Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. იმიტომ ვერ დაგვაწერინებს რომ ილუზიის ინტელექტი თავად ამ ადამიანის ინტელექტს ვერ სჭარბობს რაც შეეხება ბიბლიას მის 66 წიგნს 40 ადამიანი წერდა ეს საკითხი კარგად ვიცი, მუჰამედი რას ამბობს ეს ნაკლებად სარწმუნოა, იმიტომ რომ ფაქტი ერთია მან ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნებს, რომელიც ქაოსურად აბურდა სუნა და შარიათი წაუმატა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა მონათმფლობელური არაბეთის მეშვიდესაუკუნოვანი კანონმდებლობა. კარლ იუნგის ამ ვერსიას მეც ვეთანხმები მაგრამ აქაც ერთი ასპექტია ეს შეცვლილი ცნობიერება როგორც ასეთი მიიღწევა მიზანმიმართული მეთოდური მუშაობით და აზრი და დანიშნულება ასეთ მდგომარეობას სწორედ ის აქვს რომ ადამიანმა იხილოს ფიზიკური თვალით უხილავი რეალობა.
  2. ტერნერს მაკენას პიროვნებას უახლოეს მომავალში გავარკვევ, რაც შეეხება ლოთ ამბერკას მეათე საუკუნეში რომ ეგ ეთქვა კოცონზე დაწვა არ ასცდებოდა ადვილად აალებადი კი არის სპირტით გაჟღინთული ორგანიზმის გამო ამბერკას მაგალითი კი იმიტომ დამჭირდა რომ მოსაზრება თუ ავტორიტეტულ პიროვნებას არ ეკუთვნის დიდი კითხვის ნიშანი უნდა დაუსვა და შემდეგ გადაამოწმო, ასეთია მეცნიერული მიდგომა და მე ამ მიდგომას მართებულად მივიჩნევ. სიზმარს გიჟებიც ხედავენ მაგრამ მე სიტყვა რეალობაში ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში ფიზიკურ ხილულ მატერიალურ რეალობას არ ვგულისხმობდი არამედ ტრანსცენდენტუალურ, ასტრალურ რეალობას, ასეთი სხეულები კი გიჟს არ ეცხადებიან, ხოლო დაბოლილი თუ ამ რეალობას დაინახავს და ილუზიად აღიქვავს ეს იმიტომ რომ ეგონება სტიმულატორით გამოწვეული ჩვენებააო, ასე რომ სიტყვები ამ რეალობის ილუზიად აღქმა მხოლოდ დაბოლილს ან გიჟს შეუძლია შემთხვევით არ დამიწერია, ხოლო როდესაც ჯანმრთელი ადამიანი, მშვიდ მდგომარეობაში ხედავს ასტრალურ სხეულს და დიალოგიც კი აქვს მასთან ამ ფაქტს უკვე ჰალუცინაციას და ნარკოტიკებს ვეღარ დავაბრალებთ.
  3. ტვინის აღგზნება ჩემზე უკეთ არა მგონია აქ ვინმემ იცოდეს როგორ შეიძლება ცუდად ნუ გამიგებ სხვა რამეს ვგულისხმობ, ანუ: ტვინის ცალკეული უბნების აღგზნება შეიძლება: 1. სტიმულატორებით (ნარკოტიკი, ტანინი, კოფეინი) 2. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერების მიწოდების შეფერხებით. 3. ჭარბი ჟანგბადის მიწოდებით. 4. ტრავმით. 5 გარემო ეფექტებით (შიში, სიხარული, ემოცია, მწუხარება) რაც შეეხება პოლოტროპულ სუნთქვას ეს არის პრანაიამას ერთ ერთი სახე, რომლის ერთი სიანსით და მრავალჭერადმა გამეორებამ შესაძლოა გამოიწვიოს უბნის იმპულსების დაბლოკვა ან გააქტიურება, რის შედეგადაც ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი ხდება რეალობასთან მიახლოვებული ხილული საგანი, მაგრამ ეს არის ილუზია და სხვა არაფერი, ასეთი ილუზიები კი რელიგიის წარმოშობასთან და ღვთის რწმენასთან არანაირ კავშირში არ არის, მარტივი მიზეზის გამო: ილუზია ბიბლიას ვერ დაგაწერინებს.
  4. მოსაზრება ვის ეკუთვნის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი მეზობელი მყავს "ლოთი ამბერკა" უამრავი მოსაზრება ეკუთვნის მას, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად ავტორიტეტულია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მოსაზრება "ლოთ ამბერკას ეკუთვნის", რაც შეეხება ტრანსს, ჰალუცინაციას, სიზმარს და ასე შემდეგ ეს მოვლენები ჯერ არ არის ახსნილი ბოლომდე მეცნიერების მიერ, თუმცა ერთი ცხადია, ნებისმიერი ასეთი მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა ტვინის შესაბამისი უბნის აღგზნება ან პასიურ მდგომარეობაში მოყვანა. ზემო დაზუსტებით კი ის მტკიცდება მხოლოდ რომ ადამიანი ხან ილუზიას ხედავს ხან რეალობას, ხოლო ეს რეალობა რომ ილუზიად იქნეს აღქმული ხომ ვთქვი ან გიჟი უნდა იყოს კაცი ანდა დაბოლილი. მსგავსი რამ სჭირთ ზუსტად რასელისტებს, დაგუგლავ კი არა და დარასელავ და უცბათ ამოგიყრის ბიბლიის სათავისოდ გადაკეთებულ მუხლებს
  5. დავით მასეთი ჯილდო ყველას აქვს უბრალოდ განსხვავება ის არის რომ ზოგი ამ ჯილდოს კუთხეში მიაგდებს ხოლმე და არ იყენებს, გენიოსები აკვნიდან გენიოსები არ ყოფილან განათლება კი სწავლას მოაქვს, ამბიცია და ფანატიზმი კი ვითომ სწავლას და მერე ამ ვითომ ნასწავლით ამპარტავნობას, როგორც ეს ბევრს ემართება ხოლმე.
  6. მერე გაგვაცანით ვის ეკუთვნის ეს მოსაზრება, თავად ამ მოსაზრების არსი, ვის სჯერა რომ ზებუნებრივის არსებობა მხოლოდ ჰალუცინაციაა და ასე შემდეგ. ჰალუცინაციას ხილვას უწოდებენ მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ჰალუცინაციის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ტვინის გარკვეული უბნის აღგზნება ან ფსიქიური აშლილობა, ხოლო ხილვა სრულიად ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგ ლოგიკით კი ბიბლიის წიგნები გიჟებისა და დაბოლილების დაწერილი გამოდის და ვერც ერთ წინასწარმეტყველზე ამას ვერ იტყვი.
  7. პირველ რიგში გამარჯობა, არ მომიწყენია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეგ პიროვნება ჩემთვის მას შემდეგ რეებიც იკადრა ნულის ტოლიც აღარ არის.
  8. ხის ჯვარს თუ წაუკიდებ ცეცხლს მასეთი ეფექტი ექნება.
  9. ისე სიმართლე რომ გითხრა ნაკლებად მაღელვებს აქ ვის რა ეგონება და რა ლეგენდას შეთხზავს მე აქ, ამ ფორუმში, მაქვს ერთი მიზანი: ობიექტური სინამდვილე დავანახვო ხალხს და ვიმსჯელოთ თემების ირგვლივ ჯანსაღი აზრით და არა რასელუშკას ტაშტი ბუბუთი, ხოლო თუ ამაზე მეტი არაფერი შეუძლია ადამიანს ან უნდა გაჩუმდეს, ან კიდევ ერთხელ რომ დააფიქსირებს რასელუშკას აზრს ათასჯერ იგივე არ უნდა ატრიალოს პატრულის კლიპივით, გავიგეთ რომ რასელის ტაშტი ბუბუს პატივისმცემელია, მოვისმინეთ რასელისტური შეხედულება საკითხთან დაკავშირებით და მორჩა და დამთავრდა, მაგრამ როდესაც ადამიანს ძალით თავს ახვევ რასელისტურ იდეოლოგიას და მაშინ როდესაც მის ფანატურ სწავლებას თავად მისივე მოწაფეები უარჰყოფენ, ძალით ატენი აქ ხალხს და იძახი ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტებაო, თან პარალელურად სიმართლეს დასცინი, ასეთ ქლისობას მე ავ ვერ დავუშვებ და ვერ ვუყურებ უნიჭობისა და უტიფრობის ზეიმს.
  10. არაფერი დაუშავებიათ და სწორედ ეს უძველესი რელიგიური მიმდინარეობები სცემს კითხვას პასუხს, ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ სწამდა ადამიანს ზებუნებრივის არსებობის, მაგრამ ვერ გაერკვია ვინ იყო ის და ამიტომ თაყვანს სცემდა მასზე ძლიერს. შენ სრული უფლება გაქვს არ მიიჩნიო ბიბლია სრულ ჭეშმარიტებად მაგრამ გამარკვიე აქ ბიბლიის სისწორე მცდარობაზეა საუბარი თუ ღმერთის არსებობა არ არსებობაზე? მეცნიერებისა და რელიგიის წინააღმდეგობრივობა ახალი ამბავი არ არის და ეს ხდება იმიტომ რომ რელიგიური წიგნების მწერლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ დღევანდელ მეცნიერულ მიღწევებზე. ნუ მაშინ ვთქვათ 85 % მსოფლიოს მოსახლეობის 85% არ არის პატარა ციფრი და შეუძლებელია ერთდროულად ამდენი ადამიანი ცდებოდეს, რაც შეეხება განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებს პიროვნების განათლების დონესთან ამას კავშირი არ აქვს იმიტომ რომ სწავლა თუ არ გინდა ოქსფორდში რო დაგსვან არ ისწავლი და თუ განათლების მიღება გსურს ამას სასწავლებლის გარეშე დამოუკიდებლადაც შეძლებ. ღმერთის არსებობას იმიტომ უარჰყოფს მეცნიერი რომ მას უკვე ჰყავს თავისი ღმერთი სახელად მეცნიერება. ვერანაირი დამუხტული ლითონი დამოუკიდებლად ვერ შექმნის ადამიანის მსგავს გამოსახულობას, ამის ალბათობა ტრილიონ შემთხვევაში ერთია და სურათები კი მრავლად მოიპოვება, რაც შეეხება ფოტოშოპით მაიმუნობას ამის ფაქტებიც არის მაგრამ რეალურადაც არსებობს ფაქტები როდესაც ფოტოფირს ასტრალური სხეული დაუფიქსირებია. რა თქმა უნდა ვიცი რომ ყველა რელიგია ჭეშმარიტი ვერ იქნება მათ შორის არსებული სხვაობის გამო, მაგრამ მე და ნუკრიკო აქ სხვა თემაზე ვმსჯელობდით, ღმერთის არსებობა არ არსებობის რწმენაზე მასების მიერ, და თეისტთა სტატისტიკა მოვიყვანე, რაც შეეხება თეისტობას მუსლიმან მორწმუნესაც იგივენაირად სჯერა ღვთის არსებობის, როგორც ეს ქრისტიანს, იუდეველს და ინდუისტს. მე აქ თეისტების რაოდენობა აღვნიშნე და ვთქვი რომ ათეისტების რიცხვს ბევრად აღემატებიან, ხოლო რელიგიათა შორის განსხვავება რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე რომ აქედან ჭეშმარიტი მხოლოდ ერთია.
  11. მე ზემოთ მიწერია ამის ახსნა და კიდევ ერთხელ გეტყვი, მოხდა ასეთი რამ: ერთ მშვენიერ დღეს როდესაც მე და ვერუსი ერთმანეთს ვესაუბრებოდით, მისტერ აზრმა გადაწყვიტა თავისი დამსახურებულად დაგდებული რეიტინგის ალტერნატიული ნიკებით აწევა, მან ამ მიზნით დაარეგისტრირა ნიკები, "მორფიუზი" ანგელოზკა და აკაკი კაკი კაკო, კიდევ ორი სხვა, ჯერ ხო ხედავ ნიჭი არ უნდა ასეთი ნიკების მოფიქრებას? მერე მოხდა ასეთი, რამ მან ამ ნიკებით სპეციალურად დამიგდო რეიტინგი და თავისი კი აწია, ხო და რომ მიუხვდი ამ ქლისურ საქციელს მერე მეც დავარეგისტრირე 3 ნიკი და იგივენაირად მოვექეცი, მერე სატურნმა ჩემი ნოუთბუქით შემოსული ხალხის ნიკები ამოყარა, რომელთაგანაც მხოლოდ საკუთარი შვილი ვიცანი ისიც იმიტომ, რომ საკუთარი სახელი და გვარი ეწერა, დანარჩენი ნიკების შესახებ როგორც ყველამ მეც იმ დღეს გავიგე და მათ მიღმა პიროვნულად ვინ დგას ძაღლისშვილი ვიყო თუ წარმოდგენა მქონდეს, მერე აზრმა შეთხზა ლეგენდების კასკადი და პანიკა ატეხა, ნუ როგორც სჩვევია ხოლმე, ეხლა ვსვავ კითხვას თუ მე ყველა ზემოთ აღნიშნული ნიკით პოსტვა შემეძლო, რაღად დავარეგისტრირე 3 ახალი ნიკი? რა იმ დანარჩენებით ვერ შემოვიდოდი თუ აზრი დამიშლიდა? საქმე იმაშია რომ ეს ნოუთბუქი რომლითაც აქ ვპოსტავ შვილის ნაჩუქარია და მანამდე ის სამსახურში იყენებდა სერვერად, როგორც თავად ამიხსნა. აი ეს არის მთელი ამ ვითომ დეტექტივის ფინალი, ეხლა რა ხდება კიდევ აზრმა აირჩია ტაქტიკა გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩებაო, მან ატეხა პანიკა ამ ნიკებზე რათა საკუთარი ნიკები დაემალა, ანუ ის მოქმედება რაც თავად ჩაიდინა პირველმა ჩემს მიმართ, ხოლო იგივეთი რომ ვუპასუხე ჩემზე აყვირდა რად არ სჯითო და სწორედ ამიტომაც მივწერე თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი ეს პირველ რიგში შენი თქო. პ.ს. პიროვნულად არ ვარ ინტრიგების ხლართვისკენ მიდრეკილი, თორემ აზრს რომ მონიტორზე ჭიამაიას პიქტოგრამა უციმციმებს (გამგები გაიგებს) მაგ პროგრამის გადმოწერა 5 წუთში შეიძლება და დასაფარი და დასამალი რომ მქონდეს რამე მაგისნაირად მცურავ IP-ის დავაყენებდი და ერკვიათ მერე მორფიუსი ვარ თუ დათა თუთაშხია.
  12. გვერდით თემაში დევს სვეტიცხოვლის ტაძარში გადაღებული ფოტო, რომელსაც ფოტოგრაფი ხატს უღებდა, მაგრამ ფირზე ანგელოზიც აღიბეჭდა, გაადიდე ეს ფოტო და ანგელოზს გარკვევით გაარჩევ, ნუ თუ ამაზე იტყვი ფოტოშოპით არის ნაჩალიჩარიო, მაშინ იმ ფოტოებზეც რაც მე მაქვს იგივეს იტყვი.
  13. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი ადამიანმა მართლმადიდებლურ ტაძრებში უნდა ეძიოს და არა რასელისტების სამეფო დარბაზებში.
  14. ჩვენ აქ ადამიანის აზროვნების შესაძლებლობაზე გვქონდა საუბარი და არა ბიბლიის სისწორე მცდარობაზე, ოსირისის წიგნი და ტაროს არკანები რომ დამეწერა პირამიდების გვერდით მაშინ რას მომწერდი? ბიბლიის ძველ წიგნებს რაც შეეხება ბევრი რამ მართლაც გაზღაპრებული და გაზვიადებულია და ამის შესახებ მე არაერთხელ აღვნიშნე, ეს იმიტომ მოხდა რომ ბიბლიის 66 წიგნის ამკინძველებმა ტყუილ-მართალი ერთმანეთში არიეს, რაც შეეხება დედამიწის სიბრტყეს ოთხ კუთხეზე თუ გაქვს საუბარი, იქნებ ამაში ჰორიზონტს გულისხმობდნენ? სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ეხლა ნამდვილად ვერ დავდებ აქ ამ მონაცემებს მოძიება ჭირდება, მაგრამ იმას თუ გაითვალისწინებ რომ მსოფლიოს მოსახლეობის 33% ქრისტიანია და ამას მიუმატებ, სხვადასხვა რელიგიების, მიმდინარეობების და სექტების მორწმუნეებს თანაფარდობა 80-20 %-ზე გამოგივა, თუმცა უმრავლესობა, რომ თეისტია ამას მტკიცება არც უნდა. მტკიცებულებები მაქვს, ფორუმზე დადება არ შემიძლია, ფოტოშოპით დამუშავებულ მასალად რომ არ იქნეს აღქმული. მედიტაცია.
  15. ღმერთო თემის ავტორი სრულ ჭკუაზეა? პასუხი:
  16. უაზრობის წერა უცოდინარობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ეგ უაზრობას კი არა სრულიად გააზრებულ დემაგოგიას წერს. განსხვავება აი ეს არის იცის, აზრზეა ასე თუ ისე, რა და როგორ და მაინც მიზანმიმართულად წინააღმდეგობრივ და ანტიქრისტიანულ აგიტაციას ეწევა, ამას კი ადამიანი ან ფსიქიური აშლილობის დროს აკეთებს ან კიდევ უბრალოდ მაყუთის გულისთვის შეკვეთით. დასკვნა: მთლად შეურაცხადი არ არის, რა რჩება? "შეკვეთა და მაყუთი"
  17. არადა ამ თემაზე საუბარი მართლაც არ მიყვარს, "დამიმტკიცე" იძახიან, მოდი აბა შენ დამიმტკიცე რომ მთვარე მთვარეა.
  18. მაიას ტომის კალენდარი ყველაზე ზუსტი კალენდარია, პირამიდები 4000 წლის წინ აშენდა, მხოლოდ ეს ორი რეალობაა იმის დასტური რომ უძველეს დროშიც კი მშვენივრად აზროვნებდა ადამიანი, რაც შეეხება ბაქტერიებს, ბაქტერიები ვერ წყვეტენ ღმერთის არ არსებობის საკითხს. სტატისტიკის დეპარტამენტიდან, ჩინელებს რაც შეეხება ათეისტებად არ თვლიან თავს, მათი ნაწილი ბუდისტია ნაწილი ინდუისტი და ნაწილი მუსლიმანი რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს უზენაესი გონის "დაო"-ს აღმსარებლები. ეხლა ამ ყველაფერს მიამატე ინდოეთი, რუსეთი, აშშ და სტატისტიკაზე აქ დასრულდება საუბარი. მეცნიერულად ეს ვერ დადასტურდება, სასწაულს სასწაული იმიტომ ქვია რომ ადამიანის ძალებს აღემატება ეს მოქმედება თორემ ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, მაგალითად მეთვრამეტე საუკუნის ადამიანს რომ ენახა ფორუმზე როგორ პოსტავს ხალხი უეჭველად სასწაულად აღიქვავდა მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მეთვრამეტე საუკუნის მეცნიერებს წარმოდგენა არ ქონდათ კომპიუტერზე არ არსებობს და მორჩა ამის თქმის უფლება არავის არ აქვს. კონკრეტული ფაქტები თუ გაინტერესებს ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე იცი.
  19. არადა ეს უეჭველი მოხდება და ბევრისთვის სანატრელი იქნება რომ ჰალუცინაცია იყოს.
  20. არგუმენტები: 1. ბიბლია 2. ყურანი 3. რიგვედა 4. თალმუდი 5. არსებული რელიგიები და რელიგიური მიმდინარეობები. 6. მსოფლიოს მოსახლეობის 95%-ის თეისტობა ფაქტები: სულთა გამოცხადებები, ასტრალურ სამყაროში გადასვლის შესაძლებლობა. რა არა ვინ, ეს "რა" უფრო მატერიალურზე ითქმის სულიერისგან, ღმერთი კი უზენაესი სულია, შესაბამისად ჩნდება კითხვა რა არის სული? პასუხი: სული ხარ შენ ოღონდ ჯერ ამას ვერ ხვდები და გგონია რომ სხეული და აზროვნება ხარ.
  21. ეს წესები რელიგიებზე ვრცელდება და არა რასელუშკას ფანატურ ნაბოდვარზე, რელიგიასა და რასელუშკას აბდაუბდას შორის განსხვავებას რომ იპოვი გამოიარე.
  22. პოსტების თვალის გადავლება არ მჭირდება ჩემმა შვილმა რა იცის და რა არა, ეგ ჩემზე უკეთ არავინ არ იცის, ვის იცნობს და ვის არა ეგ კი უკვე აღარ ვიცი. ასტრალური სხეულების ხილვა კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და სურვილი ვისაც აქვს თავად იპოვის ამის შესაძლებლობას, მე აქ როგორც ხედავ ჩემი თემებიდან გამომდინარე არავისთვის არაფერი დამიძალებია და თავს არ მომიხვევია ჩემი სუბიექტური აზრები და შეხედულებები.
×
×
  • შექმენი...