Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. მეც დავენიზლავებოდი სიამოვნებით ვინმეს, ხუთი ერთის წინააღმდეგ, რომ 26 მაისს გამარჯვებული მიშიკო რუსთაველზე ამაყად მიიღებს "უძლეველი" ჯარის ალღუმს... )) და რამოდენიმე მაღალჩინოსან პოლიციელს "ღირსების" ორდენით დააჯილდოებს)) აი ის კი ნაღდად არ ვიცი ბურჯანიანი სად შეხვდება და გეჩიხა 26 ნაისს...
  2. და რაა მერე მაქ? ისე რაღაც არ აშუქებენ ზალიან ჩვეული ხმაურით მიშიკოს ვიზიტს იქ.
  3. იცის ის, რაც ჩვენ არ ვიცით რას აპირებს. თუ რამეს აპირებს თვითონ, ეს მან იცის რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე იცის წინასწარ. აი სხვამ კი არაფერი არ იცის წინასწარ. არც მომავლის დანახვა შეუძლია ვინმეს, რადგან ის ჯერ არ ყოფილა, იმიტომ ქვია მომავალი. და თუ გვექნება უნარი დანახვის მომავლის, ეს იმას ნიშნავს რომ უკვე განვლილ დროს დავინახავთ წარსული დროდან. მის რაღაც მონაკვეთს, რომელიღაც ეტაპზე. წარსულის და განვლილის ნახვა კი შეიძლება. და ვინც კარგად ხედავს წარსულს, დღევანდელის ანალიზი შეუძლია მოვლენების, ის მომავლის პროგნოზირებასაც შეძლებს, თუ ყველაფერი კანონზომიერია ამ ქვეყნად. რამდენად გაამართლებს მერე ეს პროგნოზები, უკვე არა მარტო კანონზომიერებაზე, არამედ უბრალო შემთხვევითობაზეც იქნება დამოკიდებული. როგორც ტოტალიზატორში ფსონის დადების დროს... თქვენ წარმოიდგინეთ ღმერთს ჩვენი ნაბიჯის დანახვაც არ შეუძლია ერთი დღით გვიან, გარდა იმისა, თუ მან არ ჩაიფიქრა თვითონ, ამ ნაბიჟს სად გადაგვადგმევინებს...
  4. ხოდა ეგეთი საქმეები როა და იმათი ოჯახები მარტო დარბიან სტრასბურგსჰი ტუ სასამარტლოებსჰი, აქ დადგეს ეგ ოპოზიცია. მიეხმარონ ასეტ ხალხს პატლამენტსჰი სიტყვიტ, კომისიების სჰექმნიტ, საერტასჰორისო სასამართლოებში. მოკლედ მოსვენება არ უნდა მისცენ ხელისუფლებას არანაირად, რა ძალების მობილიზებაც შეუძლიათ, უნდა შეძლონ და როგორმე ქვეყანა არცევნებამდე მიიყვანონ. დამღუპველია საქართველოსთვის კიდო ძალით ხელისუფლების შეცვლა ეხლა, როდესაც მისი დრო ისედაც ამოწურულია. და რუსეთის აგენტურაც არ უნდა გაახარონ საქართველოში იმით, რომ რამეს მიაღწიონ. პერმანენტული აქციებია საჭირო ეხლა ოპოზიცის. და არა აქვს მნიშვნელობა მეტი ხალხი იქნება თუ ნაკლები.
  5. ეს ჯარი არ გადავა, დამიჯერე)) 90% გაუთლელი სოფლელია ბანკომატი რომ ახსოვს მარტო თვის ბოლოს)))
  6. ღალატი იყო სამხედრო დანაშაულის დონეზე და არა იმით, რომ ვიღაც ვიღაცას აწვდიდა რაღაც ინფორმაციებს, არამედ მთელი რიგი საკითხების უგულველყოფა, მოსახლეობის ჩაგდება სიცცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია მსხვერპლი მოსახლეობაში მეტი, ვიდრე შეიარაღებულ ძალებში. დასავლეთ საქართველოს ჩაბარება უბრძოლველად და საერთოდ, ომის წარმოება ისეთ ვითარებაში, როდესაც არაფერი არ იყო ამისთვის გაკეთებული და სამოქალაქო პირებისსთვის საშუალების მიცემა(ნაციონალების ლიდერების) ემართათ შეიარაღებული ძალები მაშინ, როცა ამის უფლება მათ არ ჰქონდათ. სამხედრო ოპერაციების ჩატარებისთვის მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით და არა სამხედრო აუცილებლობიდან გამომდინარე. (ცხინვალის აღება) და ჯავაზე შეტევის ჩავარდნა ამით. ჯარში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მხოლოდ პარტიული ინტერესბიდან და მმართველი წრის კერძო ინტერესებიდან დანიშნული მმართველობა გენშტაბიდან დაწყებული ბატალიონებით დამთავრებული. ჯარიდან გამოცდილი კადრების დათხოვნა და გამოუცდელი კადრებით დაკომპლექტება. ჯარში არსებული დაბალი მორალური მდგომარეობა იმ პირობების გამო, რა პირობებშიც ხდებოდა მიღება და შემდეგ რა პირობებშიც უწევდათ სამსახური. ეს იყო დანაშაული რა თქმა უნდა ღალატის ტოლფასი, თუ კი პირდაპირ ღალატს ვერ დავარქმევთ.
  7. როგორ არ დაუმტკიცეს? შეიძლება ყველას არა, მარა ძირითადად კი. მე ის მიკვირს მეტი როგორ არ დაიჭირეს. შესაძლო ომის დროს, გამცემების გამო სიხშირეების გაცემის და ჩახშობის სასიშროება კომუნიკაციის დარღვევით ბატალიონებს შორის (რაც მოხდა ომის დროს) მე გავითამაშე ერთერთ საშტაბო მეცადინეობაზე. ერთერთი სერჟანტი გავაშაყირე ასე და ბრიგადას გავუჩალიჩე, სირები რომ იყვნენ დავანახვე. მარა ამან შედეგი სამწუხაროდ არ გამოიღო, რადგან ეგ არ გაუთვალისწინებიათ შემდეგ. საერთოდ იტყვიან სულელი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ჭკვიანი სხვისაზეო. ეგენი ვერც ისე და ვერც ასე ვერ სცავლობენ ვერაფერს. არ სჯეროდათ რომ ამდენი მოღალატე იქნებოდა ქართულ ჯარშიც. არადა მანამდე რამდენჯერ გამოავლინეს კიდო, მაგრამ მალავდენ ამ ფაქტებს. უბრალოდ მერე გახდა მოდაში მათი გამოაშკარავება, ისიც მხოლოდ პიარის გამო. ოქრუაშვილიც ისეთი სულელი არ უნდა იყოს ასეთ განცხადებებს უმიზეზოდ რომ აკეთებდეს. იქნებ რაღაც პროვოკაციისთვის ემზადებიან. ეგაა ამ ხელისუფლების უტვინობის გამო ვერ ვხდები, ერთად თამაშობენ ყველაფერ ამას თუ ცალ ცალკე? არაფერი ლოგიკას არ ექვემდაბარება. ვანოზე კი კარგი აზრის არ ვარ, მაგრამ არ შეიძლება სულ ყველაფრის დაუნახველი იყო. ის ჩემი მოწინააღმდეგე არაა, მე განა ვინ რას მკითხავს და რაში ვერევი ისე, რომ მასთან საქმე მქონდეს, მაგრამ ვერც იმას ვხედავ მას მისი მოწინააღმდეგეები სათანადოდ აფასებდენ. მტერში თი მისი ღირსებებიც ვერ დაინახე, მტერს ვერ მოერევი. არა და სულელი ნაღდად არაა, ამხელა სამინისტრო რომ კონტროლის ქვეშ ყავს და ასე თუ ისე, მოჩვენებითი თუ შედარებითი, ადრინდელ დროსთან შედარებით წესრიგი რომ მაინც არის.
  8. არაფერი არ წაუგია. აქამდე რომ მიიყვანეს საქმე, ეგ არის მათი შეცდომა, ან საერთო თმაშის ნიშანი. თუ არ თამაშობენ სულ მალე ვიხილავთ ბურჯანაზეს და გაჩეჩილაძეს ბორკილდადებულებს. თუ არა, ერთ სალამურზე ცეკვავენ მიშასთან ერთად და ამ დროს არავინ ჩანს საღი ძალა, რომ კიდო ერთი ხელისუფლების გადაცემის შედეგი არ ვნახოთ ართი მარიონეტიდან მეორეზე. თუ ეგრე არაა, ვფიქრობ ეხლა მოთმენით აცლიან და აკვირდებიან ვინ რომელი ბიზნესჯგუფები დგანან კიდო მე5ე კოლონასთან და მერე იმათაც დაერევიან და ახალ სერიას ვიხილავთ "ენვერის" გაგრძელებით და კონფისკაციებით. მერაბიშვილიც იტყვის თავის სიტყვას)) არაა ეგ ისეთი სულელი ბევრს რომ ჰგონია) მოკლედ ყველაფერს ვნახავთ 26დე და მიშა გამარჯვებული მიიღებს ალღუმს გაბრწყინებული სახით მიჩმორებული ოპოზიციის და გაბრიყვებული ხალხის ფონზე.
  9. შენ გამოსწორების გზაზე ხარ დამდგარი)))
  10. მიშისტი არასდროს ვიქნები, მაგრამ ეხლა ასეთი ძალა რომ იკრებს ძალღონეს და ფონიც აქვს გაუნათლებელი და გამწარებული ხალხის სახით, უნდა დაუპირისპირდეს ამას ის ძალა, ვინც თავს ოპოზიციას ეძახის, მაგრამ ეხლა განზე არიან. არ სეიძლება განმზე დგომა ასეთ დროს. არ ვამბობ მისას მხარეს იყონ, გამოვიდნენ და ორივე ზალის ქმედება დაგმონ. მოღალატეების და რუსეთის აგენებს ეგრე უწოდონ როგორც არიან და მიმართონ ხალხს, არ დაუდგენ გვერდში იმათ და თუ ბრძოლა უნდათ ხელისუფლებასთან, არ მოსწონთ და ცვლილებებს ელოდებიან პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენით, ხელისუფლებას მოუწოდოს სეწყვიტოს ეს შოუ ქუჩებში და თუ აგენტებია, მოეპყრას ისე, როგორც აგენტებს უნდა მოეპყრას ნებისმიერი სახელმწიფო. რომ ისევ რუსის ტანკების გრუხუნი არ მოყვეს ამას. ამიტომ ხალხი და პარტიები გაერთიანდენ უნდა ეხლა და ებრძოლონ ასეთ უსამართლობას. თუ ამის ტრაკი არა აქვს ვინმეს, პოლიტიკასაც თავი გაანებოს ჯობს.
  11. რუსეთმა კოსოვოს მერე პასუხი გასცა ამერიკას საქართველოთი. ეხლა ლიბიის და ახლოაღმოსავლეთის გამო სეიძლება იგივე გაიმეროს. ჭკუა დაუშლით თუ? მეორე მხრივ ლოგიკურია ის, რომ რუსეთის თავისტკივილი ვიქნებით სრულად რომ მათი ტერიტორია ვიყოთ? არა მგონია. თავის ტკივილი ეხლა უფრო ვართ მათთვის, აფხაზეთში და ოსეთში რომ არიან მარტო ისინი. თან ეხლა ჩერქეზების გენოციდის აღიარება მოყვა ყველაფერს ერთად და რამდენადაც ვიცი, ჩეჩნების და ინგუშების საკითხია დღის წესრიგში. აბა ეხლა მის კონტროლს ქვეშ ვიყოთ? რუსეთში სავსე იქნება ისევ მოცეკვავე, მომღერალი და მოთამადე ქართველები რუს ძმებს ჩახუტებულები. და არანაირი თავის ტკივილი. ამრიკას კი თუ ვერ ჩაერიენ ისინი დროულად კარგადაც მოუხოცავენ ცხვირს და ამით მეორე კურდღელსაც მოკლავენ, საერთაშორისო ასპარეზზე გაიმყარებენ პოზიციებს და თვითონ დაიწყებენ ჩვენს გარეშე ამერიკასთან პოლიტიკურ ვაჭრობასაც. რუსეთის კი არა, მგონი ამერიკის თავსატეხიც ვართ და იქნებ გაგვყიდეს კიდეც?
  12. ეგრე ჰგავდა, ერთმანეთს ურტყამდენ. აბა თქვენ გჯერავთ რომ ნაციკები იყვნენ იგივე ჯოხებით და ფარებით? ნაციკები ყოფილიყვნენ, უცებ გამოჩნდებოდა დამხმარე ზალა სპეცრაზმის სახით და "მშვიდობიან" მოქალაქეებზე თავდასხმისათვის, როგორც პოლიციის მანქანაზე თავდასხმის დროს იქვე გაუსწორდებოდნენ დემონსტრანტებს. და იქნებოდა ეხლა ერტი ამბავი ატეხილი, დაგვარბიესო. მოკლედ ხალხი ვერ გამოყავთ და მაიმუნობენ რარაცეებს. გაჩეჩილაძეებიც მიხვდენ რომ ერთად დაენძრევათ მათ ეს აქციები რომ ჩაფლავდეს და შეუერთდენ, რომ სარგებელი ნახონ რაღაც.
  13. იმ 2004 წლიდან რომ ტრუსიკებით და ლიფებით ყრიდნენ ხალხს ლოგინებიდან და კამერებით სამარცხვინოდ მთელ ქვეყანას აჩვენებდენ, სად იყო ნინიკო? ჰალუცინაციები ხომ არ მქონდა მაშინ და ხმოვანი მოჩვენებები, როგორ ამართლებდა თვითონ და რა კომენტარებს აკეთებდა? ოქრუაშვილზე არ ვიტყვი არაფერს, იქნებ ეს ძალიან დიდი ჰალუცინაცია იყო და გაგიჟებულაო დამწამონ რამე. ხო მართლა, კინწმარიშვილის რუსთავი2 ალბათ მისი არ იყო, ჩემი იყო)) და ამათ უნდა დაუდგეს ხალხი გვერდში?
  14. ერთი მაგია მამაო და მეორე მე)) დაიჭერდენ საბუთები თუ არ აჩვენა მანქანის, აბა რა? თან ალბათ იეღოველი პოლიციელებიც შეხვდენ))))
  15. ჰო და თქვე ოჯახაშენებულებო. თუ პრემიერს პრეზიდენტის ტოლი უფლებები აქვს, პარლამენტის თავმჯდომარეს არანაკლები კიდო და პარლამენტიც გაძლიერებული ამით, ამ მიშასთან რა გინდათ გამაგებინე? ეხლა თუ ისინი არაფერს აკეთებენ, მიშას გარეშე გააკეთებენ? თუ სხვები უკეთ იმუშავებენ? ჰა და წავიდა მიშა. მოვიდა ნინო პრეზიდენტად. პრემიერი კი გილაურია ისევ და პარლამენტი ნაცების. მერე? პარლამენტიც წავიდეს? კი ბატონო, მიშას წასვლას, პირველ რიგში ესენი წავიდნენ ჯობია.აბა ისე მის წასვლას რა აზრი აქვს, თუ ნაციკების დემაგოგიას ვუკურეთ ისევ? სხვათაშორის მათ პრეზიდენტს რომ ურახუნებენ თავში პირველ რიგში და მის ავტორიტეტს და მის სესაძლებლობებს თავიანთი მხარდამჭერი უსიტკვო მონების პოზიციიდან. და იმიტომაა ისიც ასე ტვინგამოლაყებული. ჯერ ამ ერთპარტიული პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნა არ იქნება უკეთესი? ის რომ გადაიტანეს 6 თვით უკანონოდ არჩევნები, ამის მოთხოვნა არ იქნებოდა საფუძვლიანი უფრო, რომ დაებრუნებინათ უკან? იმის მაგივრად რომ, არაფრის მომცემი, იგივე კანონის დამრღვევი აქციები და მოთხოვნები რომ აქვთ მარტო? მოთხოვნა ისეთი უნდა იყოს დასაბუთებული, რომ სათქმელი და უკანდასახევი გზა არ დაუტოვოთ მთავრობას მისი შესრულებისთვის. და სტრატეგიაც ბრძოლის იყოს არჩეული. ხელისუფლებას იმ მაზოლებზე უნდა ურტყა, სადაც ნაკლებად დაცულები არიან და მეტად მათ ეტკინებათ და არა მომთხოვნებს.
  16. არა ეხლა იძახიან უნდოდათ წაყვანაო და არ გავატანეთო )) არადა მომზადებული იყო წინასწარ. რაზმიც შეტევისთვის გამზადებული იქვე, ნინიკო გაპარული სადღაც)) გაიარა მანქანამ, დასცხეს, სპეცრაზმა დაფანტა წესრიგის დამრღვევები, დაიშალენ თვითონაც და უცებ მოდის Nინიკო თეთრ ცხენზე ამხედრებული))) სპასიტელნიცა ვაი რა დურაკებია ეს ხალხი, მდენს რომ ვერ ხვდება ვერაფერს...
  17. საქმე მაგაშია რომ ეს ნინიკო მოგეხმარებითო, მოგაცვებითო კი არა, მომაწექითო იზახის. მერე მიშა წავა, რომელიც ისედაც წავა, კონსტიტუციურად. დრო ამოეწურა უკვე და ნინიკოს უნდა მოსვლა, რომელიც არჩევნებით თავის "საუკეთესოსო" დროში თავის ქალაქში ვერ იღებდა ხმებს და ეხლა მით უმეტეს პუტინის იარლიყით გასვრილი ვერ მოვა. "ვარდების რევოლუციის" გჯერავთ თქვენ? შევარდნაძე უნდა წასულიყო. მიშას ქონდა შანსი არჩევნებში მაშინ "რევოლუციით" რომ არ მოსულიყო? ჰო და დაუთმო ედიკამ მიშას "რევოლუცია" სხვა რამე იყო? სხვა იყო მხოლოდ გაბრიყვებული ხალხი, რომელსაც ეგონა რომ "რევოლუციაში" მონაწილეობდა.
  18. შსს უნდა იყოს,ჯარიც, მის გარეშე ვერცერთი მთავრობა და ვერცერთი სახელმწიფო ვერ იქნება. არ სეეძლოთ წყნარად ეტარებინათ აქციები? მაგრამ თვითონ არ უნდოდათ გაგრძელება, და ჯობს დაბრალდეს ვიღაცას რაღაცა და ვიღაცას ქულები დაეწეროს ამით. მთავრობასაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ. ეხლა მაგათზე უფრო არავის აწყობს აქციის ჩაფლავება და ამაში ეხმარებიან კიდეც. ამის მერე კი დგება მომენტი, როდესაც მოტყუებული გაბრიყვებული ხალხი ჩმორდება ცხვირ პირ დანაყული რომ მიდის სახლში არაფრის გარეშე და მერე უძახე მაგათ სხვა თუნდაც ნაღდ აქციაზე გამოდითო. გამოვლენ? ჩინელები და ინდოელები რომ მოეძალენ აქაურობას, ეგ ცუდი არაა კიდო. ესეიგი შეიძლებიათ ჩინელებს და ინდოელებს აქ მუშაობა და მოდიან, ხომ არ გარბიან? ამ ქართველებს კი რა ღმერთი გაუწყრათ? თუ მზამზარეულს მოგვიტანს ვინმე და ჩაგვიდებს პირში? ვინც ამას ელოდება, მერე სხვა რამეზე რომ უწევს გემოს გასინჯვა და რატომ უკვირთ?
  19. მეტი რა უნდა გაეკეთებინათ? ტელევიზიას დაეცნენ, მინები ჩაამსხვრიეს, შტურმით უნდა ავიღოთო და დაფანტულები კიდო იმუქრებოდნენ აი მოვბრუნდებით და სხვანაირად მოგხედავთო. ხო და შეამოწმეს ეს "სხვანაირი" რა გეგმა საშუალები ქონდათ ოფისებში.))) არ უნდა გადაემოწმებინათ? მაშინ ღლეები იქნებოდნენ.
  20. მერე კაცო აქ რომ გიყურებთ ყველა იმას წერთ სხვადასხვა პარტიებში ხართ. იმასაც არ აკლებთ ერთმანეთს პარტია დაუწუნოთ ვინმეს, აბა ვისი ლიდერი კარგია და ცუდი. რატომ არ მოდის ეს ხალხი სხვა ოპოზიციური პარტიების აქციებზე? 20-20 ლარი არა აქვთ დასარიგებელი და იმიტომ? ესენი კი ქართულ დროშასაც არ კადრულობენ ისეთი ზიზღი აქვთ და ანზორას მოპარულ ჰუმანიტარულ ხორბალზე გაპოლიტიკოსებულ და პუტინის ნათრევ ნინიკოს მიყვებიან? და ეგენი დააძღობენ ხომ ხალხს? ბრძოლა საჭიროა, მაგრამ ხომ უნდა იცოდე ელემენტარულად ვის დაუდგე გვერდში და ვის არა?
  21. გაფრთხილებული იყო)) უფრო სწორად იცოდა ყველაფერი კარგად)) ეს ტყვიები, ჯოხები და გაზი ოპოზიციას მოხვდა მთლიანობაში, რომელიც მაგ აქციებზე სულ არ იყო და დიდხანს იქნება ეხლა მიჩმორებულ მდგომარეობაში და დიდხანს კიდო მოგვიწევს სააკაშვილის ბაქიბუქის მოსმენა) შოუ ჩატარდა, შჰოუ გრძელდება. ხალხი კი გაბრიყვებული დარჩა კიდო ერთხელ.
  22. მივესალმები მხოლოდ. ეგრე ეკუთვნით, რომ არ იციან, ვის ამოუდგენ მხარში და ვის არა. იდეალური სახელმწიფო არ გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში მოიქცეოდნენ ისე, როგორც მოიქცენ აქ. გინდა ევროპაში და გინდა ამერიკაში. ამერიკაში ვიკილიქსზე ელჩების ნაჭორიკნევების გადაცემისთვის გადამცემს სიკვდილით დასჯა ემუქრება, მისთვის უკეთეს შემთხვევაში სამუდამო. ეგრეა იქ საქმე და თვლის ამას ვინმე არადემოკრატიულად? ბურჯანაზეს კი მისი ნალაყბევის და ვოიაჟების გამო არავინ პასუხი არ მოსთხოვა ამ დრომდე. ეგ არის უფრო დანაშაული ხელისუფლების, ვიდრე ამ მე5ე კოლონელების დაშლა. გველი მაშინ უნდა გასრისო, სანამ წიწილია ჯერ, რომ გაზრდილმა არ დაგგესლოს.
  23. ვისით შეცვალოს? დაფანტულებია გატეხილი გრადუცნიკიდან დაღვრილი ვერცხლისწყალივით ოპოზიცია. დადგენ ერთად, დაანახონ სერიოზული პარტიები გინდ ამერიკას და გინდ ევროპას, თუნდაც იგივე რუსეთს და ყველა ანგარიშს გაგიწევს მერე მტერი თუ მოყვარე. ეხლა კი თავისი ამბიციებისთვის ვერ უჯობნიათ და რომ მოვლენ ხელისუფლებაში, რით იქნებიან მიშაზე უკეთესები? ის რამეთი განსხვავდება ამ ოპოზიციისგან? მანაც მის ამბიციებს გადააყოლა ქვეყანა და რატო იქნება სხვა მასზე უკეთესი? უარესი რომ დარჩენ? უნახავმა რა ნახაო და გადელდებიან სახელისუფლები სავარძლებზე. მაგალითი აჩვენონ ხალხს გაერთიანების და ერთად დგომით და ხალხიც გაერთიანდება მათთან. თორემ ვის დაუჯერონ ეხლა? ყველა ერთმანეთს თათხავს და ადანაშაულებს, ყველა ბიბლიურ ცოდვებში ლამის.
  24. შაშიაშვილმა ბათუმში ხალხი რომ ვერ შეკრიბეს, გურიიდან ჩამოვიყვანთო )) ჩამოიყვანონ რა, უფასოდ იმგზავრებენ , პერაშკებსაც აჭმევენ და ბულვარში დაიფანტებიან აქციის ნაცვლად, სააკასვილის "შედევრების" სანახავად)))
  25. შენაც ნახე რა, ლუსტრაციაზე ვის ელაპარაკო))) პარტიული ბილეთი შენახული აქვს ალბათ და კოცნის ძილის წინ )))
×
×
  • შექმენი...