-
პოსტები
1.243 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი mercia merlani
-
ყველას ბავშვს ვეძახი მე მე და ფამილარობა? რომელი პოსტი :D უუფ ეხლა მივხვდი
-
ორი ავატარი, ორივე დათა და ორივე თუთაშხია :D
mercia merlani replied to mercia merlani's თემა in თავისუფალი თემა
ზუსტად ვიცოდი რო მაგას იტყოდი :D -
კარგი ბავშვია, პროსტა ნერვებს მიშლის სულ აქ ბედის საპოვნელად კიარ ვარ შემოსული, სხვა მისია მაქვს ძმააო ^_^
-
ანრი ვინაა? სსუ-ში სწავლობ?
-
არავის საქმეში არ ვერევი, მაგრამ თქვენს საქმეში უნდა ჩავერიო შეცვალეთ რაა რომელიმემ თორემ მერევით და ეხლა ჩემი შეწუხება გიღირთ ერთ ავატრად? :DDDDDDDDDDDDD
-
ვახ ყველგან სისხლს მიშრობ :D
-
მეორე კურსზე მიკითხავდა ნაჭყებია, მერე აღარ ავირჩიე სისხლის კერძოს მიკითხავს ეხლა გოთუა, უსაზიზღრესი კაცია
-
კიი მაინტერესებს თმა მაქვს ძალიან სუსტი, ბოლოები მალე ეყოფა, აბუსალათინის ზეთის და მაიონეზი გამოვიყენე, მაგრამ დიდი შედეგი ვერ მომცა, თქვენ რას მირჩევთ?
-
გოთუას ვუძლებ და გურამა რა არი მაგასთან მადლობ
-
უნივერსიტეტში კიი
-
ადამიანს როცა შია უნდა მისცე ის, რაც დაანაყრებს, მაგალითად თევზი. არსებობს მპოსაზრება, რომ თევზის მიცემას ანკესის მიცემა სჯობს, რადგან ადამიანმა თვითონ დაიჭიროს. ამ საკითხის განხილვა რამოდენიმე კუთხით მომიწევს: უნდა გადავწყვიტო მშიერ ადამიანს ანკესი მივცე, თევზი, თუ - "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!". სანამ უშუალოდ განხილვას დავიწყებ, მინდა პავლე მოციქულის სიტყვები გავიხსენო: (რომელსაც ჩემი მოძღვარი ასე ხშირად მეუბნება) "შემთხვევით ადამიანს ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება თავიდან". შემთხვევით, არაფერი ხდება, ანუ ღმერთის ნებაა ქვეყანაზე როგორც მდიდარი, ისე ღარიბი, ჯანმრთელიც და ავადმყოფიც, ბრძენიც და ჭკუანაკლულიც და სხვა. თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ მათზე რაიმეთი უპირატესნი, ან უკეთესნი ვართ და ღმერთს მეტად ვუყვარვართ, რადგან სახლიც გვაქვს, კარიც, ეზოც და ყველაფერი ის, რაზე ოცნებაც კი ფუფუნებაა მათთვის. მერე რა, თუ შოთამ "ვეფხისტყაოსანი" შექმნა, ლეონარდომ "მონა ლიზა", ბეთხოვენმა "მთვარის სონატა", გონაშვილმა "წინწყარო", მე კი ვერც ვწერ, არ ვიცი ხატვა, ნოტებს ვერ ვცნობ და არც "საქართველოს ბულბული" ვარ, სამაგიეროდ შემიძლია წავიკითხო, დავინახო და აღვიქვა, მოვუსმინო და დავტკბე ამით. ესეც ხომ არ შეუძლია ყველას?! საუბედუროდ! თემას რომ არ გადავუხვიო დავუბრუნდები ჩემს არჩევანს, ანუ უნდა გადავწყვიტო მშიერ ადამიანს ანკესი მივცე, თევზი, თუ - "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!"ძალიან დიდი დაკვირვება გვმართებს პირველ შემთხვევაში, რადგან თუ "მშიერი" ისეთი დაუძლურებულია, რომ ნაცნობი ჟესტით მიგვანიშნებს მშიაო, აბა რაში გამოადგება ჩვენი მიცემული ანკესი? აუცილებლად თევზი უნდა მივცეთ, ან ის რაც დაანაყრებს. თუმცა ხომ ადვილი შესაძლებელია არც თევზი მქონდეს და მითუმეტეს არც ანკესი?! მაშინ ისღა დამრჩენია გვერდით მივუჯდე, მაგრამ მე ხომ არ ვარ დაუძლურებული და ანკესის გამოყენებაც ვიცი, ამიტომ შემიძლია ანკესი ვითხოვო, მხოლოდ შემდეგ თევზის დაჭერა არ უნდა დამავიწყდეს "მშიერისთვის"! ახლა მეორე შემთხვევა განვიხილოთ, ანუ თევზი, ან ის რაც დაანაყრებს. აქ მინდა აღვნიშნო, რომ თუ შესაძლებლობა მაქვს ჯობს ის მივცე, რაც დაანაყრებს და არა თევზი, ან ბუტერბროდი, რომელიც ეს-ესაა თითქმის შევჭამე. იმის მიცემა, რაც დაანაყრებს არამარტო ფიზიკურად "გაახარებს", არამედ სულიერადაც,რადგან დარწმუნდება, რომ ოცნებები ხდება, მთავარია სწორ ადგილას, სწორ დროს მოხვდე, თუნდაც ეს რომელიმე მეტრო-სადგურის "პაძემკა" იყოს! წარმოიდგინეთ რა სასიამოვნოა, როცა "მშიერი" მადლიერია და სიტყვებს არ იშურებს, რომ გასიამოვნოს. თუმცა ზოგჯერ მადლობის თქმაც კი ავიწყდებათ, ან ივიწყებენ. შეიძლება "მშიერს" მართლაც დაავიწყდეს მადლობის თქმა, ან არ დააფასოს შენი სიკეთე, მაგრამ რაც მთავარია "მას" არასდროს დაავიწყდება და ყოველთვის დაგიფასებს თუნდაც იმ თითქმის შეჭმულ ბუტეტრბროდს, რომელიც მას გაუწოდე! და აი კიდევ რა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს, ნამდვილად დედა უკვდება, შვილი ნამდვილად ჰყავს ავად, შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა. მითუმეტეს კი დაცინვა. ბევრჯერ დამინახავს, როგორი ზიზღით და ამრეზით უყურებენ მათხოვარს და იმასაც კი, ვინც ეხმარება. ისეთ აგრესიას გამოხატავენ, თითქოს ისინი კიარ მათხოვრობენ, არამედ ყაჩაღობენ. ანკესის მიცემას რაც შეეხება, ეს უფრო ფილოსოფიურად მოაზროვნედ არჩევანია. ის ფიქრობს: დღეს რომ თუნდაც ათი პური მივცე, ხვალ აღარ ექნება, ათივეს შეჭამს, რადგან უშრომლად მიიღო, ხოლო როცა თითო პურის სანაცვლოდ თითო აგურს გადავადებინებ, ბუხარში შეყრილი ფულისა არ იყოს, გაუფრთხილდება და უფრო დააფასებს. მაგრამ ანკესი მხოლოდ ისეთს უნდა მისცე ვისაც შეუძლია, ან იცის მისი გამოყენება. აბა წარმოიდგინეთ ხაბაზი, რომელიც თონის წინ დგას ანკესით ხელში და თევზის გამოჩენას ელოდება. რა თქმა უნდა ეს შედეგს ვერ გამოიღებს. პირიქით ასეთი საქციელით კიდევ უფრო მეტად დავარწმუნებთ საკუთარი თავის უსუსურობაში. აი სულ სხვა საქმეა მეთევზეს თუ მისცემ ანკესს. ამით შენც ცხონდები და ისიც, თუ ერთი-ორჯერ თავისი დაჭერილი თევზით გაგიმასპინძლდება და სიკეთეს არ დაგივიწყებს. ისე "თევზიც" და "ანკესიც" თავისუფლად შეიძლება ერთ კონტექსტში გავაერთიანოთ და ვუწოდოთ დახმარება, შველა, მკერდში გულის ქონა, შუბლზე ძარღვის სიძლიერე და ა.შ. საერთოდ მათხოვარი ყოველთვის არსებობდა, ეხლაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს. ანუ ეს არ არის უბრალოდ მშიერი, ან უსახლკარო ადამიანი. ის საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრია, როგორიც სახელმწიფოს მმართველი, რადგან მის გარეშე არ არსებობს საზოგადოება. მეტსაც გეტყვით რომ არა "მშიერი", "მაძღარს" ხომ ფასი დაეკარგებოდა. აბა რა ფასი აქვს "წითელ ფერარს", თუ მისი გაქროლებისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო?! თუ დღეს პური არ მენატრება, ხვალ ჭიქა რძეს სულმოუთქმელად ხომ არ გადავკრავ?! ახლა კი რაც შეეხება "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!", ეს ყველაზე იოლი გამოსავალია. მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო შუბლზე ძარღვი უნდა გაიწყვიტო და მორჩა, აღარ ფიქრობ რა გააკეთო: ანკესი მისცე, თევზი, თუ ის რაც დაანაყრებს, რადგან უბრალოდ ვეღარ ხედავ "მშიერს", იცი რომ არსებობს, აქვეა შენს გვერდით, მაგრამ ვერ ხედავ, რადგან შენ თვითონ გააქრე. მაგრამ შენი გაქრობაც ხომ წამის საქმეა. გაქრები და დატოვებ ყველას და ყველაფერს რაც გაგაჩნია, ყველაფერი აქ, ამქვეყნად რჩება და სულ იოლია ვინმე "მშიერმა" სრულიად მოულოდნელად იპოვო შენი "ანკესი", შენი "თევზი" და "ისიც, რაც განაყრებდა", რითაც ცხოვრობდი და სულდგმულობდი, შენი ცხოვრების აზრი იყო ოდესღაც. ასე რომ, თუ "ანკესიც" გაქვს, "თევზიც" და "დანაყრებულიც ხარ" "ნუ გააქრობ მშიერს"!
-
ზუსტად ის გეტყვის, ზუსტად ის! ;) დროებიით "ჯერ იმან მითხრას"
-
ტურაშვილი, დავთო ტურაშვილიიიიიიიიიიიიიი <3
-
თუ მეტყვი არ ისნუნთქოო- არ ვისუნთქებ! არ დალიოო- არ დავლევ! არ შეჭამოო- არ შევჭამ არ ილაპარაკოო- არ ვილაპარაკებ! არ იაროო- არ ვივლი! ოღონდ ნუ მეტყვი...
-
ერთი ძალიან უცნაური ჩანაწერი მაქვს, თუ ვიპოვე დავდებ
-
:D ახლა ვიწყებ, მაგრამ ვიცი ეს იქნება დასასრული ვოცნებობ და ამიხდება ეს ფიქრები ჯერარსული სახელმწიფო კვლავ გახდება საქართველო- ჯერ არსრული... სახლი, ბაღი, სკოლა, უნი_ აღარ ვიცი სად არს სული! თენდება და ილიას კვლენ მეკარება აღარ რული. ეს ლექსი დავწერე 11 სექტემბერს შემრცხვა :X
-
"ეხლა ისეთ ხასიათზე დაგიბრუნოთ იუნდა ვალი" არე-მარე _ მხოლოდ მთვარე, ვფიქრობ ღამე... მომელანდა ლურჯი ქურდი შორეული, რაღაც მავნე, ვიღაც მხედავს იმ მთის მიღმა გზად ასული, თითქოს ელვა, ჩემთან გაჩნდა იმის სული: ერთი თვალი_როგორც ალი, ბაგე ლალი_ არს ალალი, გამჭირვალე ხორცი და მჭლე სახელად აქვს თურმე ვალი. მეუბნება: წამომყევი მაღლა ცაზე, მოგატარო შენი წლები-მარადმწვანე დაგანახო შენი მტრები, რომ არ იცი სად წასული მოგაყოლო თითო-ორი ამბავები ფიქრად სრული გადაგხვიო თმახუჭუჭა, შავი ბიჭი, თმებს არ სჭრიდი_ მაღალ სახლებს მდაბალ კაცებს ერთმანეთში არა სცვლიდი სხვისას, შენსას, მისას, ჩემსას_ აპურებდი, განა სჯიდი... თუმცა ვიცი ექვსში ღამეს ჯვრის დალეწვა მოგგონია გადავწყვიტე გასმენინო სანატრელი სიმფონია.., დაგაძინო ისე ხარბად, არასდროს რომ არ გქონია!... _ჩუ, ნუ შეკრთი, გაგაღვიძებ, დაგაბრუნებ, რა გგონია?!...
-
მადლობ მეც მიყვარს, სულ ვწერ რაღაცებს, ამ ბოლო დროს ორი ლექსი დავწერე
-
ჩემი დაწერილია ცხენით მიმავალმა ადამიანმა გზაზე დავარდნილი კაცი დაინახა. შეჩერდა, საბრალო ააყენა და უნაგირზე შემოსვა. მაგრამ ამ დროს კაცმა ლაგამს ხელი დაავლო, ცხენი შემოაბრუნა და თავის მხსნელს შესძახა: - არ განრისხდე, ცხენი მოგპარე, ეს ჩემი პროფესიაა, მე ქურდი ვარ. - ამას მივხვდი, - უპასუხა კაცმა დანანებით, - მაგრამ გთხოვ, არავის უთხრა ამის შესახებ. - ნუთუ გრცხვენია, რომ გაგქურდეს? - არა. უბრალოდ, ამის გამგონე ადამიანები რწმენას დაკარგავენ და დაცემულს ადგომაში აღარ დაეხმარებიან. <3
-
მადლობ
-
ვიცოდი ვიცოდი ვიცოდიიიი ვახ
-
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას მეუფე იაკობი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მეუფემ აღნიშნა, სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს და მათ არც საერო სამართლის წინაშე წარდგომა გაუჭირდებათ "თუ ჩვენები – ეკლესის წევრები იქნებიან "დამნაშავეები", ვფიქრობ, მათ საერო სამართლის წინაშე წარდგომა არ გაუჭირდებათ. მადლობა ღმერთს, კარგად გადაგვარჩინა. ფეხბურთის გუნდები რომ დაამთავრებენ ხოლმე თამაშს, იქ ხდება ხოლმე ტრაგედიები. ერთი ვიტრინაც არ ჩამტვრეულა, გატყდა ავტობუსის შუშა, ხალხსაც რაღაც მოუვიდა და ალბათ ჩვენც ვისწავლით, მაგრამ სახელმწიფოც შესაბამის დონეზე აღმოჩნდა. ჩვენ ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩავდივართ, მაგრამ სინანულის გრძნობით შეგვიძლია, კვლავ დავუბრუნდეთ უფალს. არავის უნდა ვახვევდეთ თავს ჩვენი ცხოვრების წესს. თითოეულ ადამიანს აქვს არჩევანი და ერთმანეთის არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ ეკლესიისგან და ქართველი ერისგან სხვანაირი საქციელი მიუღებელი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცუდ რაღაცას გადაგვარჩინა. როდესაც ერის მამა – პატრიარქი მოგიწოდებს, როდესაც არის საშუალება, რომ აირიდო განსაცდელი, უნდა ისარგებლო მარტივი გამოსავლით. პირადად ვმონაწილეობდი იმ საუბრებში და ვთხოვდი, გადაენაცვლათ სხვაგან. ეს არ იყო ორგანიზებული აქცია – ხალხი შეიკრიბა და სამართალს ითხოვდა. როდესაც 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება, იქ შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საუბედუროდ ვეღარაფერი შეძლოს ადამიანმა. რამდენიმე ათეულ კაცს იმ მომენტში შეეძლო დაეთმო, გადასულიყო სხვაგან და საფრთხე არ შეექმნა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. მადლობა ღმერთს, რომ იქ მრავალი სასულიერო პირი იყო, ხოლო პოლიციას დღევანდელ საქართველოში ხალხი ისე აღარ უყურებს, როგორც - რამდენიმე თვის წინ. რომ არა პოლიცია და სასულიერო პირები, დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებოდით და ამაზე პასუხისმგებლობა ვის დაეკისრებოდა, რა აზრი აქვს?! ეს მხარეები ხომ საქართველოს შვილები ვართ, გინდ სხვანაირად აზროვნებდნენ და ცხოვრობდნენ, გინდ – ერის ტრადიციებით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეები და დედა ეკლესიის წევრები ვართ. მე იქ ვიყავი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ეპისკოპოსის ჯვარი სხვა რამეა. მე მხოლოდ იმისთვის მივედი, რომ ვინც მიცნობს, ის მხარე მაინც გამეჩერებინა. ასევე იყვნენ მამები, რომ ვისაც იცნობდნენ, ისინი გაეჩერებინათ და მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებამაც იყოჩაღა. მათ ის ადამიანები გაარიდეს და პოლიცია და მამები ერთად ეხმარებოდნენ გასვლაში, თუმცა, მოხდა სამწუხარო შემთხვევებიც. როდესაც ამდენი ადამიანია, იქ ძნელია მარტო ქრისტიანობასა და მორალზე საუბარი. ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ", - ბრძანა მეუფემ. მისი განმარტებით, ძალადობა მხოლოდ "მუშტის მოქნევა" არ არის და გაცილებით მძიმეა "ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა" ადამიანებზე, რასაც წინა დღეებში ჰქონდა ადგილი. "როდესაც გეუბნებიან – დაძაბულია სიტუაცია და გადადი სხვაგან, კეთილი უნდა ინებო და გადახვიდე. თუ ქვეყანა გიყვარს - გადახვალ, როცა ქვეყანა არ გიყვარს და ფული გიყვარს – მაშინ არ გადახვალ. მე ვალდებული ვარ, სიმართლე ვილაპარაკო, რადგან ღვთის წინაშე უნდა წარვდგე, რომ მოვკვდები. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ არ გრცხვენიათ, რომ კითხვები მხოლოდ იმაზეა – ვიღაცის უფლებებს იცავენ თუ არა. ვის იცავთ და რას იცავთ?! ქართველმა ერმა აჩვენა, რას დაიცავს. ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, ძალიან დიდი რამ მოხდა. ჩვენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევით. არავის არსად ვანიშნინებთ და ყველამ ნახა, რომ სამებაში წავედით. ნუ მივიყვანთ ხალხს იმ დონემდე, როგორც რამდენიმე თვის წინ – ყველას კარგად ახსოვს, როგორი აგრესია იყო რამდენიმე პირის მიმართ. ამან შეიძლება, ვიღაცაზე გადმოხეთქოს. თუ გვინდა ქვეყნის კეთილდღეობა, ვინც პატიებას ითხოვს, ვაპატიოთ. ისე ნუ გამოვიყვანთ, რომ მამაომ ხელი მოიქნია – ისიც ადამიანია და ხალხში როცა გაერია, შესაძლოა ეს მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს, სამოქალაქო პირი მოიქნევს ხელს, მამაო თუ სხვა კონფესიის ადამიანი. არ ვამართლებ ამას და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ, ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის ჭკუის სასწავლებლად – ქართველი კაცი უფალს არ მიატოვებს. არის რაღაც, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. ევროპა ისეთს მიგვიღებს, როგორებიც ვართ. არა მგონია, ევროპას ჩვენთვის ხელის კვრა უნდოდეს, რადგან ევროპული სივრცე ჩვენთვის ახლობელი სივრცეა, თუმცა ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს", - აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.
-
სხვებს რაში ზღუდავს?
-
პატარაობისას ისე მეშინოდა და მზარავდა გვირაბი, რომ როცა სოფლისკენ მგზავრობისას მივუახლოვდებოდი, თვალებს ვხუჭავდი ხოლმე. საოცრად ნათლად მახსოვს ის შეგრძნება გვირაბიდან გამოსულს რომ მეუფლებოდა. ხელებს ვსლიდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთიდან ღრუბლებში ვეშვებოდი. ერთი პერიოდი ძალიან ხშირად მესიზმრებოდა, რომ ჩვენი წითელი ჟიგულით ბნელ გვირაბში მივქროდი მარტო ვიყავი, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მემიმყავდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ როცა გვირაბიდან გამოვდიოდი მანქანა ქრებოდა და საოცრად მწვანე მინდორზე მივრბოდი. უკვე მოზრდილ ასაკში კი სასიამოვნოდ მიუწვდომელი და საშინლად საინტერესო გახდა ჩემთვის. არ ვიცი შეიძლება იმ დეტექტივების კითხვამ იმოქმედა, რომლებსაც დღე და ღამე შეუჩერებლად ვკითხულობდი და წინასწარ ვცდილობდი დასასრულის გამოცნობას.თუ გამომივიდოდა გული მწყდებოდა, ტრაგედიის ტოლფასიც კი იყო ჩემთის, რადგან ჩემთვის უსაყვარლეს შეგრძნებას-აღფრთოვანებას ვკარგავდი. ამიტომაც ვგიჟდებოდი აგათაზე. იმდენად დაწვრილებით აღწერდა საქმეს, რომ მაბნევდა და თუ ისევ მას არ მივმართავდი, ჩემით არაფერი გამომდიოდა. ძალიან მიყვარდა და ეხლაც მიყვარს ამოუცნობი, უცნაური რაღაცები, აი დიდხანს ფიქრი რომ სჭირდება რაღაც დასკვნამდე მისასვლელად. ამიტომ ვერ ვიტან მათემატიკას და ზუსტ მეცნიერებებს. მოცემული გაქვს ფორმულა, ჩასვამ რიცხვებს და ეგაა, მორჩა. დაილოცოს ლიტერატურა! სადაც გინდა, როგორც გინდა, რამდენსაც გინდა მოგზაურობ, ჩხუბობ, კლავ-გკლავენ, უყვარხარ-გიყვარს, ღალატობ_გღალატობენ, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ, იმიტომ, რომ ფიქრობ, კიარ აკეთებ, არამედ ფიქრობ. ფიქრისთვის კი ვინ დაუსჯიათ?! მე მინდა შენი მოკვლა, ყოველდღე ვფიქრობ ამაზე. წარმოვიდგენ როგორ შეგაგდებ გვრაბში, რომელშიც სულ რაღაც 9 წამში მატარებელი შეირბენს და მისი გამაყრუებელი სიგნალის მიუხედავად ნათლად გავიგებ შენს ბოლო სიტყვას-რატომ? მე პასუხი არ მექნება, რადგან არ ვიცი. მე ხომ უბრალოდ ვფიქრობ, არც შენ არსებობ, არც მე და არც ის ღამე, როცა საყვარელთან ერთად გნახე. ალბათ საგნები ავურიე ისევ, რის გვირაბი, რა მატარებელი, რომელი შურისძიება. როდის იყო ჯერ არ გაჩენილს რაიმეს ფიქრი ჰქონოდა, დედის მუცელში ისე დაცული, უდარდელი, უზრუნველია, რომ ყოველ წამს ებღაუჭება პაწაწინა, უსუსური თითებით და ვერ ეგუება იმ ჰაერს, რომელიც ათასი სისაძაგლითაა გაჟღენთილი.და აი ისიც, 3კგ და 50სმ, მამიკოს ულამაზესი გოგონა!
-
სამწუხარო რეალობაა, სამწუხაროდ მაგრამ იცი რა მიკვირს, ათეისტი მორწმუნეს ამას რომ მაჩვენებ რაში გზღუდავს რელიგია?