რას ფიქრობთ ამ ორი ავტონომიის შესახებ და სწორად მიგაჩნიათ თუ არა მათი შედარება ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპით. მიგაჩნიათ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში შესაძლებელია ეს გახდეს პრეცედენტი სხვა კონფლიქტების ანალოგიური სახით გადაწყვეტის? მე ვთვლი, რომ ეს ყოველივე პოლიტიკური ძაფითაა ნაკერი და არასწორია ამ ორი ავტონომიის შედარება ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპით, რადგან კოსოვოს შემთხვევაში, ჩემი აზრით, საქმე გვაქვს სეცესიასთან, აფხაზეთის შემთხვევაში კი სეცესიის პოლიტიკურ ინსცენირებასთან. აფხაზები, მიუხედავად აფხაზი მაცხოვრებლების უმცირესობისა (18%), ხელისუფლების მმართველ ორგანოებში უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილნი. ანუ რეპრეზენტაციულობა დაცული იყო და არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონოდათ ქართველებთან, რომლებიც მოსახლეობის 46,6% წარმოადგენდნენ. რასაც ვერ ვიტყვით ალბანელებზე. ისინი მოსახლეობის 80% წარმოადგენენ. საერთაშორისო სამართალში მქონდა ძალიან საინტერესო სემინარი და მინდოდა აქაც დამეწერა