-
პოსტები
2.669 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
35
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი urfinjus
-
მე უბრალოდ კომპილატორი ვარ და თავისუფალი მსროლელი ჩემ სამყაროში არ არსებობს "ჩვენ"...მინდოდა გამეფრთხილებინე და დამცირება არც მიფიქრია მაგრამ დროს დავასწარი ვხედავ....მხოლოდ კ...ი ტერმინოლოგიით ახალ ეონში შორს ვერ წახვალ...ჩემი შეცდომა ყოველთვის ერთია უფსკრულამდე ვაფრთხილებ სამტვინიანებს და სიამაყით აღვსილ პასუხებს ვიღებ...ახია ჩემზე დეე იყავი შენი ბედის მჭედელი მაგ ჭეშმარიტებით სადაც ინფორმაცია ცოდნაა...მშვიდობით ოდეს რვიანი ვარ და ჩემი გზით წავალ...
-
"როდესც გაიგებ სხვაობას ჭურჭელსა და ჭურჭლის სივრცეს შორის გექნება ცოდნა" გაიხსენე როდესაც გამოიღვიძებ ინტელექტის ამპარტავნობაში ჩაძინებულო გისურვა მეხუთემ.......
-
http://www.picz.ge/img/s1/1205/25/2/223ccd4bd134.jpg
-
ეჰჰჰჰ იბრალებ იმას რაც წიგნში ამოიკითხე...გაქვს ინფორმაცია და ცოდნა გგონია....მორჩა საუბარი
-
Samael აღარ აქვს მნიშვნელობა ვერ უპასუხე......არ უნდა გეუბნებოდე ამას მაგრამ როდესაც მსგავს კითხვას ვერ პასუხობენ თავს კარგავენ ხოლმე პირაპირი გაგებით....ამიტომ კითხვაზე პასუხს "საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ" წიგნში ვერ წაიკითხავ! უბრალოდ უნდა იცოდე თორემ თორმეტიდან ცამეტში ისე ამოყოფ თავს ვერც კი გაიგებ..... როცა ნული გახდება ერთი მაშინ შეიძლება შეძლო თუ კიდევ გენდომება....
-
Samael არაა სწორი პასუხი......თერთმეტის სახელით გირჩევ დაფიქრდი როცა ამას მეორედ გკითხავენ.....
-
არ არი მხოლოდ შავი და თეთრი.....როცა დაცხრება ვნება და ეგო,მიხვდები რომ "ჭკუა(ინტელექტი)–თესლის მოუსვენრობაა. ამაშია მოთავსებული ყველაფერი, რადაც შეიძლება გახდეს ადამიანი ან ხდება. სხეულის ფუნქციები არსია მანქანის ნაწილებისა–მდუმარე, ვიდრე იგი მოსვენებულია, ჭკუა კი მუდამ მოუსვენარია, წრიპინებს: მე. ეს "მე" არასტაბილურია, იგი არ გადადის(ზღვარზე) თაობებზე, იცვლება ყოველ წამში და ბოლოს კვდება. ამიტომ ადამიანი, თავდავიწყებით მმართავი თავის ბორბალისა(გნებავს სანსარა გნებავს ბორბალი ბედის არკანებში), არი მხოლოდ თვითონ და სხვა არაფერი" frère urfinjus. მკითხველს აინტერესებს მოწიწებითა და შეფარვით " რამ გაიძულათ Samael ამ ტექსტის აკრეფა? რას ეძებთ ამ ქმედებით? თუ "მორწმუნეთა აღშფოთებით" გინდათ ხალისი? ეგებ ადეპტი ხართ ძალამოცემული ახალი ცოდნით(ინფორმაციით)....რას ეძებთ, საიდან მოდიხართ და საით მიდიხართ? კითხვას სვავს რვიანი...
-
don't flatter itself
-
მოძრაობა "თეთრები" ივნისში კონგრესს გამართავს
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.picz.ge/img/s4/1205/25/f/f18ab23aa222.png -
26 მაისს გამოკრული პლაკატი...რა უბედურებაა!
urfinjus replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=QxPiZG6eotY&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=1&feature=plcp -
"....რას ყვირი?- ო, მასხარავ? ამინ მოძრაობა ფარდობითია მხოლოდ არაფერია მუდმივი. ვსტყორცნე ისარი გედს რომლის სახელიცაა აღტაცება, თეთრი მკერდიდან იხუვლა სისხლმა....ბრბომ ცემა დამიწყო. შემდეგ მიხვდნენ რა, რომ უბრალოდ მასხარა ვიყავი-გამიშვეს. ასე, მხოლოდ ასე შევძელი გრაალის ტაძრამდე მიღწევა". იპოვე თ(კლავიატურაზე) მოძებნე სიტყვა და დაარიგე სალოსი ოდეს საიდანაც ისროლეს ქვა იმ მხარეში დაკარგულია სანუკვარი სიტყვა...."Ad disputandum, non ad docendum".
-
http://www.youtube.com/watch?v=agNZIRLv_Ik&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=9&feature=plcp
-
ირაკლი ალასანია: მინიმალური პენსია 220 ლარი იქნება
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=STzN2f5xtUM&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=106&feature=plcp -
მოძრაობა "თეთრები" ივნისში კონგრესს გამართავს
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=bAuGHWysmac&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=8&feature=plcp -
მოძრაობა "თეთრები" ივნისში კონგრესს გამართავს
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუთუ ვერ ხვდებით რომ ამ ქვეყანას არც მთავრობა და არც ოპოზიცია არა ყავს...და დღეს ვინც თავს პოლიტიკოს უწოდებს: ან ცვედანია, ან პოლიტბიზნესმენი ან ყბედი უნიჭო მედროვე.... -
მოძრაობა "თეთრები" ივნისში კონგრესს გამართავს
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოს ღირსების დასაბრუნებლად არაა საკმარისი საოკუპაციო ჯარების გაყვანა......შელახულ ღირსებას ერი სისხლით იბრუნებს ყველა დროში და ეს სისხლი მტრის სისხლია ხოლმე....არც მიშა არ ის ვაჭარა-პუწინა და სხვა ყბედი არსებანი სახელად ოპო პარტიზანული(სერიოზული დივერსიულ პარტიზანობას ვგულისხმობ) საქმის დამწყებნი არ არიან....ერთი კიდევ 500წელი აპირებს ნატოში შესვლის ნებართვას დაცდას, მეორე (ბორისკა) საერთოდ არ აპირებს ოკუპანტისათვის სახელის დარქმევას დარწმუნებული ვარ მოსვლისთანავე სტატუსს მოუხსნის ოკუპანტებს მაგ იდიოტს ერთი გრამი ქართული სისხლი არა აქვს "ომი ჩვენ დავიწყეთო" ეს რა სირი უნდა იყო რომ თქვა....შენ მიწის ერთ სანტიმეტრზე თუ გადმოვიდა მტერი უკვე აგრესიად ითვლებოდა ყოველთვის... -
მოძრაობა "თეთრები" ივნისში კონგრესს გამართავს
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოს არ ყავს და არც ეყოლება მთავრობა ვიდრე სრული დეოკუპაცია არ მოხდება, რუსეთთან სათისფაქციის გარეშე მე პირადა არ ვაპირებ საქართველოს რაიმე ხელისუფლების აღიარებას ან არჩევნებში მონაწილეობას..... -
ირაკლი ალასანია: მინიმალური პენსია 220 ლარი იქნება
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აუ ეს თარსი სადაც შეძვრა იქ ყველაფერს დედა ეტირა....მიშას კაცი იყო გაეროში და ჩაისვარა, ოპოს აქციებს დედა უტირა.....ეხლა ამ პენსიონერებს მართლა ცუდად ექნებათ საქმე თუ მაგათ ალასანია(ბოცვერა) შეეკრა...სულ მიკვირდა რა დაფეთებულია ეს დუხი რა სულ აქეთიქით დაურბის თვალები მეთქი...თურმე რა ძნელია ესეთი თარსი რომ ხარ.....მაგას ეტყობა იმ საწყალი წულუკიანის ვაჟაცობის იმედი აქვს საბოლოოდ... -
მოძრაობა "თეთრები" ივნისში კონგრესს გამართავს
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გეტყობა რომ ახალგაზრდა ხარ...ჩემი თაობის ხალხი სიტყვაზე პასუხს ვაგებთ -
მოძრაობა "თეთრები" ივნისში კონგრესს გამართავს
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
laci 26 პოსტზე (რომლებიც ღია ირონიით იყო ჩემ მიმართ) შევეცადე ასე თუ ისე ღიად მეპასუხა, მერე ბელადი მიშა გყავსო შენი შეხედულებით დამაბრალე: როცა დავაგინესავით ბელადის ფანებისაც და ტყუილად დამბრალებლისაც მეთქი ....სხვებს განუცხადე "გარდა ყველაფრის უზრდელიცააო-(ჩემზე)...ეხლა რამე რომ გიპასუხო დავკომპლექსდი და მეშინია ჩემი უზრდელობა არ გამოვიჩინო....ისე არცერთ პოსტში პირადად შენთვის თუ ბიძინა-ბორიას კლანის წევრი არ ხარ არ მომიმართავს, რატომ სვამდი კითხვებს მრავლობით რიცხვში საკუთარ თავზე ჩემთვის გამოცანად დარჩა ...თუ ჩემი უკბილო დაცინვით სადმე ქულებს იწერ ღმერთმა ხელი მოგიმართოს...ისე რომ შენი ჩემ მიმართ მარადისობაში ნასროლი "ვერ მოესწრებით" ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს.....უზრდელი უზრდელებთან ვარ და სალაგებთან იმ ტაშიი-ის და ის 0,5 სტრიმი ძმაკაცი რომ ყავს მე მოვალე არ ვარ რაიმე ავუხსნა ვინმეს ...მით უმეტეს ვისაც არ ვიცნობ ვუმტკიცო ვინ ვარ და რა მინდა...შენ ყველაფერი გაგირკვევია შენ თავთან და ამ სამყაროს დიალექტიკასთან და მე რას მერჩი.....მე შენ კი არა ვინც გინდა მითხრას ბიძინა და მაგის შაიკა საქართველოს სიკეთეს მოუტანსო არ დავიჯერებ.....ისე რომ მოგიწევს ჩემი არსებობის ატანა ამ საიტზე და თავის იმით დამშვიდება რომ ვითომ მე მიშას ფანი ვარ თორემ ბორიაზე ცუდს როგორ ვიტყოდი...ერთი რამ ცხადია რომ იმ ინტელექტუალური პოტენციალით რაც ამ პოსტებში გამოაჩინე მე ვერც წონასწორობიდან გამომიყვან ვერც გადამარწმუნებ და ვერც მამხელ იმ სიბრიყვეებში რასაც ვინმეს ფანობა ჰქვია....იმ პერსონაჟს მახსენებ(პოსტებს როცა გადავხედე სხვების მიმართ) სულ იმის კითხვაში რომაა "ციხე ხომ ქურდებისაა?"-ო...ილუზია არ მქონია პირველ კითხვიდან ვისთანაც მქონდა საქმე....მაგრამ ჭია გაგიხარე(ჭიაში მეტაფორულად ქართულ გამონათქვამს ვგულისხმობ და არა შენ, თორემ ისევ უზრდელობას დამაბრალებ)....ამ საიტს უთხარი მადლობა ცხოვრებაში მსგავს პერსონაჟებზე დროს არ ვკარგავ.....ხო ციხე ქურდებისაა და მეორედ მაგ საკითხზე აღარ შემაწუხო....ცოტა გაიზარდე და მერე მოიწერე ხოლმე.....ვინაიდან უზრდელი და მიშას ფანი ვარ აღარ გიპასუხებ კითხვებზე ოდეს არ დავაზიანო შენი ფაქიზი მიმიკრიული სული....ადიო!!!! პ.ს. თუ გინდა იფიქრე რომ მე ბევრი ვარ და პოლიციის ლაიტენანტი და ამით შენ ბრალდებას დიდკაცურ ეჰჰჰჰჰჰს და სხვა გმირულ შორისდებულებსა თუ შემოძახილებს( აი ის რომ მითხარი ისევ მრავლობით რიცხვში "ვერ მოესწრებით") ფასი უფრო დაედება.... -
მოძრაობა "თეთრები" ივნისში კონგრესს გამართავს
urfinjus replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგ წყალწაღებულმა შაშიაშვილმა თავი ხელმეორედ შვა რუსი ღორის მუცლიდან.....ქართველ ბასტარდების კონგრესზეც დაშლიგინობდა სოჭში და სხვა ებრალიდზის სმოტრებზე ძველი და ახალი ჩეკისტი-ქურდების დეფილიეებზე....გულისმრევია მაგ გადაჯიშებული არსებათა დინგების ნახვა, მაგრამ მათი განცხადებები ძალიან სასაცილოა ვინაიდან ტექსტებს ან შევჩენკო უწერს ხოლმე ან მიგრანიანი....60-70 წლების აფრიკული ბელადების მანტრებს გავს შაშიაშვილის გნიასი... -
http://www.picz.ge/img/s1/1205/23/8/81c1fe54287f.png
-
http://image.geotorrents.com/images/76196468507531730713.png
-
ეს რაიკომის მდივანი და ყოფილი პარტიული ფუნქციონერი სადღა მიძვრება...
-
იყო დრო როდესაც რუსეთი დერჟავა არ იყო(ესე იგი ზღვბზე დიდი გასასვლელები არ ქონდა), იყო ჩაკეტილი ბოიარებით და პარანოიკი ცარებით მართული გაყინული ქვეყანა მათ მითებშიც კი სახელმწიფოს მართვა ვარიაგებმა(ვიკინგებმა) ასწავლეს, ხოლო ქრისტიანობა ლოთმა ვლადიმირ სვიატოსლავოვიჩმა ეშმაკი ბიზანტიელი ბერის შეგონებით მიიღო(რელიგიის ქასთინგზე: მოწვეული იყვნენ მოლა(ისლამი), ხაზარი(იუდაიზმი) ერთი ორი შამანი და ზემოთ ხსენებული ბერი) რომელიც სხვებზე ყოჩაღი აღმოჩნდა და აკრძალვების მაგივრად ნებართვებზე ელაპარაკა ვოვას....მერე პეტრემ ევროპაში იმოგზაურა, ჰოლანდიის პროფტექნიკუმში გემთმშენებლობა ისწავლა და შვედებს ბალტიის ზღვის ნაწილი წაართვა, მას შემდეგ გამძლე რუსი დედაკაცები ჭარბად აჩენდნენ ევროპის დამსჯელ რუსულ ჟანდარმულ არმიისათვის საზარბაზნე ხორცს, კულტურას კი ამ ჯარში არმომსახურე სემიტები, გერმანელები და პოლონელები ქმნიდნენ.....ყველაფერი კარგად მიდიოდა ვიდრე ბოლოს დიდი მონარქის სტალინის სიკვდილის შემდეგ სამყარო რუსეთის გარშემო არ შეიცვალა და ეს რუსეთსაც შეეტყო....რუსებს ასწავლიდნენ რომ ყოველი გამოგონება რუსებს ეკუთვნოდათ რადიოთი და პენიცილინით დაწყებული და ელნათურით დამთავებული...თუმცა დღესაც ნახევარი რუსეთი სიღატაკით სულს ღაფავს მთელ სამყაროს ჭკუას ასწავლის და ემუქრება. 2008წელს გრუზინების დედაქალაქი ტიფლისი რუსმა ვერ აიღო ბანალური მიზეზის გამო 200კმ-ზე გაჭიმულ სატანკო კოლონამ წინსვლა შეწყვიტა იმიტომ რომ სიძველის გამო ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა....ამით ისარგებლა გაიძვერე ჰაიდუკმა სარკოზიმ და უხერხულობიდან გამოიყვანა დაბნეული რუსული და დაფეთებული საქართველოს ხელისუფლებები....რამოდენიმე წლის შემდეგ დიდის ამბით მირეკეს ახალგორელი გულუბრყვილო დევნილები თბილისში სარკოზისათვის წინასაარჩევნოდ ხელის დასაქნევად მაგრამ სარკო არჩევნებში დამარცხდა და რაც არ ახსოვდა აქამომდე არც აწი გახსენებია....ნატოს მანჯურიელი მგლები კი ვოვასგან შეშინებული ჩიკაგოს სამიტს ჩავიყარენითო....ჰუსეინ ობამას არჩევნები აქვს და გეებს მიცვალებულებს ყველას ქორწინების უფლების მიცემას პირდება ფეხზე კიდია შენი ნატო და გეოპოლიტიკა( საქართველოში რუსი რომ შემოიჭრა არც კი იცოდა რომელ გეოგრაფიულ(პოლიტიკურ) ერთეულზე საუბრობდა). მერკელს გაზის მილს აჭერინებენ და წველავენ რუსები რითაც ეს გდრ-ის პიონერი ბედნიერია...კი ნატო დღეს იმ მოჭიდავეს გავს რომელსიც ძლიერ მოწინააღმდეგესთან შეხვედრას გაურბის....მაგრამ რუსეთი უფრო სასაცილოა და რა მომავალი შეიძლება ქონდეს გაზპრომის-ფეესბეს და კირილას კონტროლირებად სივრცეს? რუსეთი იცავს რა თავის არჩეულ გზას(რომელიც განსკუთრებულია მაგრამ საითაა და რაშია ეს გზა კაცი შვილმა არ იცის) ებრძვის დასავლურ კულტურასა და ცხოვრების წესს ტელევიზიით და პრესით(ყავს შიზოფრენიკების და სიკოფანტების დივიზიები: შევჩენკო, დუგინი, ზატულინი, მარკოვი და სხვა) სინამდვილეში კი ყველაფერში ბაძავს დასავლეთს(სხვათა შორის საშინელი მახინჯი ფორმით).....მოკლედ რუსეთს ძველი ატომური ბომბების, გზების და "დურაკების" გარდა ერთი ღირსება შემორჩა ეს გაზსადენი, ნავთობი და დიდი არაკია -რომ რუსეთი დიადი ქვეყანაა ყველას ჭკუა უნდა ასწავლოს, იაროს გერმანული მანქანებით ისარგებლოს აზიურ-ევროპული ტექნიკით, უყუროს ჰოლივუდის ფილმებს(საუბრებში ტარკოვსკი აქოს), დასცინოს ანგლოსაქსების ტრადიციებს და თვითონ ინაგურაციის კარიკატურა მოიწყოს... რუსეთი აგონიაში კი არაა, რუსეთი მკვდარი კი არაა, რუსეთი მკვდრადშობილი დაიბადა და ჩვენ მათი გვამის ხრწნის ეპიდემიისაგან ვიტანჯებით...