რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადისიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როცა ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში. ეს კლასიკური განმარტება, ისე კი რა არის შიში? ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე თითოეულ ჩვენგანს წარმოუდგება უსიამოვნო განცდა, რომელიც ამ სიტყვის უკან იმალება. ის თითქმის ყოველი ადამიანისთვის ნაცნობია.ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფიზიოლოგები თავისებურად ხსნიან ამ ფენომენს. ფილოსოფოსები შიშსა და ემოციაში ეგზისტენციალურ ძალას ხედავენ, რომელიც ადამიანის სულიერ ევოლუციას განსაზღვრავს. სოციოლოგები და პოლიტოლოგები ემოციებს ადამიანთა - მასებით მანიპულირების საშუალებად აღიქვამენ. ფსიქოლოგები მათში დამცავ ფუნქციას ეძებენ, რომელიც ინდივიდს ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის საშუალებას აძლევს. ფსიქიატრების აზრით, შიში ერთგვარი დაავადებაა, რომლისგანაც აუცილებელია პაციენტის განკურნება. აბა ვის რისი შიში გაქვთ? მე მეშინია თაგვების, ანუ თაგვოფობია მჭირს :დ ნომოფობია – მობილურის არქონის შიში ემეტოფობია – გულისრევის შიში ალბუტოფობია – აბაზანის მიღების შიში გეფიროფობია – ხიდების შიში გინოფობია – ქალების შიში ფაგოფობია – გადაყლაპვის შიში ტეტრაფობია – 4-ის შიში ქოულროფობია – კლოუნების შიში ფობოფობია – შიშის შიში აუტოფობია (ან მონოფობია) – საკუთარი თავის შიში Shaten mama