Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. ფრიად ნიშანდობლივი ამბავია(ეშმაკმა და იობმა უწყიან სინამდვილეში რამდენი ამბავი იმალება როდესაც ტელევიზიები, გაზეთები, პოლიცია, პროკურატურა, ომბუცმენი, ერთი ოლიგარქის გემოვნებითაა ნაყიდი, დანიშნული და მასვე ემორჩილებიან) ძალიან გავს რუსულ "сор из избы не стоит выносить"-ს და "как бы чего не вышло"-ს(ბოდიში ოკუპაციის ენაზე ციტატის მოყვანის გამო) პრინციპებს რომელიც მხოლოდ რუსულ და ავტოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს....როგორც ვხედავთ მელორიზირებული "პოლიტპატიმრები" და "რეპრესირებული" კანონიერი ქურდები საქმეს გაათმაგებული ენთუზიაზმით შეუდგნენ....გახსოვთ ნეტარი ბიძინეს გაფრთხილება?: "კრიმინალმა თუ მოიმატა ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ". ვეკიდებით ტოვარიშჩ ბორის გაგებით ოღონდ სხვა რამეს: თქვენი მოტყუებული და გაბითურებული 54% ამომრჩევლის სინანულს და გულგატეხილობას არჩევანის გამო...მე კი ვიცი რომ ეს დასაწყისია მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ ბოსელია, ქუცუნაშვილი, წულუკიანი, აქუბარდია, გუბასი და სხვები ამჟამად თვითკმაყოფილების ნიბბანაში იმყოფებიან და ეს არაა პატარა ამბავი...
  2. ქუთაისში მცხოვრებლები ქალაქში კრიმინალის ზრდასა და პროკურატურის მხრიდან დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე საუბრობენ. როგორც news.ge-ს მოქალაქეებმა განუცხადეს, ისინი დანაშულის ზრდასთან დაკავშირებით დასკვნას იმ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ, რაც მათ ან მათ ახლობლებს შეემთხვათ. "სა­ფიჩხია­ზე, გა­ნათ­ლების ქუ­ჩა­ზე დაახლოებით ორი თვის წინ მე­ზობელ­მა გვერ­დით მე­ზობელი მოკ­ლა. ჯერ ბალი­ში აა­ფა­რა სახეზე, შემ­დეგ ესროლა. გარ­დაც­ვლილს სახიდან ტყვი­ის გუ­ლა ამო­უ­ღო და სახედა­სახიჩ­რებული ბიჭი ქუ­ჩა­ში და­აგ­დო. მარ­თა­ლი­ა, საქ­მე გაიხსნა, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა არ ახმა­უ­რებს. მკვლე­ლის მთე­ლი ოჯახი თა­ნამ­ზრახვე­ლობის­თვის არის და­კა­ვებული, რასაც გეუბნებით სინამდვილეა, თუმცა არ მინდა ჩემი სახელი დაიწეროს და შემდეგ პროკურატურა მომადგეს," - ამბობს ერთ-ერ­თი მო­ქა­ლა­ქე. მოქალაქეთა ნაწილი მკვლელობის ფაქტების გარდა, ქალაქში მაღაზიების ძარცვისა და ავტომანქანების ქურდობის გახშირებასაც აღნიშნავს. „ორი მა­ღა­ზია გა­ი­ქურ­და, ერ­თი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, მე­ო­რე ავ­ტომ­შე­ნებლის ქუ­ჩა­ზე. დღი­სით, მზი­სით ქალს ჩან­თა გამოგლიჯეს ხელი­დან „ზას­ტა­ვა­ზე". ასე­ვე, „ზას­ტა­ვა­ზე" მო­ი­პა­რეს მან­ქა­ნა. პატ­რუ­ლი ნამ­დვი­ლად დარბის ყოველ წუთ­ში, მაგ­რამ კრი­მი­ნალ­მა მო­ი­მა­ტა. ნი­კე­ა­ზე ბინა გა­ქურ­დეს. დაზარალებულ ოჯახს პო­ლი­ცი­ამ უთხრა, რომ მათ­თვის აჯობებდა თუ მომხდარს არ გაახმაუ­რებდნენ," - ამბობენ მოქალაქეები. პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ეკა ბესე­ლია აცხადებს, რომ ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კას იც­ნობს. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი მი­სი თქმით, და­ნა­შა­უ­ლის მა­ტებას არ აფიქსირებს. http://news.ge/ge/ne...gaakhmaurebdnen
  3. Siknadmo ეს მაგარი იცით მღვდელის კრიტიკა თეოლოგიურ სიბრტყეში გადაგყავთ და შემდეგ აბა ვინ გვებრძვის მართლმადიდებლებსო? იმ აბითურიენთის ანეკდოტი მახსენდება ყოველთვის: ბიოლოგიაში მხოლოდ რწყილის შესახებ რომ იცის საკითხი....შეხვდა ცხენი დაიწყო ცხენი....ცხენს ყავს რწყილი....შეხვდა თევზი....თევზს არ ყავს რწყილი.... ყველა რელიგია "ღრმაა" მაგრამ რამდენი სისხლიც ამ "ღრმა" რელიგიების დამკვიდრებამ დაღვარა იმდენი არც ერთ სხვა დოქტრინას არ უქნია... საუბარი იყო მღვდლებზე რომლებიც თავისი ბოსის სახელით მათხოვრობენ და ეკლესია რომელიც ბოლო ათწლეულია ყველა საერო საქმეში ცხვირს ყოფს ამჯერადაც როდესაც საქმე მათ შეეხო განზე გადგა(როგორც ყოველთვის) და რაღაც ფრაზებით შემოიფარგლა. "ღრმა" რელიგიის დამცველს კი უნდა მოეხსენებოდეს "ფეკალიების" ხსენებით არგუმენტი არც "ღრმა" და არც დამაჯერებელი არ ხდება.... საკვირველი ამბავია ყველა კონფესიის ქომაგი რაც დრო გადის მით უფრო შეუწყნარებელი ხდება მათი ფუნქციონერების ან ადეპტების კრიტიკის შემთხვევაში...
  4. Giorgi Kiskeidze რა რეიტინგი თუ ძმა ხარ.... რუსული ფულის რეიტინგი შეიძლება მაღალია: "თუ მდიდარია თვით ბარბაროსიც მოგეწონება"... უფულო კაცმა რომ მაგდენი აშკარა სისულელე როშოს ან გასაქცევად ექნება საქმე ან დასაცინად... ისე ძალიან მხიარული ამბავია რუსმა მილიარდერმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა იმ მიზნით რომ ამომრჩეველს ქვეყნის ბიუჯეტი გაუნაწილოს.... ღმერთმანი ჯოჯოხეთშიც(თუ რაიმე ამგვარი არსებობს) კი არავის მოუვიდოდა თავში ესე შეუბრალებლად ვინმეს დაცინვა.....------------------------------ http://www.youtube.com/watch?v=Rx8PSiT165g
  5. მშვენიერია მაგრამ "ლოცვა კურთხევა" რომ არაა ამ საქმეზე ეს საკმარისი ვერ იქნება.... ეს ხალხი თუ არავის არ ემორჩილება სხვა საკითხია....ამასთან როცა ოკუპანტთა მოგვ კირილასთან კოცნაობაზე ან რელიგიის ფინანსების კანონის ფარგლებში მოქცევაზეა საუბარი მაშინ სტალინგრადის ბრძოლას მართავენ, მრევლს აქეზებენ იობი, ისაკაძე და სხვა რელიგიურ-პოლიტიკური მოღვაწენი და მრავალ სხვა რამეშიც ერევიან (პასპორტში რა უნდა ჩაიწეროს როდის გახდა მღვდელის საქმე? თუ მებაჟეები და მესაზღვრეები არიან?) ეს ვისი საქმეა მაგაზე ხომ არი ლოცვა კურთხევა.... რამეზე ზრდილობიანად მიუთითებ და ან იტყვიან ეს ჩვენ არ გვეხებაო ან კიდევ ქრისტიანობას ებრძვიო.... მეგობართან ოფისში ვიყავი ორი დღე და ერთი ექვსჯერ მღვდელი და სანთლების გამყიდლები შემოვიდნენ ისეთი ფარისევლური და აღმატებული ტონით მოითხოვეს დახმარება თითქოს მათი ვალი გვქონდა თან საშვილიშვილო, უარი რომ მიიღეს ისეთი ტონით გამოცრა მღვდელმა "ღმერთმა დაგლოცოსო"(არ მინდა არც მაგათი დალოცვა და არც ანათემა ორივე მშვიდობაში მოიხმარონ) რომ ლუციფერსაც კი შეშურდებოდა ესეთი ზიზღით და ფარისევლობით ღმერთის სახელის გამოყენება....
  6. თავიდანვე გულრწფელად ვიტყვი არაფერი პრეტენზია არც მათხოვრების არც ეკლესიის წინააღმდეგ არა მაქვს. უბრალოდ მაინტერესებს როდესაც ბიუჯეტიდან ფინანსდება ეკლესია(რომელიც თავს ყოლისშემძლე აბსოლუტის სახელით მოლაპარაკედ თვლის) ისე რომ ანგარიშვალდებული სახელმწიფოს წინაშე არაა, როდესაც მღვდლები პირაპირ ერევიან საერო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში(მაგალითად არჩევნებში) და იღებს არავისაგან არ კონტროლირებულ შემოწირულებებს, ფლობს უამრავ უძრავ და მოძრავ ქონებას ფული არ ყოფნის? როგორც მოქალაქე რითია ეს მათხოვარი მღვდელი(თუ დიაკვანი, მორჩილი მნიშვნელობა არა აქვს რომელიც ეკლესიისა და ღმერთის სახელით მათხოვრობს)უკეთესი იმ ბოშა ბავშვებზე რომლებიც მეტროში მათხოვრობენ?
  7. "გატყდაო" ეს ისეთი რბილი ნათქვამია რომ ევროპელთა კორექტულობით გულიც კი ამიჩუყდა.... მოკლედ ივანიშვილი თავის თანამხარჯველებთან ერთად ევროტურიდან რომ ჩამოვა ისეთ "გარღვევებზე" ისაუბრებენ "მკვდარსაც კი გაეცინება".....აი უსუფაშვილს და მე(ბიძინე) ვიღაც ევროპელმა ლევაკმა ხელი ჩამოგვართვაო, აი ვილაპარაკეთ ურთიერთობის "გაღრმავებაზე"-ო, აი ხიდაშელმა ვიღაც ფრანგ(ან გერმანელ) მაღალჩინოსანს თვალი ჩაუკრა იმან კი გაუღიმაო.... ვისაც ჯერ კიდევ რამე ტუგრიკის იმედი აქვს ბიძინეს ჯიბიდან ან მხოლოდ წინა "რეჟიმის" გელიოტინაზე დასწრების გადაულახავი სურვილი ხრავს ვერ და არ დაინახავს რომ დიდი ძალების დაუხარჯავად ივანიშვილის სავაჭრო არტელმა მოახერხა ევროპის კარების აქედან გამოჯახუნება რაც დიდ კმაყოფილებას იწვევს კრემლის ადმინისტრაციაში.... ვერ ვიტყვი რომ ეს უსუფაშვილის ეპისტოლეების(ხომ თქვა ბიძინემ უსუფაშვილი წერილებს კარგად წერსო?) ან საგანელიძის ჰეროიკული განცხადებების(ეგეთ განცხადებებს მამაშვილი კიმები, აჰმადინეჯადი და სხვა ჩვენი დროის "გმირები" აკეთებდნენ მაგრამ მაინცდამაინც არავინ უსმენდა ვეჭვობ საგანელიძის გმირული შეძახილი ევროპაში ვინმეს გაეგო) გამო მოხდა მაგრამ ევროპელებმა დაინახეს რომ ივანიშვილის ქვეყნის მართვის სტილი და წარმოდგენები ძალიან გავს ვლადიმირ პუწინის პოლიტიკას და ხელი ჩაიქნიეს....-------------------------------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=M14fI0gD9hA
  8. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსის განცხადებით ნდობა თბილისსა და ბრიუსელს შორის სამწუხაროდ გატყდა. ამის შესახებ მარტენსი "ნაციონალური მოძრაობის" 19 აპრილის მიტინგთან დაკავშირებით გამოგზავნილ მიმართვაში წერს, რომელიც პარტიამ გამოაქვეყნა. „ნდობა თბილისსა და ბრიუსელს შორის სამწუხაროდ გატყდა. ამ ურთიერთობის მთავარი ელემენტი კი სწორედ ნდობაა. ჩვენ შეგვიძლია მოვიპალარაკოთ შესანიშნავ ხელშეკრულებაზე - მაგალითად როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, მაგრამ თავისთავად მოლაპარაკებების დასრულება არაა თვითმიზანი თუკი არ გვაქვს ამ ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარების იმედი. მხოლოდ ეს მოუტანს კონკრეტულ სარგებელს საქართველოს მოქალაქეებს. ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების დაწყებამდე მას სჭირდება ხელმოწერა და წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მიერ რატიფიკაცია. სამწუხაროა მაგრამ უნდა ვაღიარო რომ მოცემულ გარემოებებში ხელმოწერისა და რატიფიკაციის მოლოდინი მთლიანად არარეალისტური და შეცდომაში შემყვანიც კი იქნებოდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ემყარება რწმენას რომ ჩვენ მართლაც ვიზიარებთ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს და მათი განვითარების ვალდებულებას. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიც იგივე ჩარჩოში წარიმართება. მაგრამ სწორედ ამ ნდობის ნაკლებობის გამო, ევროპული საზოგადოებრივი აზრი ვერასდროს მიიღებს ისეთ ქვეყანასთან დაახლოებას რომელიც პატივს აღარ სცემს ამ ფასეულობებსა და პრინციპებს. http://www.frontnews...=18185&lang=geo
  9. კაცო აქ 54% აირჩია იმიტომ რომ ფული ქონდა(სხვა რამე არ უკითხიათ(მეცნიერი თუ ჰუმანისტი ხარო?, ხოლო ვინც კითხა უპასუხა "ეს თქვენი კითხვა არაა გავალებენ"-ო. ფარა რომ ბლომად გაქვს შეგიძლია ესეთი რამე დაახეთქო მაინც აგირჩევენ) და რა გიკვირთ თუ კანდიდატად წარადგინეს იქ სადაც არაფატმა(განა მარტო არაფატმა...) ნობელი მიიღო.
  10. Giorgi Kiskeidze ეტყობა მეც ვერ შევძელი ნათელი ვერბალიზაცია ჩემი აზრისა. კაცურობა არა ვაჟკაცური ან სქესობრივი საწყისით ვიგულისხმე არამედ ქმედების ნების ასპექტში. როგორც ერთი ალბიონელი ამბობდა: "ორჭოფობა მოქმედების მუხრუჭია, როგორც რწმენა მისი ხუნდები". ეჭვები ემოციები ქალური საწყისის მაჩვენებელია რასაც ქმედებასთან ნებასთან კავშირი არ აქვს. გერმანელი ფრიდრიხი ამბობდა: "მამაკაცის ბედნიერებაა მე მსურს, დედაკაცის ბედნიერებაა მას სურს".... მე დავამატებდი ნახევრად ხუმრობით: "ჭკვიანი ქალის ბედნიერებაა როდესაც ახერხებს მამაკაცს მოახვიოს თავისი ნება ისეთი ვოალით თითქოს ეს მისი (მამაკაცის) ნება იყოს" ... ეს სხვა თემაა
  11. მიცვალებულის კულტი ეს ყველა კულტურაში არსებობს და ჩამორჩენილობა არაფერ შუაშია.... უბრალოდ რელიგიის ბოსები სიკვდილის შემდეგ ამ რიტუალებზე სერიოზულ ბიზნესს აწარმოებენ ყველა ქვეყანაში და ამ მსუყე ლუკმას რომელსაც გვამის სუნი დაკრავს არავინ ხელიდან ცოცხალი თავით არ გაუშვებს...
  12. Giorgi Kiskeidze კი არ მიცეს უბრალოდ კანდიდატად წარადგინესო ამბობს პოსტის ავტორი....
  13. საერთოდ მე ვფიქრობ რომ კითხვები სინამდვილეში არ არსებობს, რადგან კითხვის დამსმელს მხოლოდ თავისი ეჭვების დადასტურება ან უარყოფა უნდა. სხვა მხრივ კითხვა "რატომ" ფიქციაა, არსებობს კითხვა როგორ(ისიც პირობითადაა კითხვა და პროცესის წინსწრების სურვილზეა აგებული). ბუნებაში არცერთი არსება არ სვამს კითხვა რატომს რადგან ყველაფერი ისედაც ნათელია...აი კითხვა როგორ კი მოთმინებას დაკვირვებას მოითხოვს და იგი აწონასწორებს ჩვენი სამყაროს შემეცნებას.... სხვა ადამიანის გამოცდილება არ გამოგვადგება რაც არ უნდა ჭეშმარიტი იყოს მაინც სუბიექტურია. საერთოდ ? ნიშანი ორჭოფობის, ყოყმანის, ემოციურობისა და ქალურობის სიმბოლოა.... მეორე ! ნიშანი კი ლოგიკის თავდაჯერებულობის ქმედუნარიანობისა და კაცური საწყისის სიმბოლოა.... დააკვირდით შეისწავლეთ ემოციის გარეშე და პასუხი თქვენშია..
  14. Giorgi Kiskeidze ერთხელ ელგუაპოს კითხეს: "ელგუაპო შეიძლება თქვენ სხვაზე ხართ გაბრაზებული და ჯავრს ჩვენზე იყრით?"..... იმდენად ზოგადი კითხვაა რომ შეუძლებელია პასუხი არსებობდეს.....ალექსანდრემ კითხა ინდოელ ბრძენებს: "მკვდრები უფრო მეტი არიან ვიდრე ცოცხლები?" პასუხი: "ცოცხლები რადგან მკვდრები აღარ არიან".
  15. Giorgi Kiskeidze სხვათა შორის ნობელის პრემია(არ უბრალოდ წარადგინება რაც სავსებით შესაძლებელია ერთი ორი ცნობილი პოლიტიკოსის "გამაზვით" რასაც აუცილებლად აკეთებენ ხოლმე ივანიშვილის მსგავსი ოლიგარქები რომლებიც სამოქალაქო ომით ცეცხლმოდებულ აფრიკულ ქვეყნებს 750 მილონი დოლარის ღირებულების რუსულ იარაღით არალეგალურად ამარაგებდნენ(იხილეთ გაიდამაკი-ივანიშვილის ბიზნესი აფრიკაში)) ტერორისტებსაც აქვთ აღებული მას შემდეგ რაც ტერორს თავი დაანებეს და პოლიტიკაში წავიდნენ მაგ. ია სირ არაფატი ან ტურისტ ობამას(მას ნობელი მხოლოდ იმაში მიცეს რომ იგი ბუში არ იყო ამასთან ზანგია) და მრავალი სხვა მხიარულ პირებს. საერთოდ ნობელი მშვიდობის დარგში ნაწილობრივ(ხანდახან მართლა დამსახურებულ ადამიანებს აძლევენ) დიდი ხანია გახდა პოლიტკორექტულობისა და პოლიტინტრიგების პოლიგონი, ვის აღარ აძლევენ ამ დარგში პრემიას..... რაც შეეხება "წარდგენას" რუსებს ისეთი ოდიოზური პერსონაჟები ყავთ წარდგენილი რომ აქ მათი სახელების დაწერაც კი უხერხულია...აი არასასაცილო ანეკდოტების დარგში რომ იყოს ნობელი ან პირმოთნეობაში ივანიშვილის "წარდგენას" აზრი ექნებოდა....
  16. ეს შავტუხა ეტყობა გადაურჩა მაგ აფრიკულ ბარბაროსობას...http://s48.radikal.ru/i119/1304/95/3b23511506dd.gif
  17. Shaten სიმართლე გითხრათ მეც ზუსტად არ მახსოვს ღმერთმა, ადონაიმ, ალაჰმა რა მიზნით დაავალეს მოსეს, მუჰამედსა და ქრისტეს მოციქულებს ეს ქირურგიული მანიპულაცია....ალბათ ერთგულების დემონსტრაციისათვის... ცოტა მეზარება თორემ გადავხადავდი მით უმეტეს თორა და ყურანი უფულობის გამო უკვე დიდი ხანია გავყიდე...http://s017.radikal.ru/i415/1304/74/b24a353c1ad2.gif
  18. Shaten ძველ აღთქმაში, თორაში და ყურანშიც წერია ამის შესახებ. მნიშვნელოვან რიტუალად ითვლება იუდეველებში და მუსლიმებში დაახლოებით ქრისტიანული ნათლობის დონეზე. უნდა აღინიშნოს რომ აშშ-სა და ევროპულ ზოგიერთ ქვეყანაში წინდაცვეთას ქრისტიანებიც აკეთებენ მაგრამ არა რელიგიური არამედ როგორც თქვენ ბრძანეთ ჰიგიენის(მათი აზრით) თვალსაზრისით. მაინც ძირითადად წინდაცვეთა რელიგიურ რიტუალად ითვლება. სხვათა შორის ქრისტე წინდაცვეთილი იყო ამის შესახებ წერია ახალ აღთქმაში.
×
×
  • შექმენი...