისე შეზღუდულად როგორც “ინდუსტრიული მუშათა კლასი”. ადამიანები, რომლები თავიანთ შრომას ყიდიან და საერთო მოგების შექმნაში იღებენ მონაწილეობას, კაპიტალიზმის მუშები არიან (“მუშათა კლასი” გაცილებით ფართო გაგებისაა ვიდრე მხოლოდ დასაქმებული ადამიანების ერთობლიობა. ის ასევე მოიცავს ადამიანებს რომლებიც დასაქმებულებზე არიან დამოკიდებულნი – მათ ოჯახის წევრებს, პენსიონერებს, დროებით უმუშევრებს, სტუდენტებს და ა. შ. ) “ამერიკელების დიდი უმრავლესობა წარმოადგენს მუშათა კლასს. ისინი არიან კვალიფიციურები და არაკვალიფიციურები, წარმოებაში და მომსახურების სფეროში, ქალები და კაცები ნებისმიერი რასის. ისინი ატარებენ სატვირთო მანქანებს, წერენ რუტინულ კომპიუტერულ კოდს, ამუშავებენ ხელსაწყოებს, ემსახურებიან მაგიდებს, ალაგებენ და არიგებენ წერილებს, დგანან ბანკის კონსულტანტებად, ასრულებენ ათასობით სამუშაოს ეკონომიკის ყველა სფეროში. მათი განსხვავებულობის მიუხედავად მუშათა კლასის წარმომადგენლები წარმოებაში ერთი და იგივე ადგილს იზიარებენ, სადაც ძალიან მცირე კონტროლი აქვთ თავიანთ შექმნილ კონტენტზე და არ არიან არავის ბოსები. ისინი ქმნიან ერების სიმდიდრეს, თუმცა იღებენ მხოლოდ იმას რისი ყიდვაც შეუძლიათ თავიანთი ხელფასით”. (Michael Zweig. 2000 წ. ) ერთ ერთი მიზეზი ა. შ. შ-ში მძიმე ინდისტრიული მუშახელის შემცირებისა იყო კომპანიების მიერ პროდუქციის წარმოების გაფართოება ოკეანის გადაღმა, რამაც გამოიწვია საერთაშორისო დონეზე მუშათა კლასის გაფართოება, განსაკუთრებით აზიაში და სხვა ღარიბ – ე. წ. “მესამე მსოფლიოს” რეგიონებში. ბუკჩინს ასევე მაგალითად მოყავდა რუსული და ესპანეთის 1930 წლის რევოლუცია. ის ამბობდა, რომ მუშათა კლასში ყველაზე რევოლუციურები არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ გლეხობიდან იღებენ ფესვებს. სავარაუდოდ ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ამერიკელი მუშები იყვნენ კონსერვატორები. მაგრამ ამ დებულების სისწორიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ჩაგრულ ერებში ახალი მუშათა მოძრაობების მეტად რადიკალურობა და მილიტანტურობაა მოსალოდნელი. . ბუკჩინის მთავარი ანტი-პროლეტარული ხედვა დაფუძნებული იყო იმ ემპირიულ მოცემულობაზე, რომ ამერიკელი მუშები ანარქიზმის, სოციალიზმის კომუნიზმის ან ზოგადად რევოლუციის მხარდამჭერები არ არიან და არც კი თვლიან თავს ამ სოციალური კლასის წარმომადგენლებად. რეალურად თეთრკანიანი მუშების უმეტესობა საკმაოდ კონსერვატორია. თუმცა კლასობრივი ორიენტაცია არ გულისხმობს, რომ მუშათა რომელიმე ნაწილს ჩამოუყალიბდება კლასობრივი აზროვნება და გახდება რევოლუციონერი. არსებობს ძალები, რომლებიც მათ უბიძგებენ რადიკალიზმისკენ: ექსპლოატაცია, გაუცხოება, სიღარიბე, არასათანადო მოქცევა, უმუშევრობა, დომინაცია, ასევე კაპიტალიზმის სხვა “უკლასო” სიბოროტეები, როგორიცაა ომი და ეკოლოგიური კატასტროფები. მაგრამ ასევე არსებობს ძალები, რომლებიც მათ რადიკალიზმს აშორებს: რასიზმი, სექსიზმი, პატრიოტიზმი, რელიგიები, არასწორი განათლება და სხვა. შედარებით უკეთეს პირობებში მომუშავეებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად კომფორტის ზონაში არიან არ სურთ თავიანთი მდგომარეობის გარისკვა. უარეს პირობებში მომუშავენი კი დემორალიზებულნი და გატეხილნი არიან. დროთა განმავლობაში, კლასობრივი ცნობიერებისკენ მიდრეკილი ძალები გაიმარჯვებენ, მაგრამ ეს გარანტირებული შედეგი არაა – და მითუმეტეს არაა გარანტირებული, რომ ეს მოხდება მანამდე, სანამ მსოფლიო ეკონომიკურ კოლაფსის, ახალ მსოფლიო ომების ან კლიმატური კატასტროფების პრევენციაა შესაძლებელი. ეს ხომ ადამიანების არჩევანია და არა მექანიკური პროცესი. “პროლეტარიატისთვის რევოლუციური კლასის დაძახება ნიშნავს კლასს, რევოლუციების მოწყობის ისტორიული პოტენციალით. ეს არის იარლიყი სოციალური სწრაფვის და არა განმარტება მიმდინარე მოვლენების. ” (ჰალ დრაპერი, 1978). ბუკჩინი მართალია როცა ამბობს: “კლასობრივი კატეგორიები გადახლართულია რასაზე, გენდერზე, სექსუალობაზე… დაფუძნებულ იერარქიულ კატეგორიებთან”. ეს მუდამ ასე იყო. რათქმაუნდა ყოველთვის არსებობდნენ ვულგარული მარქსისტები და სინდიკალისტები, რომლებიც არასწორად მიიჩნევდნენ სოციალურ კლასს ერთადერთ მნიშვნელოვან საკითხად. არაფერია მასში ისეთი, რაც საჭიროებს ჩამოთვლილი უმნიშვნელოვანესი თემების იგნორირებას. კლასობრივი საკითხი ურთიერთქმედებს და ნაწილობრივ მოიცავს რასის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნული ჩაგვრის, ეკოლოგიის, იმპერიალიზმის თემებს. (როგორც უვკე ავღნიშნეთ, მაგალითად, ეკოლოგიური კრიზისი წარმოჩნდება, როგორც ქროს-კლასობრივი პრობლემა რადგან ეხება ყველას, თუმცა გამოწვეულია კაპიტალიზმის სწრაფვით მოახდინოს ფულის აკომულაცია, რაც სათავეს იღებს მშრომელთა ექპლოატაციიდან. ) ბუკჩინი არსად განიხილავს მთავარ მიზეზს თუ რატომ არ აქვს მუშათა კლასის იმედი. ხალხს, როგორც მშრომელებს, აქვთ უდიდესი პოტენციური ძალაუფლება. მრავარიცხოვნობის გარდა, მათ აქვთ წვდომა წარმოების საშუალებებზე, ტრანსპორტზე, კომუნიკაციაზე, სოციალურ სერვისებზე და კომერციულ გადარიცხვებზე. მათ შეუძლიათ “გათიშონ” მთელი ქვეყანა და შემდეგ ისევ აამუშაონ სრულიად ახლებურად, თუ მოისურვებენ. ერთადერთი ძალა რაც კაპიტალისტებს გააჩნიათ მათ წინააღმდეგ, არის სახელმწიფოს კონტროლირებადი პოლიცია და სამხედროები. როგორც უბრალო “მოქალაქეებს”, ხალხს არ აქვს ამის პოტენციური ძალა. ბუკჩინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იყო რევოლუციების ისტორიული შესწავლა, რაც ასე შეაჯამა: “შუასაუკუნეების გლეხების ომებიდან დღევანდელ ინდუსტრიულ მუშათა და გლეხთა მოძრაობების აღზევებამდე, ჩაგრული ხალხი ქმნიდა საკუთარ საზოგადოებრივი ასოციაციების ფორმებს. რევოლუციების მსვლელობების დროს, ეს ასოციაციები იღებდა ადგილობრივი საკრებულოების ან მანდატიან წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ საბჭოების ფორმებს”. ეს არის ბაზისი ნებისმიერი ანარქისტული რევოლუციის პროგრამის. ბუკჩინის ყურადღება მიპყრობილი იყო ქალაქებისა და სამეზობლოების საკრებულოებსა თუ საბჭოებზე. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ასეთი გაერთიანებების ძირითად ფორმას წარმოადგენდა ქარხნებისა და სამუშაო ადგილების კომიტეტები. მუშები ქმნიდნენ თვით-ორგანიზებად დემოკრატიულ, ჰორიზონტალურ პრინციპზე დაფუძნებულ საკრებულოებს. ბუკჩინი ამბობდა, რომ ის არ იყო მსგავსი დროებითი გაერთიანებების წინააღმდეგი, თუ მოხდებოდა მათი შერწყმა უფრო გლობალურ სახალხო საბჭოებში. ბუკჩინის სტრატეგია მუშათა კლასზე უარის თქმით, ბუკჩინს ცვლილებებისთვის საჭირო სოციალური ძალები სხვაგან უნდა მოეძებნა. 1970 წელს ის იმედებს ამყარებდა კონტრკულტურასა და ახალგაზრდების წინააღმდეგობაზე, ჰიპებზე და ტრაიბალიზმზე. “ცხოვრების სტილი აუცილებელია რევოლუციის ერთიანობის შესანახად” – ამბობდა ის. მოგვიანებით(1985) გული აუცრუვდა კონტრკულტურაზე და დაიწყო იმ მიმართულებით სვლა, რომელსაც თავად სდებდა ბრალს ლაიფსტაილიზმში (lifestyle anarchism – ამ ტერმინით ბუკჩინი აღწერდა და აკრიტიკებდა ანარქისტებს, რომლებიც კონკრეტული ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ და არ მოქმედებდნენ საბაზისო ანარქისტული პრინციპების მიხედვით). ბოლო ნაშრომებში, ბუკჩინმა შეაჯამა თავისი ხედვა, რომ ხალხს მოთხოვნილებები უნდა ჰქონოდა როგორც უკლასო “მოქალაქეებს” და არა მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. სხვადასხვა სფეროში მომუშავეები საკრებულოებში დაიკავებდნენ ადგილებს არა როგორც მშრომელები – მბეჭდავები, ხელოსნები, დამლაგებლები და ა. შ. – არამედ როგორც მოქალაქეები, რომელთა მთავარი საზრუნავი იქნებოდა იმ საზოგადოების ძირითადი ინტერესები, რომელშიც იცხოვრებდნენ. მოქალაქეები იქნებოდნენ თავისუფალნი რომელიმე ერთი კონკრეტული იდენტობისგან და ინტერესებისგან. “ეს არის მშრომელთა ტრანსფორმაცია კლასობრივი არსებებისგან მოქალაქეებში. ” რათქმაუნდა ეს “ტრანსკლასობრივი” ტრანსფორმაცია არ არის შეზღუდული მხოლოდ მუშებზე და ასევე მოიცავს მენეჯერებს, კაპიტალისტებს, პოლიტიკოსებს და ყველას. სავარაუდოდ მათაც მოუწევდაც გადაქცევა “კლასობრივი არსებებისგან მოქალაქეებში. ” ოთხმოციან წლებში ელენ მეიკსინს ვუდსმა დაწერა შესანიშნავი კრიტიკა ბრიტანელი და ფრანგი მარქსისტებისა, რომლებიც ბუკჩინის მსგავსი მიზეზებით ამბობდნენ უარს მუშათა კლასზე. ის წერდა: “ეს თეორიები უნდა ნიშნავდეს, რომ კაპიტალისტური ექპლოატაცია ვერ განაპირობებს მშრომელთა ცხოვრებისეულ მდგომარეობას იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელსაც მათ ცხოვრებასთან აქვს შეხება. გამოდის, რომ მშრომელებზე ისევე მოქმედებს ექპლოატაცია, როგორც სხვა ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ არ არიან პირდაპირი ექპლოატაციის ქვეშ მყოფი ობიექტები. ეს გულისხმობს იმასაც, რომ კაპიტალისტები არანაირ სარგებელს არ იღებენ მუშათა ექსპლოატაციით, რომ მუშები არანაირ ზიანს არ განიცდიან ექპლოატირებულობით, რომ ექპლოატაციის შეწყვეტით მათთვის არაფერი შეიცვლება, რომ კაპიტალისა და შრომის ურთიერთობას არანაირი ფუნდამენტური გავლენა არ აქვს სოციალური და პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურაზე, და რომ კაპიტალისტებსა და მშრომელებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტი მხოლოდ მოჩვენებითია. ” აქედან გამომდინარე ბუკჩინის “მოქალაქეებს” არ აქვთ არანაირი მიზეზი, რომ კაპიტალიზმს აღუდგნენ წინ, გარდა იმისა, რომ ეს მორალურად სწორია. არც არანაირი სტრატეგიული ძალაუფლება არ აქვთ კაპიტალიზმის საბოტაჟისთვის, როგორც ეს გააჩნიათ გაფიცულ მუშებს. აფრო-ამერიკელი მშრომელ ქალს არ აქვს იმაზე მეტი მიზეზი, რომ იყოს ბუკჩინის მოქალაქეთა საკრებულოს წევრი, ვიდრე დიდი კორპორაციის ტოპ მენეჯერს ან პოლიციელს. ბუკჩინის კომუნალიზმის მიღწევის სტრატეგია დაფუძნებული იყო მის ანალიზებზე, რომ კაპიტალისტური საზოგადოების ფუნდამენტური კონფლიქტი მიმდინარეობდა არა კაპიტალსა და მუშათა კლასს შორის, არამედ ადგილობრივ გაერთიანებებსა და ცენტრალიზებულ, მჩაგვრელ სახელმწიფოს შორის. ის არ იყო ისეთი აჯანყებების მომხრე, რომლის დროსაც რევოლუციური საკრებულოები იქმნებოდა. ნაცვლად ამისა, ამბობდა, რომ მოქალაქეებს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში უნდა შეექმნათ მასობრივი გაერთიანებები, სოფლების ქალაქების და გარეუბნების დონეზე. იმ მიზნით, რომ ეს გაერთიანებები ოფიციალური გამხდარიყო, “ბუკჩინისტები” კენჭს იყრიდნენ ადგილობრივ არჩევნებში. ისინი დაიკავებდნენ ქალაქის საბჭოებს და მსგავს დაწესებულებებს. ისინი ეცდებოდნენ, რომ შეეცვალათ ქალაქის გამგებლობის ქარტიები და მმართველი ორგანოები ჩაენაცვლებინათ სახალხო თვითმმართველობებით. რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა ისინი ეცდებოდნენ ხელში ჩაეგდოთ ადგილობრივი ბიზნესები და ინდუსტრიები, რათა ეკონომიკის “მუნიციპალიზება” მოეხდინათ. და ეს იქნებოდა ბაზისი ლიბერტარიანული კომუნიზმისა. შემდეგ ლოკალური გაერთიანებები დაიწყებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას კონფედერაციის ჩამოსაყალიბებლად. (მათ არ უნდა ეცადათ ქვეყნის მთავრობა არჩევნების ძალით დაემარცხებინათ; ბუკჩინი ამას სახელმწიფო რეფორმად მიიჩნევდა). მოვლენების განვითარების რაღაც ეტაპზე, სახელმწიფო და მმართველი კლასი ეცდებოდა პროცესის შეჩერებას. იქნებოდა დაპირისპირება, ძალადობრივი ან არაძალადობრივი, გარემოებებიდან გამომდინარე. თუ კონფედერაცია გაიმარჯვებდა მივიღებდით რევოლუციას! ბუკჩინის მიღწევების ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ეს არის გიჟური ფანტაზია. ლოკალური თვითმმართველობების შექმნა საზოგადოებრივი ორგანიზების მაგალითია. მაგრამ მუნიციპალური მთავრობა სახელმწიფოს ნაწილია და მცდელობა, რომ არჩევნებში გაიმარჯვო იგივე პრობლემებს წარმოქმნის, რაზეც ანარქისტები ყოველთვის მიუთითებდნენ მარქსისტებსა და სხვებს, როცა ისინი მთავრობის ნებისმიერ საფეხურზე მოხვედრას ცდილობდნენ. მართალია ადვილი ჩანს ამბოხებულთა მიერ ადგილობრივი მთავრობების დაკავება, მაგრამ მათ თითქმის არანაირი ძალაუფლება არ გააჩნიათ სახელმწიფოს მთავრობასთან შედარებით. თუ ქალაქი ანტი-კაპიტალისტური პროგრამით დაიწყებს მუშაობას, ცენტრალურ მთავრობას და ბიზნესს არ გაუჭირდება მათ ეკონომიკას საბოტაჟი მოუწყოს. ქალაქების და სოფლების ადგილობრივი თვითმმართველობებიც სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის. თუ ლოკალური რეჟიმი გახდება საკმარისად რადიკალური, სახელმწიფო მთავრობა მას არალეგიტიმურად ცნობს და ძალის გამოყენებით ეცდება დამხობას. იყო შემთხვევები, როცა ნიუ იორკ სითის ბიუჯეტი გადავიდა სახელმწიფოს სპეციალური სამსახურის კონტროლის ქვეშ ფინანსური პრობლემების გამო. იდეა, რომ ხალხს შეუძლია არჩევნებში ხმა მისცეს ლიბერტარიანულ მუნიციპალიზმს ლოკალურ დონეზე, ისეთივე რეფორმისტული და უაზროა, როგორც ეროვნულ დონეზე სოციალიზმისთვის ხმის მიცემა(შეგვიძლია ავიღოთ სირიზას მაგალითი საბერძნეთში). ბუკჩინისა და მისი მიმდევრების მიერ ამ სტრატეგიის გამოყენების მცდელობები კრახით დასრულდა. არც ანარქისტულმა გარემომ აითვისა რაიმე ლიბერტარიანული მუნიციპალიზმისგან. შეიძლება ეს გახდა მიზეზი, რატომაც ბუკჩინმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ანარქისტი აღარ იყო. სიმართლეს თუ ვიტყვით, ანარქიზმის რევოლუციურ კლასობრივ ბრძოლასაც არ ჰქონია წარმატება უკანასკნელ პერიოდებში. თუმცა კი უდიდესი ისტორია აქვს. შეჯამება მურეი ბუკჩინი იყო ნაყოფიერი და გავლენიანი თეორეტიკოსი. მან მოახდინა ანარქიზმისა და ეკოლოგიის მნიშვნელოვანი ინტეგრაცია. მან გვაჩვენა, რომ კაპიტალიზმის სწრაფვა აკუმულაციისკენ არის საფუძველი ეკოლოგიური კრიზისისა. შექმნა მოდელი პოსტ კაპიტალისტური საზოგადოებისა, რომელიც უნდა იქნეს კარგად შესწავლილი და გაანალიზებული. ბუკჩინმა დაუშვა ფუნდამენტური შეცდომა მუშათა კლასის, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი ძალის უარყოფით. მას არ ესმოდა მშრომელთა მნიშვნელობა კაპიტალიზმში, შესაბამისად არც მათი ინტერესი კაპიტალიზმის დასრულების. ვერ აცნობიერებდა მათ ძალაუფლებას ამის გასაკეთებლად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდს ხედავდა, როგორც კაპიტალისტური განვითარების ახალ ეტაპად, და არა როგორც ღრმად კრიზისული სისტემის დროებით სტაბილურობად, რაც ეკოლოგიური კრიზისის მისსავე ანალიზებში უნდა დაენახა. პროლეტარიატის უარყოფით დაიწყო ალტერნატივების ძიება უკლასო, მულტიკლასობრივ ძალებში – წარმოსახვით “მოქალაქეებში”, რომლებიც მხოლოდ აბსტრაქტული და მორალური საზრუნავით იყვნენ მოტივირებულნი. თავიანთი სტრატეგიით, ისინი შეცვლიდნენ კაპიტალიზმს ლოკალურ არჩევნებში გამარჯვებით. ასეთ ხედვას არ შეუძლია მოძრაობის წამოწყება, არათუ რევოლუციის. გამოყენებული მასალები Biehl, Janet, with Bookchin, Murray (1998). The Politics of Social Ecology: Libertarian Municipalism. Montreal/NY: Black Rose Books. Bookchin, Murray (1986). Post-Scarcity Anarchism (2nd rev. ed. ). Montreal/Buffalo: Black Rose Books. Bookchin, Murray (1996). The Third Revolution; Vol. 1: Popular Movements in the Revolutionary Era. London/NY: Cassell. Bookchin, Murray (2015). The Next Revolution: Popular Assemblies and the Promise of Direct Democracy; Essays by Murray Bookchin (Ed. : Debbie Bookchin & Blair Taylor). London/NY: Verso Books. Brinton, Maurice (2004). “The Bolsheviks and Workers’ Control, 1917—1921: The State and Counter-Revolution. ” In For Workers’ Power; The Selected Writings of Maurice Brinton (ed. : David Goodway). Oakland CA/Edinburgh UK: AK Press. Pp. 293—378. Draper, Hal (1978). Karl Marx’s Theory of Revolution; Vol. II: The Politics of Social Classes. NY/London: Monthly Review Press. Enzinna, Wes (12/29/2015). “The Rojava Experiment. ” The New York Times Magazine. Pp. 38—45. Kropotkin, Peter (2002). Anarchism: A Collection of Revolutionary Writings (ed. Roger Baldwin). Mineola NY: Dover Publications. Price, Wayne (2013). The Value of Radical Theory; An Anarchist Introduction to Marx’s Critique of Political Economy. Oakland CA: AK Press. Schmidt, Michael & van der Walt, Lucien (2009). Black Flame: The Revolutionary Class Politics of Anarchism and Syndicalism; Vol. 1. Oakland: AK Press. White, Damien F. (2008). Bookchin: A Critical Appraisal. London: Pluto Press. Wood, Ellen Meiksins (1998). The Retreat from Class; A New ‘True’ Socialism. London/NY: Verso. Zweig, Michael (2000). The Working Class Majority: America’s Best Kept Secret. Ithaca NY/London UK: Cornell University Press/ILR Press. წყარო: http://www.anarkismo.net/article/28832 ShareThis Copy and Paste - See more at: http://a-library.org/murray-bukchinis-anarqizmi-mushata-klasis-gareshe/#more-1152
  20. მაგინებენ, მეგობრებო. მაგინებენ მრავალფეროვნად და დიდი ვნებით. ცოცხალსა და მკვდარს აღარ მიტოვებენ - მაგინებენ პიროვნულად და მაგინებენ გენეტიკურად... მეძახიან მამათმავალს, პედერასტს (და პიდარასტსაც კი), მეტრაკეს (ასეთიც წავიკითხე) და, თქვენ წარმოიდგინეთ, პიდარმონსაც... ოღონდ ეს კი რაღაა, არ ვიცი. მაგინებს ყველა, ვისაც არ ეზარება და ვისაც ლათინური ან ქართული ასოებით შეუძლია წერა. თუმცა მარტო მე არ მაგინებენ, აგინებენ და ემუქრებიან ყველას, ვინც შავ შარვალში, შავ პერანგსა და შავ ფეხსაცმელ-რეიტუზში არ შემოსილა ("მართლმადიდებლური მოდა - 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი"). გაოგნებული ვარ, რა გინება სცოდნიათ ქალებს! ზოგი გოგონა ისეთი საყვარელია ფოტოზე, მაგრამ ისე საშინლად, ზიზღით და ტკბობით იგინება, ლამისაა მათ მშობლებს დავურეკო. რა გაათხოვებს ამათ! ვინ მოიყვანს ამათ ცოლად? ვის უნდა ასეთი, ჰა, ვთქვათ, მორწმუნე, მაგრამ "შოფერივით" ენამყრალი რძალი! ეს რა შვილს გაზრდის! არ მჯერა მე ასეთი მორწმუნეების... რა სწამთ ამათ? როგორია ამათი ღმერთი? მაგინებელ-მოძველბიჭო-მოსადისტო-მოკაგებეშნიკო-ჯადოქარ-გაუნათლებელი ქართველი? რა ვქნა, მეგობრებო, არ არსებობს ასეთი ღმერთი! ახლა ეწყინებათ, ამას რომ ვიტყვი (და უფრო დიდი წყრომით მაგინებენ), მაგრამ ერთხელ მაინც რომ ჰქონდეთ სახარება წაკითხული, ეცოდინებოდათ, რომ ქრისტიანების ღმერთი სხვანაირია. ეს ამბავი გასცდა 17 მაისის კონტექსტს, ანკი რაღა შუაშია საერთოდ 17 მაისი! ესაა ბრძოლა განათლებულობასა და გაუნათლებლობას შორის! თუმცა რა უნდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც სიტყვები "პასუხისმგებლობის აღება" და "პასუხისგებაში მიცემა" ერთი და იგივე ჰგონია... ჰო, პირადად მე სწორედ ამის გამო მაგინებენ. ერთგან ვთქვი (ვფიქრობ, სავსებით ლოგიკური რამ), რომ პატრიარქი პასუხისმგებელია იმაზე, რაც ეკლესიაში ხდება და რომელიღაც საიტზე კი ეს ტექსტი ამგვარად მოთარგმნეს: მწ. ლ. ბუღაძე პატრიარქის დაპატიმრებას ითხოვსო... ჰოდა, მაგინებენ, აბა, რას იზამენ! მაგრამ მართლაც ასეა: იმ სიბნელეზე, რითიც ეს გაბოროტებული, სისხლმოწყურებული და დაყრუებული მრევლი იკვებება, ჩვენი ეკლესიაა, ჩვენი პატრიარქია პასუხისმგებელი! ამ დღეებში მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი თუ გამოვიდა და ღიად დაგმო ძალადობა. მხოლოდ მათ სცადეს რეალურად ქრისტიანობის დაცვა წარმართებისგან, რომელნიც ქრისტიანებს უწოდებენ საკუთარ თავს. მაგრამ დეკონაზი იაკობ მახნიაშვილი, დეკანოზი თამაზ ლომაძე, დეკანოზი თეოდორე გაგნიძე (მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ წარმოუდგენელ რამეებს ამბობს), დეკანოზი ლევან მათეშვილი თუ დედა სიდონია ახლა სრულ უმცირესობაში არიან. მათი ხმა არ ისმის. ყვირიან (და ამათი რიცხვი კი ლეგიონია) ფულისა და გავლენის მანიით შეპრყობილი ექსტრემისტ-პოლიტიკანი ფსევდო-სასულიერო პირები, რომელნიც ქრისტეს ჯვარმცმელ მღვდელმთავარ კაიაფასა და დოსტოევსკის დიდ ინკვიზიტორს უფრო ჰგვანან, ვიდრე ქრისტიან მოძღვრებს! რატომ გვავიწყდება, ვის მიმართავს მეორედ მოსვლის ქრისტე იოანეს გამოცხადებაში (წაკითხვა გვეზარება, მამაოები გვიკრძალავენ თუ მოციქულ იოანეს არ ვცემთ პატივს)? ვის სთხოვს უპირველეს პასუხს? ჰო, გვავიწყდება... ეკლესიებს! ეკლესიებს, სადაც ღმერთი უარყვეს და საიდანაც ღმერთი გამოდევნეს... ეს გინების მოყვარული მრევლი სუსტია, ამათ ყველა შეაშინებს (უვიცის შეშინება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მცოდნესი), მხოლოდ ესენიღა თუ შერჩნენ ეკლესიას, მალე მარტო ზომბები გედგებიან აზრგამოცლილ წირვებზე... სასულიერო პირებო (და არა კარიერისტებო და წარმართებო, ვისაც თანამდებობა გგონიათ სასულიერო პირის წოდება), გამოჩნდით! ამხილეთ სიბნელე! დაიცავით ეკლესია ამ ჭეშმარიტად აპოკალიპტურ მხეცად ქცეული "საბჭოთა ქრისტიანობისგან!" თქვენ კი, ვაჟკაცო გოგოებო და ბიჭებო, განაგრძეთ გინება! წინ - გინებით - სასუფევლისკენ!
  21. „არსებობს ოთხი ფუნდამენტური უარყოფითი ასპექტი რელიგიისა. პირველი, ის არასწორად აღწერს სამყაროსა და ადამიანის შექმნის პროცესებს. მეორე, საწყისი შეცდომის წყალობით ის ახერხებს ნარცისიზმისა და ფარისევლობის შეთავსებას. მესამე, ის ერთდროულად წარმოადგენს ადამიანის სექსუალობაზე ზეწოლის შედეგსა და მიზეზს. და ბოლოს, მის საფუძველშივე დევს მისწრაფება მიიღოს სასურველი, რეალურად არსებულის ნაცვლად. ჩვენ არ გვჭირდება შეკრება ყოელდღე, ყოველ მეშვიდე დღეს, ან რომელიმე ღირშესანიშნავ დღეს ჩვენს სიმართლეზე სალაპარაკოდ ან საკუთარი უღირსი არსებობის მოსანანიებლად. ჩვენ, ათეისტებს, არ გვჭირდება მღვდლები და საეკლესიო იერარქია, რომელიც დოგმების სიწმინდეს დაიცავს. ჩვენთვის ამაზრზენია მშვერპლშეწირვა და სხვა რიტუალები, ისევე როგორც რაიმე საგნისა და გამოსახულების გაღმერთება, თაყვაყვანისცემა (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საგანი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სასასრგებლო ნივთს-წიგნს წარმოადგენს). დედამიწის არცერთი ნაწილი ჩვენთვის არ არის უფრო “წმინდა”, ვიდრე სხვა.რელიგიის ზოგიერთი აპოლოგეტი (მაგალითად, პასკალი) თავის მხრივ ბრწყინვალეა. ზოგიერთი მათგანი კი (არ შეიძლება არ გავიხსენოთ კლეივ ლუისი), სასაცილო და მომაბეზრებელი. თუმცა, ორივე მხარეს აერთიენებს აუტანლად მძიმე ტვირთი. როგორი ძალისხმევაა საჭირო, დაუჯერებლის დასასაბუთებლად! აცტეკები ყოველდღე იზიანებდნენ გულ-მკერდის არეს, რადგან მზეს ამოსვლა არ გადაეფიქრებინა. მონოთეისტები ვალდებულნი არიან, კიდევ უფრო ხშირად ევედრონ მოწყალება თავიანთ ღმერთს, ალბათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყრუა. რა დონის ცუდად შენიღბული და აზრს მოკლებული პატივმოყვარეობაა საჭირო, რომ თავი ღვთიური გეგმის ცენტრად მიიჩნიო? შენი პირადი ღირსების რა ნაწილი უნდა შესწირო მსხვერპლად, რომ მუხლებზე მდგომმა, დაუღლელად, ცოდვების მიტევება ითხოვო? რამდენი უაზრო და უმიზეზო დაშვებაა საჭირო იმისათვის, რომ ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა, ძველი კერპების სწავლებების ან წინასწარმეტყველებების(რომლებიც ადამიანის გამოგონილია) დამადასტურებლად შერაცხო? რამდენი წმინდანი, რამდენი სასწაული, ტაძარი და საიდუმლო კრებაა საჭირო იმისათვის, რომ რომელიღაც დოგმა ჯერ ჭეშმარიტებად გამოაცხადო, -ტანჯვის, წამების, უზარმაზარი დანაკარგის და სისასტიკის შემდეგ კი-ისევ უარყო? ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. ყველაფერი სწორედ რომ პირიქით იყო. სწორედ ამან გამოიწვია რელიგიებისა და ღმერთების ასეთი სიმრავლე(თავისთავად, კონფესიათაშორისი ხოცვა-ჟლეტაც), რამაც ასე შეაფერხა ჩვენი ცივილიზაციის განვითარება. დანაშაულები რელიგიურ ნიადაგზე, ხდებოდა და ხდება, არა იმიტომ, რომ ცოდვილნი ან დაწყევლილნი ვართ არამედ იმიტომ, რომ ჩვენი სახეობა, თავისი ბიოლოგიური ბუნებით, მხოლოდ ნაწილობრივაა რაციონალური.მე შემიძლია წავიდე მათი შვილების ნათლობაზე (bar mitzvah- რიტუალზე), აღვფრთოვანდე მათი გოთიკური ტაძრებით, “პატივი ვცე” მათ რწმენას, რომ ყურანი, მხოლოდ არაბულ ენაზე, წერა-კითხვის არ მცოდნე ვაჭარს უკარნახეს. ან დავინტერესდე ინდუისტებითა თუ ჯაინებით. მეტიც, ამას მე გავაკეთებ საპასუხო პატივისცემის მოთხოვნის გარეშეც კი, რომ ცხოვრებაში ხელი არ შემიშალონ. სამწუხაროდ, რელიგიას არ შეუძლია იყოს ასეთი თავაზიანი. მანამ, სანამ მე ამ სიტყვებს ვწერ, მანამ, სანამ თქვენ მათ კითხულობთ, მართლმორწმუნეები ამუშავებენ ახალ მეთოდებს, რომლითაც შეიძლება გამანადგურონ მეც, თქვენც და გაანადგურონ მძიმე შრომით მიღწეული ადამიანური ცივილიზაციები, რომელზეც აქ ვსაუბრობდი. რელიგია წამლავს ყველაფერს, რასაც ეხება.“ – ამერიკელი ათეისტი მეცნიერი – კრისტოფერ ჰიტჩინსი.
  22. დაახლოებით 2016 წლის წინ როდესაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ ახალი და ბევრისთვის უცნობი რელიგია იყო (სავსე მრავალი უცნაურობით), მის წიაღში გაჩნდა სწავლება ე.ი. იდეათა სისტემა სახელწოდებით – ესქატოლოგია ანუ მოძღვრება სამყაროსა და ადამიანთა რასის აღსასრულის შესახებ. რას გვეუბნება ქრისტიანული ესქატოლოგია? იმისათვის რათა ეს გავიგოთ, დასაწყისისათვის უნდა გადავხედოთ ისტორიას თუ რას აკეთებდა ქრისტიანული ეკლესია თავისი დიქტატორული რეჟიმის ანუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც ახ. წ. – ით 314 წელს ქრისტიანობის სრული ლეგალიზაციის შემდეგ მყისიერად, ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია თავს დაესხა წარმართებს: ანკირის საბჭომ აკრძალა და ერესად გამოაცხადა ქალღმერთი არტემიდას თაყვანისცემას. ამის შემდეგ არტემიდას თაყვანისმცემლებს მთელ იმპერიაში დევნიან და ხოცავენ. ეს იყო მართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური პლუტოკრატიის დასაწყისი. ახ. წ – ით 325 წელს რომის ფანატიკოსმა იმპერატორმა კონსტანტინემ პოლიტიკანურ-მარგინალური განზრახვით ქალაქ ნიკეაში მოიწვია და შეკრიბა დოგმატიკოს-ბუკვალისტი ანუ მართლმადიდებელი ორთოდოქსი ფანატიკოსები, ორთოდოქსი რელიგიური იერარქები, რეაქციონერები, თეოკრატები. კონსტანტინემ „ორთოდოქსებთან“ დადო სისხლიანი ხელშეკრულება, იმპერატორმა მათ პოლიტიკური, ფულადი და სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლაში, დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა გნოსტიკოსთა განადგურებაში, ხოლო „ორთოდოქსებმა“ ქედი მოიხარეს იმპერატორის წინაშე და ის ჭეშმარიტ მეუფედ და ლეგიტიმურ ლიდერად აღიარეს. გნოსტიკური ქრისტიანობა გამოცხადდა „ერესად და მწვალებლობად“, ხოლო გნოსტიკოსები „ერეტიკოსებად და მწვალებლობად“. დაკანონდა გნოსტიკოსთა სიკვდილით დასჯა. რომაელმა ჯარისკაცებმა იმპერიის მასშტაბით დაიწყეს გნოსტიკოსთა დევნა და ხოცვა-ჟლეტა. დაიღუპა ათასობით გნოსტიკოსი. ახ. წ. – ით 326 წელს იმპერატორი კონსტანტინე რომის იმპერიის ერთადერთ ოფიციალურ რელიგიად აცხადებს ქრისტიანობას. ის აუქმებს აპოლონის ქურუმთა საძმოს და სიკვდილამდე აწამებს აპოლონის ქურუმებს. ის აგრეთვე ასახლებს წარმართებს ატოსიდან და ანადგურებს ადგილობრივ წარმართულ ტაძრებს. ახ. წ. – ით 326 წელს მიჰყვება რა საკუთარი დედის ელენას ინსტრუქციებს, ანადგურებს მედიცინის ღმერთის ასკლეპიოსის ტაძარს კილიკიაში და ქალღმერთი აფროდიტას ტაძრებს იერუსალიმში და ა.შ. ქრისტიანულმა ეკლესიამ შეიმუშავასაკუთარი თავის დაცვის კიდევ ერთი მექანიზმი გარდა უშუალო ფიზიკური ძალადობისა, კერძოდ – ზემოთხსენებული ესქატოლოგია. ქრისტიანული ესქატოლოგია ჯერ კიდევ 2000 წლის წინ „წინასწარმეტყველებდა“ „ბოლო ჟამისა“ და „ურჯულოთა“ გამოჩენის შესახებ. ქრისტიანობისთვის ყველაფერი რაც არ ეთანხმიერება და არ ემორჩილება მის „წმინდა“ დოგმატებს არის „ბოლო ჟამის“ და „ურჯულოების“ მანიშნებელი კოსმიური ბოროტება, პოსტმოდერნისტული მუსიკა, მხატვრობა, კინო, ანიმაცია, რომანები, მოთხრობები, მეცნიერება, პოლითეისტური და პანთეისტური მისტიკა, ფილოსოფია, მეტაფიზიკა, დაუმორჩილებლობა საეკლესიო ფუნდამენტალიზმის მიმართ, ეკლესიის ფანატიკური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, თითოეული კრიტიკული სიტყვა ეკლესიის წინააღმდეგ, ყოველივე ეს „კაცობრიობის აღსასრულია“. რა მიზნით იქნა ეს დოგმა შემუშავებული? შემუშავებულ იქნა ეს იმისათვის რათა როდესაც ეკლესიის ძალაუფლების დიქტატს დაუდგებოდა შავი დღეები, როცა ფანატიკოსთა ურდოს მეუფებას დედამიწაზე შეექმნებოდა საფრთხე, ეკლესიის მესვეურებს შეძლებოდათ გამოსულიყვნენ საჯაროდ ბრბოში და ეთქვათ: „აჰა! ჰომ გაფრთხილებდით! ჰომ ვამბობდით! დაუდგა ადამიანთა მოდგმას ეშმაკეული ეპოქა!“ და ამის შემდეგ ისინი შეძლებდნენ ხალხის მასების ხელახლა დამორჩილებას, მასებში უმეცრების აღორძინებას. ეგრეთწოდებული წინასწარმეტყველებები „ბოლო ჟამის“ შესახებ ბიბლიასა და თანამედროვე ფუნდამენტალისტი ორატორების საეკლესიო ბესტსელერებში, სხვა არაფერია თუ არა ერთგვარი მარკეტინგული ნაბიჯი, ძალაუფლების რღვევის პრევენცია. ე.წ. „ბოლო ჟამის“ შესახებ ფუნდამენტალისტი პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლეში წერია: „იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.“ (II პეტრე 2-1). „ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.“ (II პეტრე 2-2). „ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.“ (II პეტრე 2-3). „რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად;“ (II პეტრე 2-4). „თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;“ (II პეტრე 2-5). „თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი,“ (II პეტრე 2-6). „ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა,“ (II პეტრე 2-7). „(ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), -“ (II პეტრე 2-8). „მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;“ (II პეტრე 2-9). „უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.“ (II პეტრე 2-10). „მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე.“ (II პეტრე 2-11). „ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან.“ (II პეტრე 2-12). „ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.“ (II პეტრე 2-13). „მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.“ (II პეტრე 2-14). „წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.“ (II პეტრე 2-15). „მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.“ (II პეტრე 2-16). „ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.“ (II პეტრე 2-17). „ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.“ (II პეტრე 2-18). „თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.“ (II პეტრე 2-19). „რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.“ (II პეტრე 2-20). „უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან.“ (II პეტრე 2-21). „სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.“ (II პეტრე 2-22). პეტრეს მესამე ეპისტოლეში წერია: „ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს,“ (II პეტრე 3-1). „რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.“ (II პეტრე 3-2). „უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი,“ (II პეტრე 3-3). „და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან.“ (II პეტრე 3-4). „რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.“ (II პეტრე 3-5). „ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.“ (II პეტრე 3-6). „ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.“ (II პეტრე 3-7). „ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.“ (II პეტრე 3-8). „არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.“ (II პეტრე 3-9). „ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.“ (II პეტრე 3-10). „მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,“ (II პეტრე 3-11). „რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?“ (II პეტრე 3-12). „ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.“ (II პეტრე 3-13). „ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.“ (II პეტრე 3-14). „ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.“ (II პეტრე 3-15). „ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.“ (II პეტრე 3-16). „ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ.“ (II პეტრე 3-17). იოანეს მეორე ეპისტოლეში წერია: „ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.“ (I იოანე 2-15). „ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.“ (I იოანე 2-16). „ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.“ (I იოანე 2-17). „ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.“ (I იოანე 2-18). „ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.“ (I იოანე 2-19). „თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი.“ (I იოანე 2-20). „იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.“ (I იოანე 2-21). „ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.“ (I იოანე 2-22). „საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.“ (I იოანე 4-1). „ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.“ (I იოანე 4-2). „ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.“ (I იოანე 4-3). „თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად.“ (I იოანე 4-4). „ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.“ (I იოანე 4-5). „ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.“ (I იოანე 4-6). იოანეს მეორე ეპისტოლეში წერია: „რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.“ (II იოანე 7). “თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.“ (II იოანე 8). “ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.“ (II იოანე 9). “ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.“ (II იოანე 10). “რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება.“ (II იოანე 11). იუდას ეპისტოლეში ეგრეთწოდებული „ურჯულო ანტიქრისტეების“ შესახებ მოცემულია ამგვარი პროპაგანდა: „ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.“ (იუდას ეპისტოლე 4). „მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.“ (იუდას ეპისტოლე 5). „ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.“ (იუდას ეპისტოლე 6). „ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.“ (იუდას ეპისტოლე 7). „იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.“ (იუდას ეპისტოლე 8). „მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!“ (იუდას ეპისტოლე 9). „ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.“ (იუდას ეპისტოლე 10). „ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.“ (იუდას ეპისტოლე 11). ტიმოთეს მიმართ პავლეს პირველ ეპისტოლეში არის ჩამოყალიბებული შემდეგნაირი თეოკრატიული პროპაგანდა: „ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას.“ (I ტიმოთე 4-1). „ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;“ (I ტიმოთე 4-2). „ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.“ (I ტიმოთე 4-7). „ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.“ (I ტიმოთე 4-8). „სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.“ (I ტიმოთე 4-9). „ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.“ (I ტიმოთე 4-10). „მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;“ (I ტიმოთე 6-17). „რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,“ (I ტიმოთე 6-18). „და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.“ (I ტიმოთე 6-19). „ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,“ (I ტიმოთე 6-20). „რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან.“ (I ტიმოთე 6-21). ტიმოთეს მიმართ პავლეს მეორე ეპისტოლეში საეკლესიო პროპაგანდა უფრო შორს მიდის და „გვამცნობს“ ე.წ. „საზარელი ჟამის“ შესახებ როცა ადამიანები განუდგებიან „ჭეშმარიტ ღმერთს“ და შედეგად თავს დაატყდებათ მრავალი უბედურება, ეპისტოლე გვეუბნება: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი.“ (II ტიმოთე 3-1). „რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი,“ (II ტიმოთე 3-2). „კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,“ (II ტიმოთე 3-3). „გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა,“ (II ტიმოთე 3-4). „მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი.“ (II ტიმოთე 3-5). „სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;“ (II ტიმოთე 3-6). „ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.“ (II ტიმოთე 3-7). „როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.“ (II ტიმოთე 3-8). „მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.“ (II ტიმოთე 3-9). „შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,“ (II ტიმოთე 3-10). „დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.“ (II ტიმოთე 3-11). „ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.“ (II ტიმოთე 3-12). „უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.“ (II ტიმოთე 3-13). ახლა მაინც გასაგებია თუ რა განზრახვა ამოძრავებს ქრისტიანულ ეკლესიას ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული? ვიაზროვნოთ მეცნიერულად, პოსტმოდერნისტულად და დავსვათ 3 ფუნდამენტური კითხვა: 1) (ჩვენ, ადამიანებს) რაში გვჭირდება „ღმერთი“ და კონკრეტულად მაინც და მაინც აბრაამის „ღმერთი“? ამაზე შესაძლოა გაგვცენ პასუხი რომ გვჭირდება ე.წ. „ცხონებისთვის ცათა სასუფეველში“ და ე.წ. „საუკუნო სატანჯველის“ ანუ „ჯოჯოხეთში ტანჯვის“ თავიდან აცილებისთვის, თურმე! ამაზე იბადება ახალი კითხვა, 2) რა ვიცით ჩვენ, რომ ის რასაც ე.წ. „სასუფევლისა“ და ჯოჯოხეთის“ შესახებ გვეუბნებიან მღვდლები, წარმოადგენს მეცნიერულად ექსპერიმენტულად დადასტურებულ და ფაქტებით გამყარებულ რეალობას? და ბოლოს 3) ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, რომ „ღმერთის“ მხრიდან მისი თაყვანისცემის იძულება და ამის აბსოლუტურ სათნოებად გამოცხადება, ხოლო მისი უარყოფის „ბოროტებად“ გამოცხადება და ამგვარი „ბოროტი ადამიანების“ სამარადისოდ ჯოჯოხეთში სატანჯველად გაგზავნა სწორია და სამართლიანი? თქვენ ხვდებით რომ „ღმერთი“ არ უტოვებს ადამიანს ალტერნატივას და უხშობს თავისუფალ არჩევანს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მისგან გადგომა, როგორც ერთადერთი ფსევდოალტერნატივა ნიშნავს საკუთარი ნებით მარადიულ ტანჯვაში შესვლას?! აბრაამის „ღმერთის“ პოლიტიკა ადამიანებთან მიმართებაში ასეთია: „ვისაც მოგწონვართ მობრძანდით ჩემთან და ვინეტაროთ და ვინადიმოთ სამოთხეში, ხოლო ვისაც არ მოგწონვართ წაეთრიეთ ჯოჯოხეთში სატანჯველად... სამუდამოდ!“ სერიოზულად მაინტერესებს, რატომ უნდა მიყვარდეს აბრაამის „ღმერთი“ და რატომ ვარ ბოროტი თუ მას არ ვემონები? საეკლესიო ესქატოლოგიური პროპაგანდა გვეუბნება 5 რამეს: 1) აბრაამის „ღმერთი“ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ხოლო ყველაფერი სხვა აბსოლუტური ბოროტება, 2) აბრაამის „ღმერთის“ მონური მორჩილება და ქება-დიდება სიკეთეა და „სასარგებლოა“ ადამიანისთვის, 3) აბრაამის „ღმერთის“ უარყოფა და მისგან განდგომა არის აბსოლუტური „ბოროტება“ და ისჯება ჯოჯოხეთით, 4) თანამედროვე პოსტმოდერნისტული ტექნოტრონული ეპოქა არის „ურჯულოების საზარელი ეპოქა“, როდესაც „ცრუწინასწარმეტყველნი“ ცდილობენ ხალხის „უფლისგან“ ჩამოცილებას და ანტიქრისტიანული ფასეულობების საფუძველზე „უღვთო საზოგადოების“ შექმნას და ბოლოს 5) დადგება დრო და „მართალი ხალხის“ დახმარებით, ე.წ. „ღმერთი“ დედამიწაზე მყოფ „ურჯულოებს“ დასჯის, ხოლო „მართალთ“ „ცათა სასუფეველში“ წაიყვანს. აი ამგვარია ფანატიკური შავი პიარი ლიბერალიზმის, ჰუმანიზმისა და ტრანსჰუმანიზმის წინააღმდეგ, მეცნიერებისა და არაქრისტიანული (არააბრაამული) ფილოსოფიის წინააღმდეგ, რომელიც ბევრ იდიოტს სიმართლედ მიაჩნია.
  23. სტუდენტი ღვთისავარ ჩაბრავა ანტიეკლესია ანტიმრევლი!!! ანუ „მართლ-დაბოლილები“ (ანტიმართლმადიდებლური ანტიეკლესიური პამფლეტი) ზოგიერთები ამბობენ ერს სულიერი სიმშვიდე სჭირდება და ამიტომაც ხალხმა ეკლესიაში უნდა იაროსო, რადგანაც ასე ხალხი ქრისტეს მადლს ეზიარებაო, მაგრამ ყველაფერი ეს სიბრიყვე და სისულელეა! თუ გინდა სულიერი სიმშვიდე, ჩაიხედე საკუთარი არსების წიაღში და იპოვი მას! ნუ ეძებ მას შენი არსების გარეთ, სხვაგან! თუ გსურს იპოვო ღმერთი, ნუ ეძებ მას შენი არსების გარეთ, სხვაგან! ჩაიხედე საკუთარი არსების წიაღში და იპოვი მას! თუ გსურს მიიღო სიყვარული, ჩაიხედე საკუთარი არსების წიაღში და იპოვი მას! ნუ ეძებ მას შენი არსებისგან მოშორებით, სხვაგან! გაწუხებს ნერვები? მიდი ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან! გსურს მიიღო ცოდნა და სულიერი სიბრძნე? მიდი მეცნიერთან , ფილოსოფოსთან და მეტაფიზიკოსთან!!! ან მოიძიე ცოდნა და სიბრძნე თავად! ჩაიხედე საკუთარ არსებაში და აღმოაჩინე იქ ჭეშმარიტება!! ტაძარ–ტაძარ ყიალი და ხეტიალი და სულელი, ქსენოფობი, ოლიგოფრენი, შოვინისტი, რასისტი, ნაცისტი, ჰომოფობი, ერუდიციის არმქონე, უმეცარი, გაუნათლებელი და მარგინალი "მამაოების" ანუ ე.წ. "მღვდლების" ფუნდამენტალისტური და ფანატიკური ლირიული დემაგოგიური ქადაგებების მოსმენით არაფერი შეგემატება!!! პირიქით დაგაკლდება! ტვინს და გულს გამოიტენი ფუნდამენტალისტური შიზოიდური იდიოტობებით და კიდევ უფრო დამძიმდები სულიერად!!! საქართველოს მოსახლეობის 90% "მართლმადიდებელი ეკლესიის" ერთგულია, რატომ? უმეცრების გამო!!! მექანიზმი ასეთია: უმეცარი და აგრესიული ნერვებმოშლილი ჰომოფობი მრევლი მიდის "სულიერი სიმშვიდის" საძებნელად კიდევ უფრო ჰომოფობ, ნერვებმოშლილ, უმეცარ და აგრესიულ მღვდელთან, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად არის დაოსტატებული დემაგოგი!!... მღვდელი მოძღვრავს ისედაც ტვინნატკენ და ტვინნაღრძობ მრევლს და შედეგად ვიღებთ: ფუნდამენტალისტი, უმეცარი გაუნათლებელი და აგრესიული ჰომოფობების "ზომბილაშქარს"!!!მღვდელიც აგრესიული და ფანატიკოსი და მრევლიც! აი ასეთი არითმეტიკა გვაქვს დღეს ქვეყანაში! მღვდელი: "მიდი მოკალი ლესბიანკა! ამას ითხოვს უფალი იესო!" მრევლი: "დიახ მამაო!!" მღვდელი: "მიდი და მოკალი (ან ცემე სანამ არ დაამტვრევ ძვლებში და არ დატოვებ ცოცხალ–მკვდარს) ევანგელისტი!" მრევლი: "არის მამაო!!" მღვდელი: "წადი დახოცე ბუდისტები! ამას ითხოვს მაღალთა შინა მყოფი უფალი!" მრევლი: "დიახხ მამაო!!" და მრევლიც მიდის, უკან ან წინ მიუძღვებათ ე.წ. "კბილებალესილი მამაოების" ჯგრო და ერიჰაა!!! წალეკავს ურდო ქვეყანას!! მართლმადიდებელი ეკლესია: "იქამდე არ მოვისვენებთ, იქამდე არ მოვხუჭავთ თვალს, ვიდრე დედამიწაზე ყველა ადამიანი არ გახდება მართლმადიდებელი (ნებით თუ ძალით) ან სანამ ყველა ევანგელისტი, მორმონი, ბუდისტი, კრიშნაიდი, იეზიდი, ლესბიანკა, ბისექსუალი, კათოლიკე და ა.შ. –ები არ ამოწყდებიან!!!!... ჩვენ ვართ ქრისტეს ეკლესია!! სამოციქულო!!! მადლი მხოლოდ მართლმადიდებლებზე გადმოდის, ისიც სამი საათიდან ოთხ საათამდე, განრიგით... ჩვენ წავბილწეთ ახალგაზრდებისა და მოხუცების გული და გონება და დავიპყარით მათი ცნობიერება!! ყველგან ჩვენა ვართ! აბა გაბედოს ვინმემ რამე თქვას ჩვენი საპირისპირო! მყისვე შევკრებთ ბიჭიკოებს და სახლში მივუვარდებით! ქვას ქვაზე არ დავვტოვებთ!... იმიტომ რომ ჩვენ ვართ „კურთხეულები!" მთავრობა ეკლესიას ტრაკს უტლეკავს! ყველაფერი მათ ხელშია!აბა როგორ გაბედავს მთავრობა "კურთხეული დედაეკლესიის" თითის დაკარებას? რაღათქმაუნდა არა!... დღეს ჰომოსექსუალი ცემეს, ხვალ ბუდისტი ცემეს, ზეგ კრიშნაიდი აწამეს, მაზეგ – მუსულმანი მოკლეს... მთავრობა რას აკეთებს? არაფერს!!! მთავრობა ამბობს: "მდააა..." "მართლმადიდებელი ერი" ამბობს: "ოხ შე სატანისტო იაღოველო! მოგკლავ!!" იაღოველი: "რა დაგიშავე ჩემო სულიერო ძმაო? ვიცხოვროთ მშვიდად და დაე უფალმა დაგლოცოთ..." მართლმადიდებელი ერი: "ვის რათ უნდა შენი დალოცვა შე სატანა! წაეთრიე ქვეყნიდან ან მოკეტე და იყუჩე!!" ცემეს ბუდისტი.. პრეზინდენტი: "მდაა..." პრესა: "მდააა..." ტელევიზია: "მდააა..." კურთხეული ერი: "დიდება ქრისტეს! მოკვდი მტერო იხარე ჭერო!"მოკლეს ბუდისტი... პრეზიდენტი: "მდააა.. ოოო..." პრესა: "მდააა...ოოო..." ტელევიზია: "მდააა.ოოო..." "კურთხეული ერი": "ვაშააა! მთელი ქვეყანა ჩვენა ვართ! ყველა ერეტიკოსი მიწაში გდია! ურა! ჩვენ შევმუსრეთ ქრისტეს მტრებიიი...!!" მამაომ ბუდისტზე თქვა: "სატანაა ეგა" პრეზიდენტი: "არაფერი უჭირს..." მამაომ ბუდისტი ცემა, პრეზიდენტი: "მერე რა უჭირს კაცო..." მამაომ ბუდისტი მოკლა, პრეზიდენტი: "კაი რა დამასვენეთ! რა შეაღონეს ამ ბუდისტებმა გული!" რას ნიშნავს იყო ქართველი? "კურთხეული მართლმადიდებელი ერის პასუხი: "იყო მართლმადიდებელი!" კითხვა: მუსულმანი ან ბუდისტი ქართველები ქართველები არ არიან?" "კურთხეული მართლმადიდებელი ერის" პასუხი: "არ არიან!! ეგენი ეშმაკები არიან!!..." განცხადება: "პატრიარქმა თქვა: "თვალები დაითხარეთ და სამოთხეში უფრო სწრაფად შეხვალთო!" მრევლი: "დიახ მამაო!" პატრიქრმა თქვა: "თავზე კალათა ჩამოიფხატეთ და ისე იარეთ! ასე ბრძანა უფალმა!" მრევლი: "დიახ მამაო!" პატრიარქმა თქვა: "დღეიდან ცხვირს ქვია საჯდომი და საჯდომს ქვია ცხვირი!" მრევლი: "ეგრეა მამაო!" მართლმადიდებელი ეკლესია: "ცხადდება მარათონი:ვინც უფრო მეტ არამართლმადიდებელს აგინებს, ცემს და მოკლავს, მიიღებს საგზურს სამოთხეში, ბიზნეს კლასით წინა სკამებზე!" მრევლი: "ურაა!!..." ეს ყველაფერი ეკლესიაში დაკანონებული უაზრო აგრესიული და ფანატიკური დოგმების ბრალია, რომელსაც მოაზროვნე და გონიერი ინდივიდი არ უნდა და სძულს! ამიტომაც უკვე ეკლესიაში სამი წელია აღარ დავდივარ! არც ვეწევი და არც ვიჩხირავ და არც ვსვამ და არც სხვა რამე... ერთი ეგაა ეკლესიის მიერ დაგმობილი წიგნების წაკითხვა რომ ამიკრძალა ჩემმა მამაომ იმაზე გავგიჟდი! სწორედ მაშინ იმ დღესვე დავიწყე საწინააღმდეგო წიგნების და ნაშრომების წერა და კითხვა გამალებულმა! არავის აქვს უფლება მიმითიტოს რა ვიკითხო და რა არა და არასდროს არავის არ დავემორჩილები! ცუდ რამეს მე ისედაც არ ვკითხულობ! მამაო რომ ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის შესწავლას აგიკრძალავს როგორ ნუ გაბრაზდები და მოიძულებ მაგათ! მე ვარ ჭეშმარიტი ეზოთერიკი ქრისტიანი და სინკრეტისტი! მე ქრისტეს სულიერ სიბრძნესა და ცოდნას ვჭვრეტ მსოფლიოს ყველა სწავლებაში! ყველა მოძღვრებაში ვეძებ ანალოგიებს და პარალელებს! ასეთი გავხდი ეკლესიდან წასვლის შემდეგ... იქ ცოდნა არავის აინტერესებდა, ყველა რიტუალების ბრმა რუტინულ შესრულებაზე იყო დაციკლული და გადარეული! ხალხი იყო უმეცარი და წიგნის წაუკითხავი! ხალხი მაშინაც და დღესაც უბრალოდ მოდასაა აყოლილი თორემ განა მართლა ეგრე წამთ? თქვენი აზრით რწმენა რაა? უმეცრებს შეიძლება ქონდეთ რწმენა? შეიძლება კაცი იყოს უწიგნური და მორწმუნე? და ეზიზღებოდეს ყველა სხვა რელიგია და მათი მიმდევრები? ასეთი ზიზღი რაღაცა შოზოფრენიული და ფანატიკური მგონია! ესაა ადამიანობა? ესაა ქრისტიანობა? რომ ამტკიცებენ ეს მრევლი და ეკლესია,რომ ჭეშმარიტი რელიგია მარტო მართლმადიდებლობაა და ყველა სხვა რელიგია სატანიზმია, მათი მიმდევრები სატანისტები არიან და ჯოჯოხეთში რომ ხვდებიან ვითომ ეს მართალია?!! რა მუსულმანი ქართველები ქართველები არ არიან? რა ყველა არა მართლმადიდებელი ადამიანი დედამიწის ზურგზე მართლა სატანისტია და სულ წუილით მიდიან ჯოჯოხეთში სამუდამოდ?!!! რატომაა ვითომ ყველა არა მართლმადიდებელი სატანისტი?! რატომ ხვდება ყველა არამართლმადიდებელი ჯოჯოხეთში?! არაა ეგრე!!!!!!!!!! მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკა მარტივია, ის, რაც მას სურს, იგი ახორციელებს ძალისმიერი მეთოდებით, ასე იყო საუკუნეების წინ... და ასეა დღესაც... მართლმადიდებელი ეკლესია სავსეა აგრესორი წმინდანებით, რომლებიც ეკლესიის იდეებს ძალით ნერგავდნენ ხალხის მასებში და ტარანით მიქონდათ საეკლესიო დოგმატები ადამიანთა გონებამდე, ასეთი აგრესორი და მოძალადე იყო რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ე.წ. წმინდა ვლადიმირი, რუსეთის მთავარი, რითი გამოიჩინა მან თავი? ყველაფერი მარტივადაა: ვლადიმირი ახალი წელთაღრიცხვის ცხრაასიან წლებში ცხოვრობდა, როდესაც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღმოსავლეთ ევროპაში ტერიტორიების ექსპანსია დაიწყო, ამ ახალ იდეოლოგიას გაშლილი ხელებით შეეგება პოლიტიკური ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი ტირანი და დიქტატორი, ნამდვილი გაფხორილი ინდაური სახელად ვლადიმირი, მთავარი რუსეთისა... ვლადიმირმა იმწამსვე ჩაბღუჯა ახალი იდეოლოგია, რომელიც ხალხის მასების დასამონებლად კიდევ უფრო ეფექტურ იარაღს წარმოადგენდა და ვლადიმირმა ის გამოიყენა კიდეც! ვლადიმირმა მთელს სამთავროში ძველი რელიგიის მიმდევართა წინააღმდეგ აქტიური რელიგიური რეპრესიები დაიწყო, უამრავი ადამიანი, რომელიც მტკიცედ იდგა თავის რწმენაში და არც აპირებდა ახალი სწავლების მიღებას, ამოხოცეს... ზოგიერთნი ქვეყნიდან გაიქცნენ და დაიფანტნენ ოთხივ მხარეს... ხოლო ვინც ქვეყანაში დარჩა იძულებული გახდა დამორჩილებოდა ახლადგამოცხვარ მართლმადიდებელ ტირანს! ვლადიმირმა როგორც რეალური ისტორიული წყაროები გვამცნობენ, შეკრიბა ჯარი და ხალხს იარაღის მუქარით ერეკებოდა ყინულივით ცივ მდინარეებში და „ნათლავდა ქრისტეს სახელით“, ამგვარი „მონათლვის“ შედეგად ბევრი ფილტვების ანთებით დაიღუპა და ვინც გადარჩა სიცოცხლის ბოლომდე ახლადგამოცხვარი „წმინდა“ ვლადიმირის მონად დარჩა, რუსეთის ახლადგამოცხვარმა ეკლესიამ რაღათქმაუნდა ვლადიმირი „წმინდანად“ შერაცხა! აბა რა უნდა ექნათ? თქვენი აზრით გაბედავდნენ და არ შერაცხავდნენ? ვლადიმირი ხალხზე ძალადობით „გაწმინდანდა“!! ასეთივე „წმინდანი“ იყო რომის „მართლმადიდებელი“ იმპერატორი თეოდოსიუს პირველი, მან სახელი იმით მოიხვეჭა და „წმინდანად“ იქნა შერაცხული, რომ 381 წელს გამოსცა კანონი, კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მანიქეველს ჩამოერთვა სამოქალაქო უფლებები, აიკრძალა მათი შეკრებები ნებისმიერ ადგილას, აიკრძალა მანიქევლური ლიტერატურის შექმნა და გავრცელება, მანიქევლებს ჩამოერთვათ მთელი ქონება და რაღათქმაუნდა მთლიანად გადაეცა რომის კათოლიკე მართლმადიდებელ ეკლესიას! და რაც ყველაზე მთავარია: დაკანონდა უკლებლივ ყველა მანიქეველის, დიდისა თუ პატარის, საჯაროდ სიკვდილით დასჯა! რომაელი ჯარისკაცები რომლებიც ადრე ყველა ქრისტიანს განურჩევლად დასდევდნენ და ხოცავდნენ, ახლა ერთერთი „ქრისტიანული“ სექტის ე.წ. „მართლმადიდებელი ეკლესიის“ სახელით ყველა არამართლმადიდებელს დევნიდნენ და ადგილზევე ხოცავდნენ!... მანიქევლების დევნა საუკუნეები გაგრძელდა და იქამდე არ დასრულდა სანამ უკანასკნელი მანიქეველი არ ამოწყდა... 529 წელს რომის „მართლმადიდებელმა“ იმპერატორმა იუსტინიანე პირველმა არა უბრალოდ დაგმო ნეოპლატონიზმი, არამედ საერთოდ აკრძალა იგი და დაიწყო ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსთა და მათ მიმდევართა დევნა–შევიწროება, იუსტინიანე პირველი შეუჩერებლად აგზავნიდა ნეოპლატონიკოსების კონცენტრაციის ადგილებში, მათ სახლებში დამსჯელ რაზმებს, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ „სხვაგვარადმოაზროვნეთ“, გარკვეული დროის შემდეგ რომის იმპერიაში თითქმის აღარ დარჩნენ ნეოპლატონიკოსები... რომის მართლმადიდებელი იმპერატორები საუკუნეები დევნიდნენ „სხვანაირად მოაზროვნე არამართლმადიდებლებს“ და ხოცავდნენ მათ! მართლმადიდებელი ეკლესია „არამართლმადიდებელი მიმდინარეობების“ ძარცვის ხარჯზე გამდიდრდა და ეს ისტორიული ფაქტია! ვისაც ჩემი სიტყვები არ მოსწონს ცივი წყალი დალიოს!!... ახალი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში ეგვიპტის ალექსანდრიაში ცხოვრობდა გამოჩენილი ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი ქალი – ჰეპათია, რომელიც მასწავლებელი იყო ალექსანდრიის „წარმართულ“ ფილოსოფიის სკოლაში, ერთხელაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი პატრიარქი და მთელი მისი მიმდევარი მრევლი მარცხენა ფეხზე ადგა... აგრესიით, ქსენოფობიით, რასიზმით, ფანატიზმითა და ფუნდამენტალიზმით შეპყრობილი მრევლი, ალექსანდრიის მართლმადიდებელი იერარქების თაოსნობით, დააცხრა თავზე ფილოსოფიის სკოლას და შტურმით აიღო იგი, მართლმადიდებელმა ბრბომ დახოცა მასწავლებელთა და მოწაფეთა უმეტესობა, ვინც გადარჩა ან გაიქცა ან იძულებით „გადამართლმადიდებელდა“, ფილოსოფიური ხელნაწერების უდიდესი ნაწილი განადგურდა! თავად ჰეპათია კი შეიპყრეს, აწამეს, გააუპატიურეს და ნაკუწებად აჩეხეს! ახლა დაფიქრდით: ვინაა წმინდანი? ვლადიმირი, რომელიც იყო ტირანი და დიქტატორი და ძალით მონათლა ხალხი, თუ ჰეპათია, რომელიც გასაოცარი ერუდიციის მქონე პიროვნება იყო, ფლობდა დიდ ცოდნასა და სიბრძნეს და რომელიც იდეის გულისათვის აწამეს, იხმარეს და ნაკუწებად აჩეხეს სიძულვილით შეპყრობილმა „მრევლმა“?! მე თუ მკითხავთ წმინდანი არის ჰეპათია და არა ე.წ. ვლადიმირი! ჰეპათია იყო ჭეშმარიტი წმინდანი, რომელიც იდეის გულისათვის დაიღუპა და თან წამებით!... მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკა იყო, არის და იქნება ასეთი: „მძულს ყველა ვინც მე არ მგავს!“. მართლმადიდებელი ეკლესიის „სასულიერო“ იერარქები, საუკუნეთა მანძილზე მხოლოდ ერთი მიზნისაკენ ისწრაფვოდნენ და ეს მიზანია: აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლება, მათ მუდამ ტირანიული და დესპოტური მიზნები ამოძრავებდათ, ერუდიციის არმქონე ხალხის მასების გამოზრდა მუდამ მათი ნომერ პირველი ამოცანა იყო, რადგანაც ეკლესიას ჰაერივით სჭირდებოდა თვინნაღრძობი, ტვინნატკენი, უმეცარი, აგრესიული, ჰომოფობი და ნაცისტი მრევლი, რომელზედაც იბატონებდნენ და რომელსაც საჭიროების შემთხვევაში „კონკურენტი“ კონფესიების წინააღმდეგ მიმართავდნენ, რასაც ისინი პირველი საუკუნიდან მოყოლებული აკეთებდნენ კიდეც! მღვდელი არ არის მეცნიერი, ის არ არის ფილოსოფოსი და არც მეტაფიზიკოსი, მაშინ რატომღა უჯერებენ მას უსიტყვოდ ე.წ. „მრევლი“? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ მრევლი უმეცარია და არ გააჩნია ერუდიცია! იმიტომ რომ ე.წ. მრევლის 99% არის ფსიქიურად და ნევროლოგიურად შეშლილი, მთელი რიგი ფსიქოლოგიური კომპლექსებით გაძეძგილი სადისტი და სოციოპათი და ამ სოციოპათებს აქვთ მოთხოვნილება რომ მიიღონ ნუგეში, შვება, ხსნა... ხსნას კი ისინი ხედავენ ე.წ. მღვდლების მორჩილებაში, რატომ არ მიდიან ისინი ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, ფილოსოფოსებთან ან მეტაფიზიკოსებთან, თუ დახმარება ესაჭიროებათ? რატომ და იმიტომ რომ ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან მიხვიდე, მათ სტერეოტიპული სტიგმური წარმოდგენით, ნიშნავს იყო გიჟი! „ჯანსაღ საზოგადოებას“ კი გიჟები არ უყვარს! ფილოსოფოსებთან და მეტაფიზიკოსებთან მისვლას მათთვის აზრი არ აქვს, რატომ? არის ორი მიზეზი, პირველი იმიტომ რომ მათ უბრალოდ ფეხებზე კიდიათ ცოდნა, მათ არ აინტერესებთ შემეცნება, არ აინტერესებთ არც ფილოსოფია და მეტაფიზიკა... მეორე მიზეზი კი არის ის, რომ მათ არ აქვთ ერუდიცია, სამაგიეროდ მათ ტვინში ჩასვირინგებულია ცეცხლოვანი ასოებით სტიგმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ იყო „ეკლესიური“, ნიშნავს იყო „მართალი კაცი“ ანუ გქონდეს პრესტიჟი, დიახ! ეკლესიურობა ესაა „პრესტიჟი“! ფსიქიატრი და ფსიქოლოგი არაპრესტიჟულია, აი მღვდელთან მისვლა კი არის! რატომ? რატომ და იმიტომ რომ საუკუნეთა მანძილზე ხალხის მასების ცნობიერებაში ჩამოყალიბდა და განმტკიცდა, ასევთქვათ ღრმად გაიდგა ფესვები „დედაეკლესიის უცდომელობისა და ღვთიურობის“ ცრუ იდეამ, რომელსაც ეკლესიის იერარქები ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან ნერგავდნენ ბრბოში!!! უმალ ღორები დაიწყებენ ფრენას ან ორანგუტანგები ფილოსოფიის ტრაქტატს დაწერენ ვიდრე „მართლმადიდებელი მორწმუნე“ შეიცვლის მსოფლმხედველობას! მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, მგელი კი იძახდა: „გამიშვი მთაზე ცხვარიაო!“... ეკლესია დაოსტატებული ქირურგია, ის საოცარი სიზუსტით ატარებს „სპეც–ოპერაციებს“ ადამიანთა ცნობიერებაზე, საუკუნეთა მანძილზე მუდმივი ქირურგიული ჩარევების შედეგად მივიღეთ „საზოგადოება–ფრანკენშტაინის მონსტრი“! ეკლესიას მოაზროვნე ინდივიდები არ ჭირდება! მას გოლემები ჭირდება, დაპროგრამებული ბიორობოტები, რომლებსაც საითაც უნდა იქეთ წარმართავს და რასაც უნდა იმას ჩაადენინებს!! მოაზროვნე ინდივიდი ეკლესიის იდეოლოგიით „სატანისტი და ერეტიკოსია“, იცით როგორ უსწორდებიან სატანისტებს? გაიხსენეთ გარდასული საუკუნეები, გაიხსენეთ 17 მაისი!... დასაბამშივე, ჩასახვის დღიდანვე ქრისტიანული მოძღვრება სავსე იყო მძლავრი ვნებათაღელვებითა და ინტერესთა კონფლიქტებით, რამაც განაპირობა მისი მრავალფეროვნება. თავიდანვე, ჩვენი ერის პირველი საუკუნიდანვე ქრისტიანული მოძღვრება განვითარდა როგორც მრავალი, სხვადასხვა სახისა და ფორმის რელიგიურ–ფილოსოფიური კონფესიის ერთობლიობა, რომელთა წარმომადგენლებს ძალზე ხშირად გააჩნდათ ერთმანეთთან მიმართებაში ძლიერი ინტერესთა კონფლიქტები და ანტიპათიები, ქრისტეს დოქტრინების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, რაც არ უნდა გამჭრიახი გონება ჰქონოდა, თითოეული მოციქული და მოციქულთა მოწაფე და მოწაფეთა მოწაფე, ფლობდა მეტნაკლებად განსხვავებულ და თავისებურ ხედვას, კონკრეტულად ქრისტეს ქადაგებებისა. ადრექრისტიანულ ეპოქაშივე მოხდა ქრისტეს მოძღვრების მიმდევართა დიფერენციაცია, გამოიკვეთენ ისეთები რომლებიც შედარებით უფრო კარგად იგებდნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსს და ისეთებიც რომლებიც ან ცუდად იგებდნენ ან საერთოდაც არ ესმოდათ იგი. ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსთან, საკუთარ თავს გნოსტიკოსებს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს შემმეცნებელს. მათი ორი მთავარი თვისება იყო, პანენთეისტური სუპერპერსონალიზმი და ებრაელთა რელიგიისა და მათი ღმერთის – იაჰვეს მიმართ კრიტიკული და მტკიცედ უარყოფითი, ანტაგონისტური დამოკიდებულება, რაც ვგონებ საკმაოდ ობიექტური იყო მათი მხრიდან, თუ მხედველობაში მივიღებთ ყველა ფაქტს. გნოსტიკოსთა მთავარი არგუმენტი იაჰვეს წინააღმდეგ, იყო მისი მძიმე ხასიათი, რაც გამოიხატებოდა, ტირანიულ და დიქტატორულ ნარცისიზმში, სადიზმში, ნაციზმში, რასიზმში, ქსენოფობიაში, სოციოპათურ ექსცენტრიზმში, რადიკალურ სიმკაცრეში, თანაგრძნობისა და მოწყალების უნარის არქონაში, ეჭვიანობასა და შურიანობაში, რომელიც ძველი აღთქმის თითქმის ყოველ სტროფში ვლინდება. გნოსტიკოსები მიუთითებდნენ ებრაელთა იაჰვესა და სახარებისეული მამაზეციერის ანტაგონიზმსა და დიალექტიკაზე ანუ იმაზე, რომ ამ ორი არსების ხასიათი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ფაქტობრივად თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ ის, რომ ებრაული იაჰვე და სახარებისეული მამაზეციერი ორი სრულებით განსხვავებული არსება არიან. გნოსტიკოსთა საპირისპიროდ ადრექრისტიანულ ეპოქაში ჩვენდა საუბედუროდ ჩაისახა ერთი მეტად რადიკალური და ექსცენტრიული ტერორისტული ბუნების მქონე სექტანტური მიმდინარეობა, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას იმაზე, რომ წარმოადგენდა ქრისტიანობის ერთადერთ ჭეშმარიტ ფორმას, ხოლო სხვა მიმდინარეობებს ერეტიკულად ანუ მწვალებლურად, მცდარად აცხადებდა. ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი იყო ორი რამ, კერძოდ მისი ჰიბრიდული ნახევრადქრისტიანული და ნახევრადიუდევლური (ებრაული ანუ იაჰვისტური) ბუნება და სადისტურ–სოციოპათიური და ექსტრემისტულ ტერორისტული ხასიათი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ეს მიმდინარეობა, თავის აბრაამულ ალუზიებში სახარებისეულ მამაზეციერს ებრაულ იაჰვეში აიგივებდა, იაჰვეს ჭეშმარიტი მამაღმერთის ერთერთ სახელად მიიჩნევდა და ამით, ორ სრულებით შეუთავსებად ლიტერატურას, ქრისტიანულ სახარებებსა და ებრაულ იაჰვისტურ წიგნებს ერთმანეთში ურევდა, იმისათვის რათა ებრაული და ქრისტიანული ლიტერატურის სინთეზი წარმატებით განეხორციელებინათ, ისინი ქრისტიანულ სახარებებში ხელოვნურად უმატებდნენ იაჰვისტურ ალუზიებსა და სხვა სახის ინტერპოლაციებს, რომლებიც ანგრევდნენ სახარებათა არაიაჰვისტურ თვისებრივად ნოვატორულ იდეურ საფუძველს. ეს სექტა მკაცრად და თან ერთობ დიდი წარმატებით უსწორდებოდა ქრისტესთან იდეურად უახლოს კონფესიებს, გნოსტიკურ დენომინაციებს, ხოცავდა რა მათ წარმომადგენლებს და ამას აკეთებდა საიმპერატორო კარის დიდი მხარდაჭერით, საუკუნეთა მანძილზე ეს სექტა დაკავებული იყო სამი რამით: ხოცვით, ძარცვითა და ფაქტების პროფანაციით, სწორედ განადგურებულ გნოსტიკურ და სხვა რელიგიური კონფესიების ქონების კონფისკაციამ უსაშველოდ გააფართოვა აგრესორ სექტანტთა ფინანსები. ამ სექტანტების სახელი იყო – კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. იუდეოქრისტიანული და სხვა აბრაამული სწავლებების თანახმად ძეღმერთს დედამიწაზე ყავდა 12 მოციქული, მათგან ყველა მამაკაცია, მაგრამ სინამდვილეში მოციქულები ბევრად უფრო მეტნი იყვნენ და მათ შორის ყოფილან ქალებიც. იუდეოქრისტიანული და ზოგადად აბრაამული სწავლებების თანახმად ქალი მამაკაცზე დაბლა დგას და უფლებები თითქმის არ გააჩნია, ქალს არ აქვს სწავლის და სწავლების უფლება, ეკლესიაში ქალმა უნდა იდუმოს და არ ილაპარაკოს, ის უნდა ემსახუროს ქმარს ან მამას უსიტყვოდ. რადგანაც პირველი ქალი შეიქმნა პირველი მამაკაცის ნეკნისაგან, ქალი მამაკაცთან შედარებით არარაობაა და მამაკაცი არის ქალის ბატონი. 1962 წლიდან 1997 წლამდე საქართველოს საპატრიარქო გაწევრიანებული იყო ეკუმენისტურ საბჭოში ანუ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ემს), მაგრამ 1997 წელს, რადიკალი ფუნდამენტალისტების მოთხოვნით იგი ამ საბჭოდან გამოვიდა. 1997 წლიდან საქართველოში დაიწყო ფუნდამენტალისტი მართლმადიდებლების მიერ ინიციირებული დევნა–დარბევები და შევიწროებები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რელიგიური და სექსუალური უმცირესობებისა. 1997 წლიდან, კომუნისტური რეჟიმის ზეგავლენიდან თავის დახსნის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაძლიერდა რელიგიური ფუნდამენტალიზმი, აგრეთვე გაიზარდა სასულიერო პირების რაოდენობა და მკვეთრად დაქვეითდა, როგორც სასულიერო იერარქების, ისევე მრევლის ერუდიციის დონე. მართლმადიდებელ ეკლესიას უზარმაზარი მრევლი ყავს, რატომ? იმიტომ რომ უმეცარ და გაუნათლებელ, ქსენოფობებზე ბატონობა იოლზე იოლია! მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის 99% საერთოდ არანაერ კითხვებს არ სვამს არაფერთან მიმართებაში და იოტის ოდენადაც კი არ ინტერესდება ფილოსოფიური საკითხების სიღრმეებით და სულაც არ იწუხებს თავს ბიბლიისა და სხვა წმინდა წიგნების შესწავლით, რაღათქმაუნდა შემეცნების უნარისა და სურვილის არმქონე მრევლის მართვა უმარტივესი საქმეა! მაგრამ ისმის კითხვა: „რატომ არის ასე? რატომ არ სვამენ ეკლესიის მიმდევარი „მორწმუნეები“ კითხვებს?“ პასუხი მარტივია: „იმიტომ რომ მათ ხელოვნურად შეუქმნეს ისეთი გარემო, რომელიც ბანგივით აბრუებს ადამიანებს და აზროვნების უნარს აკარგვინებს... ხოლო აზროვნება, როგორც დეკარტმა თქვა არსებობის სინონიმია... მრევლი იმყოფება ხელოვნურად შექმნილ, გამოგონილ „ზღაპრულ“ სამყაროში, სადაც ყველაფერი ან თეთრია ანდა შავი... ასეთ ხელოვნურ გარემოში დაბოლილი მართლმადიდებელი მორწმუნეები მთელს სამყაროს ორ ბანაკად ყოფენ: მართლმადიდებლებად ანუ ღვთივკურთხეულ მართალ ხალხად, რომლებიც სიკვდილის შემდეგ პირდაპირ სამოთხეში მიდიან და არამართლმადიდებელ სატანისტებად ანუ ეშმაკეულებად, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ სულ წუილ წუილით მიდიან ჯოჯოხეთში!... მრევლის ტვინში ამოსვირინგებულია: „იყო მართლმადიდებელი ნიშნავს იყო ადამიანი!“ და „იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, ნიშნავს იყო მართლმადიდებელი!“ აგრეთვე მათ თავში არსებობს მახინჯი იდეა: „ყველა არამართლმადიდებელი არ არის ადამიანი და ისინი პატივისცემას და თანაგრძნობას არ იმსახურებენ!“... როდესაც მართლმადიდებელი გესაუბრება ის პირდაპირ ტვინში გახლის თავის „რწმენას“, ცდილობს გაბურღოს შენი ტვინი და მის სიღრმეში ძალით შეტენოს თავისი იდეოლოგია, რომელიც მას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიაჩნია... როდესაც აღმოსავლურ და დასავლურ ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაზე უწყებ საუბარს და ახსნას რა რას ნიშნავს, ის გაკვირვებული გეკითხება: „კი მაგრამ განა შენ ქრისტიანი არა ხარ? ეგ რად გინდა? მამაოს არ უსმენ?“ და არ დაგავიწყდეთ რომ მისი ჭკუით ქრისტიანობა გულისხმობს მხოლოდ მართლმადიდებლობას და არაფერს სხვას! არცერთმა „მორწმუნემ“ მიახლოებითაც კი არ იცის თუ რამდენი დენომინაცია ანუ განშტოებაა ქრისტიანობაში და საერთოდ რა „ხილია“ ეს სიტყვა – დენომინაცია, როდესაც მას სხვა ქრისტიანულ დენომინაციებზე უწყებ საუბარს ის შტერივით და ამასთან ვირული სიჯიუტით გიწყებს იმის მტკიცებას, რომ ის „სხვა“ დენომინაციები ქრისტიანობას არ წარმოადგენენ და რომ იმ სხვა დენომინაციათა მიმდევარი ადამიანები თურმე ქრისტიანები არ ყოფილან და რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი თავადაა, რადგანაც არის „მართლმადიდებელი“, მართლმადიდებლურ ხატებზე მოწიწებითა და აღტაცებით გებაასება, მაგრამ როგორც კი ინდუისტურ და ბუდისტურ ან თუნდაც კათოლიკურ ხატებზე და მათ მშვენიერებაზე დაუწყებ საუბარს მყისვე ცეცხლივით ინთება, კაპასდება, ივსება მრისხანებითა და სიძულვილით და ისეთი აგდებით გიწყებს საუბარს, უფრო ზუსტად იმის მტკიცებას რომ ის „სხვა“ ხატები სისულელეა და „დებილობა“, რომ პირდაპირ გაოცებისაგან ენა მუცელში გივარდება და არც კი იცი რა უნდა უთხრა ამ ტვინნაღრძობ ქსენოფობსა და ჰომოფობს!... ერთი წამის წინ აღტაცებითა და მოწიწებით უსაუბრობოდა მართლმადიდებლურ ხატებზე, მაგრამ როგორც კი გვერდზე გადაუხვიე, იმწასვე წიწმატდება და მზადაა რომ გებრღდვნას და შენგან ცოცხალი ადგილი არ დატოვოს! ანდა უბრალოდ დაცინვას გიწყებს და სულელს გიწოდებს! მარტო იმიტომ რომ ახსენე უფალი შივა, ან ვიშნუ, ან ბუდა ანდა შაკტი... როდესაც იგებს რომ არა ხარ ქრისტიანი (ეს მისი გაგებით) და ვთქვათ ხარ ინდუისტი ან ბუდისტი, ან რაიმე სხვა... იმწამსვე მისი ტვინი „ატორმუზებს“ ისე რომ ღრჭიალის ხმაც კი გესმის! მის კაკლისოდენა ტვინში იმწამსვე ენთება წითელი ნათურა და ჩნდება წარწერა: „საფრთხე! საფრთხე! შენიშნულია არამართლმადიდებელი სატანისტი! საფრთხე!“ ის არც კი ცდილობს გაგიგოს ან მოგისმინოს... ან დაგცინის ან გეჩხუბება გახელებული... ანდა ორივეს ერთად აკეთებს... ის გეუბნება: „შენ ხომ მონათლული ხარ? მაგას როგორღა ამბობ მართლმადიდებელი არა ვარო?“ და გიყურებს დაბოლილივით... რას ამბობს ხვდებით? მე ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ოჯახმა მომნათლეს როდესაც 4 წლის ვიყავი, მაშინ წესიერად არც აზროვნება ვიცოდი და არც ლაპარაკი ნორმალურად, საერთოდ არ გამაჩნდა რელიგიური, ფილოსოფიური, მეტაფიზიკური და მეცნიერული საკითხების ცოდნა, როგორც ახლა მაქვს, მაშინ ერთი ციცქნა ღლაპი ვიყავი, რომელმაც ბევრ ელემენტარული ყოფითი საკითხიც კი არ იცოდა, არათუ თეოლოგიური და ფილოსოფიური მაღალი მატერიები! და ასეთი ღლაპი მომნათლეს „მართლმადიდებელ ქრისტიანად“, ვერაფერს იტყვი კარგი რამაა ეს ნათლობა!: ჯერ არის და ქვეყნის ფულს გღლიტავს ე.წ. „მამაო“ ფაქტობრივად არაფერში, რაღაცა სანთლებში, ტაშტში და ე.წ. „ნაკურთხ“ წყალში და კიდევ რაღაც აბრაკადაბრული „ლოცვების“ წაკითხვაში, მერე ადგება, ჩაგავლებს ხელს და ჩაგაყუდებს ტაშტში, ე.წ. „ნაკურთხ“ წყალში, მერე „მოგრთავს“ გარშემო სანთლებით და დაიწყებს პრიმიტიული ტომის შამანივით რაღაცის ბუტბუტს და მერე მჭექარ ღნავილზე გადადის! ვნათლავთ ამას და ამას! ესა და ესა მონა და მხევალი ღვთისა! თუ რაღაცა ამის მსგავსი... ეს ბაზარი და კლოუნადა, ეს კარნავალი რომ ჩამთავრდება, ფაქტობრივად არაფრის გაკეთებით ჯიბეგასქელებული „მღვდელო“ აბარებს შენს თავს შენს „ოჯახს“ და უკვე „ჭეშმარიტი მართლმორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი“ ხარ! შენ არავინ არაფერს არ გეკითხება... გინდა... არ გინდა... სულ ცალ ყვერზე კიდიათ! ვის რაში დაკარგვიხარ? ვის აინტერესებს შენი აზრი? ან განა რა აზრი უნდა გაგაჩნდეს 4
  24. 89 შეკითხვა ქრისტიანულ სამღვდელოებას და სამრევლოს ავტორი ღვთისავარ ჩაბრავა – თეოსოფი და სქოლასტიკოსი 1. ქრისტიანი და იუდაისტი სამღვდელოების და სამრევლოს მტკიცებით „ღმერთმა“ სამყარო არაფრისგან შექმნა. ისმის კითხვა: რა სახის სუბსტანციას წარმოადგენს ეს „არაფერი“? 2. სად მდებარეობს ეს არაფერი? 3. გააჩნია თუ არა დასაბამი და დასასრული ამ არაფერს, თუ იგი მარადიული, უსაწყისო და უსასრულოა? 4. რა ძალის მეოხებით „შექმნა“ „ღმერთმა“ სამყარო? 5. შეიცავს თუ არა რამეს ეს არაფერი? 6. დიფერენცირებული, დეტერმინირებული, დისკრეტული და მატერიალურია ეს არაფერი? თუ პირიქით არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული და არამატერიალური? 7. რა სახის კონტაქტში იყო იგი ამ არაფერთან და როგორ შეიძლებოდა მისგან რაღაცის შექმნა თუ მასში თავიდანვე არ იყო ან ჩანასახი ან პროტოფორმა ან რაღაც მატრიცის, ინფორმაციული ან ენერგეტიკული მატრიცის მსგავსი? როგორ და რა ძალის ან ძალების მეშვეობით აიძულა „ღმერთმა“ სამყაროს წარმოქმნა? 8. როგორ მართავდა ქრისტიანების და იუდაისტების ბიბლიური „ღმერთი“, არაფერს და მისგან ქმნიდა 6 დღის განმავლობაში მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, მათ შორის სამოთხესაც? 9. დაბადების პირველ სტროფში წერია: ץדאה חאו םימשה חאמיהלא אדבחישאדב, ინგლისურად ასეა: «B’rashith bara Elohim eth hashamayim v’eth h’areths, რუსულად ასეა: «из вечносуществующей Сущности Боги сформировали двойные небеса», „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ღმერთებმა (ელოჰიმებმა) წარმოქმნეს ორმაგი ცა“(„ბარაშიტ ბარა ელოხიმ ეთ ხაშამაიმ ვეთ ხარეთს“),სწორედაც რომ! ახლა კი მოდით დავაზუსტოთ, პლატონის ფილოსოფიაში უმაღლეს პირვალსაწყის არაფერს ანუ არარაობას ეწოდება - ნეონი რომელიც იგივეა რაც აგაფონი (უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია), მაგრამ ეს არარაობა და არაფერი უბრალოდ არაფერი კი არ არის, არამედ ყოფიერების გარკვეულ ფორმას წარმოადგენს, ესაა არა უბრალოდ არაფერი, არამედ არაფერი როგორც უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია, ყოფიერების უმაღლესი განზომილება, თუმცაღა არსებობს არაფრის კიდევ ერთი განსაზღვრება - უკონი, რაც ნიშნავს საერთოდ აბსოლუტურ არაფერსა და არარაობას, ამ ცნებას აბსოლუტურად შეესაბამება შუნიავადინი ბუდისტების - შუნიატა - აბსოლუტური არარაობა, არაფერი და სიცარიელე. ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, არც ერთდროულად და არც ცალ-ცალკე, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე განსაზღვრებები მას არ შეესაბამება, შუნიატა ესაა დადებითი ანუ პოზიტიური დასაბამი, არაფრის პოზიტიური განსაზღვრება. შუნია ესაა მუდმივი დასაბამი, ესაა აბსოლუტი - როგორც არაფერი, რამეთუ მის მიმართ ყოვლად გამოუსადეგარია ფენომენური, მიწიერი სამყაროს ყველა კატეგორია. ის არაფერი რომელსაც ადიდებენ შუნიავადინი მადხიამიკელი ბუდისტები და რომელზედაც საუბრობენ მართლმადიდებლები (და რომელზედაც სასხვათაშორისოდ, ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი!) იგივეა რაც სპინოზას სუბსტანცია, ჰერბერტ სპენსერის შეუცნობადი ძალა, ჰამილტონის უპირობო, შელინგის - ნეიტრუმი და კაბალისტების - ეინ სოფი, ეინ სოფი ნიშნავს - არაფერს, არარაობასა და სიცარიელეს, ისაა უზენაესი სუბსტანცია. დგას თუ არა ეს არაფერი ამ „ღმერთზე“ მაღლა თუ ღმერთმა ეს არაფერი კიდევ სხვა არაფრისგან შექმნა რათა ამ არაფრისგან შეექმნა რაღაცა ანუ სამყარო? 10. სად იყო ღმერთი სანამ სამყაროს შექმნიდა? 11. რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო? 12. იყო თუ არა სხვა სამყარო ჩვენს სამყარომდე? 13. სად იყვნენ ანგელოზები სანამ გაჩნდებოდა სამოთხე? 14. სად იყვნენ ადამიანები სანამ გაჩნდებოდა სამყარო? 15. სად იყვნენ დემონები სანამ გაჩნდებოდა სამყარო? 16. როდის შეიქმნა სამოთხე? 17. ვინ შექმნა ჯოჯოხეთი? 18. თუ ჯოჯოხეთი ღმერთმა შექმნა, მაშინ რატომ? 19. რატომაა ჯოჯოხეთი მარადიული? 20. რატომ სწირავს ღმერთი ცოდვილებს ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვისათვის? 21. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი აბრაამული ქრისტიანები ბიბლიაში არსებულ სიტყვა „ელოჰიმს“ მხოლობითში, როგორც ღმერთს და არა მრავლობითში, როგორც ღმერთებს? 22. რას ნიშნავს ბიბლიის პირველ წიგნში არსებული სიტყვები „ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძრვოდა წ####ბს ზემოთ“? 23. რა ბნელი არსებობდა მაშინ? რა იყო ის „ბნელი“ და სად იყო? 24. რა იყო ის უფსკრული და სად იყო და ახლა სადაა? 25. რა არის „ღვთის სული და სად არის“? რას ნიშნავს „წ####ბს ზემოთ“ ანუ რა წ####ბზეა საუბარი ბიბლიის მეორე სტროფში? 26. რა ცამყარზეა საუბარი ბიბლიის პირველი წიგნის პირველ თავში? როდესაც წერია „გააჩინა ღმერთმა მყარი“, რაზეა საუბარი? 27. როდესაც წერია „გაყარა წ####ბი“ რაზეა საუბარი? 28. რატომ წერია რომ მცენარეები შექმნა ღმერთმა მესამე დღეს ხოლო მზე მეოთხე დღეს? ეს ხომ შეცდომაა? მცენარეები იკვებებიან მზის ელექტრომაგნიტური ენერგიით, მის გარეშე ისინი ვერ იარსებებენ, მაშინ რატომ წერია ასე? 29. რატომ ამბობენ „მორწმუნე ორთოდოქსი ქრისტიანები“ რომ ღმერთს შეუძლია ფიზიკის კანონების დარღვევა? 30. რატომ მეორდება სამყაროსა და ადამიანის შექმნის ისტორია ბიბლიის პირველ წიგნში ორჯერ? 31. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი ქრისტიანები ებრაულ სიტყვას ნეფეშ, ნახსენებს დაბადების წიგნის მეორე თავში, სადაც აღწერილია თუ როგორ შთაბერა ღმერთმა ადამს ეს „ნეფეშ“, როგორც სულს და არა ფსიქიკურ (ცხოველურ) საფშვინველს? 32. რატომ აუკრძალა ღმერთმა ადამსა და ევას შემეცნება, ანუ შეცნობის ხიდან ნაყოფის მოწყვეტა და შეჭმა? 33. რატომ მოატყუა ღმერთმა ადამი და ევა, თუ შეცნობის ხიდან ნაყოფს შეჭამთ მოკვდებითო და რატომ დემაგოგობენ ამასთან დაკავშირებით ქრისტიანები? 34. რატომ დემაგოგობენ და ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ ძველ აღთქმაში ნახსენებია წმინდა სამება და ამის დასადასტურებლად არასწორად რატომ თარგმნიან მას? 35. ბიბლიაში წერია რომ ადამმა მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობას თავისი სახელი დაარქვა, მას მერე რაც მთელი ცხოველთა სამყარო ედემის ბაღში მის წინაში წარდგა, ცხოველთა სამყარო შეიცავს 8 700 000 სახეობას, როგორ შეძლო ადამმა ყველა მათგანის ნახვა და აღრიცხვა? 36. როგორ წარდგნენ მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის 8 700 000 სახეობის წარმომადგენელი ინდივიდები ედემის ბაღში ანუ როგორ დაეტივნენ ედემის ბაღში ყველანი? 37. რამდენი დრო დახარჯა ადამმა სახელების დარქმევაში? 38. როგორ წარდგენ ხმელეთზე მდებარე ედემის ბაღში ადამთან, მარილიანი მსოფლიო ოკეანის წიაღში მცხოვრები თევზები და დელფინები და ვეშაპები? თუ ქრისტიანები და იუდაისტები დაიწყებენ იმის მტკიცებას რომ ისინი ედემის გარშემო მდებარე მდინარეებით მივიდნენ ადამთან, მაშინ ისმის კიდევ ერთი კითხვა: მდინარეების მტკნარ წყალში როგორ შეძლეს მარილიანი წყლის წიაღში მცხოვრებმა არსებებმა არსებობა? 39. თუ თევზები და დელფინები და ვეშაპები ფრენით ან ხმელეთზე ფორთხვით მივიდნენ ადამთან? 40. საიდან გაიგეს მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებმა რომ ადამთან ედემის ბაღში უნდა მიბრძანებულიყვნენ? 41. და საერთოდ რა ენაზე საუბრობდა ადამი? 42. რა ასაკის შეიქმნა ადამი? 43. როგორ დაელაპარაკა გველი ადამსა და ევას თუ გველებმა საუბარი არ იციან და საერთოდ ადამიანური ინტელექტი არც კი აქვთ და რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები რომ გველში სატანა იყო შესული, როდესაც ეს ბიბლიაში საერთოდ არ წერია? 44. რატომ დაწყევლა ღმერთმა გველი „მუცელზე იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლეო“ თუ გველები ისედაც მუცელზე დახოხავენ? გველს მანამდე ფეხები ქონდა? 45. კონკრეტულად რა სახეობის გველმა აცდუნა ადამი და ევა? 46. იქნებ ადამი და ევა გველმა კი არა დრაკონმა აცდუნა? 47. რატომ მიიღო ღმერთმა მეცხვარე აბელის მიერ მირთმეული სისხლიანი ძღვენი; მოკლული ცხვარი და რატომ უარყო მიწისმუშაკი კაენის მიერ მირთმეული პურეული? რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები და იძახიან რომ კაენის ძღვენი ღმერთმა მისი ამპარტავნობისა და ქედმაღლობის გამო არ მიიღო, თუ ეს ბიბლიაში საერთოდ არსად არ წერია? 48. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები გიგანტების არსებობას, ბიბლიაში ხომ ბევრგან არიან ნახსენები გიგანტები ანუ ბუმბერაზები (რეფაიმები, ემიელები, ზამზუმიელები, ნიფილიმები, გიბორიმები)? 49. ბიბლიაში წერია რომ როდესაც დედამიწაზე გამრავლდნენ ადამიანები და შეეძინათ ქალიშვილები, ე.წ. ღვთისშვილები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და შეირთეს ცოლად ადამიანთა ქალიშვილები, რომლებმაც მათ უშვეს გიგანტები (ბუმბერაზები), ეზოთერიკის (ენოქის აპოკრიფული წიგნების) მიხედვით ეს ღვთისშვილები (ბიბლია, დაბადება, თავი 6, სტროფები 1–3) არიან დაცემული ანგელოზები, რატომ უარყოფენ ქრისტიანი დოგმატიკოსები ამას და ღვთისშვილებს უწოდებენ სეითის შთამომავლებს? 50. რატომ დაანგრია ღმერთმა ბაბილონის გოდოლი, როდესაც ადამიანები არაფერს ცუდს არ აკეთებდნენ? 51. ბიბლიაში არაფერი წერია იმის შესახებ რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს ბოროტი მიზნები ამოძრავებდათ, მაშინ რატომ ამტკიცებენ საპირისპიროს ქრისტიანი მღვდლები და რატომ აურია მათმა ღმერთმა ადამიანებს ენა? 52. რატომ დაღუპა ღმერთმა სოდომი და გომორა, როდესაც ისინი ცუდს არაფერს აკეთებდნენ და რატომ არის რომ სოდომელებსა და გომორელებს ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში, პროსტიტუციასა და ნარკომანიაში და აგრეთვე კერპთაყვანისმცემლობაში დებენ ბრალს, როდესაც რეალურად ბიბლიაში არაფერი არ წერია კონკრეტულად? 53. რატომ ხოცავდა ბიბლიური ღმერთი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე, ებრაელ ხალხს, მცირეოდენი უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევაშიც კი და რატომ ვერ იტანდა იგი კრიტიკას და თავისუფალ აზრს? 54. რატომ აიძულებს ბიბლიური ღმერთი ადამიანებს მხოლოდ მის აღიარებას ჭეშმარიტ ღმერთად, და მხოლოდ მის თაყვანისცემას და რატომ ვერ იტანს იგი სხვა ღმერთებს და აცხადებს მათ ეშმაკებად? 55. როგორ გამრავლდა კაცობრიობა თუ ადამის, ევას, კაენისა და სეითის გარდა ქვეყნად არავინ იყო? 56. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები ატლანტიდის არსებობას? 57. რატომ აქვს იესოს მათეს სახარებაში და იესოს ლუკას სახარებაში განსხვავებული გენეოლოგია? 58. სახარებაში წერია რომ იესო ქრისტე ქადაგებდა სინაგოგებში, კონსპიროლოგი მეცნიერები ამბობენ რომ იესოს ყავდა ცოლ–შვილი, ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები ამას უარყოფენ, მაგრამ სინაგოგებში ქადაგების უფლება ხომ არ ქონდათ უცოლშვილო მამაკაცებს? თუ იესოს არ ყავდა ცოლშვილი, მაშინ როგორ შედიოდა იგი სინაგოგებში (ტაძრებში), თუ ებრაული ტრადიციის თანახმად უცოლო და უშვილო მამაკაცს სინაგოგაში არ შეუშვებდა არავინ? 59. რატომ გამოეცხადა პირველად აღმდგარი იესო ქრისტე მარიამ მაგდალინელს, თუ ის მისი ცოლი არ იყო? 60. რატომ დაუდგინა ადამიანებს ღმერთმა ასოცი წელი სიცოცხლის ხანგრძლივობა? 61. და თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 წელი იყო ჯერ კიდევ წარღვნამდე, თუ წარღვნის შემდეგ ნოე და მისი შთამომავლები ასოც წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ? ცნობილია რომ წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელი იცოცხლა, საერთო ჯამში კი 950 წელი, სემმა 620 წელი, აბრაამმა 175 წელი იცოცხლა, ისააკმა 180 წელი იცხოვრა, სარამ, აბრაამის ცოლმა იცხოვრა 127 წელი და ა.შ. რატომ მოხდა ასე? 62. ქრისტიანი მღვდლები ამტკიცებენ რომ ნოეს სამი შვილისგან: სემისგან, ქამისგან და იაფეტისგან, წარმოიშვა მთელი კაცობრიობა, სემისგან ებრაელები და არაბები, ქამისგან აფრიკელი ნეგროიდები და იაფეტისგან ევროპეიდები, კი მაგრამ, ვიღასგან წარმოიშვნენ ამერიკელი წითელკანიანი ინდიელები, ავსტრალიელი ავსტრალოიდები და აზიელი მონღოლოიდები? 63. ბიბლიის მიხედვით როდესაც აბრაამი თავის ცოლთან, სარასთან ერთად ეგვიპტეში წავიდა, იგი შეხვდა ფარაონს და მის ხალხს, აბრაამმა სარა თავის დად გაასაღა იმიტომ რომ ეშინოდა არ მომკლან ლამაზი ცოლის გამოო, ფარაონმა სარა თავის ჰარამჰანაში წაიყვანა და აბრაამს სარას ფასად საგანძური და მონები აჩუქა და როდესაც სქესობრივი კავშირის დამყარება მოისურვა აბრაამის ღმერთმა ფარაონს თავზე სასჯელი დაატეხა, ფარაონმა შესჩივლა აბრაამს რატომ მომატყუეო, ისმის კითხვა: რატომ დასაჯა „ღმერთმა“ ფარაონი და არა ლაჩარი და მხდალი აბრაამი რომელმაც ცოლი ფაქტობრივად გაყიდა? 64. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ლოტი თავის ქალიშვილებთან ერთად სოდომ–გომორას მიდამოებიდან გადაიხვეწა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს რომ მათი მამის თესლის გაგრძელებას საფრთხე ემუქრებოდა და რადგან გარშემო არავინ იყო რომ ისინი დაეორსულებინა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს ლოტთან, თავიანთ მამასთან დაწოლილიყვნენ და მისგან დაორსულებულიყვნენ, მათ დაათვრეს ლოტი და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარეს, ისინი დაორსულდნენ... ისმის კითხვა: რეალურად არ იყო მათ გარშემო არავინ? ნუთუ დედამიწაზე იმ დროს არავინ არ იყო? რატომ ქადაგებს ბიბლია ინცესტს და რატომ არავინ უყურებს ამ ბიბლიურ პასაჟს სერიოზულად? 65. ბიბლიაში (გამოსვლაში, რიცხვთა წიგნში, მსაჯულთა წიგნში და იესო ნავინის წიგნში) წერია რომ ებრაელებმა ჯერ მოსეს და შემდეგ იესო ნავინის და გედეონის თაოსნობით გაანადგურეს ათი ეთნოსი: მიდიელები, ქანაანელები, ხეთელები, ამონელები, ედომელები, მოაბელები, ფერიზეველები, იებუსეველები, გირგაშეველები და რეფაიმელები, მას მერე რაც ეს ხალხები მოსპეს ებრაელებმა დაიკავეს მათი ქვეყნები და შექმნეს თავიანთი სამეფო, ისმის კითხვა: ყოველივე ეს არის დიდებული და კარგი საგმირო საქმეები თუ ტერორიზმი და ფაშისტური გენოციდი? ქონდათ კი ებრაელებს ამ ხალხების მოსპობის უფლება? 66. რატომ არ არის ძველ აღთქმაში მოცემული იაფეტისა და ქამის შთამომავალთა სრული ისტორია? 67. რატომ დახოცა უმოწყალოდ და საოცარი სისასტიკით, ბიბლიურმა ღმერთმა ეგვიპტის უკლებლივ ყველა პირმშო? 68. რას ნიშნავს გამოსვლის წიგნში არაერთხელ ნახსენები ფრაზა: „გაუსასტიკა გული უფალმა ფარაონს“ და თუ ბიბლიურ ღმერთს სურდა რომ ეგვიპტელებს გაეშვათ ებრაელები, რატომ უსასტიკებდა იგი გულს ფარაონს, იმის მაგივრად რომ მისთვის სიყვარული და მშვიდობა შთაეგონებინა? 69. თუ ბიბლიური ღმერთი არის ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე, იცის წარსული, აწმყო და მომავალი და აქვს ყველაფრის უნარი, რატომ არ გაანადგურა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე თავიდანვე, სანამ ადამი და ევა შეჭამდნენ მის ნაყოფს და დაარღვევდნენ მისთვის მიცემულ პირობას? ან რატომ არ შთააგონა ადამსა და ევას რომ არ მიკარებოდნენ ცნობადის ხეს? ან რატომ არ შეუცვალა ადამსა და ევას ცნობიერება და მეხსიერება იმწამსვე როგორც კი მათ დაარღვიეს აღთქმა და იგემეს აკრძალული ნაყოფი, ამის მაგივრად კი დაწყევლა? 70. რატომ არაფერი არ წერია ბიბლიაში, თუ საიდან და როგორ წარმოიშვნენ ანგელოზები? 71. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ რატომ დაუშვა მან სატანის და მისი მომხრე ანგელოზების განდგომა და დაცემა? 72. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისმცოდნეა და იცის წარსული, აწმყო და მომავალი, ესე იგი მან წინასწარ იცოდა რომ სატანა და ზეციური ანგელოზების გარკვეული ნაწილი მას განუდგებოდნენ და „დაეცემოდნენ“, იბადება ლოგიკური კითხვა: ბიბლიურმა ღმერთმა, სატანა და ანგელოზების ნაწილი, სპეციალურად იმისათვის შექმნა, რომ მომავალში ისინი აჯანყებულიყვნენ მის წინააღმდეგ და დაცემულიყვნენ თუ არა? ანუ ბიბლიურმა ღმერთმა, თუ ის ყოვლისმცოდნეა, სატანა და ანგელოზთა ნაწილი, წინასწარ დააპროგრამა იმაზე, რომ მათ მოეწყოთ ამბოხი თუ არა? თუ მან იცოდა მომავალი ამბოხის შესახებ, რატომ არაფერი მოიმოქმედა? 73. თუ ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი, იცოდა თუ არა მან წინასწარ, რომ მოხდებოდა „ცოდვით დაცემა“ და ათასობით და მილიონობით ადამიანი ჯოჯოხეთში წავიდოდა გარდაცვალების შემდეგ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთმა წინასწარ გაწირა ადამიანები ცოდვით დაცემისთვის და ჯოჯოხეთში მოხვედრისთვის? ესე იგი ღმერთმა სპეციალურად დაუშვა ადამიანთა ცოდვით დაცემა, რათა ჯოჯოხეთი ცარიელი არ დარჩენილიყო? 74. რატომ ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ იესო მეფე დავითის შთამომავალი იყო, თუ იგი არ გახლდათ დედამისის, მარიამის ქმრის, იოსების ხორციელი შვილი, არამედ სულიწმინდისგან უბიწოდ ჩაისახა? დავითის შთამომავალი იყო იოსები, მაგრამ თუ ლაპარაკია უბიწოდ ჩასახვაზე, რა კავშირშია დავით მეფესთან და მის შთამომავალ იოსებთან იესო? 75. წარღვნის დამთავრებისთანავე, კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, რატომ მოკლა ნოემ ცხოველთა ნაწილი და მათი გვამები შესწირა ბიბლიურ ღმერთს? ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა იყნოსა გვამების სუნი და ესიამოვნა, რატომ სიამოვნებს ბიბლიურ ღმერთს სისხლის სუნი და საერთოდ ღმერთია თუ არა იგი? 76. მოსეს ხუთწიგნეულში წერია, რომ ერთხელ მოსეს ხალხის ნაწილი, ვინმე დათანისა და კორახის თაოსნობით აუჯანყდა და მათ ეგვიპტეში დაბრუნება ინდომეს, მაგრამ მოსემ შესჩივლა თუ არა ეს „ღმერთს“ მან მყისვე გაანადგურა მეამბოხეები, აჯანყებულთა ქვეშ მიწა ჩაინგრა და ჩაიტანა ყველანი: კაცები, ქალები, ბავშვები და და პირუტყვი (რიცხვნი, თავები 16 და 17), ბიბლიის მიხედვით 700 კაცზე მეტი დაიხოცა იმ დღეს, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გააკეთეს ეს მოსემ და მისმა „ღმერთმა“? რატომ გამოიჩინეს ამგვარი მხეცური სისასტიკე? იქნებ შესაძლოა, რომ მოსეს „ღმერთი“ სინამდვილეში არის არა ღმერთი, არამედ შენიღბული დემონი? 77. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ უდაბნოში ხეტიალისას, ებრაელებს ძალიან მოშივდათ ხორცი და მათ დაიწყეს გმინვა და გოდება, იმ დროის გახსენება როდესაც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ და მოსეს და მის „ღმერთს“ საყვედური გამოუცხადეს, ისურვეს რა უკან დაბრუნება (რიცხვნი, თავი 11, სტროფები 1–35), მოსემ ისინი არ გაუშვა, მოკლე დროში მოსეს „ღმერთმა“ მოუვლინა დამშეულებს ხორცი, ციდან ჩამოცვენილი მკვდარი მწყერების სახით, დამშეულებმა იწყეს შეგროვება და ჭამა, მაგრამ ჯერ მონელებული არ ქონდათ, რომ ბიბლიურმა „ღმერთმა“ დამშეულებს კეთრი შეყარა და ერთიანად გაავლო მუსრი დათვლილ წუთებში, ეს მშვენივრადაა აღწერილი ხუთწიგნეულში, სამღვდელოება და ბიბლია ამბობენ, რომ ამ ადამიანებს ეს სიხარბის გამო დაემართათ, მაგრამ რა შუაშია აქ სიხარბე და რა საჭიროა ეს დემაგოგია? როდესაც ადამიანები უბრალოდ იტანჯებოდნენ და დამშეულები იყვნენ და შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ უდაბნოში, ხოლო მოსეს „ღმერთმა“ ჯერ ფუჭი იმედი მისცა და „გაახარა“ მშივრები, ხოლო როდესაც ხალხი ჭამდა, კეთრი მოსდო და მუსრი გაავლო და დახოცა ყველა: კაცები, ქალები და ბავშვები? რატომ?! საიდან ასეთი უსამართლო სისასტიკე?! 78. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ებრაელები ქანაანის დაპყრობის პროცესში იყვნენ, მათ იერიში მიიტანეს მიდიელებზეც და მოკლეს რა ყველა მამაკაცი, ქალები ტყვედ ჩაიგდეს და მათზე სექსუალური ძალადობა განახორციელეს, აიძულეს რა სექსუალური კავშირის დამყარება, მიდიანელ ქალებს ეყოლათ ბავშვები, მაგრამ როდესაც ეს მოსემ გაიგო, ის განრისხდა და ბრძანა მიდიელი ქალების შვილებიანად განადგურება, რაც ებრაელმა ჯარისკაცებმა შეასრულეს (რიცხვნი, თავი 31, სტროფები 1–54), ისმის კითხვა: რატომ ჩაიდინეს ებრაელებმა ასეთი ფსიქოპათური სისასტიკე უდანაშაულო ქალების და ბავშვების მიმართ, რომლებიც ისედაც ძალადობის მხვერპლნი იყვნენ? და ეს ხალხია „ღვთის რჩეული“?! ესე იგი „ღმერთმა“ მათ უდანაშაულო ქალების და ბავშვების მოკვლის უფლება მიანიჭა?! 79. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ებრაელებმა იპოვეს შეშის შემგროვებელი კაცი რომელსაც შეშა მიქონდა სახლში, მათ ის დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს, ხოლო როდესაც მოსეს და „ღმერთს“ დაეკითხნენ რა ექნათ, ორივემ ერთხმად შეშის შემგროვებელი კაცის მოკვლა ბრძანეს, რაც აღსრულდა კიდეც, რადგანაც იმ დღეს შაბათი იყო, „წმინდა დღესასწაული“, როდესაც „ღმერთმა“ უსაქმურობა ბრძანა (რიცხვნი, თავი 15 სტროფები 32–35), ისმის კითხვა რატომ მოკლეს ებრაელებმა უდანაშაულო კაცი და რატომ ბრძანა მოსეს „ღმერთმა“ მისი მოკვლა თუ იგი არის ღმერთი და არა შენიღბული დემონი? 80. გამოსვლის წიგნში წერია, რომ როდესაც მოსე დიდი ხნით განმარტოვდა მთაზე ე. წ. „ღმერთის“ წინაშე, ებრაელებმა ვეღარ მოითმინეს, ყელში ამოუვიდათ მოსეს ლოდინი და აარონს თხოვეს კერპების გაკეთება, აჯანყდა მხოლოდ ებრაელთა გარკვეული ნაწილი, მას მერე რაც „ღმერთმა“ დაინახა ეს, მან ხალხის მთლიანად მოსპობა გადაწყვიტა (ჭეშმარიტად საოცარი და უნიკალური შეუწყნარებლობაა „ღმერთისთვის“, ამჯერადაც მოსეს „ღმერთმა“ გამოავლინა თავისი ბარბაროსული და პირსისხლიანი ნატურა), მოსემ დიდი ხვეწნა-ვედრებით გადაათქმევინა მას ეს, მაგრამ მას მერე რაც მთიდან ჩამოვიდა, მოხდა არანაკლებ საზარელი ფაქტი, მოსემ შეკრიბა ლევიანები („ისრაელის ღმერთის“ პირადი მონები) და მათი მახვილით, იმ დღეს ამოხოცა და გაჟლიტა 3000 ადამიანი (გამოსვლა, თავი 32, სტროფები 1–35), ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ აიძულებს მოსეს „ღმერთი“ ადამიანებს მორჩილ თაყვანისცემას და ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებას და რატომ ანადგურებს უმოწყალოდ იმ ადამიანებს რომლებსაც არ სურთ მისი თაყვანისცემა? რატომ გაჟლიტეს ლევიანებმა მოსეს თაოსნობით იმ დღეს 3000 ადამიანი?! 81. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ერთი ქალი აგინებდა მოსეს „ღმერთს“, ის კი შეიპყრეს და ქვებით ჩაქოლვის რიტუალით სიცოცხლეს გამოასალმეს, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გამოიჩინეს ებრაელებმა ასეთი სისასტიკე და რა უფლება ქონდათ მათ? 82. დაბადების წიგნის მეექვსე, მეშვიდე და მერვე თავებში ნახსენებია, რომ ნოემ ბიბლიური „ღმერთის“ ბრძანებით ააგო კიდობანი, რათა გადარჩენილიყო წარღვნას, მან კიდობანში შეიყვანა და დააბინავა თავისი სამი შვილი, სემი, ქამი და იაფეტი და მათი ცოლები, აგრეთვე მან „გამოარჩია“ დედამიწის ყველა პირუტყვიდან თითო წყვილი და ისინიც თავის მიერ აგებულ კიდობანში დააბინავა, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა; მეცნიერებამ დაადგინა, რომ ამჟამად მსოფლიოში არსებობს ცოცხალი არსებების არც მეტი არც ნაკლები 8 700 000 სახეობა, რომელთაგან 2 200 000 ცხოვრობს მსოფლიო ოკეანეში, ხოლო 6 500 000 ხმელეთზე (მათ შორის მცენარეთა 300 000 სახეობა), ხოლო მრავალი ათასი წლის წინ არსებობდა კიდევ უფრო მეტი სახეობა და აქ ისმის ლოგიკური კითხვა: როგორ დაატია ნოემ თავის კიდობანში, რომელიც ზომით მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ ტრანსატლანტიკურ გემ „ტიტანიკზე“ რამოდენიმეჯერ უფრო მცირე იყო, კერძოდ კი სიგრძით 300 წყრთა, სიგანით 50, ხოლო სიმაღლით 30, ცხოველთა სამყაროს 17 000 000 წარმომადგენელი?! და ესეც იმ შემთხვევაში თუ არ მივათვლით მცენარეთა 300 000 სახეობას(!), თუ წარმოუდგენია ვინმეს, რამხელა უნდა ყოფილიყო კიდობანი, რომელიც 17 000 000 ინდივიდს დაიტევდა? და თქვენ გჯერათ რომ „ტიტანიკზე“ გაცილებით მცირე „გემმა“ და თან ისიც ხისგან გაკეთებულმა (თუნდაც ე.წ. „გოფერისგან“) დაიტია 17 000 000 ინდივიდი ნოეს ოჯახის ჩათვლით, თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ ამჟამად ცოცხალი არსებების სახეობათა მხოლოდ სულ რაღაც 15% არის აღწერილი და აღრიცხული? თუ ჰიპოთეტიკურად, თეორიულად მათემატიკურად გამოვიანგარიშებთ, საერთო ჯამში შესაძლოა არსებობდეს არანაკლებ 59 500 000 სახეობა და ისიც მცენარეთა გამოკლებით, ხოლო მცენარეთა ჩათვლით 61 600 000 სახეობა და თქვენ კიდევ გჯერათ ნოეს ბიბლიური ისტორიის? კიდევ გჯერათ რომ ნოეს კიდობანი დაიტევდა 61 600 000 სახეობას ანუ 123 200 000 ინდივიდს?! 83. დაბადების წიგნში წერია რომ წარღვნა, მიმდინარეობდა პრაქტიკულად 10 თვე ანუ არც მეტი არც ნაკლები 300 დღე (დაბადება თავი 7, სტროფები 12–24, დაბადება თავი 8 სტროფები 1–5), მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ არათუ 300 დღე, არამედ 30 დღეც კი ვერ გაუძლებდა ვერანაერი ხის ნაკეთობა წყალში და ისიც აბობოქრებულ და აზვირთებულ ოკეანეში ცურვას, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია (!), აქედან გამომდინარე რაც დაბადების წიგნში წერია შეცდომაა ან გაცნობიერებული სიცრუე, ისმის ლოგიკური კითხვა: მაშინ რატომ წერია ეს ბიბლიაში და რატომ არიან ადამიანები დაბადებაში ნოეს კიდობნის შესახებ მოცემული „მონაცემების“ სისწორეში ფანატიკურ სიგიჟემდე „დარწმუნებულნი“? 84. დაბადების წიგნში წერია, რომ ნოემ როდესაც წ####ბმა კლება იწყეს და წარღვნა დასრულდა, კიდობნიდან მტრედი გაუშვა რათა გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა, ორჯერ გაუშვა და მხოლოდ მეორედ გაუმართლა, მეორე გაშვების შემდეგ მტრედი ნისკარტში ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა კიდობანში (დაბადება, თავი 8, სტროფი 11), აქ აშკარად იმაზეა ლაპარაკი, რომ მტრედმა აღმოაჩინა მცენარე, ზეთისხილი არის მცენარე, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა: დაბადებაში წერია რომ წარღვნის დროს წყალმა დაფარა თვით ყველაზე მაღალი მთები (თავი 7, სტროფები 19–20), ამგვარ პირობებში კი მცენარეთა სამყარო სრულიად განადგურდებოდა და ვერანაირად ვერ გადარჩებოდა, ისმის ლოგიკური კითხვა: საიდან გაჩნდა ის ზეთისხილის მცენარე, რომელსაც მტრედმა მიაგნო? 85. რა სქესის არიან ანგელოზები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი ანგელოზებს? 86. რა სქესის არიან დემონები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი დემონებს? 87. რატომ წერია ბიბლიაში, რომ ქალს არ აქვს სწავლის უფლება(პავლე, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფები 34–35)? 88. რატომ წერია ბიბლიაში, რომ თუ ადამიანი უმეცარია სჯობს ბოლომდე უმეცრად დარჩეს (პავლე, 1 წერილი კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფი 38)? 89. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იმისათვის რათა დედამიწაზე მომხდარიყო იმგვარი წარღვნა, რომელიც ბიბლიაში არის აღწერილი, სადაც წერია რომ წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთებიც კი, საჭირო იქნებოდა სამი მსოფლიო ოკეანის მასის წყალი, ისმის ლოგიკური და რაციონალური კითხვა: უპირველეს ყოვლისა საიდან გაჩნდა ამდენი წყალი და მეორე რიგში კი სადღა გაქრა წარღვნის შემდეგ ამხელა წყლის მასა?
×
×
  • შექმენი...