ფეიბუქზე წავაწყდი ეხლა, მიდი და შეედავე ეხლა D: იაპონელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევების შედეგები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ქალები ყველაზე ბედნიერად თავს 90 წლის ასაკში გრძნობენ. ამის შესახებ მეცნიერებმა ოსაკას უნივერსიტეტის გერონტოლოგიის საზოგადოების სამეცნიერო სიმპოზიუმზე გააკეთეს განცხადება. 70 წლის ასაკიდან ქალებისა და მამაკაცების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყველაზე ბედნიერად თავს გრძნობდნენ ქალები, რომლებმაც 90-ს გადააბიჯეს. გამოკითხვის დროს ყურადღება ექცეოდა სხვადასხვა ფაქტორს, მაგალითად, რამდენად დიდხანს რჩება ადამიანი მხნედ, თვლის თუ არა თავს ბედნიერად და სხვა... მეცნიერებმა ამის შემდეგ შედეგები შეაჯამეს და შეაფასეს ქულებით. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 90 წლის რესპონდენტებმა "ბედნიერების შკალაში" 8,8 ქულა მოიპოვეს, 80 წლისებმა – 8,2, ხოლო 70-ს მიღწეულებმა – 7,4. ასევე, ცნობილი გახდა, რომ 90 წლის ქალბატონები იშვიათად არიან მოწყენილები და ცუდ ხასიათზე მაშინ, როცა ბევრად ახალგაზრდა რესპონდენტები ბევრად ხშირად იმყოფებიან უარყოფით განწყობაზე. მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ტაკეში ნაკაგავა თვლის, რომ ეს ფაქტები იმით არის განპირობებული, რომ "რაც ასაკიანია ადამიანი, მით მეტად შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი ხასიათი და ცდილობს, დაინახოს დადებითი თუნდაც ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ მომენტებში